mamuka grigolia 0 Posted June 30, 2012 Report Share Posted June 30, 2012 ბოდიშის მოხდით,ერთი რამე უნდა ვთქვა,ამ თემაში ჩვენი ფორუმისა და სხვა მოყვარული მონადირე-მეთევზეების ნაწერები უნდა იდოს,ვაჟას და ნიკო ლორთქიფანიძეს რათ უნდა კაცო ფორუმი,მსოფლიო მნიშვნელობის სიდიდეებია!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 ბოდიშის მოხდით,ერთი რამე უნდა ვთქვა,ამ თემაში ჩვენი ფორუმისა და სხვა მოყვარული მონადირე-მეთევზეების ნაწერები უნდა იდოს,ვაჟას და ნიკო ლორთქიფანიძეს რათ უნდა კაცო ფორუმი,მსოფლიო მნიშვნელობის სიდიდეებია!!!!! შენიშვნა მიღებულია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 11, 2012 Author Report Share Posted July 11, 2012 მოვიდა შაბათის ბურუსიანი დილა SF-ში, როგორც ყოველთვის. და პირობა, პირობაა. ჩავკიდე ხელი ჩემს ცქნიფას და დავეშვით ფიშერმანსვარფზე. /ლათინური ბგერებით მეზარება წერა, ბევრი დრო მიაქვს, თანაც კოპი-პეისთით ვდებ პოსტებს/ ფესტივალამდე ბევრი დრო გვქონდა. ამ ყურის სანაპიროზე კიდევ, ყველანაირი "ანდამატია" მიმოფრქვეული უცხო ხალხისთვის, ტურისტებისთვის რაღააა. პატარ-პატარა რესტორნები ოკეანის ნუგბარებით. რა ვიცოდი, თუ მომიწევდა თქვენთან ურთიერთობა? ფოტო-აპარატს ხომ ვიქონიებდი? იქ, ძალიან ძნელია სურათების გადაღება. რომც მქონოდა, ვერ გადავიღებდი. პირველად იქ მისული, პირდაღებული დადის, ამდენი მომღიმარი ადამიანის დანახვისას. ეს ჩვენ, თორემ სხვები იღებენ სურათებს. თვალწინ გააქანეს და უშველებელი კიბორჩხალა დურთეს ადუღებულ წყალში. უცებ გაწითლდა. პაუნდი 7$-იო, ჰოდა თქვენი პატრონი დედაც, აქაურობის დათვალიერება სჯობიათქო. მოკლედ ბევრი ვიბოდიალეთ და ბოლოს, შუადღისთვის დათქმულ ქუჩაზე ავედით, სადაც ხელოვნების დღესასწაული უნდა გამართულიყო. არ შეეცადოთ და არ მასწავლოთ რომელიმემ, რამ სიგანეა რუსთაველის გამზირი. მაგ სიგრძე არ არის, მაგრამ სიგანეშიც არ ჩამორჩება. გაუშლიათ მწვანე ხელოვნური ბალახი, დაუნომრიათ თითოეული ლოტი, და დგას მომღიმარი ულამაზესი ხალხი, რომელიც გთავაზობს თავის ხელთქმნილებას. მანდედან წამოსულებს, 2000-სში დაბღვერილებს, "იძულებულებს" გვხდიან გავიღიმოთ და ჩვენ რომ ვიცით ხოლმე ძალიან კულტურულად მოქცევა, ანუ კეთილი ღიმილით, უარი ვუთხრათ მათ შემოთავაზებაზე. მერე, იყო რამოდენიმე ბლოკი, სადაც "ხორცის" სუნი მეცა. ბარბექიუს სწვავდნენ. მეუღლეს "მივწერე" თვალებით. -წამო ჩავისუნთქო, რითი იზრდებიან ეს შობელძაღლებითქო. მაინტერესებდა, რა რეცეპტით აკეთებდნენ, რადგან ნამეტნავად მეღუტუნებოდა ცხვირის რეცეპტორები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 12, 2012 Report Share Posted July 12, 2012 წამოსვლის წინა დღეს მე და მამაჩემი დილით ადრე ჭურებს ვხდით. ხუთფუთიანი თეთრი, ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას წვენი და მეორეც ოთხიანი, ძირითადად ჯვარისა და ოცხანური საფერეა. ხუთიანი ბაბუაჩემმა უფროს ბიზაშვილს აჩუქა დაბადებისას, მეორე მე. ორივე ობჩიდან გადმოტანილი, ბაბუის მამის დროინდელი, კაჟიანი ჭურებია. ჭურის მოხდა მამაჩემისთვის რიტუალია და ამ საქმეს არავის ანდობს. მე ხელში ვეხმარები. ხან წყალს მოვუტან ძერბალის დასასველებლად, ხანაც ჩოტიას მივაწოდებ, ჭურის ყელის აყალო მიწისგან გასატავისუფლებლად. მამაჩემს ზუსტად ახსოვს ჭურის ყელების განლაგება, და ისე ზუსტად ჭრის მასზე დაგნესილ თიხას რომ სულ მცირე შემოსწორება ჩოტიით და ორგოები ძალდაუტანებლად ამოდიან. ღვინო სიცხისგან ცოტა ამოწეული იყო და დროზე მივუსწარით. ჭურტან ჩამუხლული მამაჩემი ჯერ ჭიქას მოატარებს ღვინის ზედაპირზე, კარგად დაატრიალებს და მერე დააყვინთინებს. პირველ სადღეგრძელოს ყოველთვის ის ამბობს, ღვინოს დააგემოვნებს, ჭიქას ისევ შეავსებს და მე ამომაწოდებს(უჰ, არაჩვეულებრივიაო, დააყოლებს). ღვინის ამოღებას უკვე მე მომანდობს, თუმცა თვალს არ მაცილებს და შენიშვნებს არ აყოვნებს, ორშიმო თუ კარგად არ დავიჭირე ან ღვინო თუ დამექცა. ორშიმო სამლიტრიანია, უჯანგავი ფოლადის ფურცლით გაკეთებული, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დროს(პატარა ორშიმოები და ხაპიები მწარე კვახის გვაქვს). ღვინო ბოცებში გადაგვაქვს. ბოლოს ორშიმო ჭურის ძირამდე დადის და ლექიც აირევა. ახლა ორხელის ჯერია. ლექიანი ღვინო ორხელით ამომაქვს ცალკე ჭურჭელში. დაილექავს და ლექს მოვაცილებთ. ნაღვინარი ჭური მსუბუქად მაინც უნდა ამოირეცხოს(სრულად შემოდგომაზე დაირეცხება). ჭურში წყალს ვასხამ, მერე სიმინდის ჩეჩქს ვიღებ და ჭურის ყელის შემორეცხვას ვიწყებ. მამაჩემი წყალს ცხვირმოტეხილი ჩაიდანით მისხამს . ერთი-ორჯერ ჩეჩქი შემომეცლება და ჭურის კაჟიან ზედაპირზე თითებს ვიყვლეფ. მერე სარცხელი დატრიალდება და კედლები ზემოდან ქვემოთ(და პირიქით) რამდენჯერმე ჩაიხეხება. ჭურს ისევ ორხელით ვცლი. წყალს ღვინის ლექი, წიპწა და თიხის ნატეხები მოჰყვება(ეს ნატეხები მე მივარდება ჭურში, რასაც მამაჩემი მყისიერი შენიშვნა მოსდევს ხოლმე). ჭურის ყელს წყალს კიდევ ერთხელ შემოვავლებთ და ისევ ამოვცლით. მერე ჯოხზე მიმაგრებულ თუნუქის პატარა ნაჭერზე, გაწურულ სუფთა ტილოს ვახვევ და ჭურის ძირიდან ნაწრეტსაც ამოვამშრალებ. ბაბუაჩემი ნაცარსაც შემოაყრიდა შიდა კედლებზე, ჭურს კარგად ინახავსო. მე სპირტს ჩავავლებ ჭურის ყელ-კედელს, გარეცხილ, გამომშრალ(შემოდგომაზე გამოიწვება კიდეც) და სპირტგადანავლებ ორგოებს ჭურის თავს კოხტად მოვარგებ და ბოლო ეტაპი ისევ მამაჩემის წილია.უროთი ჭურს ის დაგნესს, მიწას ააკოკოლავებს, ყელის გარშემო თიხას ისე ჩაასწორებს რომ წვიმის წყალი ჭურს ააცილოს, და წამოდგება... მე ჩემს ახალნამყენებს ჩამოვივლი, მწარე საძირეზე ამონაყარს შევაცლი, დედაჩემს ინსტრუქტაჟს ვუტოვებ როგორ მოუაროს ნამყენებს და წავისადილებთ. შუადღით მე და მამაჩემი ხანისწყალზე ჩავალთ, ტორას წავიყოლებთ(უფრო სწორად ტორა წაგვიყოლებს ბაწრით..ტანკივითაა..ლედია დაბერდა და უკან მოგვყვება). მდინარე იქვე ვენახის ბოლოს ჩადის. ჩეროში, ტირიფების და თხმელების ძირში ჩამოვჯდებით და ხანის მთებს გავხედავთ. თუ ხანს ღრუბელი ადგას, ესე იგი ხვალ შეიძლება ხანისწყალი აიმღვრეს. ტორა შუა მორევში გადაეშვება, ლედია მხოლოდ ფეხს დაისველებს...მოხუცდა, ეზარება, ახლა ტორას ჯერია...მამაჩემსაც ეზარება უკვე წყალში შესვლა. წყალში შევდივარ და ტორა სავარჯიშოდ შუა მდინარეში გამყავს. ნაპირიდან მამაჩემი და ლედია გვიყურებენ...ახლა ჩვენი ჯერია...დროებით... მერე, როცა მზე კარგად გადაიწვერება, უკან ამოვბრუნდებით. ვენახის ბოლოს თოხები გველოდება, ციცქნა ყანა(მხოლოდ ჭყინტი სიმინდისთვის გვყოფნის) გვაქვს გასამოროდებელი. მე რვა წელია თოხისთვის ხელი არ მომიკიდებია და ერთი სული მაქვს ფეხშიშველი როდის ჩავდგები ყანაში. ნელნელა ვიწყებთ, სიმინდი უკვე წელამდეა და ეს თოხი მისწრებაა მისთვის. მიწა ნოტიო და ფხვიერია, სარეველაც ადვილად ითხრება. მამაჩემი ყველაფერზე მელაპარაკება, ოჯახზე, მოსავალზე, წარსულზე, მომავალზე, სამეზობლოზე, ჩემს საქმეებზე....ოფლი წურწურით ჩამოგვდის და სიმინდმაც მაგრად დამსერა, მაგრამ მაინც უზღვავ სიხარულს ვგრძნობ. ნახევრამდე ამოვიტანეთ დაბნელებამდე. დანარჩენის დამთავრება მამაჩემს მოუწევს. მურტალია როცა იცი, ეს ბოლო ღამეა ამ ჩამოსვლაზე და ხვალ ცხრა მთას გადაღმა უნდა გადაიკარგო. სადამდე.... დილით მამაჩემი ჭიშკრამდე მაცილებს, აბა კარგად და მალე ჩამოდიო..ჭიშკარზე შიგნიდან ხელებატოტებულს ვტოვებ.... დედაჩემი ''მარშუტკამდე'' მიმაცილებს(თან ვეჭიდავები, ტვირთი დამანებოს) და გზაში სულ ჭკუას მარიგებს...რომ მეყო ტყე-ტყე ცხოვრება(ამას დედაჩემი ჩემს ნადირობა-თევზაობა-ლაშქრობით გატაცებაზე ამბობს), რომ ბინა უნდა ვიყიდო თბილისში, რომ დროა დავფუძნდე და ნორმალურ ადამიანებს დავემსგავსო, რომ წყნარად ვიმგზავრო, რომ დროა უკვე ჩამოვიდე...რომ...რომ...რომ.... ყველაფერზე თავს ვუქნევ და ვეთანხმები... მერე გადამკოცნის, მიკროავტობუსში ასულს ჯვარს გადამსახავს და მანამ მოგვყურებს, სანამ მოსახვევს არ მივეფარებით. მერე აეროპორტი, ჩემი ძმა, დისშვილი და მოშხამული შიგანი.....მერე ილუმინატორიდან მარცხნივ დატოვებული მანათობელი სამება და მობრჭყვიალე ანძა......მერე უკვე იქეთ ვარ.... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 12, 2012 Report Share Posted July 12, 2012 ვახო ძამია,ძალიან თბილად და ლამაზად წერ!!შენ ისეთი კაცი ხარ,კანადაში კი არა,მარსზე რო წახვიდე,მაინც შენ საქართველოზე,მის ტყე-ველზე,ყანა-ვენახზე და სამირონე ჭურ-მარანზე მლოცველი დარჩები!!!!უფალი ყველას მშვიდობით დაგახვედრებს,შენ ტკბილ დედ-მამასაც,და-ძმასაც,შენ მხეც ტორასაც და ბებერ ლედიასაც,შენი საქართველოც ისევ სამების სხივით დაგხვდება,იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეუძლია, შენც ხომ მისი მიწისგან მოზელილი გუნდა ხარ,მისი სისხლი და ხორცი...... :* ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 14, 2012 Author Report Share Posted July 14, 2012 BROWNING, ბაჯაღლო ოქრო ხარ ძმაო, სხარტალით ჩავიკითხე შენი ნაწერი და ჩემი თავი წარმოვიდგინე შენს ადგილას. მე არ მაქვს იმდენი ფანტაზია და სიტყვის მარაგი, გამოვხატო ის გრძნობა, რასაც ეხლა განვიცდი. პ.ს. სიტყვა ემიგრანტი არ დამიძახოთ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 22, 2012 Report Share Posted July 22, 2012 არ ხარ გიო ემიგრანტი,აქა ხარ ჩვენთან!!!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 22, 2012 Report Share Posted July 22, 2012 კიდევ ერთი სეზონი მოგვიახლოვდა,რაღა დარჩა!!არადა მენატრება ნადირობა,უსაშველოდ მენატრება!!!!სეზონის გახსნამდე ბოლო კვირა დღეს,ჩემ ტრადიციულ რიტუალს ვიწყებ,გამოვალაგებ ფალასკებს,გილზებს,ტყვიას,წამალს,ფისტონებს!! ძაღლი რაღაცას გრძნობს და გულდაგულ დამდევს, ფეხებში მედება და ხელს და ნერვებს მიშლის!!!ჯერ ძველ,რცხილის გადანაჭრელ მორს გამოვიტან,მივუჯდები და კარაქის ყუთისგან პიჟების დაჭრას ვიწყებ,ძაღლიც იქვე მიზის და სიმეტრიულ ნახვრეტებიან კარტონის ნარჩენებს ღრღნის!!მწყერზე მხოლოდ თითბერის გილზებით ვნადირობ,ამიტომ გილზებს საგულდაგულოდ ვეფერები,საფისტონეებს ვუწმინდავ,ძველ ფისტონებს ვაცლი,მერე ძმარ-წყალში ვრეცხავ,მზეზე ვაშრობ და ზეთიანი ჩვარით ვწმენდ.მერე გილზების დატენას ვიწყებ,განსაკუთრებულ სიამოვნებს რატომღაც,გილზში საფანტის ჩაყრა მანიჭებს,წამლის პიჟზე რო ჩაიჩხრიალებს ხოლმე!!გავძეძგავ მერე ორ ფალასკას,თოფთან ჩამოვკიდებ და იქვე ვჯდები სასიამოვნოდ დაღლილი,გამურულ ხელებზე რაღაც უსაშველოდ ახლობელი და სასიამოვნო სუნი ამდის,გილზების,საფანტის,წამლის სუნი!!!!!....და იწყება ლოდინის ბოლო კვირა,თოვლის ბაბუის მომლოდინე ბავშვის ლოდინი,ასაკი არ იცის ამ ლოდინმა,ამიტომაც ვართ მუდამ დიდი ბავშვები,ჩვენ მონადირეები!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 23, 2012 Report Share Posted July 23, 2012 მაგარი კაცი ხარ მამუკა გრიგოლია! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 23, 2012 Report Share Posted July 23, 2012 mamuka grigolia ეგრეა ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 24, 2012 Report Share Posted July 24, 2012 ამ თემაში სპეციალურად არ შემოვიხედავ ხოლმე,ვიცი მერე მთელი დღე მაგარი დაგრუზული ვიქნები,რამდენჯერმე გამოვტოვებ ხოლმე ახალი თემების ნახვის დროს და მერე გული აღარ მომითმენს და მაინც შემოვძვრები ხოლმე ჩუმად !! მამუკა და ვახო თოფთან ერთად კალამიც ძალიან დაგამშვენებდათ,უაღრესად საინტერესოდ წერთ !! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted October 18, 2012 Report Share Posted October 18, 2012 mamuka grigolia მეთევზეებიც ასე ვართ....დიდებულია.))) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 3, 2012 Author Report Share Posted November 3, 2012 (edited) ასე აღწერა თავის ერთი სანადირო დღე mamuka grigolia-მ დღეს როგორღაც ადრე გამოვძვერი სამსახურიდან,მოვედი სახლში თუ არა,ავიღე თოფი,ჩავისვი როკია და წავედი ანჯერში,ნაგვიანევი მწყერის საძებნელად.სულ ერთი საათი გვქონდა დაღამებამდე,ვიარეთ გადაყვითლებულ მინდვრებში,მაგრამ არაფერი.იქვე ქვაზე ჩამოვჯექი,აქელებული როკიაც მომიჯდა და ისე შემომხედა,მივუხვდი სათქმელს:,,რაღა დროს მწყერია შე კაცო,მალე იხვი გამოჩნდებაო!!,,.ძალიან ლამაზად ბინდდებოდა,იქვე ყანას შესეული გლეხები მოტეხილი სიმინდით ავსებდნენ ლაფეტს,აქეთ ჩალას ზვინავდნენ ტრაქტორზე,გამაძღარი ნახირი ზარმაცი ცოხნით მიიზლაზნებოდა სოფლისაკენ,რძით სავსე ცურებს მიარხევდნენ სახლებისაკენ,კვამლი სუნი მოჰქონდა ნიავს,ალბათ კეცები მიაფიცხეს ქალებმა,ნაჯაფ კაცებს ელოდებიან......შემოდგომაა ჩემ ქვეყანაში,ულამაზესი,გვიანი შემოდგომა!!!! Edited November 4, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 ოზურგეთში არის პატარა სოფელი ხვარბეთი, სადაც ცხოვრობს ჭარმაგი მონადირე ბიჭიკო მურვანიძე. ბატონ ბიჭიკოს ასთმა აწუხებს და ამიტომ ასთმის აეროზოლს(პატარა ბალონია შესასუნთქი) მუდამ თან ატარებს... მურვანიძეებს თავიანთი ეზოს ბოლოში მესამედი ჰექტარი სიმინდის ყანა ეთესათ, რომელსაც მაჩვი შეეჩვია და მუსრს ავლებდა. ოჯახის უფროსმა სხაპი დაუგო ქურდს(ასე ეძახიან გურიაში მკვრივი თოკის მარყუჟს, რომელშიც მცირე ალბათობით ქურდის გასკვანჩვაა შესაძლებელი). ერთ დღესაც ყანის შემოვლისას ბიჭიკომ შეამჩნია, რომ სხაპის თოკი დაჭიმულია და მის ბოლოს უკანა ფეხის ,,კონჩიკით" ძლივ უჭერია ვეებერთელა მაჩვი... მარყუჟი ისეა მოჭერილი, რომ ჰა და ჰაააააააააა, დროზე თუ არ მიუსწარი, შეიძლება დატყდეს ყანის ამომგდები!!! ბიჭიკო სახლისაკენ გავარდა ძახილით: ჩქარა თოფი!!! როგორც იქნა იპოვეს ძველი მამაპაპისეული ცალპირა. ჩქარა გილზი!!! სადაა გილზი?! მაინც იპოვა რძალმა ერთი შარშანწინდელი ვაზნა... მოძალებული ემოციებისაგან სუნთქვა ეკვრება ბიჭიკოს, აეროზოლით სუნთქვა ,,გაისწორა", თოფში ვაზნა ჩადო და ყანისაკენ სირბილით გაეშურა... მივარდა ბიჭიკო თავის ყანაში, შეაყენა ჩახმახი, სუნთქვა შეაჩერა, ქურდს თავში დაუმიზნა და სასხლეტს დააწვა... დაკრა ამის დედა ვატირე... კიდევ შეაყენა ჩახმახი, დასხლიტა- ისევ დაკარა, მესამედ სცადა და ისევ ფუჭია მცდელობანი... გადახსნა თოფი და რას ხედავს_ სავაზნეში ვანის მაგივრად ასთმის აეროზოლი დევს... ჯიბეზე ხელი იტაცა და იქედან ვაზნა ამოიღო ასთმის სტიმულატორის ნაცვლად. ახლა კი დაემართა მურვანიძეების მამამთავარს ასთმური შეტევა, მარა რა დაემართა... ვერც სტიმულატორი ამოაცალეს სავაზნეს და ვერც ბიჭიკოს გაასწორებინეს ,,სუნთქვის პერებოი" დამამშვიდებელი სიტყვებით.... მოკლედ, გადაარჩინა ბიჭიკო ქალაქიდან ჩამოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ და დაბმული მაჩვი დაბრიდა მეზობლის ბიჭმა თავისი თოფით. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 მაგარია!!!!!! :d030: ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 :d030: :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 5, 2012 Author Report Share Posted November 5, 2012 ყველაზე ძალიან მაჩვი შემეცოდა. როგორია? მოშვერილი აქვთ თოფი, დაბმული ხარ, თან გესვრიან და ვერ გკლავენ. საწყალს, სანამ მეზობლის ბიჭი ამოხდიდა სულს ბოლომდე, ასიანი ასთმა გაუჩნდა ბიჭიკოს პირველივე "სროლისას" და შეტევით დეიღუპა, ან ინფარქტმა დაჰკრა მესამე 'სროლაზე". პ.ს. ისე, მაგ ბიჭიკო, პასუხისგებაშია მისაცემი, ცხოველზე ამდაგვარად მოქცევა კანონით ისჯება ბევრ ქვეყანაში. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 10, 2012 Author Report Share Posted November 10, 2012 (edited) ავთანდილ დარახველიძემ დასწერა ეს, ასეთი წერილები უნდა შევინახოთ და მომავალ თაობას წავაკითხოთ, არც ჩვენ გვაწყენდა თვალის გადავლება. უმაგრესია. :yes: კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ, ბურძგლი დამაყარა ბუჯო. "წყაროსთან საუბარი წინაპართან" მართალი ხარ ვახო ,ასეთი რამეები დაცული უნდა იყოს.. რომ დავინახე ჯერ ბეტონი მეგონა მაგრამ დავფიქრდი აქ ბეტონს ვინ გააკეთებდა ან ბეტონის ხანაში აქ წყარო ვის რაში ჭირდებოდათქო ,ისედაც მრავლადაა ბუნებრივი წყლები მანდ.. გარშემო ვათვალიერე და 2 კაკლის უძველესი ხე დგას. ალბათ დასახლებული იყო ერთ დროს ის ადგილი. ჩამოვჯექი და მთელი არსებით ძველ დროში გადავეშვი,თითქოს ვუყურებდი ოსტატს როგორ თლიდა და მე მისი დამხმარე ვიყავი.ველოდებოდი როდის აივსებოდა წყლით და როდის გადმოვიდოდა ღარიდან.იმ კაცის სახე და ჩაცმულობაც კი წარმოვიდგინე როგორ ღიღინებდა მუშაობისას ისიც მესმოდა.ნელნელა ურტყამდა ღოჯზე ჩაქუჩს ,გეგონებოდა ქვას არ ვატკინოო ფიქრობსო.მე წყაროსთან მიწას ვთხრიდი ავზის ზომისას,წყარო არ მაცლიდა მეკეკლუცებოდა,ფეხებს მისველებდა და ჩოხის კალთებს მიწუწავდა,უხაროდა ალბათ კაბას მიკერავენო.ოსტატი არაფერს მეუბნებოდა,გამიღიმებდა ხოლმე თეთრ წვერ-ულვაშში.დაასრულა,დოქი აიღო და პატარა ყანწი მომაწოდა: დაილოცეო თვალით მაჩვენა.დავლოცე ნახელავი და მისი შემქმნელი,თეთრი ტილო გახსნა ,მჭადი ,ცოტა ყველი და 4-5 ფოთოლი პრასი იყო შიგ. ყანწი გამოვცალე და დოქს მივწვდი,შევუვსე მივაწოდე და მარცხენა ცერზე პრასი დავიფერთხე. ვინც ამ წყალს დალევს იმას გაუმარჯოსო თქვა ! ეს იყო მისი ერთადერთი წინადადება რაც მითხრა და მანიშნა მომეხმარეო. ნელნელა მივაჩოჩეთ წინასწარ მოჭრილ თხიმელის ტოტებზე დადგმული წყარო და თხრილში ჩავუშვით.საოცარი წინაპრები გვყავდა,მომავალზე მზრუნველი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული.სხვანაირი კაცი ამ წყაროს ვერ გააკეთებდა. ჩხრიალი შემომესმა და აისოთქო გავიფიქრე. წამოვდექი და ხელი რომ წავწიე ჩოხის კალთას ავიკეცავთქო მაშინ გამოვფხიზლდი ,არ მეცვა ჩოხა,ჩემი სამხედრო ფორმის დანახვაზე ლამის გული ამერია. ისეთი ლამაზი ზმანება მქონდა აღარ მინდოდა უკან გამოსვლა. იქ ალბათ მართლა მარტო უნდა მოხვდეს ადამიანი,მარტო რომ ვიყავი იმიტომაც მიამბო ბებერმა წყარომ თავისი ისტორია. იქნებ მართლა მიამბო ვინ იცის? Edited November 10, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 11, 2012 Report Share Posted November 11, 2012 ძალიან მომეწონა ავთოს მონათხრობი,აქაც ვიტყვი ჩემს აღტაცებას!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 28, 2012 Report Share Posted November 28, 2012 ფაჩუნმა გამომაღვიძა....ხელი ინსტიქტურად ამოვყავი საძილედან და იქვე მიდებული რემინგტონი მოვსინჯე....ტყის თაგვია...ვერ გამოვლიე, ან რას გამოლევ, 50 წლის ხის ქოხია, თაგვს როგორ დააკავებ. მახეში თითო-ორს ყოველღამე ვაბამ, მაგრამ ტაიგაში თაგვს გამოლევ? მგონია მივეჩვიე ტყეში მარტო ღამისთევას , მაგრამ ეტყობა ის დათვი, რომლის ნაკვალევსაც ქოხის გარშემო ვნახულობ და 5-6 სულიანი მგლის ხროვა(ხროვა უარყოფითად ჟღერს, გული მეთანაღრება მგლების მიმართ რომ ვიყენებ) აქედან კილომეტრნახევარში რომ დასუნსულებს(მოვესიყვარულე მგლებს), ქვეცნობიერად მაშფოთებს, განსაკუთრებით ღამით. მოდი და ნუ შეშფოთდები, კარები ძაფივით წვრილი მავთულით მაქვს მიმაგრებული იქვე დირეზე მიჭედებულ ლურსმანზე. მიხურულია რა... ღამის ორი საათია. სახურავზე წვიმა არაკუნდა. კაი მოსასმენია. მოუმატა. რა კაი გრძნობაა, როცა გარეთ წვიმს და შენ მშრალში, საძილეში ჩამთბარი, სადღაც მიყრუებულ ტაიგაში ნებივრობ. ფიქრი ხან აღმა წაგიყვანს, ხან დაღმა ჩამოგყვება. რა ყალბად შემზარავი ხდება პეიზაჟი ქოხის ირგვლივ მზის ჩასვლისთანავე. მოქუფრული, ბნელი, ხიფათის შეგრძნების მქონე სივრცე. არადა რა ულამაზესია იგივე სივრცე დილით, მკვდარსაც კი დაუბრუნებს სიცოცხლის ხალისს. ქოხის წინ დიდი ტბაა, კუნძულების ტბა ჰქვია და შუაში მართლაც წიწვოვნით დახუნძლული კუნძულია ამოზნექილი. ხეები სიბერისგან წყლისკენ დახრილან, ზოგიც უკვე ჩაძირულა ნაპირთანვე. ტბის გარშემო სოჭის და ნაძვის ტყეებია...კიდე რომ არ აქვთ, ისეთი ტყეები. მზეც ზუსტად მაქედან ამოდის. ქოხის უკან პატარა ჭაობია, რომელიც დიდ გუბეს(თუ პატარა ტბას) უერთდება. მის ირგვლივ შერეული ტყეა, არყი და ნეკერჩხალი ყვითელ-წითლად ელავს დილაობით. ზუსტად მაგ ჭაობში გადავაწყდი ამ დილით დედა ცხენირემს. ორი ხბო ახლდა, კაი ნაადრევად დაბადებული ხბოები, უკვე მოზრდილები იყვნენ. ქოხისკენ გზა ტბის ნაპირის გასწვრივ ტყის კალთაზე გადის და ტბას ჩუმად მივადექი, იხვის მოლოდინში. ამ დროს გავიგონე წყალში გადაადგილების ხმა და რას ვხედავ....არადა ნადირობის სეზონი ერთი კვირის წინ დავხურე ხელცარიელმა. ჯერ შორიდან ვუღე სურათები სულ პატარა ღიობიდან. მერე გავთამამდი და მიპარვა ვცადე( მძიმე ზურგჩანთით და თოფით დაქანებულ ვიწრო ბილიკზე მდგომი ვერ ვიღებდი კარგად). დედა ცხენირემმა ორ-სამჯერ აწია თავი და ჩემ მხარეს გამოიხედა. ვერ მხედავდა და სუნსაც ვერ აიღებდა, მაგრამ ხმა მიწვდა ალბათ. ჭაობში ჩვენს მიერ დატოვებულ ქვამარილს ლოკავდნენ სამივენი დიდი სიამოვნებით. თან წყალს აყოლებდნენ. როგორც იქნა სამოცდაათ მეტრამდე მივუახლოვდი და ფერდზე მივწექი ზურგჩანთიანად. ვითომც არაფერი, ბანახს წიწკნიდნენ, მარილს და წყალს აყოლებდნენ. მთლად მონადირული ჟინი აღარ გაქვს როცა იცი რომ სროლა არ შეიძლება, მაგრამ გონებაში რამდენჯერმე ''მივაზომე'' კარანიბის ოპტიკური სამიზნის ჯვარი ხბოს. ერთი კვირის წინ რომ მენახა....ჯერ დედა შეერია ტყეს, მერე ნელნელა ხბოებიც მიჰყვნენ. უბედნიერესი ვიყავი...ზურგჩანთა ქოხში დავაგდე და ქვემოთ ერთ კილომეტრში ბიჭებთან ჩავედი. ბოგირებს აგებდნენ ღელეზე, კვადროციკლის გადმოსასვლელად. სანადირო სექტორ უკვე გაისისთვის ვამზადებთ. ტყეს შევუყევი, მზე კარგად ანათებდა და ამ დროს ჟრუნი მზიან ფერდობში გამოდის, ქათამივით იქექება. ნახევარ კილომეტრში ავიყვანე ორი ცალი. კაი ბობოლა ჟრუნები, მათ შორის ერთს ყვითელი თითი აღმოაჩნდა ორივე ფეხზე(არ ვიცი რისი ნიშანია). საღამოსკენ ბიჭებს ერთი ბოგირი დაემთავრებინათ და მეორისთვის ჭრიდნენ მორებს. რადგან ღამისგასათევად ბანაკში უნდა გადასულიყვნენ(ქოხიდან სამ კილომეტრში), დავემვიდობე და ქოხისკენ წამოვედი. მზის ჩასვლას მივუსწარი, დიდ ტბას ადგა ჩამავალი მზის ნათელი და მწვანე ტყეს მუქ ნარინჯისფერს ხდიდა. სანამ არ დაბნელდა თვალი ვერ მოვაცილე...ხოო, კიდევ რა მოხდა დღეს...ხო, სოჭს ვესროლე ჟაკანი. უსიამოდ ჩამრჩა. ჟაკანის მიტანა მინდოდა მენახა და იქვე 35 მეტრში აშოლტილ სოჭის ტანზე ვესროლე შეთეთრებულ ლაქას. მაგრად გამიტყდა რომ მივუახლოვდი, მაგრამ გვიან იყო. სქლად ამოხეთქილი ღრმული დავუტოვე. არ უნდა მესროლა. საღამოს ღუმელი ოდნავ შევანთე. წყანარად ვივახშმე. შებოლილი ორაგულის სენდვიჩი ყველით(სენდვიჩი კი არა ნახევარი ბაგეტი იყო), გურული ჩაი და ლინდტის თეთრი შოკოლადი. მერე ჩავუწექი. ჰოდა აგერ თაგვმა გამომაღვიძა და როგორც იმერლები იტყვიან, ქე ვაყვლიპინებ თვალებს. წვიმა მონოტონურში გადავიდა, მართლა კაი მოსასმენია. ნეტავ რატომ მიყვარს ასე ტყე, იარაღი და რატომ უნდა მსიამოვნებდეს სადღაც მიყრუებულ ტაიგაში მარტოდმარტო ხეტიალი და ღამისთევა. ზოგი რა თქმა უნდა ფსიქოლოგს მირჩევდა... მარა დავიჯერო საფსიქოლოგოდ მაქვს საქმე? რას გაიგებ... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted November 28, 2012 Report Share Posted November 28, 2012 BROWNING არ არიან იმდენი ფსიქოლოგები ჩვენ რომ გვეყოს :D ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 28, 2012 Report Share Posted November 28, 2012 ეხ ვახო,ნეტა იცოდე როგორ მესმის და მშურს შენი,სიამოვნებით გავატარებდი მანდ ერთ-ორ კვირას!!!!!რად გვინდა კაცო ფსიქოლოგები,ეგ იმათ უნდათ ვისაც უქალაქოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 28, 2012 Report Share Posted November 28, 2012 ჩემის აზრით ფსიქოლოგი იმას ესაჭიროება, ვინაც შენნაირ კაცს მაგ სპეციალისტთან მისვლას ურჩევს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 28, 2012 Author Report Share Posted November 28, 2012 საღოლ BROWNING, მაგარი ხარ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 29, 2012 Report Share Posted November 29, 2012 BROWNING არ არიან იმდენი ფსიქოლოგები ჩვენ რომ გვეყოს :D :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.