Jump to content
Club-Monadire.Ge

სპინინგით ზღვაზე, როკფიშინგი (Rock Fishing)


Recommended Posts

  • Replies 58
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აგერ წესებიც!   ვაცხადებთ ტურნირს სპინინგისტებისთვის "როკ ფიშინგ - სარფი" მთავარი პრიზი ზემსუბუქი სპინინგი ZHIBO Striker 0-8g. 2,32m. არის პრიზები მეორე და მესამე ადგილებისთვის. ასევე

ღია სამოყვარულო ტურნირს - "როკ ფიშინგ სარფი"არის პრიზი ზემსუბუქი სპინინგი Striker 0-8g. 2.32m. პრიზებია ასევე მე-2, მე-3 ადგილებისთვის და პრიზი "ტროფეი" ყველაზე მძიმე თევზისთვის.ტურნირის დასაწყისი 1 ი

Posted Images

ავთო

levani

 

ყოჩაღ ბიჭები!!!

 

 

ავთანდილ არაუშავს. შენზე მეტს მომავალში სპინინგით მაინც ვერავინ დაიჭერს! :)

 

ლევან სპინინგი არ გქონდა??? მართლაც დევნა უნდა, ნადირობა.

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...
  • 1 month later...
  • 2 months later...
  • 1 year later...

ღია სამოყვარულო ტურნირს - "როკ ფიშინგ სარფი"
არის პრიზი ზემსუბუქი სპინინგი Striker 0-8g. 2.32m. 
პრიზებია ასევე მე-2, მე-3 ადგილებისთვის და პრიზი "ტროფეი" ყველაზე მძიმე თევზისთვის.
ტურნირის დასაწყისი 1 ივლისს 6:00სთ-ზე სარფი-კვარიათის სანაპირო ზოლზე.
შეკრება სარფის ფანტანთან 5:00სთ.-ზე
მონაწილეობისთვის უნდა დარეგისტრირდეთ არაუგვიანეს 27 ივნისისა.
დარეგისტრირება ხდება სიმბოლური თანხა 5 ლარის ჩარიცხვით ანგარიშის ნომერზე: GE95BG0000000036063700 
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ - სახელი გვარი როკ ფიშინგი (მაგ: დავით დავითაძე როკ ფიშინგ).
დაწვრილებით ინფორმაცია წესებსა და პირობებზე იხილეთ სპინინგისტთა ფედერაციის ოფიციალურ საიტზე აქ :

https://sportfishing.ge/forum/index.php?/topic/1714-ტურნირი-როკ-ფიშინგ-სარფი/

Edited by ალეკო ბბ
Link to post
Share on other sites

აგერ წესებიც!

 

ვაცხადებთ ტურნირს სპინინგისტებისთვის "როკ ფიშინგ - სარფი"
მთავარი პრიზი ზემსუბუქი სპინინგი 
ZHIBO Striker 0-8g. 2,32m.

არის პრიზები მეორე და მესამე ადგილებისთვის. ასევე ყველაზე მძიმე თევზის (ტროფეის) დამჭერიც დაჯილდოვდება.
ტურნირის ორგანიზატორი: ამირან ნოზაძე და რევაზ ლორთქიფანიძე
საინფორმაციო მხარდამჭერი: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი www.sportfishing.ge

ტურნირის ჩატარების თარიღი: 1 ივლისი 2018წ .
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: სარფი-კვარიათის სანაპირო ზოლი. 
ტურნირის მიზანისამოყვარულო ინდივიდუალური შეჯიბრ სპინინგით თევზჭერაში ქვიანი ნაპირიდან ზღვაზე (როკ ფიშინგი) და სპინინგის პოპულარიზაცია საქართველოში.

290320262_w640_h640_ufze2usobou.jpg
 

 

დებულება ტურნირის შესახებ:

1. ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას, განურჩევლად სქესის, მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა;
2. ნებადართულია წელამდე წყალში შესვლა თევზაობის დროს. ამავდროულად, აკრძალულია წყალში შეცურვა.
3. მონაწილეს შეუძლია თან ატაროს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგი.
4. ნებადართულია დღეისთვის ცნობილი სასპინინგე ყველა მეთოდი.
5. 
აკრძალულია ბუნებრივი სატყუარების გამოყენება.
6. აკრძალულია ერთზე მეტი სატყუარის ერთდროული გამოყენება!!!

7. აკრძალულია 10 გრამზე მეტი სიმძიმის სატყუარის გამოყენება.
8. აკრძალულია ერთდროულად რამდენიმე სპინინგით თევზაობა .
9. აკძალულია თევზის მოსაზიდი ნებისმიერი დამატებითი საშუალებების (დასაკვები, კვოკი და სხვა) გამოყენება.
10. კატეგორიულად იკრძალება შეჯიბრის სტარტამდე და ფინიშის შემდგომ თევზაობა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს დაეწერება საჯარიმო ქულები.
11. თევზის გამოყვანის პროცესში ქვედაბადით (ჩოგანბადით ან ე.წ. ლიპგრიპით) სარგებლობა შეუძლია მხოლოდ თვითონ სპორტსმენს. ტურნირის განმავლობაში მონაწილისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა კატეგორიულად აკრძალულია.

12. იკრძალება მონაწილეებს შორის ნადავლის გადაცემა.
13. ჩათვლაში მიიღება ნებისმიერი ჯიშის თევზი, გარდა „წითელ ნუსხაში“ შემავალი სახეობებისა. 
14. თანჭერილი „წითელი ნუსხის“ სახეობა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ზღვას ! წითელი ნუსხა იხილეთ აქ : 
http://www.moe.gov.g...864598467193135


15. კატეგორიულად იკრძალება მონაწილის მიერ ალკოჰოლური სასმელის ან ნებისმიერი სხვა მათრობელა ან გამაბრუებელი საშუალების მიღება შეჯიბრის დღეს ვიდრე მის დამთავრებამდე. ამ წესის დარღვევა იწვევს სპორტსმენის შეჯიბრიდან მოხსნას !!!
16. 
გამარჯვებულია ის მეთევზე , ვისი ნადავლიც იწონის ყველაზე მეტს. 



შეჯიბრის განრიგი:
შეჯიბრი ჩატარდება 2 ტურად. 


1 ივლისი :

05:00 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. შეკრების ადგილი სარფის საბაჟოსთან არსებული ფანტანი. (შემდეგ გადავინაცვლებთ ზღვის სანაპიროსკენ ) .
05:15 - 05:30 - კენჭისყრა/ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა...) თუ დაგვიანებული მონაწილე არ გამოცხადდა სიგნალამდე “ კენჭისყრა”, იგი ავტომატურად მოიხსნება ტურნირიდან, ხოლო დადებული თანხა უკან არ დაუბრუნდება.

 

06:00 - პირველი ტურის სტარტი
08:30 - პირველი ტურის ფინიში

09:30 - მეორე ტურის ტარტი

12:00 - მეორე ტურის ფინიში

 

12:30- შეკრება დანიშნულების ადგილას, ნადავლის შეფასება, შედეგების დაანგარიშება გამარჯვებულების გამოვლენა, დაჯილდოება

ფინანსური მხარე:
ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი - 5 ლარი,
თანხის შემოტანის ბოლო ვადაა 27 ივნისი .
გთხოვთ, მსურველებმა თანხა გადარიცხოთ/შეიტანოთ ამ ანგარიშზე:

მიმღები: რევაზ ლორთქიფანიძე
მიმღების ბანკი: "საქართველოს ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE95BG0000000036063700 
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: -სახელი გვარი როკ ფიშინგი (მაგ: დავით დავითაძე როკ ფიშინგ).

 

ტურნირის ორგანიზატორები მივესალმებით კერძო ან იურიდიული პირის მიერ ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაციის და პრიზის დაწესებას.

გისურვებთ წარმატებას!
 

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • admin locked and unlocked this თემა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...