Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე-მეთევზეთა ჩანახატები


Recommended Posts

  • Replies 289
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, კი იცით რა ხდება საქართველოში ჩასვლისას. დავხოცეთ ერთმანეთი შუაღამემდე და მეორე დღეს რაის ხაში, ან ბოზბაში. გამოვყეტიალდით გარეთ და შუადღის სამია დაწყებული. კახური ორნახადი

კი, აგერაა პატარა ფოტორეპორტაჟი

 

http://www.facebook.com/#!/media/set/?set=a.420949291323010.100644.117380871679855&type=1

 

ესეც ტელე

 

ეს იმედის დილაში სიუჟეტი 07:37-დან.

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=31-01-2013+07%3A37

 

 

 

ეს კიდე რუსთავი2-ზე ანონსი: 07:46-დან

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=29-01-2013%2007:46

 

 

 

შედგა პრეზენტაცია? როგორ ჩაიარა?

Link to post
Share on other sites

ვახტანგ, იქნებ ერთი წიგნი მეც შემხვდეს. :friends:

 

ვინც არ იცის, მოგახსენებთ, რომ ამ წიგნიდან შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას.

 

BROWNING, ვამაყობ შენით. :yes::hi:

Link to post
Share on other sites

ვახტანგ, იქნებ ერთი წიგნი მეც შემხვდეს. :friends:

 

ვინც არ იცის, მოგახსენებთ, რომ ამ წიგნიდან შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას.

 

BROWNING, ვამაყობ შენით. :yes::hi:

არ შემიძლია,არ დავეთანხმო გიოს!!!

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი (თავი მეცხრე)

 

 

ერთ დღეს, დილიდან საღამომდე, შუამთის უდაბურ ტყეში დადიოდა აბდუშაჰილი, რომ ეგებ ბაში-აჩუკს, ან მის ამხანაგთაგანს და ან მათ ბუდეს სადმე წავაწყდეო, მაგრამ მოუცდა განზრახვა. დაბრუნებულს წინ ერთი შველი შეეფეთა, შეჩერდა შორიახლოს და ისე დაუწყო ყურება, თითქოს შინაურიაო. აბდუშაჰილმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, სტყორცნა და გააგორა მიწაზე! რომ მივიდა ასაღებად, ნადირი უცბად წამოვარდა ზეზე და ბარბაცით გაუდგა გზას!.. მონადირე მიჰყვა კვალდაკვალ. შუაგულ ტყეში თურმე ერთი დიდი მინდორი იყო და იმას მიაშურა; მონადირეც რომ მიადგა ტყის პირს და მინდორს თვალი გადაავლო, შენიშნა, რომ მეორე მხრით ტყიდან გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი ჯერ მას არა ენახა რა; შეჩერდა და ამოეფარა ხეს. დაკოდილმა შველმა პირდაპირ ქალისაკენ მიმართა, შესწივლა ორჯერ-სამჯერ და მიადვა კალთაზე თავი. ქალი შეკრთა, მიიხედ-მოიხედა და, რომ ვერავინ დაინახა, თეძოში გარჭობილი ისარი ამოუღო, გადააგდო, მოჰკიდა შველს ნაყარ რქებში ხელი და იქვე, ახლოს, წყაროსთან მიიყვანა, სისხლი გაბანა და წყლული ამოუწმინდა. შველი ისე ემორცილებოდა, როგორც გრძნობიერი რამ: დაუწვა ფერხთით, ცალ გვერდზე და მიადო თავი; ქალმა მანდილს ყური მოჰხია და დაუცვა ჭრილობა. ამას ყოველივეს გაოცებით უყურებდა მონადირე და გუნებაში ამბობდა: „ნადირთა ღმერთს რომ იტყვიან, სწორედ ეს უნდა იყოსო!“ აღარ მოუთმინა გულმა, მიეპარა ფეხაკრეფით და წაადგა თავზე. შველმა იგრძნო, დაფრთხა, წამოვარდა ზეზე, ორჯერ-სამჯერ გადახტა განზე, მაგრამ უცბად შეჩერდა და მოიხედა უკანვე. ეტყობოდა, რომ მონადირეს ერიდებოდა და იმავე დროს ქალის მოშორებაც არ უნდოდა. ქალი წამოდგა ზეზე, მოიხედა უკან და, თათარი რომ დაინახა, ერთი საოცრად დაიკივლა, ჩაიკეცა და შემოეყარა გულს. აბდუშაჰილი მივიდა, მოჰკიდა ხელი, ბევრი აბრუნა აქეთ-იქით, ცხვირი მოუსრისა, ყურები აუწია, მაგრამ ვერ გამოაბრუნა; მივიდა მერე წყაროზე, პეშვი აივსო წყლით, გამობრუნდა, ასხურა გულწასულს. ქალმა თვალები გამოახილა.

 

- ნუ გეშინია! შენ და და მე ძმაო! – მიაძახა აბდუშაჰილმა. – მითხარი მხოლოდ, ვინ ხარ და საიდან, რომ ჭირისუფალთან მიგიყვანოო!

 

ქალმა ხმა ვერ გასცა, გაუშვირა თითი დასავლეთით ტყისაკენ და ხელახლა შეუწუხდა გული. თათარმა აიყვანა ხელში ბავშვივით, გადაიწვინა მკლავებზე, მიიყრდნო გულ-მკერდზე და ალალბედზე წაიღო იქით, საითკენაც ანიშნეს. შველი ძაღლივით აედევნა, წაუსწრო წინ; ერთ-ორს რომ გადახტებოდა, შეჩერდებოდა ხოლმე და მოიხედავდა უკან. თათარმა იფიქრა: „აქ რაღაც განგება არის, მივყვები ამ ნადირს და, სადაც მიმიყვანს, მიმიყვანსო“. გზაში, ქალმა რომ ვაჟკაცის გულ-მკერდის სითბო იგრძნო, გონზე მოვიდა: რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში; ჯერ გამოუცდელი სიტკბო იგრძნო, ვერ გამოერკვა; იფიქრა: „ეს სწორედ სიზმარიაო! ძილში ადრეც მინახავს ამგვარი რამ, მაგრამ ეს კი ყველაზე უძლიერესიაო“; დახუჭა თვალები და განაბა სული. ახალგაზრდა აბდუშაჰილსაც რაღაც უცნაური ემართებოდა; დასჩერებოდა სახეზე და ფიქრობდა გუნებაში: „ეს სწორედ მაჰმადის დაპირებული მზეთუნახავი უნდა იყოს და მეც ცოცხლად სამოთხეში მივდივარო“. ყოველ ბიჯის გადადგმაზე გულის ძგერა უხშირდებოდა და უმატებდა. ქალთან სიხლოვის უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ არაოდეს ეს არ უგრძვნია, რასაც ახლა ჰგრძნობდა; სხვიმის მხოლოდ ხორცი ჰგრძნობდა; ახლა კი ხორცი დადუნებულია, მხოლოდ სული იტაცებს და მიაფრენს სადღაც სანეტარო უფსკრულისაკენ. ამ ყოფით რომ მიდიოდა ნელ-ნელა, უცბად შუაგულ ტყეში შენობა გამოჩნდა და პირდაპირ მის გალავანს მიაწყდნენ.

 

შველი მიადგა ჭიშკარს და წივილი დაიწყო. აბდუშაჰილმაც წიხლი ჰკრა, მაგრამ მაგრად დაკეტილი დაუხვდა; მიაყურა და ხმაურობა არა იყო რა. დასდვა თავისი ძვირფასი ტვირთი ძირს და მოინდომა გალავნის ირგვლივ შემოვლა და, იმავე ადგილს რომ მივიდა, აღარც ქალი დაუხვდა, აღარც შველი, კარები კი ისევ ისე დაკეტილი იყო შიგნიდან. აბდუშაჰილს თითქმის ელდა ეცა; დიდხანს იყურყუტა, ბევრი ათვალიერა აქეთ-იქით, გალავანსაც ორ-სამჯერ გარს შემოუარა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს ეტყობოდა. სთქვა: „რაც განგებას ჩემთვის დაუნიშნავს და ბედს ერთხელ უჩვენებია, ის, იმედია, აღარ ამცდება და კიდევ სადმე შევხვდებიო, მაგრამ საიდუმლოდ კი უნდა შევინახოო“. დაღონებული და ნეტარებით გაბრუებული დაბრუნდა თელავისაკენ.

 

იმ დღიდან, რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა, უფრო და უფრო ეკიდებოდა მას სიყვარულის ცეცხლი, მოსვენება აღარ ჰქონდა; შუამთის მონასტრის ახლომახლო ტრიალებდა მოჯადოებულსავით; ბევრჯერ წყაროსთანაც გაუთენებია, მაგრამ აღარ იქნა, ვერ მიხვდა საწადელს. აღმოსავლეთურმა მიჯნურობამ შეიპყრო, გაახელა და მარტოობისათვის მიაცემინა თავი. მეგობრები სწუხდნენ, არეულად რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ მიზეზს, მაგრამ ის საიდუმლოს ჰფარავდა და უბრალო ავადმყოფიბას სდებდა ბრალს.

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

კაცო,ზეზვა ხომ გახსოვთ,მზიას მეუღლეზე მოგახსენებთ,აი პირველყოფილთა შორის,პირველყოფილები რომ იყვნენ!!!ჰოდა ეგ ზეზვა,ერთ მშვენიერ დღეს გამოქვაბულიდან გამოსულა სასეირნოდ,აუღია ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის ჯერ კიდევ თბილი ნატეხი და გამეტებით უტყორცნია ცაში მოლივლივე არქეოპტერიქსისათვის,როცა ფრთამოტეხილი არქეოპტერიქსი,გეიზერებისა და გავარვარებული ლავისაგან ოხშივარადენილ მიწას დაენარცხა,ზეზვამ ორივე მუხლამდე დაშვებული,ბანჯგვლიანი კიდური ცისკენ აღაპყრო და რაღაც სიხარულისა და გამარჯვების ინტონაციიანი დაუნაწევრებელი ღმუილი აღმოხდა.ამ ღმუილს,გაგიკვირდებათ და თანამედროვე ქართული,სიტყვა სიტყვითი თარგმანი გააჩნია და ასე ჟღერს:,,მე მონადირე ვარ და დღეს კარგად ვინადირეეე!!!!!,,

იხვის საღამოს გადაფრენა მიყვარს სიგიჟემდე,ამ ნადირობას რაღაც იდუმალი,საოცარი ანდამატი ახლავს თან!!!ამ სულ რაღაც 30-50 წუთში,მონადირე,თოფი და ძაღლი რაღაც უცნაურ,მაგიურ ერთობლიობად იქცევიან და არ არსებობს არაფერი გარშემო,გარდა ნადირობისა!!!აღარც გლობალური დათბობა გაღელვებს,აღარც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,აღარც ვალუტის მერყევი კურსი და აღარც სიდედრის რევმატიზმებით გატანჯული,მტკივანი კოჭები!!!!!დღე-ღამის გასაყარია,წყლიან-ჭაობიან ტყეში ვართ მე და ჩემი ლინდაია,არხის პირას თხმელის ძირას ვართ მიყუჟული და პირის საძახებლით იხვს ვეხმიანები.საცაა გადაფრენაც დაიწყება,ჯერ ჩიბუხებმა გადაიფრინეს ჟივილ-ხივილით,ცას გაკრული ყანჩის სევდიანი ყივილი ისმის დროდადრო,პატარა იხვებმა გადაიშხუილეს რეაქტიულებივით,სადღაც შორიდან ტყისთავზე მოტრიალე მამალმა იხვმა მიპასუხა ბოხი,ხრინწიანი ხმით,მაშინვე გავეპასუხე,მთელი ვნება,სითბო და სინაზე ჩავაქსოვე დაძახილში.მესმის წამოვიდა,პირველ წრეს მაღალზე და დიდი სიჩქარით გადაივლის,როცა ჩემს ზემოთ,წყლის სარკეს გადაივლის უნდა გავჩუმდე,გამცდება თუ არა,უნდა დავუძახო,დავაინტრიგო,დავაინტერესო!!!მეორე წრე ყველაზე მკაცრია,აქ უნდა გაქრე,მიწაში ჩაძვრე,ხეს შეეზარდო,ბალახად იქცე,ერთი ზედმეტი მოძრაობა,ერთი ყალბი,რიოში ბგერა და მოგჭამა ჭირი!!!!!კამუფლირებული საწვიმარის კალთას ვახვევ სიმივით დაჭიმულ ლინდას და ტანზე ვიკრავ!!!!მეორედაც გადაგვიარა,ერთიც მივაძახე და გავჩუმდი!!!მესამე წრეზე დამჯდომი შემოდის,ფრთებდაყრილი და წინ ფეხებგაშვერილი,დამჯდომი იხვის ხმა არაფერში აგერევა,სულ სხვანაირი სტვენითა და შრიალით მოდის,მთავარია ხის კენწეროებზე არ ჩამოგასწროს,თორემ ვეღარ დაინახავ,როგორც კი წყალზე მისი ლანდი გამოჩნდება,უნდა წამოუდგე,აქ არის ოქროს შუალედი,როცა დაზაფრული იხვი სიმაღლის აკრეფას ცდილობს და ჰაერში ფართხალობს,აი აქ უნდა ივარგო!!!მოწყვეტით წამოვდექი,ტალახში ცოტა წავიბორძიკე უხერხულად ვესროლე,ვხედავ ცალი ფრთა უღონოდ დაკიდა და საღი ფრთის ფართხუნით გაღმა ნაპირს მიაშურა,მეორე ლულიდან ნასროლმა გაყვეთლებულ თხმელის ფოთლებში გაიღო სხაპანი!!დაჭრილი იხვი გაღმა ტყეში ჩაეშვა ისლიანში!! ,,მიდი ლინდა!!,,- ვკივივარ მთელი ხმით,თუმცა რად უნდა ჩემი კივილი,უკვე მიცურავს გაღმა ნაპირისაკენ,სულ 20 მეტრი აქვს გასაცური,დევნის ჟინით შეპყრობილი წამოიკივლებს ხოლმე.მიღწია გაღმა ნაპირს,ჯერ ლაფში ჩაეფლო,აფორთხდა ჩურჩხელასავით ამოვლებული და აი უკვე ისლიანში ეძებს დაჭრილს,მიაგნო,პირში მოირგო და წამოვიდა,ნაპირს გადმოადგა,ზურმუხტისფერი კისრით უჭირავს მამალი იხვი,აგურისფერი ფეხებით ეპოჭიჭყება დრათჰაარის ბანჯგვლიან მკერდს!!!ლამის გული გამისკდეს,მოდი ჩემო ლამაზო,ჩემო სიხარულო,ჩემო სიყვარულო- ვეხმატკბილები ჩემ მახინჯ ლინდაიას!!!(არც ერთი ქალისთვის არ მითქვია ასეთი სიტყვები,აწი რაღას ვეტყვი!!!!)ისევ შეტოპა ლაფში და წამოვიდა,თავი გვერდზე უჭირავს,ცდილობს დაჭრილი იხვი წყალს მოაშოროს!!!ამოფორთხდა როგორც იქნა,გამოვართვი იხვი თუ არა,ტანი შეიფერთხა და ტალახიანი წვეთების დუში მიმაღებინა,დრუნჩში ვკოცნი,ლოყაზე იხვის ბუმბული მეკვრის,ტუჩებზე სისხლის გემოს ვგრძნობ!!!ჩემი შტერი ლინდაია,გრძნობს რომ გამახარა,ხან მკერდზე მეტოტება,ხან იხვის წართმევას ცდილობს,ასე ვბუქნაობთ ძაღლი და პატრონი მუხლამდე ტორფიან,კუპრივით შავ ტალახში და არ გვაღელვებს არც გლობალური დათბობა,არც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,არც ვალუტის მერყევი კურსი და არც სიდედრის რევმატიზმები,უბრალოდ გვიხარია და ბედნიერები ვართ,ჩვენს ბედნიერებას უსაშველოდ ძველი და მარტივი ფორმულა აქვს:,,ჩვენ მონადირეები ვართ და დღეს კარგად ვინადირეთ!!!!!,,

 

რა მაგარია!!!

ვინ დაწერა?

Link to post
Share on other sites

მაგრად მიხარია,მოვიძიებ მე მაგ წიგნს,მაგრამ რო ჩამოხვალ ვახო,ავტოგრაფი უნდა დაგასმევინო ზედ!!!! :*:yes:

 

და რა წიგნზეა საუბარი?

Link to post
Share on other sites

ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს,ბედნიერი ვიქნებოდი და ჩევთვლიდი რომ გადავრჩებით იმ დიდ მორევში გადაჩეხვას საითაც დიდი სისწრაფით მივიჩქარით და უფრსკულამდე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს !!

ყველაზე გულსაწყვეტი ისაა რომ განაჩენი ჩვენ ქვეყანას ჩვენვე,ქართველებმა გამოუტანეთ !!

 

გეთანხმები!!!

Link to post
Share on other sites

შეწყვეტილი ვოიაჟი ტყეში.

 

 

წასვლის წინ დავურეკე უოლოსს და შევატყობინე რომ მის ტერიტორიაზე ვაპირებდი ორიოდ კვირით დარჩენას.

გავძეძგე მანქანა და ჰაიდა, მეთქი ცოტა ხნით მოვწყდები ცივილიზაციას.

თურმე სადა ვბანაობ???

 

ლაპარაკში კი მითხრა, ახალგაზრდა წყვილს ვათხოვე ეგ ხუხულა და მაინც იცოდეო.

არის მაგ ბუნაგში ადგილი, სადაც მძინავს ხოლმე, მანსარდა არცთუ ისე დაბალია, გასაბერი მატრასი, საძილე ტომარა და დიდძალი "ადიალა" საკმარისია იმისთვის მეორე დილამდე მიატანოს კაცმა.

გათენებისას მაგრა ცივა ხოლმე, შუაღამემდე კაია, პირველ სართულზე თუჯის მოხეული ღუმელი დგას, საღამოსთვის რომ გახურდება, შუაღამემდე ფლორიდაში ხარ, მერე ნელნელა დაფარებას იწყებ, დილით გრძნობ რომ გაგეღვიძა, მაგრამ თვალებს ვერ ახელ, ქუთუთოები გაყინულია. ე.ი კანადაში ხარ უკვე.

 

ერთია კიდევ, მაგარი თბილი და მშრალი ამინდები იყო ასვლამდე.

კიდევ კარგი მანქანა შორს დავტოვე, თორემ ეხლა ისევ იქ იქნებოდა, შანსი არ იყო იმ ჭაობში გამომეყვანა, რომელიც სამდღიანი წვიმების შემდეგ გაჩნდა.

ცხვირი ვერ გავყავი გარეთ, ჯერ ძლივს ჩავედი სახლამდე ფეხით.

გაწვიმდა და რა გაწვიმდა.

სახლში არ ეწევიან, არც გადაფარებული აივანივით არა აქვს არაფერი, ასე რომ გუგული რო გაყოფს ყოველ საათში თავს კედლის საათიდან და გუ-გუს იძახის, მე ენგრე ვაბოლებდი სხვენის "ფორთოჩკიდან".

 

ამ პერიოდში ნადირობა არ შეიძლება, ამიტომ მხოლოდ ერთი ტანკსაწინააღმდეგო და სათევზაო ინვენტარი მქონდა წაღებული.

 

თევზაობას არ ჰქოდა აზრი.

თუ ვინმეს გითევზავიათ "დუშის" ქვეშ მთელი დღე, მაშინ მივიღებ შენიშვნას, მხოლოდ კრაბებზე ვიყარე ჯავრი.

 

აი ეხლა გეკითხებით, რა უნდა მეკეთებინა იქ 2 კვირა???

სურსათ-სანოვაგე და მლომად სასმელი კი მქონდა, ჰოდა ვიჯექი დათვივით ამ ქოხში ორ "კატასთან" ერთად.

 

კი ვიცოდი, რომ ქალი და კაცი დამხვდებიან, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ მარტის თვეა ეხლა.

არც ისე პატარები იყვნენ, ბიჭი 33 და გოგო 31.

 

მე რომ სხვისი გამიკვირდება, სადაც დაიჭერდნენ ერთმანეთს, "ჯავრებს" იყრიდნენ ერთმანეთზე.

მაგარი ატეხილები იყვნენ.

 

არა, ეგ არ გამკვირვებია, მორიდება არ იცოდნენ ამ შობელძაღლებმა, ტიტლიკანა დარბოდა ეს გოგო სამი ჭიქის მერე, შეიწოვდა ამ გამოთაყვანებული გამოხედვის ბიჭს ჩემგან მოფარებულში და მიდიოდა ჭიპხახუნა.

 

თავიდან სასმელს მივეძალე, მეთქი დავთვრები და თავზე დაუმხიათ ყველაფერითქო, მაგრამ მაგდენს ვერ ვქაჩავდი.

 

მაგ კონდიციამდე რომ მივიდე, მინიმუმ ლიტრა-ნახევარი კონიაკი მაინც უნდა დავლიო.

 

მესამე დილას უკვე გადაწყვეტილი მქონდა წამოვსულიყავი სახლში, თორემ ვნახავდი იმ შემოდგომის მწყერივით გოგოს "ბუმბულს", გაშლილს-გაფენილს ოთახებში.

 

დავუტოვე რაც მქონდა წაღებული, მეთქი გამოგადგებათ, ფერი აღარ გადევთ არცერთს.

 

ჩემი ბარგი-ბარხანის მანქანამდე ამოტანაში დამეხმარნენ.

 

-კიდე როდის ჩამოხვალო?

 

გავუღიმე და ქართულად ვუთხარი:-წადით მამეშვით, შარს მომცემთ თქვენი პატრონი დედაცთქო.

 

-რაიო??

 

-გამოილევით თქვე ჩემის თვრამეტიანებო, სექსის გარდა სხვა გასართობიც არსებობს, გაუფრთხილდით ერთმანეთს.

 

-ორი თვეა აქა ვართ და ამ თვის ბოლოს ვბრუნდებით ჩვენს შტატში, რომანტიკა გვინდოდა და იმიტომ ვართ აქაო.

-მაიცა, იქა ტყე და ქოხი არ არსებობს და თან თუ ერთმანეთს ვერიტანთ იქა, მაშინ უნდა ჩამოსულიყავითთქო.

 

მოკლედ, სანამ ეგენი მანდ არიან, ჩემი ფეხი არ იქნება მაგ არემარეზე.

 

პ.ს. ისე, მთლად უქმადაც არ ვყოფილვარ.

პატივს მცემს პატრონი, თან ვმეგობრობთ უკვე 8 წელზე მეტია.

შესაკეთებელი იყო რამოდენიმე საქმე.

ერთი "ლაფეტის" ხელა გენერატორი აქვს, 1000-ს კაციან ქორწილის სეფაში, ყველა მეტრაში რო 19 სანთლიანი ჭაღი ჩამოიკიდოს, გააღაჟღაჟებს იქაურობას და კიდევ ერთ პატარა სოფელსაც ეყოფა იმდენ დენს გამოსცემს.

"რემენი" ჰქონდა გაწყვეტილი და ამოვქექე ინეტში იგივე ზომა, გამოვიწერე და შევცვალე.

 

მეორე გენერატორს გასჭედვია კიდევ, როცა იყიდა მეორე დღეს, არადა მთლად ახალია.

/გასაგებ ენაზე გამიჭირდება, რადგან ბევრი ელექტრო ტერმინების ხმარება მომიწევს./

მოკლედ "ზამეკანია" თუ მისცა სახლის გაყვანილობაში, როგორც "სოჩიკის პროპკა" აგდებს ხოლმე, მაგას ენგრე აქვს, ოღონდ კორპუსში დამონტაჟებული.

დავშალე ავაწყვე და გაქანდა რაშივით.

 

ისე, რამდენი "დვიჟოკები" აქვს? :d030:

მაგ ორი მოფურტკნულის გარდა, სამი მომუშავე უდევს იქვე.

 

შუშის გასასრიალებელ კარებზე, შუშები დავცვალე.

მორჩენილი მქონდა ერთი საქმიდან და გადაყრა მეზარებოდა, ბოლოს სად გამოდგა?

 

ეგეთი სიტუაციაა, არც ელექტრობაა მიყვანილი და არც წყალი.

სასმელი წყალი უნდა მიიყოლო/ან დიდძალი ალკოჰოლი :d030:/

თუ კაი ხნით დარჩენას აპირებ, ძალიან პატარა ღელე ჩამოდის ხევში და იქიდან უნდა ათრიო "ვედრებით", რათა მოაგროვო კასრში და მერე "გადააკაჩავოს ნასოსმა" საშხაპეში, იქ გამაცხელებელი ჩაირთვება ავტომატურად და ეგეთი შხაპის მიღების დედაც ჯეკ.....

ერთი ვედროს გავსებისას, ისე შემოგეწევა 2 ღერი სიგარეტი, ვითომც არაფერი, მერე იმის 500 მეტრით თრევა, და როდის მოაგროვებ საკმარის წყალს საბანაოდ, მანამდე ჭლექს გაგიჩენს ამდენი სიგარეტის ქაჩვა.

Link to post
Share on other sites

შეწყვეტილი ვოიაჟი ტყეში.

 

 

 

ლაპარაკში კი მითხრა, ახალგაზრდა წყვილს ვათხოვე ეგ ხუხულა და მაინც იცოდეო.

 

 

 

აი ეხლა გეკითხებით, რა უნდა მეკეთებინა იქ 2 კვირა???

სურსათ-სანოვაგე და მლომად სასმელი კი მქონდა, ჰოდა ვიჯექი დათვივით ამ ქოხში ორ "კატასთან" ერთად.

 

კი ვიცოდი, რომ ქალი და კაცი დამხვდებიან, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე რომ მარტის თვეა ეხლ[/b]ა.

არც ისე პატარები იყვნენ, ბიჭი 33 და გოგო 31.

 

მე რომ სხვისი გამიკვირდება, სადაც დაიჭერდნენ ერთმანეთს, "ჯავრებს" იყრიდნენ ერთმანეთზე.

მაგარი ატეხილები იყვნენ.

 

არა, ეგ არ გამკვირვებია, მორიდება არ იცოდნენ ამ შობელძაღლებმა, ტიტლიკანა დარბოდა ეს გოგო სამი ჭიქის მერე, შეიწოვდა ამ გამოთაყვანებული გამოხედვის ბიჭს ჩემგან მოფარებულში და მიდიოდა ჭიპხახუნა.

 

თავიდან სასმელს მივეძალე, მეთქი დავთვრები და თავზე დაუმხიათ ყველაფერითქო, მაგრამ მაგდენს ვერ ვქაჩავდი.

 

მაგ კონდიციამდე რომ მივიდე, მინიმუმ ლიტრა-ნახევარი კონიაკი მაინც უნდა დავლიო.

 

მესამე დილას უკვე გადაწყვეტილი მქონდა წამოვსულიყავი სახლში, თორემ ვნახავდი იმ შემოდგომის მწყერივით გოგოს "ბუმბულს", გაშლილს-გაფენილს ოთახებში.

 

დავუტოვე რაც მქონდა წაღებული, მეთქი გამოგადგებათ, ფერი აღარ გადევთ არცერთს.

 

ჩემი ბარგი-ბარხანის მანქანამდე ამოტანაში დამეხმარნენ.

 

-კიდე როდის ჩამოხვალო?

 

გავუღიმე და ქართულად ვუთხარი:-წადით მამეშვით, შარს მომცემთ თქვენი პატრონი დედაცთქო.

 

-რაიო??

 

-გამოილევით თქვე ჩემის თვრამეტიანებო, სექსის გარდა სხვა გასართობიც არსებობს, გაუფრთხილდით ერთმანეთს.

 

-ორი თვეა აქა ვართ და ამ თვის ბოლოს ვბრუნდებით ჩვენს შტატში, რომანტიკა გვინდოდა და იმიტომ ვართ აქაო.

-მაიცა, იქა ტყე და ქოხი არ არსებობს და თან თუ ერთმანეთს ვერიტანთ იქა, მაშინ უნდა ჩამოსულიყავითთქო.

 

მოკლედ, სანამ ეგენი მანდ არიან, ჩემი ფეხი არ იქნება მაგ არემარეზე.

 

 

 

 

 

გიო იმდენი სურსათ-სანოვაგე დაგიტოვებია მაგ წყვილისათვის, რომ ამ თვის ბოლოსაც არ დაუბრუნდებიან ეგენი თავიანთ შტატს :haha:

 

 

 

 

მადლობა ძამა, მაგარად ვიხალისე შენს პოსტზე :yes:

Link to post
Share on other sites

ელჩი

პირველ რიგში სიგარეტს უნდა დაანებო თავი, გუგულის რიტმზე რომ აღარ ეწიო :d030:

 

ეგ ორი პინგვინი ნერვებს კი მოგიშლიდნენ მარა მე გავშლიდი უეჭველი ბუმბულს თან კაი კონიაკის ფონზე :D

 

და მაგდენი გენერატორები რა უბედურებაა, დამუხტული ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა მასე ჭირს მაქეთ? :alfons:

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

Gurulo

გაიხარე ძამა, შეგარგოს სიცილი.

 

mamuka grigolia

 

მაგათ კატა, ან ჩინელი თუ გაუჩნდებათ, ლეკვისა რა გითხრა. :d030:

მაგ საქმესაც ჰაა-ჰა 50-ათს რომ მიაღწევენ, მერე იწყებენ ხოლმე მომავალზე/ბავშვზე/ ფიქრს.

 

 

ქევხო

 

ერთი უშნო ზნე სჭირთ ამ ხალხს, ვიწრო სპეციალიზაცია ჰქვია მაგ უბედურებას.

რაღაცა რომ გაუფუჭდებათ, ახალს ყიდულობენ, თვითონ ვერ აკეთებენ ან დროის უკმარისობაა კიდევ ამათი ყველაზე დიდი პრობლემა.

რადგან შეკეთება ძვირია, აქაურ მექანიკოსებს პროფესორებზე მეტი შემოსავალი აქვთ, ამიტომ მიდიან და ახლებს დაათრევენ.

თუ გარანტიის ვადაში ჯდება გაფუჭებული ნივთი, გამოცვლაზე არ არის პრობლემა.

 

დიდი კონდენსატორებიანი ბატარეები აქვს და იმით გადის იოლას, ჩართულზე ერთდროულად დენსაც ხმარობს და ამასობაში აკუმულატორებიც იტენება.

ვთქვათ და ღამე მოგინდა "გასვლა" და სინათლეა საჭირო, "დვიჟოკის" დასაქოქად ხომ არ გახვალ ეზოში.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

შეწყვეტილი ვოიაჟი ტყეში.

...................................

 

ეხ გიო, გიო.... :karochera: :karochera: :karochera:

ახალგაზრდები რომანტიკას ეძებდნენ... ღმერთმა მათ შენი თავი (ტანთან ერთად)გაუგზავნა იმ უღრან ტყეში, შენ კი ..."სექსის გარდა სხვა გასართობიც არსებობს" ... და მიყევი დვიჭოკების გარემონტებას :hi::d030::blush2::e025:

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ეს ამასწინებზე შემომეწერა ერთ მეზობელ ფორუმზე, ძირითადი ძველი ამბავია, ცოტა ახალიც დავურთე და თუ ვინმე გვყავს იაღოველი, მოვიდნენ ძმებო ჩემთან, სულით და გულით ველი.

 

 

რას ერჩით მაგ ხალხს?

მაგარი ვიღაცეები არიან, რაც ეგენი დამეხმარნენ, სხვა ვერ იზავდა.

 

კაცო, ამ სოც ქსელებით ბევრი ჩვენიანი გავიცანი, ჰოდა ვიღაცა თავის ჭკუით წამეკაიფა.

მომიგზავნა იაღოველები.

გაგანია ზაფხულია, მოტანილი მაქვს 1 500 დეკორატიული ბლოკი, თითო 35 კილოა.

მეთქი რა დაალაგებს ამას, ამ დროს ესენი გაეძრნენ "პინჯაკებში".

ცისკენ ხელები გავიშვირე და რა ვთქვი მაშინ ნაღდად არ ვიცი.

ზეპირად იცოდნენ ჩვენი გვარსახელები, მაშინვე მივხვდი ამათი ხელიდან გაშვება არ იქნებოდა.

 

ჩემო სულიერო ძმებო, როგორც იქნა მიპოვეთ, თქვენი დახმარება მჭირდებათქო.

ერთ დღეში მოვრჩი საქმეს, როცა რომ ერთი კვირა უნდა მეწვალა.

მეთქი როდის მომაკითხავთ კიდევ, უთქვენოდ გამიჭირდება და დიდხანს არ მალოდინოთთქო.

 

მომავალ შაბათს აქა ვართო.

ორი კაცი კიდევ გამოიყოლეთ, საინტერესო სიურპრიზს გიმზადებთ, მგონი თქვენებურად მონათვლას ვაპირებთქო.

 

ამათი წასვლა იყო და გავშხუილდი სამშენებლო მასალების მაღაზიაში.

5 მოზრდილი "ლაფატკა" ვიყიდე, ოხრად ცემენტი და დიდძალი "ხრეში".

ბეტონი მქონდა დასასხმელი.

 

მართლა მოვიდნენ ეეე.

რა საყვარლები არიან.

ძალიან უცნაური გამოხედვა აქვთ მაგათ.

 

აბა, სანამ ნათლობას დავიწყებთ, "ბეტონომეშალკა" მოქოქილია, საქმეს არ ეღალატება, დავცხოთ ბიჭებოთქო.

 

საღამოსთვის არცერთს ადამიანის ფერი აღარ ედო, გაწყდნენ წელში.

 

დღეს გვიანია, ხვალინდელი დღეც ჩვენია, აუცილებლად შემომიარეთ, მაგრა შემიყვარდითთქო.

 

ძლივს მილასლასდნენ მანქანამდე.

დაახლოებით ორი თვე მაკითხავდნენ, ქვეყანა საქმე გავაკეთე ეზოზე.

 

ეხლა აბაზანის რემონტი მაქვს, ორმაგი პირსაბანი ვერაფრით ვერ შემაქვს მარტოს, 300კილოზე მეტია.

 

თუ ბოლომდე არ შევაზიზღე თავი, წესით მომავალ შაბათს შამოივლიან.

 

აი მორმონებზე და ამიშებზე რა გითხრათ, ეგ სხვა "გაგებაა".

 

ესენი კიდევ, "გაცისკროვანებული" სახეებით დადიან.

 

ერთი კაი ნაკვები გაეძრო, ისე წამოიკიდებდა კარტოფილით გავსებულ ჯვალოს "მეშოკს", ერთ უჰ-ს ვერ დააძახებინებდი.

მერე მეორე მოიყოლა, ის კიდევ 3 მეტრის სიგანის არხს, იღლიებში ამოდებული კეხურით სავსე "იაშიკებით", თავისუფლად გადაახტებოდა.

Link to post
Share on other sites

...............................................................................

ჩემო სულიერო ძმებო, როგორც იქნა მიპოვეთ, თქვენი დახმარება მჭირდებათქო.

ერთ დღეში მოვრჩი საქმეს, როცა რომ ერთი კვირა უნდა მეწვალა.

მეთქი როდის მომაკითხავთ კიდევ, უთქვენოდ გამიჭირდება და დიდხანს არ მალოდინოთთქო.

 

...............................................................................

 

გიო, ეხლა კი მჯერა, რომ, მეგრელების სისხლიც გირევია :e025: :e025: :e025::d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...