გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 (edited) ეს ამბავი უნდა გავიხსენო. მაშინ რეპეტიტორთან მომზადება კანონით ისჯებოდა. ჩუმად ვიკრიბებოდით და ასე ვიღებდით განათლებას. დაფიქრებაც ტეხავს ხომ? არადა გამოვიარეთ ეგეთი დრო. კარატეზე ღამის ცხრა საათზე მივდიოდი სკოლის სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ. რა ახალგაზრდობა მქონდა არა? არ ვსწავლობდი სკოლაში, მაგარი ზარმაცი ვიყავი, უფრო სწორედ ჩიტირეკია. ძალიან ვუყვარდი კლასელ გოგონებს და ვინმე კაი ბიჭი იყო მათთვის ზედმეტი გაებედა, მეორე დღეს ექიმის "პროფილაქტიკა" დასჭირდებოდა "სიფათზე". მეათე კლასში რომ გადავედი, ამ ჩემმა ძმაკაცებმა მაგრა შეუბერეს, ყველას მაღალი ნიშნები ჰქონდათ. ოე ყანა, მეთქი შენ რას შვები? შევიკრიბეთ და ვემზადებით საგნებში, უმაღლესში უნდა ჩავაბაროთო. მეთქი ძმა ვარ თუ ვიღაცა, რას აპირებთ, მეც მინდათქო. მაგრა ვჭედავდი ყველა საგანში, არ ვსწავლობდი და იმიტომ. მეზობელი თანაკლასელი გოგონები მყავდა, როგორც დები ისე მიყვარდნენ. აბა დამეხმარეთ, მაგრა უნდა გავაჯაზო, თქვენს გარეშე ამას ვერ ვიზავთქო. ძალიან კარგები იყვნენ, ორი მაიკო, ერთი ნინო და ერთი ეკა. პიანინოზე და გიტარაზე დაკვრას გასწავლითო. გერმანულს დაგამხეცებინებთ და ყველა ჰუმანიტარულ საგანსო. მეთქი მამეშვით. მამაჩემს რომ ვუთხარი ცხოვრების წესი უნდა შევიცვალო მეთქი, თვალები კინაღამ წამოსცვივდა. რას აპირებო. წამიყვანე შენს ძმაკაცებთან და ფიზიკა-მათემატიკაში მომამზადონ, როდემდე უნდა ვიარო ასეთმა შტერმათქო. ბიძაჩემი ესწრებოდა ამ საუბარს და ხელები ზეცას გაუშვირა, გადარჩა ჩვენი გვარი, აზრზე მოვიდა ეს იდიოტიო. წავალ ახლა, რეისს მოვივლი და ორჯონიკიძიდან ხბოს ხელა ცხვარს ჩამოვიყვან და ეკლესიის ეზოზე გავუშვებო. მიმიყვანეს "პროფესორებთან" და ერთ მეორედს ერთი მესამედი ვერ მივუმატე, ანუ წილადებში გავჭედე. იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ, ვინც წინა წლებში ვერ ჩააბარეს და გაეცინათ ჩემს უვიცობაზე. ძალიან მეწყინა. მაქსიმალურად დავიგრუზე, ყველაფერი გადავდე. მეთქი ხმამაღლა უნდა გაღრიალოთ ყველა. დაუჯექი და დავაშტერე ყველა. მოვიდოდი ვინმეს დაბადების დღიდან, ვითამადებდი, გავიტანდი სუფრას ბოლომდე და მერე სანამ მივეგდებოდი დასაძინებლად, მთელ ღამეს ვათენებდი და თოფურიას საგამოცდო წიგნი სანამ არ დავიზეპირე, მანამდე ვერ გავჩერდი. ფიზიკაში მაგარი შტერობები გავაკეთე. მასწავებელი გვყავდა პრიჟოკში მეტრა ნახევარი, გაიგო თუ არა ვემზადებოდი, ყოველდღე დაფასთან მიძახებდა. ყველა გამოძახებაზე INX-ზე ვუშვებდი და ბოლოს სულით ლილიპუტი ხარ მეთქი, როცა ხუთიანებით გატენილ ატესტატში სამიანი დამიწერა ფიზიკაში. წავყეტიალდი გამოცდებზე. პირველი მათემატიკა იყო. გამომცდელს ვეუბნები, შეიძლება პასუხები ახლავე რომ მივაწერო შეკითხვებსთქო. გაგაგდებ აქედანო. 25 წუთში გამოვედი და დედაჩემმა რომ დამინახა, გული წაუვიდა. ხუთიანი მივიღე პირველ გამოცდაზე. გავედი ფიზიკაზე და მგონი ისეთი ახალი კანონები დავწერე, ახლაც ვერ გარკვეულან. ვხიე მეორე ხუთიანი. მოვიდა ქართულის მესამე გამოცდა. დედაც ავატირე. ახლაა ამხელა პროსტინებს რომ ვწერ, თორემ მაშინ ორ გადაბმულ სიტყვას ვერ დამაწერინებდით. ერთ ავღანეთში ნამსახურებ ჯარისკაცს მივეცი ბარათაშვილის მერანის შპარგალკა და მე კოლხეთის ცისკარი გადავაკოპირე. მაგრა ვწერ, სასწაული ხელწერა მაქვს, კომპი ვერ დაწერს მაგ კალიგრაფიით. გაუტანიათ შემოწმებაზე და მაგარი მთხლეობა მიწერია, არადა ორი ფილოლოგი მეზობელი მყავდა, უნიში ასწავლიდნენ და იმათი დაწერილი გადავიწერე. წაიკითხა კომისიამ და ეს ბიჭი ან ძაან შტერია, ან ტვინით არის გატენილი და ჩვენ ვერა ვხვდებითო. გადაწყვიტეს "პოჩერკის" გულისთვის მაინც, სამიანი დაეწერათ, არადა მაგარი ქლიავობა მქონდა დაწერილი. მეოთხე გამოცდა მათემატიკის თეორია იყო. საერთოდ არავინ არ იყო გაგებაში, რაზე უნდა დაგვეწერა. ე, სად მიშველა ჩიტირეკიაობამ. მივაყარე და იმდენი სისულელე დავწერე, იძულებული გახდა კომისია ხუთიანი დაეწერათ. 18 ქულა მაქვს, გამსვლელი იყო 17. მორჩა, ვისრულებ ოცნებას და ვხდები სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი. გავგაზეთ ძმაკაცებმა ზღვაზე, ყველამ ჩააბარა, აღარ დაველოდეთ სიებს. გოჩა ჩოგოვაძის მოდგმა გადაშენდეს სამუდამოდ. ენერგეტიკულის საღამოს დასწრებულზე შემომთავაზეს თვრამეტ ქულიანს. მაინც მივაღწიე ჩემს საწადელს და ძალიან ბევრ ადამიან გავულამაზე საცხოვრებელი. მაინც მშენებელი ვარ და ბევრი გაღიმებული და ბედნიერი ადამიანის ყურება მიწევს. Edited April 29, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 (edited) ბარემ ამასაც მივაყოლებ. ერთია კიდევ. ქართლელები მაგარი დინჯები ვართ. განა არ შემიძლია ძალიან "მაგარი" ფრაზებით გავაფორმო დაწერილი, მაგრამ ვერა რა. მათემატიკას ქალბატონი ვენერა ბროლაძე მასწავლიდა. როგორ ტკბილად მახსოვს, ვერ წარმოიდგენთ. ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. ის პერიოდია, სკოლას ვამთავრებთ, ორი ხუთოსანი გვყავს კლასში და რაიკომიდან შემოწმებაზე მოვიდნენ. არ არიან იმ დღეს ჩვენი ხუთოსნები კლასში, არც ოთხოსნები. ვატყობ რომ ვენერა მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება. ჯანმრთელი სამოსანი ვიყავი იმ პერიოდში. სამაგიეროდ ვემზადებოდი მათემატიკაში და ვანგრევდი უკვე სტერეომეტრიის გარდა ყველა გოდოლს. ავწიე ხელი და გამომიძახე დაფასთანთქო. დაიბნა, არ ელოდა და არც იცოდა რა მქონდა. ვერ მიყავს გაკვეთილი, გასაძახებელი არავინ ჰყავს კლასში, შევაწუხე გამოვალთქო. მერე ერთმა კომისიიდან, გაიყვანეთ რა უნდა ამასო. მისვლა იყო და სტერეომეტრია არ მკითხო, დანარჩენს დაგიშლი და აგიწყობ, ჯერ არ გამივლია ეგ საგანი, რაც გინდა შემეკითხე, გაშტერებულებს გავუშვებ ამ კომისიის წევრებს აქედან. შემხედა და მჯერავს შენიო. მაგრა მისწორდება იმ დროს როცა ვიხსენებ, გავმართე ქალი წელში, მასზე ამაყი მასწავლებელი არ იყო მაშინ. დავლეწე დაფა და პირღია დავტოვე ყველა, რადგან სამოსანი ვიყავი და ურთულესი მაგალითების პასუხები პირდაპირ მივუწერე ტოლობას. ბევრი შტერობა მაქვს გაკეთებული. არ ვნანობ. Edited April 29, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 29, 2016 Report Share Posted April 29, 2016 კაი კაცი ხარ გიორგი,ასე გემრიელად რომ იხსენებ იმ პერიოდს, რომელიც ჩემი პერიოდიცაა. მალულად ვარჯიში კარატეზე; რეპეტიტორებთან მალულად სიარული(თავად რეპეტიტორები აიასნებდნენ თემას სადაც საჭირო იყო); რაიკომიდან მობრძანებული ღრმადპატივცემული გვამები და ა.შ. რა ნაცნობი თემებია ძალიან... ერთის დამატება მინდა მხოლოდ: საბჭოთა საშუალო სკოლა ზოგად განათლებას იძლეოდააა... არა თქვას ვინმემ ცუდსო!!! ვინაც მონდომებული იყო და სწავლა უნდოდა ზოგად განათლებას მიიღებდა საუკეთესოს. ჩემი შვილებისათვის საშუალო სკოლიდან ის ცოდნა გამომატანინა, რასაც საბჭოთა სკოლა იძლეოდა და მეტი არ მინდა, რაღა თქმა უნდა დამახინჯებული ისტორიისა და კომუნისტური იდეოლოგიის გამოკლებით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 (edited) Gurulo კი, უნდა დაგეთანხმო, თუ გინდოდა განათლების მიღება, აკრიფავდი რამდენსაც ტვინი გაქაჩავდა, მაგრამ ყველა ფეხის ნაბიჯზე იყო ქრთამი და პატიოსნება. სად იყო მაშინ ინტერნეტი და მობილური ტელეფონი? გაგაზავდი საჯარო ბიბლიოთეკაში და უნდა გეპოვნა რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი, რათა შენთვის საინტერესო ინფორმაცია მიგეღო. ვერა ვწერ ისე, ტექსტში რომ დავუშვა ლაჟვარდოვანი ცა, მოჩუხჩუხე ნაკადულები, ფოთლები როგორ ეჩურჩულებიან ერთმანეთს, ან მიწაზე დაცემისას როგორ ემშვიდობებიან ერთმანეთს სეტყვის და წვიმის განცალკევებული ნაწილაკები. დავცხებ ადიდებული ლიახვივით და ქე მიდის მერე ყველაფერი ნორმალურად./ ჩემი გადმოსახედიდან რათქმაუნდა./ სანამ სხვას დავწერ, აუცილებლად უნდა ვთქვა იმ ადამიანების გვარ სახელები, ვინც მათემატიკა-ფიზიკას მაზიარა. ორივე მამაჩემის მეგობარი იყო და ერთმა საერთოდ გამარეკინა. წამიყვანა უნიში და კათედრაზე ვიმუშავე თითქმის ხუთი წელი. ესენი არიან, გოგი დოლაბერიძე, რომელმაც პირველი ქართული "ატმორი" მოიგონა და ფიზიკაში გამხადა აინშტაინი. მათემატიკაში ბატონმა გურამ ჩაჩანიძემ არქიმედე, არისტოტელე და როდენი უკან დამაჩოჩებინა. ამ კაცმა დასწერა საგამოცდო წიგნი, სადაც ჩვენს ისტორიაზე აგებულია მათემატიკური ამოცანები. მიიღო აკადემიკოსის წოდება. მადლობა მათ ყველაფრისათვის. მომზადების თანხა რომ მივუტანე, არცერთმა ხელი არ ახლო. ეს ფული შენია და როგორც გინდა ისე მოიხმარეო. რაღაც არანოლმალური პროგრესი მქონდა ერთ წელში. ჩამოვედი მანქანასთან და მამაჩემს გავუწოდე ეს თანხა, არ გამომართვეს განა იმიტომ რომ შენი ძმაკაცები არიან, მაგარი ჭკვიანი ბიჭი ხარო და მაჩუქეს ეს ფულები. დავხოცავ ორივეს, შენ რომ გაგიძლეს ერთი წელიო. მანამდე სკოლაში კიდევ, ვაი მეეეეე. /დავწერ გაგრძელებას./ Edited April 29, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 29, 2016 Author Report Share Posted April 29, 2016 (edited) ისტორიებს მასწავლიდა მანჩხავა./ხუთი საგანი იყო მაშინ ისტორიების./ გაქანებული სკლეროზი ჰქონდა. გამიძახებს წინა დღეს და მერე კიდევ გავყევარ მეორე-მესამე დღესაც. აუ გამეშვი რა ქალბატონო, ხომ ჰხედავთ მესმის საგანი. დამითრევდა ბაკებზე და სანამ თითის წვერებზე არ დამაყენებდა დაჯღანულს, არ მომეშვებოდა. ქართულში ვერა რააა. ტასო/ანასტასია/ ზურაბიშვილი მკლამდა. მამაჩემსაც ეგ ასწავლიდა. საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება ჰქონდა. მერჩივნა კაი ხოშიანად გავეტყიპე, ვიდრე რამე ეთქვა ჩემზე, "იმინნა" სიტყვით გაგანადგურებდა. თვალწინ ვუწერდი საკონტროლოს და ვერა ხვდებოდა როგორ ვიწერდი. გეოგრაფია. ჰარა რააა. თინათინ ჭავჭანიძეს ჩემი ატანა არ ჰქონდა. ბჯოოოო, ზეპირად ვიცოდი ყველა ქვეყანა რა ფერად იყო პოლიტიკურ რუკაზე დაბეჭდილი თავის დედაქალაქებიანად, რუკას ზურგით დავუდგებოდი და ისე ვანიშნებდი ქვეყნებს, მათ კლიმატს, მოსახლეობის რაოდენობას და ფერებს. მაინც სამიანს მიწერდა. სამართალი. ამ საგნის მომგონის პატრონი დედაც. ლეილა ხმალაძე. ეგეც მამაჩემის მასწავლებელი იყო. ერთ გაკვეთილზე ოთხი ორიანი დამიწერა საკლასო ჟურნალში და მერე ერთიანიც მიაყოლა. სანამ ოთხიცალი გატკიცინებული ოცდახუთ მანეთიანი არ დაედო წინ, მანამდე ეს ორიანები და ერთიანი ვერ მოშორდა ჟურნალს. გერმანული. მაგარი სასტავი იყო. მაგათი დაწერილია ყველა ის წიგნი, რომლიდანაც იმ პერიოდში გერმანულ ენას ვსწავლობდით. ერთი იყო, მაყვალა, მაგრა უბრახუნებდა მოსწავლეებს. კიდევ კარგი მაგის კლასში არ მოვხვდი, თორემ ასიანი შემომაკვდებოდა. რუსული. მერე ჩვენი დამრიგებელი გახდა ქალბატონი ნათელა ქვარცხავა. როგორი ბუნჩულა და საყვარელი ქალი იყო, მაგრამ მე ვიყავი აუტანელი. მაგრა არ მევასებოდა ეს ლექსები. სოკოებისა არ იყვეს, ასტრონომიას და ლექსებს ვერ გავუქაჩე. ორიანს მიწერდა ლერმონტოვის ლექსში და მეთქი ეგ რო სახლში ნახონ, აქვე სჯობია სიცოცხლე თვითმკვლელობით დავამთავროთქო. ავხტი ფანჯრის რაფაზე და დაწერ ორიანს და ვხტები მეთქი. მესამე სართულია, გადარჩენის შანსი არის 1%. გული წაუვიდა, ძლივს მოვასულიერეთ. სამხედროს ერთი რუსი პოლკოვნიკი გვასწავლიდა ეგეც ვერ იყო ჯანზე. ავტომატს ვშლიდი და ვაწყობდი 45 წამში, ანუ ასანთის ღერი სანამ დაიწვება. ჩემს შუათანა ძმასაც იგივე გაუკეთებია და ესენი სამხედრო აკადემიაში უნდა გავაგზავნოთ რუსეთშიო. მიუვარდა მამაჩემი დირექტორს და ვაი მისი დღე. პ.ს. ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ჰო, სკოლის აფეთქებას ვაპირებდი ერთხელ, იმას ცალკე მოგიყვებით. Edited April 29, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 29, 2016 Report Share Posted April 29, 2016 ბავშვობაში გადამისროლე, ტკბილ და ბედნიერ ბავშვობაში... მამაჩემს ვართმევდი ყოველთვის სახარჯო და ჯიბის ფულს. აუცილებლად გამომკითხავდა რისთვის მჭირდებოდა. თუ შეამჩნევდა, რომ ვიტყუებოდი, სხვა საქმისათვის მჭირდებოდა ფარა და არა იმისათვის რაც მოვუყევი, მაშინ ზუსტად იმდენს მომცემდა რაც მოვთხოვე(ვერ ვიტყოდი მამასთან რომ კალათბურთში ან ფრენბურთში წავაგეთ უფროსკლასელებთან, ძმაკაცმა კარტში ან კამათელში წააგო და ა.შ.). მაგარი იყო, როცა სიმართლის თქმა შემეძლო და ფული მეგობრის დაბადების დღეზე საჩუქრისათვის, გოგოს დასაპატიჟებლად, გაჭირვებული სკოლელის დასახმარებლად ან თუნდაც მაგნიტოფონის საყიდლად მჭირდებოდა, ასეთ შემთხვევაში დოტაცია ხშირად მიორმაგდებოდა, ყოველთვის მოთხოვნილზე მეტს მაძლევდა. სანამ მამა არ გავხდი, ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 3, 2016 Report Share Posted August 3, 2016 (edited) მიხეილ მურვანიშვილივი:''მეტყევის ჩანაწერები'' http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/168803 Edited August 3, 2016 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 8, 2016 Report Share Posted August 8, 2016 ავთოს პოსტ: საფიჩხიაზე ,,პავილიონში,, ვალო ბიძია რო დაგიტვირთავდა ,,გლუღმა,, და არა გულღრმა საინზე,ხრუშოვის ჭიქით ტყემალს,აჯიკას და წითელ პიმპილას მარილთან რო გარაანაწილებდა ფრიალა საპურეზე! დოუჯდებოდით მშიერი მოწყურებული ბიჭბუჭები,რო გვეგონა ახლა ვალიკოს რა ეშველება ამას რო გადავსანსლავთ რას მეიტანს მერეთქვა და ამ ფიქრებში ისე გვრჩებოდა ბურვაკის მსუყე ნაჭრები იმ გლუღმა საინებზე რო კიდე ათ ჩვენნაირს დააპურებდა. ყოველდღე გავუვლი და გამოვუვლი ,,პავლიონს ,,! სულ არა მარა ხშირად მახსენდება იქაური სუნი ,ხალისი,მოხუცი დამლაგებელი ბებო და დიალოგები რომლებიც ყურებიდან არ ამომდის. ფუნდმენტზე კიდევ დევს რამოდენიმე აგური,იმასაც ანგრევენ თუმცა ამბობენ რომ საბავშვო მოედანს ვაგებთო. ღმერთი შეეწიოთ იმ ადამიანებს რომლებიც ამ ადგილს მოწყენის საშუალებას არ მიცემენ ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 24, 2016 Report Share Posted October 24, 2016 მამუკა გრიგოლია: აბა ჩემი როკიე რო ხოხბის კვალს აიღებს საერთოდ არაადეკვატური ხდება,არ რეაგირებს არც დაძახებაზე,არც ლანძღვა-გინებაზე,არც წყევლაზე,სანამ არ ააფრენს არ ეშვება,ეკალ-ბარდში და გაუვალში,მეც დავდგები და ველოდები,მოვა მერე დარცხვენილი,ხან ცალი ყური აღარააქვს,ხან ფეხი აქვს დაბინტული,ხან თვალი ჩალურჯებული,ეკლები ასხმული ზღარბივით,ჩამოჯდება გულამოვარდნილი და გვერძე იყურება,ვითომ მას არ ეხებოდეს ეს წუთიერი სისუსტე!!!რამოდენიმეჯერ ისე ვიჩხუბეთ,მწყემსებმა გაგვაშველეს თვარა სისხლი დეიღვრებოდა,მგონი ჩუმჩუმად სიგარეტსაც ეწევა!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 7, 2016 Report Share Posted December 7, 2016 მამუკა გრიგოლია: მართალი ხარ ჩემო გელა,მეც სანამ ცოცხალი ვარ ისე ვინადირებ,როგორც მინადირია,თუ ვინმე მომისმენს,ახალგაზრდებსაც ვასწავლი რაც ვიცი და შემიძლია,მარა ვატყობ მალე აღარ იქნება ამ ქვეყანაში ნორმალური მონადირის ადგილი,მე კაი,ბებერი ვარ და რაცხა ორი პარასკევი დამრჩენია,გადავსახლდები მარადიული ნადირობის ქვეყანაში,მარა შვილიშვილებს რა ვუთხრა???ახლა ჩემი საქმე რაფერაა,ჩემი უფროსი გოგო 4 წელია გერმანიაში ცხოვრობს,6 თვე იქნება გათხოვდა და გერმანელს გაყვა ცოლად,ამ ჩემი სიძის ძმა უბედური მონადირეა,ცხოველის მონადირე,ტახი,ირემი,შველი ხოცავს რამდენსაც უნდა!!უფალი თუ შვილიშვილს მარგუნებს,ხომ შეიძლება შემთხვევით მონადირე გამევიდეს,ცხოველის მონადირე!!ახლა მეორე გოგო რომ ქართველზე გათხოვდება,ხომ შეიძლება იმის შვილიც შემთხვევით მონადირე გამოვიდეს,მერე აგენს რომ ერთად მოვუყრი თავს და შუაში ჩოვუჯდები,იგი,ნახევრად გერმანელი რო მეტყვის,წამიყვანე ბაბუია სანადიროდო,რაი ვუთხრა,ჩუმად შე მამაძაღლო,თვარა დაგვიჭერენ ყველასთქვაა??!!!სამჯერ ვარ იხვის მოკვლაზე ,,ნასროკალითქვაა,,???ასე ვუთხრაა?თუ ჭეშმარიტ ღმერთზე ვესაუბრო,ჭეშმარიტ სამოთხეზე,სადაც შველი,მგელი და ლომი ერთად ძოვენ ბალახს,სადაც ბრაკონიერები და გარემოს დამცველები ერთად უკრავენ მანოკებზე,სადაც ელექტრიკები და კალმახი ერთად ქვირითობენ,თუ მხალი და ეკალა ვაჭამო ტახის ხორცზე გაზრდილ ბაღანას,რაი ვუთხრა,მე თქვენ გეკითხებით??? :( :( :( ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 8, 2017 Report Share Posted February 8, 2017 მამუკა გრიგოლია: რაც თავი მახსოვს,ჩემთვის მონადირე კაცურ კაცობის,ვაჟკაცობის,ცხოვრების ჯანსაღი წესის და ზოგადად მისაბაძი ხალხის,ახალგაზრდობის აღმზრდელის სიმბოლოა,რასაც ბოლო წლებია ვხედავ,ესაა მონადირეების აკრძალვის ჩარჩოებში მოქცევის,შებოჭვის და საერთოდ გაქრობისკენ მუშაობა,უკვე სადაც ფეხს გადაადგამ ყველგან აკრძალვა და კანონდამრღვევის ეტიკეტი გელოდება,უკვე მონადირე კრიმინალის ხარისხშია აყვანილი,ისე დაგვდევენ თითქოს ტერორისტები ვიყოთ,რას ნიშნავს იხვზე ნადირობის აკრძალვა,რა მოაქვს და ვისთვის მოაქვს,ამიხსენით ვინმემ,ან რომელ ქვეყანაშია ასე აკრძალული იხვზე ნადირობა,მილიონობით ხოცავენ,ან იქ რატომ კრძალავ სადაც არ ბუდობს,არ მრავლდება,სადაც დროებითი სტუმარია.ამ დაქცეულ და დამშეულ ქვეყანაში,ბევრისთვის ეს იხვი უბრალოდ საჭმელია,ერთი დღის მაძაღარი სადილი,შენ რომ მთავრობა გქვია,რას ფიქრობ,რა გინდა,რას თავაზობ ხალხს!!!ვინმე ფიქრობა ამაზეე??ან რა ჯანდაბაა,ჩამოართმევენ სიმწრით ნაყიდ თოფს,მიაგდებენ სადღაც,იჟანგება,ფუჭდება და თვეობით ელოდებიან სასამართლოს!!რა გვჭირს, ვინ დაგვწყევლა,ვინ შეგვაჩვენა,ვინ დაგვმუხტა ასე საკუთარი ხალხის სიძულვილით???ოღონდაც გთხოვთ,არ დამიწყოთ დამოძღვრა რაცხა ეროვნული პარკებით და იუნესკოს აღიარებებით,სისულელე და დემაგოგიაა ეს ყველაფერი და თვითონაც გადასარევად იცის,ამ იდიოტობების მომგონმა!!იქნებ საქართველო,ქართველი ხალხი,ქართული ხასიათი,ვაჟკაცობა და სიქველეა წითელ წიგნში შესატანი და იუნესკოს დასაცავი,იქნებ ის კაცი,ან ის მონადირეა იუნესკოს დასაცავი,სოფლის ორღობეში,ან ტყეში რომ შეგხვდება და უცნობ კაცს ალალი ღიმილით მოგესალმება და მოგიკითხავს,იქნებ ის ბაბუაა დასაცავი თავისი ჯიში და ჯილაგი,გენი და მომავალი რო გამოუყვანია ტყეში და გეშავს,სისხლს უღვიძებს და უჩქროლებს???იქნებ ამაზე დავფიქრდეთ,მომიტევეთ თუ მონადირის გადასახედიდან ვამბობ,განა ყველა სფეროში ასე არაა???გავიღვიძოთ ხალხო,გამოფხიზლდი მთავრობა,ნუ გგონია რომ რადგან მანდ მოკალათდი,ამიტომ შენი დროა,დრო ყველას ერთი გვაქვს და სულ უფრო ცოტა და ცოტა რჩებაა!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 7, 2017 Report Share Posted March 7, 2017 ეს ვნახე და მომეწონა, არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს, კარგად წერს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 20, 2017 Report Share Posted March 20, 2017 ავთო: დაწერილია 18 March 2017 - 14:23 სრული ვერსია! აბა მოემზადეთ გუშინდელი უნდა მოგიყვეთ ! ახლა მეცინება კაი გამოძინებული ვარ ,გუშინ საღამოს კი ნამდვილად არ ვიყავი მსგავს ხასიათზე. მოკლედ გუშინ უთენია წავედით ქარიყლაპიაზე სათევზაოთ 3 კაცი. მშვენიერი ამინდი იყო ,გადავცურეთ 3 ჭაობი რეზინის ნავით და დავიწყეთ თევზაობა.ნაკლებათ აქტიურია ჯერ ქარიყლაპია გამოსვლები ბევრი იყო მარა არ ჭამს ,სატყუარას მოკლე მანძილზე მოსდევს და აფრთხობს ,ქვირითს დარაჯობს . 2-3 ცალი მაინც დაჯდა ,სულ მამრები. 1 საათი ვითევზავეთ ,მერე ქარი ამოვარდა და გამოსვლებიც შეწყდა. რარა უნდა გვექნა ვიქნიეთ ეს სპინინგები წაქცევამდე და წავიქეცით კიდეც დასასვენებლად. ცოტა წევიხემსეთ და დავიწყეთ ტყუილ-მართალის მოყოლა ძველი ნადირობა თევზაობებიდან.საუბრებს გვაწყვეტინებდა ყველა მხრიდან შემოსული იხვის გუნდები,მათზე მასდევარი ქორების მძაფრი სცენები. საულ რაღაც 20 -30 მეტრში ვუყურეთ როგორ დაედევნა მამრ ხარაზულას ,იხვი ქვემოთ დაეშვა წყლისკენ,ქორმა ეგრევე ქვემოდან მოექცა და ამობრუნდა ფეხებით ზემოთ . წვდა მკერდში იხვს და იქვე ნაპირთან დაანარცხა. წამოხტა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიირბინა ,ქორმა საფრთხეს აარიდა თავი და არინდა, იხვი კი ლამის სახეში მიაფრინდა მშველელ-გადამრჩენელს,რაღაცა თავის ენაზე მიაძახა ორჯერ ,სავარაუდოთ მადლობაო და გაეშურა უფრო საიმედო ადგილლებისკენ. წამოვწექით ისევ ხმელი ბალახისგან გამზადებულ ლეიბებზე და დავიწყეთ ქორის და იხვის მეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა. ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ეს ახლალგაზრდა მონადირე წამოდგა მუხლს გავმართავო.წამოდგა , რაღაცაზე მზერა მიიტანა,ყბა ჩამოუვარდა ,თვალები დაქაჩა შეშინებულივით ,ხელი წინ გაიშვირა და ჩვენ გადმოგვხედა.თვალებით გვითხრა ადექით შეხედეთო. ეგრევე წამოვიჭერი ფეხზე და რას ვხედავ ! სულ რაღაც თხუთმეტ მეტრში დგას მდედრი შველი ! დიდი ლურჯი თვალებით,შავი წამწამებით,მოღერებული გრძელი კისრით და გაპეყილი მუცლით.მაკეობს ახლა მაგ დალოცვილი,რო დიდი მუცელი არა სუხიშვილების მოცეკვავე გოგონებს გავდა,აი იმათ სამაიას რომ ასრულებენ. .ჩემს მერე მეორე ახალგაზრდა წამოდგა ,შეხედა და უიმე შველიო იმხელა იკივლა ჩვენმა თვალხილულმა სილამაზემ მთიულურის რამოდენიმე ილეთი შეასრულა და წამში თვალს მიეფარა. ამასობაში მოსაღამოვდა ,ქარმა იკლო იკლო და სრულიად დაგვტოვა,იფიქრა ალბათ ცოტა ისიამოვნონ უჩემოდაც ამ ხალხმა ,მთელი დღეა საშველი არ მივეციო. დაიწყო დამშვიდება ბუნებამ ,ხმელი ისლის ღეროების შრიალი ჩიტების ჭიკჭიკმა ჩაანაცვლა,ეგერ აგერ იხვი წამოიყვირებდა,ჭაობიდან ახლადგაღვიძებული ბაყაყების სუსტი ყიყინიც ისმოდა. აღელვებული ტბორი დამშვიდდა ,ზედაპირი ძველ ვერცხლის სარკეს დაემმსგავსა რომელზეც მოწითალო ცის კიდის ანარეკლი ჩანდა. მოვიმარჯვეთ სპინინგები და დავსცხეთ ამ სარკეს სატყუარების კორიანტელი. დაიწყო თევზაობა როგორც იქნა მარა ეს გავარვარებული დიდი ბურთი ჰორიზონტს ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა. დავიჭირეთ საკმარისად,ბევრიც უკანვე დავაბრუნეთ ,კარგადაც გავერთეთ მაგრამ ამ განცხრომაში ისე დაგვაღამდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ავიბარგეთ დავიწყეთ ნავის დატვირთვა ,გადავიდა პირველი მონადირე ნავზე და აქ დასრულდა ჩვენი კმაყოფილი გამომეტყველება. ნავს ფსკერი გასძვრა! ისეთ ადგილზე ვიყავითსადაც ტელეფონი არ იჭერს და არც არავინ გამოივლის დახმარება რომ თხოვო. მოკლედ პანიკის დრო ნამდვილად არ გვქონდა ,შევკარით აზრების კონა უცბად და შევუდექით საქმეს,ამოვაგდეთ ნავი დავბერეთ რაც შეიძლებოდა და 2 კაცი ზემოდან გადაჩაჩხული შეუყვა ამ უკუნეთ ღამის წყვდიადს ნელი მოსმებით.მე ნავზე მიბმული სათევზაო წნულის ბოლო მეჭირა და მუხლები მიკანკალებდა მანამ სანამ ნაპირს მიაღწევდნენ. ვინც ჭაობს იცნობს კარგად იცის რას უდრის ჭაობში ჩავარდნილი კაცის ბედი. აქედან ვუნათებდი ,ვატყობდი როგორ ხტოტა ფანრის შუქი.100 მეტრამდე იყო გადასაცური მაგრამ კილომეტრებად მეჩვენებოდა.ქურთუკიც კი გავიხადე ,შევემზადე მაინც,ყოფილი წყალბურთელი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემდი ბიჭებს არ მივხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში. მართალია შანსი ათასი ერთთანაა მასეთ დროს მაგრამ იმ ერთის გაშვებას არცერთი მეგობარი არ დაუშვებს. როგორც იქნა მიადგნენ ნაპირს, ამოვისუნთქე ღრმად და სიცილ ტირილით დავიწყე წნულით ნავის გამოცურება ჩემსკენ.მოვათრიე და გადავედი ნავზე,ვაისვაგლახით შემოვჯექი ცხვირის ნაწილზე და დავიწყე ნიჩბების მოსმა. ყოველ მოსმაზე წყალი ჩემსკენ ტალღებად შემოვარდებოდა ხოლმე ჩვენმა ნავმა ისე აპრიხა კუდი ერთი ცუდი მოძრაობა და ზურგით გავადენდი ზღართანს ჭაობში.იქედან ბიჭები მამხნევებდნენ და გზას მინათებდნენ ,მეც შევატყვე მათ ხმებში ბზარებს.კაი გვარიანად მიგულშემატკივრეს ბებერ კაცს.გავცურე მშვიდობიანად.ორივე ჩამაფრინდა მკლავებში ამათრიეს ნაპირზე,გახალისდნენ .სიცილ კისკისით გავედით მანქანამდე. მივირეცხ მოვირეცხეთ ჭაობის ტალახები და გამოვეშურეთ სახლისაკენ.არცერთი ხმას არ ვირებდით. დაღლილ გასავათებულები ალბათ ყველა იმაზე ფიქრობდა რაზეც მე. ვფიქრობდი იმაზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,რას გადავურჩით. მერე ჭაბუკამ ამოირო ხმა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო, ბიჭო სახში არ მოყვეთ ეს ამბავი თორე ამ ჩვენ აღჭურვილობას დაგვიწვავენო და ვეღარც სათევზაოდ წასვლას ვახსენებთ სახლებშიო.ავყევით ერთმანეთს სხვადასხვა სასაცილო ვერსიების მოფიქრებაში და მოვდივართ ასე მხიარულად ამ ტალახიან ჭაობიან გზაზე ,იმდენი ვიცინეთ სანამ ჩვენი მანქანა ჭაობიან არხში არ გადავარდა ))))).ვიწრო და ტალახიანი ადგილი იყო გასავლელი ,მოგვასრიალა და ტყაპ ცხვირით ჭაობში.იმარჯვა მძღოლმა და როგორც იქნა უკანა 2 ბორბალი გზაზე დარჩა! ბევრი არ გვინერვიულია იმის ფონზე რაც წინა 1-2 საათის წინ გადაგვხდა,ეგრევე საქმეს შევუდექით,იქვე ხის კუნძი მოვთხარეთ,ხან მარჯვნიდან ვეჭიდავეთ ხანაც მარცხნიდან ვერ დავძარით მანქანა ,თურმე ხე ყოფილა მონაჭრელი და იმაზე იყო დადებული ძარის ფსკერი. აბა ,,დომკრატი,,ჩქარაო ნიკოლოზა ჩეერთო საქმეში,დაუდეთ წამოვწიეთ რაც შეიძლებოდა და უკანა სვლით გადმოვაგდეთ ცოტაზე უკან ,ერთიც გავიმეორეთ და მასცდა იმ კუნძს რაც აკავებდა ,მერე ..პაჯეროს.. ხიდებმა გააკეთეს თავისი და კი ამოვაგდეთ გზაზე. აბა ახალგაზრდებო როგორ განწყობაზე ხართთქო ვიკითხე.ახლა მშვიდობით მიგვიყვანა სახლში და ეს დღე კაი ხან გვემახსოვრებაო. როგორც იქნა დავადექით ასფალტიან გზას ამ ამოთხუპნული მანქანით,აბსოლიტური სიჩუმე ისევ მანქანაში,ჩაფიქრებული თვალები და სპინინგები მომავალ თევზაობას გეგმავდნენ და გულში იცინოდნენ. ამასობაში ქუთაისშიც მივედით ,უფალს მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ოჯახებს მივაშურეთ. ღამის პირველი იქნებოდა მეუღლემ გამიღო კარები,რატო არ გზინავსმეთქი? რავიციო რაც გიცნობ სულ ტყე-ღრეში ხარ და არასდროს მინერვიულიაო დღეს კი ვერაფრით თვალი ვერ მოვხუჭეო,ხომ არაფერი შეგემთხვათო მკითხა ? ხალიასიანად მოვუყევი შვლის და იხვის ისტორია ,ამისთვის დავდივარ იქ და სანერვიულო არაფერიათქო. რატომ ინერვიულა მე არ ვიცი ,სამაგიეროდ არც მან იცის რა გადაგვხდა.დღეს მთელი დღეა წვიმს,2 დღეს კიდე იწვიმებსო, ასე რომ შემდეგ გასვლას პირველივე ამინდის გამოსვლისას ვაპირებ ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 16, 2017 Report Share Posted August 16, 2017 ავთო: დამეწყო უძილობები,ისედაც მაგრად ცხელა და ამ სეზონის მოახლოებამ მთლად გამომაცალა ძილი! მე რო ლოგინში ვწრიალებ ჩემი ძაღლი რომელიც საძინებლის ფანჯრიდან 1 მეტრში წევს წკმუტუნით მეხმიანება მეც მაგ დღეში ვარო თავს ვიმხნევებ 2 დღეც და მინდორში ვართ ბაქსია და ჩემი თოფითქო მარა არ გინდა ამ 2 დღის გაძლება? 35 წელია რაც ვნადირობ,აქედან 28 წელი სრულუფლებიანი მონადირე ვარ.კარგად მახსოვს სეზონის წინა ღამით არასდროს მიძინია ,ზეპირად ვიცი რამდენწამიანი ინტერვალით ჭრიჭინებს შავი კალია ღამით.ათჯერ ან მეტჯერ დავათვალიერებდი აღჭურვილობას ხომ არაფერი მრჩებათქო.არადა რა უნდა დამრჩეს ?ამ ხნის მანძილზე გამომუშავებული ინსტიქტები ალაგებენ საჭირო ნივთებს ზურგჩანთაში. ამდენი წელი გავიდა და ის ბავშვური ჟინი ,სულსწრაფობა და გიჟური სურვილი დენთის მოყნოსვისა დღემდე ვერ გამინელდა. ვტრიალებ ლოგინში და ვიხსენებ პირველი ნადირობიდან დღემდე განვლილი ნადირობის ეპიზოდებს,ნაბულებს ,გასროლებს ,კურიოზებს ,ძმაკაცებს,ახალ გაცნობილ მონადირეებს და შრიალა ხის ჩრდილში გაშლილი მონადირული სუფრის გარშემო შემომსხდარი მონადირეების სიამოვნებისგან დაღლილ სახეებს.იქვე მიწოლილ ენაგადმოგდებულ სეტერებს,დრათჰაარებს ,კურცჰაარებს,პოინტერებს რომლებიც დროდადრო იქვე ტოტზე დაკიდებულ მწყერებს ამაყად უყურებენ. აი ამ დროს ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად,ბედნიერად და რომ გამახსენდება ეს ოხერი 2 დღე თავიდან იწყება ყველაფერი. ამაღამ და კიდე ერთი ღამე ! ხო ერთი ღამე ,ის უძილო მაგრამ მონატრებული რომელსაც შეჩვეული ხარ და არაფრად მიგაჩნია რომ ვერ იძინებ,თუმცა ვერ კიარა არ იძინებ! იმიტომ არ იძინებ რომ იცი ირიჟრაჟებს თუ არა შენი ძაღლი ფეხებთან წკმუტუნს და ცეკვას დაგიწყებს,გაიქცევა ისევ მობრუნდება ,ისევ იწკმუტუნებს სანამ თავზე ხელს არ გადაუსვამ და არ დაიძრები ცვარიანი მინდვრისაკენ! რამოდენიმე წუთიც და ცვარში გაწუწული დააკვდება მწყერის სუნს. ზუსტად ესაა ის მომენტი რისთვისაც ღირს უძილობა! ვისაც ეს სიტუაცია გეცნობათ ყველას გილოცავთ სეზონის მოახლოებას! ბუნების სიყვარული ,ნადირობის ჟინი და ტრფიალი ნუ მოგიშალოთ უფალმა მონადირეებო ! ა.დ. 16 აგვისტო 2017წ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 27, 2017 Author Report Share Posted September 27, 2017 ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, კი იცით რა ხდება საქართველოში ჩასვლისას. დავხოცეთ ერთმანეთი შუაღამემდე და მეორე დღეს რაის ხაში, ან ბოზბაში. გამოვყეტიალდით გარეთ და შუადღის სამია დაწყებული. კახური ორნახადი მაქვს, გავიყოლოთ და სადმე სანაპიროზე ხინკალს და ქაბაბს ჩავუჯდეთ ცივ ლუდთან ერთადო, ამბობს ჩემი ძმაკაცი. ავიხვეტეთ სადღაც რვა კაცი და მაგათ არ ეშლებათ სად უნდა შევიდნენ. კაციშვილის ჭაჭანება არაა რესტორანში, ერთი ჩვენ ვართ მოწამლული თაგვებივით. შეკვეთა მივეცით და წამოვიდა და რა წამოვიდა, წალამზე შემწვარი ქაბაბი თავის ქაფქაფა ბომბორა ხინკალთან ერთად. დაგვინახეს მუსიკოსებმა და დაუშვეს "თავისებური". თავი მაქვს გახეთქვაზე, არადა ნაბახუსევი არ ვიცი. ავდექი მაგიდიდან და ახლავე მოვალთქო. მივედი მუსიკოსებთან და კაი მოზრდილი თანხა მივეცი. დავბრუნდი სუფრასთან და რა შეუკვეთეო? -ორი საათი, როგორმე გაძელით და არაფერი დაუკრათქო. რა უბედურებაა ეს ღორისტანის სიმღერები, შუფუტინსკები და პუგაჩოვები? წამოსვლისას აშშ-ს ჰიმნი დავაკვრევინე და ისე დავტოვეთ რესტორანი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.