BROWNING 349 Posted February 2, 2012 Report Share Posted February 2, 2012 მაგარია მამუკა...კარგად წერ ძალიან ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 16, 2012 Author Report Share Posted February 16, 2012 ჩვენი ავთიას/ავთანდილ დარახველიძის/ მონათხრობი, თუ როგორ მოვიდა დღემდე. ვააახ რა მინდოდა ისევ აქ?! მეგონა დავწერდი რამეს და აი წამაქეზა კიდეც ჩემმა უნახავმა ძმამ.! 4-5 წლის ვიქნებოდი ბაბუამ ძაღლების ხმაურს ყურადღება მიაქცია,მიხვდა რაშიც იყო საქმე ,ამიყვანა კისერზე შემომისვა და კედელზე მიკიდებული თოფი ჩამოხსნა. არც გადაუხსნია ,ალბათ დატენილი ქონდა. ალბათ კიარა დატენილი იყო,ამას ახლა ვიხსენებ თორე მაშინ თოფი,ჯოხი და თოხი ერთიდაიგივე იყო ჩემთვის.იქ ჩამიყვანა სადაც მისი მდევრის ,,ბასარას,, ყეფა ისმოდა.ვხედავ მელაა გაბმული ხაფანგში(მელაც გვიან გავიცანი სინამდვილეში) ძაღლი ცდილობს ყელში წვდეს და დაგუდოს მარა მელა შეუპოვრად იგერიებს ბასარას და ამ უკანასკნელსაც ღელესავით სდის სისხლი ცხვირ-ყურ -დინგიდან. ბაბუამ ძაღლს მიაყვირა უტიეო და თოფი მიუშვირა მელაკუდას,ალბათ განრისხდა მისი მეგობარი დასისხლიანებული რომ ნახა და მითხრა : ბაბუ აქ გამოქაჩეო! სასხლეტზე მიმითითა. მეც მოვდე თითი და მოვზიდე სასხლეტი,თოფმა იგრიალა და მელა ჩაწყნარდა. ძალიან გამიხარდა მახსოვს ,რადგან ბასარას მტერი ძირს დაცემული დავინახე. მის შემდეგ მელაზე ნადირობა ჩემი ახლობლების მტერზე ნადირობად მიმაჩნია. არ გასულა დიდი დრო და მამაჩემმა და ბიძაჩემებმა ჩემს თვალწინ ერთი ზურგჩანთა მწყერები დაფერთხეს მაგიდაზე,არც მახსოვს მანამდე მწყერი თუ მყავდა ნანახი,მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი რომ მწყერის ბუმბულიან ლეიბზე და ბალიშზე ვარ გაზრდილი(ახლა დემეტრე იზრდება იმ საწოლზე).ხოდა მოვითხოვე კაცურად მეც მინდა ნადირობათქო. ამ დროს 5 წლის ვიყავი,წამათრიეს ! ხოდა აფრენილი მწყერი რომ დავინახე ეგრევე უკან დაბრუნდნენ,მანქანაში ჩამსვეს და სახლში წამოვედით.მის მერე ვნატრულობდი კიდევ მენახა აფრენილი მწყერი.ამ ნატვრებში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში,მამაჩემმა რომელმაც დამპირდა მწყერზე განადირებ მალეო, მალევე გარდაიცვალა, მაგრამ მე არ დამვიწყებია ის დაპირება და სხვაში ვეძებდი ჩემი მამის დანაპირები ნადირობის ასრულებას. ეს ოცნება 5-6 წლის შემდეგ ჩემმა ბიძამ (მამის ძმამ )ამისრულა. რომელმაც ამ ხნის მანძილზე პირველად აიღო თოფი ხელში და მე მამაჩემის თოფი მომაწოდა, წამო ბიძი გავინადიროთ ცოტაო.წავედით ,ძაღლი (კურცხაარი დიანა,მამაჩემის გაზრდილი)ნაბულზეა,მივხვდი და მივირბინე,ბიძა მეძახის არ იჩქაროო! აფრინდა,ავიდგი,ვესროლე და ჩამოვარდა! ვიკივლე:მოვარტყი ბიძია მოვარტყიოთქო! ძაღლს მივასწარი მაგრამ 2 ბარკალი და ფრთებიღა შემრჩა ხელში.ბიძაჩემმა თავში წამომარტყა,ხო გითხარი შე ბოთე არ იჩქაროო?! 5-6 მეტრში ვესროლე,მწყერი გავაფუჭე მარა იმაზე ლამაზად მის მერე მწყერი არ ჩამომიგდია. ასაკთან ერთად ნანადირევის რიცხვიც მემატებოდა ,სანადირო ობიექტების რიცხვიც იზრდებოდა მაგრამ პირველი ახალი სახეობა ისე მხიბლავდა რომ მეგონა ამის მეტს არაფერს ვესვრითქო. ასე მეგონა სანამ მაღალ მთას არ ვეზიარე. მდევრების ყეფას,მოლოდინს,მოახლოებულ ხმას აყოლილი გულის ფართხალი,ყოველ გაფაჩუნებაზე შეკრთომა და შეხტომა! თავის ტრიალი 380 გრადუსით! ტოტების ტკაცუნის გაგონება ! შქერებში შრიალის შლიგინის დაფიქსირება! ხედავ შენსკენ შენზე დიდი შენგან განსხვავებული რაღაც საშინელება მორბის! ესაა? უი ჟურნალში და ტელევიზორში რომაა ისაა? ისეთია? არა უფრო ძლიერია და დაუნდობელი! ხოდა იღებ ამ დროს გადაწყვეტრილებას,მე აქ ამ საქმეზე ვარ და ბახ! ხედავ ეცემა ! ამაყი ხდები ,ხტუნავ გიხარია და სულ ვერ ამჩნევ ამ დროს რომ იზრდები და დაუნდობელი მკვლელი ხდები. აუფ ეს რა წამომცდა კაცო! მონადირე უნდა მეთქვა! რამდენი მინდა კიდევ გითხრათ ბიჭებო მარა ისე ჩავიძირე ამ თემაში რომ მაინც ბევრი დავწერე. მე არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი სანადირო ობიექტი, ალბათ ის ყველა რაც მოვინადირე და ვნანობ რომ ასეთი სილამაზე ბუნებას გამოვაცალე. მარა, თქვენ ხომ გჯერათ რომ რაც არ უნდა ვინანო ნადირობას ვერ შევეშვები?! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 ყოჩაღ გიო!!!!! ბრავო!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted March 4, 2012 Report Share Posted March 4, 2012 კარგი და სასიამოვნოდ გადმოცემული ისტორია! გაიხარე გიორგი! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 10, 2012 Author Report Share Posted March 10, 2012 იქნებოდა სადღაც 1978-79 წელი. მაშინ 11-12 წლის დაუღალავი "ბანშვი" გახლდით. წავედი მოგონებებში ისევ. ზმნებში და ქვემდებარეებში, თავის გარემოებით დამატებებთან ერთად გრამატიკულ ენით, ხშირად იყენებდნენ ქარელის იქით სურამისკენ ქართლის სოფლებში მაცხოვრებელი ხალხი მსგავს თანხმოვანს ხშირად, როგორიცაა ბგერა "ნ". მაგ: სურამელი კლასელი "მყვანდა" თბილისში და გვეტყოდა ხოლმე:- წავან, ვჭან და მოვანო. სხვა რამ მინდა "გითხრათ". გაზაფხული მოდის. გამახსენდა ერთი ძველი ამბავი. პაპაჩემმა აიტეხა, სარკის წმინდა გიორგის მონასტერში ავიდეთო. თრიალეთის ქედზე გახლავთ ეს მიუდგომელი ადგილი. წავედით უთენია ბიძაჩემის "ბორტებიანი გაზიკით". პაპა, ძია და მე. ბევრ ძველ ხალხს ახსოვდა პაპაჩემის სახელი იმ ხეობაში. კეთილად მიგვიღეს, გამასპინძლება დააპირეს, მაგრამ ჩვენი გეგმის შესახებ როცა შეიტყვეს, ხარები მორეკეს ახლოში. ასვლას დღისით მოვასწრებდით ურმებით, თუ არ გაგვიფუჭდებოდა ამინდი. წავედით, კოფოზე მე ვიჯექი, რომ არ დავკარგულიყავი თვალთახედვიდან. ჩხვიკვის ნაირნაირი ხმოვანება დაგვდევდა აღმართებში ამავალთ. კაჭკაჭის ხმა შეწყდა როცა ჰაერმა გაუხშოება დაიწყო, მხოლოდ ყორანი ყიოდა საზარლად. წითელმა ციყვმა შეუცნობელ "ობიექტებს" ხიდან ხემდე გვდია კაი ხანი. პატარავდებოდა ყველა მცენარე გზაში და ბოლოს ავედით სალოცავთან. მოვინახულეთ, პატივი ვეცით და კმაყოფილები ვბრუნდებით უკან. ბიძაჩემმა, წალდი მოიმარჯვა და თხილს გრძელი ტოტი ააჭრა ძირიდან. ჯიბიდან ცხენის ძუის ერთმანეთზე გადბმული, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის სადავე მიაბა ამ ჭოკს, რომელსაც ტყავი გააცალა, რათა უფრო ელასტიური იქნებაო და იქვე მთის მდინარიდან ქვების ქვეშ გამოძრობილი ჭიები წამოაცვა "მონკავშირში" ნაყიდ ნემსკავს. სხარტულა კალმახები ამოვიღეთ ყველა გასროლაზე პატარა ჩანჩქერზე. როგორ ტკბილად მახსოვს ის დღე, ძალიან ცოტა გამიგებს ამ ყველაფერს. /მოგონება შევამოკლე, ყველაფრის დაწერა ჯერჯერობით არ შეიძლება ./ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 10, 2012 Report Share Posted March 10, 2012 მშვენიერია! ჯერჯერობით დაწერა რატომ არ შეოძლება? რა გიშლის ხელს? რა სახის მიზეზია ???? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 10, 2012 Report Share Posted March 10, 2012 ] ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 10, 2012 Author Report Share Posted March 10, 2012 მშვენიერია! ჯერჯერობით დაწერა რატომ არ შეოძლება? რა გიშლის ხელს? რა სახის მიზეზია ???? ჩვენი საუბრის შემდეგ ჩემს ძმას ვესაუბრე. გავიხსენეთ ბევრი რამ და ლაპარაკში ყინცვისიც გაგვახსენდა. გამოვკითხე რა მდგომარეობაა მეთქი მანდეთ და თევზი საერთოდ აღარ არისო. იმიტომ დავწერე ეგეც და აღარ დავაბოლოვე ამ მწარე სიმართლით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 გასაგებია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 აღდგება გიორგი კალმახი საქართველოში.... შენმა შვილიშვილმა და შვილთაშვილმაც იგივე უნდა მოყვეს....(ნუ ესაა რომ ასიანი ვიცი, თხილის ჯოხი აღარ ეჭირება ხელში ). მეც მასე მახსოვს, ხანისწყალზე საღამოს, მდორე ჩქერის ძირში წვერას თამაში.თევზის ტყაპა-ტყუპი წყალზე. დღეს გადადუღებულია იქაურობა, მაგრამ ასე როგორ დავეცემით სრულად, რომ ის ტოტი ბოლომდე მოვჭრათ, რომელზეც ვზივართ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 2, 2012 Author Report Share Posted June 2, 2012 გაგრძელება SF-ში. სამი კვირის მერე, როგორც იქნა ვიპოვეთ გასაქირავებელი ბინა ქალაქის ცენტრში. მანდედან წამოღებული ტანსაცმლის მეტი, არაფერი გაგვაჩნდა, ფულიც გველეოდა. მივაცილებდი ხოლმე მეუღლეს სამსახურამდე და მერე დავყეტიალობდი სანფრანცისკოს ქუჩებში, სანამ ისევ არ მივაკითხავდი სამსახურიდან გამოსულს. წამოღებული მქონდა და ეხლაც მაქვს, ბევრი ისეთი ტანისამოსი, რომელსაც მოირგებ და "უფრო" გამოჩნდები ხალხში. მქონდა "გურჯული" ჩვევები და ვიქცეოდი ისე, როგორიც წამოვედი. ვანნ-ნესსის ქუჩა ჰქვია ერთ მთავარს, ჰოდა დაყოლებაზე უამრავი მაღაზიებია. რამოდენიმე ბლოკის ჩაყოლებით, სულ მანქანების შოფები იყო. დალოცვილმა არ დაიშურა გემოვნება მოეცა ჩაცმა-დახურვის. ჰოდა, წარმოიდგინეთ ეხლა, შევდივარ იაგუარის დილერშოფში კარდენის "კოსტუმით" და ზედაც არ ვუყურებ ორ მეტრიან "ბლანდინკა" დილერებს. მაცვია უმაღლეს დონეზე, თავის ოქროულით. ვჯდები ყველაზე ძვირიან-უახლოეს მოდელში. თანამშრომლები თავპირისმტვრევით გამორბიან და ოღონდაც აქ რამე იყიდე და რაც გინდა ის გვიქენიო. ამათი ინგლისურის კი გამეგებოდა ცოტაოდენი, ჰაი-ბაის დონეზე, მაგრამ პასუხს ვერა ვცემ, მაშინ არ ვიცოდი ინგლისური, ჰოდა ერთი უძვირესიდან მეორესკენ გადავდივარ. დატანჯულები მყავდნენ. მერე გადავაბოტებდი მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მერსედესს და BMW-ს ჰქონდათ გამოფენილი უახლესი მოდელები. იქაც დამეტაკებოდნენ დილერები და ჩემი გაზეპირებული ფრაზებით იოლას გავდიოდი, ვერთობოდი რა. -სანამ არ გავატარებ, ამდენს არ გადავიხდი. ამ ფრაზის დაზეპირებას და რამოდენიმესი კიდევ, ორი დღე დავახარჯე. ყველა ახალი მოდელი მყავს ნატარები, მოსულა ესეთი რამ აქ, თუ გაქვს მანქანის ყიდვის ინტერესი და დაზღვევა, "სამალიოტში" ჩაგსვავენ. 3 კვირა მაგრა ვასრიალე ახალი პიპიები სანფრანცისკოს ქუჩებში, მერე მომწყინდა ამგვარი გართობა, უფრო სწორედ დილერებს მოვწყინდი, უკვე ყველა მიცნობდა, დასანახად ვერ მიტანდნენ. რაღაც სხვა "საქმე" უნდა მომეძებნა, სხვა გზა არ იყო. /საინტერესოდ დავასრულებ, გაგრძელება იქნება./ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 8, 2012 Author Report Share Posted June 8, 2012 ერთხელაც, მაშინ ჩემთვის გასაგებ ინგლისური წარწრერებით შევიტყვე რომ რაღაც დღესასწაული იმართება და ბლოკები გადაიკეტება ქალაქის ცენტრში. დავბორიალობდი უფულო და ამიტომ ეხლაც ზეპირად ვიცი SF-ის ქუჩები. მოვიდა მეუღლე სამსახურიდან, ვავახშმე და მერე ვეუბნები, წამო დავეშვათ, მაგარი რამე გავჩითე, გავერთობითთქო. წავედით დაუნთაუნში. ავირჩიეთ ერთი ბლოკი, სადაც ლათინურ მუსიკას უბერავდნენ სახელდახელო სცენაზე. ეს ჩემი ქალი წინ დავიყენე და მის გულმკერდზე შემოხვეული ხელებით ვყვები რიტმებს. ე-ჰაა, ვიგრძენი, ვიღაცამ ტრაკზე ხელი მომისვა. უკან, წრეში, მაშინ ჩემთვის უცნაურად ჩაცმული ადამიანები ცეკვავდნენ. გამოიარეს მეორეზე და კიდევ შემეხო ერთი "ლამაზი" გარეგნობის "კაცი". ავხტი და დავეცი. ეს ჩემი ქალი ვეღარ მაკავებს. დასაბმელი გავხდი. მოსაკლავად ვიწევ და იმ წრეში მოცეკვავები კიდევ, ცეკვავენ და მიცინიან. -წამო ამათი ჯიში და ჯილაგი, აქაურობას გაგაცალო და ესენი მოუვლიან ერთმანეთსთქო. გეი პარადი ყოფილა თურმე, მაგათი პატრონი დედაც. წამოვედით UNION-ის ქუჩაზე. ის, წყნარი ქუჩაა. მდიდრული ვილების ქვეშ, ევროპულ სტილში გაკეთებული კაფე-ბარებია მთელი ქუჩის გასწვრივ. ცოტა ხანი დავჯექით კაფეში, ბევრი ვიცინეთ ჩვენს თავგადასავალზე, უფრო სწორედ მეუღლე იცინოდა და მე ისევ ვიღაც გეის მოსაკლავად ვიწევდი. ვნახეთ გამოკრული რეკლამები, რომ მომავალ კვირაში, ამ ქუჩაზე გაიმართებოდა კულტურის ფესტივალი. კულტურის? რა კულტურის? სადა აქვთ ამათ კულტურა, 4 000 წლიანი კულტურის ქვეყნის შვილი ვარ, ესენი მასწავლიან, რა არის საერთოდ კულტურა? პ.ს. ამ ერთ კვირაში დავწერ გაგრძელებას. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted June 10, 2012 Report Share Posted June 10, 2012 ერთხელაც, მაშინ ჩემთვის გასაგებ ინგლისური წარწრერებით შევიტყვე რომ რაღაც დღესასწაული იმართება და ბლოკები გადაიკეტება ქალაქის ცენტრში. დავბორიალობდი უფულო და ამიტომ ეხლაც ზეპირად ვიცი SF-ის ქუჩები. მოვიდა მეუღლე სამსახურიდან, ვავახშმე და მერე ვეუბნები, წამო დავეშვათ, მაგარი რამე გავჩითე, გავერთობითთქო. წავედით დაუნთაუნში. ავირჩიეთ ერთი ბლოკი, სადაც ლათინურ მუსიკას უბერავდნენ სახელდახელო სცენაზე. ეს ჩემი ქალი წინ დავიყენე და მის გულმკერდზე შემოხვეული ხელებით ვყვები რიტმებს. ე-ჰაა, ვიგრძენი, ვიღაცამ ტრაკზე ხელი მომისვა. უკან, წრეში, მაშინ ჩემთვის უცნაურად ჩაცმული ადამიანები ცეკვავდნენ. გამოიარეს მეორეზე და კიდევ შემეხო ერთი "ლამაზი" გარეგნობის "კაცი". ავხტი და დავეცი. ეს ჩემი ქალი ვეღარ მაკავებს. დასაბმელი გავხდი. მოსაკლავად ვიწევ და იმ წრეში მოცეკვავები კიდევ, ცეკვავენ და მიცინიან. -წამო ამათი ჯიში და ჯილაგი, აქაურობას გაგაცალო და ესენი მოუვლიან ერთმანეთსთქო. გეი პარადი ყოფილა თურმე, მაგათი პატრონი დედაც. წამოვედით UNION-ის ქუჩაზე. ის, წყნარი ქუჩაა. მდიდრული ვილების ქვეშ, ევროპულ სტილში გაკეთებული კაფე-ბარებია მთელი ქუჩის გასწვრივ. ცოტა ხანი დავჯექით კაფეში, ბევრი ვიცინეთ ჩვენს თავგადასავალზე, უფრო სწორედ მეუღლე იცინოდა და მე ისევ ვიღაც გეის მოსაკლავად ვიწევდი. ვნახეთ გამოკრული რეკლამები, რომ მომავალ კვირაში, ამ ქუჩაზე გაიმართებოდა კულტურის ფესტივალი. კულტურის? რა კულტურის? სადა აქვთ ამათ კულტურა, 4 000 წლიანი კულტურის ქვეყნის შვილი ვარ, ესენი მასწავლიან, რა არის საერთოდ კულტურა? პ.ს. ამ ერთ კვირაში დავწერ გაგრძელებას. ველოდები გაგრძელებას!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 დაიჭირე საქართველო! დაგიჭერ – შაგრენის ტყავივით დალეული რუკის ჩამოჭრილ ნაწილებს, ჰესების კასკადებში ჩალეული მდინარეების წვეთებს დაგიჭერ პეშვით. პირით დაგიჭერ მეორადი ავტომანქანების გამონაბოლქვით გაჯერებულ მონაბერ სიოს, ნაფოტებს დაგიჭერ მოჭრილი ხეებისას – გზაზე შემთხვევით რომ გადმოცვენილან ლიცენზიამირტყმული მანქანის საბარგულიდან, რომელსაც არავინ დაიჭერს. ნაფოტებს შეგიკოწიწებ, იქნებ გახევდეს, სული შთაბეროს დაჭერილმა სიომ, მდინარის წვეთებმა გამოაცოცხლოს – მიწა მოუნდეს… მოხუცსაც დაგიჭერ, შენი გაბედნიერების ოცნებაში დაბერებულს, სანამ პენსიის რიგში შეწუხდებოდეს. მხარს შევაშვერ, ჰაერს ვუბერავ, წვეთებს ვაპკურებ, დავივიწყებ ხის ნაფოტებს… ახალგაზრდასაც დაგიჭერ, საზღვართან გადავუდგები, ვეტყვი არ დაგტოვოს. ხის ნაფოტებს ვაჩვენებ – შველა უნდა თქო, იქნებ დამიჯეროს. ნადირს დაგიჭერ, იქნებ დამაგრდნენ შენს გაჩეხილ ტყეებში და ფრინველებსაც, იქნებ მიეჩვიონ ამომშრალ ნაჭაობებთან ჩამოსხდომას. ქვიშას დაგიჭერ ზღვის სანაპიროებთან, გაზრდილი ტალღა რომ რეცხავს დღითი-დღე და ზღვის სიშავესაც დაგიჭერ, ისეთი პირი უჩანს რომ ფერიც დასაჭერია. ყველაფერს დაგიჭერ, სანამ მე დამიჭერენ ავტორი: დათო ყვავაძე http://mokhetiale.wordpress.com/2012/06/15/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/ ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ეს ჩვენ ვთქვით ბიჭებო,ყველა ქართველმა თქვა,ვისაც დღეს არ უთქვია ხვალ იტყვის!!!!!ვა,რა მაგარია,ატირებული ამაგლიჯა ცოლ-შვილმა კომპიუტერს!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს,ბედნიერი ვიქნებოდი და ჩევთვლიდი რომ გადავრჩებით იმ დიდ მორევში გადაჩეხვას საითაც დიდი სისწრაფით მივიჩქარით და უფრსკულამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს !! ყველაზე გულსაწყვეტი ისაა რომ განაჩენი ჩვენ ქვეყანას ჩვენვე,ქართველებმა გამოუტანეთ !! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 mamuka grigolia ქუთათური ესეც ნახეთ: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=170&st=20 ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted June 18, 2012 Report Share Posted June 18, 2012 მოხუცსაც დაგიჭერ, შენი გაბედნიერების ოცნებაში დაბერებულს, სანამ პენსიის რიგში შეწუხდებოდეს. მხარს შევაშვერ, ჰაერს ვუბერავ, წვეთებს ვაპკურებ, დავივიწყებ ხის ნაფოტებს… ახალგაზრდასაც დაგიჭერ, საზღვართან გადავუდგები, ვეტყვი არ დაგტოვოს. ხის ნაფოტებს ვაჩვენებ – შველა უნდა თქო, იქნებ დამიჯეროს. ნადირს დაგიჭერ, იქნებ დამაგრდნენ შენს გაჩეხილ ტყეებში და ფრინველებსაც, იქნებ მიეჩვიონ ამომშრალ ნაჭაობებთან ჩამოსხდომას. ქვიშას დაგიჭერ ზღვის სანაპიროებთან, გაზრდილი ტალღა რომ რეცხავს დღითი-დღე და ზღვის სიშავესაც დაგიჭერ, ისეთი პირი უჩანს რომ ფერიც დასაჭერია. ყველაფერს დაგიჭერ, სანამ მე დამიჭერენ :karochera: მომაწვა სევდა... ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 მონადირე – თედო რაზიკაშვილის მოთხრობა ხევსური შიშია განთქმულ მონადირედ ითვლებოდა. იმისი გაუვალი მთა აღარსად იყო. გუდამაყრის ჩონჩხები, ხევსურეთის მთების კუდები და თვით გერგეტიც მოვლილი ჰქონდა. იმისგან შეწირული ჯიხვისა და კლდის ვაცის ადლიანი რქები ხახმატისა და გუდანისჯვრის იფნებზე ეკიდა და სალუდე ყორის კედლებზე იყო ჩამწკრივებული. ეს ხატისათვის მირთმეული ძღვენი იყო მადლობის ნიშნად და ქრთამადაც შიშიასაგან, რომ საკვლაოდაც მოემართა ხელი. ერთი “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბარტყებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევ-გუდამაყარს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ თავის საკბილო ლუკმასა. “არწივისმაღალმა” თოვლი არ იცოდა, რადგან ზედ იმდენი სწორე ადგილი არ მოიპოვებოდა, რომ თოვლი დაედო და დამრჩალიყო. მთის ძლიერი ქარი ხელად გადაფხეკდა თოვლს და რაც დარჩებოდა, იმასაც მზის სხივები ჩამოადნობდნენ ხოლმე, ჯერ ლოლუებად დაეკიდებოდა და მერე კლდის ნაპრალებში იკარგებოდა. ქვებში ამომძვრალი ქუჩი აღარა კვდებოდა, ზღარბივით ეყუნტა კლდის ნახეთქებში. შავი ქვები არწივებისა და სვავების სკინტლით იყო თეთრად ჩამოთხაპნული. ეს იყო ადამიანის ფეხისგან შეულახველი ადგილი და ბევრ ხევსურის ვაჟსაც ენატრებოდა იქ ასვლა. იცოდნენ რომ იმისთანა ვაჟზე ხევსურის ქალებიც კი ლექსს გამოსთქვამდნენ. იმისი ქების ხმა მთელ მთას შემოივლიდა და მერე შვილიშვილს გადაეცემოდა. შიშიას ბევრჯერ ეჩვენებოდა სიზმარში “არწივისმაღალი”, ოცნებობდა, როცა ის იქ ავიდოდა, როგორ აიშლებოდნენ არწივები და შეშინებულები თავზე დაუწყებდნენ ტრიალს და ყეფას. როგორ იპოვიდა იქ უპატრონოდ დახოცილ ვაჟკაცების იარაღსა და მარჯნებს, ფრინველებისაგან ატანილსა. ქვემოთ კი “არწივისმაღალის” კალთები და ხევები სავსე იყო თოვლით და მისდღეში დაუდნობელი ყინულით. კლდის ვაცი და ჯიხვიც აქაური განთქმული იყო. *** მზე ამოსული იყო, როცა შიშია “არწივისმაღლის” კალთას შეუდგა. თოვლის ცქერით თვალები სტკიოდა და ცისარტყელასავით წითელ-ყვითელი ელანდებოდა. ზვავი მდნარიყო და რამდენიც ძირს დაეწია, იმდენი ჩამოეფხოჭნა კლდეებიდან ისეც მცირე მიწა და სილა და ატალახებულ თოვლზე ჭუჭყად იდო. სადაც ან ხის ნაკოდალი (ნარიყი) ან ქვა, ან ზვავისგან მოგლეჯილი ქუჩი დაცემულიყო ზვავზე, – თოვლში ჩაფლულიყო, თოვლი შემოეჭამა ირგვლივ, თითქოს ცეცხლს მჩვარი ამოუწვავსო. ზოგან ჩახვრეტილიყო კიდეც და შიგ მღვრიე ქვიშიან-ტალახიანი აქაფებული მდინარე ჩაქუხდა ბნელ ჯურღმულში, მზეთუნახავი. სადაც მოესწრო დედამიწას თოვლისგან განთავისუფლება, თავყვითელა ყვავილს და დათვის ტერეფას ამოეყოთ თავი. ბუერასაც გაეღვიძნა და თავის მწვანე ქათიბს მზეს უცხუნებდა. ზაფხულის მზე სიცოცხლეს უხვად აძლევდა. საღამოთი ცარიელი მოტვლეპილი ადგილი, მეორე დღეს საამურად ჰყვაოდა. შიშია ზვავს მოერიდა, გაღმა გავიდა. საშიში იყო ზვავი ზაფხულში! გარედან მზისგან შეჭმული და შიგნიდან წყლისგან ადვილად ჩაიმზღვლეოდა და კაცსაც თან ჩაიტანდა სამუდამოდ. ზვავზე ჯიხვების ნავალი მრავლად იყო. ეტყობოდა წყლის დასალევად აქ ევლოთ ზევიდან. ზაფხულისგან შეშინებულებს ზევით აეწიათ, რაკი ზვავები შრებოდა, ნაზვავრებში ნოყლა ბალახი ჩნდებოდა და არცა ცხელოდა. კაი დიდი ფარა ჩანდა. ნავალზე ეტყობოდა, რომ ციკნებიც ბლომად ერია ფარაში და ჯარჯიხვებიც. შიშია გულიანად ათვალიერებდა ამ ნაფეხურებს. ერთი ნაფეხური ყველაზე დიდი იყო, სწორედ მოზვრის ტოლა ფეხი იქნებოდა. ყველას ნავალს სჭყლეტდა, ეტყობოდა, უკან მისდევდა ფარას, რადგან ან ფარას ჰპატრონობდა, ან სიმძიმით სიარული უჭირდა. შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა; შიშია კი იმათი მძებნელი ზვავზე ქერის ჯინჯილასა და არაჟანმოხდილი ძროხის რძისგან ამოწურულ კურსა (ყველსა) ხრავდა. ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები. ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს, რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით, ხან მეორესას, მანამ უგონოდ ძირს, სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი. საწყალი კვნესის, სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის. შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ, რომ ამ თავისუფალმა ფრინველმაც იგემა მონობის სიმწარე. თავისუფლების შემფრფინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ. შიშიამ შეჭამა ხელისტოლა პური, თოფს ფალია უნახა, დანარჩენი საგძალი ისევ შოლტაში (მელოტი გუდა) ჩააწყო და მგელივით ჯიხვების კვალს გაჰყვა. ზვავი გამოილია და ქვიშიან ფერდას შეუდგა. წვრილი და შავი სიფრიფანა ბრჭყვიალა სიპების ნამტვრევებისაგან შემდგარი ქვიშა ფეხქვეშ არა დგებოდა, ელდასავით აქეთ-იქით ძვრებოდა. ფეხი შიგ ღრმად ეფლობოდა და ძალიან გამოცდილი მოსიარულე უნდა ყოფილიყო, რომ ისე მოესწრო ფეხის გადადგმა, სანამ ქვიშა გაშლას მოასწრობდა. შიშიაც სწორედ ასეთი იყო! ისე ოდნავ ადგამდა ფეხს, რომ ქვიშა მხოლოდ მაშინ დაიძვროდა, როცა იმას ფეხი კიდეც ჰქონდა გადადგმული და თოფის წამალივით იწყობდა ქვემოთკენ ზვავით დენას წკრიალით. ძირში წმინდა სილა იყო მოქცეული, ზემოდან უფრო მომსხო კენჭები და სიფრიფანა სიპები მისლიკინებდნენ. ყველანი ერთად მზეზე გიშერივით საამურად ბრჭყვინავდა. ხანდახან ჯიხვისგან დაგორებული ქვაც გაახმიანებდა არემარეს. ამ დროს შიშიას დიდი სიფრთხილე ემართა, რომ ქვას არ გაეტანა. უნდა წამოხურულ ლოდებსა მოჰკროდა ქვემოდან, ან სხვა მხარეს გაქცეულიყო. მიდიოდა შიშია. ის საამურად მბრჭყინავი სილა, ის კლდეები, ის მკვდარი ბუმბერაზები, ის საბღოტი კინჭუხები, ბალახბულახით მორთული, იმას სულ თავის მტრებად მიაჩნდა. ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა. მიდიოდა შიშია როგორც ფრთხილი ვეფხვი, როგორც კატა ფრინველს ეპარება ხოლმე; დიდი სიფრთხილით მიცოცავდა სულ მაღლა და მაღლა. კლდის თავზე, ერთგან პატარა ბუსნო იყო, იქ დაჯდა. სული მოითქვა. ერთი ვიწრო ხევი კიდევ ჰქონდა გასასვლელი და მერე “არწივისმაღლის” ჩონჩხი იყო აყაყული უზარმაზარი მატურივით. აგერ ჯიხვების ფარაც, კლდეებში მოდებული! ციკნებიც კი გარკვევით ჩანდა, რომ ეკრობოდნენ დედებს და მუცელქვეშ უძვრებოდნენ. სხვები ზოგი ჭიდაობდა, ზოგი კლდიდან კლდეზე ხტოდა. კინჭუხის თავზე შემხტარი პატარა ვაცუნა, ცერისტოლა რქიანი, დაცინვით ჩასცქეროდა თავის ძირსდარჩენილ ამხანაგებს, რომელთაც სწრაფად ვერ მოესწროთ ამხანაგთან ერთად მაღლა შეხტომა და თვითონაც ისევ ძირს აპირებდა გადაშვებას. სხვას კიდევ ძუძუ უნდოდა, დედას დასდევდა, დედაც ხან გაექცეოდა, ხან მოუბრუნდებოდა, სჩხვერდა და იქით აგდებდა. შვილი მაინც თავისას არ იშლიდა. უკანა ლაჯებიდან უყოფდა ცხვირსა. სხვა ჯიხვები ზოგი იწვა, ზოგი იქექებოდა, ზოგიც ქვებში ამომძვრალს გერმასავით რბილ ბალახს სწიწკნიდა. არხეინად იყო ამ მთის შვილების ფარა, მაძღარი, მხიარული, თავისუფალი. არც უბინაობისა ეშინოდათ და არც ზამთარში გამოკვების გულისათვის ვისმე ბოსელში სურდათ თავის დაბმა. ზაფხულში შურთხისგან ბუდედ შეტანილი ბალახი ზამთარში ჯიხვს კაი სამსახურს უწევდა. შიშია თვალით ზომავდა მანძილს, მიაწევდა ჯიხვებამდე ამისი ხირიმის ტყვია, თუ ვერა. კანკალმა აიტანა. თოფს რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ორი ხელით ბღუჯავდა, თითქოს ეშინიან, ხელიდან არ გამივარდესო. თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, – გულს გიგლის მონადირეო! - ვერ დაგკარ თოფი, ტიალო, სისხლი ვერ გაგადინეო; ვერ გადმოგაგდე კლდეზედა, რქებზე ვერ დაგაბჯინეო! მოაგონდა ფშაველების ეს ლექსი შიშიას. ცხადად წარმოიდგინა მონადირის სულისკვეთება, როცა ერთმანეთისგან მანძილით დაშორებული მონადირე და ჯიხვი ერთმანეთს გასცქერიან. ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში. მონადირეს კი ჯიხვის სიშორე და მიუდგომელ ადგილას ყოფნა გულს უგლიდა, გაბოროტებულს შური ახრჩობდა. შიშიასაც შური, თუ ამაზე უარესი სისხლით გაუძღომელი გრძნობა სჭამდა. რამდენჯერმე წაუდო ქვაზე თავისი ვერცხლის სალტებით შაზიკული, მზეზე თეთრად მბრჭყვინავი ხირიმი და ისევ უკან გადმოიღო. სევდით და მწუხარებით დასცქეროდა ამ თავის გალაპლაპებულს ყელჭრელ ხირიმს; არ ეგონა, თუ იქამდე მიიტანდა ტყვიას. თუნდა მიეღწია კიდეც, ჯიხვს ვერ დაიმორჩილებდა. ტირილი მოსდიოდა, რომ შამფურივით გაშავებული რუსული “ბერდენკა” არა ჰქონდა. ის რომ ჰქონოდა, ერთსაც აღარ გაუტევდა ცოცხალსა. რუსებზედაც და “ბერდენკაზედაც” ჯავრი მოსდიოდა, რომ ამისი თორმეტ ძროხიანი ხირიმი იმ შავმა დუდუხამ ასე დაამცრო და დააჩალავა. ამ დრომდე დაწოლილი ჯიხვებიც აიშალნენ და აღმართს შეუდგნენ. ის დიდი ჯიხვიც უკან იყო და დინჯად მიაბიჯებდა. შიშია ანთებული თვალებით გასცქეროდა ხარ-ჯიხვის გზას. ელოდა, როდის გასწორდებოდა თოფის სასროლად. აი, შეხტნენ ერთ ბექურზე ჯიხვები და მეორე მხრისკენ იწყეს დენა და მოფარება. ბოლოს შეებღოტა ხარ-ჯიხვიც და გაბრტყელებული ეეყუდა შიშიას პირდაპირ მოზვრის ტოლა. სულგაწყვეტილი შიშია თოფს დაჰკვროდა, თითქო ამის სიკვდილ-სიცოცხლე ამ წუთზე არის დამოკიდებულიო. ერთ წამია ხანს გაჰხვივლა ხირიმმაც. გაღმიდან, თითქო შეყვარებულთ ერთმანეთს დამალულებმა აკოცესო, ტკაცანი მოისმა. გაღმა-გამოღმა მთებმა თოფის ხმას კვნესით ბანი მისცეს. თოფის ქუხილი მთა-კლდეთა საკუთარი შეიქნა და ცოტახნის შემდეგ შორს, შორს ჩაბნელებულმა არაგვის ხეობამ როდის, როდის სადღაც მოსცა პასუხი და ხვივილით ხელმეორედ შემოიარა ისევ მთებისა და ხევების კუდები და სადღაც მთებს იქით გადაიკარგა. “თოფის ხმა ჭიუხებშია ვაჟკაცსა იამებაო!” ტყუილად არ უთქვამთ ფშაველებს! ჯიხვებსაც იამათ?! საწყლებს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა შვილსა. შიშიას ხარ-ჯიხვის დარდი ჰქონდა. სხვები სადაც უნდა წასულიყვნენ. ჯიხვს წინა ფეხები ჰქონდა მაღლა შედგმული, როცა თოფი გავარდა. დატორტმანდა, უნდა უკანვე გადმოვარდნილიყო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისე გაშეშდა. შიშიამ შეატყო, რომ ჯიხვი დაიჭრა. სანამ ეს თოფს ხელმეორედ გასტენდა, ჯიხვი კლდეზე ავიდა და მარდად გაუსვა მაღლა ფრიალოებისაკენ. სხვა ჯიხვები აღარსად ჩანდნენ, იმან კი “არწივისმაღლის” საფრებს მიმართა. ტყვია ვეღარ მიუწვდებოდა და სანამ შიშია ხევს გახდებოდა, ის თავს უშველიდა. აბა თავსღა დაანებებდა შიშია ჯიხვსა? ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა. ეტყობოდა მუცელში ჰქონდა ტყვია მორტყმული და ფაშვსა და ტყავს შუა იყო გავლილი. მრავლად განადენი სისხლი იმედს აძლევდა შიშიას, რომ ჯიხვს მალე მოსჭრიდა მუხლს და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა. “ტყავსა და რქებსაც ძლივ წავიღებო” ფიქრობდა შიშია, – თუ ცოტა რამე სამწვადეც გავატანე, კარგი იქნებაო”. მთელი ჯიხვის წაღება კი აზრადაც არ იყო მოსასვლელი, გინდა მარტო რბილი ხორცი გამოეჭრა და ძვლები იქ დაეყარა. წარმოიდგინა შიშიამ, რა გაკვირვებით დაუწყებდნენ ხევსური ვაჟები და ქალები ჯიხვის რქებს სინჯვას. “აბეჩავ, შიშიავ, შენს მეტიც ამას ვერავინ მაჰკლავდა, გუდანისჯვრის მადლმაო!” ტყავისა ხომ, საკუთრად ერთი ტყავი გამოუვიდოდა, მხოლოდ სახელოებს მოუნდებოდა თხის ტყავის მოკერება. გაჰყვა შიშია მგელივით სისხლის კვალს. თუმცა სისხლი ისე აღარ გასდიოდა, მაგრამ კიდევ ალაგ-ალაგ ცვრები სცვიოდა და ზოგანაც, სადაც კლდეზე ახოხებულიყო, სისხლიანი ბეწვისაგან ქვები იყო მოსვრილი. ჯიხვზე კარგად ვის ეცოდინებოდა “არწივისმაღალზე” ასასვლელი გზა. ალბათ, წინათაც ბევრჯერ შეხიზნულა რქიანი ვაცი იქა და ახლაც დაჭრილი იქით მიიბრძოდა. იქ დაწვებოდა მოსვენებით, ვერც კაცი შეაწუხებდა, ვერც ნადირი და ვერც ბუზი, სანამ ნატყვიარი მოურჩებოდა. სჯეროდა, რომ იქ ადვილად ვერავინ ავიდოდა და არც არავინ გაიწირავდა თავს იქ ასვლისათვის. მაგრამ შიშია იმისთანა ბიჭი არ იყო, რომ უკან დაეწია! სად ქუჩს ეჭიდებოდა, სად ქვებს და კენჭებს ებღაუჭებოდა, ოღონდ ხელისმოსაკიდებელი ყოფილიყო. ბევრჯერ ცალი ხელით დაეკიდებოდა, სანამ ფეხს რამეზე მოიკიდებდა. მიცოცავდა მაღლა და ქვეშ რა უფსკრული ეზრდებოდა, იმაზე სულაც არა ფიქრობდა. ძირს არ იხედებოდა და არც დარდი ჰქონდა. წინ დაჭრილი ხარ-ჯიხვი ეგულებოდა და განა ახლა უკან დაბრუნებაზე იფიქრებდა?! ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითეს ქვებმა და მუხლისთავები გადაეყვლიფა. ბევრჯერ თვალითაც დაინახა ჯიხვი, მაგრამ თოფის სროლა არ შეიძლებოდა, ხელებს ვერ გაუშვებდა, კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ. ძირს ხეობა და შორს სოფლები თანდათან მერცხლის ბუდეებივითღა მოჩანდა. დაიღალა კიდეც, ღონეც ელეოდა. “არწივისმაღალის” წვერიც კი შორს აღარ იყო. ცოტა კიდევ და ჯიხვი და შიშია თითქმის ერთ დროს აებღოტნენ “არწივისმაღლის” კონცხზე. იმას იქით ვეღარსად ჯიხვი წავიდოდა და ვეღარსად შიშია, თუ უფსკრულში არ უნდოდათ დაღუპვა. რამდენადაც შიშია გახარებული იყო, რომ ჯიხვი ვეღარსად წავაო, იმდენად ჯიხვი შეშინებული და თავზარდაცემული ჩამოსცქეროდა შიშიას. არ ეგონა თუ აქაც, ამ არწივების საბუდარში კაცი ფეხს დასდგამდა. ელდაცემული, გაშტერებული იდგა და შემოსცქეროდა მონადირეს. ასე ახლოს ამის მეტად არ ენახა კაცი, – ეს ამათი სიკვდილი! ახლა ჰხედავდა პირველად და ელდაცემული მთელი ტანით თრთოდა. გასაქცევი აღარსად ჰქონდა და დასამალი. თავის სიცოცხლეში მგელიც ბევრჯერ ენახა, კლდის ვეფხვიც; ზვავიც ბევრჯერ მოჰხეთქია და წაუღია, მაგრამ კაცზე საზარელი არა ეგულებოდა რა. ადგილი სულ ერთი ფარდაგის გაშლა იქნებოდა. ერთმანეთის სულის ქცევა ესმოდათ. ჯიხვი მუდამ წამს მოელოდა, რომ კაცი ეცემოდა და ჩაჰყლაპავდა. შიშიაც ერთბაშად შეკრთა. მოაგონდა, რომ განთქმულმა აფშინამ ასე შერეკა საფარში ჯიხვები და თვითონ გზაში ჩაუდგა. უნდოდა ხანჯლით დაეჭრა ყელები, მაგრამ გაცოფებულმა ჯიხვებმა, რაკი გასავალი აღარსადა ჰქონდათ, ერთბაშად დაჰკრეს და გადაუძახეს უფსკრულში თავმომწონე მონადირე. ამაზე იყო ლექსი: “ჯიხვებს ნუ ჩასდევ, აფშინავ, ჯიხვთა ბანდუხის კლდისათა, თორ კლდეზე გადაგაგდებენ, ჯარს შაგიყრიან რქისასა”. მოაგონდა არანაკლებ განთქმული მონადირე ჯარჯი და ჯიხვი რომ ერთად გადაცვივდნენ კლდეზე. მაგრამ ჯიხვი სრულიადაც არა ფიქრობდა ბრძოლას. რომ ფარაში ყოფილიყო, შეიძლება გამგელებული სცემოდა მონადირეს, მაგრამ აქ არც უმწეო ციკნები იყვნენ სადმე, არც დედალი შუნები. რომ იმათთვის პატრონობა გაეწია. რაკი ჯიხვი შეშინებული ნახა: “ტყვია-წამალი რაღად დავხარჯოვო”, – იფიქრა მონადირემ და ხანჯალამოღებული გადუხტა ჯიხვსა. ჯიხვი ადგილიდან არ იძვროდა. დაშტერებით შემოსცქეროდა იმისკენ მიმავალ კაცს. ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში უფსკრულში გადაეშვა. - ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! – დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად დაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა ჩანთქა. სად დაეცემოდა, როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა და თმა ყალყზე დაუდგა. დიდხანს, დიდხანს უხმობდა ხეობები და მთები, როცა ძირს დაცემული ჯიხვის სიმძიმით მოგლეჯილი ლოდი ხეობაში საშინელი ჭექა-ქუხილით ჩაიჭრა და იმისგან შეშინებული ფრინველები წივილით გამოიშალნენ ჰაერში. მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო. იტყვიან შვიდი დღე კიდევ ისმოდა “არწივისმაღლიდან” შიშიას თოფის ხმა, მერე კი მისწყდა, ვეღარავინ ვეღარ უშველა რომ ჩამოეყვანათო. ტყუილად არ უთქვამს ხალხსა: ჯიხვების განავალი კლდე რო ნახო, გაგიკვირდება, იმათ განავალ გზაზედა თოვლი არ მეეკიდება, იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა რა კარგი წაეკიდება! 1903 წ. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 დიდი მადლობა მეგობარო ასეთი ლამაზი მოთხრობისათვის !! ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 29, 2012 Report Share Posted June 29, 2012 ნადირთა პატრონი ვაჟა-ფშაველა ელიზბარს ძალიან უყვარდა ნადირობა: კვირაში ოთხ დღეს ტყეში ატარებდა; „ტურასავით ტყეში დაძვრებაო“, ელიზბარზე ხალხიც ამას ამბობდა. ელიზბარის სასაუბრო მუდამ თოფი, ნადირობა, ტყე და მთები იყო. ოჰ, რამოდენა ჯიხვი იცის ბაისუბნის თავს! ღმერთო, რა ნადირი ყოფილა მაზიმზე!.. კაცებო, გაოცებული დავრჩი, პირჯვარსღა ვიწერდი იმოდენა ნადირის შემაცქერალი; გაგიხარიანთ, მე იქ გავძეღ თოფის სროლით! რაც იქ ნადირი დამიხოცნია… ნუ მომილოცავთ; ვინ არ მოჰკლავდა იქ ნადირს?! როგორც ძროხის ნახირში, ისე შავრეულვარ ზოგჯერ ნადირის ფარაში. ელიზბარმა მთელი კახეთის და არაგვის სანადირო ადგილები ჯაგის ძირითურთ იცოდა, როგორც იტყვიან, – ხელისგულზე ჰქონდა გადაშლილი; მჭვარტლის წყალი ვარო, შავი კლდე, სხალთ გორი, სიმური, სპეროზა და სხვა და სხვა, მოგიყვებოდა ყველა ადგილების ამბავს, იქ მოკლული ნადირის რიცხვს და სხვადასხვაობას. მონადირეებს საერთოდ ერთი ცუდი ზნე სჭირთ: სიცრუე, გადაჭარბება-გაზვიადება შემთხვევისა. ელიზბარს კი სიცრუეს ვერავინ დასწამებდა. სინამდვილეს გათქმული მონადირე ვეღარაფერს მიუმატებდა. თოფი ხომ, სანადირო თოფი, თავისთავზე მეტად უყვარდა. მუდამა სწმენდავდა, ჰფერავდა; გამარჯვებისათვის ელიზბარს ბევრჯელ უკოცნია თავის ხირიმისათვის ჯავარს ლულაზე. მართლაც, საამო სანახავი იყო ელიზბარის ხირიმი: თოფი თავსა და ბოლოს ოქროს ვარაყით იყო დაზარნიშული, ჩახმახიც კი მოვარაყული ეკრა და, რომ ფალიაში წვიმის წყალი არ ჩასულიყო, ირმის კანჭის ტყავი ჰქონდა ჩაჩად გადაფარებული: საჭიროების მიხედვით აჰხდიდა და დაჰხურავდა. „ტიალი, მიყვარს, ძმაო! თოფი რომ გავარდება ტყეში, გაჰხვივ-გამოჰხვივლებს, დაივლ-მაივლის მთების ყურე-მარეებს დალოცვილი, გულს როგორმე იამება, გულში სინათლე ჩამიდგება“. და თუ ვინმე შეაქებდა ელიზბარის თოფის ხმას, მონადირეს მთელი სახე სიამის ალში დაუტრიალდებოდა და გაუბრწყინდებოდა. ზურაბს, ელიზბარის მოხუცებულ მამას, არ მოსწონდა ელიზბარის ყოფა-ქცევა: „აღარა აქვს მაგ ბიჭს სახლსა და საქმეზე გული, მგელივით სულ ტყისკენ გაიყურება. ნანადირევს ხომ იცით, რა მადლი და ბარაქა აქვს? აღარც ცოდვა-მადლს უყურებს“, – შესჩიოდა ხშირად მეზობლებს ზურაბი. რამდენჯერ შვილსაც დაუშალა ნადირობით მეტისმეტი გატაცება; მოაგონებდა განთქმული მონადირეების უმადურს ყოფას, ცოლ-შვილის გაწყვეტას. – ბიჭო, შვილო, არ არის კარგი მაგრე გამოკიდება ნადირისა, ნადირსაც პატრონი ჰყავს. აბა, ერთი მითხარ, მონადირეებს რომელს აყრია ხეირი? აი, შორს ნუ წავალთ, აქვე, ჩვენს ახლო-მახლოს მივიხედ-მოვიხედოთ: ნავროზას, მამუკას, ღვთისავარს? ნავროზა და მამუკა სულ ამოვარდენ ძირ-ფოჩიანად. ღვთისავარისას ერთს შავერდისა ვხედავთ და ან ეგ რა სანახავია – შვილი მაგას არა რჩება, პურის ბარაქა არა აქვს და ფულისა?! წესზე, რიგზე სუყველაც კარგია, ურიგო კი არაფერი არ ვარგა, გადაჭარბებული, წრეს გადასული. ჩემს მტერს დაემართოს, რაც კაცს დაემართება, თუ ნადირთა პატრონმა დასწყია. გამახარეს რისაგანა აქვს თვალი გამოთხრილი, იცი? ჰოო, არ იცი განა? მე გეტყვი. თუ არ დაიჯერებ, წადი, ჰკითხე და თავადაც არ დაგიმალავს. საწვეროს გორში მოეყარა ირმის ხრო, საყელში, ერთს ადგილში ხუთი ირემი მოეკლა – სამი ხარი, ორი ფური, ერთი ღა გაჰქცევოდა. არც გავუშვებდიო, გვიამბობდა, როცა საღამოზე შინ მოვიდა ნასახელარი და მანამ თვალს გამოითხრიდა. მეორეს დილას კი თავში და პირში მჯიღსა და ქვას იცემდა: რა ღმერთი გამიწყრა, ამოდენა ნადირის ცოდვა დავიდევ კისერზეო, რადგანაც იმ ღამესვე საბძელში ჩალაში დასაძინებლად წასულმა თვალი გადმოიბზარა. გუგულის მსგავსი ფრინველი დასტრიალებდა ირმებს, როცა ვსთოფავდიო. ის უნდა ეცნო საწყალს და ვერ იცნო. ნადირთა პატრონი ათასნაირი სახით ეჩვენება მონადირეს. ბრიყვი, ვერ მოსულიყო ცნებასა, თუ იანვარში ტყეში გუგულს რა უნდოდა და ან ირმებთან სათამაშო რა ჰქონდა!.. შე უღმერთოვ, ვისაც ვეუბნები და არ ესმის, მოჰკალ ერთი, ორი, გაუშვი დანარჩენები და! ისეთები სხვამ მოკლას, არა და აღარ გინდა, რომ ნადირის ჭაჭანება იყოს ტყეში?! მაგრამ როცა კაცი პირჯვარს არ გადაიწერს და არა სთხოვს: ღმერთო, ცოდვაში ნუ შემიყვანო, ვერ ასცდება უკეთურ საქმეს. მე კარგა ვიცი, ერთი ან ორი რომ მოეკლა, არც თვალი გამოეთხრებოდა და არც ღმერთი გაუწყრებოდა. ეხლა ნანობს, მაგრამ სინანულმა თვალი ვეღარ გაუმთელა… შენც, შვილო, ნადირობით ქეიფი ბოლოს არ გაგიმწარდეს. გაიგონე!..“ – მე კი გაგიგონებ, მამავ, მაგრამ გული რომ არ გაიგონებს! კაცს უმწერლოდ ბეწვი თმაც კი გაუთეთრდება თავზეო, ნათქვამია; ალბათ ჩემი ბედი და წერაც ეს არის – ეტყოდა პასუხად ელიზბარი და ერთ-ორ დღეს რომ მამის დარიგებაზე გაევლო, მესამე დღეს მაინც ისევ ტყეში გარბოდა ჩოხაშემოკალთული, მხარზე თოფგადაგდებული, სასწრაფო-საპირისწამლით მკერდაყვავებული და, როცა სწორ-ამხანაგებში მოხვდებოდა, მაინც ამ თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა: ვაჰ დედას თქვენსა, ჯიხვებო, დავბერდი, მაკლეს თვალთაო; ფეხდაფეხ ვეღარ მოგყვებით, მუხლები დამეხლართაო. კიდევ სამ გაყურებინებთ ჩემის ხირიმის ხმასაო, ჭიუხში შეგაბერტყინებთ ცისკრის ხანს ქუჩის ნამსაო. თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, გული გკლავს მონადირეო: ჯიხვო, ვერ მოგკალ, ტიალო, სისხლი ვერ გაგადინეო. ვერ დავიკვეხე სწორებში, რქაზე ვერ დაგაბჯინეო; ვერ გადაგაგდე კლდეზედა, გული, ვერ გაგაცინეო. შემოდგომას ხომ გულგადალეული ელოდა; ელოდა „ყვირილობას“, როგორც დედა ერთადერთს შვილს, ლაშქარში წასულს. მთელს ღამეებს ტყეში ატარებდა. თავზე ირმის რქას იდგამდა, მხრებზე ირმის ტყავს იფენდა და „ყვიროდა“, როგორც ხარი ირემი. ელიზბარის ყვირილს ირმის ბღავილიდან ვერ გაარჩევდა კაცი. ორჯელ თუ სამჯერ უცხო მონადირეებს კინაღამ არ შემოაკვდათ; ირმის მაგივრად კინაღამ ელიზბარი არ გამოასალმეს წუთისოფელს. რას მოიფიქრებდენ, თუ ელიზბარი დაუხვდებოდათ ირმის ქურქში გამოხვეული, მაგრამ როცა გაიგეს იმის ნადირობის წესი, ყოველი მონადირე ფრთხილობდა, ირმის მაგივრად კაცი არ შემოჰკდომოდა. ამგვარად ნადირობდა ელიზბარი, ხოლო გულში კი მუდამ, განუშორებლად იმ ფიქრს ატარებდა, რომ ღმერთი არ განერისხებინა, ნადირთა პატრონი არ გაეჯავრებინა, – თვალგაფაციცებით ჰსინჯავდა სროლის დროს, ლანდი ნადირთა მეფისა ხომ არსად გამოჩნდაო. იგი ხომ უფრო ხშირად პატარა ტანის ქალის სახით ეჩვენება მონადირეებს, დიდრონ გაშლილ თმებით; ხელში ჯოხი უჭირავს და ხან უკან მისდევს თავის სამწყსოს, ხან წინ მიუძღვის, ხან გვერდზე, მხარდამხარ, და თან ნელი ხმით მიუსტვენს. თან ხშირად ათასნაირ სახეს იღებს, ხანდახან ბუზადაც კი იქცევა, დაუჯდება მონადირეს ლულაზე, რომ მიზანი შეუშალოს, იქცევა ზაფხულში დიდრონ წვიმის წვეთად, ჩამოვარდება მაღლიდან. დაეცემა კვესზე ჩახმახს, რომ ფალია დაუსველოს, თოფი აღარ გავარდეს; ზამთარში იქცევა თოვლის ფარტენად ამავე მიზნით; გადაიქცევა ფრინველად, ან საუცხოვო ნადირად, რომ დააფრთხოს სამწყსო და ხიფათს გადაარჩინოს. ამდენი ხანია ნადირობს ელიზბარი და ერთხელაც არაფერი მსგავსი არ უნახავს. სჯერა და არც სჯერა ეს ამბავი. ბევრჯელ ჩხიკვს დაუფრთხია ელიზბარისთვის შვლები. იქნება ნადირთა პატრონი იყო? შეიძლება. ერთხელ ხარ-ირმისთვის უნდა დაეცა თოფი, მთელის თავის ტანით ედგა წინ ელიზბარს, იქვე წააქცევდა. დაიმედებულმა თოფი მოიმარჯვა, მაგრამ მოულოდნელად მაღლიდან ჩამოვარდა ხმელი წიფლის ტოტი, დაეცა ირემს რქებზე; ირემს ელდა ეცა და როგორც ნაპერწკალი, ისე გაქრა. შეიძლება ისიც ნადირთა პატრონის ბრალი იყო? შესაძლებელიაო, ფიქრობდა და კვალად მონადირე. ბევრისგან ბევრი მაგალითები მოიგონა განვლილი გამოცდილებიდან, ისეთი მაგალითები, რომ ნადირის გადარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც გაჰსხლტომია ხელიდან. ყველა ეს მაგალითები ეჭვს უბადებდენ, აფიქრებინებდენ, რომ უსათუოდ უნდა ბრალი დაედო უჩინარი ძალისთვის. ეს ძალი იყო ერთადერთი ნადირთა პატრონი. შაბათს საღამოს ესტუმრათ თევდორე, განთქმული მონადირე, ხოლო დღეს დაუქმებული, რადგან აზარი ხუთჯერ ჰქონდა ათავებული, ხუთჯერ ჰქონდა თოფი მიწაში დამარხული. ძველი სამონადირეო ჩვეულების ძალით აღარ შეეძლო იმას ნადირის მოკვლა, თუნდა ნადირის ხროვა შინ შეჰხტომოდა. აღთქმა ჰქონდა, ამიერიდან ნადირი აღარ უნდა მოეკლა. საკმაოდ ხნიერი თევდორე ნადირობის ჟინს მხოლოდ წარსულით, თავგადასავლის მოგონებით იკლავდა. უყვარდა, ესიამოვნებოდა სხვის ნაუბარი ნადირობაზე და თავადაც ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, როგორც ოცი წლის ჭაბუკი. მთელი ღამე თევდორემ და ელიზბარმა ნადირობაზე ლაპარაკში გაატარეს. გაათავებდა ერთ-ორს ამბავს თევდორე, ელიზბარი დაიწყებდა, მერე სიტყვას ისევ თევდორე ჩამოართმევდა… ნადირთა პატრონის არსებობას თავის თვალით ნახული მაგალითებით უმტკიცებდა თევდორე ელიზბარს ისეთი პოეტური აღწერით, რომ იმ ღამეს სიზმარშიც კი ნადირთა პატრონი მოელანდა. მეორე დღეს, კვირას, ელიზბარი სანადიროდ ემზადებოდა, ყვირილობა იწყებოდა. ენკენისთვის შუა რიცხვები იყო. „ხვალიდან, აი სწორედ ხვალიდან, შვილო, აქვს უფლისაგან დანიშნული ვადა ხარ-ირემს და ორაგულს, ირემს – ყვირილისა, ორაგულს – თხრისა. ცდილობენ, რომელი რომელს დაასწრებს, ირემი ყვირილს, თუ ორაგული თხრას1. მოსაკლავი ორივე ეხლაა, მსუქანი. ხარს, რაც უნდა გრძელი ხანჯარი იყოს, ხომ იცი, კისერზე ვერ გააწვდენ, რომ დასცე. ტანის სისქე კისერი აქვს და ორაგულსაც რაც კი სიმსუქნე შეიძლება, ეხლა აქვს დრო, ამის შემდეგ ხდება ავად და ლუბდება, თხრას რომ გაათავებს, დედალი ორაგული აღარც კი იჭმევა სილუბისაგან“. თოფის სროლის და თავის ნადირობის წესს უხატავდა ელიზბარს: „ხელზევით სროლას ეცადე, რაც შეიძლო. დადებით მსროლელი მონადირე მონადირედ არ მიმაჩნია, – განაგრძობდა თევდორე, – თოფი ბოშად გეჭიროს, რომ ჩახმახის დასხლეტის დროს არ დაგეძრას, რაც შეიძლება გული დაიდინჯე სროლის დროს, ხოლო ხელი ააჩქარე. ნადირობაში ხელისა და თვალის სიჩქარეა პირველი იღბალი. მე თუ ნადირი ამაჩქარებდა, იმის დღე გათავებული იყო. ნადირმა სუნი იცის. ამიტომ როცა ეპარები, უნდა აურჩიო ისეთი გეზი, რომ ნადირის მხრიდან მონაბერი ნიავი შენ პირში გცემდეს“. ზოგი რამ ამ წესებისა, რა თქმა უნდა, ელიზბარმაც იცოდა, მაგრამ თევდორეს მაინც სიტყვაშეუბრუნებლად უგდებდა ყურსა. ღამეა. თითო-ოროლა ღრუბლის ნაჭერი დასეირნობს წყნარად ცის გულმკერდზე და მთვარის სხივებს უშლის გაანათოს ხშირი ტყით დაფარული არემარე. მაღალ სერზე, დიდრონ წიფლის ძირას ზის ელიზბარი, დილით ადრიან წამოვიდა სანადიროდ. მთელი დღე ტყუილად დააღამა, თვალით ვერაფერი განიცადა. ზურგი მიუბჯენია წიფლისთვის და თოფი, თითქო გულზე დედას შვილი მიუხუტებიაო, ისე უჭირავს. ყურგაფაციცებული, მოუთმენლად მოელის ირმის ყვირილს. ტყეში მყუდროებაა. მხოლოდ თრითინების „ჭიიტ-ჭიიტ“ აღვიძებს მიდამოს. შორს, ძალიან შორს, საბრალო ხმით ბუ გაჰკივის… ტყით დაფარული გორაკები ზოგან ერთმანეთზე მიყრილი, ზოგან ერთიმეორისგან ვაკედაცემული ადგილებით დაშორებული, ერთს დიდს გამოურკვეველს საიდუმლოებას წარმოადგენდა. შუაღამე გადავიდა. ელიზბარს ჯერ თვალი არ მოუხუჭავს, თუმც ძილი ნელა-ნელა ეპარებოდა იმ დღის ნავალს; ეკიდებოდა თვალებზე, როგორც ფოთოლზე წვიმის ცვარი. უმაგრდებოდა ძილს, ჯიუტობდა, არ ჰნებდებოდა ბუნების ულმობელს კანონს: ცოტას რომ წასთვლემდა, მალე ისევ გააჭყეტდა თვალებს და მახვილ სმენას მიუპყრობდა მის წინ გადაშლილ არემარეს; ბუ ისევ გაჰკიოდა… დაკივლა და მიჩუმდა. სხვა რაღაც მოესმა ელიზბარს, ისე, როგორც ზარის ხმა გაუარა ამ ხმამ ჟრუანტელად მთელს ტანში, შეათამაშა ფოთლები და გაჰქრა. „ძლივს, ოჰოო!“, – წარმოსთქვა მან. – „მადლობა ღმერთს!“ – და გადაიწერა პირჯვარი. ყური უფრო გულმოდგინედ დაუგდო, დახრილმა ცალი ყური თითქმის დედამიწას შეახო. ხმა უფრო ცხოვლად მოესმა. ირმის ყვირილი შორიდან ისმოდა, მაგრამ თანდათან უფრო გარკვევით. „პირ-აქათ არის“, – წარმოსთქვა თავისთვის ელიზბარმა: – „აჰ, ნეტავი ცოტას კი დაჰნამავდა ეს დალოცვილი“. ელიზბარმა ბევრი აღარ დაახანა, გაემართა იქით, საითაც ირმის ყვირილი მოდიოდა, რომ საგათენებოდ მიჰსვლოდა ახლოს და ესროლა თოფი. მიდიოდა ტყეში, კლდე-ღრეებზე სვენებ-სვენებით, თან ყურს უგდებდა, სხვა არაფერს ყურადღებას არ აქცევდა; მთელი მისი გული და გონება მიისწრაფოდა ირმისკენ. ზოგან შველი გაექცა, სხვაგან მგელი ირმის პარებაში, მაგრამ არა ნაღვლობდა. ერთ ადგილს პანტაზე ნაჯდომმა დათვმა მოიღო ზღაპა და თავზარდაცემულმა წაიღო ლაწალუწი. „წადი, ირბინე, არა უშავს, ხვალ სადღა გამექცევი, დავითავ!..“ – ჩაილაპარაკა თავისთვის ელიზბარმა. მიუახლოვდა ელიზბარი ირემს, ხმა ახლოდან ესმის, აღარ იქნება იმათ შუა დიდი მანძილი, ელიზბარი ჩამოჯდა, დაისვენა. ნიავს არჩევდა, თენებამაც მოიტანა… გარიჟრაჟია. მონადირე ირმის კვალზე შედგა. ირემმა ყვირილი შესწყვიტა. ელიზბარმა თოფს ფალია გამოუცვალა. თვალებს ძლივს ახელს, გაბლანტებულია. აი ნაბოტარი ირმისა, ირმის სუნი მოსდის ირმისგან რქით მოგრეხილს თხილსა და წიფლის ბონცვრებს, ესევე სუნი ასდის ბუერებს და ბალახს, სადაც ირემს ფეხი დაუდგამს, რისთვისაც კი ტუჩი მიუხლია. ფეხებს ელიზბარი ფრთხილად სდგამს, თვალებს იქით-აქეთ აცეცებს მგელივით. ხამუშ-ხამუშ შედგება; ყველაფერი, რაც კი თვალში ეხეჩება, უნდა განჭვრიტოს თვალით. ფაჩა-ფუჩი მოესმა, ნალეწი გატყდა. ელიზბარი ხეს გაეკრა, თოფი მოიმარჯვა… შესჩერებია გულის ფანცქალით დგნალებს, საიდანაც ირმის ყოფნის ნიშნები მოესმა და… აგერ რქები – თავი… დაჩნდეს… კარგად დაჩნდეს… უცქერის გაშეშებული. ირმის რქებმა გააოცა. ყელი, თავი და რქები უჩანს, სუნს იყრის. ჩამოჯდა ელიზბარი და დაუმიზნა თოფი. უცდის მხოლოდ, რომ ტანი გამოაჩინოს. – ღმერთო, ეს რა რქებია, კელაპტრებივით ანათებს მისი შტოები! თეთრი ტრედივით ფრინველი დაჰფარფატებს თავზე… ირემი წამოდგა წინ და მთელი მკერდი დაუჩნდა. ის არის, უნდა დასხლიტოს ელიზბარმა თავზე შემოყენებული თოფი, რომ ირემს წინ აეფარა ხმალამოწვდილი კაცი, ხელში ცეცხლის ხმალი უჭირავს და ემუქრება. ხელიც თითქოს ვიღაცამ დაუჭირა და ჩასჩურჩულა ყურში: „ნუ, ნუ! ჰაა, არ ესროლო, ღმერთი არ გაგიწყრეს!..“ ელიზბარს მოუდუნდა მკლავები, შემოყენებული თოფი ხელიდან გაუვარდა. თოფმა დაიგრიალა და იქვე მიწაში მოჰხვდა ტყვია, ირემმა თავს უშველა… მონადირე დიდხანს გაფითრებული იჯდა გაქვავებულივით ერთს ადგილას და გონზე ვერ მოსულიყო… როდის როდის მოეცა გონება, ადგა ბარბაცით… დაიწყო თვალების ფშვნეტა. იწერდა პირჯვარსა და ამბობდა: „ღმერთო, შენ დამიხსენ ყოველი განსაცდელისაგანო! ჰოო, ვნახე, ვნახე, ის იყო ის…“ 1908 წ. ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 29, 2012 Report Share Posted June 29, 2012 ეპისკოპოსი ნადირობაზე: ნიკო ლორთქიფანიძე - შეგვარცხვინა ძეძილეთმა, ისეთი კარგი ეკლესია აუშენებიათ! - დაიწყო „ორმოცის“ წირვა და პანაშვიდი არაჩვეულებრივ დღეს ოჯახისთვის სიდარბაისლისა და სიდინჯის ელფერის მისაცემათ მოწვეულმა კნეინამ თეოლინემ. - მართალი ბრძანებაა! - ჩამოართვა სიტყვა მღვდელმა, - ფარნაშვილების ეზოს რომ გასცილდებით, უკვე დაინახავთ, ბამბასავით თეთრ, ლამაზათ აღმართულ ეკლესიას. - ჩვენშიაც ქე შეიძლებოდა, თუ აშენება არა, შეკეთება მაინც, მარა ვინ არის პატრონი? - გულნატკენათ შენიშნა ბებერმა გლეხმა. - რა ვქნა, ჩემო ექვთიმე? ქადაგებას არ გაკლებ და რჩევას, მაგრამ არაფერი გამოდის. - ეჰ! ჩვენი სოფელი საჯირითოთ და სანადიროთ უნდა ჩვენს მღვდლებს, თვარა... - გაისმა ენამწარე გაბრიელა შიქარაძის ხმა. - კაცო, რას ჩააცივდით ამ ჩემ ნადირობას, ვის რა დააკლდა? მღვდელმსახურებას არ ვასრულებ, თუ? თუ რამეს მკითხავთ, არ გირჩევთ და არ გიშუამდგომლებთ?! რა წახდება მაინც, რომ წელიწადში ერთი ინადიროს კაცმა?.. „წელიწადში ერთხელ კი არა, დღეში ორჯერ“, - გაიფიქრა მობაასე აზნაურმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. - შე დალოცვილო, მერე მღვდელს არაფრის ჭამა უნდაო, ვინ თქვა... ხან ხოხობს მოკლავს, ხან კურდღელს, და ცოტა დაეხმარება ოჯახს. - მაგი კი ვერაა მართალი, მამაო; ჩვენში მომგებიანი ნადირობა შეუძლებელია... ძაღლები რომ მჭადს შეჭამენ, იმის საღირალს ვერაფერს იშოვნი. - ნურც მასე ბრძანებ... აბა, რით არჩენენ მონადირეები ცოლშვილს! - იქ, სადაც ნადირია, თვარა ჩვენში თითო მამასახლისზე თითო კურდღელი მოდის, რა უნდა მოიგო? - არც მასეა საქმე: დათიას ერთი ფუთი წვერა ამოუყვანია. - თევზაობაზე არ მოგახსენებთ... მოაქსოვიე დედაკაცს ბადე, და მერე ურტყი ამ ღელის პირათ, რამდენიც გინდა... თევზი თუ არ მოხვდა, კიბო და კიბორჩხალა მაინც იქნება!.. - საკვირველია, ჩვენში რომ გადირევიან მღვდლები ნადირობაზე, სხვაგან რატომ არ არის ასეთი ამბავი? - რაზე ბრძანეთ მაგი, ბატონო? - რაზე და ჩვენი მასპინძლის ბაბუის ამბავი არ გაგიგონია? - რავა არა, შე კაცო, - შენიშნეს აქედან და იქიდან. - ?! - ბავშობაზე კი გამიგონია რაღაცა, მაგრამ ნუთუ მართალია? - მართალია, ბატონო, მართალი, ჩვენი ბაბუა მღვდელი ყოფილა... - მერე, თუ მართალია, ამ შენს ბავშს მაინც ნუ დაუკარგავ უპირატესობას, - სერიოზულათ შესცვალა მუსაიფის ძაფი იქვე მჯდომმა სოფლის მასწავლებელმა. - რავა, შენი ჭირიმე? - ვერ გაიგო გლეხმა. - როგორ და, სასულიერო წოდების შვილებს ნება აქვთ სასულიერო სასწავლებელში უფასოთ ისწავლონ... მერე სემინარიაში გადავა და თუ ნიჭი გამოიჩინა, - შენი ბიჭი მეტად ბეჯითი და გონიერია, - ვინ იცის, იქნებ, აკადემიაშიც მოხვდეს, და კაცი გამოვა... გლეხმა შეატყო, რომ რაღაც კარგი ამბავია, თუმცა „სემინარია“ ბუნდოვანი ცნება იყო მისთვის, ხოლო „აკადემია“ ზარასავით დაირეკა. - მართალს ბრძანებს მასწავლებელი, მართალს... - თუ კი რამე გახერხდება და მიშველით... - და გლეხმა დახმარების თხოვნით გადახედა სტუმრებს. - არაფერი დიდი დახმარება არ არის საჭირო, შეიტანე თხოვნა და გათავდა, - შენიშნა ისევ მასწავლებელმა. - არც მასე ადვილია, თქვენ რომ გგონიათ; ვინმე დიდკაცს რომ იშოვიდეს მფარველათ, უკეთესი იქნებოდა. - შენდა ბედათ, ახლა ეპისკოპოზი აქეთ მოდის, მოეხვიე მუხლზე და, მგონია, უარს არ გეტყვის. - მით უმეტეს, ჩვენს მხარეზე არც ერთი ნასწავლი მღვდელი არ გვყავს... 2 სოფელ ძეძილეთის ახლათაშენებულ ეკლესიის კურთხევის ამბავი სწრაფათ მოედვა იმ კუთხეს, რომლის ცისქვეშ არა თუ ეპისკოპოზი, ბოქაულიც არ ჩნდებოდა. დიდი და პატარა სასწაულს და მთელი ცხოვრების შეცვლას თუ არა, ერთი ორი დღის სიამოვნებით გატარებას მაინც მოელოდა. დედაკაცებს იმედი ჰქონდათ დანამდვილებით გაეგოთ, მართლა გამოჩნდა თუ არა უცხოეთში კუდიანი ქალი. მართლა დადაღეს ის, თუ კუდიანებს მთავრობა ხელს არ უშლის პატარა ბავშის გულ-ღვიძლით უაქიმონ „გათვალულს?“ გლეხები ფიქრობდენ, რომ ამ დიდი დღესასწაულისათვის მოახერხებდენ გაესაღებიათ დარჩენილი ღვინო, რქამოტეხილი ხარი და ძუძუგამშრალი ძროხა... ახალგაზრდა გოგოები ხომ ირეოდენ სიხარულით: ყველა აქ მოელოდა საქმროს შოვნას. მსხვილ ილარიონ დიაკონს უკვე ჩაეტანა მახლობელ დეკანოზისთვის ძღვენი და მიერთმია ცოტა „ხელის ჭუჭყი“, რათა ახლა მაინც ეკურთხებიათ მღვდლათ: „ახლა თუ არა, მაშ როდის? ღმერთი ვერ ჩამოვა ქვეყნათ და ეპისკოპოზი ეს არის“. ** როცა ილარიონ დიაკვნის საქმეს დეკანოზი ეპისკოპოზს მოახსენებდა, დაუმატა: - თედორე მღვდელს მეორე მღვდელიც გვერდში ამოვუყენოთ, კეთილი იქნება, რადგან ის... ვერ ასწრებს... - როგორ თუ ვერ ასწრებს? ას კომლს ვეღარ გაუძღვება ერთი მღვდელი? რას ამბობ, მამაო იაკინთე. - ასეაო... ვერ ასწრებსო, ჩივიან. - ვინ ჩივა? ვინმე ამპარტავანი იქნება; ერთ დაწრუპუნებაზე ვერ გაიქცა იქნება საწყალი მღვდელი და აუჩივლდენ... სვამს, გარყვნილია, თუ სხვას რას შვება, რომ ვერ ასწრებს? - სმის და გარყვნილობის არაფერი გამიგია... მოგახსენებენ.... ნადირობსო... - რაო? გადირია? რა მისი საქმეა ნადირობა? - კი, თქვენო მეუფებავ, ასე მოგახსენებენ... წირვას აგვიანებს ნადირობისთვისო. - იმე!... შენ რას იტყვი, ბერო კაცო, მგონია, შენც იქაური ხარ, - მიმართა ეპისკოპოზმა გლეხს, რომელსაც აღარ მოეცადა ეპისკოპოზის სოფელში ჩამოსვლისათვის და ქალაქში წინასწარ აღეძრა თხოვნა, რომ სოფელში სრულიათ დაებოლოებინა შვილის სწავლის საქმე. - ჩვენ, ბატონო არ ვუჩივით ჩვენს მღვდელს. ღვთისნიერი კაცია! - შენ იქნება სატანასაც არ უჩივი?.. ჰო კაი... მარა შენ რა გინდა? - რა, ბატონო, და ერთის მთხოვნელი ვარ: ბაბუაჩემი მღვდელი გხლებია... მამაჩემი ისე ადრე გარდაცვლილა, რომ დიაკვნათაც ვერ მოუსწრია კურთხევა, მე ვინღა მიპატრონებდა და ქე დავრჩი უსწავლელი... ახლა მინდა ჩემი ბიჭი სემინარიაში მივაბარო და იქნებ წყალობა მიყოთ, მომცეთ მოწმობა, - ძლიერ მოკლეთ მოსჭრა გლეხმა, რომ არ გაერისხებია მეტათ მოხუცი ეპისკოპოზი. - ბაბუა თუ მღვდელი გყავდა, შენ რაღა დაგემართა, შე საცოდავო? - გრძელი ამბავია, ბატონო, თუ ნებას მომცემ, მოგახსენებ... - თქვი, ჰო, თქვი. - ჩემი ბაბუა მღვდელი ყოფილა, ბატონო. - ეს მეც გამიგონია, - კვერი დაუკრა დეკანოზმა. - ერთხელ თურმე ჩვენს სოფელში გზათ გამოუვლია კვირა დილას მეფეს... უცადა, უცადა მღვდელს... ეძებენ, უძახიან... შენ არ შეგჭამოს მიწამ, სადაა?!. ცხონებულს თურმე ნადირობა უყვარდა. ნაშუადღევი რომ გადავიდა, გამოჩნდა მღვდელი ჯორზე, წინ აქენთელებული ძაღლები მორბიან, უკან ხურჯინში კურდღლის ყურები მოჩანს... მღვდელს შეშინებია, მეფე რომ დაუნახავს, დაუხევია უკან. „არ გაუშვათ მაგ წუწკიო“, დაიყვირა თურმე მეფემ, და კარისკაცები გამოენთენ. მღვდელმა ჰკრა დეზი და გავარდა... წავიდა... და წავიდა არ ვიცი, მერე მღვდელს რა დაემართა, მოკლეს, თათარში გაიქცა თუ ხრამში გადავარდა, ოღონდ უგზო-უკვლოთ დაიკარგა. მას მერე არავის უნახავს... მის მაგიერ კი მიწერილი მღვდელი იყო თურმე იქ, ახლანდელი ჩვენი მღვდლის ბაბუა, და მას უბრძანა მეფემ: - „შედი და შენ წირეო”. - იმე! თქვენს ქვეყანაში მონადირეობის სენი ხომ არ არი? - ოდნავ გაეღიმა ეპისკოპოზს. - იმის შთამომავლობა ახლა მე უნდა გავასამართლო. - რავა, შენი ჭირიმე? - რავა და ხომ გაიგონე, რა თქვა დეკანოზმა, ჩივიან, ნადირობსო... შენ რას იტყვი? - თქვენთან, ბატონო, ტყუილს რავა ვიტყვი... სხვაფერ კაია... წირვა-ლოცვას არ გვაკლებს, მარა, მართალია, ნადირობს. - რავა თუ ნადირობს? - სულ, ბატონო, დღე და ღამე - ხან თევზაობს, ხან კი ხოხბობს... ერთი არაა იმისთანა ბადის მსროლელი და მიმინოს გამწვრთნელი. - ნეტა, სად აქვს იმ საწყალს დრო? რა ეშმაკი შეუჯდა? - მოგახსენებ, ექიმებმა ურჩიეს, სისხლმეტი კაცი ხარ და მოძრაობა მოგიხდებაო. რა ქნას, აბა, საწყალმა? - შე სულელო, და ექიმმა რომ გირჩიოს, წითელ პარასკევს, დიდ მარხვაში გოჭი ჭამეო, - ჭამ? ამ მოსაზრების გასაბათილებელი სასწრაფოთ ვერაფერი მოძებნა მოხუცმა გლეხმა; თან შეეშინდა, ჩემმა ურწმუნოებამ ეპისკოპოზი ჩემზე არ განარისხოსო და მოწმობაზე უარი არ ათქმევინოსო; გულში მაინც გაიფიქრა: „ღმერთს რათ უნდა ეამოს, რომ ქრისტიანმა კაცმა გოჭის გულისთვის თავი მოიკლასო“. გლეხმა თავი ჩაღუნა და ნიშნათ შეცდომის შეგნებისა უკან დაიხია. - ჰო, მეძებარი ჰყავს უსათუოთ, და დაატარებს ხელზე ეჟვნებიან მიმინოს; ღამეში, ჩამი-ჩუმი რომ არ ისმის და შავათ ტივტივებს მდინარე, ესვრის მხარზე აკრეფილ ბადეს... ფართხალობენ წვერა და... - ეპისკოპოზმა შეაჩერა გემოიანი ლაპარაკი. - მიმინო არ ყავს, ბატონო, და კურდღლებზე ქე ნადირობს. - მღვდელი ცას უნდა უყურებდეს და ლოცულობდეს, ის კი მთა-ღრეებში დაგლიჯინობს, წყალში თევზებს არ ასვენებს, - ახლა უკვე პირქუშათ თქვა ეპისკოპოზმა. - ჰო, ახლა მაინც მოვდივარ იქეთკენ და ვაყურებიებ სეირს იმ თქვენ მონადირე თადეოზ მღვდელს, ასე გადაეცი, თუ ნახო, ჩემ მაგიერ, - და ეპისკოპოზი ადგა. - ნუ გამირისხდები, თავს გაბეზრებ, მარა ჩემს საქმეზე რას მიბრძანებ? - ისევ შეეკითხა გლეხი. - ჰო, ჰო, კარგი... იუსტინე, - მიმართა ეპისკოპოზმა საქმისმწარმოებელს, - გამოიძიე საქმე და თუ შესაძლებელია, მიეცი მოწმობა, ისწავლოს, ნუ დარჩება ტყის კაცათ! - მესმის, თქვენო მეუფებავ. - ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი წყალობა და ლოცვა-კურთხევა, - დიდის თაყვანით მადლი მოახსენა მოხუცმა გლეხმა. - ჰო, შენ რა გქვია? - თეიმურაზი, ბატონო. - ჰო, თეიმურაზ, მართალი თქვი, თადეოზი, თქვენი მღვდელი, ცუდი კაცია? - არა, ბატონო, არა, თქვენი მადლი არ გამიწყრეს: მარა აფხაზივით რომ შეაკივლებს და კახელი თავადივით გაიჩეჩავს თმას ნადირობაზე, რაცხა არ მოგეწონება, - გლეხმა ალღო აუღო ეპისკოპოზს. - ჰო, მართალი ხარ, მართალი! - ეპისკოპოზმა დარბაზი დატოვა. ვ - რას ჩაფიქრებულხარ, ნებროთ ბატონო? - შეეხუმრა ერთ დილას თადეოზ მღვდელს მეზობელი მონადირე აზნაური. თადეოზ მღვდელს მრავალი ზედმეტი სახელი ჰქონდა სოფელში მიცემული: ნებროთ, ქორ-მიმინო, ბადე-მღვდელი და სხვა. - ეჰ, ნეტავი შენ! გადიგდებ ამ თოფს ზურგზე და გადიქაჩები კურო მოზვერივით, არც არავინ ბატონი გყავს და არც არავინ დამშლელი. - და შენ რაღა ობოლი ქალიშვილი დამრჩი? - რა და, მთელი ქვეყანა ამიყაყანდა, ნუ ნადირობ, ნუ ნადირობო... რა უნდათ ჩემგან, ნეტავი ვიცოდე! ზოგს ხასა უზის სახლში, ზოგი საქურდალში დადის და - არაფერი! შენ კი, მღვდელი ხარო და კურდღელს არ გაეკიდოო. ვის რას ვუშავებ? კურდღლები რომ მიჩიოდენ, კიდევ მესმის, თვარა მღვდელმთავარს ჩემ ნადირობასთან რა ხელი აქვს? - რა მოხდა, აღარ იტყვი? - რა და ის, რაც გითხარი: მღვდელმთავარს შემოუთვლია, გაგპარსავო; აქ სოფელმა დაიწყო ყაყანი, მღვდელი არ გვყავს, როცა გვჭირდებაო. ეს სულ იმ ილარიონ-გოდორას ბრალია... სხვა ვერაფერი მომიხერხა და ნადირობას დააწვა. ექიმს მაინც არ ეთქვა, ერთადერთი შენი წამალი მოძრაობა, ჯაფა, სიარულიაო... მეც ვამჩნევ, რომ მომიხდა, მოვრჩი... არა და ბავშივით ჯოხზე ხომ ვერ შევჯდები და დავიწყებ ჩინდრიკს... მერე წინათ რომ ეთქვათ რამე, სხვას შევეჩვეოდი და ახლა რას უნდა მოვკიდო ხელი? - ბურთაობა დაიწყე. - მარტო ვიბურთაო? - მღვდელმა უიმედოთ ჩაიქნია ხელი. - ავადმყოფობას ჯანი გავარდეს, სანამ ვიცოცხლებ, ვიცოცხლებ, მარა ახლა მგონი ეპისკოპოზი პირდაპირ მიპირებს თურმე გადაყენებას... - ა, რავა შეიძლება, გაგიგონია ასე ადვილათ ორჯერ ნაკურთხი მღვდლის გადაყენება?! - ბევრია, ჩემო მიხეილ, მღვდლობის მოსურნე... მარტო ილარიონი რათ ღირს?.. ახლა უსათუოთ გაბმულია ქსელი მასა და ჩვენს დეკანოზს შორის... მიდიან და მოდიან!.. მიდიან და მოდიან!.. - ნუ გეშინია... ეპისკოპოზი რავა ჩაიდგამს შენი წვრილი ცოლ-შვილის ცოდვაში ფეხს... შენიშვნას მოგცემს, გაგაფრთხილებს და მერე, თუ არ მოიშალე, ქე იზამენ რაცხას, აბა, რავა იქნება? - შენს პირს შაქარი! ახლა რომ გადავრჩებოდე, ვინ მამაძაღლი ხელს მოკიდებს ან თოფს, ან ბადეს. - გეუბნები, ნუ გეშინია-თქო, „ღმერთი არ გასწირავს კაცსა მისგან განაწირსა“... - გამარჯობა! - რა მიგაჩქარებს? - მინდა, ერთი დავისვენო და ამეღამ წისქვილის სათავე გავხსნა... - შენც მიაგენი? - რავა, შენ საიდან იცი? - რავა თუ საიდან ვიცი, ერთი თვეა იმას ვეზმანები... თითო წყდა წვერაა... კიბო, კიბო ხომ უთვალავი... - თუ წასვლას აპირებდი, არ გრცხვენია, რომ არაფერი მითხარი? - შენ რატომ არ მითხარი, მე რომ მისაყვედურებ, თანაც რა უნდა მეთქვა, შენ ხომ მაინც ვერ წამოხვიდოდი, დღეს-ხვალ ეპისკოპოზი მობრძანდება. - ღამე, შე კაცო, მზვერავები ხომ არ ეყოლება ეპისკოპოზს დაყენებული? - მზვერავები, არა მარა ხმა მაინც გავარდება... - ჰე, ჯანი გავარდნია, წადი, ღმერთმა მოგახმაროს ჩემი ნათვალთვალევი და მოვლილი სათევზაო ადგილები. ** ღამეში, როცა მიხეილი არღვევდა წისქვილის სათავეს, ზემოდან თადეოზ მღვდელმა დაჰკრა ორჯერ-სამჯერ ბადე. და, როცა მოფართხალე წვერა და კიბოები აბგაში ჩაიწყო, ნეტარების ღიმილით გაიფიქრა: „აწი, ჩემო მიხეილ, გინდ გაუშვი და გინდ გადმოუშვი წყალი... კიბოს კიდევ ბევრს იშოვნი, და წვერასი კი რა მოგახსენო... მაგრამ წვრილი თევზითაც დაკმაყოფილდები... შენ უნდა გამომავლო პირში ჩალა? ეპრუწ შენს საქმეს! მე ჯერ კიდევ მებადურს მეძახიან“. 4 ქალაქიდან ეპისკოპოზი დიდის ამალით დაიძრა. გზაზე ბევრი ხვდებოდა. ერთი წყება რომ ჩამოშორდებოდა, მეორე შეუერთდებოდა. აღმართს რომ შეუდგენ, მოისმა ძაღლების გაბნეული ყეფა. - თადეოზ, თადეოზ, ეტყობა, შენი მრევლია აქ, - მრისხანეთ მიიხედა ეპისკოპოზმა უკან ჩამორჩენილ მღვდლისაკენ, რომელიც ამ ხმის გაგონებაზე, ქუსლების რტყმევით და „ჩიშ-ჩიშ“-ის ძახილით დაფეთებული გაექანა. - რა მიბრძანე, თქვენო მეუფებავ? - რა და, შენ მრევლს ეტყობა შენი მოღვაწეობა: ზარების რეკის მაგიერ ძაღლების ყეფა ისმის. - რა ვქნა, ბატონო, ზარებს რეკენ, მაგრამ პატარაა და წვრილი ხმა აქვს. - ერთი ხეირიანი ზარა ვერ აყიდვიე მრევლს? - ღარიბი სოფელია, ბატონო. - ძაღლები კი ყველასა ჰყავს, შე საწყალო? სულიერი მამა ასეთს მაგალითს აძლევს, რა ნაყოფი იქნება უკეთესი? - ბატონო, მე ამ სოფლიდან შორს ვარ. აქ ერთხელაც არავის უნახავს, მე რომ მენადიროს... მომიტევე, თუ შეგცოდე. - ჰო, ჰო, აქაურები ყრუ და ბრმები არიან, ვერ გაიგებდენ და სხვა სოფელში ვერ ნახავდენ თავიანთ სულიერ მამას, კურდღელს რომ დასდევს... აღმართი გათავდა. დაღმართზე დაეშვენ. ეპისკოპოზი შეჩერდა; ბარტყულა მოიხადა; სიოს შუბლი შეუშვირა და მიდამოს გადახედა. ბუჩქნარიანი ფერდობი თავდებოდა ტრიალი მინდვრით. ძაღლების შეწყობილი ხმა ახლოვდებოდა. „წევიდა, წევიდა, არ გოუშვა, არიქა, ლაბაშა. შენ იცი, ტურია“. - ქაქანებდენ ქვემოდან მონადირეები. უეცრათ ბუჩქებში გამოჩნდა კურდღელი. ჩაცუცქდა და წუთით უცნობ ხალხს შეაჩერდა. - კურდღელი! - დაიყვირა ეპისკოპოზმა, მისგან მოულოდნელი სისწრაფით დატრიალდა უნაგირზე, რომ რისთვისმე ხელი ეტაცნა სასროლათ და, როცა სხვა არაფერი ჰპოვა, ისევ ბარტყულა ესროლა; მაგრამ კურდღელი უკვე დაადგა შარაგზას. - არ გაუშვათ! არ გაუშვათ ეს ეშმაკის კერძი! - იძახოდა ეპისკოპოზი და თან ჯორს მიერეკებოდა. - კვერთხი მომეცი, ბიჭო, კვერთხი, მაგ ოხერი! - უფრო და უფრო ცხარდებოდა ეპისკოპოზი. კურდღელი ვიღაცას ეზოში გადახტა. ეპისკოპოზი ღობეს ქაქანით მივარდა: - გააღეთ ჭიშკარი! გააღეთ ჭიშკარი! კურდღელი ჩამოვარდა! არავინ ხართ მანდ დასაქცევში? არ გაუშვათ!.. ამოწყდით? ამ ყვირილზე სადღაც შორს ნაგაზმა დაიყეფა... კურდღელი ეზოდან უკანვე გადმოვარდა. ეპისკოპოზმა მსახურის მიერ წინათ მიწოდებული კვერთხი ესროლა... ამ ჭოლოკით დაშინებულმა კურდღელმა გაჭრილის გზის მაგიერ თავდაღმართს მისცა თავი და ჭალებისკენ გაეშურა. ეპისკოპოზმაც შეაბრუნა ჯორი და დაღმართისკენ უქნა თავი, მაგრამ ჯიუტმა ცხოველმა გზის ბრეკს მიაბჯინა ფეხები და ადგილიდან არ იძროდა, გაბრაზებული მღვდელმთავარი ამაოთ ყვიროდა: - ჩიშ, შეგჭამა მამალმა მგელმა, - მაგრამ საჩქაროთ, დაუხმარებლად ჩამოხტა ჯორიდან და ფეხდაფეხ გადაეშვა ბუჩქნარში; გზაზე გაიხადა ანაფორა, გადააგდო და ამოკაპიწებულ კაბით გარბოდა, ხტოდა, მიხოხავდა. გაჩეჩილი თმა-წვერი, დაოფლიანებული სახე... ძლივს ითქვამდა სულს. კურდღელმა მინდორს მიატანა, უნდოდა ისევ შეეხვია ბუჩქნარში, მაგრამ სამის მხრიდან მეძებრები ამოუდგენ და თითქოს ყეფით უკარნახებდენ - „ჭალას გაჰყევ, ჭალას გაჰყევო“. - აუშვით მწევრები! აუშვით მწევრები! რას უცდით? - გაჰკიოდა ეპისკოპოზი, და, როცა კურდღელმა გადაწყვიტა ურხევი, პირდაპირი ხაზით გადაეჭრა ველი, როცა გაიმართა წელი და გაერთხო მიწას, მას ორის მხრივ ამოუდგნენ მწევრები... - ოჰ, თქვენი ჭირიმე, თქვენი! - აღტაცებით მიაძახა ეპისკოპოზმა ახლათგამოჩენილ დამხმარე ძალას. ისინი არ ყეფდენ, ისინი სიკვდილის აჩრდილივით უახლოვდებოდენ მიზანს... და კურდღელი გრძნობდა. აჰა, ერთი კიდევაც დაწვდა... და კურდღელი თითქოს ჰაერში გადატრიალდაო, შემობრუნდა და უკანვე გაკურცხლა... პირველი მწევარი დაიბნა, ვერ შეჩერდა, ცოტა ხანს კიდევ მირბოდა წინ... - აი, შე ეშმაკის ფეხო, შე!.. - მოუღირა მუშტი ეპისკოპოზმა. კურდღელმა კარგა გზა გაიარა, მაგრამ მეორე მწევარი, თითქოს მოელოდა პირველის მარცხს, თვალს ადევნებდა ოინს და, როცა გონებადაბნეული, გზაარეული კურდღელი არ ელოდა, დაწვდა არა გავაზე, არამედ შიგ შუა წელში და ააგდო ჰაერში, ჰაერშივე სტაცა კბილები და ქვეშ დაიგდო. - ოჰო! - ამოიოხრა ეპისკოპოზმა და კიდევ უფრო სწრაფის სირბილით მივარდა ბრძოლის ადგილზე. ძაღლები, მონადირეები, ამალა მოცვინდა. ძაღლს ნანადირევი ჩამოართვეს. ეპისკოპოზი ოფლს იწმენდდა. - გვაკურთხე, მეუფეო! - მიმართა მონადირემ. - გაკურთხოს, შვილო, ღმერთმა, კაი სეირი მაჩვენე სიბერის დროს, ღმერთი იყოს თქვენი მწყალობელი! - ნება გვიბოძეთ, ბატონო, მცირე რამეა, მაგრამ დღევანდელი ნანადირევი მოგართვათ, - და მოხუცმა მონადირემ კურდღელი ეპისკოპოზს გაუწოდა. - არა, შვილო, რათ მინდა ამ გზაზე კურდღელი, მე სეირიც მეყოფა. - ბატონო, მოგეხსენებათ ჩვენი ძველებური ჩვეულება: ნანადირევი ეკუთვნის ყველა დამსწრეს, და ამდენ კაცს რომ ერთი კურდღელი გაუნაწილოთ, თითოს პოჭოკი არ ერგება, თანაც ჩვენთვის მეტათ სასიამოვნო დარჩება, თუ იკადრებთ... - კარგი, შვილო, გმადლობთ, - დაეთანხმა ეპისკოპოზი და ყველას გადასახა პირჯვარი. და მხოლოდ მაშინ შეკრთა, როცა სამთხვევათ გადაწვდილ ხელს აქა-იქ გაკაწრული შეამჩნია. მერე ტანზე დაიხედა და ანაფორა ვეღარ დაინახა. - ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი... მეც გამიტაცა ამ ამაოებამ, - გაიღიმა ეპისკოპოზმა და ფეხზე წამოდგა. თადეოზი შორი ახლოს იდგა და ათასი აზრი ირყეოდა მის თავში, და ათასი გრძნობა უღელავდა გულში. გაჭირვებამ, გაპარსვის შიშმა დაავიწყა სიამოვნება - ნადირობაში მიეღო მონაწილეობა, და ახლაც არ იცოდა, ეპისკოპოზი თავის ცთუნებისათვის თადეოზზე იყრიდა ჯავრს, თუ ამ ამბის გამო სრულიათ აპატიებდა შეცდომას. - ა, მეც მონადირეთ გამხადე არა, მამაო თადეოზ?! - ღიმილით მიმართა ეპისკოპოზმა ფიქრებში გართულს, შორს მდგომ თადეოზს... - ასეთი ყოფილა ამ კუთხის სენი... - მე არ ვარ მეუფეო, დამნაშავე... - არა, არა! ვინ გაბრალებს!.. ღმერთია ყველას მსაჯული... - დამორჩილებულის კილოთი თქვა ეპისკოპოზმა. * ეკლესიის კურთხევაზე ეპისკოპოზმა შეცვალა თავისი ქადაგება: „მღვდელ-მონაზვნის მოვალეობის“ მაგიერ მან თემათ აიღო: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“... სიტყვას არ ჰქონდა დამზადებული პათოსი, აკლდა საღვთისმეტყველი ტექსტები, ვერ იყო მოქნილი მჭერმეტყველების კანონების მიხედვით, სამაგიეროთ იგი იყო სათნო, წრფელი, სადა და ბევრათ უფრო შეეფერებოდა მილეულ მოხუცის ლმობიერ ხმასა და სახეს. * კნეინა თეოლინესთანაც ჩამოვარდა ვახშმის დროს ნადირობაზე ლაპარაკი... ეპისკოპოზი წინააღმდეგი იყო ასეთი გასართობის, გულახდილათაც აღიარა დილის ცთუნება. აქა-იქ ისმოდა: „თორმეტი მოციქული“, „ვახტანგ გორგასლანი“, „ტფილისის დაარსება“, „ნებროთი“... ნებროთის ხსენებაზე ჩუმმა სიცილმა გადირბინა. - ნადირობა, უეჭველია, ღვთის ნებაა, აბა, რათ დააწესებდა ასე, დიდება მის სახელს?! - თქვა მოხუცმა, მეტათ პატივცემულმა და ღვთისმმოსავმა აზნაურმა, რომელსაც ყველა, მათ შორის მღვდელმთავარიც, თადეოზის მოწინააღმდეგეთ სთვლიდა. - გადარჩი! - ჩაუფუჩუნა მამა თადეოზს ამ დილანდელი ნადირობის მეთაურმა. - შენის წყალობით. - შენზე ერთი კარგი მასპინძლობაა. - კი, შენი ჭირიმე... იქეიფე, ისიამოვნე... ნუ დამზოგავ... ფუჩუნს ყური მოჰკრა ეპისკოპოზის მდივანმა იუსტინემ, რომელიც სწორეთ იმ წუთში თეიმურაზს ეუბნებოდა: - ხვალ დილით გამოცხადდი, მოწმობაც დამზადებული იქნება და ეპისკოპოზის წერილსაც მოგცემ სასწავლებლის გამგისადმი, რომ უეჭველათ მიიღონ შენი ბიჭი... ნიჭიერი ბავშიაო, - ბრძანა ეპისკოპოზმა... უნდა დავეხმაროთო... და როცა თადეოზის სიტყვები გაიგონა, მას მიუბრუნდა: - ეს არ გეყოფა... კიდევ უნდა დაგვპატიჟო მეგობარ-მოყვრები. - კი, ბატონო, მიმსახურეთ!.. თეოლინესთან გამართული ვახშამი რომ მამა თადეოზის ხარჯზე იყო, ყველამ იცოდა, მაგრამ ყველა ცალყბათ ლაპარაკობდა და სინამდვილეს არ ამჟღავნებდა. 1926 წ.. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted June 29, 2012 Report Share Posted June 29, 2012 საღოლ გიო რო აქტიურობ! ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 გაიხარე ძმაო, ბაზიერზე უამრავი ინფო დავტოვე და გული მწყდება აქაც რომ ვერ გაწვდით იმ ყველაფერს.... დისერტაციას დაწერდა კაცი ჩემი მასალებით........ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 ამ ნაწარმოებზე ფილმიცაა გადაღებული.ნანახი მაქვს დიდი ხნის წინ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.