Gurulo 154 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 ყველაზე პატარა გლუვლულიანი მსოფლიოს ყველაზე პატარა გლუვლულიანი ფრანგებმა დაამზადეს. მისი საერთო სიგრძე 37სმ-ს უდრის, ხოლო წონა 140 გრამს, თუმცა ისევე ისვრის როგორც ჩვეულებრივი თოფი. მას აქვს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორები. მისი ვაზნები(მასრა თითბერის ძირზე და მუყაოს კორპუსზე) 6 სმ სიგრძისაა. ეს უნიკალური თოფი ერთ-ერთი ჰორიზონტალური მოდელის კოპიოა და ნატურის პროპორციების 1/3-ია მხოლოდ. შედევრი სენტ-ეტიენის 4 საუკეთესო ოსტატის, ლუი მარტენის, ჟან ლიუკეს, ჟოანეს ფეის და პიერ პეტიოს ერთობლივი შრომის შედეგია. თოფი კეთდებოდა სამსახურიდან თავისუფალ დროს 20 წლის განმავლობაში. მარტენსა და ლიუკეს 300 შრომა/საათი მხოლოდ იმ მინიატურული ინსტრუმენტების დამზადებაზე დაეხარჯათ, რომელთა საშუალებითაც თოფის დეტალებს ამზადებდნენ შემდგომ; ხის ოსტატმა ფეიმ დაამზადა ინგლისური ტიპის კონდახი და ტიბჟირი; სენტ-ეტიენის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გრავიორმა პეტიომ ოქროთი მოავარაყა და გრავირება გაუკეთა შედევრს. სულ ამ 4 ოსტატის მიერ შედევრზე დახარჯულმა შრომა/საათებმა 1200 შეადგინა. თოფი მეოცე საუკუნის დასასრულს გამოფენილი იყო სენტ-ეტიენში. გამოფენის შემდეგ ჟან ლიუკეს, ჟოანეს ფეის და პიერ პეტიოს საფრანგეთის საუკეთესო ოსტატების წოდება მიენიჭათ(,,ვერნეი-კარონის" ოსტატი ლუი მარტენი ამ დროისათვის გარდაცვლილი იყო). სურათზე მოცემულია ნატურა, საიდანაც გადაკოპირდა შედევრი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 27, 2012 Author Report Share Posted May 27, 2012 რადგან ეს თემა თავის დროზე მინიატურული იარაღის ეგზემპლიარებისათვის შეიქმნა, წარმოგიდგენთ პაწაწუნა იარაღებს(ამ შემთხვევაში ხრახნილლულიანებს), რომლებიც უკრაინელ ა. პერფილევს ეკუთვნის. ამ კაცმა თავისი კოლექციის პირველი ეგზემპლიარი(მინი-მაუზერი) 1979 წელს დაამზადა... ეს იარაღი ქმედითუნარიანია და გადმოკოპირებულია ჩვეულებრივი მოდელებისაგან, თუმცა მათი ზომა 4- 4,5-ჯერაა შემცირებული. АКС მაუზერი ინგლისური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დეგტიარევის საბჭოთა(1927 წლის მოდელი) ტყვიამფრქვევი მაკაროვი(1951 წლის მოდელი) მარიეტის ექვსლულიანი პისტოლეტი(1839 წლის მოდელი) მოსინი(1891/1910 წლის მოდელი) ნაგანი(1895 წლის მოდელი) კოლტი(1851 წლის მოდელი) ტულის პისტოლეტი კაჟის საკეტზე(1812 წლის მოდელი) ხელიდან სასროლი იარაღი(მე-14 ს-ის დასასრულისა და მე-15 ს-ის დასაწყისის რუსული მოდელი) სმიტ-ვესონის რევოლვერ-თოფი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 16, 2013 Author Report Share Posted January 16, 2013 პისტოლეტი MiniGun სულ რაღაც 5,5 სმ სიგრძისაა და ამასთან ნორმალური ეგზემპლიარის ყველა ფუნქციას ასრულებს. ყალიბი 2,34მმ; ტყვიის საწყისი სიჩქარე 121,8 მ/წმ; საწყისი ენერგია 0,97ჯ; წონა 19,8 გრამი. გინესის რეკორდებში ის შევიდა როგორც მსოფლიოს ყველაზე პატარა პისტოლეტი. ფასი 6000 მწვანე მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანიას გეგმებში აქვს გამოუშვას ამ პისტოლეტის ძვირფასი ეგზემპლიარები ოქროსა და ბრილიანტების ინკუსტაციით. :blink: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.