Jump to content
Club-Monadire.Ge

ყველაზე პატარა გლუვლულიანი


Recommended Posts

ყველაზე პატარა გლუვლულიანი

 

 

მსოფლიოს ყველაზე პატარა გლუვლულიანი ფრანგებმა დაამზადეს. მისი საერთო სიგრძე 37სმ-ს უდრის, ხოლო წონა 140 გრამს, თუმცა ისევე ისვრის როგორც ჩვეულებრივი თოფი. მას აქვს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორები. მისი ვაზნები(მასრა თითბერის ძირზე და მუყაოს კორპუსზე) 6 სმ სიგრძისაა.

ეს უნიკალური თოფი ერთ-ერთი ჰორიზონტალური მოდელის კოპიოა და ნატურის პროპორციების 1/3-ია მხოლოდ.

შედევრი სენტ-ეტიენის 4 საუკეთესო ოსტატის, ლუი მარტენის, ჟან ლიუკეს, ჟოანეს ფეის და პიერ პეტიოს ერთობლივი შრომის შედეგია. თოფი კეთდებოდა სამსახურიდან თავისუფალ დროს 20 წლის განმავლობაში.

მარტენსა და ლიუკეს 300 შრომა/საათი მხოლოდ იმ მინიატურული ინსტრუმენტების დამზადებაზე დაეხარჯათ, რომელთა საშუალებითაც თოფის დეტალებს ამზადებდნენ შემდგომ; ხის ოსტატმა ფეიმ დაამზადა ინგლისური ტიპის კონდახი და ტიბჟირი; სენტ-ეტიენის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა გრავიორმა პეტიომ ოქროთი მოავარაყა და გრავირება გაუკეთა შედევრს.

სულ ამ 4 ოსტატის მიერ შედევრზე დახარჯულმა შრომა/საათებმა 1200 შეადგინა.

თოფი მეოცე საუკუნის დასასრულს გამოფენილი იყო სენტ-ეტიენში. გამოფენის შემდეგ ჟან ლიუკეს, ჟოანეს ფეის და პიერ პეტიოს საფრანგეთის საუკეთესო ოსტატების წოდება მიენიჭათ(,,ვერნეი-კარონის" ოსტატი ლუი მარტენი ამ დროისათვის გარდაცვლილი იყო).

 

 

f75c0668f7a2.jpg

სურათზე მოცემულია ნატურა, საიდანაც გადაკოპირდა შედევრი.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

რადგან ეს თემა თავის დროზე მინიატურული იარაღის ეგზემპლიარებისათვის შეიქმნა, წარმოგიდგენთ პაწაწუნა იარაღებს(ამ შემთხვევაში ხრახნილლულიანებს), რომლებიც უკრაინელ ა. პერფილევს ეკუთვნის. ამ კაცმა თავისი კოლექციის პირველი ეგზემპლიარი(მინი-მაუზერი) 1979 წელს დაამზადა...

ეს იარაღი ქმედითუნარიანია და გადმოკოპირებულია ჩვეულებრივი მოდელებისაგან, თუმცა მათი ზომა 4- 4,5-ჯერაა შემცირებული.

 

 

dcc9cc83b8da.jpg

 

 

91c7eb079e0c.jpg

 

 

 

 

АКС

 

fb8d15c8b4b6.jpg

 

 

 

მაუზერი

 

5bed19881689.jpg

 

 

 

ინგლისური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

 

ffdf05cf32f8.jpg

 

 

 

 

დეგტიარევის საბჭოთა(1927 წლის მოდელი) ტყვიამფრქვევი

 

70fa493e9740.jpg

 

 

მაკაროვი(1951 წლის მოდელი)

 

38cb6382985a.jpg

 

 

 

მარიეტის ექვსლულიანი პისტოლეტი(1839 წლის მოდელი)

 

61a6fb62a9fa.jpg 8b5c1a6c12c3.jpg

 

 

 

 

მოსინი(1891/1910 წლის მოდელი)

 

d6f97b75805d.jpg

 

 

 

ნაგანი(1895 წლის მოდელი)

 

d563a8026e4b.jpg

 

 

 

კოლტი(1851 წლის მოდელი)

 

ac795d215702.jpg

 

 

 

ტულის პისტოლეტი კაჟის საკეტზე(1812 წლის მოდელი)

 

963799f16be3.jpg

 

 

 

ხელიდან სასროლი იარაღი(მე-14 ს-ის დასასრულისა და მე-15 ს-ის დასაწყისის რუსული მოდელი)

 

b9d166f71cc6.jpg

 

 

 

 

 

სმიტ-ვესონის რევოლვერ-თოფი

 

5bb64ebc6ebb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

პისტოლეტი MiniGun სულ რაღაც 5,5 სმ სიგრძისაა და ამასთან ნორმალური ეგზემპლიარის ყველა ფუნქციას ასრულებს. ყალიბი 2,34მმ; ტყვიის საწყისი სიჩქარე 121,8 მ/წმ; საწყისი ენერგია 0,97ჯ; წონა 19,8 გრამი.

გინესის რეკორდებში ის შევიდა როგორც მსოფლიოს ყველაზე პატარა პისტოლეტი.

 

e90f7e50ec98.jpg

 

ფასი 6000 მწვანე

 

მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანიას გეგმებში აქვს გამოუშვას ამ პისტოლეტის ძვირფასი ეგზემპლიარები ოქროსა და ბრილიანტების ინკუსტაციით. :blink:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...