zaza13 0 Posted March 6, 2014 Report Share Posted March 6, 2014 (edited) ჯაბა რამდენი ხანი დავატოვინო ლეკვი დედასთან? ესტონკაზე გეუბნევი. Edited March 6, 2014 by zaza13 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 ჯაბა რამდენი ხანი დავატოვინო ლეკვი დედასთან? ესტონკაზე გეუბნევი. 1 თვე მაქსიმუმ+5 დღე.მერე დედა ძაღლის რძე კარგავს ყუათიანობას და ლეკვიც წონაში იწყებს კლებას ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 zaza13 საგვარეულო სამწუხაროთ არ აქვს იმიტომ რო დედას თავის დროზე არ აუღეს მერე სხვის ხელში გადავიდა.მამას აქვს რუსეთიდან არის ჩამოყვანილი ასე რომ ჩემსას მაგის გამო არ ეკუთვნის საგვარეულო რაც ძალიან მწყინს.მაგრამ თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს ძალიან აქტიურია.სამწუხართ ეხლა ვერ დამყავს ფეხი იტკინა დევნის დსროს თორე კიდევ დავდებდი ვიდეოებს. ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 რა მაინტერესებს არის აქ ვინმე მდევრის მოყვარული ?და თუ ხართ დადევით თქვენი მდევრების სურათები და ვიდეოები ძალიან მაინტერესებს. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 ესეც წარბა ძლივს გადაუღე ნორმალური სურათი . აბა შეაფასეთ. მე თუ ძაღლებაში სულ ცოტა მაინც გამეგება მაგარი ექსტერიერი აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 ბიჭებს გაუმარჯოს! შეკითხვა მაქვს თქვენთან:გონჩის ლეკვის აყვანა მინდა, დიდ ნადირზე სანადიროდ რომელი ჯობია ანგლო რუსული გონჩი თუ რუსული მდევარი და ხმაში რომელი ჯობია?! ანგლო რათქმაუნდა, უფრო ჟინიანიცაა და უფრო გაბედულიც. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 მადლობა გაიხარე ჯერ კარგად ვერ გავერკვიე ყველაფერში.ვცხოვრობ ზესტაფონის რაიში სოფელ პირველ სვირში .ჩემი სახელი და გვარია გიორგი გამყრელიძე .ვარ გატაცებული მდევრებით. ზესტაფონი ჭიათურიდან არც ისე შორია, შეგვიძლია ერთმანეთთნ დაკავშირება და მთაში წასვლა, თუ რათქმაუნდა შენი სურვილიც იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 7, 2014 Report Share Posted March 7, 2014 მართლა კარგია. ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მე თუ მკითხა რუსულსა და რუსულ ჭრელს შორის არაფერი განსხვავებაა შეფერილობის გარდა.მთავარისა ბევრი ტარება და დევნა ისეთ ნადირზე რაც მდევარის საქმეა .მაგალითად ტურა,მელა,კურდღელი.დანარჩენი მდევრის საქმე არ არის ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მგელს,ღორსა და დათვს რა ვუყოთ?მდევრები უნდა დაგვეხმარონ ამათშიც ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მე თუ მკითხა რუსულსა და რუსულ ჭრელს შორის არაფერი განსხვავებაა შეფერილობის გარდა.მთავარისა ბევრი ტარება და დევნა ისეთ ნადირზე რაც მდევარის საქმეა .მაგალითად ტურა,მელა,კურდღელი.დანარჩენი მდევრის საქმე არ არის ერთი შეხედვით თითქოს არაფერი მაგრამ სინამღვილეში ძალზე დიდი სხვაობაა. რუსული წრელი გამოიყვანეს რუსულისა და ინგლისური ფოქსჰაუნღისგან. მათ სისხლში მიღრეკილება აქვთ როგორც ბეწვეულზე ასევე ნებისმიერ მსხვილ ნაღირზე. რუსული კი ძირითადად კურდღლის ძაღლებია და ამაში ბაღალი არ ყავთ, მაგრამ როცა საქმე მსხვილ ნაღირზე მიდგება იქ ანგლო შეუდარებელია თავისი ჟინითა და შეუპოვრობით. ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მდევარის საქმე მსხვილი ნადირი არ არის მაგისთვის არსებობ ლაიკები .რაც შეეხება რუსულ ჭრელ მდევარს მაგ ისევე კარგად დაზდევს კურდღელს როგორც რუსული.მე რუსულიც მინახავს რო კურდღელი საერთედ რო არ აინტერესებს და რუსული ჭრელი რომელიც მარტო კურდღელს დასდევს.და ამიტ რაუნდა მეთქვა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მდევრის გეშვას და რაზე უწევს მას ყველაზე ხშირად დევნა.მაგალითად ჩემთან კირდღელი ძალიან ცოტაა და ამიტომ ტურა უფრო ხდება ჩემ ძაღლს მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ააქვს მთავარია კარგი ყეფის მოსმენა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მდევარის საქმე მსხვილი ნადირი არ არის მაგისთვის არსებობ ლაიკები . მაგაში ცდები ძმაო.მდევრის საქმეა ზუსტად.ლაიკა ანუ მყეფარა უფრო ისეთ სანადირო ობიექტებზე გამოიყენება რომლებიც ხეზე აფარებენ თავს,როცა მყეფარა იპოვნის ყეფავსდა მონადირეს აგებიბენს სადაა ობიექტი ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მდევარის საქმე მსხვილი ნადირი არ არის მაგისთვის არსებობ ლაიკები .რაც შეეხება რუსულ ჭრელ მდევარს მაგ ისევე კარგად დაზდევს კურდღელს როგორც რუსული.მე რუსულიც მინახავს რო კურდღელი საერთედ რო არ აინტერესებს და რუსული ჭრელი რომელიც მარტო კურდღელს დასდევს.და ამიტ რაუნდა მეთქვა ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მდევრის გეშვას და რაზე უწევს მას ყველაზე ხშირად დევნა.მაგალითად ჩემთან კირდღელი ძალიან ცოტაა და ამიტომ ტურა უფრო ხდება ჩემ ძაღლს მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ააქვს მთავარია კარგი ყეფის მოსმენა. ლაიკები ანუ იგივე მყეფრები ძმაო მდევრის მოვალეობას ვერასდროს ვერ შეასრულებენ. შეიძლება სხვადასხვა ჯიშის მყეფარებს მეტ-ნაკლება ქონდეთ სისხლში ნადირის დევნისადმი მიდრეკლილება მაგრამ ისინი მდევრებს ვერასდროს ჩაანაცვლებენ მათი დანიშნულებაა მსხვილი ნადირის გაჩერება, ამის გაკეთება იგივე ჭრელსაც შუძლია, მაგრამ ამ საქმეში ლაიკას ვერ შეედრება, რადგან ლაიკებს ახასიათებთ ძალიან კარგი მანევრები, ხოლო ჭრელები ბევრი გამიგია და მინახავს დასახიჩრებულები ან საერთოდ ისეთი შემთხვევებიც მრავლადაა სადაც საბედისწერო გამოდგა მათი ნადირთან მიახლოება. მართალი ხარ ძაღლის გაზრდაზე ბევრია დამოკიდებული, ასევე სისხლზეც, მაგრამ კარგი მგეშავი კარგი სისხლის რუსულსა და ანგლოს შორის ადვილად შეამცნევს იმ განსხვავებას რაც ზემოთ აღვნიშნე. ეს ცემი მოგონილი ან ჩემი დაკვირვების შედეგად ჩამოYალიბებული აზრი არაა, ეს არის ზოგადად ჯიშის მახასიათებელი. ყველა ჯიშს აქვს თავისი დანიშნულება და არ არსებობს აბსოლუტურად ერთნაირი ჯიში. რა განსხვავება პოინტერებს შორის, სეტერებს შორის, რა განსხვავებაა ძალზედ მონათესავე იაგსა და ფოქსტერიერს შორის. ასევეა მდევრებიც. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 8, 2014 Report Share Posted March 8, 2014 მაგაში ცდები ძმაო.მდევრის საქმეა ზუსტად.ლაიკა ანუ მყეფარა უფრო ისეთ სანადირო ობიექტებზე გამოიყენება რომლებიც ხეზე აფარებენ თავს,როცა მყეფარა იპოვნის ყეფავსდა მონადირეს აგებიბენს სადაა ობიექტი მართალი ხარ ჯაბა ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 9, 2014 Report Share Posted March 9, 2014 კაი ბატონო.მაშინ ერთ კითხვას დავსვამ .რატომ ტარდება მდევრის საველე გამოცდა მელაზე და კურდღელზე და არა დიდ ნადირზე? და ლაიკების გამოცდა დამბულ დათზე და არა ხეზე შემომჯდარ კვერნაზე? მე ამით ვამთავრებ ამ საკითხზე კამათს. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 9, 2014 Report Share Posted March 9, 2014 კაი ბატონო.მაშინ ერთ კითხვას დავსვამ .რატომ ტარდება მდევრის საველე გამოცდა მელაზე და კურდღელზე და არა დიდ ნადირზე? და ლაიკების გამოცდა დამბულ დათზე და არა ხეზე შემომჯდარ კვერნაზე? მე ამით ვამთავრებ ამ საკითხზე კამათს. ლაიკების გამოცდა ტარდება როგორც დამბულ დათზე, ასევე ხეზე შემომჯდარ ცხოველებზეც (ციყვი, კვერნა და ა.შ.) ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 9, 2014 Report Share Posted March 9, 2014 ლაიკები ანუ იგივე მყეფრები ძმაო მდევრის მოვალეობას ვერასდროს ვერ შეასრულებენ. შეიძლება სხვადასხვა ჯიშის მყეფარებს მეტ-ნაკლება ქონდეთ სისხლში ნადირის დევნისადმი მიდრეკლილება მაგრამ ისინი მდევრებს ვერასდროს ჩაანაცვლებენ მათი დანიშნულებაა მსხვილი ნადირის გაჩერება, ამის გაკეთება იგივე ჭრელსაც შუძლია, მაგრამ ამ საქმეში ლაიკას ვერ შეედრება, რადგან ლაიკებს ახასიათებთ ძალიან კარგი მანევრები, ხოლო ჭრელები ბევრი გამიგია და მინახავს დასახიჩრებულები ან საერთოდ ისეთი შემთხვევებიც მრავლადაა სადაც საბედისწერო გამოდგა მათი ნადირთან მიახლოება. ............................................................................................................ ეს ზუსტად ასეა - სხვადასხვა ჯიშის მყეფარებს მეტ-ნაკლებად აქვთ სისხლში ნადირის დევნისადმი მიდრეკლილება. მე ჩემს პრაქტიკაში სულ ერტი მყეფარე მყავს ნანახი, რომელიც მდევარივით მყშაობდა კვალზე. ასეტი მყეფარე ოქროს ფასი ღირს, მე რომ მკითხოთ. მაგისთანა ძაღლთან ერთად ნადირობა უდიდესი სიამოვნებაა. ჩემგან ნახსენები მყეფარე, ვოლოგდის ოლქში, ჩერეპოვეცის რაიონში, ყავდა ჩვენს თანამემალულეს, მაგარ მონადირეს, გვარად ლუკავას. არ ვიცი ეხლა ცოცხალია თუ არა მაგ ძაღლი (ალბათ არა, რადგანაც მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა), მაგრამ ჩემს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნება. მე შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილებში, ჩემს ახლობლებთან ერთად. წარმოიდგინეთ - შუაგული ზამთარი, 20 გრადუსამდე ყინვა, რუსეთის ჩრდილო რეგიონის ერთ-ერთი მივარდნილი სოფელი, სადაც აგარაკივით ქონდა ჩვენს ზემლიაკს (უახლოესი დასახლებული პუნქტი 40 კილომეტრში), ღრმა, ქათქათა თოვლით დაფარული არემარე... მოკლედ ზუსტად ისეთი ადგილი და ამინდი, რომ, ბუხართან ჯდომის და არაყის სმის მეტს არაფერს ინატრებდა კაცი. პრინციპში ასეც მოხდა. ჩვენმა გულუხვა მასპინძელმა გაშალა ლამაზი სუფრა და დაიწყო ქართული სმა-ჭამა. მე ვერ გავძელი და სანადიროდ წავალ მეთქი. მასპინძელმა მომცა თავისი სანადირო ტანსაცმელი (ჩვენ საქმეზე ვიყავით ჩასული), თოფი, "ტყვია-წამალი" და ... გამაყოლა 2 ლაიკა. ერთი დასავლეთ-ციმბირული და მეორე რუსულ-ევროპული, რომელიც შედარებით ახალგაზრდა იყო. სიტყვიერად ამიხსნა საით წავსულიყავი და რაზე გამეკეთებინა ორიენტაცია (კომპასი არ გვქონდა არც მე არც მას). თავს არ მოგაბეზრებთ და მოკლედ ვიტყვი - დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ ძაღლებმა ტყეში ააგდეს რაღაც ცხოველი და ყეფით გამოეკიდნენ. ლაიკას არ ახასიათებს ყეფით დევნა, მაგათი უმრავლესობა ყეფს, როდესაც ხედავს ცხოველს. უმრავლეს შემთხვევაში როცა ნადირი დგას ერთ ადგილას, ანდა მას ძაღლები ირგვლივ უვლიან და ცდილობენ შეაჩერონ. ხშირად მყავს ნანახი, როცა ლაიკები "კუდზე აჯდნენ" ლოსებს და გარეულ ღორებს, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. მე შევედი ტყეში იმ ადგილამდე სადანაც ძაღლების პირველი ყეფა გავიგე და ნაკვალევით დავადგინე, რომ ძაღლებს კურდღელი ყავდათ აგდებული. მე იმ პერიოდში კურდღელზე ნადირობის დიდი სპეციალისტი არ ვიყავი, მაგრამ კარგად ვიცოდი კურდღლების ჩვევა, როცა მაგენი საშიშროების შემთხვევაში არტყამენ დიდ წრეს და უბრუნდებიან იმ ადგილს სადაც მტაცებელმა ცხოველმა ან ძაღლებმა მაგენი აღმოაჩინეს და დაუწყეს დევნა. ამას კვალის არევის მიზნით აკეთებენ. მეც დავდექი შორიახლო იმ ადგილისგან, სადაც კურდღლის "საწოლი" ("лёжка")იყო, და დავუწყე ლოდინი. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთ-ციმბირელს ყეფა არ შეუწყვეტია და მისი ხმის დახმარებით ზუსტი ინფორმაცი მქონდა, თუ სად იმყოფებოდნენ ძაღლები. რამოდენიმე ხნის შემდეგ, გამოჩნდა ყურცქვიტაც. მორბოდა აუჩქარებლად (თითქოსდა არაფერი არ ემუქრებოდა) და გაჩერდა ჩემგან დაახლოებით 15 მეტრში. მე ხეს ვიყავი ამოფარებული და არც ვინძრეოდი, ამიტომაც ჩემს მხრიდა ყურჩქვიტა საშიშროებას არ გრძნობდა. დაჯდა და მიაბრუნა თავი იმ მხარეს, საიდანაც ყეფა ისმოდა. ჩემი შეფასებით ძაღლები კურდრელს დაახლოებით 500 მეტრით მაინც ჩამორჩნენ. კურდღელიც მშვენივრად გრძნობდა ძაღლებამდე მანძილს და არ ჩქარობდა გაქცევას. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყეფის ხმა მოახლოვდა, კურდღელმაც გადაწყვიტა გაქცეულიყო, მაგრამ, შორს ვერ წავიდა... მე სროლის სექტორი უკვე ამორჩეული მქონდა და ჩვენს შორის ხე-ბუჩქნარიც ნაკლებად იყო. საკუთარი ნაკვალევით უკან დაბრუნება არ მიყვარს, ყოველთვის რაღაც ახალს ველი წინ, ამიტომ, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე გავაგრძელე გზა და ... რასაკვირველია გზა ამებნა. უკვე დაბინდებულს (ზამთარში ადრე ღამდება) მივაგენი სოფელს, სამაგიეროდ გზაში ყრუალაც მოვინადირე. ძაღლებმა ის დაჭაობებული ადგილიდან, სადაც თოვლის ქვეშ საკვებს ეძებდა (უმთავრესად "клюква"-ს (არ ვიცი ქართულად რა ქვია)), ააფრინეს ხეზე და დაუწყეს ყეფა ქვევიდან. მე შორადან მივხვდი რომ ხეზე უყეფდნენ რაღაცას, რადგანაც ერთი ადგილიდან ისმოდა ხმა. უფრო ვფიქრობდი ციყვზე, რომელიც იმ რაიონში ბლომადაა, მაგრამ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ყურადრება ძაღლებზე იყო გადატანილი, მიპარვა მაინც გამიჭირდა. ხე, რომელზეც ყრუალა იჯდა, შედარებით ღია ადგილას იყო და იძულებული გავხდი ამ თოვლში დამერტყა წრე და უკნიდან მივპაროდი. სროლის პერიოდში სულ ოფლიანი ვიყავი, არადა უკვე ყინვა 20 გრადუსზე მეტი იყო. შემდეგ, სოფელში მისვლამდე, ხშირად ვინანე, რატომ ვესროლე მეთქი. ყრუალა ოთხ კილოგრამამდე მაინც კი იყო, კურდღელი დაახლოებით სამამდე, ამას დავუმატოთ რომ ზურგჩანთა არ წამომიღია და ორივე ხელი ამ "ტვირთით" მქონდა დაკავებული + თხილამურები, რომლებიც სიბნელეში ხან თოვლით დაფარულ ტოტებს, ან სხვა რაიმე ჯანდაბას წამოედებოდა ხოლმე, + იმის აზრი, რომ შეიძლება არასწორად მქონდა მიმართულება არჩეული... მოკლედ, რამოდენიმეჯერ ვინანე, რა მინდოდა ამ შუაგულ ტაიგაში, მჯარიყავი ღუმელთან და მეწრუპა არაყი მეთქი. ერთადერთი ის მამშვიდდებდა, რომ ძაღლები თვითონ მიაგნებდნენ გზას სახლამდე (უკან, ნაკვალევით დაბრუნებაზე არც მიფიქრია - ძან დიდი მანძილი გამოვიარეთ). მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ძაღლებმა ტყიდან ღია მინდორში გამომიყვანეს, შორიდან შუქი შევამჩნიე. ძლივს მივლასლასდი სახლამდე, მაგრამ, იმდენი ხოტბა-ქება დავიმსახურე, რომ დაღლილობა და ყველაფერი უარყოფითი უკან დარჩა. ყველაზე მეტად მასპინძელი იყო გაკვირვებული - პირველად ვხედავ ქართველსო, რომელსაც არ შეეშინდა ზამთარში ტყეში მარტო წასვლა და მითუმეტეს ნანადირევით რომ დაბრუნდაო. მე ვუთხარი, ეს ყველაფერი შენი ძაღლების დამსახურებაა მეთქი და მათი სადღეგრძელო შევსვი. სინამდვილეში მასეც იყო. სახლში დაბრუნებულმა მეც ავიყვანე ლაიკები. სულ 3 მყავდა. ეხლა 2 მყავს. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted March 9, 2014 Report Share Posted March 9, 2014 მაგარი ნადირობა გამოგსვლია, აღწერაც ისეთი იყო რომ მეც ტაიგაში ვიმოგზაურე რამოდენიმე წამით. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 10, 2014 Author Report Share Posted March 10, 2014 კაი ბატონო.მაშინ ერთ კითხვას დავსვამ .რატომ ტარდება მდევრის საველე გამოცდა მელაზე და კურდღელზე და არა დიდ ნადირზე? და ლაიკების გამოცდა დამბულ დათზე და არა ხეზე შემომჯდარ კვერნაზე? მე ამით ვამთავრებ ამ საკითხზე კამათს. ტურა-მელაზე ანგლოს ტარება,საცოდაობაა !! ლაიკა ჩვენს პირობებში ცალად ისე ვერ იმუშავებს როგორც მდევარი მერწმუნე ! ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 10, 2014 Report Share Posted March 10, 2014 რატო არის საცოდაობა ? ციტირება Link to post Share on other sites
chipo_20 0 Posted March 10, 2014 Report Share Posted March 10, 2014 აბა მეტი არაფერი დარჩა სანადორო და რა ვქნა ? აბა შენ რაზე ნადირობ მდევრით მაგრად მაინტერესებს? ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 10, 2014 Report Share Posted March 10, 2014 აბა მეტი არაფერი დარჩა სანადორო და რა ვქნა ? აბა შენ რაზე ნადირობ მდევრით მაგრად მაინტერესებს? სანადირო მეურნებაში თუ მოგიწია ნადირობა დამერწმუნე ძალიან ცუდი სანახავია,სანადირო ობიქტის მაგიერ(მაგალითად კურდღელი) ტურა მელას რო დაუწყებს დევნას. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 10, 2014 Author Report Share Posted March 10, 2014 აბა მეტი არაფერი დარჩა სანადორო და რა ვქნა ? აბა შენ რაზე ნადირობ მდევრით მაგრად მაინტერესებს? არაფერი მეგობარო,პირიქით კარგ საქმეს აკეთებ რომ მტაცებლისგან წმინდავ უპატრონოდ მიგდებულ ბუნებას,ყველა უნდა ვიქცეოდეთ მსგავსად. მაგრამ თუ მოინდომებ ზოგიერთი რაიონის მთებში ძალიან ბევრი სანადირო ობიექტია და თან მართლა ბევრია მერწმუნე.ანგლო გაბმული კვალზე სანადირო ძაღლია,შეუდარებელია ჩლიქოსანზე აი მე რაზე ვნადირობ რატო მეკითხები,მე ტურაზეც მინადირია და ბევრ სხვა რამეზეც ! ხო ადრე სტაფორდი მყავდა და იმითი ქალებზე ვნადირობდი,სურათების გადაღება უი რა საყვარელია,ნომრების გაცვლა და აიიი ის იყო მართლა მაგარი მომპოვებელი მონადირე ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 10, 2014 Report Share Posted March 10, 2014 არაფერია საკამათო. ზოგი ტურაზე ინადირებს და ზოგიც სხვა რამეზე. ანგლოც და რუსულიც მშვენივრად დასდევენ ჩლიქოსნებს. ისე მდევრის მოყვარულს მისი დევნა და ''მოთქმა'' უფრო აღელვებს ვიდრე ნადავლის სახეობა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.