Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე-მეთევზეთა ჩანახატები


Recommended Posts

  • 3 weeks later...
  • Replies 289
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, კი იცით რა ხდება საქართველოში ჩასვლისას. დავხოცეთ ერთმანეთი შუაღამემდე და მეორე დღეს რაის ხაში, ან ბოზბაში. გამოვყეტიალდით გარეთ და შუადღის სამია დაწყებული. კახური ორნახადი

აქაც იყოს ელჩის თხოვნით :*

 

 

მოკლედ ბევრი ვიარეთ წელს მე და ჩემმა საგეშმა კურცჰაარმა მინდორ მინდორ. როგორც იცით მანოკთან მე არ მივდივარ და სხვაგან ალბათ სულ 20 ცალამდე მეყოლება მოკლული წელს. ძალიან ვდარდობდი დამრჩა ძაღლი დაუგეშავითქო და თითქმის ყოველდილას გამყავდა მინდორში. მოკლედ მწყერი გაიგო მარა ჩიტებსაც უკეთებს ნაბულს ჯერ,დახვეწა ჭირდება აშკარად. დღესაც ვიყავით გასული,სამი მწყერი ვნახეთ,სამივე ნაბულზე.ორი დავიტოვეთ ,მესამე ისეთ ადგილზე ნახა წინასწარ ვიცოდი რომ ვერ ვესროდი და ასეც მოხდა,მინდვრის პირზე ბურდებში შეყო ცხვირი მაქსიმ და შევხედე როგორ გაირბინა მწყერმა მაყვალში.აფრენის მხოლოდ ხმა გავიგონეთ და წამოვედით. ნადირობის შემდეგ ვიფიქრე ძაღლი დაიღალა და ცოტას ტყეში გავისეირნებ ეგებ სოკოს გადავაწყდე სადმეთქო. სოკო ვნახე ,კრეფა დავიწყე და ვხედავ ძაღლი ნაბულზეა,ვიფიქრე შაშვიათქო და თოფისკენ არც გამიხედავსისე მივაძახე არამეთქი! რა არაო კაცოოოოოო !!!!!!!!! შევარდა და ქათამი ამოაფრთხიალა. :wallbash: მივედი და ლამის კოცნა დავუწყე. მივატოვე სოკო და წავიდა ქათმის ძიება. 15-20 წუთში ისევ ნაბული ,მოვემზადე ,აბა ეცი მაქსი და ამოვიდა ისევ ქათამი! სამწუხაროდ სროლა ვერ მოვახეხე,ჯერ ფოთოლი ისევ მწვანეა ხეებზე და ვეღარ ჩავსვი მიზანში . ბევრი ვაქე მაქსი მარა ისეთი თვალებით მიყურებდა თვალი ვერ გავუსწორე. არ ვიცი მაგინებდა არ ვიცი მეკითხებოდა ეს რა ჯანდაბა იყო ნეტაო?!. მან ხო პირველად ნახა ეს გრძელნისკარტა ფრინველი. მოკლედ ჩამოვჯექით ორივე,მე გავაბოლე მაქსიმ ჩათვლიმა. ცოტაც და გამოვეშურე გზისაკენ. გზამდე 200-300 მეტრირა დამრჩენოდა კიდევ გაიჭიმა ჩემი დაუგეშავი მაქსი! აქ უკვე მე|ჩხერი ტყეა და ვიფიქრე რომ ვერ მოვუკლა მეორე ტყვიას შუბლში დავირტყამთქო! :vinsent: ძაღლი არ ინძრევა ,2 წუთია ნაბულზე დგას ბრძანების მიუხედავად. მივედი და ბუჩქში შევიხედე ჩიტი არ იყოს რამეთქო და რას ვხედავ ეს გათახსირებული ,,კვათარა,, ურცხვად მიშტერებია ჩემ მაქსიელას სიფათში ! გავაზე წამოვარტყი ძაღლს ეცი რაღას უდგეხარ შე ბოთეთქო !შევარდა და ამოისროლა ქათამი ზემოთ,გავსწორდი წელში ჩავსვი და ბახ! მწყერის საფანტმა ივაჟკაცა და ქათამი ძირს დაენარცხა მაყვალეკლიანში.დაჭრილია გაგცევას ლამობს მაგრამ ვინ დააცალა 3-4 წამში მაქსიმილიანის ხახაში აღმოჩნდა. მოკლედ ბევრი ვიკოცნავეთ მე და მაქსიმ ,მივულოცე პირველი ვალდშნეპი ბარამბოს შოკოლადით და გამოვუყევით გვერდი გვერდ დიდი სიამოვნებითა და მეგობრობით აღვსილები.!

 

5e59d07a71ac.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

აქაც იყოს ელჩის თხოვნით :*

 

 

მოკლედ ბევრი ვიარეთ წელს მე და ჩემმა საგეშმა კურცჰაარმა მინდორ მინდორ. როგორც იცით მანოკთან მე არ მივდივარ და სხვაგან ალბათ სულ 20 ცალამდე მეყოლება მოკლული წელს. ძალიან ვდარდობდი დამრჩა ძაღლი დაუგეშავითქო და თითქმის ყოველდილას გამყავდა მინდორში. მოკლედ მწყერი გაიგო მარა ჩიტებსაც უკეთებს ნაბულს ჯერ,დახვეწა ჭირდება აშკარად. დღესაც ვიყავით გასული,სამი მწყერი ვნახეთ,სამივე ნაბულზე.ორი დავიტოვეთ ,მესამე ისეთ ადგილზე ნახა წინასწარ ვიცოდი რომ ვერ ვესროდი და ასეც მოხდა,მინდვრის პირზე ბურდებში შეყო ცხვირი მაქსიმ და შევხედე როგორ გაირბინა მწყერმა მაყვალში.აფრენის მხოლოდ ხმა გავიგონეთ და წამოვედით. ნადირობის შემდეგ ვიფიქრე ძაღლი დაიღალა და ცოტას ტყეში გავისეირნებ ეგებ სოკოს გადავაწყდე სადმეთქო. სოკო ვნახე ,კრეფა დავიწყე და ვხედავ ძაღლი ნაბულზეა,ვიფიქრე შაშვიათქო და თოფისკენ არც გამიხედავსისე მივაძახე არამეთქი! რა არაო კაცოოოოოო !!!!!!!!! შევარდა და ქათამი ამოაფრთხიალა. :wallbash: მივედი და ლამის კოცნა დავუწყე. მივატოვე სოკო და წავიდა ქათმის ძიება. 15-20 წუთში ისევ ნაბული ,მოვემზადე ,აბა ეცი მაქსი და ამოვიდა ისევ ქათამი! სამწუხაროდ სროლა ვერ მოვახეხე,ჯერ ფოთოლი ისევ მწვანეა ხეებზე და ვეღარ ჩავსვი მიზანში . ბევრი ვაქე მაქსი მარა ისეთი თვალებით მიყურებდა თვალი ვერ გავუსწორე. არ ვიცი მაგინებდა არ ვიცი მეკითხებოდა ეს რა ჯანდაბა იყო ნეტაო?!. მან ხო პირველად ნახა ეს გრძელნისკარტა ფრინველი. მოკლედ ჩამოვჯექით ორივე,მე გავაბოლე მაქსიმ ჩათვლიმა. ცოტაც და გამოვეშურე გზისაკენ. გზამდე 200-300 მეტრირა დამრჩენოდა კიდევ გაიჭიმა ჩემი დაუგეშავი მაქსი! აქ უკვე მე|ჩხერი ტყეა და ვიფიქრე რომ ვერ მოვუკლა მეორე ტყვიას შუბლში დავირტყამთქო! :vinsent: ძაღლი არ ინძრევა ,2 წუთია ნაბულზე დგას ბრძანების მიუხედავად. მივედი და ბუჩქში შევიხედე ჩიტი არ იყოს რამეთქო და რას ვხედავ ეს გათახსირებული ,,კვათარა,, ურცხვად მიშტერებია ჩემ მაქსიელას სიფათში ! გავაზე წამოვარტყი ძაღლს ეცი რაღას უდგეხარ შე ბოთეთქო !შევარდა და ამოისროლა ქათამი ზემოთ,გავსწორდი წელში ჩავსვი და ბახ! მწყერის საფანტმა ივაჟკაცა და ქათამი ძირს დაენარცხა მაყვალეკლიანში.დაჭრილია გაგცევას ლამობს მაგრამ ვინ დააცალა 3-4 წამში მაქსიმილიანის ხახაში აღმოჩნდა. მოკლედ ბევრი ვიკოცნავეთ მე და მაქსიმ ,მივულოცე პირველი ვალდშნეპი ბარამბოს შოკოლადით და გამოვუყევით გვერდი გვერდ დიდი სიამოვნებითა და მეგობრობით აღვსილები.!

 

5e59d07a71ac.jpg

გემრიელად დაწერილია :drinks:

Link to post
Share on other sites

ეს მამუკა გრიგოლიას პოსტია, ახლა ვნახე

 

 

დაწერილია 24 March 2013 - 14:52

 

მონადირე-მეთევზეებს სილამაზის დანახვის გამძაფრებული გრძნობა გვაქვს,სხვა საყოველთაოდ აღიარებული სილამაზეების გარდა, ჩვენ ვხედავთ თოფის,ძაღლის,თევზის,ჭაობის,ტალახის,ნასროლის,ძაღლის ყეფა-კივილის,თვალებდამთხრელი კოცონის კვამლის,და გარეული ღორის სილამაზესაც კი!!!!!საერთოდ გრძნობებით და შეგრძნებებით დახუნძლული ხალხი ვართ,გასაგებად ვმეტყველებ???!!!

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

აქ ნუ დააგდებთ ტემპს ვინც შემჩნეული ხართ ლამაზად წერაში, მე კითხვა უფრო გამომდის.

 

ბჯოოო, შენა გავიწყდება ერთი რამე.

 

ეგენი 6-7 წლის წინ დავწერეთ.

 

რა ხართ ეს რაჭველები? :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ჩემს ერთერთ "სიგნაჩას" თუ წაიკითხავთ, მიხვდებით რას ნიშნავს ვაზი ჩემთვის.

 

არ ვიცი როგორ დავიწყო და როგორ მოვყვე, თავი ვერ მოვაბი, მოვა დრო და ვიტყვი სათქმელს ბოლომდე.

 

ერთერთი ის ადამიანი გარდაიცვალა, ვინც ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქცია აქ ჩამოსვლისას.

უცნაურად გავიცანით ეგ ოჯახი, მეორე მშობლებად მოგვევლინენ და უცნაურად ხდება ის, მის პანაშვიდს ვერ ვესწრები. :karochera:

 

მოკვდა ის ულამაზესი ქალი გუშინწინ, ყოველ საღამოს ველაპარაკებით მის მეუღლეს ტელეფონზე და სკაიპზე, ძალიან უჭირს კაცს.

თვალწინ მიკვდება ეგეც.

როგორმე გაუძელი ამ ყველა უბედურებას და წამოდი ჩემთანთქო.

წამოვალო.

 

როგორ უჭირს ვერ წარმოიდგენთ, სულიერ გაჭირვებას ვგულისხმობ./ეკონომიურად მზად ვიყავიო. :karochera: /

 

როგორ ვჭირდებით ადამიანებო ერთმანეთს, ბევრი ფიქრი არ არის საჭირო.

ძნელი არ არის ერთმანეთის სიყვარული.

 

არ ვიცი რა იქნება.

 

დაუტოვია სიტყვიერ ანდერძად მეუღლისთვის, დამწვით და სანფრანცისკოს ყურეზე ვერტმფრენიდან "გამიშვითო".

 

ჰოსპიტალიდან მის გამოსვენებაზე წასვლას ვერ ვასწრებ ვერაფრით.

 

პ.ს. რამოდენიმე თვე შეინახავს მის ფერფლს მეუღლე, მერე აუცილებლად წავალ და მივიღებ მონაწილეობას მისი ბოლო სურვილის ასრულებაში.

Link to post
Share on other sites

ვინც შენ შვილად და ახლობლად მიგიღო,ვინც ხელი გამოგიწოდა,ჩვენთვისაც ახლობელი და ძვირფასია,გაანათლოს უფალმა!!!!

Link to post
Share on other sites

გელა, გივი და მამუკა, მართლა გულდაწყვეტილი ვარ კაცებო.

 

ძალიან კეთილი ქალი იყო.

 

ჩვენი დანახვა იყო და შევუყვარდით როგორც შვილები.

ჩემს მეუღლეს წაიყვანდა და დაატარებდა ქალაქში.

 

ერთხელ ძალიან ავად გავხდი, 911-ზე მომიწია შესვლა, მეუღლე არ შემოუშვეს პალატაში და მაგ ქალბატონმა შემოანგრია კარები, გვერდიდან არ მომცილდა, ჩემი შვილიაო დაცვას უთხრა.

 

 

ყველაფერს ვერ დასწერ და ვერ იტყვი ბოლომდე.

 

როგორი გულშემატკივარი იყო ჩემი ვერ წარმოიდგენთ.

ცოტა რუსულს ახერხებდა, წარმოშობით პოლონელები არიან ორივე.

მიდი გიორგი მიაწექიო.

გატყობ ბევრს შესძლებო.

აჰა, ეგეც თქვენი უცხოელი, უჯიგრესი ქალი იყო.

 

მეხსომება ყოველთვის.

Link to post
Share on other sites

დიდი გულის ხალხი ყველგან არიან, ღმერთმა არ ჰქნას რომ სხვანაირად იყოს. აცხონოს ღმერთმა.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

გელა, გივი და მამუკა, მართლა გულდაწყვეტილი ვარ კაცებო.

 

ძალიან კეთილი ქალი იყო.

 

ჩვენი დანახვა იყო და შევუყვარდით როგორც შვილები.

ჩემს მეუღლეს წაიყვანდა და დაატარებდა ქალაქში.

 

ერთხელ ძალიან ავად გავხდი, 911-ზე მომიწია შესვლა, მეუღლე არ შემოუშვეს პალატაში და მაგ ქალბატონმა შემოანგრია კარები, გვერდიდან არ მომცილდა, ჩემი შვილიაო დაცვას უთხრა.

 

 

ყველაფერს ვერ დასწერ და ვერ იტყვი ბოლომდე.

 

როგორი გულშემატკივარი იყო ჩემი ვერ წარმოიდგენთ.

ცოტა რუსულს ახერხებდა, წარმოშობით პოლონელები არიან ორივე.

მიდი გიორგი მიაწექიო.

გატყობ ბევრს შესძლებო.

აჰა, ეგეც თქვენი უცხოელი, უჯიგრესი ქალი იყო.

 

მეხსომება ყოველთვის.

:* :* :*

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ერთ ადამიანს გავიხსენებ, მასთან ერთად ბევრი მითევზავია და მინადირია.

აღარ არის ცოცხლების სიაში, რომ იტყვიან, ძალით მოიკლა თავი, სასმელს გადაჰყვა.

მის სახელს და გვარს შეგნებულად არ დავწერ, დარჩა ულამაზესი ცოლშვილი, მის გვარს დაატარებენ გოგოები.

 

დასანახად ვერ მიტანდა, როცა სეკის თამაშისას ბირჟაზე გავიდოდი, ფინთათა ხდებოდა.

ბევრჯერ უთქვავს, მაგარ პატივსა გცემ, მაგრამ სეკას როცა ვთამაშობთ და შენ გამოჩნდები, ერთი სული მაქვს ჟაკანი დაგახალოვო.

 

ვუხვდებოდი ხასიათს, ზეპირად ვიცოდი როდის ბლეფობდა, ერთი დიდი უპირატესობა ჰქონდა სოფლის ბიჭებთან.

შეძლებული ოჯახიდან იყო, ჯიბეში მინიმუმ 1 000 მანეთი ყოველთვის ედო.

მაშინ მოსული იყო "ფულში დაწვა", ჩამოვიდოდა თანხას მოთამაშე, თუ არ გქონდა საკმარისი, კარტი უნდა დაგეყარა, გახსნის, ანუ ჩვენების უფლება არ გქონდა.

იყო ასეთი რამეც, მაგიდაზე მჯდომ ნებისმიერ მოთამაშეს შეეძლო შენი კარტის "ყიდვა" და გახსნა, მაგრამ მაგხელა თანხა ვერ გროვდებოდა, როცა ეგა გვწვავდა.

ერთ წელს კაპიკი-კაპიკზე ვაწებე და დაახლოებით 3K-მდე მოვაგროვე.

მახსენდება და მეცინება, 18 წლის ვიყავი მაშინ.

 

ავედი სოფელში.

რუსეთი მოვლილი აქვთ.

მოაყარეს დიდძალი ჟიგულები, ავეჯი და სახლების მშენებლობა მიდის ყოველდღიურად.

საღამოს სოფლის ბირჟაზე იკრიბება უბანი.

 

წავიდა სეკა.

 

არ ვჯდები, ველოდები როდის წააგებს უმეტესობა, მერე უნდა შეუვარდე მოგვერდით დიდ ღლავებს.

 

სადღაც საღამოს რვაზე შევუერთდი მაგიდას, ზეპირად ვიცი თითოეულის ფსიქიკა, შვიდიდან მინიმუმ ოთხი კაცი შეკრულია, ერთად "თამაშობენ".

ბევრის დაწერა მომიწევს, რას ნიშნავს "ერთად თამაში".

თითქოსდა ერთმანეთში ნაჩხუბრები არიან, უხეშად ექცევიან ერთმანეთს, აგინებენ პატრონი-დედას და ა.შ.

ეგ "აკადემიაც" გავლილი მაქვს.

 

ადრეც მაქვს დაწერილი, მაქვს ერთი ნიჭი, რომელიც მეხმარება დავიმახსოვრო ნებისმიერი ნაფხაჭნი ფურცელზე, თუნდაც ნებისმიერ ქაღალდზე.

ტელეფონის ნომერს და ადამიანის სახელს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ საკმარისია რაიმე დავინახო წარწერა-გაფხაჭვნა-გაკაწვრით, რადმდენიც არ უნდა აპროწიალოთ, ზუსტად გეტყვით რა და როგორ არის.

 

კაზინოში არ დავდივარ.

ეს იქნება ჩემი ცხოვრების დასასრული.

ასიანი მომკლავენ.

 

მოკლედ, მიუხედავად იმისა ახალი კალოდა იყო, ათი დარიგების შემდეგ ზეპირად ვიცოდი ოცდაერთივე კარტი.

დიდი სეკაა მომხდარი და სხვა არიგებს კარტს.

პირველივე ვალეტის ჟვარი დამიჯდა, მეორე ჯოკერი მოვიდა, მაქსიმუმ სამი ვალეტი გამოვიდეს.

პაატას ორი კაროლი აქვს, სანამ ჩემამდე მოვიდოდა დარიგება, მესამეც დაუდო, არ ვაცალე და მეთქი შუა კარტს ამოვატრიალებ, ბოლო ჩემი კარტი შენ დაანახვე ყველასთქო, ვიცოდი აგურის ტუზი უნდა მომსვლოდა.

საშინელი კომბინაცია მაქვს.

ორი ტუზით ვერ მოვუგებ სამ მეფეს.

თან ყველას დასანახად ამოყირავებული მაქვს სამიდან ორი კარტი, ჯოკერი და ტუზი.

 

მორჩა დარიგება და ჰაიდა, ხუთმა გადაყარა კარტი, დავრჩით ორნი.

 

მისი რიგია.

დაუშვა 50 მენეთი, დავაშხუილე 300.

1 000 ჩემიო, მეთქი 3 000 ჩემითქო და ამოვიღე ჯიბიდან ნაღდი ფული.

დაშტერდა ხალხი.

თავისი ძმის უნომრო ნოლექვსით იყო მოსული, მეთქი გასაღებს დადებ და მანქანა მიღებული იქნება, მე ბიძაჩემის შინდისფერი 07-ით გამოვეცხადე იქაურობას, ისიც უნომრო იყო.

 

რას აპირებ, ხსნი თუ არა, არის თუ არ ვინმე მსურველი გარშემოთქვა.

მაშინ მითხრა პირველად, ვერ გიტანო.

 

კარტი არ ვაჩვენე, თვითონ მოისროლა თავისი სამი კაროლი, მერე უთხრეს რომ ორი ტუზი მქონდა.

ორი თვე შოკში იყო.

მას მერე დაახლოებით ორი წელი, ჩემთან ერთად აღარ სვავდა, ერთად ნადირობას და თევზაობას ვინ სჩივის.

 

აცხონოს მისი სული.

Link to post
Share on other sites

მამუკა გრიგოლიას პოსტია:

 

 

მე 27 თებერვალს მოვახერხე საღამოს სეზონის დასახურად გასვლა,საჭოჭუოს ეწერზე გავედით სამნი.,,პერელიოტამდე,, ასე 2 საათი იყო და ვეცადეთ რაც შეიძლება,ველურ და ძნელმისადგომ ადგილზე შევსულიყავით,ამ ადგილს ,,დამპალ,,ეწერს ვეძახით,საშინელი სასიარულოა.ნელ-ნელა მივდიოდით,მივლაპარაკობდით,თან ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ეწერს ვათვალიერებდით,მოშორებით,ასე 150-200 მეტრში,სამი მოფარფატე, დიდი, თეთრი პეპელა შევნიშნე,დავაკვირდი,რა პეპელა კაცო,შველები!!!!!პეპლებად მათი თეთრი კუდები მომეჩვენა,ჩვენგან ზურგით ნელა მისეირნობდნენ,მაშინვე ჩავჯექით!!ღმერთო,რა ლამაზები იყვნენ,ორი ხარი და ერთი ფური!!!ხარებს არც მოუხედიათ,ფურის სილამაზეს ყავდა ორივე ,,წაყვანილი,, ფურიც,ლებანიძის არ იყოს ,,მიწაგასახეთქი,, იცით როგორი იყო????რქაწითელის მწიფე მტევანივით,დამკრახული,ახალშეღერებული 18 წლის გოგო!!!!!სულ რაღაც 1 წუთი ვტკბებოდით ალბათ,ფურმა მოიხედა და წამებში მოჩვენებებივით გაქრნენ,დარწმუნებული ვარ ასე გადაულაპარაკა,,კავალრებს,,...იქ სიკვდილია!!!!!!ჩვენ კი ვიდექით,ყურებამდე გაღიმებულები და ყველგან,მანადირულ ტანსაცმელზე,თოფებზე,ფალასკებზე,მთელი სეზონის იხვის სისხლით გაპოხილ ზურგჩანთებზე,სიკვდილის საშინელი სუნი აგვდიოდა!!!!!მერე კარგა ხანს ერთმანეთს ბედნიერები ლაპარაკს არ ვაცლიდით!!!იცით რა მიხაროდა??გახსენით ინტერნეტი,უამრავი ტელეგადაცემა და შველის მეტი რაა,მწყერივით ხოცავენ დიდ სამონადირეო კულტურის ქვეყნებში,მაგრამ არა, ეს ჩემი შველი იყო,რომელიც არც არავის გადაურჩენია,არს არავის გაუმრავლებია,არც ტურა-მგელი გაუწყვეტია ვინმეს, მისთვის კომფორტის შესაქმნელად,არს საკვებურები დაუდგია ვინმეს მისთვის და არც მარილი მიუტანია სალოკად!!!პირიქით ვხოცეთ სადაც წავეწიეთ,კაცმაც და მხეცმაც,ამინდმაც და ავადმყოფობამაც,შლეგმაც და ჭკვიანმაც!!!მაგრამ მაინც გადარჩენილა კაცო,სიყვარულის დრო დადგომია და გამრავლებასაც მოესწრება უფლის ნებით!!!!ისე მომინდა დამეჩოქა იმ გაუვალი ტალახის უკიდეგანო ველზე,მე სიკვდილის სუნით აყროლებულს,გულში ჩამეკრა ეს სილამაზე,ჩემი სიბერეშეპარული სხეულით მისი გულისძგერა,მისი ველური სურნელი შემეგრძნო,მის პრიალა დრუნჩზე მეკოცნა,რომ კიდაღამ ტირილი დავიწყე!!!!!ალალად ვიტყვი,სამთაგან არცერთს არ გაგვქცევია ხელი კარტეჩიანი ჯიბეებისკენ!!!

სეზონის ბოლო გასვლა, ხშირად უშედეგოა ხოლმე,მაგრამ არა ამ დღეს,საოცარი გადაფრენა გააკეთა იხვმა,ტყვიასავით მოდიოდა უზარმაზარი გუნდები და ჩვენს გარშემო ჯდებოდა!!!17 ავიღეთ სამივემ,5-6 ცალი დავკარგეთ,ეს იყო და ეს,ახლა მომავალი სეზონის მოლოდინის რეჟიმში გადავდივართ!

Link to post
Share on other sites

კობას პოსტი:

 

 

 

ეს ზუსტად ასეა - სხვადასხვა ჯიშის მყეფარებს მეტ-ნაკლებად აქვთ სისხლში ნადირის დევნისადმი მიდრეკლილება. მე ჩემს პრაქტიკაში სულ ერტი მყეფარე მყავს ნანახი, რომელიც მდევარივით მყშაობდა კვალზე. ასეტი მყეფარე ოქროს ფასი ღირს, მე რომ მკითხოთ. მაგისთანა ძაღლთან ერთად ნადირობა უდიდესი სიამოვნებაა.

ჩემგან ნახსენები მყეფარე, ვოლოგდის ოლქში, ჩერეპოვეცის რაიონში, ყავდა ჩვენს თანამემალულეს, მაგარ მონადირეს, გვარად ლუკავას. არ ვიცი ეხლა ცოცხალია თუ არა მაგ ძაღლი (ალბათ არა, რადგანაც მას შემდეგ 12 წელიწადი გავიდა), მაგრამ ჩემს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნება.

მე შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილებში, ჩემს ახლობლებთან ერთად. წარმოიდგინეთ - შუაგული ზამთარი, 20 გრადუსამდე ყინვა, რუსეთის ჩრდილო რეგიონის ერთ-ერთი მივარდნილი სოფელი, სადაც აგარაკივით ქონდა ჩვენს ზემლიაკს (უახლოესი დასახლებული პუნქტი 40 კილომეტრში), ღრმა, ქათქათა თოვლით დაფარული არემარე... მოკლედ ზუსტად ისეთი ადგილი და ამინდი, რომ, ბუხართან ჯდომის და არაყის სმის მეტს არაფერს ინატრებდა კაცი. პრინციპში ასეც მოხდა. ჩვენმა გულუხვა მასპინძელმა გაშალა ლამაზი სუფრა და დაიწყო ქართული სმა-ჭამა. მე ვერ გავძელი და სანადიროდ წავალ მეთქი. მასპინძელმა მომცა თავისი სანადირო ტანსაცმელი (ჩვენ საქმეზე ვიყავით ჩასული), თოფი, "ტყვია-წამალი" და ... გამაყოლა 2 ლაიკა. ერთი დასავლეთ-ციმბირული და მეორე რუსულ-ევროპული, რომელიც შედარებით ახალგაზრდა იყო. სიტყვიერად ამიხსნა საით წავსულიყავი და რაზე გამეკეთებინა ორიენტაცია (კომპასი არ გვქონდა არც მე არც მას).

თავს არ მოგაბეზრებთ და მოკლედ ვიტყვი - დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ ძაღლებმა ტყეში ააგდეს რაღაც ცხოველი და ყეფით გამოეკიდნენ. ლაიკას არ ახასიათებს ყეფით დევნა, მაგათი უმრავლესობა ყეფს, როდესაც ხედავს ცხოველს. უმრავლეს შემთხვევაში როცა ნადირი დგას ერთ ადგილას, ანდა მას ძაღლები ირგვლივ უვლიან და ცდილობენ შეაჩერონ. ხშირად მყავს ნანახი, როცა ლაიკები "კუდზე აჯდნენ" ლოსებს და გარეულ ღორებს, მაგრამ ხმას არ იღებდნენ.

მე შევედი ტყეში იმ ადგილამდე სადანაც ძაღლების პირველი ყეფა გავიგე და ნაკვალევით დავადგინე, რომ ძაღლებს კურდღელი ყავდათ აგდებული. მე იმ პერიოდში კურდღელზე ნადირობის დიდი სპეციალისტი არ ვიყავი, მაგრამ კარგად ვიცოდი კურდღლების ჩვევა, როცა მაგენი საშიშროების შემთხვევაში არტყამენ დიდ წრეს და უბრუნდებიან იმ ადგილს სადაც მტაცებელმა ცხოველმა ან ძაღლებმა მაგენი აღმოაჩინეს და დაუწყეს დევნა. ამას კვალის არევის მიზნით აკეთებენ.

მეც დავდექი შორიახლო იმ ადგილისგან, სადაც კურდღლის "საწოლი" ("лёжка")იყო, და დავუწყე ლოდინი. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთ-ციმბირელს ყეფა არ შეუწყვეტია და მისი ხმის დახმარებით ზუსტი ინფორმაცი მქონდა, თუ სად იმყოფებოდნენ ძაღლები. რამოდენიმე ხნის შემდეგ, გამოჩნდა ყურცქვიტაც. მორბოდა აუჩქარებლად (თითქოსდა არაფერი არ ემუქრებოდა) და გაჩერდა ჩემგან დაახლოებით 15 მეტრში. მე ხეს ვიყავი ამოფარებული და არც ვინძრეოდი, ამიტომაც ჩემს მხრიდა ყურჩქვიტა საშიშროებას არ გრძნობდა. დაჯდა და მიაბრუნა თავი იმ მხარეს, საიდანაც ყეფა ისმოდა. ჩემი შეფასებით ძაღლები კურდრელს დაახლოებით 500 მეტრით მაინც ჩამორჩნენ. კურდღელიც მშვენივრად გრძნობდა ძაღლებამდე მანძილს და არ ჩქარობდა გაქცევას. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ყეფის ხმა მოახლოვდა, კურდღელმაც გადაწყვიტა გაქცეულიყო, მაგრამ, შორს ვერ წავიდა... მე სროლის სექტორი უკვე ამორჩეული მქონდა და ჩვენს შორის ხე-ბუჩქნარიც ნაკლებად იყო.

საკუთარი ნაკვალევით უკან დაბრუნება არ მიყვარს, ყოველთვის რაღაც ახალს ველი წინ, ამიტომ, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე გავაგრძელე გზა და ... რასაკვირველია გზა ამებნა. უკვე დაბინდებულს (ზამთარში ადრე ღამდება) მივაგენი სოფელს, სამაგიეროდ გზაში ყრუალაც მოვინადირე. ძაღლებმა ის დაჭაობებული ადგილიდან, სადაც თოვლის ქვეშ საკვებს ეძებდა (უმთავრესად "клюква"-ს (არ ვიცი ქართულად რა ქვია)), ააფრინეს ხეზე და დაუწყეს ყეფა ქვევიდან. მე შორადან მივხვდი რომ ხეზე უყეფდნენ რაღაცას, რადგანაც ერთი ადგილიდან ისმოდა ხმა. უფრო ვფიქრობდი ციყვზე, რომელიც იმ რაიონში ბლომადაა, მაგრამ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ყურადრება ძაღლებზე იყო გადატანილი, მიპარვა მაინც გამიჭირდა. ხე, რომელზეც ყრუალა იჯდა, შედარებით ღია ადგილას იყო და იძულებული გავხდი ამ თოვლში დამერტყა წრე და უკნიდან მივპაროდი. სროლის პერიოდში სულ ოფლიანი ვიყავი, არადა უკვე ყინვა 20 გრადუსზე მეტი იყო.

შემდეგ, სოფელში მისვლამდე, ხშირად ვინანე, რატომ ვესროლე მეთქი. ყრუალა ოთხ კილოგრამამდე მაინც კი იყო, კურდღელი დაახლოებით სამამდე, ამას დავუმატოთ რომ ზურგჩანთა არ წამომიღია და ორივე ხელი ამ "ტვირთით" მქონდა დაკავებული + თხილამურები, რომლებიც სიბნელეში ხან თოვლით დაფარულ ტოტებს, ან სხვა რაიმე ჯანდაბას წამოედებოდა ხოლმე, + იმის აზრი, რომ შეიძლება არასწორად მქონდა მიმართულება არჩეული... მოკლედ, რამოდენიმეჯერ ვინანე, რა მინდოდა ამ შუაგულ ტაიგაში, მჯარიყავი ღუმელთან და მეწრუპა არაყი მეთქი. ერთადერთი ის მამშვიდდებდა, რომ ძაღლები თვითონ მიაგნებდნენ გზას სახლამდე (უკან, ნაკვალევით დაბრუნებაზე არც მიფიქრია - ძან დიდი მანძილი გამოვიარეთ). მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ, როცა ძაღლებმა ტყიდან ღია მინდორში გამომიყვანეს, შორიდან შუქი შევამჩნიე.

ძლივს მივლასლასდი სახლამდე, მაგრამ, იმდენი ხოტბა-ქება დავიმსახურე, რომ დაღლილობა და ყველაფერი უარყოფითი უკან დარჩა.

ყველაზე მეტად მასპინძელი იყო გაკვირვებული - პირველად ვხედავ ქართველსო, რომელსაც არ შეეშინდა ზამთარში ტყეში მარტო წასვლა და მითუმეტეს ნანადირევით რომ დაბრუნდაო. მე ვუთხარი, ეს ყველაფერი შენი ძაღლების დამსახურებაა მეთქი და მათი სადღეგრძელო შევსვი. სინამდვილეში მასეც იყო.

სახლში დაბრუნებულმა მეც ავიყვანე ლაიკები. სულ 3 მყავდა. ეხლა 2 მყავს.

Link to post
Share on other sites

გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაა.

 

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

 

შიოდა.

 

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

 

შიოდა.

 

რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.

 

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

 

შიოდა.

 

უცებ იგრძნო რაღაც.

 

ტკივილი? - არა.

 

რაღაც და გათავდა.

 

ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:

 

- მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა.

 

- ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, - დაამშვიდა მამამ.

 

რაღაცით გეცოდება ბაწია, მაგრამ ალბათ ყველას მოგვინდება გულის სიღრმეში ვანოს ადგილას ყოფნა (ბაწიასაც გააჩნია:D)

Edited by master
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კაი, მოგიყვებით ერთ ამბავს და ბოლოს კითხვასაც დაგისვავთ.

 

ბრაუნინგს მოვუყევი იმ დღეს და გადავარდა სკამიდან, სად პოულობ ასეთ შარებსო? :haha:

 

პირველი, ვარ ჩვეულებრივი ქართველი, ღიპისა და კომპლექსების გარეშე. :d030:

ძალიან მიყვარს თევზაობა, და არა მარტო თევზზე.

ზოგი მაგას წაკაიფებას ეძახით, მე "თევზაობა" დავარქვი.

არტისტული ნიჭი მაქვს, უცებ შემიძლია თავი შტერად მოვაჩვენო დაინტერესებულს.

 

სამი კვირის წინ, მოწყენილმა ბარს მივაშურე.

უშუშუში ხდება ესა, წყნარი ოკეანის პირას.

მანდ საკურორტო პატარა ქალაქებია და ბლომად ხალხი მიდის დასასვენებლად.

მე კიდევ სამუშაოდ. :karochera:

 

ნუ, 8 საათის შემდეგ არ მაქვს უფლება რომ ჩავრთო რაიმე ელექტრო ხელსაწყო, არც ინეტია და არც ტელევიზორი.

ჰა, დავრეკავ ცოლთან და რამდენი უნდა ველაპარაკო? 12-დე?

 

მეთქი გავიჭყიპები ლუდით.

მაგრა გაიძეძგა 11-ისთვის, მე კიდე წამოსვლას არ ვაპირებ.

ადგილები შევიწროვდა და ოფიციანტმა მთხოვა, თუ შეიძლება თქვენს მაგიდასთან ორი სტუმარი დავსვაო.

მეთქი მაიყვა, თორემ დავმუნჯდი მაგის დედაცთქო.

ცოლქმარი მოიდნენ. lol.gif

კალიფორნიიდანა ვართო და თანაც ფსიქოლოგებიო.

ვაა, მეთქი კაია, რა იცი რაში დამჭირდნენ./ჩვენი მთავრობების გადამკიდეს, მართლა გვჭირდება ერთი-ორი კაი ფსიქოლოგი თითოს./ lol.gif

 

გავყევით საუბარს და მართლა განათლებულები აღმოჩნდნენ.

ლუდს ისინი კისრულობენ, შეკითხვებს მე ვსვავ.

ისინი ვისკის უბრახულებენ.

 

33-30 წლისები იყვნენ.

ქალი მაგარი რამე იყო, კაცზეც სიმპატიური ითქმოდა.

ძაან გამიშინაურდნენ.

როგორც მოგახსენეთ "თევზაობა" მიყვარსთქო და გავუშვი ლაპარაკი სექსზე.

მეთქი თქვენი ფანტაზიები და რამე.

 

დამასლევეს.

 

კაცი მეუბნება, ძალიან მინდა ვუყურო როგორ "უშვები" ჩემს ცოლსო.

ცოლმა კიდევ საერთოდ გამარეკინა.

ეს უნდა გაიდო ქვეშო.

 

არა, ერთი ორი ჭიქა არაყი დალეული მქონდა, მაგრამ ლუდი ეგრე ვერ მათრობს, ვედრას დავლევ და მაინც ვივლი.

 

აქ მოიცათ, მოვალთქო.

მივადექი ბარს და ბარმენს ვეკითხები:

-ბიჯო, აბსენტი ხომ არ დამალევინე შე მკვდარო არაყის მაგივრადთქო?

-არა აბსოლუტი იყოვო.

 

მივედი მაგიდასთან, ავკრიფე ჩემი ნივთები და ჰაიდა ოკეანის ნაპირზე, ვეღარ ვსუნთქავდი ისე იმოქმედა.

 

გავიდა სამი კვირა, თვალებიდან და ყურებიდან არ გამომდის ის, რაც მოხდა.

 

 

ახლა გეკითხებით:

 

-დაირღვა თუ არა ჩემი უფლებები, როგორც ნორმალური ადამიანისა?

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

შენც რას ელოდი გიო,მზადა ვარ მოდი დავიწყებთ და შენ უყურე შენი დედაცთქო ვერ უთხარი შე კაცოოო :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...