avto 106 Posted November 14, 2015 Report Share Posted November 14, 2015 ისევ აცივდა ,ისევ დათოვა ფიფქმა დაფარა მაღალი მთები გული გამითბა ამის მნახველს და უმალ ტყისაკენ ავიღე გეზი. ისევ მივყვები ნაცნობ ღარტაპებს ბუჩქებს მიაპობს სეტერი მკერდით ვხედავ ჩერდება მუხლის კანკალით ზურგზე უბზინავს ლაპლაპებს ბეწვი. გარინდული ვართ ორივე ვუცდით როდის დადგება ნანატრი წამი ისმის ფრთხიალი ცაში იჭრება ტყის ქათამია ვიფიქრე ნაღდი! შიშველ ტოტებში სილუეტს ვუცქერ უკვე წკიპზეა ეს რკინის მხეციც სასხლეტს დავკარი, დაიგრიალა ! და აებურძგლა სეტერსაც ბეწვი! ნანადირევით დამშვენებულებს მოგვაცილებდა ბილიკი ფერდი რკინას ვათბობდი არ შეგცივდესთქო თითქოს მეგობარს ვუდექი გვერდით. პოეტობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ . გუშინწინდელი ამბავია ეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 15, 2015 Report Share Posted November 15, 2015 კაია ავთო, რაც იგრძენი ხომ ამოუშვი და გალაკტიონი აქ არცერთი არ ვართ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 15, 2015 Report Share Posted November 15, 2015 მშვენიერია ავთია!!!ეჭვი მაქვს შენ კიდევ გექნება და გამოუშვი,ეს ზუსტად ის ადგილია სადაც უნდა იდოს!!! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 15, 2015 Report Share Posted November 15, 2015 მშვენიერია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 მამუკა გრიგოლია ერთი სასაცილო ამბავი შემემთხვა,გუშინდლამდე ხუთჯერ ვიყავი იხვზე და ერთი გილზიც არ მისვრია,გუშინაც პირველი 15 გილზი ისე ვისროლე ვერაფერს გავაკარე,ორნი ვიყავით, ძმაკაცს ვეხუმრებოდი,პირველ იხვს რო ჩამოვაგდებ ისე ვარ გამწარებული,ყელს გამოვჭამთქვა!!შემომაფრინდა კაი გუნდი,გავუხსენი ცეცხლი და როგორც იქნა ერთი მამალი იხვი დავატოვებინე,მივედი ავიყვანე,სახუმაროდ კისრით კბილებში დავიკავე და ძმაკაცისკენ წავედი,ზურგჩანთა იქ მედო გილზებით,ვივედი ცოტა ვიცინეთ,ცოტა ეგ ერთი და სხვა მრავალიო დამლოცა,იხვი იქვე დავაგდე თოვლზე,დავწვდი გილზებს,ჯერ თოფის მჭიდი გავძეძგე,ერთი 10 ცალი ჯიბეში ჩავიყარე,ამასობაში ჩემი იხვი გაფართხალდა,ჯერ თოვლზე გაბაჯბაჯდა,ხელი გავწიე ავიყვანთქვა და გამისხლტა ხელიდან და აფრინდა,ჯერ პირდაღებული ვუყურებდი,მერე თოფს მივწვდი და სამი გილზი მივაყოლე,შენც არ მომიკვდე გაასწორა ნელნელა ფრენა და გაფრინდა,ჩემ სიცილზე ძმაკაცმა მოირბინა,რა გჭირსო,ილარიონ შევარდნაძის არ იყოს,თოვლი თუა,ქარი თუა,ქვეყანა თუ იქცევა და იხვი გაგიფრინდა,შენ რა გაცინებს შე უპატრონოო,მითხრა და ტუჩზე შერჩენი იხვის ბუნდღა ნაზად მომაშორა!!! :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 ელჩი ჩემი მამიდები სამედიცინოზე სწავლობდნენ და იმ პერიოდში ჩვენთან ცხოვრობდნენ თბილისში. ზამთარი მოვიდოდა და იმათი თეთრი ხალათები გამქრალი იყო გადავახვევდი "ლატუნის გილზებზე", დავაჯდებოდი თბილისი-ბორჯომის მატარებელს და ჰაიდა რუისისკენ. სკრას გასცდებოდა და იქიდანაც ჰაიდა. გადმოვხტებოდი გაქანებული მატარებლიდან, შემოუყვებოდი წელამდე თოვლს ურბნისამდე და მებორნე უკვე მიცნობდა. -გადამიყვანა რა ძია მეორე ნაპირზე. კაი კაცი იყო, ალბათ აღარ არის. მტკვარის გადმოსვლა იყო და იქიდანაც 5-6 კილომეტრი უნდა მევლო. ქარელამდე ვერ გავჩერდებოდი მატარებელში./არც ავტობუსის ფული მქონდა და ტაქსი ხომ ვერც წარმომედგინა. მატარებელი დილის ექვსზე გამოდიოდა თბილისიდან. ასე რომ ყველაფერი გაყინული მხვდებოდა გზაში. სიჯიუტე არ ვარგა, მაგრამ განზრახ სიჯიუტე, კაი რამე ყოფილა. ასე მაჩვენა ცხოვრებამ. ჩავიდოდი ჩემს მეგობრებთან, დავსხდებოდით იმავე დილას "ფეჩთან", დავტენიდით ორივეს, ვაზნებს თოფის წამალით, კუჭებს ორნახადი ჭანჭურის არაყით. გამთენიისას მზადა გვქონდა ყველაფერი და კიდევ მესამე ჰაიდა მოვიდა. მოვპარავდი პაპაჩემს ღორისტანში გამოშვებულ თოფს და ჩვენს მტერს მერე. ჯერ მარტო, ვისვრი აუცილებლად მიზანში და მთლად უარესი, თავში ვარტყავ ყველა სულიერს. დაილოცოს სოფელი. თბილისში დავიბადე და იქ ვიცხოვრე 33 წელი, თან მეხუთე თაობის თბილისელი ვარ. მაგრამ გადის ბევრი დრო და გულით და სულით სულ რუისელი ვყოფილვარ. დაილოცოს ყველა ჩვენი სოფელი, მაგათ გადაარჩინეს ჩვენი მოდგმა და ჯიში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 5, 2016 Report Share Posted January 5, 2016 ელჩი დამიჯერე, შენ ნოსტალგია გიტევს....ვერ უშველის მაგას ნადირობა-თევზაობა, მაგას უნდა ბილეთი პორტლენდი-თბილისი. მოახერხე როგორმე წელს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 6, 2016 Report Share Posted January 6, 2016 აბა დასცხეთ!!!! https://www.facebook.com/ემიგრანტის-წერილი-2016-977391052334658/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 ავთოს პოსტი. მეტი ვრცლად მინდოდა დამეწერა მარა ბურთი მომაწვა ყელში. თვალწინ დამიდგა ყველაფერი .გამახსენდა ის ბუხარი ,ხაჭაპური და ისიც გამახსენდა ჩემ უმცროს დას რომ შევატეხე ხელში კეციდან ახალი აგდებული ხაჭაპური ჭასთან (სახლთან ახლო იყო) ,აბ წადი მაკრინე და თუ გეიწელება ეს ყველი ჭიშკრამდეთქო. ბებიაჩემი იქვე მდგარა და ქვეშიდან გვიყურებდა ღიმილით. ჩემი და კისკისით გარბოდა ჭიშკრისკენ ,გაწყდა ყველი შუა გზაზე! ბებომ ჩქარა გარბოდა მაგ ოხერიო მომაძახა ! აბა მოჩქარე რას ქვიათქო ვიკითხე?! შვილო მოჩქარე რო არ დაჯდება ოჯახში იმას ქვია ,კისერს რო იტეხავს იმას კიარაო ულამაზესი ბებია მყავდა ,მასზე ლამაზი ქალი მე არასოდეს აღარ მინახავს ,მოხუცი იყო მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი. მის მერე ძალიან ბევრი სტუმარი ვნახე ფიცხი ხაჭაპურის ფქვილი რო ქონდა ტუჩებზე შერჩენილი და ისე ილოცებოდა ეზოდან გადასვლისას.33 წლის ვიყავი როცა გავაცილე ჩემი თინა ბებო ამ ქვეყნიდან ,ის 84-ის იყო მარა ისეთი ლამაზი იყო 330 რომ ვიცოცხლო ერთი წუთითაც არ დამავიწყდება. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 ავთოს პოსტი. მეტი ვრცლად მინდოდა დამეწერა მარა ბურთი მომაწვა ყელში. თვალწინ დამიდგა ყველაფერი .გამახსენდა ის ბუხარი ,ხაჭაპური და ისიც გამახსენდა ჩემ უმცროს დას რომ შევატეხე ხელში კეციდან ახალი აგდებული ხაჭაპური ჭასთან (სახლთან ახლო იყო) ,აბ წადი მაკრინე და თუ გეიწელება ეს ყველი ჭიშკრამდეთქო. ბებიაჩემი იქვე მდგარა და ქვეშიდან გვიყურებდა ღიმილით. ჩემი და კისკისით გარბოდა ჭიშკრისკენ ,გაწყდა ყველი შუა გზაზე! ბებომ ჩქარა გარბოდა მაგ ოხერიო მომაძახა ! აბა მოჩქარე რას ქვიათქო ვიკითხე?! შვილო მოჩქარე რო არ დაჯდება ოჯახში იმას ქვია ,კისერს რო იტეხავს იმას კიარაო ულამაზესი ბებია მყავდა ,მასზე ლამაზი ქალი მე არასოდეს აღარ მინახავს ,მოხუცი იყო მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი. მის მერე ძალიან ბევრი სტუმარი ვნახე ფიცხი ხაჭაპურის ფქვილი რო ქონდა ტუჩებზე შერჩენილი და ისე ილოცებოდა ეზოდან გადასვლისას.33 წლის ვიყავი როცა გავაცილე ჩემი თინა ბებო ამ ქვეყნიდან ,ის 84-ის იყო მარა ისეთი ლამაზი იყო 330 რომ ვიცოცხლო ერთი წუთითაც არ დამავიწყდება. გული გამითბო ავთოს პოსტმა და ჩემი ბებო გამახსენა... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 14, 2016 Report Share Posted February 14, 2016 მამუკა გრიგოლია. ერთი კაი წყლიან-ჭაობიანი ტყე ვიცი,ვზივარ კაცო ამ შუაგულ ჭაობში დამპალი ხის ძირზე,სგულდაგულოდ დამალულ-დაკამუფლიაჟებული და პირის საყვირით იხვს ვეძახიიი,ვგალობ რაა,მიმიქარავს ფოლად ბულბულოღლი,გუშინდელ ამბავს მოგახსენებთ!!გედევიდა ,,პერელიოტის,, დროც და შავი უკუნი ღამე ჩამოწვა,წვიმს,სადაა იხვი,სულ არ გამოჩენილა!!!სამაგიეროდ სითბოზე გაღვიძებული ბაყაყები შემომესია,ჩემი გალობით მოჯადოებული და შემომყიყინებენ აქეთ-იქედან!!!ერთი ნამეტანი ახლოს მოცურდა და პირდაპირ ყურში ჩამყიყინებს,გადი იქით შე ამფიბია მამაძაღლოთქვა ვეუბნები!!კეთილო კაცოო მიპასუხა,მეო მოჯადოებული პრინცესა ვარო,ბოროტმა ეროვნული პარკის რეინჯერმა მომაჯადოვაო,მაკოცე და ჯადოც მომეხსნებაო!!შემეცოდა კაცო,ნამეტანი ნაზი ხმა ქონდა,გავბრიყვდი ბერიკაცი,ავიყვანე ხელში და ვაკოცე!!კოცნა იყო დაა,ჩემი ბაყაყი ულამაზეს შიშველ ქალად გადაიქცა,ვაიმეეე,ტანი აქვს კალმით ნახატი,თოვლივით თეთრი და ქათქათა,ფოსფორივით ანათებს უკუნ ღამეს!!!შენ მოგიკვდი გოგო,გაცივდები შიშველი ამ წვიმაშითქვა ამევილუღლუღე!!!მერეეო,მითხრა,ჩამიხუტე და გამათბეო,ჩამაცვი და დამახურეოო!!!აქანა გამოვფხიზლდი,გოგოოო,შენოჯახაშენებულო,ვეუბნები,ჩახუტებას და ჩაცმა-დახურვას რო მთხოვს მაგისთანას გამევექეცი ამ ყიამეთში თქვა,მეორეც და რო დამდგარხარ აქათქათებ აი დახვითქინებულ ხორცებს ამ შავ ტყეში,რაის იხვი მემეკარება მასეთქვა,დავკარი ჯადოსნერი ჯოხი და გავაბაყაყე ისევე,მაგას ეგონა ცოლად მევიყვანდი,ვაიიიი!!!.....უუჰ,დამძინებია ეს ოხერიი,წევეი-წევეი სახლში ჩემ ბებერ ბაყაყთან,ასე აჯობებს! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 14, 2016 Report Share Posted February 14, 2016 მამუკა გრიგოლია. უიმე ჩემო გელა,კოვპაკის პარტიზანივით მე თვითონ არ ვიცი სად დავდივარ,გზაზე მარგალიტად მიმავალს დამესხენ თავს,შევვარდი ტყეში და დევიკავე ,,კრუგავოი აბარონა,, ამასობაში ქე დეიწყო ,,პერელიოტი,, რო მორჩა სულ არ ვიცოდი სად ვიყავი,გევიხსენე ყველაფერი:მდინარეები ზღვას ერთვიანო,ხეს ხავსი ჩრდილოეთიდან ეზრდებაო,ობლის კვერი გვიან გამოცხვაო,თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო,ადრე ამდგარსა კურდღელსა გასტანჯავს წუთისოფელიო,ვაი შე უბედუროო,შეგჭამს მგელი და ტურა მაგ ტყეშიო და ქე გამევედი სამშვიდობოს,მერე ადგილმდებარეობის რუკა შევჭამე მტერს რო არ ჩავარდნოდა ხელში და წევედი სახლში!!!!ჰო და რა გითხრა ახლა,ვიცი სად ვიყავიი???რა ვიციი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 15, 2016 Report Share Posted February 15, 2016 რა მიყვარს ნადირობა-თევზაობაში???არც ნანადირევი მწყერ-იხვი და არც თევზი,ბიჭი მიყვარს, ცელქი,დაუდგრომელი,მოუთმენელი,7 თვიანი ბიჭი მიყვარს ნადირობა თევზაობისას,რომ იღვიძებს ხოლმე ჩემში და ჩემი ბებერი სხეულიდან ამოხტომას ცდილობს,ვცდილობ ხოლმე დავაოკო,მაგრამ ვეღარ ვაკავებ კაცო,ვერც ვერასოდეს ვაკავებდი!!რამდენჯერ ბიჭობაში ნემსკავი გამიყრია აკანკალებულ თითებში,ჭიაყელას ნემსკავზე დაგება და დილის ოხშივარ ავარდნილ მორევში გადაგდება მეჩქარებოდა,ახლაც საიხვე ადგილებზე შესვლისას მივრბივარ მუხლამდე ლაფტალახში,სანამ შუბლზემოდენილი ცივი ოფლი და საცოდავად აფართხალებული გული არ შემახსენებს ასაკს!!!მწყერობაზე,მანქანას რომ დავაყენებ,300 მეტრამდე უნდა გავიარო ფეხით სანადირო მინდვრებამდე, ,,ნელააა!!!,, შევუძახებ ხოლმე იქვე მოშლიგინე ძაღლებს,არადა ძაღლებს კი არა ჩემ თავს ვუძახი,მრცხვენია,არ მოვწყდე და სირბილით არ გავიარო ის 300 მეტრი!!!ბევრს შურდეს ჩვენი,ჩვენ რა დაგვაბერებს,რა დაგვაოკებს,თუნდაც ინვალიდის ეტლს მიჟაჭვულებს,სანამ იმ ბიჭის, ცელქი, დაუდგრომელი,7 თვიანი ბიჭის ერთი ამოხტომა მაინც დაგვრჩა ბებერი სხეულიდან!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 15, 2016 Report Share Posted February 15, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 15, 2016 Report Share Posted February 15, 2016 mamuka grigolia შენს სულს და გულს ვენაცვალე ბებერო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 15, 2016 Report Share Posted February 15, 2016 მაგარია მამუკა, ჩვენი სათქმელი თქვი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 16, 2016 Report Share Posted February 16, 2016 mamuka grigolia ჯიგარი ხარ მამუკა, ჯიგარი! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 28, 2016 Author Report Share Posted March 28, 2016 გვიანია ახლა ჩემთან. ღვინის ჭიქა წამექცა და გატყდა, სასმელი დაიღვარა. დავფიქრდი და ვერა რაა. არ ვიცი მე მეგობრობაში ასაკი, მნიშვნელობა არა აქვს ვინ რამდენი წლისაა. უნდა გავიხსენო ერთი ძალიან კარგი კაცი. უმეტესწილად ჩემზე ბევრად უფროსებთან ვმეგობრობდი. მოგეხსენებათ რა არის ქუჩის აკადემია, ისიც თბილისში და თანაც ნახალოვკაში. გამოვედი უელსის პრინცივით ჩაცმული, გამოწყობილი ვარ სასიძოთ, და სად უნდა წავიდე? რათქმაუნდა უბნის ბირჟაზე უნდა გავიდე. შიშკა გამოვიდა, დავინახე და შემეშინდა. ნუ მიყურებ ეგრე, გადავრჩიო. რეზო მოძებნე და მაგარ პონტში გაგჩითავთო. აუ რევაზას რა იპოვის, მეთქი ქუთაისელი კობა არ წავათქო. მაგას ვერ ვიტან, ჩემზე მეტს ლაპარაკობს, წადი სოხაძე მოძებნეო. სად მივდივართ ბატონო შიშკა, ეს იმიტომ რომ მისამართი დავტოვო სახლში და ბევრი ძებნა არ დასჭირდეთ ჩვენებსთქო. გამოიშმოთქენ ეგენიც და გავგაზეთ საბურთალოზე. ეს კაცი გახლდათ ჩვენი კალათბურთელი და წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გახლდათ. ერთხელ მოხდა და ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა, მაშინ მაგათ რიგებში იყო შიშკა. მივყვები და გარტყმაში არა ვარ რა ალიაქოთში უნდა ამოვყო თავი. მივედით სასტუმრო აჭარაში. ახლა არ ვიცი, ადრე ლიფტები სხვანაირად მუშაობდნენ მანდა, ერთი მხარე ლუწ ნომრიან სართულებზე ადიოდა, მეორე კენტებზე. შევაბიჯეთ და ვიღაც იტალიელი ტურისტებიც შემოვიდნენ. იმდენი ვაწვალეთ პულტი, ბოლობოლო გავიჭედეთ. ვდგევართ და მეთქი ამ დღის დედაც. მაშინ მხოლოდ ქართულად და ღორისტანულად შეგვეძლო ლაპარაკი. წაიღეს ტვინი ამ იტალიელებმა. ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ვის უნდა შეეკითხონ? შიშკა არის ორი მეტრა სიმაღლეში და ამას დაუწყეს ტვინის ღუნვა. რაც მაშინ იმ ცხონებულმა უთხრა, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. გითხარით რომ სხვა ენაზე ვერა ვლაპარაკობთ, მითუმეტეს იტალიურად. ეკითხებიან ესენი რაღაცეებს, მიიღო ამან აკადემიკოსის სახე და - დანძრევინო, დანძრევინოო. მე მოვკვდე, მიხვდნენ რაც უთხრა. ძირს ეყარნენ სანამ მელიფტე არ მოვიდა. სადაც მივდიოდით იქ აღარ გაგვიშვეს, წაგვიყვანეს თავის ნომერში და გაგვჭყიპეს შამპანურებით. ყველაზე მაგარი ცირკი ის იყო, ერთმანეთის ენა არ გვესმოდა და ისე ვქეიფობდით. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 28, 2016 Report Share Posted March 28, 2016 :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 28, 2016 Author Report Share Posted March 28, 2016 ესეც რომ არ მოგიყვეთ ვერ მოვისვენებ. ავედით ძმაკაცთან და მანამდე სულ ჩხუბებს ვუყურებდით, მოიტანეს რაღაცა ფილმი და ულამაზესი ქალი ყველაფერს უკეთებს კაცს. მეთქი წავედით. მაგრამ ფული არა გვაქვს. დავჯექი კარტის სათამაშოდ. ახლაც ვერ მიტანენ ბევრნი. გაფრენილ კარტებს ვიმახსოვრებდი. დაგროვდა მთელი ბირჟის მაყუთი მაგიდაზე, დავარიგე და ჯოკერი დავისვი, მარა რად გინდა, დამიჯდა ყვავის ვალეტი დამა აგურთან ერთად. არადა "დასაცლელია " საძმაკაცო . წარმოდგენაც კი ძნელია, რაც მაშინ დავიხარჯე. იმდენად მოტივირებული ვიყავი, ტიპს სამი კაროლი დავაყრევინე. პ.ს. ჰო, ერთხელ კალოდაში შვიდი ტუზი მიპოვნეს. წინასწარ გაფრთხილებთ, არ მეთამაშოთ კარტი, გარანტიას გაძლევთ რომ წააგებთ, ასევე დომინოში და ნარდშიც. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 28, 2016 Report Share Posted March 28, 2016 ოღონდ შენ ჩამოდი გიო და არ გეთამაშებით,რამე სხვას მოვიფიქრებთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 28, 2016 Report Share Posted March 28, 2016 ესეც რომ არ მოგიყვეთ ვერ მოვისვენებ. ავედით ძმაკაცთან და მანამდე სულ ჩხუბებს ვუყურებდით, მოიტანეს რაღაცა ფილმი და ულამაზესი ქალი ყველაფერს უკეთებს კაცს. მეთქი წავედით. მაგრამ ფული არა გვაქვს. დავჯექი კარტის სათამაშოდ. ახლაც ვერ მიტანენ ბევრნი. გაფრენილ კარტებს ვიმახსოვრებდი. დაგროვდა მთელი ბირჟის მაყუთი მაგიდაზე, დავარიგე და ჯოკერი დავისვი, მარა რად გინდა, დამიჯდა ყვავის ვალეტი დამა აგურთან ერთად. არადა "დასაცლელია " საძმაკაცო . წარმოდგენაც კი ძნელია, რაც მაშინ დავიხარჯე. იმდენად მოტივირებული ვიყავი, ტიპს სამი კაროლი დავაყრევინე. პ.ს. ჰო, ერთხელ კალოდაში შვიდი ტუზი მიპოვნეს. წინასწარ გაფრთხილებთ, არ მეთამაშოთ კარტი, გარანტიას გაძლევთ რომ წააგებთ, ასევე დომინოში და ნარდშიც. შაშკში მოგიგებ ! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 28, 2016 Report Share Posted March 28, 2016 შენ რო ჩამოხვალ კარტის სათამაშოდ თუ მეიცალე და დაღუპულა ჩვენი საქმე. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 28, 2016 Report Share Posted March 28, 2016 გიოს ვენაცვალე,შენ რომ ჩამოხვალ,ბაზარზე გაქრება კარტი,დომინო,შაშჯი და ასე შემდეგ. აბა კითხე ლანდერს რამდენი პარტია ჯოკერი და ბურა მოგვიგო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 28, 2016 Author Report Share Posted March 28, 2016 თქვენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებთ, მაინც მიპოვეთ სუსტი წერტილი. შაშის თამაში ვიცი, მაგრამ ვჭედავ და ვიცი წავაგებ, ჭადრაკს კარგად ვუბერავდი, მაგასაც წავაგებ. კარტი და კამათელი არ დამაჭერინოთ ხელში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.