Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე-მეთევზეთა ჩანახატები


Recommended Posts

მონადირე-მეთევზეთა მოთხრობები .

 

აქა მშვიდობა.

რამოდენიმე წერილს მეც მოგაწვდით.

ადრე ვწერდი ხოლმე სხვადასხვა ქართულ საითებზე და ერთხელაც გადავწყვიტე ერთად შემეკრიბა.

ჩემი გადაწყვეტილება, თანაფორუმელთა დაჟინებულმა მოთხოვნამ განაპირობა.

ვნახოთ, თუ მოგეწონათ, სხვებსაც წაგაკითხებთ.

 

 

ჩვენი იქ ჩასვლა და მთელი უბანი გამოცოცხლდებოდა ხოლმე.

 

ჰე-ჰეეეეეე, მაგარი მოუსვენარი და მოურჯულებელი ვიყავი მაშინაც.

აბა "კეტებით" ან "ბუცკეტებით" მევლო სოფელში.

 

პაპა გიორგი, დაგვიმძღვანიებდა სარდაფისკენ და დაახლოებით სამი თვე, ჩვენი ფეხთსაბურველი მიეცემოდა დავიწყებას.

ფეხშიშველებმა უნდა იაროთ, როგორაც ეს ბავშვები დადიანო.

 

ბიჯო, ბიჯოოოოოოო, ვინ დაეძებდა ფეხსაცმელს, ოღონდაც ბაბოს გავპარვოდით.

 

მოვლილი მაქვს, მთელი ქარელის რაიონის სოფლები, რომლებიც ახლო-მახლოში იმყოფებიან, ერთ ყველაზე ძლიერ და ულამაზეს, ქართლის შიგ, შუა გულის ცენტრში მყოფ სოფლის გარშემოოოოოოო.

/ძლივს არ ამოისუნთქეთ, ნეტა საიდან არისო, მაგრამ ხომ მაინც არა ვთქვი რომლიდანა და რომლი გარშემო./

 

დატანჯული მყამდა მეზობლები.

მაშინ "ლაგატკებს" ვეძახდით ხოლმე.

სუ დალურჯებულები დადიოდნენ მეზობლები, ვინც დღე და ღამე ბაღებში მუშაობდა.

ყველა მოძრავ წერტილს ვესროდი.

თანაც, ძველი აკუმულატორისგან, იმ დაფშხალულ თუთიის ფირფიტებს ვიღებდი, მერე ვადნობდი და "განგსტერების" ტყვიებიც მზათა მქონდა.

თან, თუ "გაზ-53-ის ბალთავოი რეზინაში" ჩამოასხავდი?

წესით და რიგით, ნამუსიან მონადირეს, მიზნისთვის არ უნდა აგეცილებინა.

 

 

ხო, დალურჯებულებზე ვყვებოდი.

 

ერთხელაც, პაპაჩემის აშენებილ ქვის კედელზე ვწევარ, დაბლა არ "მიშვებდნენ", გაფუჭდებიო.

სოფლის ბირჟის ადგილმდებარეობა გაგანდეთ ეხლა.

"სეკას", კამათელს და თქვენ წარმიდგინეთ, ნარდსაც და დომინოსაც, ფულზე თამაშობდნენ.

მეც სხვა რა გზა მქონდა?

ვიჯექი კედელზე და ვიბეჭდავდი მათ ნათქვამს და ქცევას.

ეგენი კედელზე ამომსვლელები არ იყვნენ და თუ რამეს მესროდნენ, ისიც იცოდნენ, რაც დაუბრუნდებოდათ.

 

სოფლის "ბირჟაზე", მეზობელმა ჩამოიარა, /მე, თოხისა და ბარის გარეშე ეგ კაცი, ნანახი არა მყაამს./

სუ ბაღში იყო და ხელიდან არ აგდებდა მაგ "ინსტრუმენტებსა".

"ბირჟავიკებმა" გასძახეს:-ჟორა, მოდი ერთი სიტყვა გვითხარი, ამდენი შრომა ვის გაუგიაო.

-რა უნდა გითხრათ, ოჯახი მენგრევა, ამ გოგიას შვილიშვილის გადამკიდეო.

ამის გაგონებაზე, კატასავით ავიფხორე.

-რათა ბიჯო, ჯერა ბავშვიაო.

-ბავშვი კი არა, ჩემი წერა სანამ არ გახდება, არ მომეშვებაო, გავგუდამ კატასავითა და მიუგდებ ეზოზე პაპამისსო.

/აი თურმე, რატომ "გამკრა"კატის ხსენებამ./

-გვითხარი რა ხდება, რას გიშავებსო.

-დღესა ციალაი/ცოლი/, სამჯერ იყო ბაღში გადმოსული, ეჭვიანობს ეგ ჩემის თვრამეტიანიო.

-რა აეჭვიანებსო?

-რა აეჭვიანებს და ესაო, შემოიფხრიწა "საროჩკა" და ტანზე ჩალურჯებულები აჩვენა ხალხსა.

-ვერაფრით ვერ უმტკიცებ, ესენი "ლაგატკის ტყვიებისგანა" მააქვსო, ის კიდე გაიძახის, "ეგენი" ქალის ნაჩმეტებიაო.

 

ამ ამბის მერე, იმი ბაღის გარშემო აღარ "მინადირია" ღობემძვრალებზე.

 

 

მართლა ხომ არ მოვაკვლევინებდი თავსა. :drinks:

 

2007, ოქტომბერი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 289
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, კი იცით რა ხდება საქართველოში ჩასვლისას. დავხოცეთ ერთმანეთი შუაღამემდე და მეორე დღეს რაის ხაში, ან ბოზბაში. გამოვყეტიალდით გარეთ და შუადღის სამია დაწყებული. კახური ორნახადი

16-17 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით.

ესეც სიმართლეა.

 

ზარი შემოდის და ვპასუხობ.

საღამოა, უკვე ბნელა, ახალი წელი მოდის.

 

"ქვისლი ჰქვია", თორემ ძმა არის.

მეუღლის, დეიდაშვილის ქმარია.

 

ძმობა უთხარით ერთმანეთს.

ფიცი გვაქვს ნათქვამი.

 

მოკლედ, მირეკავს და მეუბნება:

-წამოსაღები წამოიღე, მჭირდებიო.

 

სულ პატარა თხოვნა მაქვს, ჩემს ძამიკოს, მოუსმინეთ ისე, როგორც ძირძველი სვანები ლაპარაკობენ.

 

სვანია, ჩემი ძმადნაფიცი.

 

ავხვეტე, თუ რამე გამაჩნდა.

 

თან მეუბნება, სასწრაფოდ უნდა მოხვიდეო.

"ნახალოვკიდან", ორთაჭალაში გასვლას, დრო უნდა.

 

სარეკორდო დროში დავფარე ეს "დისტანცია".

 

ეხლა მეღიმება,აბა მაშინ დაგენახეთ?

 

მივედი და გარეთ დგას, ხელში ავტომატი უჭირავს.

- წამო უნდა მოვკლა, სხვა გზას ვერ ვხედავო.

 

მე ცოტა "ძიენ დინჯი" კუთხის შვილი ვარ და ვეკითხები:-მოიცა, ვთქვათ და მარტო შენ გადაწყვიტე იმის მოკვლა, მერე დანარჩენები რას იტყვიან -თქო.

-ისინი მე მომკლავენ, ის თუ არ მოვკალიო.

 

ვატყობ,რომ ჩემი "გვერდში დგომა" სჭირდება.

მაინც ვერ ვისვენებ და ვეკითხები:-არი რო, მოსაკლავითქო?

-მაგი დღეს არ უნდა მომკვდარიყო, მაგას მე, 31 დეკემბერს უპირებდი დაკვლასო.

 

 

ეგრეა რა, მოსაკლავი უნდა მოკვდეს.

 

-ვის ვესროლოთქო?

-მაგას შენ ვერ დაინახავ, ბუჩქებში იქნება შემძვრალიო.

-რა ბუჩქებში,ხომ არ გადაირიე მეთქი.

-აბა, როდის იყო, გოჭი ფეხზე იდგა, ან ხეებზე დადიოდაო.

-გოჭიოოოოოოოოო.

 

სვანეთიდან, ღერღილზე გაზრდილი, "ჯანმრთელი", გოჭუნია წამოუყვანია და მთელ სანათესაოს შეპირებია, ნაღდი უნდა მოგართვათო.

გაქცევია ამ ჩემს ძამიას ეს გოჭი და შეუბერია სერებისკენ, ფუნიკულიორის მიმართულებით, "ჩერეზ" ბოტანიკური ბაღით, ზემოთკენ რა.

 

აბა,იმას ხელით ვინ დაიჭერდა, თუ არ ესროდი,ისე როგორ გააჩერებდი?

 

 

მეორე დღეს, დეზერტირების ბაზარში, მეგრელებს ჰქონდათ ჩამოტანილი, გოჭების უამრავი ნაირსახეობა.

ამას ვეუბნები, რომელს გავდა ის უნდა გიყიდო მეთქი. :drinks:

 

ისე, რა ვართ ქართველები, ჰააა???

 

 

2007, ნოემბერი.

Link to post
Share on other sites

როგორც იქნა, დაგვადგა საშველი და აქაც დათბა.

გუშინ, უკვე ცხელოდა.

 

ამინდების გაუმჯობესება და ჩემი სახლში ყოფნის ალბათობა, "ძლიერ და ინტენსიურ" კონტაქტშია ერთმანეთთან.

ისედაც, ერთ ადგილზე ვერა ვჩერდები და თუ გარეთ დარია?

მეძებონ მერე, ოჯახის წევრებმა.

 

მიყვარს "გარეთ ხეტიალი".

შარშან და მანამდეც, ნადირობის ლიცენზიაც მქონდა.

ვესროდი ყველაფერს მოძრავს, ირმის გარდა.

ეგეც ამიკრძალეს.

მეუღლემ და "დედიკო"-მ:- ცოცხალი არსების მოკვდინება, ცოდვააო.

თითქოს, მე ურჯულო ვიყვე.

ნადირობით, ხომ ირჩენდნენ თავს ჩვენი წინაპრები მეთქი?

ეგენი კიდე მპასუხობენ:-მაშინ სხვა საკვები არა ჰქონდათო.

 

მოკლედ, ვეღარ ვისვრი.

არადა, გრინ კარტის მიღება, უფრო იმიტომ გამიხარდა, რომ იარაღის ყიდვა შევძელი.

ენგრევე გადმოვიტანე "მონკავშირი" ჩემს სახლში./6 წელი ფულს ვაგროვებდი, როდის დამიდგებოდა ეს ნანინანატრი დღე./

"ნაირნაირები" შევიძინე.

 

მიხვდით უკვე, ვისთანაცა გააქვთ საქმეი.

 

 

გუშინ, მდინარეზე ჩავედი სათევზაოდ.

ტელეფონი სახლში დავტოვე.

როცა გავდივარ, მინდა, რომ მართლა დავისვენო.

 

ეჰ, ეხლა კი ვნანობ.

 

საღამოს 6 საათი იქნებოდა.

საიდანღაც, 10 ინდოელი გამოიჩხრიკა ნაპირზე./არ შეგეშალოთ: ინდოელი-ინდოეთი, გმადლობთ./

მაგარი მიუდგომელი ადგილია.

მე კიდევ, ვდგევარ ჩემთვის, ერთდროულად ვისვენებ და ვერთობი.

გავიხედოთ და სუფრა გაშალეს მდინარის პირას.

ამოალაგეს სასმელ-საჭმელი და ივახშმეს "მუზიკანტების" გარეშე.

როგორც იქნა დაამთავრეს და მერე "ადგილიც მოუძებნეს" ნარჩენებს.

ჰაიდა მდინარეში ყველაფერი.

 

პირი ღია დამრჩა.

 

მეთქი წავლენ და ამით მორჩება ამათი პურისჭამათქო.

თითიც არ გეტკინოთ.

 

ორნი გააგზავნეს და იმათ კიდევ რაღაც "შეხვეულები" მოიტანეს.

ვიფიქრე:-დალევით არ დალიეს, ასიანი მოწევენთქო.

აქაც შევცდი.

ყველაზე ახალგაზრდულად, რომელიც გამოიყურებოდა, გაიხადა ტანსაცმელი და მდინარეში შევიდა.

იქნებოდა დაახლოებით, 30-35 წლისა.

დანარჩენი ცხრაც მიყვა რამოდენიმე წუთში.

 

ჯერ იწუწავეს, წყალს ასხავდნენ ერთმანეთს, თან იღრიჯებოდნენ/იცინოდნენ/, ანუ უხაროდათ ძლიერ.

მერე საპონი "დააძრეს"და ტანის დაბანა დაიწყეს შუა, თავთხელ მდინარეში.

რო გაიღვრიჭნენ, მერე "შამპუნით" თავები დაიბანეს./ორჯერ/

 

ჩვეულებრივად, ამოვიდნენ წყლიდან, შეიმშრალეს, ჩაიცვეს, ჩასხდნენ იმაში, რითაც მოვიდნენ და წავიდნენ.

 

დამიტოვეს, დარდი და საფიქრალი.

ეხლა, დარდი რატომ?

იმიტომ რომ ტელეფონი სახლში დავტოვე და ეს ყველაფერი ვერ გადავიღე.

საფიქრალი?

მართლა "ენგრეთი ქათმები" არიან, თუ რამე რიტუალი ჩაატარეს, რომლის შესახებაც, მე არ ვიცი?

 

2006, აგვისტო.

Link to post
Share on other sites

ინდოელი ცოლ-ქმარი მყავდა ერთხელ კლიენტებად.

სასტუმრო ჰქონდათ, შეკეთება სჭირდებოდა და სხვას ვის იპოვიდნენ?

ყველა დამთხვეულს ხომ, მე უნდა გადავეყარო.

 

ტვინი შემიჭამეს.

გახურებულ მუშაობაში ვარ.

მომადგება ქმარი ხილის წვენით, მიირთვიო.

მერე ცოლის ჯერია, ეს შენთვის გავაკეთე გასინჯეო.

-მამეშვით, ხალხი არა ხართ, დამამთავრებინეთ, რაც დავიწყეთქო.

რატომ "წუხდებოდნენ" არ იცით?

იმ წვენის დალევა და "ზაკაზი" გამოშვებული იყო:-ონკანი არ მუშაობს გაგვიკეთეო, იქ გათბობას გეეჭედაო, იქა შუქი არ ინთებაო და რა ვიცი, ყველაფერი მუქთად უნდოდათ მერე.

გახსოვთ ის ანეგდოტი: -პივას კარგად მიირთმევდიო.

ეგრე იყო რა.

 

იმ ქალის, ჩემთვის გაკეთებული, ერთხელ გავსინჯე და ორი საათი წრეებს ურტყავდი სასტუმროს.

მე ეგეთი ცხარე, საერთოდ არ მიჭამია ჩემს სიცოცხლეში.

ცოტა სული რომ მოვითქვი/სირბილით დავიღალე/, ვეკითხები:-რათა მკლამთ, თქვე შობელძაღლებოთქო?

-არაო, ესა შენთვის უწიწაკოდ გავაკეთე, მწარე არ გამოსულიყოო.

-ჩემთვის ცალკე ვაკეთებ, აბა ის რომ გასინჯო, მერე რა დაგემართებაო.

-მოკლედ, მე არაფრის დამლევი და მჭამელი არა ვარ, სანამ ამ პროექტს არ დავამთავრებ მეთქი.

გაიყურსნენ და აახვიეს.

 

სამი დღე მშვენივრად ვიყავი.

მეოთხე დღეს ქმარი მოდის ყურებჩამოყრილი.

-რა იყო, რა ცუდი ფერი გადევს თქო.

-ცოლი ვერა მყავს კარგად, ჰოსპიტალში მყავდა და ვერაფერი ვერ გაუგესო.

-რა სტკივა მეთქი?

-კუჭნაწლავი აწუხებსო.

-ექიმებს უთხარით, რასაცა ჭაამს და სვავს მეთქი?

-არაო.

-მაშინ მიხედე დროზე, თორემ დაუსკდება ნაწლავები ამდენი მწარის ჭამითთქო.

-სხვას ვერაფერს ჭამსო.

 

ბოლოს ამომიყვანა და ვეღარ მოუთმინე:

-ბიჯოოო, ჩუგუნის ტრუბები ვერ გაუძლებს იმას, რასაც შენი ცოლის ნაწლავები უძლებს, დროზე მიაქციე ყურადღება, თორემ გასკდება შუაზეთქო./"ჩუგუნი"-cast iron არის/== == == == ==

დაფეთებული გავარდა.

 

კინაღამ დავხოცე ბოლოს, ორივე.

 

ისე მოხდა, მაგ პერიოდში, ბილეთები უკვე აღებული მქონდა.

5 წლის წამოსული, პირველად მივდიოდი სახლში.

ყველაფერი გასტუმრებული და ნაყიდი მქონდა, მხოლოდ ამ პროექტიდან შემოსული თანხა გამივსებდა ჯიბეს და ავისრულებდი იმ უძინარი ღამეების და შფოთიანი დღეების შემდეგ, ჩემს ოცნებას,

საქართველოში წასვლას.

 

მანამდე გავაფრთხილე, როცა მოვრჩები, მთელი თანხა უნდა გადამიხადოთთქო.

არ ვართმევდი მანამდე ცოტ-ცოტას, ვიცოდი დამეხარჯებოდა.

 

ბოლო დღეა.

ჩავალაგე ჩემი ხელსაწყოები, მოვწესრიგდი და შევედი ოფისში.

/დაახლოებით თვე ნახევარი წასული ვიყავი სახლიდან. შორს იყო ეს ქალაქი და ვარჩიე მაქსიმალურად მემუშავა, დასვენების დღეებშიც./

შევდივარ და ორივენი მეღრიჯებიან, /ჰო სულ დამავიწყდა, გადარჩა ის ქალი/

ქმარი ფულს მაწვდის ხელში.

დავხედე და კინაღამ, ისტერიკა და ბნედა ერთდროულად დამემართა.

500$-ია მხოლოდ, როცა 7 ათასამდე მართებდათ.

-ყოველ კვირა 500-500-ას გადაგიხდით და მაინც გავისტუმრებთ შენ ვალსაო.

 

-პოლიციაში დარეკეთ ეხლავე, მაგარი საშინელება უნდა დავატრიალო და თქვენს გარდა, სხვებიც რომ არ დავხოცო, იქნება იმათ მაინც გამაჩერონთქო.

გადმოვიღე მანქანიდან დიდი ურო.

სასტუმროს, უშველებელი საცურაო აუზი ჰქონდა, რომლის გარშემოც, მოზაიკით და ქვით გავაკეთილშობილე იქაურობა.

გავექანე და ორ მეტრიან ღობეს, დიდ ჩაქუჩთან ერთად გადავახტი.

-იხდით თუ არა მითხარით, თორემ ვიწყებ ყველაფრის დალეწვას მეთქი.

-ხელი არ დააკარო, რამეს მოვიფიქრებთო.

 

შევიდნენ ეს მათხოჯები და ჩეკი გამომიწერეს, როცა რომ ნაღდ ფულზე ვიყავით მოლაპარაკებულები.

 

ინდოელები არ გამაგონოთ, თორემ ის დიდი ურო, მანქანაში მიდევს კიდევ. :drinks::haha::yes:

 

 

2005, ოქტომბერი.

Link to post
Share on other sites

ეხლა, ჩემი ოჯახური "ტრაგი-კომედია"უნდა მოგიყვეთ./ესეც სიმართლეა./ :drinks:

 

2 წლის წინ,სახლში შემოვდივარ და ჩემი "გოგოები",/ მეუღლესაც, მაგათთან ერთად გოგოებში ვთვლი, ისე ორი საქალბატონე მყავს./ გახარებულები და ბედნიერები შემომეგებნენ, ნახე მამიკო,ახალი ოჯახის წევრი გვყაავსო.

 

კინაღამ ისტერიკა დამემართა, ვინ მოიყვანეთ-მეთქი./უფროსი შვილი, მეორე დედა-ტერეზაა, ვინც გაჭირვებული და დაბეჩავებულია სკოლაში, ყველა სახლში მოჰყავს./

 

ვიფიქრე,ვიღაცა შამამისახლეს-თქო.

 

შემიყვანა თავის საძინებელში. გალია უდგიათ.

ვიფიქრე,ან თუთიყუში მაიყვანეს, ან რამე მგალობელი ჩიტი-თქო.

 

გეგონოთ.

 

თაგვი. ჭრელი, შავ-თეთრი და თანაც ერთი ბეწვო./ისეთი რა, ლაბორატორიებში რო უტარებენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს./

ეხლავე გაფრთხილებთ, ვირთხებზე და ზღვის გოჭებზე, არ იფიქროთ.

 

მოკლედ, მაიყვანეს, ტკბებიან და დნებიან.

 

ამ ვირთხების პატარა ნაირსახეობამ,ისეთი სუნი დააყენა საძინებელში,მერე ჩემი ღრიალისა/მაგარი დოღრიალა ვარ/ და იმ სუნის გადამკიდე,ჩემმა ოჯახობამ გადაწყვიტა, ეს საპატივცემულო არსება, სამრეცხაო ოთახში გადაეყვანათ.

 

დღე-დღეს მისდევდა, ვკითხე მეუღლეს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეგ გასაწყვეტები მეთქი.

-2 წელს დაახლოებითო.

თანაც "უშვილებიათ", ცხოველების მაღაზიიდან.

ვეკითხები,-რო მაიყვანეთ, ერთი 3-4 თვისა ხო იქნებოდა მეთქი?

-კი, დაახლოებით 6 თვისა იყოო.

 

დავიწყე დღეების ათვლა.

ნეტა, როდის გავა წელიწად-ნახევარი, ეს "ხორველა" მოვაშორო აქაურობას-თქო.

 

სულ ფხაკუნობდა რა.

პირველი დღიდანვე ვერ ვიტანდი.

თანაც "ფრენკი" დაარქვეს.

 

ერთი წელი რო გავიდა, დავუწყე ხვეწნა-მუდარა, მოდი რა ჩავაბაროთ, მაგის მაგივრად, თევზებს მოგიყვანთ, ფრინველებს-მეთქი.

 

არა.იყო პასუხი.

ერთხელაც, ქალაქ გარეთ ვმუშაობდი.

მუშებმა ატეხეს ყვირილი, გველი დაუნახავთ.

 

მევ მეტი რა მინდოდა ოოო.

გავარდი და დავიჭირე.

გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი ვიპოვე, შევკარი საიმედოდ და საღამოს,სახლში რომ დავბრუნდი, ამ ჩვენი თაგუნიას გალიის გვერდზე მოვათავსე.

 

მტერს გაუთენდეს იმ წივილ-კივილით დილა, რაც მეორე დილით ჩვენ სახლში იყო.

 

სამი დღე, ოთახებიდან აღარ გამოდიოდნენ.

ვეუბნები, თქვენც რაც გინდოდათ,ხომ მოიყვანეთ-თქო, ეს კიდევ ჩემი "საყვარელი" ცხოველია-მეთქი.

 

ეჰჰჰ, იძულებული გავხდი,ისევ გამეშვა.

/ცხოველების მაღაზიაში მივიყვანე მანამდე, ჩაგაბარებთ უფასოდ-თქო, რო დაინახეს,ისინი კიდევ ერთი კვირა მაღაზიაში აღარ დადიოდნენ. თურმე შხამიანი ყოფილა./

 

ამ ამბავით მეტს აღარ შეგაწყენთ.

 

გუშინ ფრენკი დაიბრიდა სიბერით.

მიაბარეს მიწას და ორი დღეა "ტრაურში" არიან.

 

ეხლა წარმაიდგინეთ თქვენა, რა ბედნიერი გყავთ "ელჩი".

 

რაც მართალია მართალია, ღვინო ვიყიდე და იმათ დასანახად მოწყენილ სადღეგრძელოებს ვამბობ, გულში კიდენა,ჰუიტატატატააა. 259160.gif

 

ძლივს არ მოვისვენე კაცოოოო.

 

2006, მაისი.

Link to post
Share on other sites

ეს პატარა ისტორია, ადრე "წერილად" დავწერე და ბევრი ადამიანი გამოეხმაურა ამ ნამდვილ ამბავს.

გიმეორებთ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს "მწერლობაზე", თუ რამე გამახსენდება და დავწერ, მერე თქვენ არა გქონდეთ შეკითხვები ჩემთან, რადგანაც კითხულობთ, მე კიდევ გითხარით, პრეტენზიები არა მააქვსო .

 

მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.

"ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ.

ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს.

ის ყველა, სოფლელი ბავშვის"სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.

ბევრი "თავგადასავალი"შემიძლია გავიხსენო.

ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც, რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის, ერთერთ, ულამაზეს სოფლისაკენ.

მე, ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.

 

 

გავიდა დრო.

სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავარდნილიყავი"-ხოლმე, ჩემს ჯიგრებთან.

სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ, იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.

მყავს სანათესაო,ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად.

უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა, ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.

საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.

მოვეკიდეთ ოჯახებს.

გავმრავლდით.

ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი.

ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს.

 

ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას.

უფროსი შვილი, ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.

ვაჟკაცების მამაა.

 

ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.

ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს, გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.

ვაშლის ხემ, ამაგის დაფასება იცის.

ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.

 

მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:-ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი?

წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე არ სჩანს არაფერი.

წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია.

მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.

სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა.

ბავშვს წაუღია სიგარეტი და "სპიჩკა".

ამ დროს, წვიმას მოუსწრია.

დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია.

მაგ გაწამაწიაში მივუსწარი.

თავსხმაა.

მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი. მოვიხურე საწვიმარი და გაუყევი გზას.

მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.

მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატარა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული ბავშვზე, თვითონ ვეფხოს-ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი.

დამინახა და მიცნო:-მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო.

ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო.

 

ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.

 

დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.

 

 

2008, მაისი.

Link to post
Share on other sites

კაი ხნის ამბავია.

ქორწილია უბანში, მოვგროვდით ახალგაზრდობა ერთად "კუთხეში" და "უბერამთ".

ერთი მსმელი კაცი გვყავდა უბანში, ძიენ ბევრსა სვამდა რა.

უბნელებსაც აუღიათ და "ღრუსების საპატივსაცემოდ", ამ კაცისთვის ზედმეტსახელად, "კიმა" დაურქმევიათ.

შექეიფიანებული ვაართ უკვე.

მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მართლა, მაგრა დაგვლოცა ახალგაზრდობა.

ბოლოს ერთი გვთხოვა:

ცხოვრებაში, შაბაში არ მიმიცია "მუზიკანტებისთვის", იქნება სურვილი ამისრულოთო.

 

მივეცით წითელი თუმნიანი/მაშინ ეგეთი ფულითა ვსარგებლობდით ყველა, თანაც, "ლენინის თავი" ეხატა, იმ ქაღალდის ბანკნოტს/.

წავიდა "კიმა" დამკვრელებისკენ.

 

ვიღაცა, კასპელების "დასტა" ჰყამდათ ჩამოყვანილი დამკვრელებად.

იმჟამად, "მოდაში" ყოფილან.

მედოლე ჰყამდააააააათ?

ჰაერში სცემდა დოლსა.

გაისვრიდა მაღლა უკვე შემორტყმულსა, მერე ისევ ჰაერშივე იჭერდა, დაიდებდა ქვეშა და უბრაგუნებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.

თითებზე, "ლეიკოპლასტელინის" ლენტები ჰქონდა გადახვეული, დარტყმებისაგან, რომ არ გახეთქვოდა თითები/ალბათ/

 

გავიდა ათი წუთი და მუსიკა გაჩერდა.

ხალხმა ჩოჩქოლი დაიწყო.

ერთერთი მუსიკოსი გაქრა.

მედოლეს ეძებენ.

ბოლოს, მაგიდის ქვეშ უგონო იპოვეს.

 

ეხლა რა მოხდა.

"კიმა" მისულა და განაპირა მჯდომი მედოლესთვის ყურში უთქვია, "დოლია ვარავსკაია" დაუკარიო და ესეც შაბაშიო, დაუფურთხებია ხელისგულზე გაშლილი თუმნიანისთვის და ჩვენს "დოლთან ერთად მოხტუნავე" მუსიკოსისთვის, ისე მიუწებებია ფული, კედლისთვის მიურტყმევინებია თავი და ის საცოდავი კიდევ, სკამიდან გადავარდნილა და მაგიდის ქვეშ შეგორებულა გონება დაკარგული.

 

მეორე დღეს ვეკითხებით.

-კიმა, რათა ჰქმენი ეგ საქმე?

-ერთი მაგის დედაც, ეტყობა "თუმნიანი" არ ჰქონდა ნანახი და გული წაუვიდაო. :drinks::haha::yes:

 

 

2008, აპრილი.

Link to post
Share on other sites

მოგონებები არ მასვენებს, მეათე წელია მე "აქაური" სიზმარი არ მინახავს.

"სიზმარა" არა ვარ, უბრალოდ, ბევრს ვფიქრობ და ალბათ იმიტომაც ვხედავ "იქაურობას", თითქმის ყოველ ღამე.

ყოფილა შემთხვევა, გამღვიძებია და ნაბახუსევის შეგრძნება მაქვს.

გამიხსენებია წინა დღე და წვეთი სასმელი არ მქონია დალეული.

მერე "სიზმრების მინისტრთანაც" მიმიკითხავს და თურმე მთელი ღამე, ჩემს მონატრებულ მეგობრებთან ვყოფილვარ.

გვიქეიფია, გვიმღერია, თურმე ცეკვაც შეგვძლებია, მერე გაგვიცილებია, შედარებით ძლიერ ნასვამები სახლებში და ბოლოს ორ დარჩენილ ძმას, ძმობის და ქვეყნის სიყვარულის სადღეგრძელო დაგვილევია.

 

ამბობენ, ყველაფერს საზღვარი აქვსო.

მონატრებას, არა ჰქონია.

 

გავიხსენებ ერთ ლამაზ ეპიზოდს, ჩემი ცხოვრებიდან.

 

90-იანი წლებია.

აფხაზეთი, განადგურებული და დანგრეული ქართველებთან ერთად.

ბევრი ხალხი მოაწყდა დედაქალაქს.

აფხაზეთის ლტოლვილებს, სამეგრელოს სასაზღვრო რაიონებიდან დაემატა ბევრი ქართველი, რაჭიდან, სვანეთიდან, იმერეთის მაღალ-მთიანმა მოსახლეობამაც დინება დაიწყო თბილისისკენ.

დაიცალა ტყვარჩელი, ჭიათურას გაუჭირდა ძალიან, ტყიბული გაჩერდა, ზესტაფონი უფუნქციოდ დარჩა, ქუთაისს, გაღიმებული ხალხი მოაკლდა, ვეღარ ოხუნჯობდნენ, საფიქრალმა, მაქსიმუმს მიაღწია, ბოლოს, ბევრი ქუთაისელი ჩამოვიდა დედაქალაქში.

ქვეყანა, გაწყდა წელში.

სვანეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა, რაჭა-ლეჩხუმთან ერთად შიმშილობდა.

სამცხე-ჯავახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, მთიულეთი, კახეთშიც უკვე, ხალხმა დაიგმინა და გაჭირვებისაგან, სახლების დატოვება დაიწყეს.

მიატოვეს მამაპაპისეული და ქალაქს ჩამოვიდნენ.

ქართლზე, ხომ აღარ ვიტყვი არაფერს.

 

მოკლედ, "გაგვიჩალიჩეს" ძაან მაგრა.

და იცით რატომ?

მაგარი ჭკვიანები, რომ გვგონია ჩვენი თავები, იმიტომ. :nono:

 

გადავალ, ცოტა, შედარებით გასართობ "ნოტაზე".

 

 

"კოლორიტი" ყველა ქალაქს ჰყავს და თბილისშიც არ გველევა "ამ ნიჭით" დაჯილდოვებული ადამიანები.

ბავშვობის მეგობარი მყავს, რამაზა ჰქვია/რამაზი-ს ვერასდროს დაუძახებ./

ეგ "ბიჭი", მოწყენილი და დაღვრემილი, არასოდეს მინახავს.

სუ იღრიჯება. :yes:

 

დილაა, დაახლოებით 7 საათი იქნება.

"გავრბივარ" მანქანით საქმეზე, ამ დროს რამაზას სახლის წინ, ბირჟა უკვე მუშაობს.

გამოსულა ეს ტარტაროზი და "ლექციებსა" ჰკითხულობს.

ეგ, როცა ბირჟაზე იდგა, სხვა ვერ ილაპარაკებდა./ნუ, სტილი ჰქონდა გამანადგურებელი/

დამინახეს, ხელი ამიწიეს, მეც ავუწიე ხელი, მაგრამ სხვა გზა არ "დამიტოვეს", ისეთი ფინთი სახეებით აპირებდნენ ჩემს იმ ქუჩაზე გავლას და გატარებას, გადავწყვიტე, გამეჩერებინა და "გადამეკოცნა" ყველა იქ მყოფი.

/ისე, ჩვენში დარჩეს და რა მაგარი "სირობაა", ეს "ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუში" ყოველდღე თანაც./

 

ამას, რამაზას, "პარადი" მიჰყავს.

"სასტავი" უსმენს?

"სასტავზე" დეეცემიო, ენგრეა რა. :haha:

 

ესა კიდე, მაღალი ბიჭია, მამალივითა დგაას შუაში და "უბერამს".

ბირჟის დაუწერელი კანონია:- უნდა დადგე და უნდა იდგე.

"ჩავპროშნე" ზოგიერთები, რომლებსაც ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ტილები და "მანდალოჟკები" არ გადამედებოდა/მაშინ "კრუშკებით" იღებდნენ შხაპს ქართველების უმეტესობა/, დანარჩენებს მივესალმე "ჯიგრულად"/სიტყვა- ჯიგრულად, თურმე მე სხვანაირად ვიცოდი მანამდე, სანამ გრეჩო დიდი არ გახდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატი და ჯიგრების ყაურმა კიდევ/

 

მოკლედ, ხვდებით უკვე, რა სიტუაციაც არის.

 

იქვე, რამაზას სახლის გვერდზე, მანამდე ქარხანა იყო.

იქა, უამრავ ქართველ კომუნისტს შეუსრულებია გადაჭარბებით, ყოველთვიური გეგმა და თვიურიცა.

რო გაჭირდა, აუღიათ და "პროფილაქტიკა" გაუკეთებიათ, თავის "ვულკანიზაციით",

ამ "ვულკანიზაციის ბიუროში", ანუ მატარებლის ვაგონში, ერთი გაჭირვებული, ჭიათურიდან წამოსული ბიჭი ცხოვრობდა.

სახელად, დათო ერქვა.

იმდენად ალალი და მართალი იყო, იქ, გარშემო მცხოვრებმა და იმ "ბიუროს" ხშირმა კლიენტებმაც, შეიყვარეს ეს ალალ-მარალი კაცი.

 

აბა, სადა ჰქონდა იმას პირსაბანი და სავარცხელი?

 

რამაზას ყროყინზე გაეღვიძა და გამოვიდა "ბუტკიდან".

მოხდა ისე, რომ "ორატორი" ნამეტნავად არის როლებში შეჭრილი და ვერ შეამჩნია, თუ როგორ ამოუდგა გვერდში, პირღია დათო.

 

რამაზას "ძიალოგებზე" აფრენდა, რომ იტყვიან და შესაბამისად, პირი ეღებოდა ხოლმე თავისდაუნებურად.

 

რამაზა უბერამს და ამოისუნთქა ერთი, გაიხედა "დაბლა" და დათო დაინახა.

 

მართლა ვერ წარმოიდგენთ, რა სთქვა.

 

-რა იყო შე ჩემის თვრამეტიანო, ბალიში ხო არ აგიფეთქდაო? :drinks::haha::yes:

 

დათოს რომ შევხედე, ანუ მის ქოჩორს, დავრწმუნდი, რომ რამაზა "გიჟი" არ არის და ყველაფერს ნათელ ფერებში ჰხედავს.

დათოს თავი, გამომეტყველება, თვალები და ქოჩორის იმჟამინდელი მდგომარეობა, რომ მახსენდება, ეხლაც ვხალისობ, მართლა ბალიშ აფეთქებულსა ჰგავდა.

 

 

რამაზას რეპლიკას, ხარხარი და ისტერიული სიცილი მოჰყვა.

მეც "ვიღრიჯებოდი".

მომიტრიალდა და მე მეუბნება:-რა "ნაპორით" ყროყინებო?./" ნაპორი"-რუსული სიტყვაა და ინგლისურად ნიშნავს jet stream-ს/

 

P.S. თუ არ გაიცინებთ, ღიმილი, ხომ მაინც მოგერევათ?

შეგარგოთ.

 

2009, სექტემბერი.

Link to post
Share on other sites

ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით.

თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია.

მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭელით, "ფეჩით" და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც.

აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.

 

ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო.

/მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./

 

პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს.

გამოვედი, რაღა დამაძინებდა.

მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა.

"შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, "გრუზავიკი" ჰყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა".

ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.

 

დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.

 

ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.

 

მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ.

კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა.

მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენს "მაზოხისტს"/

გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო.

-რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.

 

30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმუშავია.

აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა?

ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან.

გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.

 

შუა ღამისას, განათდა ტვინი.

ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შესვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.

 

მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.

 

გახსოვთ საკერავი მანქანა?

ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოვუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.

 

გამთენიისას, უკან დავუკიდე ლურსმანზე.

ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.

თურმე დიდხანს უწვალია, ქუდი რომ დაეხურა.

4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა.

გადავედი და ვეკითხები:-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსათქო?

ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.

-საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო./სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/

-რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.

-თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო.

მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი.

დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო.

აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.

 

ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება.

10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო.

მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.

 

თვითონაც დაისვენა და ჩვენც.

 

საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება. :drinks::haha::yes:

 

2007, ივნისი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

სანფრანცისკოში რუსული რესტორნის მენეჯერად ვმუშაობდი, ორ წელზე მეტი.

 

ერთ ისტორიას მოგიყვებით.

 

ძირითადი მომხმარებელი ამ ადგილმდებარეობისა,იყო რუსი ებრაელი.

 

ჰოდა მოდიოდნენ,თვრებოდნენ,ცეკვავდნენ,ტიროდნენ ,იცინოდნენ და მერე ვინ ვის ეხუტებოდა /მაგრათა რა/, ვინ იცის.

 

შუა ზაფხულია/იქა კიდენა, ვერ გაარკვევ, ზამთარია თუ ზაფხული/ სულ გრილა. მაგრა გრილა,ანუ ცივა რა.

 

400 კაცზე მეტი ეტეოდა დარბაზში.

ფანჯარასთან ორი დაქალი დამჯდარა და საუბრობს.

ერთსა დეკოლტე აცვია,მეორეს კიდენა შუბა./შუბიანს, ორი დღის წინ უყიდა ქმარმა ეს ჩემი ცოდვით სავსე ქურქი, ფასდაკლება იყო ზაფხულში და იაფად შეიძინეს./

ბეწვის ქურქი ჩვენებურად.

 

მთელი დარბაზის გასაგონად მეძახიან ორივენი.

ერთსა სცხელა,მეორეს კიდე სცივა.

გვიშველეო.

თავიდანვე, ადვილი გამოსავალი ვიპოვე.

შუბიანს ვეუბნები: გაიხადეთ და თქვენ მეგობარს ჩააცვით, სცივა მეთქი.

-თქვენს აღარ დაგცხებათ და იმასაც აღარ შესცივდება თქო.

 

არ გეტკინოთ არაფერი.

რო მეტაკნენ, შენზე მეტი ტვინი ჩვენა გვაქვსო.

 

ფიქრისგან ბოლი ამივიდა.

მაინც ვიპოვე გამოსავალი.

 

 

ერთს ვენტილიატორი დაუდგი, მეორეს გამათბობელი.

 

 

აი, ეგრე იჯდნენ მთელი საღამო.

 

 

2009, დეკემბერი.

Link to post
Share on other sites

ახლა, "აკვალანგიან არაბზე" უნდა მოვყვე აქაური ისტორია.

 

 

მშენებელი კაცი ვარ.

ხან ვანგრევ, ხან ვაშენებ.

ხან კიდევ მივაშენებ-ხოლმე.

თუ არა და შიგნით ან გარეთ ვფუთარაობ, სახლების გარშემო რაააა.

 

მოკლედ, მუდმივი კლიენტი მყავდა, დიდი ქონების პატრონი./აუ,მართალს ვწერ, გეფიცებით/

მოხდა ისე რომ "ორგანიზაცია"/ ანუ დახარისხება/ სჭირდებოდა მის წლობით ნაგროვებ "ხარახურას".

არა და, ოხრად ჰქონდა.

ეხუმრებით?

35 წელი აგროვებდა.

მთელი ერთი ბლოკი,ანუ ჩვენებურად კვარტალი, გამოჭედილი ჰქონდა ათასი "სისულელით".

მე, მაშინ "სისულელლე" მეგონა.

G&E-ის პირველი გამოშვება, სამზარეულოს ყველა "ატრიბუტიკა".

მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, თავის სარეცხი და საშრობი მანქანების ჩათვლით და კიდევ, მე თვითონ ვერ მოვთვალე,თუ რა ჭირით და უბედურებით იყო "შეპყრობილი", ეს ადამიანი.

 

 

უუუუფ, მაგარი დაღლილი ვიყავი, ფიქრითა და ანგარიშითა.

 

რათა შვილო, რათა, რითვინა?

 

ამხელა გაჭირვებაში რომ დამინახა, დამხმარე შემომთავაზა.

მოგეხმარება და ყურადღება მიაქციე, შენს დაქვემდებარებაში იქნებაო. ანუ, შენ თავზეც და მაგაზეც, ორმაგად მოგეთხოვებაო.

ჰეე-ჰეეე,რა ბედნიერი ვიყავი, მარტო მე რად უნდა "ვიტანჯო" მეთქი.

 

მივულაგ-მოვულაგე და დავუხარისხე ყველაფერი, სიის მიხედვით.

ნათქვამი ჰქონდა, რაც ამ სიაში არა სწერია, ნაგავშიოოოოო.

 

აკვალანგი ვიპოვე. თავის ყველანაირი აღჭურვილობით. რეზინის "პიჯამოთი" და სასუნთქი "ტრუბკით".

 

ცოტას ჩემს "პადელნიკზეც" მოგიყვებით.

 

სუდანიდან იყო, შავი და თანაც როგორი.

არაბი, მაგარი მორწმუნე.

შესაშურად სჯეროდა თავისი ღმერთის.

27 წლისა იყო, მის არსებობისას, არასდროს არ ჰყოლია ქალი და არ ჰქონდა გამოცდილება, არც ნიკოტინისა და არც ალკოჰოლისა.

 

რას გეღიმებათ, მაგრა გამიმართლა არააააა.?

 

კიბეზე არ ადიოდა, ეშინოდა სიმაღლის.

მტვერი იყო თუ არა, აუცილებლად "რესპირატორს"მთხოვდა.

ხმაურზე, ყურების დამცავ საშუალებებს.

"ლაფატკაზე"-"ფელჩატკებს"

მხედველობისთვის-დიდ უშველებელ სათვალეს იკეთებდა ხოლმე.

თავში რამე არ დამეცესო, "კასკით"დადიოდა საკუთარ სახლშიც კი.

 

დაიმახსოვრეთ: ვისაც დაინახავდა, გარბოდა ხელის ჩამოსართმევად.

ვერ გადავაჩვიე.

 

მე მგონი უკვე ხედავთ, ჩემს "წურბელას", რომელსაც ცალ ფეხზე ახატია, მე შენიშვნას მომცემენ თუ არა?

 

იფ-იფ, ამეწყო ცხოვრება. :nono::haha:

 

გადაზიდვების დროს, ხელი გაუშვა "ტყვიასავით", ძველი გამოშვების, მძიმე მაცივარს და თქვენი "ელჩი" ათი დღე იატაკზე იწვა გაუნძრევლად და იშვიათი სუნთქვით ელოდებოდა გამოჯანმრთელებას,რათა ეს "ტარტაროზი" დაეპატიჟებინა საქართველოში.

კერძოდ თბილისში, კუკიის სასაფლაოზე :haha::yes:

გადავრჩი.

მაშინ არც სამედიცინო დაზღვევა მქონდა და არც არავინ მყავდა პატრონი.

 

გავაგრძელე მუშაობა.

მე-11 დღეს გავედი მაცივარ დაცემული. ისევ "ფორმაში"ვიყავი.

 

ამ დროს მირეკავს, ეს ჩემი "ამშენებელი".

ჰარიქა, "ტრუბები" გასკდა და წყალი აღარა მაქვსო./უშველებელი სახლი აქვს იქ, დიდ ქალაქში./

სხვა ქალაქში უნდა წავიდე.

დაახლოებით 200 კილომეტრია იქამდე.

3 საათი მაინც მჭირდება, სატვირთო მანქანით უნდა მოვიხოდო.

არ გაეძრო უცებ ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "ტარტაროზი". "პადელნიკი" რაღაა.

დამინახა ხელსაწყოებს ვალაგებ,თან ათასი "ბარახლო" მიმაქვს "იქით".

ისე მოხდა, ეს მყვინთავების "აბმუნდირავანიეც" დავდეეეე.

ეგ რად გვინდაო?

ამაზე კაი მომენტს სად ვიპოვიდი,ოოოოოოოოოოო?

აბა,ჩვენ ახლა წყალქვეშ უნდა ვიმუშაოთ მეთქი.

-მერე მეო?

-რა გინდა ახლა-მეთქი.

-შენ რომ გაქვს, მე არ მინდაო?

მყვინთავების ტანსაცმელს დაადგა თვალი.

 

აბა გაისინჯე მეთქი.

ძლივს შევტენე.

ამოვავსე რეზინა.

მიჭერსო.

დრო აღარ გვაქვს, უნდა წავიდეთ-მეთქი.

ზუსტად 4 საათი მოვუნდი ჩასვლას./"პრობკებში" გავიჭედე,აბა ფანჯარა ჩამოეწია, გაციებული ვარ-თქო ვუთხარი./არადა ცხელა, იწვის გარშემო ყველაფერი.

 

სახლს ვუახლოვდებით.

ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, "ვაკეა" რააააა იმ ქალაქში.

მილიონერები ცხოვრობენ იმ უბანში.

გზაში ვუთხარი ამ "ოტელოს", აბა "ლასტები" ჩაიცვი, გავაჩერებ თუ არა, ეგრევე მუშაობას უნდა შევუდგეთ მეთქი.

-ჰო, აკვალანგი არ მოიხსნა, მერე გაკეთებაზე დრო დაგვეხარჯებათქო.

 

ჰოდა, წარმოიდგინეთ!!!!!!!!!!

ეს ჩვენი "მამა მარჩენალი", დგას თავის მეზობლებთან ერთად ქუჩაში.

ლაპარაკობენ.

ამ დროს ჩერდება,"გრუზავიკი", გადმოხტა მასტი მყვინთავის ფორმაში და გარბის "ლასტებით"და "აკვალანგით" "შეფისკენ"და მეზობლებისკენ ხელის ჩამოსართმევად.

 

იმ დღესვე ამოვკარი ჭიტლაყი.

მა რა ჭირად მინდოდა ეგეთი შტერი. მანამდე "ბოსი" მფარველობდა და ვერ ვიშორებდი თავიდან. :drinks:

 

/მაგ "შავ ტიპზე", კიდევ მოგიყვებით მომავალში.

 

 

2009, ივნისი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მაგარი "შარიანი ბიზნესი" მქონდა მაშინ.

ფუტკარივით მეხვეოდა ყველა "პარაზიტი".

ვერ გავაძღე მაგათი მუცლები და იმიტომაც ვარ "აქ", უცხოეთში.

მოკლედ, "ცეხავიკი" ვიყავი.

ვაკეთებდი ოთხნაირ ღვინოს, ორი სახეობის "შამპანურს" და არაყს.

საღამოსთვის, სახლში წამოსასვლელად, გამოვიძღვანიებდი ხოლმე ათიანს უბნელებისთვის.

არც ფული მიჭირდა და არც შრომა მეზარებოდა.

მთელი დღე "დაკა-დაკაში" ვიყავი.

 

საღამოს, უბანში შემოსულს, ხალხი მელოდებოდა.

ზაფხულში ხომ, ჩვენ პატრონი არა გვყავდა.

თუ ვინმეს მეუღლე შემორჩებოდა ოჯახში, ის იყო ჩვენი დიასახლისიც.

 

იცით ალბათ, საშინელებაა აგვისტოში თბილისში ყოფნა და მითუმეტეს ძილი.

დუღს კედლები და ჭერი, ფანჯრებიდან კიდევ, ცხელი დუღი და ხანდახან ცხელი ნიავიც თუ წამოუბერავს, ნამეტანი გაჭირვების პროცესი უდგება ძილისთვის თავგანწირულ ადამიანს.

სხვა გზას არ გვიტოვებს დედა-ბუნება, "ჰაიდა გარეთ" დავარქვი მაგ სიტუაციას.

 

კაი, ქალები წასულები არიან, მაგრამ კაცებს ხომ გვინდა "რჩენა"?

 

 

დაახლოებით, საღამოს ათი საათისთვის, ვაგროვებდით სურსათ-სანოვაგეს./რა აღარ გამოჰქონდათ, ოღონდაც "საყოველთაო კრებას" არ დაჰკლებოდნენ./

უცებ გროვდებოდა "სასტავი".

 

კარქი ჰო, გავედით "ბანდა"

 

მონტინის/ქუჩაა ასეთი/ ბოლოში, ერთი კლიენტი მყავდა, ვაბარებდი ხოლმე "დასპირტულ ნაზავებს", თენგიზა ერქვა იმ კაცსა, ეროვნებით სომეხი იყო.

ჩემდა გასაკვირად, კაი კაცი იყო.

 

მონტინის ბოლოს, გზა მკვეთრად უხვევს ზემოთ, ეს გზა კი "ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლთა სამოქმედო ბანაკისაკენ მიემართებოდა".

/ტუბ-დისპანსერი ერქვა ადრე./

 

ამ "სამეცნიერო-კვლევით" ცენტრს რომ ასცდები, გამოდის, რომ თბილისის ზღვისკენ ადიხარ.

ასასვლელიდან დათვლილი გვქონდა ხეების რაოდენობა, რომლებიც გზის მარჯვენა მხარეს იმყოფებოდნენ.

37-ხესთან, ისეც ხერხდებოდა, მანქანებითაც შეგვეძლო შესვლა, ცოტა "ღრმად".

 

მერე, კაი მოშიშვლებული ადგილი იყო, დაახლოებით 30 გადარეულისათვის, რომ ემღერათ, ეცეკვათ და თავპირიც დაემშვენებინათ იმისთვის, ვინც "უშნოთ" მოიქცეოდა.

 

"ღეოღრაფიაში"და ადგილმდებარეობაში ხომ გაგარკვიეთ?

 

ავდივართ.

 

არა მაქვს ცივი შამპანური./როგორც ყოველთვის./

ვადგები თენგიზას.

-თენგო ჯიგარო, დღეს უნდა მიშველო, ხვალ ჩემზე იყვეს.

-ათი ბოთლი გაყინული "შამპანი" მჭირდება, ხვალ დილაადრიან, ოცს მოგიტანენ.

 

და ასეთი "დიალოგი", თითქმის ყოველ საღამოს გვქონდა.

 

ერთხელაც ვერ მომითმინა და მეკითხება:

-გიორგიჯან, შენა კაცო, მაცივარი გააქ სახლშიო?

 

"დაშვებულ შეცდომას" ვასწორებდი მეორე დღის გათენებისთანავე.

 

37-ესთან ასულები, მოვიწესრიგებდით სუფრას და უამრავ სადღეგრძელოს ვსვავდით ჩვენი ქვეყნისას, ქალებისას, კაცებისას, მკვდრებისას, ახალ დაბადებულებისას, მომავლისას და კიდევ მერამდენედ ვუმტკიცებდით ერთმანეთს ერთგულებას და ძმობას.

ბევრ სადღეგრძელოს, ჩვენს თბილისს ვსწირავდით.

გადავცქეროდით ზემოდან და მისი სილამაზით ვტკბებოდით.

 

 

2007, თებერვალი.

Link to post
Share on other sites

ესეც, მეორე დღის გაგრძელება.

 

 

/წერილს ვუძღვნი, ჩემს მეგობარს, თბილისის "კოლორიტს", რევაზ სოხაძეს./

 

მინდა, ცოტა ჩემი პირადი ცხოვრებიდან და ჩემი მეგობრების შესახებაც მოგითხროთ.

 

თბილისი, აგვისტო, 199................

 

სისხამი დილაა.

გახვეტილია თბილისში მცხოვრები, ქალის და ბავშვის 90%.

"უპატრონო"-ები ვართ ჩარჩენილები.

 

ადრე ადგომა ვერ მოვიშალე, ტოროლასავით ვარ.

ინათებს და გარეთ ვარ.

 

გადმოვდექი აივანზე და ვაბოლებ.

რევაზა კიდე გადის და გამოდის ქუჩაზე.

ნევროზი გჭიირსო, უბნელებმა დაუდგინეს და ამანაც, მე წამალს არ დავლევ, ჩემით უშველი თავსაო.

დამინახა და მომესალმა:

-მაიმუნ, დღეს როგორა ხარ?

-ჯარჯერობით ვხედავ და მესმის.

-რასა ჰხედავ და რა გესმის?

-ვხედავ იმას, როგორ დადის ბებერი მაიმუნი და თან უშნო შეკითხვებს აძლევს "პახმელიაზე" მყოფ ახალგაზრდას./ასაკში განსხვავება 16 წელია./

 

-მოდი მამეშვი.

-ამო რეზოჯან, დაგაწყნარო არ გინდა? ნარდი მზათა მააქ.

-მიდი გაიარე.

-ვინც დადის ვხედავ. ამო, ჩაგიტარო დილის სეანსები.

 

ამოდის.

ცივი ლუდი დავურთე საქმეს და სადღაც ერთ საათში, რევაზა 0:6-ს აგეებს./გრძელ ნარდს ვთამაშობდით ხოლმე./

ამოჰკრა წიხლი ნარდს და დაეშვა კიბეებზე.

თან ილანძღება.

ამ დროს კობა გამოდის მოპირდაპირე ეზოდან, დაგვინახა და შეგვამკო:

-დახოცეთ არა ერთმანეთი, ამ დილაადრიან?

რევაზა ამბობს:

-კაცი დავბერდი ტო და ეს "ბაღლინჯო" ვერ შევისწავლე ბოლომდე, ესა მკლაავს, ეს მაიმუნების მედოლე ესა.

 

-ჰაა ეხლა, შენ თამაში არ იცოდე და ყისმათი არა გწყალობდეს, მე ნუ მაბრალი.

-ამოდით ორივენი, საქმე მააქვს, მჭირდებით.

 

-ეხლა რო გკლავდნენ, ჩემდა თავად ახლო მომსვლელის შავიგინო?-რევაზა აგრძელებს აგრესიას ჩემს მიმართ.

კობა არიგებს:

 

-კაი ეხლა, ნუ წაიღე ტვინი, ყოველდღე აგებ მაგასთან, მაგრამ მოგებული მაინცა რჩები.

-რითი როო?

-ავიდეთ და ვნახოთ, რა საქმე აქვს.

 

ეშველათ და ამოვიდნენ.

 

-თქვიი, რისთვის გვეძახდი?

-დღესა, ჩემი შვილის დაბადების დღეა და ვერ გავდივარ ქალაქიდან, შორს არიან/რაჭაში იყვნენ, შოვში/

-მერე რა ლუდი და ნარდი მატაკე ამ დილას, ცივი შამპანური დაგესხა შე მართლა მაიმუნო.

-კაი ჰო, დაივიწყე.

-ეხლა სახლში არაფერი მაქვს, წამო სარდაფში ჩავიდეთ, დედაჩემს ადამიანის გარდა ყველაფერი დაკონსერვებული აქვს, ავარჩიოთ, გავხსნათ და შაუბეროთ, ორი 5-ლიტრიანი მაქვს მაცივარში, ნაფარეულია 12 წლისა, ყველი არის, პურს, აგერ რაჭველებმა რო გახსნეს თონე, იქიდან ამოვიტანთ./6 საათზე იწყებდნენ მუშაობას./

 

მოკლედ, მაგარი "პურმარილი დავყარეთ".

 

დაახლოებით დილის 9 საათი ხდება და "ზოგიერთები", უკვე "ელამი კრუხებივით" იყურებიან.

კობა კითხულობს:

-გიო, თავიდან ხო თქვი და ჩვენც ამდენი სადღეგრძელო დავლიეთ შენი ბავშვისა, ეხლა გვითხარი, მართლა იმის დაბადების დღეა, თუ კურდღლისაო?

-მაგას რატომ კითხულობ, რაში შეგეპარა ეჭვი? ვეკითხები.

-სუფრას გადახედე, სულ ბოსტნეულიაო./ბადრიჯანი 5-ნაირი, სტაფილო, პომიდორი 3-ნაირი, ჯონჯოლი, მჟავე კიტრი, კოფჩხილო, კომბოსტოს მწნილები, რა ვიცი, თუ რამე დასაკონსერვებელი ხარობდა, ყველაფერი ჰქონდა, ხომ გითხარით თავიდანაც./

 

ეს იყო და რევაზამაც მხარი აუბაააააა.

დაიწყეს "ყროყინი".

მე კიდე, ბევრი ახსნა-განმარტებისთვუს დრო არ დავხარჯე და ოთახში შევედი, საიდანაც გამოვიტანე F-1 ხელის ყუმბარა, ანუ ლიმონკა, რომელიც ფეთქდება 25 წამში, მოვხსენი რგოლი და სულ რაღაც ორი სიტყვით ავუხსენი "სიტუაცია", ანუ სასწრაფო ევაკუირება როგორ უნდა გაეკეთებინათ ჩემი აივნიდან.

 

გაცვივდნენ ქუჩაში და მორთეს "ღრიალი":-დახოცვას გვიპირებდაო.

გამოიშალა "ქვეყანა" ხალხი და ბოლოს, იძულებული გავხდი წავსულიყავი ბაზარში და ჩემს სანატრელ და საყვარელ მეზობლებთან ერთად, გაგვეშალა უკვე დიდი სუფრა და დაგველოცა პატარა სალომე.

 

2008, აგვისტო.

Link to post
Share on other sites

ერთ ისტორიას სანფრანცისკოდანაც მოგაწვდით.

 

დაახლოებით 10 წლის წინ, პირველად დავდგი ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის, ერთერთ ულამაზესი ქალაქის აეროპორტში.

ჩამოვედი კალიფორნიაში და სახელად იმ ქალაქს, რომელშიც "მე" შევდგი ფეხი, ჩემდა "გასაკვირად", ეხლაც სანფრანცისკო ჰქვია.

 

დაახლოებით ორ თვეში, კარგი სამსახური ვიშოვე.

რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების რესტორანში, მენეჯერად გამამწესეს.

ალბათ იყო იღბალიც, მაგრამ ვთვლი, რომ სიპატიოსნემ და დაუზარლობამ, თავისი შედეგი გამოიღო.

მოკლედ, რესტორნის პატრონებმა, რამოდენიმე "გამოცდის შემდეგ", ჩამაბარეს "ყველაფრის გასაღებები" და ააყოლეს სანტა-ბარბარაში, იქაც ჰქონდათ საკუთარი სახლი./სად აღარა ჰქონდათ ის იკითხეთ?/

 

რესტორანში მუშაობა, ადვილი არ არის.

უნდა იყვე აბსოლუტურად კომუნიკაბელური და ძლიერ მომთმენი.

ჩემი ტემპერამენტის პატრონს მიჭირდა თავიდან, მაგრამ წესრიგის მოყვარული ვარ და მალე მოვაჭკვიანე "პერსონალიც" და მომხმარებელიც.

"ჩემი" წესები შემოვიღე.

ვერავინ შემოვიდოდა, ჯინსებით, ბოტასებით და მთლად უარესი-"სპორტიულებით". ავწიე მომსახურების დონე, გავზარდე ოფიციანტების რაოდენობა, დავახარჯვინე პატრონებს რამოდენიმე ათასი დოლარი, რესტორნის გასალამაზებლად, დავაყენე დაცვა,ანუ პოლიციელები, /მანამდე "შავები" ნარკოტიკს ჰყიდიდნენ რესტორანში და სხვა გზა არ მქონდა/, შევცვალე მზარეულები და დაახლოებით ერთ თვეში, "მკვდარი" გავაცოცხლე.

ხალხმა, მოსვლა დაიწყო.

დაახლოებით ექვს თვეში, ერთი საღამოს შემოსავლით, მთელი თვის გადასახადს ვაგროვებდი.

 

წავიდა საქმე, რომ იტყვიან.

მცნობდა ყველა, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსული თითქმის ყველა ემიგრანტი.

/თუ გყავთ ვინმე ნაცნობი სანფრანცისკოში, ჰკითხეთ:RUSSIAN BEAR-ში, 2000-დან 2003-მდე ვინ იყო მენეჯერითქო./

მეც, ჩემს წილად, წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და ამით ძლიერ ვამაყობდი.

მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველ საღამოს "თბილისო" ემღერათ ქართულად ჩემს მუსიკოსებს და ერთი კაი ბაღდადურითაც დამეგვირგვინებინა ჩემი იქ "ყოფნა".

 

ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენით.

ეხლა, მივყვეთ ცხოვრებააააააააას.

მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქართველთან, რომლებიც იმსახურებდნენ პატივისცემას, მშრომელი და გამრჯე ხალხი იყვნენ.

იყო იქაც, "ყვითელი" მასა, მაგრამ ვერ "ვქაჩავდი" მათთან ურთიერთობას.

ყველასთვის ნათქვამი მქონდა, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, წესიერი და შრომისმოყვარე, გამოეგზავნათ ჩემთან.

 

"პატარა" ბიჭმა მომაკითხა.

გიორგი მქვიაო.

მართალი გითხრათ მესიამოვნა.

პირველ რიგში, რომ ქართველი იყო, მეორე ის რომ ღმერთს გარეგნობა არ დაუშურებია მისთვის და მესამეც, გიორგი რომ ერქვა.

შევთავაზე ოფიციანტად ემუშავა და პირობა მივეცი, ყველანაირად დავეხმარებოდი, ოღონდ არ უნდა ეზარმაცა და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ადამიანებთან ურთიერთობაში:-ტყუილი არ ეკადრებინა, არც თავისი თავისთვის და არც ჩემთვის.

ძალიან დავიახლოვე.

პატარა ძმას ვეძახდი და ყველა, პატარა გიორგის ეძახდნენ.

21-ისა არ იყო.

არ შეიძლებოდა გიორგა, ბარში გამეშვა ან სასმელი მიმებარებინა.

/კანონ-მორჩილი ვარ, აქ კი, კანონი კრძალავს 21-წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის, ალკოჰოლურ სამელებთან ურთიერთობას./

მაინც "გამიძვრებოდა" ხოლმე და იკმაყოფილებდა "წყურვილს".

ბოლოს, იმდენი "მოვახერხე", კოსტუმი ჩავაცვი და ჩემს თანაშემწედ დავნიშნე.

მქონდა დიდი წინააღმდეგობა პატრონებისგან/ტი ჩიო, გრუზინსკუიუ მაფიუ ძელაეშ ზდეს?/, მერე "კლიენტებმაც" გაახურეს, ძირითადად სომხები იყვნენ.

მოკლედ, ჩემი გავიტანე.

გიორგა გავაბლატავე. :drinks:

 

ე, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბიჭსა დიდი გასაჭირი სჭირდა.

 

"ქალიშვილი" იყო.

არ იყო ნამყოფი ქალთან./დავათვრე და ვათქმევინე./

 

-ბიჯო, ვერა ჰხედამ, ქალები ზედ "გახტებიან", მოკიდე ხელი რომელიმეს და წაიყვა სახლში, მე აქ დავრჩები, მაინც სულ აქ არა ვარ რესტორანში?/ მაშინ ერთად გვქონდა ნაქირავები ოთახი/

-გიო, ვერა რა, ვერ ვბედავ.

 

ეხლა რაშია საქმე.

პირველია და ეშინია კაცსა, ვინიცობაა რამე "უშნო" მოუვიდეს და მეორე დღეს მთელი ქალაქი გაიგებს.

იქაც ვერ აყენებდნენ ენას, ყველაფერს ლაპარაკობდნენ.

 

-რა გიყო ბიჯო, საიდან მოგიყვანო ეხლა მეე, მუნჯი, ყრუ და ბრმა და თანაც ლამაზი გოგო?

-წადი სადმე, ამერიკულ ბარებში, გაიცნობ ვინმეს და რაც გინდა ის გიქნია. მაშინ ეგ მომივიდა აზრათ.

 

სამი დღის მერე, შუა ღამეა, მაგარი ნაცემი აღებს კარებს.

კინაღამ გავრეკე, მართლა როგორც ძმას ისე ვექცეოდი.

-რა გჭირს მითხარი ეხლავე.

-სტრიპ-ბარში ვიყავი და დაცვამ გამლახაო.

-ტყავის "კურტკა" სადა გაქვს".

-არ ვიცი, "პრაივეთ" ოთახში, რომ შევიყვანე "მოცეკვავე" ქალი, ალბათ იქ დარჩაო.

 

საბუთებიც იმ აყროლებულ ქურთუკში ჰქონია.

-გახსოვს რა ერქვა იმ ბარს?

-არა, აბა საიდან.

-თფუუუ, ადე გამომყევი.

-იქ ვერ შემოვალ.

-რათა, იძალავე?

-არა, ხელი მოვკიდე.

-ხელი თუ ხელები?

-აღარ მახსოვს, ისეთი ლამაზი იყო, არაფერი აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, დაცვის ბიჭებმა, ორი დიდი ზანგი იყო, სულ ჰაერში მცემეს, სანამ გარეთ გადმომაგდებდნენო.

 

წავედით, შევედი, გამოვიტანე "გაჭირვებულის ტყავსაფარი" და გამოვწიეთ სახლისკენ.

გზაში ტვინს უბურღავ:-ნუ მარცხვენ მსოფლიო მასშტაბითთქო.

 

გავიდა ორი კვირა და ახალი შარი აიკიდა.

გამეპარა რესტორნიდან.

სანამ გაიძურწებოდა, "საღამოსთვის" გადანახული, ფრანგული კონიაკი, გამომიწრუპა, რამოდენიმე ბოთლი ლუდიც დააყოლა და ჯიბეში 2800$-ით, სხვა "რუსულ" რესტორნისკენ გასწია.

ეს ფული, ადვოკატისთვის უნდა მიეცა ორშაბათს.

 

ტელეფონზე არ მპასუხობს, არავითარი ინფორმაცია.

გადავაქოთე მთელი რუსული რესტორნები.

RUSSIA HOUSE-იდან მიპასუხეს, აქა არის და დროზე წაიყვანე, თორემ მოკლავენ სომხებიო.

ვიცნობდი იმ რესტორანში ხალხს.

გადავურეკე და ვეკითხები.

-რას აკეთებს ამისთანას?

-გოგოს შემოარტყა, შუა დარბაზშიო./სომეხი იყო ეს გოგო./

 

ეჰ, სანამ მე მივედი.

ჩემი გიორგა, უკვე მაგარი მიჟეჟილი დამხვდა.

წამოვიყვანე.

30$-ღა ჰქონდა ჯიბეში.

 

ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რითი შევძლებდი, ამ "ატეხილის" შველას.

 

ორშაბათობით, ბიზნესი დაკეტილი გვქონდა.

 

-ადე, მე გამოგყვები, წავიდეთ ქალაქის ცენტრში, იქნებ შენს "საბედოს" იქ გადააწყდე.

-მართლა გამომყვები, არ მატყუებ?

-წამო ჰო, ამაღამ უნდა დაგავაჟკაცო, ჯანდაბას ჩემი თავი, შენი ცოდვით აღარა ვარ.

 

გამოიპრანჭა, წავედით და მივედით.

სადაც მივედით, ყველგან გვითხრეს:-აბა, აბა, დაახვიეთ აქედანაო.

არ იყო ეს ვაჟბატონი 21 წლის და არ გვიშვებდნენ ბარებში.

 

4-5 ბარიდან, რომ გვიპინტრიშეს, მე უკვე "მკაცრად" გადავწყვიტე სახლში წამოსვლა.

-გიო, ერთიც ვცადოთ რა.

დავიწვი მისი გაჭირვებით.

 

იმ პერიოდში, სხვა სამსახურიც მქონდა.

სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი.

ვამზადებდით ნეონის სარეკლამო დაფებს და ყველანაირ ბიზნესის შენობებს, გარედან თუ შიგნიდან, ვალამაზებდით.

/ისე, ბევრი "შედევრი" მაქვს დატოვილი სანფრანცისკოში, ბერკლიში, ოკლენდში და ლოს-ანჯელესშიც არის ჩემი გაკეთებული ნეონის SIGN-ები./

 

ერთ გეების ბარში, რამოდენიმე კვირის წინ გაკეთებული მქონდა აბრა.

პატრონს ვიცნობდი.

კორეელი ქალ-კაცა იყო./ეხლაც არ ვიცი, რომელია./

 

შევედით ამ ბარში.

გიორგა, გაგებაში არ არის, სად მოხვდა.

პატრონი იქ იყო, რომ დამინახა მიცნო.

ავუხსენი, რომ ძმა მესტუმრა და წამოვიყვანე ბარში.

რათქმაუნდა დამიჯერა, რომ ის 23 წლისაა.

ბარმენს უთხრა:-ამ ხალხს, 6 ჰაინეკენი უფასოდ ჩვენგანო.

მე, ლუდსა ვწრუპავ და თან დამსწრე "საზოგადოებას" ვათვალიერებ.

გიორგას, თვალები აცა-ბაცა გაურბის.

 

როგორც იქნა მეშველა.

თვალე დაადგა ერთ ულამაზეს არსებას.

-აი, ეგ მინდა, რასაც მოითხოვს ვიხდი.

-მოიცა ბიჯო, იქნებ იმას არ უნდა შენთან?

-მიდი რა გიო, ეგ დამათრევინე.

-შენ დაითრევ და იცი, როგორ?

-მიდი, გაეცანი და დაპატიჟე სასმელზე, დასვი და შეეკითხე.

-ენგრევე უარი აჯახე პირველ შემოთავაზებულ თანხაზე, ნახევარი შესთავაზე და მერე გააგრძელე ლაპარაკი.

-ბევრი არ დაროშო.

 

წავიდა, მოიყვანა და ჰაი სასწაული.

უკიდეგანოდ ლამაზია ის არსება.

არაფერი არ აკლია, პირიქით.

ჩემზე მაღალია/182+++++++++++++/

 

ამოვიოხრე ცოლიანმა და უკვე გეგმის შესრულებას მოვკიდე ხელი.

 

გავედით გარეთ და გიორგა ტაქსის გასაჩერებლად გაუშვი.

 

ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს.

ქალი, მართლა ვიცი "რაც" არის.

 

მაგრამ ესეთი "სრულყოფილება", რომელიც გვერდით მიდგას, საფუძვლიან ეჭვს აღმიძრავს.

ვეღარ მოვისვენე და ვეკითხები:- ისა, კაცისა გააქვს?

-კი მააქვსო.

 

-გიორგი, ხელების ქნევას თავი დაანებე, შუა გზაზე დადექი და ნებისმიერი ტრანსპორტი გააჩერე, დროულად გავეცალოთ აქაურობასმეთქი.

-რა მოხდა, ფასი გაზარდა?

-ჰო, გაზარდა ძალიან.

--რამდენით?, მაინც გადავიხდი.

-რას გადაიხდი შე შობელძაღლო, ამაღამა, ერთდროულათ დაკარგავ ორ "ქალიშვილობას".

-კაცია, კაცი, "კუკლა" იცი რა არის?

-ვერ გავიგე.

-ეჰ, კიდე კაი გამოგყევი, თორე არ მოხვიდოდი სახლში "დვაინოი" დავაჟკაცებული.

-წამო, წამაეთრიე სახლში და შენი ხმა აღარ გავიგონო.

 

 

 

საწყალი, დაბეჩავებული დადიოდა დაახლოებით ერთი თვე.

ქალისა და კაცის ერთდროულად ხსენებაზე, ისტერიკა ემართებოდა ხოლმე.

 

P.S. ესეც აქაური ისტორია.

 

2009, ოქტომბერი.

Link to post
Share on other sites

ახალი მეზობლები მყავს.

მრავალშვილიანი ოჯახია.

ჯერჯერობით ბავშვების დათვლა ვერ მოვასწარი.

 

იმდღეს ვკითხე კაცს,რამდენი წელია დაოჯახებული ხართ თქო, ათიო.

ასიანი მომატყუა, თოთხმეტი-თხუთმეტი ბავშვი მაინც დარბის აქეთ-იქით.

შეიძლება "ჯიშიანი" ცოლი ყავს და ტყუპებს აჩენს.

 

ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

 

მარაა, მე რა დავაშავე ჰააა.

ვის გაუგია, ბავშვები ყოველდღე დაბანო?

 

წივიან და კივიან მთელი დღე.

ეხლა გარეთ ვიყავი გასული და იმისთანა ხმა გამოდის, მიმიქარავს სახანძროსი და პატრულის სირენები.

 

მამა გარეთ დგას და აბოლებს.

 

-მაგარი მოუსვენრები გყავს მეთქი.

-არც ისე ძალიან, მე და ჩემი დედმამიშვილები უარესები ვიყავითო./ეგენი ცოტათი ნაკლები ყოფილან, 12-იო./

-თქვენცა გწურავდნენ მეთქი?

ვერ გაიგო.

-პატარები რომ იყავით, დედა რომ დაგბანდათ, გწურავდათ მეთქი?

-არაო.

 

-აბა ამ ბავშვებმა რა დაგიშავეს, რითი ამშრალებთ მეთქი.

ერთი კი გავიფიქრე, სარეცხის საშრობში ხომ არ აშრობენ ბავშვებს თქო.

უცებ გადავიფიქრე,იქიდან ეგეთი ხმა არ გამოვა, ჰერმეტულად არის დახურული.

 

მოკლედ თითო "ჭირი"რომ არ გამომელიოს, ისე არ იქნება რა. :drinks:

 

2008, ნოემბერი.

Link to post
Share on other sites

გახსოვთ ალბათ, ერთი "პადელნიკი" რომ მყავდა, არაბი სუდანიდან.

/გადახედეთ წინა წერილებს/

 

ერთხელაც, საქმე მომცა კლიენტმა.

ეზო მინდა გავაკეთოვო.

უშველებელი ტერიტორიის მფლობელი გახლავთ ეს კაცი.

 

სახლის წინ, საჭირო იყო," გეგმით გათვალისწინებული", ხეების ღობე გამეკეთებინა.

ნარგავებით უნდა შემომეფარგლა,ეზოს "პერიმეტრი".

 

იყიდა ნაირ-ნაირი ხე -მცენარეები.

ამათ ხომ ნოყიერი მიწა სჭირდებათ?

 

ტყეც კი საკუთარი აქვს.

მითხრა რომ მიწა ნარგავებისათვის ტყიდან მომეთხარა.

 

მე უფრო "სერიოზული" საქმე მქონდა გასაკეთებელი.

მივუხაზ-დავუბულბულე ჩემს "პადელნიკს', თუ რა უნდა გაეკეთებინა.

 

გავუკეთე მონახაზი, გავუბი თოკები, "კრასკით" დავუხაზე ხაზები, თუ რა მიმართულებით უნდა ამოეთხარა ორმოები ნარგავებისთვის.

 

დავღუნე თავი და წავედი ჩემი საქმის საკეთებლად.

 

რაღაც ერთ საათში, მოდის "ბოსი" შეშლილი "სიფათით".

მეკითხება:

-რას აკეთებს შენი "ქვეშემრდომიო"?

-დავალება მივეცი და მე ჩემ საქმეს ვაგრძელებ-მეთქი.

-წამო ნახე რა ჰქნაო.

 

5 მეტრაში, მეტრა-ნახევრით გვერდზე გაუხვევია და თხრის ორმოებს პაპაჩემის პაპისკენ.

კინაღამ ბნედა დამემართა.

რა ვქნა? რა წყალში ჩავარდე?

 

"კანატკის მავთული" ვიპოვე ადრე, მთელი "რულონი'.

ავიღე და ამ ნახაზების მიხედვით გავაბი ეს მსხვილი მავთული, ჯაჭვით გამოვაბი ფეხით ეს ჩემი "დამღუპველი" და "შარიკა ძაღლივით" დავაბი.

მიაყოლე და თხარე ორმოები, ყველა ერთი ფეხის ნაბიჯზეთქო.

აბა ახლა ასცდი მიმართულებასმეთქი და წავედიიიი.

 

როგორც იქნა ამოთხარა დაახლოებით 60 ორმო.

 

დავუნომრე ყველა ნარგავი, რა, რომელ ორმოში უნდა ჩაერგო.

თან ვუთხარი, ორმოები ტყის მიწით გაავსე-მეთქი.

 

გავიდა ორი კვირა.

შაბათი დღეა.

ყველა მუცელზე კოტრიალობს ჩემს გარდა, სახლში არ ვისვენებ, გამომიჩინა საქმე მეუღლემ.

ტელეფონი რეკავს.

ჩემი კლიენტი დაფეთებული ხმით მეხვეწება,მოდი რამე უნდა გაჩვენოვო. ეს რომ საკუთარი თვალით არ ნახო, არ დაიჯერებო. წავედი.

 

მართლა არ დაიჯერებთ, რაც მე იქ ვნახე.

 

ეს "მაიმუნების მედოლე", ჩემი "შავი" ძმა, შესულა ტყეში და ამოუჭრია ორ მეტრიანი, დიდი სასაფლაო.

თურმე ეს მიწა, ერთი და იგივე ადგილიდან უზიდია.

 

ახლაც, ბევრჯერ მიფიქრია, ამისთანა მოუხერხებელმა, როგორ მოახერხა და "ნასილკაზე' როგორ დაუდო ამდენი მიწა "ლაფატკით", ორ მეტრიანი სიღრმის ორმოდან.

 

 

P.S. გამომაზოგინეთ ეს წერილები, თორემ, მეეე, მართლა მწერალი კი არა ვარ.

 

აჰა და დასტკბით.LOL

 

ჩემო ქართველებო.

ვინც შემოიხედეთ ამ თემაში და თქვენი აზრი გამოთქვით, მადლობას გეტყვით.

მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებმაც წაიკითხეს და კომენტარი არ დატოვეს.

 

თავიდანვე მოგახსენეთ, არ ვარ მე "ის კაცი"

 

ტექნიკური განათლება მაქვს მიღებული, რომელიც მართლა შევისწავლე და ახლაც, მისი "დახმარებით" გამაქვს თავი და ოჯახს ვარჩენ.

სკოლა ისე დავამთავრე, "საკონტროლო წერა" როცა გვქონდა, ჩემით არცერთი თემა არ დამიწერია, ყველა გადაწერილი მაქვს "შპარგალკებიდან".

საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი მასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას, ძალიან მკაცრი ქალბატონი იყო.

მამაჩემიც მისი მოსწავლე იყო ჩემამდე.

რომ გითხრათ ვუყვარდი და თვალს ხუჭავდა, როცა ვიწერდი, არ იქნება მართალი.

უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ და სხვაზე მეტს მთხოვდა.

ვერ ვსწავლობდი ლექსებს.

მაგარი ზარმაცი ვიყავი./ახლაც ვარ/

მახსოვს, ნიკოლოზ ბარათაშვილის და გრიგოლ ორბელიანის ლექსები და პოემები იყო მიბმული სასწავლო პროგრამაში, ის კიდევ ყოველდღე მიძახებდა და "გამტენა" ორებით.

თხზულებებში ძლიერი ვიყავი, არ არსებობდა ჩემთვის წაუკითხავი წიგნი, მაგრამ ეს "პოეზია" დამღუპველად მოქმედებდა, ჩემს ნიშნებზე.

როგორც იქნა დავამთავრე სკოლა.

ქართულში ოთხიანი გამომყვა, რაზედაც ახლაც ვნანობ.

დანარჩენი საგნები კარგად ჩავაბარე, ფიზიკის გარდა.

ფიზიკაში, სამიანი დამიწერა "ძალად დაპატარავებულმა"./მომცრო იყო ტანითაც და ჭკუითაც./

იმაზე მეტი ვიცოდი და იმიტომ.

მათემატიკაში გურამი ჩაჩანიძე მამზადებდა, მერე აკადემიკოსი გახდა, ფიზიკას კიდევ-გოგი დოლაბერიძე, /ქართული "ატმორის" გამომგონებელი./

მისაღებზე, იმავე წელს, ნახევარ საათში გამოვდიოდი გამოცდებიდან, ჩავაბარე ყველა გამოცდა./რათქმა უნდა, ქართულის გამოცდაზე გადავიწერე./

 

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ ხალისობთ და ერთობით, ჩემი მოგონებების წაკითხვით, მივცემ ჩემს თავს უფლებას და მომავალშიც მოგაწვდით "ჩემს თავგადასავლებს".

 

მადლობა ყველას.

გაიხარეთ.

 

მეორე P.S.

და ყველაზე მთავარი ჩემთვის, და ვფიქრობ თქვენთვისაც.

ქართულად ვწერ, ეს ჩემს "პირობებში", ძალიან ბევრს ნიშნავს.

 

2009, ნოემბერი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

უბნელს, სამი გოგოს შემდეგ, ბიჭი შეეძინა./რათქმა უნდა უბნელის ცოლს/

მოგვხსნა მთელი ბირჟა და რესტორანში წაგვიყვანა.

არაფერი არ დაგვაკლო.

ჩვენც წესისამებრ, უდღეგრძელეთ ახალშობილი და დავლოცეთ ჩვენი მომავალი კოლეგა,ანუ ბირჟის დირექტორის ,ახლად მოვლენილი კანდიდატურა.

მოკლედ კარგა მაგრა დაგრუზულები ვაართ.

ერთმა ჩვენმა ახლობელმა, ტაფაზე შემწვარი, კუჭმაჭი შეუკვეთა.

გართული ვართ ყველა.

ამასობაში, მოუტანიათ და ერთ ჩვენ თანამეინახეს, დაუდგამს მთელი ტაფა თავისთვის და რომ იტყვიან, მოპრიალების პროცესში მიუსწარით.

პურით, კარგათ რომ შემოწმინდა და გააპრიალა ტაფა.

თვალებ გადმოკარკლულმა:

-მე ესეთი გემრიელი სოკო ცხოვრებაში არ მიჭამიაო.

15-წელი გავიდა მას მერე,და რამდენი გამახსენდება,იმდენი სიცილით ვიგუდები.

 

 

 

ესეც ნამდვილი ამბავია.

ჩემმა ძმამ, 15 წლის გოგონას მოკიდა ხელი და სახლში მოიყვანა.

ან ეს იქნება ჩემი ცოლი, თუ არადა, რძალს ვერ ეღირსებითოოო.

ისიც გატრუნული ზიიის.

9-წლით უფროსია ეს "მუტრუკი", სასიძო.

აბა ამაეხვეტნენ, გოგოს მშობლებიან-ნათესავებიანად, ვინც კი იმათ არემარეზე დადიოდნენ, არცერთს არ დაეზარათ.

მოკლედ, მოიდნენ რააა.

 

შეკითხვებით შააწუხეს კაცი.

ჯერ პატარაა, სკოლაში დადის, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებიც გაუცდებაო.

 

დიდი სასტუმრო ოთახი გვააქვს, ძალიან დიდი და თანაც ძველებური როიალიც ამშვენეეებს.

მოუტრიალდა ჩემი ძმა და ეუბნება სასიდედროს:

-ქალბატონო, ემენდააა, ამხელა დარბაზი და ასეთი როიალი, ფილარმონიაშიც არა ააქვთო.

-დადგეს და რამდენიც უნდა იმღეროს და იცეკვოსო.

-რაც შეეხება სწავლას და განათლებას, მე რა, რვეულებს ხომ არ დაუხევ, ან კიდევ, წიგნებს ხომ არ დაუჯღაბნიო.

 

 

ენაცვალოთ ჩემი სიცოცხლე, 17 წელია ერთად არიან და ორი უსაყვარლესი ანგელოზი გვაჩუქეს.

 

 

ერთხელ "წარსულში", მე და ჩემს სიმამრს პატარა ბიზნესი გვქონდა.

მთელ თბილისს მოდებულები ვიყავით, ყველგან ვაბარებდით ჩვენ "პროდუქციას".

აბა, ავლაბარი თბილისი არ არის ტოო?

ერთი სომეხი კლიენტი გვყავდა, სამველა ერქვა.

მაგარი გადამხდელი იყო,წინასწარ იხდიდა თქვენ წარმოიდგინეთ.

/მაშინ მთელი თბილისი " პოსლეზე" მუშაობდა./

ერთხელაც ვერ გადაიხადააააა.

 

სიმამრი მისულა და ეკითხება:

-სამველ ე რა გეტაკა, ფული რატომ ვერ მოაგროვეო?

- კაცო, თქვენ აზზე არა ხართ რა გაჭირვებაში ჩავვარდიო./ზუსტად ვიმეორებ მის ნათქვამს/

-ჩემი ბიჭი მძ-ნერში ჩავარდაო.

 

ეს ჩემი სიმამრიც მაგარია რა.

ვითომ ვერ გაიგო და ეკითხება:

-რომელშიო?

ისიც პასუხობს:

-ყველაზე ღრმა რო არისო.

-ეგ რომელი, ჰავლაბარში ყველაზე დიდი ეზოს ტუალეტი რო გაქვთო?

-არა,ომარჯან, ნარკოტიკების ორმოშიო.

 

მართლა შეგვეცოდა და მთელი ვალი ვაპატიეთ.

 

იმის დალოცვა უნდა გენახათ.

რაც ჩვენ გვლოცა, ეგ არ დამავიწყდება.

 

 

2009, დეკემბერი.

Link to post
Share on other sites

ძირითადად, ქალბატონები და საქალბატონეები "შამაიხედავდნენ ხოლმე იქა" და იმიტომაც დავწერე მათი "მიმართულებით". :haha: :haha:

ქართველი ემიგრანტების საითი იყო, ძალიან ბევრს გამოადგა ეს რეცეპტი.

 

ყველა ხინკალის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს ჩემებურად გაკეთებული ხინკალის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/

სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ახლა ამას დაგიწერთ.

თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ.

მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას და წიწაკა, ვისაც მწარე გიყვართ. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ, მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, ვუმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CARAWAY, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია.

ახლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.

ახლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ.

გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/

სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ.

წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.

მოხვედით?

ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ.

მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./

 

დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.

მარილიც უქენით ცომს.

დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე".

დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება.

უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.

გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./

მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია.

დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/

ამასობაში, წყალით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც

მარილის ჩაყრა მოგიწევთ.

ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ.

უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი თქვენს ადგილზე რომ ვიყვე.

 

მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები.

დავიწყოთ შეხვევა.

რა ადვილია არა, შეხვევა?

დიახთც=lol= ადვილია.

მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე.

მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ.

წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ.

კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.

სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით.

მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა.

 

ხინკალისათვის ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ .

 

ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს.

ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკალის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკალის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.

 

2006, დეკემბერი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ყველამ ვიცით რეზო ლაღიძე როგორი ნადირობა_თევზაობის მოტრფიალე იყო და მასაც იგონებს(რევაზ ლაღიძე რომ ობჩელია, ბაღდათელი, მაგ გეცოდინებათ :haha:

 

კვირის პალიტრა

 

......რეზო ლაღიძესთან ერთად ვყოფილვარ სათევზაოდ. ეგეთი არაფერი მინახავს, ბადეს კბილით იჭერდა ხოლმე... არადა, იმსიმძიმე ბადის დაჭერა კაცს ორივე ხელით გაუჭირდებოდა...

 

იაშა ბობოხიძესთან ერთად სანადიროდ დავდიოდი ხოლმე. იაშაც მოვლენა იყო... ერთხელ ართანაში წამიყვანა. იქიდან სანადიროდ უნდა წავსულიყავით. ჩამაცვეს მანქანის საბურავისგან შეკერილი რეზინის ფეხსაცმელი, ავიღეთ იარაღი, მოიყვანეს «სამასვალი» და იმაზე დავსხედით. მივედით რაღაც ადგილამდე და - ჩავიდეთო... აქ რა გვინდა-მეთქი. აქედან ფეხით წავიდეთო... დავადექით გზას. თან გვახლდნენ ართანელი მონადირეები. ერთი მთელი სერიოზულობით მიყვებოდა როგორ წაართვა «ტელეგრეიკა» დათვმა... რას, ამბობ, კაცო, დათვს რად უნდოდა შენი «ტელეგრეიკა»-მეთქი... რა ვქნა, კი წამართვაო და...

 

სანადიროდ კი ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიკლავს...

 

ერთხელ ტახი გამოვარდა. ესროლეო, - იაშამ. ბიჭო, როგორ ვესროლო, ტირის-მეთქი... ესროლეს სხვებმა და მოკლეს... იმისი ხორცი არ მიჭამია. რა მაჭმევდა...

 

ერთხელ დათვი წამოვიდა ჩვენკენ. კაცივით მოდიოდა. ან იმას როგორ ვესროდი! სხვებმა ესროლეს. რომ დაიჭრა, თათი ისე მიიდო ნატყვიარზე, როგორც ადამიანმა. ის ჟაკანი შინ მაქვს შენახული.

 

ძალიან მგრძნობიარე ვარ.

 

მთაზე რომ ავდიოდით ხოლმე სანადიროდ, სანამ ჩვენ ერთხელ ავიდოდით, ცნობილი მონადირეები - ილა და იოსებ ჩახუტაშვილები სამ-ოთხჯერ ასწრებდნენ ასვლა-ჩამოსვლას... სხვათა შორის, ეგენი ისეთი განთქმულები იყვნენ, შაჰის ძმა რომ ჩამოვიდა საქართველოში, მაგათ შეუთვალეს და სანადიროდ წააყვანინეს...

 

ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: - ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ შემხვდეს, შეიძლება ვესროლოო... პიერმა მითხრა, - შენ ამას ტყეში არ გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო....

 

 

 

 

-------------------------------------

 

გუშინ საღამოს ბატზე ვინადირე, ორი კვირაა ნაცრისფერი ბატი დაიძრა ჩრდილოეთიდან, თეთრი ბატი ერთ კვირაში გამოჩნდება.

ქერის და ხორბალის ნაყანებში სხდებიან საღამოობით. ფიტულებს

გაშლი წინასწარ მინდორში და შენ იქვე პატარა კარავში ან მინდვრისპირა ტყეში ხარ ჩასაფრებული. ტყე აქ უკვე ნარინჯისფერ წითელია, ალაგალაგ წიწვოვანის მწვანე ერევა, ულამაზესია. ჩავუჯექი ტყის პირას ჩემი ახალი ბრაუნინგით.

ბავშვობა გამახსენდა მამაჩემს მე და ჩემი ძმა მაღლაკში რომ დავყავდით სანადიროდ ტყის ქათამზე. ეკლის ტყეებია სულ, საღამოს ქათამი ტყიდან მინდორში გადმოდის, ამ მინდორში მაღლაკელებს სულ ბოლოკი ეთესათ. საღამომ გამახსენა მაღლაკი, იქაც ასე იწყებოდა: ჯერ ყვავები გროვდებიან და მიდიან ღამისგასათევად. მერე პატარა ჩიტების გუნდები ძილისწინა ჟივჟივით გადაგივლიან. ბოლოს შაშვები აჭახჭახდებიან, და გადმოვლენ ტყიდან ბუჩქნარში . და უკვე არც დღე რომ არ ეთქმის და არც ღამეა, აი მაშინ გადმოდის ქათამი, ხშირად ორ ორად, ''გაღუნული'' ფრთები და კალმისტარივით ნისკარტი აქვს, თავისებურად უსტვენს. ეჰ, როგორ მინდოდა მაშინ რომ მე მესროლა, მაგრამ მაშინ ვინ მანდობდა იარაღს. მამაჩემის ყოველ დაცილებაზე ვფიქრობდი, მე რომ მესროლა ჩამოვაგდებდითქო.

ჰოდა მაღლაკში რომ ვარ ფიქრებით,ამ დროს ისე დაუბერა, სექტებრის სიმინდის ყანას რომ ქარი ააშრიალებს . ავტომატურად ავწიე თოფი მაღლა, ოცდახუთიოდე ბატი ''მაჯდა'' თავზე,

დავაყარე, მარა რა მერე. აქ ტყვიის საფანტი გადამფრენზე აკრძალულია, ფოლადის კიდე შორს არ მიდის, `30-40`მ მაქსიმუმია. ერთი კი შეიფრთხიალა მოწინავემ და დამემშვიდობნენ.

ორი გუნდი გადმოვიდა მოგვიანებით, მაგრამ სასროლზე არ მოვიდნენ. მერე გაწითლდა ცის კიდე , და ვეღარ გაარჩევდი სად მთავრდებოდა ეს წითლად აბრიალებული ტყე, მზეც წითლად ჩაიმალა ტყეში. კაი იყო რა.

ხელი კი მომეცარა მარა მთავარი საბატეთი აწი წამოვა, და არ უნდათ აქ გაიარონ?

 

 

 

 

 

 

თოვს და ბარდნის, თოვს და ბარდნის აუვსია ნამქერს გზები....

ეს ლექსი გამახსენდა დღეს საღამოს. მაგრად ბარდნის, პირველი თოვლია. ბავშვობა და ზამთრის არდადეგები მომაგონდა სოფელში.ჯერ რამოდენიმე დღე მაგრად ააცივებდა მშრალად,მერე ერთ ჩუმ საღამოს წყნარად დაიწყებდა, დაიწყებდა და გააგრძელებდა. დილით ნიჩბის ხმა გამაღვიძებდა, ბაბუაჩემი გზას კვალავდა, სულ თეთრი იყო სოფელი, ისევ თოვდა, წამოვვარდებოდი უცებ, შეშის ღუმელი გუგუნებდა უკვე ტკაცატკუცით. ეგრევე სარეჯგველას აწყობას დავიწყებდი ბეღურებზე სანადიროდ. წამდაუწუმ ისმოდა თოფის ხმა, შაშვს და ჩხართვს ესროდნენ სუროზე და ხურმაზე მოსულს.ნელა შევაპარებდი მამაჩემს, მამიდაჩემთან გავალთქო. მამიდაჩემი მდინარის გაღმა მთის ძირში ცხოვრობდა, სამი კილომეტრის სავალი იყო, თან ბონდის ხიდი უნდა გადამევლო. მსხალი ედგათ უზარმაზარი, ფითრით დაფარული, აი იმ ფითრის კაკალზე მოდიოდა ბოლოშავი, ჩხართვი და წრიპა, ბოსელი ჰქონდათ ოც მეტრში და სხვენიდან, იქ სადაც ჩალას ინახავდნენ საუკეთესო სასროლი იყო. ქალების უარის და საქმის გარჩევგამორჩევის მერე მამაჩემი საბოლოოდ იტყოდა წავიდესო და ამით მორჩებოდა. დედაჩემი ხელებს გაშლიდა: რაღა ჩემი შვილები უნდა დამსგავსებოდნენ ნიკოს ამდენ ბავშვებშიო (14 შვილიშვილი ვიყავით).

ნიკო, მამის მხრიდან ბაბუაჩემის ძმა იყო და მთელ მხარეში ცნობილ მონადირედ ითვლებოდა. მე თოფს დავშლიდი, დავზეთავდი, ვაზნებს დავატენინებდი მამაჩემს (ჯერ არ მანდობდა მე დამეტენა), ზურგჩანთას მოვიმზადებდი და დილით ჯერ კიდე ბნელში (მილიცია რომ არ შემხვედროდა და თოფი არ ენახა)ავაჭრაჭუნებდი გაუკვალავ თოვლს.ბარდნიდა, მამალი უკვე ყიოდა, მივადგებოდი მამიდაჩემს ორთქლადენილი, ჯერ შეიცხადებდა, მაგ ხალხს ხალხი თუ ჰქვია ამ თოვაში მარტო რომ გამოგიშვესო,მერე გახარებული, ნიკოს ემსგავსებითო ისიც დააყოლებდა და ღუმელთან შემიძღვებოდა, ჩაიდანში ასკილის, შავი და წითელი კუნელის ჩაი იხარშებოდა, ტაფაზე გამომცხვარ ნამცხვარს მივაყოლებდი და უკვე ბოსელის სხვენში ვიყავი მოკალათებული, ისევ ბნელოდა, ჩხართვის ხმა მესმოდა ,უკვე მიირთმევდნენ ფითრს მაგრამ ვერ ვხედავდი, მერე ირიჟრაჟებდა, და ბოლოშავებიც შეესეოდნენ მსხლის ხეს, ოო, რას მიძგერდა გული სროლამდე, სუნთქვაშეკრული დავუშვებდი ჩახმახს და დავაქუხებდი. ნანადირევი ეგრევე უნდა მოგეძებნა თორემ თოვლი ფარავდა უცებ.

დილის შემოფრენა რომ მორჩებოდა, ამაყად ავიხინხლავდი ამ წრიპებს და ბოლოშავებს და გაყინული გალურჯებული მივადგებოდი მამიდაჩემს, შემაქებდა მარა რას შემაქებდა, ჩემზე ბედნიერი მაშინ კაცი არ იყო. ეხლა ტყეს შევუყვებოდი, იქ წინასწარ ვიცოდი რომ არაფერი მელოდა მაგრამ ტურა რომ ჩამოდიოდა გამეგონა და მისი ხათრით საღამომდე სულ შემოვივლიდი თუ სადმე გორაკი იყო. დაღამებამდე მოვბრუნდებოდი სველი, დაღლილი და ამაყი იმით რომ ტურას ვეძებდი. მამიდაჩემს ეს ჩემი ნანადირევი უკვე ბაჟეში ჰქონდა ჩაწყობილი, კეცის მჟადი ისეთი თოთო იყო (სულ ოდნავ სოიოს ფქვილს გაურევდა ჩემთვის)პირში დნებოდა, ბიძაჩემი დიდი ცაცხვის ძირში ჭურისთავზე წამიყვანდა და ოთხფუთიანს თოვაში მომიხდიდა, ჩემთვის დიდი პატივი რომ იყო ვხვდებოდი და ვიფერებდი.ვახშამი ის იყო თუ იყო, ნამდვილი იმერული, სადღეგრძელოებს ბიძაჩემი ამბობდა, მე ჭიქას ვუჭახუნებდი და იქვე გვერდით დიდი ჭიქიდან მსხლის კომპოტის წვენს მივაყოლებდი(წარმოგიდგენიათ?! ღვინოს არ ვსვამდი მაშინ). მერე საღამოს შემოფრენასაც მივუსწრებდი და ამ ნანადირევს უკვე ჩემებთან გამომატანდნენ, ზურგჩანთას ჩურჩხელით და ტკბილი კვერით გამივსებდა მამიდაჩემი და ორღობის ბოლომდე გამომაცილებდა. უკვე კაი ბნელში ამოვიდოდი სახლში, ო რა გაბღენძილი ამოვალაგებდი ნანადირევს, მერე ვიწყებდი ტრაბახს, ტარტარენ ტარასკონელი მიმიქარავს, ლომზე მონადირეს თუ არ გავუტოლებდი თავს თორემ არაფრით ჩამოვრჩებოდი, როგორ მოულოდნელად შემოფრინდა გუნდი, და როგორ მეგონა ჩახმახი შეყენებული, მერე როგორ მიმტყუნა მარცხენამ მარა აფრენილს რომ მარჯვენა დავაყოლე, ამასობაში ჩამეძინებოდა იქვე ღუმელთან.

ა, ყველაფერი ეს მომაგონდა ახლა ამ თოვაში,თანაც ჯერ ვერ ავახვევ სახლში და ვიფიქრე თავს შევიქცევთქო

 

 

 

 

 

აქ ჩვენგან განსხვავებულად ნადირობენ დიდ ნადირზე. ძაღლების გამოყენება აკრძალულია და იძულებული ხარ ჩასაფრებით ინადირო. მდედრ ლოსზე სამ წელში ერთხელ ხსნიან სეზონს, მამრი ყოველ წელს შეგიძლია აითვისო. მონადირება ადვილი არაა, მამრი შემოდგომით, იცით ალბათ, ფაფარაშლილია და მდედრს დაეძებს, ჰოდა ამ მომენტს იყენებენ. სპეციალურად ამ საქმისთვის იყიდება მდედრის შარდის ექსტრაქტი, რასაც ბოტებზე ისხამ, ტანზე წიწვოვანის ექსტრაქტი გაქვს ნაპკურები(გამომრჩა, ერთი კვირა საპონს და შამპუნს არ უნდა გაეკარო). მაგრამ ჩემი აზრით ეს მეთოდი ცოტა არ იყოს საშიშია. წარმოიდგინეთ რომ კარაბინმა გიმტყუნათ ან დააცილეთ, როგორ გინდა აუხსნა 800კგ-იან აფორიაქებულ და სისხლადუღებულ მამალ ლოსს, რომ ამ სურნელის პატრონი არა ხარ და იხუმრე მხოლოდ. რომ არ დაგიჯეროს?...

 

 

 

 

----------------------------------

 

 

ზაფხულობით სოფელში ჩემი დღე წინა საღამოს იწყებოდა, მეზობლის ბოსელთან, ლარის დასაგები ჭიის მოგროვებით. ლარს მამაჩემიც აგებდა ბავშვობაში და მისგან მომდევს. ლარი ხიზისგან (თხუთმეთიოდე მეტრის თოკი)და მასზე ძუით დაკიდებული ანკესებისგან შედგება. ოთხი-ხუთი ლარი ყოველთვის მქონდა, ასე რომ ჭიის დაგება ადრე უნდა დამეწყო რომ დაღამებამდე მომესწრო. მერე ხიზს სუფთად ავახვევდი ფიცრის ნაჭერზე და დაღამდებოდა კიდეც. ლარს ორი კაცი ვაგებდით, მეორე კაცის მოძებნა საღამოობით არ მიჭირდა, სასიამოვნოც კი იყო თბილ წყალში შესვლა. აი დილით ლარის ამოღებაზე რა მოგახსენოთ, ჯერ კიდე ბნელში,გაყინულ მდინარეში ბანაობა როცა დილის ტკბილი ძილი უნდა დაიფრთხო არ იყო მაინცადამაინც სასიამოვნო, ამიტომ ხანდახან მარტოც მიწევდა ლარების ახსნა. უკვე ბნელში იმიტომ ვაგებდით, რომ ადრე დაგებულზე ღორჯო მიასწრებდა ხოლმე წვერას ან დიდ ქაშაპს და ანკესი მიცდებოდა, არც ზედმეტი თვალი უხდებოდა ისე ლარებს, ჩუმად ამომხსნელიც ყოველთვის მოიძებნებოდა.

ერთი,შედარებით ნებისყოფიანი და მაკვარანცხი (ანუ მე), ლარს ფრთხილად შლიდა რომ არ აბურდულიყო, მეორე, უკვე მუტრუკობადატყობილი(ერთერთი, ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილთაგანი)ქვას ეძებდა რომ ხიზი ყოველ მეოთხე ანკესზე საიმედოდ დაემაგრებინა, თავის ქვა (ლარის თავში და ბოლოში) შედარებით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ მოდიდებულ მდინარეს არ წაეღო. ფეხზე ბაბუაჩემის შეკერილი წუღები გვეცვა.

დაგებას რომ მოვრჩებოდით, ერთსაც გავიბანავებდით და ღელე-ღელე ხუთ წუთში სახლში ვიყავით. დილით უთენია დავეშვებოდი, დაცდილი მქონდა, თუ ღელის ტყეში (პატარა ეკლოვანი იყო) ძლოკვი შემხვდებოდა, კაი ნიშანი იყო. ჯერ თავის ქვას ავაცლიდი და ხელით ხიზს მოვსინჯავდი, ო, როგორ დააძაძგანებდა წვერა თუ იყო სადღაც, ეს უკვე სტიმული იყო და ამ გაყინულ მდინარეში გულაფართხალებული შევტოპავდი, ქვებს ნელნელა ვხსნიდი, თან ლარს ვკეცავდი, და უცებ გაანათებდა თეთრად მაჯისიმსხო წვერა, როგორ მიაწყდებოდა აქეთიქეთ, მაგრამ სად წამივიდოდა. კარგ მოსვლაზე ორ კილომდე წვერას ამოვიღებდი, უცებ ამოვვარდებოდი სახლში, ანკესებს ავიღებდი და მზის ამოსვლას უკვე ანკესით ხელში ლიპეზე ვხვდებოდი. რა მორევი ჰქონდა მერე ამ ლიპეს, თევზით სავსე, ბანაობისთვის უკეთესი ადგილს ვერ მოძებნიდი. დაჭერილ ქაშაპს და ტაფელას ოყრალიის ხის ხინცალაზე ასხმულს ხშირად დავხედავდი რომ ანკარა არ მიპარვოდა.თორმეტი საათისთვის ხინცალაზე მსხვილ და წვრილ თევზს ისე გადავანაწილებდი რომ დასანახად ეფექტური ყოფილიყო, ბოლობოლო ორღობეში უნდა გამევლო.ერთხელაც გადავხტებოდი ლიპიდან, ამოვიდოდი და სველივე ჩავიცმევდი.გზაში მაყვლის ბურდებს ჩავუვლიდი, ისრიმმაყვალის სამყოფს მოვკრეფდი და შუადღეც მოვიდოდა.

სადილის შემდეგ მკვდარი საათი ჩვენს ოჯახში კანონი იყო, ო, რა მეჯავრებოდა. დედაჩემი მის ბალზაკს ან გამსახურდიას აიფარებდა და ეგრევე ჩაეძინებოდა, მე ჟიულ ვერნს წამოვუგორდებოდი, რა დამაძინებდა ორღობეში საბანაოდ ჩავლილი ბავშვების ხმაურში. მოვიდოდა როგორც იქნა ეს ნანატრი სამი საათი და უკვე ლიპეზე ვიყავი. ლიპეზე მხოლოდ ბიჭები ვიყავით, გოგოებს ცოტა მოშორებით მოფარებული საბანაო ჰქონდათ. ლიპე დუღდა და გადმოდუღდა. მგელობანას ვთამაშობდით, ერთი ჯგუფი წყალში ხტებოდა და მეორე მისდევდა, კარგი ყვინთვა უნდა გცოდნოდა. წაგებულებს შეთვალული (შემწიფებვული) საადრიო ყურძენი ან ჭყინტი სიმინდი უნდა მოეპარა კოლმეურნეობის ჭალაში. ყველას ჰქონდა თავის საიდუმლო წკაპი(ბწკარი)(ვენახის რიგი), სადაც ზეპირად ვიცოდით მერამდენე ძირი იყო საადრიო თითა თუ მანეთა.

სიმინდი ლიპეზევე იწვებოდა ნაკვერჩხალზე. მეთევზე თუ ჩამოივლიდა ბადით რა თქმა უნდა ავეკიდებოდი, თევზის ჩანთას დავუჭერდი, ან თუ ბადე ჩაებმებოდა დავყვინთავდი და ავხსნიდი.

ლიპეს უამრავი ღჯილე ჰქონდა, წვერათი სავსე, ხანდახან ბადეს გადავაფარებდით და სათითად გამოგვყავდა აფართხალებული წვერა ორი მეტრის სიღრმიდან. წყალი უკვე ისეთი თბილი იყო ამოსვლა არ მინდოდა. შებინდებულზე ავიდოდით უბანში და ორღობეში ფეხბურთი ან შვიდი ქვა გაჩაღდებოდა, ძირითადად ლიმონათზე ვთამაშობდით. მერე დაბნელდებოდა და საიდანღაც მოფრენილი ციცინათელებით გაივსებოდა ორღობე. დავიშლებოდით. უკვე მგელივით მშიოდა, ბებიაჩემს კეცის მჭადების არეკვაში მივეხმარებოდი, სიმხურვალით გამომშრალ ნეშოს ნაკვერჩალზე ავაბრიალებდი. მერე ვახშამი გაიშლებოდა ნიგვზის ძირში: ისრიმმაყვალში ჩაწყობილი ნედლი თევზი, ჟყინტი ლობიო ნიგვზით, ჭყინტი ყველი და ბებიაჩემის თხელი მჭადები,ჩვენივე ეზოში, თავისით ამოსული წვრილკაკალა პამიდორი და მწვანილი, ზაშკულამის (როგორც ბებიაჩემი ეძახდა) და ზაფრანის ფოთლის სურნელი ეხლაც მახსოვს. ბაბუაჩემს სულ ოდნავ შეჭვანკული ღვინო ჭის წყლიან ვედროში დოქით უკვე ჩაცივებული ჰქონდა და დააწყებინებდა ჭინჭილას რაკრაკს. მერე დედაჩემი დაგვბანდა და ძველი სახლის ხის აივანზე ლოგინები გაშლილი იყო. აგვისტოს თვეში ჩემს სოფელში ცა იყო ისეთი რომ ვარსკვლავს ვერ ჩაატევდი. მე და ჩემი და ერთმანეთს 'ჩამოვარდნილი'ვარსკვლავების თვლაში ვეჯიბრებოდით

მერე ჭრიჭინობელების მოგუდული მოძახილში და მდინარის უკვე წყნარ ხმაურში ჩამეძინებოდა. სიზმარში მაჯისიმსხო წვერა მესიზმრებოდა, რომელიც ანკესიდან მოხსნისას ხელიდან მისხლტებოდა.ასევე კოლმეურნეობის დარაჯები ბაჭუა და ეზეკია, მომდევდნენ და ვერ ვექცეოდი, არადა ცხადში რომ ყველაფერი პირიქით იყო...

 

 

-----------------------------------------

 

 

პროვანსში (სამხრეთ საფრანგეთი) მომიწია რამოდენიმე წელი მისვლა-მოსვლა. უახლოესი მეგობარი მყავდა ფრანგი(გარდაიცვალა ერთი წლის წინ), მაგარი მონადირე. ძირითადად იქვე დაბალ ბუჩქნარში გაშვებულ კაკაბ-ხოხობ-კურდღელზე ნადირობდა(გარეულს ვეღარ ნახავ და ჩვენც იგივე გველოდება სახელმწიფომ თუ არ მიხედა მაგ საქმეს). მე ნადირობის უფლება არ მქონდა, მაგრამ რა გამაჩერებდა, დავყვებოდი. ძაღლით ნადირობდა(უნგრული ჯიში იყო, დაბალბეწვიანი ყავისფერი, კურცჰაარს ჰგავდა). ოქტომბრისკენ უკვე ჩხართვი იწყებდა გადმოფრენას რუსეთიდან და მთელი პროვანსი ემზადებოდა. სეზონის გახსნაზე რომ წავყევი, ომი მეგონა ისეთი ბათქაბუთქი ატყდა. ჩემს მეგობარს ბერეტა ჰქონდა ნახევრადავტომატური. უფლება არ ჰქონდა მაგრამ საფარში, არავის რომ არ დაენახა, მაძლევდა და მეც ვურახუნებდი 3-10 ცალიან გუნდებს. ფრანგებისთვის ჩხართვი მაგარი დელიკატესია. საუკეთესო ღვინოებს აყოლებენ. ჩხართვის მერე იხვის სეზონი იხსნებოდა. მახსოვს საკმაოდ სერიოზულ თანხას იხდიდა, წლიური შესატანის სახით ნადირობის უფლებისთვის(ჩვენ რომ ფულს ვიხდით ის სად მიდის არ ვიცი). ხოხბით ხელში აქვს ბოლო სურათი გადაღებული რომელიც დამრჩა(უკვე ცუდად იყო და მეგობარმა მოუტანა).

 

საქართველოშიც იყვნენ ჩამოსულები, მწყერზე ვანადირე. საფრანგეთში მწყერს ვეღარ ნახავ, მხოლოდ ინკუბატორისაა. მაგრად ისიამოვნეს, დასავლეთშიც ვანადირე და კახეთშიც, სხვათაშორის მაგრად ისროდნენ. მერე ის მწყერი დავამარილეთ და ისე გავატანეთ. იქ დავიწყებიათ დამარილებული რომ იყო, კიდევ დაუმარილებიათ და საუკეთესო მეგობრები მოუწვევიათ გარეული მწყერის გასასინჯად. მხეცი ბოთლები გახსნილა და რად გინდა.. მწყერის შეჭმა კი არა გასინჯვაც აღარ შეიძლებოდა ისეთი მარილიანი იყოო

 

 

 

------------------------------

 

ზაფხულ-ზამთრის არდადეგები სულ სოფელში მაქვს გატარებული და მაგრად მიყვარს, საერთოდ მიწა და სოფლის მეურნეობა. ჩემი თოხი მქონდა მარგვლა-მოროდისთვის მერე მყნობაც ვისწავლე და ეზოში ველური არაფერი გავახარე(სამეზობლოსაც გადავწვდი ). ისე კაცია და გუნება. ჩემს ძმას ვერ გაახედებ მიწისკენ.

 

 

 

------------------------------

აგვისტოში კოლმეურნეობის ჭალაში, რომელიც ჩემს ეზოს ესაზღვრებოდა მწყერი შემოდიოდა. მე უკვე მზად ვიყავი ჩემი ირლანდიური სეტერით (მთლად სუფთა სისხლის არ იყო მარა ეს მარტო მე და დედამისის პატრონმა ვიცოდით), თოფით და დილიდან საღამომდე ჭალაში მინდოდა ყოფნა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა მქონდა, ჭალას ყარაული ყავდა, ჯონდო. ჯონდო როგორც კი სანადიროდ ჩასულს დამინახავდა ეგრევე ჩამოვარდებოდა (სახლი ჭალას გადმოჰყურებდა) და დაიწყებოდა: გამოდი.. არ გამოვალ.. მამაშენს მოვახსენებ ამ შაბათკვირას... ცოტა მაცალე და გამოვალ...ადი სახლში რომ გეუბნები...ერთს ვესვრი და ავალ... მოკლედ მაგრად მიხურებდა. სამაგიეროს გადახდა გადავწყვიტე. ერთ შუადღეს, მზე რომ წვავდა ყველაფერს, ჩემი ძაღლით ჩავედი ჭალაში და ხმამაღლა დავიწყე ყვირილი, ლედი (ჩემს ყველა მდედრობით ძაღლს ტრადიციულად ლედი ჰქვია, დაჟე ეხლა ორი ლედი მყავს)ჩემთან, ლედი ნახე, ლედი ეცი.. როგორც კი ბექობზე გადმომდგარ ჯონდოს მოვკრავდი თვალს ეგრევე სახლში ავიდოდი და ზემოდან ვაკვირდებოდი როგორ მეძებდა ჯონდო ვენახებში. ავიდოდა სვენებსვენებით. ათ წუთს ვაცლიდი და ისევ ჩავიდოდი ძაღლით, ისევ ყვირილი ლედი ეცი.. ისევ ჩამოვარდებოდა ჯონდო და მე უკვე ჩემი ეზოდან ვალივერებდი მაგარი კმაყოფილი როგორ წამდაუწუმ იწმენდდა ჯონდო ფესი ქუდით ოფლს. მესამეჯერ რომ გამოექანებოდა ჯონდო მე უკვე პირდაპირ საბანაოდ ავიდოდი ლიპეზე, ლედის ეზოში შევუშვებდი, თავისი გზა იცოდა. ამჯერად ჯონდო პირდაპირ ბაბუაჩემთან ამოაჭრიდა აქოშინებული. რავა იკადრებდა მაგას ჯონდო ბატონო.. თავს იმართლებდა ბაბუაჩემი, აგერაა თოფიც და ძაღლიც, ალიბს მიმაგრებდა უნებურად...

ჯონდო კაი ხანი ვეღარ დგებოდა ჩეროდან ისე იყო დაღლილი და ცივ ღვინოსაც ქე გამოკრავდა ხელს ცოტა ხანში..

 

 

 

 

------------------------------------

 

 

ბაღდათიდან საირმისკენ მიმავალმა წყალთაშუა უნდა გაიარო, ზეკრიდან წამოსული ხანისწყალი საირმიდან მომავალ წაბლარასწყალს აქ უერთდება. მერე წაბლარასწყლის ხეობას თუ აჰყვები საირმისკენ, პირველივე სოფელი წაბლარასხევია. ასე ათ კილომეტრში უდაბნო, გოგირდის წყლებით განთქმული ადგილი. მანდ წაბლარწყლის ხეობა ძალიან გაუვალი ყოფილა, სახელიც მაქედან მოდის. კალმახით იყო სავსე წაბლარასწყალი მაგ ადგილებში. მაგრამ გველიც ბლომად იცოდა . ერთი მოხუცი მეთევზისგან გამიგია, როგორ ჩატოვა მდინარეში ბადე და გამოიქცა, იქ ნანახი გველის ზომით შეშინებულმა. დღეს იქ არც გველია და არც კალმახი, დენით დაადუღეს თუ კი რამე სულიერი ცოცხლობდა მდინარეში. უდაბნომდე არმისული ერთ ლამაზ მდელოს შეხვდებით, მდინარის პირას. გზის მხრიდან ნაპირი თხმელებითაა დაფარული, და ერთი ბებერი თხმელის ძირში წყაროს ფეხიც გამოდის და იქვე მდინარეს უერთდება. გოთიეთი ჰქვია მაგ ადგილს და რამოდენიმე წელია მეფუტკრეები ამოდიან ზაფხულობით. მაგ წყაროს ფეხში, გამზადებულ კერძს და ამოტანილ ღვინოს აციებენ.

ბავშვობისას, უბნის მეთევზეები სპეციალურად მოემზადებოდნენ ხოლმე მანდ ამოსასვლელად და სათევზაოდ. ბავშვებიც მოვყავდით. ბიძაჩემი მკერდამდე წყალშიც კი ისროდა ბადეს და მისგარეშე მაგ ამბავი არ ჩაივლიდა. წამოვიღებდით ქვაბებს, შამფურებს, მარილს, კიტრი-პომიდორი-ყველი-მჭადი-მოხარშული დედალი-ტყემალი,ანუ კლასიკური იმერული მენიუ აუცილებლად. მზე რომ გადავიდოდა, ასე სამი-ოთხი საათისთვის ავიდოდით წყალთაშუაში. მეთევზეებს იქ დავტოვებდით და ჩვენ გოთიეთში ავიდოდით. ბიძაჩემს გაყოლას არც ვთხოვდი, ვიცოდი რა გაუვალი , ღრმაჩქერიანი ადგილები ექნებოდათ ამოსავლელი და ჩემთვის არ ეცლებოდა.

დავბანაკდებოდით, ბავშვები ფიჩხს შევაგროვებდით და დაინთებოდა ცეცხლიც. უფროსები პწკალებს გაამზადებდნენ (მხოლოდ შუაში სიგრძეზე ჩაჭრილი ტოტი, თევზი თავით მაგრდება ამ ნაპრალში და ასე დაკიდებული იწვება ნაკვერცხალზე) და ღვინოს ჩააცივებდნენ. წაბლარასწყალი, ბაღდათის ხანისწალთან შედარებით ბევრად ცივი იყო, მაგრამ ვინ ამოვიდოდა გალურჯებამდე. მზე რომ გადაიწვერებოდა მეთევზეებიც გამოჩნდებოდნენ, კაი შორზე შევეგებებოდით ბავშვები, მხარზე გადასაკაიდებელ თევზით სავსე დაწნული ტირიფის კალათებს ჩამოვართმევდით , ჩაიხედავდი შიგ და (ა, ახლაც კი მაჟრიალებს გახსენებაზე) შემოგანათებდა დაწინწკლული კალმახი, მაჯისსიმსხო წვერა და ქაშაპი, შავი, ჩქერის ღორჯო. შევძახებდით: სილანცახა ასა-ასა (''უფრო მეტი დაგეჭიროს'' მნიშვნელობა ჰქონდა).

ამოვიდოდნენ დაღლილები, ბადეებს გაწმენდნენ ხავსისგან და ტოტებისგან და იქვე მინდორში გაშლიდნენ გასაშრობად. დამხვდურები თევზს დავესეოდით გასაკუჭად (გამოსაშიგნად), იქვე გაირეცხებოდა და გადაირჩეოდა. დიდები მოიხარშებოდა მარილწყალში, დაფნაში და ქინძის კაკალში. საშუალოები პწკალზე შეიწვებოდა, აიპრიხავდნენ კუდებს, აშიშინდებოდნენ ნაკვერჩხალზე და იქ რომ სურნელი დგებოდა...

გავშლიდით პურმარილს, და ბავშვები ჩვენჩვენი ეზოს ჭყინტ სიმინდს შემოვუწყობდით ნაკვერჩხალს. ჭინჭილა აუცილებლად შეისმებოდა, იმ ხალხის მოსაგონრად ვისაც ამ მდინარეზე ჩვენზე ადრე ამოევლო, და ვისაც ჩვენზე მეტად უყვარდა ეს მიწა და ეს წყალი. მერე ღვინო თავისას იზამდა და ახმაურდებოდა მდინარისპირი. დაბნელდებოდა და ციცინათელებით აივსებოდა იქაურობა. ბაყაყების და ჭრიჭინობელების მოძახილი იქაურობას აყრუებდა. მერე თავზე დამხობილი ვარსკვლავიანი ცა და მოწყვეტილი ვარსკვლავების თვლა......

მოკლედ შორს წავედი, გოთიეთმა გამახსენა... მეორე ნაპირზე წაბლნარ-წიფლნარიანი კაი ციცაბო ფერდი იწყება. ასე ორ კილომეტრზე თუ აიწევი მთაში, ნასოფლარზე ადიხარ, ტეხსვანი ჰქვია მაგ ადგილს. ახლაცაა შემორჩენილი გაველურებული ვენახი, ხეხილი და ნიგოზი, ჭურის ნამტვრევებს ახლაც ნახავ. იქვე ხევსგადაღმა სახნავები ჰქონიათ, ერთმანეთისგან ყორეებით გამოყოფილი. უზარმაზარი ქვებითაა ის ყორეები აშენებული . რა შრომა უნდა ჩადებულიყო(რას იზამ, ზოგი ქართველები დღესაც ზარმაცს და უსაქმურს ეძახის თავის ერს). ასწლოვანი წაბლები და წიფლები იყო მანდ ( კაი ხანია არაკაცებმა თურქეთისთვის გადასხიპეს პირწმინდად).

ჰოდა სადღაც ათი წლის წინ ჩემმა მეგობარმა (დღეს ერთერთი ეკლესიის წინამძღვარია ქუთაისში, მაგარი მონადირე იყო ერთ დროს) გადაწყვიტა სამონასტროდ მოემზადებინა მაგ ადგილი. მარტო ადიოდა ხოლმე, ღამეც იქ რჩებოდა , ნაძვის ძირში ეძინა, გაასუფთავა ნასოფლარი, შემორაგვა. მე და ჩემი ძმა ავყვებოდით ხანდახან ზაფხულობით( მაშინ უფრო დათვის და არჩვის ხათრით, სავსე იყო. არჩვი მოსპეს, დათვი ისევ ბლომადაა) ხელს წავუკრავდით. აშენდა პირველი ხის სახლი, და პირველად დამუშავდა მიწა. გაისხლა ნიგვზები და თვალში გამოიხედა ნასოფლარმა. ჩემი მეგობარი დღე და ღამე იქ იყო, მორჩილებმაც დაიწყეს ამოსვლა, ეხმარებოდნენ. ამასობაში ჩემი მეგობარი მღდვლად ეკურთხა და თავისი უბნიდან გზასაცდენილი ბავშვები და მოზარდები ამოჰყავდა ხოლმე ორ-ორი კვირით, ლოცულობდნენ, მუშაობდნენ. ზოგი გარბოდა, ბევრი დარჩა და სხვა ცხოვრება დაიწყო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო შარშან მანდ ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერი ეკურთხა, ორი ბერი და რამოდენიმე საბერე მორჩილია უკვე. წელს ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის პატარა ეკლესიაც აშენდა. ხის ჭრა აუკრძალეს ყველას (დიდი ომები გადაიტანეს). წაბლებიც ნელნელა იყრიან. თხები ჰყავთ, რამოდენიმე ძროხა, ფუტკარი. ლობიო და სიმინდი მოჰყავთ. მანდ ასვლას არაფერი მირჩევნია. მერე რა გემრიელია ბერების მომზადებული ყველაზე უბრალო კერძიც კი. წაბლს რომ შემოდგამენ საღამოს დიდი ქვაბით, და ტრაპეზის მერე რომ მივესევით ამ ოხშივარადენილ, უგემრიელეს ნაყოფს. მერე ლოცვები? (მეც წამაკითხებენ ხოლმე ).შუაღამით გარეთ უნდა გამოხვიდე და ტყეს მოუსმინო, სასწაულია. ცა ხომ დაუვიწყარია, განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბერში. ეჰ, კაია, კაი.

დიდი თოვლი იცის მანდ, და საუკეთესო კანადური ტყის თხილამურები მიმაქვს წელს ბერებისთვის . იფრიალონ ამ ფერდიდან იმ ფერდზე...

 

 

 

--------------------------------------

 

 

გუშინ ჩემს ძმას დავურეკე, სოფელში იყო ჩასული. ნელნელა შემომაპარა, შენი ძაღლი მაკედ ყოფილაო. აუუუ, ავყმუვლდი. ათასჯერ გავაფრთხილე დედაჩემი და მამაჩემი არ დაამაკოთ, დაამწყვდიეთთქო. გაზაფხულზე ვაპირებდი თბილისელ პრინცზე მის დაქორწინებას და ლეკვებს ნახევარი ჩემი სამეგობრო ელოდა. ვის დაუმაკებია მეთქი?

ენდელაძეების ჯეკაიასო. აუუ, მეორედ ავყმუვლდი. ესე იგი ჩემი ავაზა, ავსტრიული პრინცის და თბილისელი პრინცესას ქალიშვილი, ლეკვებს ელოდება ჯეკაისგან, ეს ჯეკაია მაინც დაგანახათ: შავი, დაბალი (რაფერ შეწვდა), გრძელი, ხმალივით კუდით და რიჟა წარბწამწამით. გავიგონე დედაჩემი როგორ ეჩურჩულებოდა ჩემ ძმას: უთხარი დედაშენი რომ თბილისში იყო წამოსული, მამაშენს გაპარვიათქო. ჩემმა ძმამ თვალის აუხამხამებლად გამიმეორა. მამაჩემს ეტყობა მოთმინების ფიალა აევსო და იყვირა: რა ვიცი მე კაცო, ჩამოვიდეს და მიხედოს თავის ატეხილ ძაღლებსო (პირველმა ორიოდე კვირის წინ იმშობიარა, რა თქმა უნდა ჯეკაის ლეკვები გვაჩუქა).

ჩემი ავაზა ამ ორომტრიალში იწვა თურმე მოგუგუნე ფეჩის ქვეშ გაშვანგული, და სულ ცალ ფეხზე ეკიდა ჯეკაია იქნებოდა მისი შვილების მამა თუ ვალტერი. თავისი ქე ქონდა უკვე განაღდებული და...

 

დღეს დამირეკეს, ჩემს ავაზას ოთხი ლეკვი უჩუქებია ოჯახისთვის. მაგრამ ერთი დელიკატური ნიუანსი: ლეკვები არც დედას (ყავისფერ-ნაცრისფერი) და არც სავარაუდო მამას(ჯეკაია შავია) არ ჰგვანან. ყველა თეთრია. დავიჯერო მენდელს შეეშალა რამე?

 

--------------------

 

 

5-6 წლის ვიყავი ალბათ (სკოლაში რომ არ დავდიოდი ნაღდად მახსოვს), მამაჩემს და მის ბავშვობის მეგობარს სათევზაოდ, ლარების დასაგებად რომ დავყვებოდი. ზეპირად ვიცოდი ამ საქმის ყოველი წვრილმანი. როგორ უნდა გამეფინა წყლიდან ამოღებული ლარი, მომეცილებინა ნარჩენი ჭია, სად იყო ყველაზე კარგი ჭია უბანში, როგორ უნდა დამეგო ანკესზე, როგორ ამეკეცა და მერე ჩამეგო მდინარეში. ოღონდ ესაა, ჩაგებას და ამოღებას მაგ ასაკში ნაპირიდან ვადევნებდი თვალს. ხანისწყლის ჩქერს ჯერ კიდევ ვერ ვუმკლავდებოდი. კარგად რომ შებინდდებოდა ჩვენი ვენახის ბეკში დავეშვებოდით, მერე კოლმეურნეობის ვენახებს გადავკვეთდით და მდინარის ნაპირზე ვიყავით. ლარის ჭიებიან ანკესებს მდინარეში ჩავაწყობდი, სანამ მამაჩემი და მისი მეგობარი თავის ქვებს ეზებდნენ, ჭიები რომ არ გამშრალიყო. ხანდახან იმ ათ წუთში, ღორჯო უკვე ასწრებდა ანკესის გადაყლაპვას. მერე ლარებს (ასე ხუთი-ექვსი ლარი იყო) ყველაზე საიმედო ადგილებში(ჩქერში და მის თავ-ბოლოში) ჩააგებდნენ და ხალისიანები, ცოტა აღტკინებულებიც კი(ბავშვობა ახსენდებოდათ ალბათ), ამოვიდოდნენ ნაპირზე. მთვარე უკვე დღესავით ანათებდა, და ხუთ წუთში სახლში ვიყავით. იმ ღამეს მე ძილი არ მეწერა. დიდი ხის სახლი გვედგა, უზარმაზარი აივნით მდინარის მხარეს. ტახტები და საწოლები ზაფხულობით სულ აივანზე გვედგა. რადგან მე იმის იმედი არ მქონდა, რომ დილით უჩემოდ არ გაიპარებოდნენ(მერე მეტყოდნენ გაღვიძეთ და ვერ გაიღვიძეო), მამაჩემთან საფერხეში გადავძვრებოდი ტახტზე და ფეხს ფეხზე გადავადებდი, რომ მისი წამოდგომა არ გამომპარვოდა. ბოლომდე ვცდილობდი არ ჩამძინებოდა, ჩამეძინებოდა და უცებვე დაფეთებული გამეღვიძებოდა, ხომ არ წასულანთქო, მამაჩემს ფეხით ''მოვსინჯავდი''. ისევ ჩამეძინებოდა, მაჯისსიმსხო წვერა მესიზმრებოდა, როგორ ხსნიდა მამაჩემი ანკესიდან და როგორ უსხლტებოდა ხელიდან, ო, ხო, ხო რას ვშფოთავდი. მერე მამაჩემის მეგობრის ხმა ფეხზე წამომაგდებდა ფეხზე და მამაჩემს ვაღვიძებდი. ჯერ ისევ მაგრად ბნელოდა, ამიტომ ზურგზე მოკიდებულს ჩამიყვანდა მამაჩემი მდინარემდე. ამჯერად უხალისოდ შეაბიჯებდნენ გაყინულ მდინარეში, თავის ქვამდე მეც შევყვებოდი.ლარს ნელა მოსინჯავდა მამაჩემი, არისო , ხმადაბლა, სიხარულით დაიძახებდა, უკვე მდინარის სიცივე აღარავის ახსოვდა. მერე სადღაც შუაში წვერაც ააჩქეფებდა ჩქერს (სასწაული შეგრძნებაა, მთელი ცხოვრება ვეღარ მოიცილებ მერე). ყველა ლარს ახსნიდნენ და ნახევრად სავსე ჩანთით ამოვიდოდნენ ნაპირზე. ჩანთას ვეცემოდი, წვერას ზედა ტუჩზე თითო წყვილი ულვაში აქვს აქეთიქეთ, წვრილი, მოშავო ქერეჭი ზურგზე და თეთრი რბილი მუცელი. უსასოოდ აბჩენდნენ პირს, მაგრამ მაშინ არ მეცოდებოდნენ, ის კი არადა ხანდახან ანკესიდან რომ გაუსხლტებოდათ, გული მისკდებოდა (მერე, ზემოთ, უკვე დაწყნარებულზე, სადღაც გულის სიღრმეში მქეჯნიდასავით რაღაც). ეზოში ბაბუაჩემი დაგვხვდებოდა (ძალიან უყვარდა ნედლი თევზი), სილანცახა-ასასას შემოგვძახებდა და მამაჩემის მეგობარს ეტყოდა: ჩემი ცოლიკოური მოუხდება მაგასო. მე ლარებს გავშლიდი გასაშრობად. იმ საღამოს ჩვენთან ჩაუსხდებოდნენ....

სანადიროდ მამაჩემს , 7-8 წლის ასაკში დავყვებოდი უკვე . მწყერი ჩანთის ტარება იყო ჩემი მოვალეობა. ნადირობისწინა საღამოს ტანსაცმელს, კეტებს, სამხედრო ქუდს, საათს და ფანარს იქვე სკამზე მოვიმზადებდი. ცას ავხედავდი გაღვიძებულზე და ჭექაქუხილს ვნატრობდი (გადმფრენი მწყერი მაგ დროს იქვე მინდორში ეშვება), საათს ყოველ წუთში ვამოწმებდი. დედაჩემი შემომძახებდა, დაიძინე მე გაგაღვიძებო, მაგრამ ვინ ენდობოდა. რუსული მწყრები და დაბალ სიმინდში ჩვენი ჯულბასიას შლიგინი მესიზმრებოდა, მამაჩემი უმიზნებდა მაგრამ თოფი არ ვარდებოდა. მოვიდოდა ბოლოს დილის ხუთი საათი და მეშველებოდა. ერთხელ მახსოვს , ასე გამზადებული სახლში დამტოვეს, მეზობლის გამო , დღესაც მწარედ მახსენდება ის დილა.

დღეს იმის აღარ მეშინია რომ სახლში დამტოვებენ, მაგრამ ნადირობის(ან თევზაობის) წინა ღამეს ისევ ისე ვფორიაქობ, ისევ ის წვერები, ჯულბასია და მწყერები მესიზმრება როგორც მაშინ....კაი ხნის წინ....

 

 

 

ეს კაი ხნის ამბავია, შველი რომ ბლომად იყო

 

----------------------

 

 

ისე ასაკოვან მონადირეებს გულჩვილობა ეპარებათ, შველზე აღარ ნადირობენ.

 

შარშანწინ ჩემი ძმა ნადირობდა შველზე. ქვემო, ყველაზე დაბალი ყელი, მდინარესთან ერთ ასაკოვან მონადირეს ჰქონდა ჩაკეტილი, უამრავი შველი ჰყავდა მოკლული ახალგაზრდობაში. მომდევნო ყელში იდგა ჩემი ძმა. შველმა ჩემი ძმის ნომერს გვერდი აუქცია და პირდაპირ დაბლა დაეშვა მდინარისკენ. მოკლეზე მიჰყოლია ჩემი ძმა, მივარდნილა ამ ასაკოვანთან, მდინარის ზემოთ წავიდაო.. იქ პიტალო კლდეებია და უცებ ასვლა გაუჭირდებოდა შველს და მივუსწრებო, მისდია ტურმე მდინარის აღმა კაი ხანს სირბილით, აპააა, სადაა შველი, კვალიც ვერ ნახა. მერე გვიან ძაღლებიც რომ ჩამოსულან და აღმა კი არა დაღმაა ''დააწვნენ'' , მაშინ კი უგუმანიათ, ანდროს ჩემი ძმა სასეირნოდ რომ გაუგზავნია. რას ეტყოდა მამისტოლა კაცს.

 

რა იცი, იქნება ერთდროს ანდროს მეც დავემსგავსო

 

 

 

--------------------------------

 

ვერ ვიტან მეხორცე მონადირე -მეთევზეებს, ადამიანი თუ გინდა შინაგანად დაინახო, მასთან უნდა ინადირო, ყველაფერი სჩანს, ვერ მოიტყუები. გაუგონარი სიხარბე მინახავს ხალხის, თევზაობა-ნადირობაში, მაშინ როცა მათ საზოგადოება სულ სხვანაირს იცნობდა. ეს შინაგანია და არაა დამოკიდებული გაჭირვებაზე ან სოციალურ სტატუსზე. ვერ ვიტან დენით ''მეთევზეებს''. ჩემთან სოფელში იციან ხოლმე ამოვლა დღეში ათჯერ, ერთ ციცქნა მდინარეში. სახლის გასწვრივ ზონაში არ ვატარებ როცა იქა ვარ (ხშირად ნაცნობებია), ბავშვებს ღორჯო ვეღარ დაუჭერიათ. მაგათი შვილიშვილები მალე ტაფელასაც რომ მხოლოდ წიგნში ნახავენ, სულ ფეხზე ჰკიდიათ.

 

 

 

-----------------------------

 

ეს ნადირობას არ ეხება მარა ექსტრემია მაინც

 

 

ორი დღის წინ გამოცდა მქონდა ყვინთვაში. მაგ ტბაში, ჩაძირულ ნავებთან ერთად, ფსკერზე, 20მ-ის სიღრმეზე სამრეკლოს ფორმის მეტალის ცილინდრია ჩაძირული. შიგ ჰაერის ბალიშია, რომელსაც ყოველი ყვინთვის წინ ჟანგბადით ამდიდრებენ რომ წყლის სათვალე მოიხსნა, სული მოითქვა, და ინსტრუქტორმა დარიგებები მოგცეს. ჩემზე წინ 4 კაცი ყვინთავდა. ჩავყვინთე, ამოვყავი თავი ამ საჰაერო ბალიშში და რაღაც სუნი მეცა, შევისუნთქე ისევ, კი, ნაღდად პლანის სუნია. ინსტრუქტორი გაგიჟდა, ასეთი რამე არ მინახავსო. თურმე წინა სასტავს, პლანი, ჩიბუხი და სანთებელა, წყალგაუმტარი ტანსაცმლის შიგნით დაუმალავთ, რომ არ დასველებოდათ და ამ ცილინდრში ააგიგინეს. ერთ ჩამოტარებაზე ეყოთ. მოფიქრება არ გინდოდა?!

 

 

 

 

--------------------------------------

 

ერთიც და დღეს მორჩა ახლანდელი ბავშვები ალბათ არც დაიჯერებენ ხანისწყალი ასეთი თუ იყო ერთ დროს. არადა ჩვენ მოვსპეთ ხო, ჩვენივე ხელით...

 

 

სოფელში ზაფხულის არდადეგებზე წასვლის წინ ბაზრის წინ რომ დინამოს მაღაზია იყო, იმას მივადგებოდი და სათევზაო თუ რამე ჰქონდათ ყველაფერს ავითვისებდი. მერე ბაზრის უკან გადავიდოდი, იქ წითელ ხიდთან მონკავშირის მაღაზია იყო, იქაც დავიმატებდი რუსულ, გამობრძმედილ, ყავისფერ ანკესებს. მამაჩემი ახალ ფეხბურთის ბურთს მოგვიტანდა და სოფელშიც ჩავიდოდით. მოგროვდებოდნენ მეგობრები, ამოვალაგებდი ეგრევე ანკესებს, ტივტივებს, ძუებს და ტყვიებს. ვინც თევზაობდა დავუნაწილებდი. ბამბუკი უბანში მხოლოდ ჩვენთან იზრდებოდა, ბაბუაჩემთან ერთად შევარჩევდი ტივტივიანისთვის(თეთრი თევზისთვის, ანუ ქაშაპისა და ტაფელასთვის, წვერას მხოლოდ ლარით ვიჭერდი) ერთ გრძელ სწორ ღეროს და ღორჯოს ანკესებისთვის ორ წვრილს. აგერ გადამიჭერი ბაბუა..მოვუნიშნავდი დაბლა და აამუშავებდა მუჭის ხერხს ბაბუაჩემი, მერე გამისხეპდა ვენახის მაკრატლით და იწყებოდა ანკესების გაწყობა. ბავშვები ისევ თავზე მეხვეოდა და იყო რჩევა-დარიგებები რამხელა ტყვია უნდა დამეგო, რა სისქის ძუა, გრძელი თუ მრგვალი ტივტივა, ფეხიანი თუ უფეხო ნემსკავით, სწორი თუ ირიბი პირით. ღორჯოს ანკესი უფრო მარტივი ასაწყობი იყო, მსხვილი ძუა(ან ბადის მკედი), დიდი ტყვია და პატარა ანკესი. მერე ჭიებს და მახრას მოვძებნიდით მეზობლის ბოსელთან, ცომს მოვზელდი და დილისთვის მზად ვიყავი. ამასობაში შებინდდებოდა და ბებიაჩემი ლიტრიან, მუქ, გრძელ ბოთლს მომცემდა(ბორჯომის ბოთლს ეძახდა), გადადი სოფრომაძეებში რძეს გამოგატანს გუგულაო. გავყვებოდი ორღობეს, ოთხი მოსახლის იქეთ, პატარა ბეკი(დაღმართი) იწყებოდი, მერე ღელის ჩასასვლელი, რომელსაც სოფრომაძეების ტყე (რუსული ეკლის პატარა კორომი იყო მდინარემდე) ესაზღვრებოდა, მარცხნივ დავტოვებდი და სოფრომაძეების სახლიც გამოჩნდებოდა. გუგულა ისევ წველიდა. შავი ძროხა ცოხნიდა თავისთვის, გუგულა რომ ჯიქანს უწელავდა მთელი მონდომებით ვითომც მისი არ იყო(სულ მეგონა რომ ძროხას ამ დროს მაგრად ტკიოდა ჯიქანი და როცა პირველად გავბედე მოწველა ისე რბილად მოვქაჩე ერთი წვეთიც ვერ გამოვადინე, მის მერე არც მიცდია). გუგულა ჩემს ბოთლს ძაბრს დაადგამდა, მარლას გადააფენდა და თბილი რძით გამივსებდა. გამოვბრუნდებოდი. უკვე ბნელოდა, ღელის ჩასასვლელს შავად დაებჩინა უკვე პირი, უსიამოვნო გრძნობა მიპყრობდა, ფეხს მოვუჩქარებდი და სიმღერასაც ვიწყებდი თუ ნამეტანი მომერეოდა შიში. ციცინათელებით იყო სავსე ორღობე და ბეკს რომ ავითავებდი ბავშვების ხმა შიშს სადღაც აქრობდა და ერთ წუთში სახლში ვიყავი. ბებიაჩემი რძეს თუჯში, ბუხარში მოადუღებდა. ერთ ჭიქას გადამინახავდა მეორე დილისთვის(ისე არ მიშვებდნენ სათევზაოდ), დანარჩენით იმავე თუჯშივე სიმინდის ფქვილით და პიტნა-მარილით ფაფას მოადუღებდა. უგემრილესი იყო.

დილით გაპარვას შევეცდებოდი მაგრამ დედაჩემს რას გამოაპარებდი, მოვიყუდებდი ერთ ჭიქა რძეს, მეზიზღებოდა და მერე როგორ, ძლივს წვალებით დავცლიდი (ჩემს ძმას ისე უყვარდა, წყლის პირზე თხებსაც თვითონ წველიდა უჩუმრად და აუდუღებლად სვამდა. ახლაც ნადირობისას თუ სადმე მოსაწველი ძროხა გვხდება მინდორში, შეუძლია ჩამოწველოს და იქვე დალიოს). დავეშვებოდი მეზობელ გურამიასთან ერთად (ჩემზე უფროსი იყო, თავგადაკლული მეთევზე), მზე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ღელე უკვე აღარ იყო საშიში, ეკლნარში ისევ ბინდი იდგა და ბილიკს ვაკვირდებოდი, ძლოკვმა და ანკარამ იცოდა გაწოლა. ჩავიდოდით ლიპეზე, უზარმაზარი მორევი ერტყა გარშემო, თევზით სავსე.მზის ამოსვლამდე ქარი იცოდა და გრილოდა. დავინაწილებდით ადგილებს და ანკესებსაც გავშლიდით. დიდი ქაშაპი იცოდა ლიპეზე. საათობით შემეძლო ცდა, სატყუარის ცვლა, ხანდახან გაყინულ წყალში შევიდოდი, ქვაზე ღორტაფების(პატარა უხერხემლოა) მოასაგროვებლად, გიჟდებოდა ქაშაპი ღორტაფისთვის. მერე დიმი-ობჩის მთებზე, სარკიეთას თავზე მზეც ამოიწვერებოდა, ნაციხარს გაანათებდა და საირმე-ზეკარის მთებს მიაყუდებდა სხივებს. ამ დროს დაიწყებდა თევზი თამაშს, ძირითადად წვერა. მორევის დაბლა მდორე ღრმა ჩქერი იყო, იქ უზარმაზარი , ღრჯილეებით სავსე ლიპე იყო ჩაძირული, წვერათი იყო სავსე. ის წვერა თამაშობდა. ისმოდა ტყაპატყუპი. მანდ სულ ვყვინთავდი, ისეტი ჩქარი და ღრმა იყო წყალი რომ ბადით ვერ მიუდგებოდი, ამიტომ წვერა თავს ინახავდა. ღრჯილეში რომ შევიხედავდი, ელავდა შავ-თეთრად, ისე იყო სავსე თევზით. ასე ათი საათისთვის ქაშპებით დამძიმებულ ხინცალებს ამოვიღებდით და ორღობეს ჩვეულებრივზე მეტად ხმაურით ჩავივლიდით, კომპლიმენტების მისაღებად.. ვისაუზმებდი და ღორჯოს ანკესებს მოვამზადებდი, ახლა უკვე ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც შემომიერთდებოდნენ(დილით ადრე ადგომა ყველას ეზარებოდა), ჩავიდოდით იქვე ჩვენი ეზოს ბოლოში, ღორჯო ადვილი დასაჭერი იყო, მტაცებლის სასწაული ჟინი აქვს ამ ერთი ციდა თავგასიებულ შავ ურჩხულს, პირთან მიუტანდი იქვე შენს ტვალწინ ჭიან ნემსკავს და ებდღვნებოდა მაგრამ როგორ, ნემსაკვის ამოღება გიჭირდა მერე. ასე წყალ-წყალ ფეხდაფეხ ავყვებოდით სათავემდე, ხინცალა გრძელდებოდა და მძიმდებოდა. თან ვბანაობდით. საღამოს ამოვიდოდით სახლში დაღლილები და მოშიებულები. იმ დღეს ლარების დაგების თავი აღარ მქონდა, მეორე საღამოსთვის გადავდებდი. როცა ზევით, საირმეში ან ხანში გაავდრდებოდა, ხანისწყალი უეცრად მოდიდდებოდა, მოჰქონდა მორები, დამხრჩვალი ღორი და ფრინველი. ამ დროს სახოპავი ბადეები გვქონდა, დიაგონალურად გადაჯვარედინებულ თხილის ჯოხებზე გადაჭიმული, ზოგს გრძელი სახელურიც ჰქონდა ღრმაში რომ შორიდან ამოგეხაპა. თევზი კარგად ვერ ხედავდა, დინებას ერიდებოდა და ნაპირებთან უამრავს ვიჭერდით, განსაკუთრებით ღორჯოს. მე და ჩემს ძმას ჩვენი ბადეები გვქონდა, ნაპირთან ჩვენ ჩავდგებოდით, მდინარისკენ მამაჩემი ან ბიძაჩემი, ფეხით ქვებს ''ვანგრევდით'', წინ ბადეს ვუხვედრებდით, მერე ამოვწევდით ბადეს და ღორჯოთი იყო სავსე. რამოდენიმე კილოს ვიჭერდით. სულ ერთიანად სველები ავიდოდით სახლში, ტანზე მდინარის ჩამონატან ფოთოლ და ქვიშამიწებილი, მაგრამ რა სიამაყეს გრძნობდი?! ადიდებულ მდინარეში ითევზავე. ერთხელ მახსოვს ლარები დავაგე(ლარების ამბავი აქ უკვე მოვყევი და აღარ გავიმეორებ) და იმ ღამეს მოდიდდა ხანისწყალი, დილით მარტო ჩავედი მაგრამ რას იზამ, მოანგრევს ყველაფერს. შევედი მაინც, მალევე წამაქცია და ცურვით მომიწია გამოსვლა. მესამე დღეს მივაგენი, ერთი წვერა კიდევ ეკიდა.

აგვისტოში როცა სიცხეები დააჭერდა და წყალი დავარდებოდა, სასროლ ბადეს გადმოიღებდა ბიძაჩემი(მაგრად ისროდა, მამაჩემისგან განსხვავებით), მზე რომ კარგად გადაიწვერებოდა ამოვუყვებოდით კაი შორიდან. წვერა და ტობი დიდ ჩქერში ხარბად ყლაპავდნენ ჟანგბადს ამ დროს, დიდი ლოდების სიგრილეში. მე დაწნული ტირიფის კალათი მებარა, თევზისთვის. ხანდახან მდინარის გადაჭრა გვიწევდა და ბიძაეჩემი კი გადადიოდა ფეხდაფეხ მაღალში მაგრამ მე ცურვით მიწევდა გადასვლა, ტირიფის კალათჩაბღუჯული. ბადე თუ ღრმაში ჩაებმებოდა, თვითონ დაჭიმავდა და გადავყვინთავდი რომ ამეხსნა. ხშირად ვერ ვერეოდი ასახსნელად და თვითონვე გადაყვინთავდა ბადიანად. აგვისტოს ბოლოს ნაწყობების აშენებას იწყებდნენ წყალთხელში რიყის ქვებით, წვერა შევიდოდა გამოსაზამთრებლად და მერე ნოემბერ-დეკემბერში ნაწყობს ლომებით დაანგრევდნენ და კუნჭულა ბადით იჭერდნენ მიძინებულ, სიცივისგან გაზანტებულ თევზს(ხშირად თავს არ იწუხებდნენ და პირდაპირ ამონალს აფეთქებდნენ ნაწყობში). ასე გავიდოდა ზაფხული და სექტემბერიც მოაწევდა, ანკესებს, ლარებს, ბადეებს ბებიაჩემ-ბაბუაჩემს ჩავაბარებდი და ერთი წელი მყოფნიდა აქაური თავგადასავლები ქუთაისლებთან სატრაბახოდ.

 

-----------

 

 

რამოდენიმე წლის წინ კასრისწალზე ნადირობის მერე შავ მთაზე(კახეთი) გავიარეთ, მეგობარი ჰყავდა ძმაკაცს, ქედელი, და გამოგვყვა. თითო ხოხობს მოგაკვლევინებთო, მეტი არ იქნება და არც მოსთხოვოთ იმ კაცსო. ავედით, ცხვრის ფარა და ნაგაზები დავინახეთ გორაკზე, ბერიკაციც გამოჩნდა, ზურა პაპა ერქვა, ოთხმოც წლამდე იქნებოდა. იქვე მიწურში ცხოვრობდა. გარშემო გაუვალი ჯაგები იყო, როგორც მერე აღმოჩნდა ხოხბით სავსე. ადგილობრივმა სთხოვა, ზურა პაპა ვიცი არავის აკარებ აქაურობას მაგრამ ისეთი სტუმრები გვყავს უარი ვერ ვუთხარი და თითო ხოხობს აიყვანენ მეტს არა თუ ნებას დაგვრთავო. არ გაუხარდა, მაგრამ ხათრი არ გაგვიტეხა. ერთ აყოლებაზე მე პირადად სამი ხოხობი ამიფრინდა. ვისაც ბაძგიდან ამოვარდნილი ხოხობი უნახავს მიხვდება რა სილამაზეა, განსაკუთრებით მამლის ამოსვლა, როგორ ელავს მზეზე, როგორ ააფეთქებს იქაურობას(გული გაგისკდება როცა არ ელი და ისე წამოფრინდება). თითო-თითო ავიღეთ ოთხმა კაცმა. ისევ ზურა პაპასტან მივბრუნდით. მას უკვე ერბოში შემწვარი ხაჭო გაეფიცხებინა(პირველად ვჭამე, მაგარი რამეა), თავისივე, იქვე მიწურში მოწურული მაჭარი(ნოემბრის დასაწყისი იყო) ჩამოგვისხა, გუდის ყველი (რა გამახედებდა მისკენ), ჩვენი ხორაგიც მივამატეთ და შევუბერეთ. ბავშვობიდან ცხვარს ვუდგევარო, ვერ ვჩერდები სახლშიო. მხედრიონის დროს ცხვარს მიეჩვივნენო და ჩემი ბერდენკით ავიდოდი ფერდზეო, როგორც კი მაგათ მანქანას დავინახავდი აქეთ მომავალს, ერთ-ორს დავუშენდი და მერე ვეღარ ბედავდნენ მოსვლასო. ისეთი სადღეგრღეგრძელოები გვითხრა, არსად რომ არ გამეგონა. წამოსვლა აღარ გვინდოდა. ჰოდა როგორ გინდა უცხოს აუხსნა, რას ნიშნავს ჩვენთვის ზურა პაპა, მისნაირების შენახული ტრადიციები. როგორ აუხსნი უცხოს, რომ შეიძლება მღვრიე, ტალახივით , მიწურში დაყენებული მაჭარი დალიო , ცხვრის ბეწვნარევი გუდის ყველი და ამჟავებული ხაჭო ჩააყოლო, ოთხმოც წლამდე მიტანებულ ბერიკაცის სადღეგრძელოებს მოუწყენლად უსმინო და ამით უბედნიერესი იყო.

არა რა, რომ ვუფიქრდები, კაი ღრმა ფესვი გვაქვს გადმული, ვერ მოგვთხრიან ასე ადვილად.

ჰოდა ზურა პაპას გაუმარჯოს

 

 

 

 

 

 

 

-----------------------------------------

 

ხანდახან რა ცოტა ჰყოფნის კაცს. პარასკევს მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მეგობრის მეგობარმა კვებეკის დიდ ჩრდილოეთში, ნუნავუტში, ჰიუდსონის ყურის ტუნდრაში ნაპოვნი კარიბუს ცალი რქა მაჩუქა. რქა ეტყობა დიდი ხნის მოცვლილი ჰქონდა კარიბუს (ორწლიანს ალბათ) და ყინვის, ქარის და წვიმის გამო სულ გათეთრებულ-გამომშრალია. მხოლოდ ის მხარე აქვს ოდნავ მომწვანო რომლითაც ტუნდრის ხავსზე იდო. თბილისში მომაქვს

 

 

 

 

 

-------------------------

 

 

 

წარმომიდგენია ახლა როგორ გიგინებს აჯამეთის მუხა ჩემებთან შეშის ''ფეჩში''. ჩემი ვეფხვები (ორივეს ლედია ჰქვიათ, დიდი და პატარა) მიფიცხებული იქნებიან ორივე მხრიდან. წაბლი იქნება უკვე შემოსული და დედაჩემი და მამაჩემი ალბათ ერთობიან მოხარშულით. დედაჩემი თვითონ რომ ორს აიღებს მესამეს ''ფეჩისკენ'' გაუშვებს. ისინიც წამოუწევლად, თავის აწევით დაიჭერენ ცხელ წაბლს. თუ რომელიმე დააცდენს, მეორე ეგრევე აითვისებს და ღრენაც ამას მოჰყვება ხოლმე. დიდი, ხბოსავითაა, ძღომას ვერ გებულობს, ცოტა მიამიტია (როგორც ყველა დიდი არსება), უბადლოა წყალში და ჭაობში, ვერ დაღლი. პატარა უჭკვიანესია, უმეტყველესი ყურყუმალი შავი თვალებით, ხშირად იჯაბნებს დიდს, მეზობლის ცხენივით ინდაურს ორ წამში აყომარებს, თუ ჩვენს ეზოში ნახა გადმოსული.ტყის ქათმის პროფესორია. ფაქიზი მჭამელია,მარა სექსვამპირი, დაღალა ოჯახი მეუღლეებით,საყვარლებით და დაუსრულებელი შთამომავლობით(დედაჩემი ნატრობს, პატრონები მაინც დამსგავსებოდნენო..).

მამაჩემი, გადაგდებული წაბლის რაოდენობა საღ ზღვარს რომ გადაცდება, მხოლოდ მაშინ, აბუზღუნდება, ვინ გაიგონა ძაღლებს მოხარშულ წაბლს აჭმევდნენო. დედაჩემი ამ დროს იფეთქებს. იმ ''ბავშვის'' წილს ვაჭმევ, რომ დაიბარა ჩემი წილი ამათ აჭამეთ ყველაფერიო, ხომ არ დაგვიწყებიაო. ვეფხვები ყურსაც არ შეიბერტყავენ, ნეტარებით გააგრძელებენ წაბლის ღეჭვას და დაღეჭილ-გაუთოებული ჩენჩოს იქვე ცხვირწინ დახვავებას..

 

 

---------------------------

 

 

ეს ნადირობას არ ეხება, სოფელზეა მაგრამ მაინც დავაგდებ

 

 

 

შობა-ახალწელს ღორს სულ ვკლავდით. მამაჩემი მთის სოფლებში: კაკასხიდში ან წაბლარასხევში ყიდულობდა ტყიდან ახლადჩამორეკილს. წიფლით და წაბლით ფენა-ფენა ქონდადებულებს. ერთხელ ცოცხალიც კი ჩამოვიყვანეთ ჩვენი ''ოცდაერთით'', პატრონმა სიმინდით შემოიტყუა პატარა საჩიხში, ბაწრის ყულფში ფეხი ჩადგა თუ არა დაესიენ კაცები და გაკოჭეს. თუმცა სახლში ჩაყვანამდე საბარგული ათჯერ ახადა და კინაღამ გაგვექცა. ამის მერე სულ იქვე ვკლავდით. ბიძაშვილ-მამიდაშვილებით დაძეძგილი მანქანით ავიდოდით.თოვლი იდო უკვე.ხანისწყალი სუფთა, წყალმარჩხი იყო .ირგვლივ თეთრი მთები. მამაჩემი ღორს აირჩევდა შემორაგულში და ისევ სიმინდით შეიტყუებდნენ საჩიხში. დაკვლას არ ვუყურებდი არასდროს (მიუხედავად იმისა, რომ ნადირობისას არც შველზე და არც ხოხობზე არ ამკანკალებია ხელი, ღორის და საქონლის დაკვლას ახლაც ვერ ვუყურებ), თითებით ყურებს ვიცობდი ხმაც რომ არ გამეგონა. ჩემი ძმა არ მოცილდებოდა ბოლომდე. იქვე გაფუფქავდნენ უხეშად, ცხელი წყლით, მერე საბარგულში შევაგდებდით და ჰაიდა სახლისკენ. სახლში მზად იყვნენ უკვე. ძაღლები ყეფით გააცილებდნენ ღორს სამზადისამდე. უზარმაზარი თუჯის ქვაბი თუხთუხენდა, ტაშტები, გობები,დიდი ჩანი, მარილი, დანები. მეზობლებიც გამოჩნდებოდნენ ნელნელა. ღორს ჭერის უმსხვილეს დირეზე ჩამოკიდებდნენ სამზადისში. ამ დროს ყველა აფასებდა ღორის მონაცემებს. რამდენ კილოს დაყრიდა, რა სიმსუქნე და ხორცი ექნებოდა. ''ფარსონკით'' კარგად შეტრუსავდნენ, მერე სიმინდის ფქვილში ნარევი მარილით და ძმარნარევი წყლით ჩამორეცხდნენ და გაკვეთაც დაიწყებოდა. პროცედურის ეს ნაწილი არ მიყვარდა, სუნი, სისხლი, ნაწლავები, თოვლი და ტალახი სახლში. ჰოდა ძაღლებს ავიყოლიებდი (არ უნდოდათ წამოსვლა, ღორის ხორცის სუნი თავისას აკეთებდა) მდინარის პირზე ჩავიდოდი და ის საათი-საათნახევარი ხანისწყლისპირზე ერთ წამში გაიფრენდა (მდინარის პირას საათობით შემიძლია ვიჯდე). ამოვიდოდი, ჩანი უკვე დამარილებული ხორცით იყო სავსე (მესამე კვირას ამოიღებდნენ და ხარიხებზე დაკიდებდნენ გასაშრობად), დიდ გობებზე დაუმარილებელი ხორცი, იქეთ ეზოს კუთხეში წელებიანი (ნაწლავებიანი) ტაშტი, ბუხარში მოსახარშად ჩადგმული ხორცი უზარმაზარ ქვაბში, და სამფეხზე ჯარისკაცებივით მიწყობილი კეცები მჭადისთვის.მჭადი უკვე იზილებოდა. ქალები სუფრის გაშლას იწყებდნენ. კაცები ჭურისთავზე მოგროვილიყვნენ. ამ წლის მოსავლის პირველი სერიოზული დაჭაშნიკება იყო. ჭური მოხდილი იყო და წიპწა და და ჭაჭის ნარჩენი ისევ ცორიალობდა ცოლიკოურის ზედაპირზე. მამაჩემი ან ბაბუაჩემი პატარა ჭიქას ღვინის ზედაპირზე დაატრიალებდა დააყვინთინებდა, ამოიღებდა გახედავდა ფერში, ცოტას მოსვამდა გემოს შეაქებდა, დაილოცებოდა და დალევდა. მერე სხვებს გადააწოდებდნენ, ყველა თავის აზრს იტყოდა ღვინოზე, ორ-სამ ჭიქას დალევდნენ და სახლში შევიდოდნენ. მაგიდის შუაგულში გულღრმა ჯამზე ღორის ხორცს უკვე ოხშივარი ადიოდა, მაგიდის კუთხეებში თარაზოში გასწორებული მჭადის სვეტები თეფშებზე. ტყემალი, ბროწეულის წვენი, პამიდვრის საწებელი, მჟავე, ყველი, ფხალეული. ბუხარში უკვე სამწვადე კეცები ცხელდებოდა. სუკს ბაბუაჩემი წვავდა თხილის შამფურზე, მერე თამადას მიართმევდა.

და დაიწყებოდააა.....

ასე, მორიგეობით იკვლებოდა ღორები ყველგან, და ბოლოს სადღაც ძველით ახალწელსაც წამოიკივლებდა ობლად დარჩენილი ღორი და მერე სიჩუმე ჩამოვარდებოდა..... აღდგომამდე...

 

--------------

 

 

ადრე აქ გავიხსენე როგორ გვიღალატა ოჯახის სიამაყემ, უკეთილშობილესი სისხლის მეძებარმა ლედიმ როცა რჩეული, ასევე სუფთა სისხლის სასიძო, მეზობლის ჯეკაიაში(რომელსაც დედაჩემი ჯაყოს უძახის) გაცვალა. მაშინ კინაღამ დავხოცე ოჯახი და დედაჩემმა პირობა დამიდო რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

ერთი კვირის წინ სახლში ვრეკავ და მამაჩემი შემხვდა. ძაღლების ამბავი ვკითხე (მეორემ უკვე გადაგვარჩინა მსგავს გაწამაწიებს, ასაკის გამო..) და მომახარა, ისეთი ლამაზი ლეკვები მოიგო ლედიმ თვალს არ დაენახვებაო. შვიდიაო დამიმატა. რადგან დამაკების შესახებ არაფერი მსმენოდა, გულმა რეჩხი მიყო და და ვისგან შეეძინათქო. არ ვიცით მარა ჯეკაიას ვამსგავსებო, დამაიმედა მამაჩემმა. დედაჩემს დაუძახეთქო ჩავძახე უკვე ადუღებულმა. კაი ხნის მერე მოვიდა დედაჩემი .

-ვინ დაამაკა ჩემი ძაღლი?..ჩავყვირე...კაი ხანს არ გამცა პასუხი და ტელეფონში დავინახე როგორ წყევლიდა უსიტყვოდ და არტიკულაციით მამაჩემს ჩემთვის ამ ამბის გამხელისთვის

-არ ვიცი მაგრამ იქნებ არ იყოს ჯეკაია...

-ვინაა მეორე ვარიანტი..ამაზე ცოტაიმედმოცემულმა ხმას დავუწიე

-იქნება ქვაცარია იყოს (მეზობლის სეტერია)

გამაგებინეთ როგორც კი ლეკვებს დაეტყობათ მეთქი

 

გუშინწინ დავრეკე, ისევ მამაჩემი შემხვდა. კარგად არიან, შავებია ყველა, ჯეკაიასი ყოფილაო..

 

 

 

 

 

---------------------------------

 

 

ეს ისე, მამაჩემზეა, თან სიტყვა ძაღლიც ურევია ასე რომ არაა მტლად უადგილო

 

 

ამ შაბათს, სოფელში მშობლებთან, ორი ბელგიელი ტურისტი ჩაიყვანა ჩემმა ძმამ. ახალგაზრდა წყვილი ყოფილან. მამაჩემს ვენახში ჩაუყვანია ორთავე და მანდილოსანს ვენახის ნორჩი ყლორტებით (რომელიც ვენახს ისედაც უნდა მოაცილო) გვირგვინი დაუწნა თურმე. მერე ტრდირციული იმერული სუფრა და თუ რამე სასმისი გვაქვს ოჯახში ყველა გამოუტანიათ. მამაკაცი ერთი სასმისით რომ თეთრს მიირთმევდა, მეორეთი შავს დააფენდა თურმე და მალე ფლამანდრული სიმღერებიც ააწყეს. მერე იმ ტიპს ცოტა ეტყობა ქე ოუჩუჩუნდა რაღაცა და ქე წაწეულა მისი ქალისკენ. ამაზე მამაჩემს ეგრევე რეაქცია ჰქონია და მისი იურმალური თავგადასავლების მოყოლა დაუწყია. მისი მხრიდან ასეთი რეაქცია ოჯახში ცუდადაა დაცდილი და ბელგიელი რომ უქალოდ არ დარჩენილიყო, ჩემმა ძმამ და დედაჩემმა როგორღაც მოაცილეს თურმე მამაჩემი სუფრას. ჰოდა დასაწოლად რომ მიჰყავდათ თურმე, დედაჩემს გაუკვირვებია ისე, სხვათაშორის: ძაღლი სახლში არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო....

 

 

 

 

-------------------------

 

 

ეს ძველია, მის მერე გავაუმჯობესე მამალი ცხენირემის იმიტაცია

 

 

ცხენირემზე სანადიროდ მზადება ბოლო სტადიაში შევიდა. იმ დღეს მარილი, საფარი, აფორიაქებული მდედრი ცხენირემის შარდი და საყვირი ვიყიდე. ეს ყველაფერი სულ პატარა ჩამონათვალია ჩემს სრულ სიაში. საყვირით მდედრი აფორიაქებული ცხენირემის ხმის გამოცემას ვსწავლობ (ისე ხბოს და მამრის-ასევე არანაკლებ აფორიაქებულის-ხმასაც გამოსცემს.. თუ იცი როგორ), დაიტანჯა მთელი კორპუსი. ქალი ხო გამექცა, პირველივე საღამოს. იქვე მანქანების სარეცხია და ყველა ჩემი ფანჯრისკენ მობრუნდა პირველივე დაყმუვლებაზე. ჩამოვაფარე ფარდა. ცოტა ხანში მეზობელმა დამიკაკუნა, კივილის ხმა მესმის თქვენი ბინიდან, ხომ მშვიდობააო. რომ ავუხსენი რაში იყო საქმე, საღამოს ადრე ვიძინებთო, ზრდილობიანად ჩამირტყა. მოკლედ მესამე დღეა ვვარჯიშობ, გუშინ ბიჭებიც ამოვიყვანე მოსასმენად. კაი მამალი იხვის ტონალობაა ასიანიო.. ნიჩევო, წინ კიდევ თვენახევარი მაქვს.

 

 

 

 

------------------

 

 

ჩემი საყვირი მამრის, მდედრის და ხბოს ხმას გამოსცემს, ოღონდ ჩაყვირების ტექნიკა უნდა ცვალო. ტუჩი კბილებზე უნდა გადაიფარო, მერე ზედა ტუჩი რამდენზე მოუჭირო, ქვედა როდის აუშვა, ჩაბერვა რომ ლოყებით კი არა ფილტვებით უნდა მოხდეს, ტონალობა საყვირის ხვრელზე თითის დადება-აშვებით როგორ უნდა არეგულირო რომ მთრთოლავი გამოვიდეს (აფორიაქებულ მდედრს მთრთოლავი ხმა ჰქონია, მამალი რომ ჭკუაზე ადვილად აჭრას), მერე ჩაბერვის სიძლიერე როგორ უნდა ცვალო დასაწყისში, შუა ყვირილსას და დასასრულისკენ, შორს თუა რა ძალით უნდა დააყვირო, ახლოს სხვა ინტენსივობაა საჭირო. პარალელურად ამისა მამლის მიერ ბუჩქზე რქების ''ალესვის'' ხმაც უნდა გამოსცე, ასევე ტოტის გატეხის ხმა... მოკლედ საქმე მაააქვს? იმის დედა...

 

 

 

 

 

-----------------------

 

 

ჩვენს ოჯახში ჩემი და ასრულებდა ნანადირევის გაპუტვა, გამოშიგნვა-დასუფთავება, მომზადება და მორთმევის ფუნქციას, ახლა რომ გაიგებს რომ ნადირობიდან ვბრუნდებით, ტელეფონი გამორთული აქვს, შუქი ჩამქრალი და კარები შიგნიდან გადაკეტილი, ჰოდა ლიჩნი დამსუფთავებელი ვისაც ჰყავს ოჯახში, იმას ვატანთ ყველაფერს მე და ჩემი ძმა

 

-----------------

 

 

 

 

საღამოს თითქმის ბინდბუნდში ბრუნდები ბანაკში. ორი კილომეტრია სულ. პატარა გორაკებს გადაივლი და ხეობაში ჩადიხარ(სახელად ღელე უფრო შეეფერება მონადირულ ენაზე), ჩაუყვები და ტბას მიადგები. ტბას ყოველთვის წყნარად უნდა მიადგე, შეიძლება იქვე ახლოში ''ჭყუმპალაობდეს'' ბატონი ცხენირემი. თუ არაფერი სჩანს, გაღმა, ჯერ კიდევ შემორჩენილ ნათელს გახედავ ნაძვების ფონზე, მიყვარს ეს სილუეტები, ტაიგის ასოციაციას იწვევს, თუმცა ტაიგამდე კიდევ ხუთასი კილომეტრია ჩრდილოეთით. სიჩუმეა. ბანაკი აქვე ოც მეტრში გვაქვს ნაპირზე. ბექობს ავუყვები, ფრთხილად გადავხედავ..პირველ რიგში ხეზე დაკიდებულ ვედროს, რომელშიც შუადღით მომზადებულ საჭმელს ვინახავ. ადგილზეა. დათუნა არ გვეკარება. შორიახლო რომ მიტრიალებს, ბანაკის გარშემო სველ მიწაზე დატოვებული კვალი მეტყველებს. ზურგჩანთის მოხსნა და ცეცხლი. წვრილად დახეთქილი სოჭი მაქვს, კარგად გამშრალი. ძირს თეთრი არყის გარეთა ქერქს ვუფენ. ეგრევე აალდება ხოლმე. მერე, კარგად რომ აგუგუნდება ეს ღუმელი-მონსტრი, უკვე ოდნავ ნედლ ყვითელ არყს მივახმარ. მძიმეა და დიდ ენერგიას იძლევა. საჭმელს ჩამოვხსნი და გასაცხელებლად შემოვდგამ, წყალსაც ჩაისთვის და ჭურჭლის დასარეცხად. ეს დღეები წვიმს და კარაბინს ეგრევე გავამშრალებ უზეთო ნაჭრით. ყველანაირი სუნის აკიდებას ვერიდები. საპონიც კი უსუნო მაქვს. სანადირო ტანსაცმელს სოჭის ტოტებიან ტომარაში ვინახავ. უკვე კარგად დაბნელდა. გაღმა რაღაც ფრინველი ისეთ ხმას გამოსცემს რომ სისხლი გაგეყინება, გეგონება ავაზების ორთაბრძოლაა. მზე ჩავა თუ არა უკვე გრილა. ღამე ნულზე ეცემა ტემპერატურა. თუმცა ცეცხლს დაწოლის წინ ვაქრობ. საძილე -15-ზეა გათვლილი. ამ ოთხშაბათს სავსე მთვარე იყო, მაგრამ არ ჩანდა. ახლა ამოვიდა, გვერდშეჭყლეტილ ახლადამოყვანილ ყველის გუნდას ჰგავს. გაანათა ნაძვის კენწეროები . ტბაზე დაგებული ''ბილიკი'' პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეცემა. სასწაულია რა, ოდესმე ვიფიქრებდი რომ ერთ დღეს კანადის თითქმის ხელდაუდებელ ტყეში ცხენირემზე ვინადირებდი?! მახსოვს ბავშვობაში როგორ ვოცნებობდი ტაიგაში მენადირა პროფესიონალ მონადირეებთან ერთად, ბაიკალის გარშემო ტყეებში. რუსული ჟურნალი გამოდიოდა, ''ნადირობა და სანადირო მეურნეობები'', მაგით ვისწავლე რუსული( ბებიაჩემს დატერორებული ჰყავდა ფოსტალიონი მამედა(უკვე თბილისშიც), ბოვშს ჟურნალი არ დოუგვიანო, თვარაოო..). მაგარი ისტორიები იყო ტაიგელ მონადირეებზე. რუსეთში არ ამიხდა და აქ ამიხდა. ულამაზესია მთვარიანი ტყე და ტბა. აცივდა მაგრად და კარავს მივუბრუნდი. საჭმელი გაცხელდა, წყალი დუღს. ეჰ, ლუდი რას დამხატავდა ახლა? აგერაა აქვე პარკში, მაგრამ პირობა დავდე, სანამ არ დავაგდებ ხელს არ ვახლებმეთქი. დილით ხუთზე უნდა ავდგე. მზის ამოსვლამდე და ჩასვლის მერე სროლის უფლება არ მაქვს. თუმცა სჯობს ამოსვლას საფარში შეხვდე. ცხენირემი დილის ექვსიდან თერთმეტამდეა აქტიური, მერე შუადღის სამამდე ისვენებს და სამიდან ექვსამდეც მოძრაობს. პატარა ზურგჩანთა მაქვს, ნაჭრის. ტოტებს არ ედება და უცხო ხმას არ გამოსცემს. ტოტის გატეხვა არ აფრთხობს ცხენირემს, ბუნებრივი ხმაა, მაგრამ ხელოვნურ ქსოვილზე ტოტის გახახუნება გაგყიდის. მხოლოდ აუცილებელს ვატარებ:საწვიმარი, პატარა ხერხი,დანა, წყლის მათარა, საყვირი, დამატებითი მჭიდე ვაზნებით, წყალგაუმტარ პარკში ასანთი, აალებადი ბრიკეტები, კომპასი, ფანარი, სექტორის ტოპოგრაფიული რუკა, ორი ბატონი ''მარსი'', საბუთები. საფარში დაძაბული უგდებ ყურს სულ უმცირეს ჩქამსაც კი. შეშფოთებული ციყვების ''კრიჭინი'', კოდალას და მესკიების მიფრენ-მოფრენა, როჭოს მჭახე ხმა, გამხმარი ტოტების მტვრევა, ხმელი ფოთლების შრიალი. ყველა ხმა უნდა გაანალიზო და გაფილტრო. ყოველ ათ-თხუთმეტ წუთში მამალი და მდედრი ცხენირემის ხმის იმიტაცია, ტოტების ხელოვნურად დამტვრევა(მამლის წაბაძვით). წვიმაში ვერაა მთლად სასიამოვნო საფარში ყოფნა. წყალი ატანს, ცივა, ნესტია. რამ აგჭრა... შენს თავს ეკითხები, რა ლოსი, რა ბანაკი..რა გინდა ამ მიყრუებულ ტყეში ერთი კვირა მარტო. თუმცა ვიცი მსგავსი შეკითხვები პირველად არ მომდის დ ისიც ვიცი გაივლის და მერე რომ მოიგონებ გაგეცინება კიდეც, მაგრამ იმ მომენტში არ გაქვს საქმე მთლად სახალისოდ. თერთმეტისთვის ბანაკში რომ მიბრუნდები, შეშა უნდა დაჩეხო, საჭმელი მოამზადო, ცოტა გამოგავო და რა ვიცი ათასი წვრილი საქმე. სამის ნახევარზე უკან უნდა მიბრუნდე. თუ წყნარი ამინდია ულამაზესი საცქერია ტბაში არეკლილი გაღმა ნაპირის ყვითელ -წითელი ფერები. ფეხს ითრევ საფარში ასასვლელად. ჟრუნი ბლომად გხვდება. საერთოდ არ უფრთხის ადამიანს. მელაც დასუნსულებს, საფარიდანაც დავინახე ერთხელ, კვალიცაა ირგვლივ. ცხენირემი არ სჩანს. ვეჩერნი ჩაის (ჩემი ძმის ტერმინია, ჯარიდან გამოყოლილი) პროცედურა მაგრად მსიამოვნებს, ღუმელი გუგუნებს, გარეთ ქარი ამოვარდა, ცივა, მე ვუფენ ინგლისურ ოხშივარადენილ ჩაის და ხვალინდელ გეგმებზე ვფიქრობ. რა გავაკეთო მეტი, რით გამოვიტყუო ეს ახვარი ცხენირემი. ას დოლარამდე მარტო მდედრის შარდი მაქვს გაფრქვეული სექტორში და შენც არ მომიკვდე. მერე რა მდედრის, აფორიაქებული მხეცი მდედრის. არა რა, კვებეკელი ლოსიც ისეთივე გამოდის როგორც ამათი პარტიის თავკაცი(ნაზი მიმართულების რა..). ვაზნები მაქვს სულ უახლესი მოდელი, შტატებიდან გამოვიწერე, მარა რად გინდა...

წყვილი რადიოგადამცემის ერთი ცალი მაქვს (მეორე ბიჭებს დავუტოვე რომ შემოვლენ დამიკავშირდებიან, რამოდენიმე კილომეტრში იჭერს), ჰოდა ამინდს გადმოსცემს ოცდაოთხი საათი. ერთადერთი ხმაა გარესამყაროსთან, ჯერ ფრანგულად მოვუსმენ, მერე ინგლისურად, ერთსაც ფრანგულად გავამეორებინებ და გავთიშავ(ბატარეებს ვიზოგავ). გარეთ გასვლა და ჭურჭლის დარეცხვა მეზარება, ხვალ შუადღისთვის გადავდე. მაგრად მაკიმარებს, ახლა ჩავუწვები და ღამეს მოვუსმენ, გინდა გარეთ წოლილხარ და გინდა შიგნით. ეს არყი რას ჭრიალებს მაინც, გეგონება მოთქვამსო. რა სხვანაირად აღიქვამ ღამით ხმებს. ფანარიც ჩავაქრე და და საძილეში ჩავუყუჩდი. ჰეე, მაგარია რა. ღირს ნაღდად. ხვალ თავიდან დაიწყება...

 

 

 

 

 

 

-------------------------------------

 

 

 

 

ნადირობის პირველი დღეა, საფარში ვარ დილის ექვს საათზე ისევ ბინდია. საყვირი ავამუშავე და საპასუხო ხმას ველოდები მამალი ცხენირემისას. ძალიან დამახასიათებელი ხმა აქვს, დაბალი, ყრუ, ამოგვნეშების. შეიძლება უხმოდ დაიძრას შენსკენ, მაგრამ ტოტების მტვრევის ხმაზე მიხვდები. თავიდან ტყე უხმაურო გგონია, მაგრამ ცოტა ხანი რომ ჩაყუჩდები, უამრავ ხმას აღმოაჩენ. ციყვის ხმელ ფოთოზე სირბილი, მერე გირჩით ხეზე ავარდნა და ტოტების მტვრევის ხმა. ან თუ შეგამჩნია ჩაცუცქდება, თავს უკან გადასწევს, პირს ოდნავ აღებს და ''კრიჭინებს''. იქეთ კოდალას კაკუნი, წივწივები, ჭინჭრაქა(არ ველოდი მის აქ ნახვას), ბატების გადაფრენის ხმა, ყორნის ჩხავილი, ხმელი ფოთლის ცვენას ისეთი ხმა აქვს თითქოს ვინმე მოძრაობს ტყეში. ხის ხეზე ხახუნის ხმა და ქარის მიერ ტოტების მტვრევის ხმა, ჟრუნის მშრალი ''ხ''-სმიერი ხმა.... მოკლედ ვარ გაფაციცებული (მომდევნო დღეებში უკვე ეჩვევა ყური და მხოლოდ უცხო ხმაზე გაქვს რეაქცია), სულ ცხენირემის გამოვარდნა მესიზმრება, კარაბინის ოპტიკით ტყეს ვაკვირდები და ასე ცხრა საათისთვის უცნაური ხმა შემომესმა. ყრუ დაყურყუმალება, ისეთი როგორც მამალ ცხენირემს სჩვევია, ოღონდ ძირითად ხმას უფრო პატარა, იგივე ტონალობის უფრო დაბალი ხმები მოსდევს. დავიძაბე, ხმები სადღაც ძალიან ახლოსაა, მინდა დავაფიქსირო, დავაყურადე მონდომებით..ისევ განმეორდა იგივე მიმდევრობით, ოღონდ უფრო ძლიერად, მე სასხლეტს დამცველი მოვხსენი, ლულა ავწიე და წკიპზე ვარ უკვე...მესამედაც რომ მომწვდა ყურს ხმა გავშეშდი..შენი დედა (ეს პირველი რეაქცია იყო, სანამ გავაცნობიერებდი რომ ადრესატიც მე ვიყავი)..მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მშიერი გულ-ღვიძლის ყურყუმი იყო..

 

 

 

 

 

------------------------------

 

 

ესეც გასართობად ....ჩემს ქუთაისელ ბებიაზეა, რომელიც ბავშვობაში სათევზაოდაც კი დამყვებოდა ქუთაისიდან ვარციხეში(მანამ სანამ მამაჩემის მეთევზე მეგობრებმა არ იცნეს და ამ ამბის მერე აგვერკრძალა ორივეს ვარციხის ტყეში ანკესით და ბაზრის ჩანთით ხეტიალი ), მერე ორი შვილიშვილი დატოვა ქუთაისში და მე გამომყვა თბილისში სტუდენტობისას, მთელი კურსი და დეკანატი იცნობდა პირადად

 

 

 

ბებიაჩემი გამახსენდა იმ დღეს.

 

სტუდენტი ვარ. შუაღამეა. ალუმინის ტაშტს ვარ გადაფარებული და ბებიაჩემი მიჭერს მე და ჩემს შუბლს თავისთავად. ჩანჩქეროს გრიალი მიდის ბებიაჩემის წყევლის ფონზე:

 

-შენ დალიე ცეცხლი და ქერძაფი (ქერძაფი ბავშვობიდან მესმოდა მაგრამ სანამ ქიმია არ დავიწყე არ ვიცოდი რა იყო)

მე ჭინთვით ვეპასუხები..

-იმგენს დეელიათ დღე და წუთისოფელი და იმგენმა დალიეს მოუნელებელი(ეს ჩემი ძმაკაცების მისამართით)

-ბიჭო ზვიადიას აყოლა შეგიძლია შენ? (ზვიადია ქუთაისელია, ორმეტრიანია და ძროხას რომ აითვისებს, მშიაო , დააყოლებს. ამიტომ ოსიშვილმა ზვიანგი შეარქვა)

-მიბაძე ეგერ სტურუას ბოვშს (სტურუას ბოვში თბილისელია, მაშინ ჩვენზე ათი წლით უფროსი, ჩამოყალიბებული ლოთი, მაგრამ კულტურული ლოთი, ჰოდა ამ კულტურით აბამს ბებიაჩემს. ზვიადიას კანფეტს აწვდის კარებში და სახლში არ უშვებს, სტურუას არყით უმასპინძლდება)

კიდევ ერთხელ ამომასლოკინა კისერგადაღუნულს..

-ცეცხლი და დუღარე დალიე შენ (ტოქსიკური ინგრედიენტი ამარიდა ბებიაჩემმა). მწვანე მოკვტა?(ბებიაჩემი უკვე ყველა ჩემს ძმაკაცს იცნობს, მათ ხასიათს და შესაძლებლობებს. იცის მწვანე პირველი ''კვდება'')

-კი(სიამაყით ვიტყოდი, ტაშტზე რომ არ ვიყო გადაყუდებული)

-უ, შენ მეისპი(მიბრუნდება ისევ, უკვე ნახევარგაბრაზებით), დაგაძალა ხო ზვიადიამ?(ზვიადიას ვერ ივიწყებს მაინც)

-არა რაის ზვიადიამ (ბებიაჩემმა ის კი იცის სადღაც ქეიფის შუაში სილამაზის სადღეგრძელოს რომ ვსვამ, მაგრამ პეროვსკაიზე რომ ერთ დილას ქალი შემხვდა და მისმა სილამაზემ აფრა ამაშლევინა, და მის მერე კაი გადამთვრალი უკვე იმ ქალის სილამაზის სადღეგრძელოს რომ ვსვამ და ბოლოც მეღება, ამდენი აღარ იცის)

-შენი ჯიშიც ამნაირია... ამ მომენტს გაუშვებს ხელიდან? არადა ჯიშის ბაბუა მთვრალი არ მინახავს( ახლა შეპასუხების დრო არაა, თორემ ჯიშზე არაპასუხისმგებელი მისი მეორე ნახევრის ანუ დედის მხრიდან ბაბუაჩემის ქეიფის და დროსტარების შეწყვეტა, ქუთაისში, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებით მოხერხდა, მეტსახელიც ''დოლია'' ქეიფის სიყვარულით შეერქვა)

 

 

-ხვალ დილას რა დაგახვედრო ბებია? კარგად გარეცხილ-გამშრალებულს თითქმის ჩაძინებულს მეკითხება

-მჟავის წვენი და ჩაი ლიმონით(უკვე მძინავს)

 

იმ ღამეს ბებიაჩემს არ სძინავს, მდარაჯობს ''ღვინომ არ დამახჩოს''

 

დილით სადღაც შორიდან მესმის კოვზის რაკუნი და...გეიღვიძე აწი ბებია....

 

----------

 

 

მაგრად მწყდება გული იმათზე, ვისაც ბავშვობაში სოფელი არ ჰქონია, თუნდაც ზაფხულის არდადეგების სოფელში გატარების

საშუალება. ჩემი აზრით, სოფელი უფრო თვალსაჩინოს ხდის ბავშვისთვის სიტყვებს: სამშობლო, საქართველო. გლეხებთან ურთიერთობა კიდე ძალიან გაახლოებს მიწასთან,ბუნებასთან, ნამდვილ ქართულ ტრადიციებთან, უფროს-უმცროსობასთან, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სოფელში.

ჩემთვის სოფელი, ეს იყო თავისუფლება, თავგადასავალი, ტრადიციების სკოლა. კაცურად ცხოვრების გაკვეთილები ბრძენი, დინჯი, განათლების ფასის მცოდნე იმერელი გლეხებისგან.

ეს იყო ორღობე, ბონდის ხიდი, ფეხშიშველი სიარული, თევზაობა, ობჩის მთებიდან ამოწვერილი მზე, ჩვენი ნაციხარი გაღმა გორაკზე , ღამე ლარებით თევზაობა და დილით გაყინულ მდინარეში აელვებული მაჯისსიმსხო წვერა. ხილის, სიმინდის და ყურძნის ქურდობა, ჩავარდნის შემთხვევაში დიდაქტიკური(და არა მარტო) დამუშავება ოჯახში. ბებიაჩემის ხელით კეცზე შემწვარი კუდაპრეხილი, ჩემი დაჭერილი ღორჯოები. ახლადამოყვანილი ყველის ციცქნა ნაჭერი და უფრო მეტი წაქით სავსე ჭიქა.. და ჭრიჭინობელების ღამის მოძახილი, იავნანასავით რომ ჩაგესმის მდინარის ხმასთან ერთად ნახევრად მძინარეს.

ცოდო არაა ბავშვი, ეს ყველაფერი რომ მხოლოდ წიგნებიდან ეცოდინება?

 

 

 

 

 

------------------------------------

 

 

ჭურისთავი მაქვს ღია ცისქვეშ, მდინარეს გადაჰყურებს, გაღმა დასავლეთით ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის კავკასიონი სჩანს და აღმოსავლეთით ზეკარის უღელტეხილი. საწნახელი ბაბუაჩემის ნაქონია ერთიანი წაბლის, ჭურები ბაბუაჩემის ბაბუის დროინდელია, კაჟიანი, ისეთი ღვინით სავსე, ცუდ კაცს რომ არ დაელევნება. კულა და ჭინჭილაც იმ ხნისაა, აგერ ახლოში ზოგ ხალხს (გვარს არ დავასახელებ) ისტორია არა აქვთ იმ ხნის.

 

 

 

 

 

 

 

 

------------------------------

 

 

 

სოფელში, ჩვენი სახლიდან, მდინარის გაღმა დიმის გორაკზე შემორჩენილ ჯერ კიდევ თვალშისაცემ ნაციხარს

მიჩერებოდი. ხალხი ამბობდა თურქების ციხე იყოო, თუმცა არ მინდოდა ამის დაჯერება, არ მემეტებოდა სათურქოდ.თურქებამდე ხომ მაინც იქნებოდა ჩვენი. მამაჩემს კაი ხანს ვეხვეწებოდი ნაციხარზე აყვანას. შემოდგომის ერთ მზიან დღეს დილით ადრე დავიძარით. მამაჩემი თოფით ხელში და ზურგჩანთით, რომელშიც საგზალი, პატარა დოქით ღვინო და ბაბუაჩემის ჭინჭილა უდევს. მე, ფალასკა , ბინოკლი,და წყლის მათარა, წელზე დანა. გადავედით მდინარეზე ფეხდაფეხ შარვალდაკაპიწებულებმა, ავიარეთ გარუჩავეების წყაროზე,ფესი ქუდები დავისველეთ, წყალი დავლიეთ, მათარა შევავსე და ავუყევით ტყიან აღმართს.

აკაციაა ძირითადად, გაზაფხულზე ეს ფერდი სულ გადათეთრებულია და ამ სოფლის ფუტკარი აქ ნაყრდება.

ალაგ ალაგ მოსახლეებია, ადრე, მამაჩემის ბავშვობაში ეს მხარე უკაცრიელი ყოფილა და უფრო დიდი ტყით დაფარული. ავედით ნაციხარზე,ქვიტკირის ბალავერია მარტო დარჩენილი, უზარმაზარი ქვებია ჩატნეული საძირკველში.სოფელზე ხედია, მაგრამ რა ხედი . მდინარე, მერე ფერდზე შეფენილი სოფელი, იქეთ ფერსათის შეწითლებული მთები და შორს, დათოვლილი დიდმაღალი.

ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ბინოკლით სათითაოდ დავათვალიერე უბნის სახლები, ბებიაჩემიც დავინახე ბოსტანში რაღაცას თხრიდა, შევეხმიანე ჩემი ჭკუით.

მერე ამოვალაგეთ მჭადი, ყველი, ნაბოლარა, შეყვითლებული კიტრი, მრგვალად მოხარშული ქათამი, ნიგოზ-ნიორ-პილპილში ამოსვრილი. მამაჩემმა აარაკრაკა ჭინჭილა და წინაპრების , ამ ციხის დამცველების სადრეგრძელო შესვა. მე გარუჩავეების წყაროს წყალს დავჯერდი. ჩვენი სოფლის, წასულების და მომავლის რომ შეისვა, მამაჩემმა ციცქნა დოქს ნაქურჩელი მოარგო და კაი ხანი გავყურებდით ჩვენს სოფელს ამ სილამაზით დამუნჯებულები.

ახლაც, ყოველ ზაფხულს, მამაჩემი უბნის ბავშვებს, ჩემი დისშვილის თამადობით, წაიმძღვარებს და იგივე მარშრუტით მიუყვება ნაციხარს, ჭინჭილაც ისევ ისა აქვს

 

------------------------

 

 

 

ერთი თანამშრომელი გვყავს ჯემალი, კაი კაცია ერთი უცნაურობა სჭირს, მწყერს რომ დაინახავს აფრენილს, გვერდით სპილოც რომ იდგეს ვეღარ გრძნობს და შეიძლება ქე გრეკოს შუბლში ათი ნომერი, ამიტომ ნადირობისას ცოტა შორს მივყვებით. ჰოდა ამ ჯემალიმ(თუ ჯემალმა),ერთ დღეს დიდი კურცჰაარი მოიყვანა, ცხენივით ძაღლია, ჭამს მარა რას ჭამს, ვერ ვპირავთ, სეზონიც მალე უნდა გაიხსნას და მაგის იმედზე ვართ, ჯემალიც აქებს ამ ძაღლს(მეგობარმა აჩუქა), ჰა და ჰა, აკადემიკოსის თუ არა წევრკორის დონე მაინც უნდა ჰქონდეს.

გავედით სანადიროდ, ავუშვით ჯეკა, აშვება მასე არ უნდაო და გავარდა წინ, გავარდა და მივსდევთ, ჯემალი ყვირის ჯეკა, ჯეკა,ჯეკა... აპაა, მოუმატა ტემპს, ავქოშინდით ჩვენც, მწყერი სულ დააფრთხო, ვერ ვისვრით. დავიჭირეთ დიდი წვალებით და ჯემალს შევთავაზეთ ცოტა მოშორებით ენადირა იქნებ დაეღალა, მერე ალბათ მოდგება საჩვენოსკენთქო. ჩავიდა ჯემალი ფერდში სულ სირბილ-სირბილით, ძაღლი თასმით ჰყავს მიბმული.

დავიწყეთ ისევ ნადირობა, ამოდის მწყერი ფეხში, ვკლავთ მაგრამ უძაღლოდ ტეხავს. ჯემალის ვერ ვხედავთ დაბლა მაგრამ სროლა გვესმის და რატომღაც იქედან წამოსული საფანტი სულ თავზე გვაცვივა. გაივაკა და გამოჩნდა ჯემალი, ძაღლი წელზე ჰყავს მიბმული, ჯეკას ენა გადმოგდებული აქვს მაგრამ მაინც წინ იწევს და მიათრევს უკანგადაზნექილ ჯემალს. ჯემალი ვეღარ ყვირის, უკვე ხავის : ჯე-ა, ჯე-ა (კ-ს ვეღარ ამოთქვამს), გაჩერდება ჯეკა ნაბულზე, ეცემა, უმიზნებს ჯემალი, ჯეკა ამ დროს მთელი ძალით გაკრავს ამ ბაწარს და ჯემალი წინ რომ უნდა ესროდეს მწყერს უნებურად ჩვენსკენ ტრიალდება და უშვებს ორივე ჩახმახს, ჩვენ ვწევართ უკვე რა თქმა უნდა, თეთრ ცხირსახოცს ვაფრიალებთ, მივედით, ჯემალი ძლივს სუნთქავს, შევხსენით თოკი, ჯეკას დავაზილეთ თითო წიხლი, ავათრიეთ იმ საღამოსვე მის პატრონთან(ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით მარა ვის ცალია ბატონო დღეს სანადიროთთქვა).

ჯემალიმ ერთი კვირა უფასო აიღო

 

 

 

 

 

 

 

---------------

 

 

მოკლედ, ნადირობით მოწამლული კი არა, 5 წლიდან ლეტალური დოზა მაქვს შეშხაპუნებული, ვერავითარი შრატი, ვაქცინა და ანატოქსინი აწი ვეღარ მიშველის (გვარი არ მიწყობს ხელს თუ რა). სამი რუსული თოფი მაქვს და ყოველ შაბათ კვირას

ვნადირობ.

საუკეთესო ვარიანტად სანადირო იარაღში მიმაჩნია:

ნახევრადავტომატურში: ბრაუნინგი

კარაბინი: მაუზერი (მ-96 და ზემოთ)

ფრინველის, ყოველდგიური თოფი: ბელგიური(ლიეჟის ქარხნების).

ორი მაგარი სისხლის ძაღლი მყავს (შემოევლოთ გადაკარგული მამა): სამი წლის კურცჰაარი და ხუთი წლის სპრინგერი(შავი სპანიელი). კურცჰაარი 6 თვემდე ჩემი ხელით გავზარდე მეშვიდე სართულზე უაივნო ბინაში(ამას ნადირობის სიყვარულის გარდა ვერაფერი გაგაკეთებინებს ისე ძნელია). სამაგიეროდ რა მხეცი დადგა: წელს ნინოწმინდაში იხვზე ვნადირობთ დიდი ტბაა, ჩამოვყარეთ იქეთ ნაპირთან ახლოს, ეს გადაეშვა ეგრევე(ნოლი გრადუსია), გაცურა, გაიტანა მეორე ნაპირზე, დადო, დაიფერთხა, ამასობაში მე წნევა 200 მაქვს(რომ არ გამოიტანოს ძმაკაცების შაყირს რა გაუძლებს), დაისვენა, აიღო და გამოცურა

ჩვენსკენ.

ეხლა ეს აქ არაფერია, მაგრამ ადგილზე იმ სიტუაციაში მართლა დიდი სიამოვნებაა.

 

 

 

 

 

 

-----------------------------

 

 

 

 

დავითგარეჯში და შირაქში ნოემბრის ბოლომდე არ შევდივარ, გიურზაა, მეშინია, მეზიზღება, მზარავს რა ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. ძაღლს ეგრევე კლავს თანაც.

წელს შემომიჩნდნენ ადრე შევიდეთ კაკაბი დაუმფრთხალიაო და გავბრიყვდი. ავედით გარეჯში, კაკაბი ამოდის და ამოდის `20-30` ფრთიანი გუნდები, ყურადგება ნელნელა მომიდუნდა და გიურზა სულ დამავიწყდა. ციცაბო გორაკზე ავდივარ, წელში ვარ მოხრილი, არაფერი დამინახავს უბრალოდ რაღაცამ გამაქვავა ადგილზე ინსტიქტურად, ავწიე თავი და უკვე ის გამზადებული იყო. როგორ დავუშვი ორივე ჩახმახი არ მახსოვს. გავწყვიტე წელში, ცოტა აზრზე მოვედი და ტანის წინა ნაწილს ლულა მივუტანე ახლოს: ხანჯალს რომ ხანჯალზე დაარტყამ ისეთი ხმა გამოსცა... დაარტყა მაინც. მერე ნადირობის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ყველგან გელანდება...

საათნახევარი მოვუნდი მანქანამდე მისვლას ნაბიჯნაბიჯ

 

 

 

 

 

-------------------------------

 

 

ზემოთ ვთქვი მაგარი კურცჰაარი მყავსთქო, ერთი ნაკლი აქვს:

მინდორში ღამისთევისას, სულ ცდილობს სპალნიკიდან გადმოგაჩოჩოს ბალახზე და შიგ თვითონ შეძვრეს. თან ამას ისე წკიპად და ნაზად აკეთებს(დრუნჩით, ისე სახედარის ძალა აქვს), რომ საღამოს თუ კახური გაქვს ჩაფენილი, შენი კბილების რაოდენობას ხმაზე რომ დაითვლიან სხვები, ეე, მაშინ ხვდები, ხარ მოკუნტული გაყინულ ბალახზე. თვითონ დინგი აქვს მარტო ამოყოფილი ამ 150 ევროიანი ბატის ღინღლიდან. არა, დასასრული არაა მისთვის მაინცადამაინც მთლად სასიამოვნო, მარა მე რა..

 

 

 

 

 

-------------------------

 

ისე ნადირობისას ყისმათის მწამს. ეს ჩემი მამიდაშვილი სადაც გაივლის, ნადირ-ფრინველიც იქვეა

 

 

ჩემს მამიდაშვილს ბებიამისი (95 წლისაა) ასე აცილებს სანადიროდ მიმავალს: შვილო ონისე, დატოვე მაგ თოფი სახლში, ჩვენც მშვიდად ვიქნებით და შენც არ მოგწყდება წელი მაგის თრაქვით, ქე ვიცი ჩემს სიცოცხლეში შენ მოტანილ ნანადირევს ვერ ვეღირსები და რას იკლავ თავს....

 

 

 

 

------------------------------

 

 

 

სამხრეთ საფრანგეთში კერძოდ პროვანსში სანადირო აღარაფერია,

გაზაფხულზე ინკუბატორში გამოჩეკილ ხოხბის და კაკბის შტერ წიწილებს გაუშვებენ, და შემოდგომაზე რომ მიდგებიან ეს ფრანგები, მაჟინოს ხაზის აღება გეგონება ორი კვირა. მერე ელოდებიან ჩხართვის გამოჩენას რუსეთიდან, რომელიც ნოემბერში აქ გადაიფრენს ხოლმე. ღვიას ჭამს ამ დროს და გემრიელია, მოკლედ ფრანგებისტვის მაგარი დელიკატესია. ერთმა მეგობარმა წამიყვანა ჩხართვზე სანადიროდ, ავიღეთ 100 ვაზნა, ავედით..დილით ჩხართვი პერელიოტს აკეთებს, მე უფლება არა მაქვს მარა რა გამაჩერებდა, დავცხე მოფარებულიდან ბერეტას პოლუავტომატი (ბავშვობის მერე შაშვს და ჩხართვს აღარ ვესვრი საქართველოში ისე), ავიღეთ 15 მდე. ავედით მის დაჩაზე, დავიწყეთ გაპუტვა (ქალი მოგეკარება თუ რა). ეხლა ვაპირებ გამოვშიგნო, და ეს მეგობარი ხელში მეცა რას შვებიო, გამოუშიგნავია დელიკატესიო, ჯერ მეგონა მეხუმრებოდა, მარა შამფურზე რომ ეგრევე ააგო მივადექი ისევე მის მაცივარს ჩემთვის გამემზადებინა რამე. მოკლედ ატრიალებს ამ შამფურებს ბუხარში, ქვემოთ პურის ნაჩრები დაუდო რომ ჩამოღვენთილი ცხიმი და ათასი უბედურება არ დაიკარგოს და ჩააყოლონ. სუნი დადგა იმის დედა ვატირე, კიდე კაი სულს ვითქვამ ჩაყინული კაი შამპანურით, ვუფენ და ვუფენ. მივუსხედით სუპრას, ეს მეგობარი ღვინის დიდი პატივისმცემელია ამოიტანა ბიჭო 15 წლის '' შატონეფ დიუ პაპ'', მაგარი მარნის. გამისკდა გული ამ საშინელებაზე უნდა დაელიათ ეს ანგელოზი ღვინო. ჩხართვებიდან დატოვეს ჩონჩხის გორა.

თანსაცმელი ერთი კვირა მქონდა გარეთ გაფენილი

 

 

 

 

 

----------------------------

 

 

ეს ნადირობა მაგრად მახსოვს, რა დრო გასულა

 

 

დათვზე მიმყავს იმერეთში ახოტკამანდა თბილისიდან, 7 კაცი ვართ, ცოტა არეული სასტავია, არ მიყვარს მარა, ვფიქრობ რომ ცოლიკაური დააბამს ლუბიტელებს და შეგვეშვებიან. ორი მაგარი მარიაჟი ტიპია, თუ რამე იყიდება თბილისის მონკავშირში, ყველაფერი ზედააქვთ ჩამოკიდებული. ერთი საერთოდ აზრზე არაა უფრო შარაფისთვის მოდის, მარა ლაპარაკში იცოცხელქვა დათვს ხელით გუდავს. ჩავედით, დაგვხვდნენ ადგილობრივები, ამ მარიაჟების დანახვაზე და ლაპარაკზე ხასიათი წაუხდათ ვატყობ, წავედით ძაღლების სანახავად, ბედი არ გინდა, რამოდენიმე ძაღლია ატეხილი რაიონში და ეს ამათი მამლები ბედის საცდელად არიან გადაკარგულები, ჩამოვიარეთ კარდაკარ, რავარია `5-6` კაცი უბანში რომ იკითხავ ატეხილი ძაღლის მისამართს მერე ოჯახის პატრონთან ბაზარი (ისე რომ თავმოყვარეობა არ შეულახო, შენი ახვრის გამო), ჩამოვათრიეთ ძლივს 3 ძაღლი, ავედით მთაში, თოვლია, (არ უშველათ ცოლიკაურმა, ყველა წამოვიდა), ეს ადგილობრივები მგლებივით არიან რას დაეწევი, გვიცდიან, ავიწევით, ისევ გვიცდიან, კვალი ვნახეთ დათვის სულ ახალი, იმ დილის, ხოდა ეს გამოუცდელი მაგრად დაგვივარდა და დავაყენეთ პირველ ნომერში, ცოტა ვეღარაა იმ ხასიათზე, სიცივეს იბრალებს დიდხანს ვერ გავძლებო, დავუტოვეთ არყები, გავამხნევეთ, ადგილობრივებმა პატივი გვცეს და თვითონ წავიდნენ სარეკში (მეტი შრომაა), ნომრებზე ჩვენ ვდგავართ, უნდათ რომ მოგვაკლევინონ რა. სარეკის დაწყებას `2-3` საათი უნდებიან, ამასობაში სიცივეც უჭერს, ისე სასწაული სილამაზეა, წაბლის და წიწვოვნის ტყეა, აყეფდა ძაღლი და აადუღა სისხლიც. უკვე სხვა სამყაროში გადადიხარ, ძნელია ამის აღწერა, შეუერთდა ცოტა ხანში სხვებიც, აიწიენ ზემოთ და ჩემსკენ მოდის ხმა, ცალლულა მაქვს, დათვის კვალის მერე ჟანაკი მიდევს, ძაღლს `10-15` წუთით უსწრებს ნადირი, ხოდა მოახლოვდა ყეფა და შველის გადმოხტომაც ერთი იყო, დავუშვი ეგრევე, და შველი გაჩერდა, აუ რა ლამაზი იყო, მერე მახსენდება თორემ მაშინ ავტომატურად ჩავაგდე ვაზნა, ესეც ჟაკანი აღმოჩნდა, თოფის აწევა შველის ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო, დავაყარე მეორე, დავაცილე..

ერთ საათში ამოვიდნენ ადგილობრივები, ღორებს ესროლეო? არა მეთქი, შველი იყოთქო და მაგარში(წყავი, შქერი-მარადმწვანეა და ნადირი არ ჩანს) ჩამასწროთქო, რო გაჩერდა მეორე რატო დააცილეო, ქვა ავგდე და თავი შევუშვირე არ გაჩერებულათქო, თან საკმაოდ დრამატულად დავხატე როგორ გადმოვიდა ჩემს უკან, როგორ მოვტრიალდი, როგორ მედო ჟაკანი დათვისთვის, როგორ გადამასწრო მაგარში და როგორ ვესროლე ისე ალალბედზე თორემ ისე დაკარგული იყოთქო. ჩაიქნიეს ხელი, კაი დაღლილები არიან, ღორების კვალს გავყვებით და იმ ბედოვლათებს ვნახავთ არ დაიკარგონო. ავიდნენ, მოდიან უკან , რაღაც ვერაა კარგად საკმე სახეზე ეტყობათ, ამ მარიაჟ ხალხს მოწყენიათ ნომერში ყურყუტი, გადასძახ-გადმოსძახეს თურმე ერთმანეთს და კაი წაბლის ძირში დაიწყეს სმა, შუა სმაში დაუნახავთ როგორ გაიარეს ღორებმა ერთის ნომერში. კაი დაძაბული სიტუაციაა, წესია , ვინც კარგავს ნადირს მერე ან თხას კისრულობს ან ღორს (შინაურს რა თქმა უნდა), ჩემზე ტყდება ჯოხი. ჩავედით სულ ბოლოსთან არ ჩანს, შევეხმიანეთ, მაღლიდან ისმის ხმა, გავიხედეთ ხეზეა ასული, კაი გაბრუჟულია და არყის ბოთლები ძირს ყრია, ისე იყო გაყინული ძლივს ჩამოვათრიეთ ძირს. დათვის ხმა მესმოდაო და ხიდან მირჩევნოდა სროლაო. ა, ნახეთ კიდე იძახისო, დავაყურადეთ, ავიხედეთ მაღლა, 4 ყორანი აკეთებს ირაოს, ყრანტალობენ ალაგ ალაგ. გამიყვანეს გვერდზე ადგილობრივებმა, თუ ძმა ხარ ასეთ ხალხთან ნუღარ წამოგვიყვან და ჩვენ ვუკისრებთ თხას როცა ჩამოვლენო.

შეეწირა ბიძაჩემის ბურვაკი ჩვენს ვაჟკაცობას, რა თქმა სუფრაზე გავამხილე რომ გაჩერებულ შველს დავაცილე, ყველაზე მეტად ის დათვთან მეომარი აქტიურობდა.

ისე შველის დაკარგვა არ მწყენია, ნადირობამდე ღმერთს ვთხოვე დამანახე ნადირი არ მინდა მოკვლათქო....

 

 

 

 

 

---------------------------

 

 

რამოდენიმე წლის წინანდელი ამბავია. დამშეული კვლევითი ინსტიტუტი ვაშლიჯვარში, სადილობის დროა, პრასვეტი ნული, დაჟე კართოფილიც არ სჩანს სადმე ახლოში. `4-5` კაცი ფანჯრიდან გადაჰყურებს კაჭკაჭების გადაფრენგადმოფრენას.

 

დურმიშხანი (ასაკოვანი განყოფილების გამგე)- ეს კაჭკაჭი რომ მოგვეკლა ნეტა ხორცი რანაირი აქვს ( ღამით ვმორიგეობთ ინსტიტუტის გაძარცვის თავიდან ასაცილებლად და თოფი Lაბორათორიაში გვაქვს)

 

გენო( ასევე ასაკოვანი ლაბორატორიის გამგე)- დურმიშხან ძალიან მჟავე ხორცი აქვს, გამისინჯია.

 

დურმიშხანი- რა უჭირს მერე, ტყემალი აღარ დაჭირდება....

 

დავიშალეთ....

 

 

 

 

 

 

---------------------------

 

მოკლედ გადმოვშუშე იმ ფორუმიდან რაც დარჩა ნადირობასთან დაკავშირებით

 

 

 

გასული სექტემბერია და ნინოწმინდაში მივდივართ იხვზე სანადიროდ, წალკა-ნინოწმინდის უღელტეხილზე ვართ, დღეში შეიძლება `2-3` მანქანა შეგხვდეს, მეტი არა, ტბა გვახსოვდა ადრე მანდვე და დავხედოთთქო, ფერდზე ავიწიეთ მანქანით. გადმოვხედე, ველოსიპედისტი მოდის თბილისის მიმართულებით, ტურდეფრანსის სიჩქარით, უკან ვილისი მოსდევს, გადაუსწრებს ვილისი, გადმოხტება ვიღაც, ეჯაჯგურება ამ ტიპს ველოსიპედზე, გაექცევა ეს ველოსიპედისტი, ისევ დაეწევა ვილისი, მოკლედ მივხვდი ტურისტი იყო და ვერ ჰქონდა საქმე მთლად კარგად. ჩავედით, დავადექით თავზე, კიდევ დაბლოკილი ყავს ამ ვილისს და მიდის ჯიკავი. ხუთნი ვართ, გადმოვედით, სამდღიანში მივდივართ და მანქანაში პატრონტაშების დასადები ადგილიც არ იყო და არსენა მარაბდელივით მხარიღლივ გვაქვს გადაკრული. დაიბნა ორივე (სხვადასხვა მიზეზით რა თქმა უნდა), გამოველაპარაკე ტურისტს, ირლანდიელი იყო, ველოსიპედით ჩამოსული ირლანდიიდან, სომხეთში მივდიოდი , საბუთები არ მქონდა წესრიგში და თბილისში ვბრუნდებიო, ეს მეგობარიო (კი ასე თქვა) მომდევს და რა უნდა ვერ გავიგეო, ცოტა ნასვამია მე მგონიო.კაი ეს ტიპი გასაგებია ვერ არის ჩვენი გაგებით მარა იაროს, ვის რას უშავებს.

მივუბრუნდით ჩვენიანს, ქართველია, წვერულვაშთმაგაბურძგნული, ჩასისხლიანებული თვალებით, ეტყობა სვამს ბოლო კვირაა, წარმომიდგენია ამ ირლანდიელს რას შეაშინებდა, რატო მისდევთქო.. პატივისცემა მინდოდაო, ვეუბნებოდი ყავას მოგიდუღებ თუ გინდათქო (არადა ძალიან საეჭვო იყო ბავშვობის მერე საერთოდ განასინჯო ჰქონოდა რაიმე არაალკოჰოლური სასმელი). ეხლა ჩვენ დაგვპატიჟე ყავაზეთქო. თქვენ არაყზე დაგპატიჟებთო.

გავუშვით ეს ირლანდიელი, კაი გვარიანი მანძილით რომ დაგვშორდა მერე წავედით, ამ ყაჩაღს კიდე შევპირდით გამოგივლით იმ გზობაზე, მაგრამ ყავას თუ არ დაგვახვედრებ არ გადმოვალთქო

 

 

 

 

 

 

----------------------------------

 

 

 

ისე ხდება რომ სულ მდედრობითი ჯიშის მონადირე ძაღლები მყავს. რამოდენიმე წლის წინ ერთი ნახევრად ჯიშიანი ირლანდიური სეტერი მყავდა ბებიაჩემთან სოფელში, ჰოდა აქტიურობის პერიოდი აქვს, ამ დროს ოჯახი ძალიან შეწუხებულია ხოლმე და მიწევს ლექციების მოსმენა სოფლის საზოგადოების თვალში ოჯახის მორალური სახის შესაძლო დაცემასთან დაკავშირებით. ბებიაჩემი მაგ დროს ჩაწოლილი იყო უკვე, ზაფხულია, ეს ლედია ეზოშია თურმე თაყვანისმცემლების გარემოცვაში, და გადაუწყვეტია ბებიაჩემის მონახულება და მის ოთახში შეისეირნა თურმე. ბებიაჩემი ყველა სულიერს სიხარულით ხვდებოდა და ისე რომ ლედის აქტიური პერიოდის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა, შეეხმიანა თურმე,თან უკვე კარგად ვერ ხედავდა. ეს სასტავიც მიყვა თურმე ლედიას. ცხელოდა და ბებიაჩემს ფეხი ჰქონია საბნიდან გამოყოფილი, არ ვიცი ამ უბნის მამლებს რა კონკურენტად მოეჩვენათ ბებიაჩემი, ეცნენ თურმე ბებიაჩემს ფეხზე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბებიაჩემის განწირულ კივილზე, მეზობლების თანხლებით წყლის ჭავლით როგორც იქნა მოაცილეს ეს მაყრიონი ბებიაჩემს, თუმცა მამაჩემს ძალიან გაუჭირდა დედამისისთვის აეხსნა რა მოხდა.

გამომიგზავნეს ლედი თბილისში და ვივარუმში მყავდა ერთი თვე ჩემთან ინსტიტუტში სანამ ოჯახი არ დაწყნარდა ..

 

 

 

 

 

-----------------------------

 

 

 

ნოემბრი დაიწყო და გავიგეთ ქათამი მოვიდაო. თბილისის გარშემო სამი ძირითადად სამ ადგილზე ვნადირობთ ქათამზე : დიდგორი,პანტიანი,ცხვარიჭამია, უფრო გვიან პერიოდში თეთრიწყარო. ავედით ცხვარიჭამიას თავზე, ლამაზი ტყეა, შინდიც შემოსულია, ნაგვიანები ბამბამაყვალა, სოკო, პანტა.

დავრჩით პერელიოტზეც, ღამის ათი საათია უკვე და დავეშვით, მოკლე გზა ვიციო მეგობარმა და მივყვებით, კაი მთვარიანი ღამეა, ტყე ცოტა შეთხელდა და უცებ თეთრად გამოანათა ეკლესიის ნანგრევებმა, პატარა ბაზილიკა იყო ნახევრად დანგრეული, თეთრი, თეთრი ლოდებით ნაშენები, ისეთი ლამაზი იყო ამ ტყეში, მთვარის შუქზე, უცებ გავქვავდით ყველა. უხმოდ შევედით ''ეზოში'', მოვიხსენით ზურგჩანთები, მოვიძიეთ ბოლო ბოთლი რქაწითელი, მოზვრის ყანწი, და ზუსტად ოთხი სადრეგრძელო გამოვიდა: ეკლესიის ამშენებლების, ჩვენი წინაპრების, ყოლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდა სამების. ეკლესია დაგვყურებდა თეთრი,თეთრი, შავი ტყის ფონზე. მოვეფერეთ ამ გოლიათ ლოდებს და დავეშვით თბილისისკენ გაუცნობიერებელი სიყვარულით ასე უცებ დაბერილი გულებით

 

 

 

 

 

 

-----------------------------

 

 

 

მოკლედ ჩემი ძაღლი უნდა დავამაკოთ და როგორც იქნა კინოლოგმა ამოარჩია სასიძო დიდი დაწუნება-მოწონების შემდეგ, აქო მარა რა აქო, თბილისის ჩემპიონი, ნადირობს მხეცივით, კაი ვაჟკაცი, თითო ფეხის გაფხაკუნება ეგრევე თორმეტი ლეკვია.. აი ავშენდი მევთქვი, სია მაქვს მონადირე ძმაკაცების ლეკვების რიგზე, ლედიმ ორი წელი რომ მიყოლით იაქტიუროს ვერ აუვა. არადა მონადირისთვის ლეკვის ჩუქებაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს. გადავიხადეთ ბიუჯეტში 20 ლარი (ლედის მოკრძალებული წვლილი ქვეყნის ეკონომიურ საფუძველში), მოკლედ ის სიტუაცია რომ აღვწერო, ყველაფერი როგორ ჩაატარა კინოლოგმა, კაი სექსსცენარი გამოვა.

ვურეკავ მეორე დგეს, კანტროლკა ხომ არ გაგვეკეთებინათქო, შეწუხდა კაცი ტელეფონში, რატომ გვკადრებთ ბატონო, ჩვენი ბარსი და შერცხვენა?! არ მქონია მასეთი შემთხვევა პრაქტიკაშიო.

კაი ბატონო, წავედი უცხოეთში, ამაწრიალეს ძმაკაცებმა, აბა რამდენი ლეკვი ვის, ვის მამალი, ვის დედალი. მეც დედაჩემს რომ ვურეკავ სოფელში, პირველად ლედიას ამბავს ვკითხულობ. დედაჩემი ბრაზობს: ესმის კომუტატორს, ჯერ ბებიაშენის და ჩვენი ამბავი იკითხე ზრდილობის გულისთვისო.გავიდა ორი თვე, ორითვენახევარი, არაფერი არ სჩანს, და ბოლოს მივიღე ჩემი ძმის ე-მეილი, დარეკვა ვერ გაბედეს: ''ლედია არ ყოფილა მაკედ''.

.............

კინოლოგს შევუთვალე: ექვს თვეში... არ დაგიმაკებია ბარსის ან სხვა უფრო სანდო ძალებით.... უფასოდ!... არადა რომ ჩამოვალ მოგიწევს საკუთარი ძალების მოსინჯვათქო...

გაამართლა....

 

 

-----------------------------------

 

 

 

 

დიდ თოვას ყოველთვის უსწრებდა სკვინჩების და კულუმბურების გააქტივეული გადაფრენგადმოფრენა. მერე ნელა დაიწყებდა, დაიწყებდა და დააბნელებდა. საღამოს ბიძაჩემი იტყოდა, თუ ღამეც არ გაჩერდა ხვალ დასათოვლი იქნება სახლებიო. დილით მართლაც მეტრამდე თოვლი დაგვხვდებოდა, არც იყო გამჩერებელი, წვრილად აგრძელებდა. ბიძაჩემი სამეზობლოში გადავიდოდა ვიწყებთო იტყოდა, ხის ნიჩაბს ჩამოიღებდა სხვენიდან, ცეცხლზე გააფიცხებდა და ბლომად ღორის უმარილო ქონს წასცხებდა ცხელ ნიჩაბს. მალე ყველა ოჯახიდან გამოვიდოდა თითო კაცი მაინც და უკაცო ან ზამთრობით მიტოვებული ოჯახიდან დაიწყებდნენ დათოვლას. ბავშვებიც იქვე შორიახლო ვტრიალებდით.თუ დაბალი იყო სახლი, კიბეზე ასვლის უფლებაც გვეძლეოდა. სახურავის ნაპირიდან იწყებდნენ და აყვებოდნენ ზემოთ. ციცაბო და მაღალი თუ იყო სახურავი, თოკებითაც ჩაებმებოდნენ ხოლმე. იყო ხუმრობა და დაბალი ღიღინი, ორთქლი ასდიოდა ყველას. სოფრომაძეებიდან გოგოლაძეებში გადავიდოდნენ, იქედან გრძელიძეებში, მერე ენდელაძეებში და მშვილდაძეებში, კიდე იქეთ კვირიკაძეებში და ქაშაკაშვილებში. ქარაბაკებით და გეგეშიძეებით დაამთავრებდნენ

ყველა სახურავზე ადიოდა პატარა კალათი, არყით, თხილით და მშრალი ხილით სავსე. ცხელი ხაჭაპურიც არ იყო იშვიათობა. საღამოს ვისაც ყველაზე კარგი ღვინო ჰქონდა უბანში იმასთან იკრიბებოდნენ (ანუ ხშირად ჩვენთან), ყველა ოჯახი შემოამატებდა მასპინძლის ოჯახს თავთავისას. აიზიდებოდა მჭადით დამძიმებული კეცები, ბუხარი ბრიალებდა და ხშირად თუჯით შემოდგმული ინდაურის გადმოდენილი ნახარში ააშიშინებდა კუნძებს. რაც არ უნდა დიდი თოვლი დაედო, ჭურისთავი სულ გადათოვლილი ჰქონდა ბიძაჩემს. იმ გაგანია თოვაში მოხდილ ჭურის ღვინოს სხვა მადლი ჰქონდა. ქალები მოგვიანებით შემოუერთდებოდნენ, გასაცხელებლის გარდა ყველაფერი რომ მოთავებული იყო. თამადა ბაბუაჩემი იყო ხშირად, უბნის მაკვარანცხი ენის პატრონი ხომ გაილაღებდა , ამოიწეოდა დამალული ისტორიები, იმერულად შელამაზებული. ბიძაჩემი მის თავის ტკივილს, მაგალითად , ჩვენი მესაძღვრე მეზობლის, ნოდარიას ჭურის მოხდის დღეებს უკავშირებდა. ნოდარია იმას გაიხსენებდა, თუ როგორ ელაპარაკებოდა ბებიაჩემი, ბიძაჩემის მიერ, ბაბუაჩემის ტანსაცმელში გამოწყობილ საფრთხობელას ხურმის ხეზე.

ღამე, ძალიან გვიან დაიშლებოდნენ, გაიყოლებდნენ თავთავიანთ ნაგრამს და კიდე კაი ხანს ისმოდა ორღობეში მათი არეული სიმღერა და ყაყანი.

დილით უჩვეულო სიჩუმე იყო უბანში, თოვის ფაჩუნსაც კი გაიგონებდი

Link to post
Share on other sites

------------------------

 

ისევ სოფელზე

 

 

 

ფერცვალობის დღესასწაული (ასე ეძახოდნენ იმერეთში) უსაყვარლესი დღე იყო ბავშვობაში. წინა დღით ბებიაჩემი ბამბის მსხვილ ძაფებს სასანთლედ დაჭრიდა, ცხელ ცვილში ამოვავლებდით და კარებზე ვაწებებდით. გაციებულებს კიდევ ერთხელ ამოვავლებდით, სულ სამჯერ. მერე სანთლის ზომაზე დავჭრიდით.

ბებიაჩემს შვილები აკლდა(ფერიცვალების დღეს იყო ერთი დაღუპული) და საკურთხი ყოველთვის განსაკუთრებულად კეთდებოდა ჩვენს ოჯახში. მარხვას მაშინ ვინ იცავდა და კოკრებს, პირვარდიანებს და ნიგვზის კვერებსაც გამოაცხობდნენ კეცზე (სიგიჟემდე მიყვარს საკურთხის კოკორი, რამდენჯერმე გამოვაცხობინე სახლში უსაკურთხოდ, მაგრამ ის გემო არა აქვს). ხილი ყველანაირი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით საკუთარი ეზოდან (მახსოვს ბებიაჩემი ვაშლს არ ჭამდა მარიობამდე, შვილმკვდარ დედებს ეკრძალებათო), ლეღვს არ ვდებდით. ერთი საადრიო ყურძენი გვედგა, მანეთა, სული მიგვდიოდა მაგრამ ფერცვალობამდე ხელს როგორ მოვკიდებდით, საკურთხისთვის უნდა დაგვედო. დილიდანვე ჩავიდოდა ბებიაჩემი მამულში (ასე ეძახდა ვენახს), ამოიტანდა სიმინდს, კვახს, წვრილკაკალა პამიდორს, შავ ქლიავზეც თვითონ გავიდოდა მოსაკრეფად, კორკიმელი და ტყუპალა ქლიავი, ალიბუხარი,ორ-სამნაირი მსხალი, ვაშლი მთლად მწიფე არ იყო მაგრამ მაინც უნდა ყოფილიყო. საადრიო და ვაშლაატამა. მარტო საზამთროს და ნესვს ვყიდულობდით ბაზარში(ხანდახან მამიდაჩემი გამოგვიტანდა ნესვს, როკითში ჰქონდათ ვენახი და იქ მოდიოდა). იქეთ ტკბილეული, ჩურჩხელა და ტკბილიკვერი, ჩვენი ეზოს ნემსა თხილი და ნიგოზი. წყალი და ღვინო. მერე ბებიაჩემი ცხელ კეცს გადმოიღებდა ბუხრიდან, ნაკვერჩხლებით გაავსებდა და ამ სავსე მაგიდის თავთან იატაკზე დადებდა. ამ დროს მოუნათლავები გარეთ გადიოდნენ ცოტახნით, მონათლულები კიდევ ერთხელ მივიხედმოვიხედავდით ძაღლი ან კატა არ დარჩენილიყო ოთახში (საკურთხის მონარჩენის მათთვის გადაგდება აკრძალული გვქონდა). ავანთებდით სანთლებს ყველაფერზე, ბებიაჩემი საკმეველს (უფრო სწორად, წვრილად დაჭრილ სანთელს) დააყრიდა ნაკვერცხლებს და ლოცულობდა, ჩვენ არ გვესმოდა რას ამბობდა, თითქმის გულში ლოცულობდა. აიჭრებოდა სურნელოვანი კვამლი და მთელს ოთახში დაგუბდებოდა, ჩვენც ვამატებდით საკმეველს დროდადრო. სანთლები რომ ჩაიწვებოდა

ყველა მოუნათლავი შემოგვიერთდებოდა და სუფრაც ხსნილი იყო. ჯერ კოკორს გავტეხდით და მერე... ო, რა გემრიელი იყო ყველაფერი. აუცილებლად უნდა მიეკითხათ საკურთხი სამეზობლოში, განსაკუთრებით მარტოხელებისთვის და მოხუცებისთვის. თუ ვინმე შემოგვესწრებოდა ხომ საერთოდ... მადლი მიუვათ იმათ სულებსო, ზემოთ აიხედავდა ბებიაჩემი. აუცილებლად გვავიწყდებოდა ყოველთვის რაიმე და ლუკმაც აუცილებლად დაუვარდებოდა ვინმეს. საღამოს უნდა გვებანავა მდინარეში, აწი აცივდებაო იტყოდნენ (რაც არ მართლდებოდა ხოლმე), ბუნებაც იცვლება აწიო, მიდის ზაფხულიო (თუმცა ამ ცვალებადობას მე მარიამობის მერე უფრო ვგრძნობდი). თითქოს სევდიანი დღე უნდა ყოფილიყო მაგრამ, ბავშვებში ყოველთვის დიდი სიხარულის განცდას იწვევდა.

დღეს დედაჩემიც გააკეთებდა საკურთხს, ისევ კეცზე აბოლდებოდა საკმეველი და ბებიაჩემს რომ მიუვა ამაში ეჭვი არ მეპარება

 

 

 

 

--------------------

 

 

 

რამოდენიმე წლის წინ ოთხმა კაცმა ერთი ძველი გაზ 21 ვიყიდეთ, სანადიროდ და სათევზაოდ. კარგად ავაწყეთ, ავტონომიური ცხოვრებისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს შიგ. გუშინ წავიდა ჩემი სასტავი იხვზე წალკა-ნინოწმინდაში. დღეს დავრეკე საღამოს, ხუთ-ხუთი ხარაზული(დიდი იხვი) უკვე აეყვანათ, კოცონის გარშემო ისხდნენ და ვახშამს ამზადებდნენ, ორი იხვი იპუტებოდა საშამფურედ(სანოვაგეს ბლომად წაიღებდნენ, მაგრამ ნანადირევი იქვე მაინც სხვაა). ჩვენი ოჯახის სიამაყე ჩემი ძმის ფეხებთან ქელავდა, მაგრად უვაჟკაცია და მდინარის გაღმიდან სამი უგზოუკვლოდ დაკარგული იხვი გამოუტანია, გაუვალ კამიშებში ჩავარდნილი(ხო ვიცი, ჩემი ძმის დაგრუზვას დაელოდება რომ შეუმჩნევლად შეუძვრეს სპალნიკში). ჩაუფენენ ახლა კაი რქაწითელს, წასული მონადირეების შესანდობარს იტყვიან(დროებით წასულისაც, სხვათა შორის) თუ თივის ზვინია სადმე, იქვე მიწვებიან და დილის პერელიოტამდე ისე გძინავს ფეხს არ გაარხევ. ამის დედა...რა, როდემდე უნდა იხეტიალოს ჩემმა თაობამ ასე, როდისმე თუ მექნება ნეტა საქართველოში ჩემი საქმის კეთების საშუალება. არ მინდა ძმაო ცხენირემი და თოვლის ბატი, ჩემი თავფარავნის ტბა და ჩემი ხარაზულა მინდა.....

 

 

 

 

------------------

 

 

 

დღეს რთველია ჩემს ვენახში. ამ საღამოს დავრეკე, სამეზობლო გვეხმარებოდა და ორი ტონა მზეჩამდგარი ცოლიკოური იყო უკვე მოკრეფილი. ხვალ ჩაიწურება ჩვენს დედოჭურში, ოთხმოცფუთიანია, ბეჭებს ამოცდება ალბათ წვენი. ორი დღეა რეცხავს თურმე მამაჩემი კრაზანით და თაგვისსარით. მერე საუკეთესო ჭაჭასაც დაამატებს და დაიწყებს დალოცვილი დუღილს. დიდი ომი ექნება დედაჩემს გადასატანი, საფელამუშე და სატკბილე წვენზე მამაჩემი ლიმიტს უწესებს. ჩემთვის ცალკე დაყენდება ევროპულად უჭაჭოდ, ბოცებში (თაფლია, თაფლი). ორ კვირაში მორჩება რთველი, დადგება მაჭრის სურნელი. ნელნელა შეაპარებენ ერთმანეთს მეზობლები დამიჭაშნიკე რავარი დგება წლის მოსავალიო. სახელდახელო ჩასაყოლებელიც უცებ გაჩნდება და შემოსწრებული ამვლელჩამვლელიც.

ვენახებში ისევ შეგეძლება რთველს გადარჩენილი პატარა მტევნების მოძიება, უგემრიელსი და უტკბესი რამეა. მერე რა სიჩუმეა ვენახში? არა, რა, ვენახისადმი ჩვენი დამოკიდებულება მართლა სასწაულია.

ნეტა ჩემთან თუ დაიშალნენ, ალბათ ყოვლადწმინდას სვამენ

 

 

 

-------------------------------------

 

 

ისევ სოფელი. მე მგონი არავის ეწყინება ნადირობა-თევზაობის ამბებს სოფლისასაც თუ შევურევ

 

 

წიწილების გარეშე ბებიაჩემს ვერ წამომიდგენია. ყოველ გაზაფხულს,რაც მახსოვს, სულ წიწილები ეხვია გარშემო. ჯერ კრუხის არჩევით დაიწყებდა თებერვალში, ზოგი კრუხი კვერცხებზე დიდხანს არ იჯდა და გვღუპავდა, ზოგი კიდე წიწილებს მიატოვებდა ხოლმე ერთ კვირაში და არ გინდა ორმოცდაათამდე ერთკვირიანი წიწილის მოვლა? მოკლედ კარგ სანდო კრუხს შეარჩევდა, ამორალურ კრუხს ვედრო და ცივი წყლის ჭავლი, ანუ გადაკრუხება ელოდა. ახლა აღარ მახსოვს მაგრამ კვერცხების რაოდენობაც მკაცრად დადგენილი იყო, ან ამდენი, ან ამდენი, ან ამდენი. უფრო კენტი რიცხვები. კრუხი ყოველ ორ-სამ დღეში დგებოდა კვერცხებიდან და კილომტრზე ასხამდა. წყალს დალევდა, ცოტას აკენკავდა და ისევ დაჯდებოდა. კვერცხები მძიმდებოდა , კრუხი მსუბუქდებოდა და სადღაც სამ კვირაში პირველი წიწილა მოაკაკუნებდა შიგნიდან. მერე მოჰყვებოდა და მოჰყვებოდა, ბებიაჩემი წიწილებს გამოაცალკავებდა, მხოლოდ წყალს დაალევინებდა პირველ დღეს. გაშრობის მერე წიწილა ულამაზესი რამე იყო. ქარვისფერი, ან შავი, ან მოწითალო, ან სულაც ჭრელი. თეთრი, ყვითელი ან მოშავო პაატარა ფეხებით და მოცვის მარცვალივით შავი თვალებით. ბებიაჩემი მეორე დღესაც აცლიდა კრუხს, ნაბოლარა წიწილებიც გამოიჩეკებოდნენ და გალაყებულ კვერცხებს გადაყრიდა. ახალ გამომწვარ საბუდარში ჯერ კრუხს ჩასვამდა და მერე წიწილებს მიუსხამდა. მაგათზე ბედნიერი იმ წუთს არავინ იყო. იყო კრუხის ქოთქოთი და წიწილების წია-წია. უკვე მოშიებულ წიწილებს მოხარშული კვერცხის გულის და სიმინდის ფქვილის ნაზავით დააპურებდა. კრუხი სულ უმცირეს ნაწილაკებად დაუშლიდა ცომს თავის ნაგრამს. მზიანში ეზოს ითვისებდნენ. კრუხი თუ ჭიაყელას ნახავდა, ერთს ჩაიკრუხუნებდა და ყველა წიწილა მისკენ მირბოდა, კრუხი მაგრად ჩაუნისკარტებდა ჭიაყელას, გაქცევა რომ არ ეფიქრა ამ უკანასკნელს და დაესეოდნენ წიწილები. იყო გაწელვა და გამოწელვა. ხანდახან ჭიაყელა მოახერხებდა მიწაში ნახევრად ჩაძრომას, მაგრამ კრუხს სად გაექცეოდა, ეგრევე გამოწელავდნენ და ჯიჯგნიდნენ კაიხანს(რა ყველაფერი ფარდობითია ამ ქვეყანაზე, ეს ულამაზესი და უმანკო წიწილები ჭიაყელასთვის ალბათ რა ურჩხულები იყვნენ). თუ ქორი გადაიფრენდა, მამალი უცებ ჩაახველებდა და კრუხი განგაშს აცხადებდა. ყველა წიწილი ერთი თვალის დახამხამებაში დაიმალებოდა კრუხში. ზოგი ფრთების ქვეშ, ზოგიც მუცელქვეშ. საფრთხე რომ გადაივლიდა, ჯერ ერთი ყველაზე მაკვარანცხი წიწილა გამოყოფდა თავს კრუხის ბუმბულიდან, მერე მეორე და ამ დროს კრუხი ყველაზე სასაცილო დასანახი იყო. ხანდახან მოთოვდა ან ამინდი აირეოდა და ბებიაჩემი იძულებული იყო კრუხი წიწილებიანად სახლში შემოეყვანა. აი მაშინ აირეოდა სახლი. კრუხს ფუთურა ესია. ფუთურას იმერეთში კრუხის პარაზიტ მწერს ეძახიან(ზედმეტსახელადაც გამიგია ბაღდათში), თეთრია, თვალით არ სჩანს და თუ აგაცოცდა ისეთი ქავილი გეწყება რომ არაფერი გშველის. შემოგვესეოდა ბავშვებს ეს ფუთურა და იყო ერთი გნიასი. ამას დაამატე წიწილების ჟივჟივი და კრუხის სანიტარული გაუნათლებლობა. ბავშვებს წიწილების ხელში აყვანა აკრძალული გვქონდა, მხოლოდ საღამოს დამუდრებისას ვეხმარებოდით ბებიაჩემს წიწილების დაჭერაში. უკვე საბუდარში უჭირდათ დატევა და ზოგი თავზე ასხდა და ზოგიც ზურგზე. მერე მზე გამოანათებდა ყველას გვეშველებოდა. კრუხი ეგრევე სილას მიაშველებდა, ჩაწვებოდა წვრილ ქვიშაში , მტვერს შემოიყრიდა ტანზე, ისე რომ სხეულის ყველა ნაწილს შეხებოდა სილა და ასე კაი ხანს იყო გაშეშებული ჰერბარიუმზე დაკრულივით,ფეხებ და ფრთებ გაჩაჩხული. მერე მძლავრად დაიფერთხავდა და მშვიდობით ფუთურა..

თვენახევრის მერე წიწილები უკვე აღარ იყვნენ ისე საყვარლები როგორც პატარაობისას, უკვე დამოუკიდებლები ხდებოდნენ და მალე დედასაც მიატოვებდნენ. მერე ვეღარც სცნობდნენ დედამისს და სიმინდის კაკალსაც კი აღარ უთმობდნენ(დედა არ გვახსოვს შვილებსა...).

დიდი ხანია ჩვენთან სახლში წიწილები აღარ გამოჩეკილა და მაგრად მენატრება. ალბათ ბებიაჩემის მონატრება უფროა..

 

 

-----------------------------

 

ბაბუაჩემი(მამის მხრიდან), ბევრად უფროსი იყო ბებიაჩემზე, და ბიძაჩემის მონაყოლი, თუ როგორ მოიტაცა თექვსმეტი წლის ნინა ბაბუაჩემმა ცხენით (ნაბადში ჰყავდა გახვეულიო)და როგორ მოსდევდა თოფის სროლით მთელი ფერსათი, კაი ხანს მეგონა სიმართლე. ათასცხრაასოცდასამში ჩამოსულან იმ საკარმიდამოში სადაც ეხლა სოფელი გვაქვს, ერთი ნალია იდგა თურმე, შემოუკრიათ ნალიის ბოძებზე დაწნული ტირიფის ჩელტები, ჩამოუკიდიათ ბებიაჩემის სამზითვო, მისი ბებიის ნაქონი ნაჭა(ეხლაც ადილზეა), თუჯით შემოუდგამთ ლობიო და შებმიან ამ ცხოვრებას. მერე ვენახიც ჩაუყრიათ, ძველშავ-ცოლიკოური. ნალია ქვის ბინასახლად გარდაქმნილა, მერე მეორე, ხის,ქართულ აივნიანი სართულიც დაუმატებიათ და ცხრა შვილი დაბადებულა მაგ სახლში. ის ტახტი რომელზეც ეს გმირობაა ჩადენილი ისევ წესრიგშია და ხალ გმირობებს ელოდება.

ბაბუაჩემი ბავშვობიდანვე უძიროს და აზიაცკს კერავდა, დალოცვილი ხელი ჰქონდა და რაიონის ყველა ანსამბლი მისი შეკერილი უძიროთი ცეკვავდა. სახელოსნო (ბებიაჩემი დუქანს ეძახდა)ბაზართან ჰქონიათ და მამაჩემი ბავშვობაში ლობიოს რომ აიტანდა თურმე შუადღით, ხელოსნები ფეშნაკაშით(ხის ბრტყელთავიანი ხელსაწყოა) მიირთმევდნენო იხსენებს.

დაზგა სახლშიც ჰქონდა, საღამოს თავის დაზგასთან ატარებდა, ვინც არ უნდა მოსულიყო ფეხზე ადგომით ხვდებოდა და ყველას ბატონობით მიმართავდა (ქუთაისელ ბებიასაც კი). თუ განსაკუთრებული სტუმარი იყო სამუშაოს გადადებდა და სუფრა იშლებოდა, დაუმთავრებელი სადღეგრძელოები არ უყვარდა, სტუმარიც იღლება და მასპინძელიცო.ჩვენჩვენს მარჯვენს გაუმარჯოსო ამის თქმა უყვარდა სადღეგრძელოდ. გემრიელი დალევა იცოდა კულიდან, ნაზად აარაკრაკებდა.კულა და ჭინჭილა უყვარდა ზაფხულობით, ღვინოს ჭის წყლით სავსე ვედროში ჩააციებდა, ცოტა ჭვანკი უხდება ზაფხულში, წყურვილს გიკლავსო.ვედროში წყალს ხშირხშირად ვუცვლიდით შვილიშვილები. კეცზე შემწვარ, კუდაპრეხილ, ჩვენს მიერ დაჭერილ ღორჯოებს აყოლებდა. კვირის ბაზრობაზე იმერულ ფესი ქუდებსაც ის გვირჩევდა, ჩვენი თოხებიც მისი ნაჩუქარი იყო. ყურძნის დაწურვისას ცაცხვის უზარმაზარ საწნახელში ჩაგვაყენებდა სხვა კაცებთან ერთად. მართალია წონის გამო როგორც გაყინულ თოვლზე ისე დავდიოდი ყურძენზე მაგრამ უბედნიერესი ვიყავი მაშინ.

ოთხი კლასის განათლება ჰქონდა, მაგრამ მისი შინაგანი კულტურა, ზრდილობა და განათლებისადმი სიყვარული ცნობილი იყო. დაზგაზე სულ ედო რაიმე წიგნი, ძალიან უყვარდა იეთიმ გურჯი. კაცის პატივისცემას გვასწავლიდა, ჩემი და სხვისის პატივისცემას. კარგად მახსოვს ერთი რამ: სხვის ოჯახში რომ შეხვალ და შენთვის მჭადის გამოსაცხობად დახრილი ქალისკენ თვალი გაგექცევა, ე, მაშინ წასულა შენი კაცობაო.

მახსოვს უძიროები რომ შემიკერა პირველად იმ უძიროებით მეძინა ის ღამე.

მეშვიდეში ვიყავი, აგვისტოს ერთ დილას რომ გარდაიცვალა, იმ ღამით სანადიროდ წავედით მე და მამაჩემი მწყერზე, მამაჩემს შეეხმიანა, სად მიგყავს ეს ბოვში ამ შუაღამესო.მოვუსწარით. თეთრ წვერულვაშიანი სახე მახსოვს, ბოლო ცრემლი რომ სდიოდა დახუჭული თვალებიდან.

იმ დილითვე ქუთაისში წაგვიყვანა მეორე ბებიამ . მახსოვს მომშივდა და იმ დილით მოკლული მწყერის შეწვა ვთხოვე, ცოტა იჭოჭმანა მაგრამ შემიწვა მაინც.

თეფში რომ დამიდგა ვერ მივეკარე, ამართვა უცებვე, სისხლმა გიქნა მაგი ბებიაო.

ჰე, რა დრო გასულა, თითქოს გუშინ იყო.

ჩემი და ბაბუაჩემის სატრაბახო გამახსენდა, მისი შეკერილი აზიაცკებით სვეტიცხოვლის ეზოში ერთი დიდი ქართველის წინაშე რომ ვიცეკვე

 

 

----------------------------------

 

 

ვაღიარებ ხანდახან გადახვევა გამომდის ნადირობა-ტევზაობის ტემიდან. ამ ამბის მერე სულ ერთხელ ვიყავი რუსეთში და მორჩა იმის მერე კინო.

 

ეს ჭურვის ფორმის ჭურჭელი სადაც საძმო საფლავის მიწა ყრია, მამაჩემმა წელსაც გამოიტანა, ფორუმელები რომ იყვნენ ჩამოსული. ომში დაღუპულების სადღეგრძელოზე რომ მივა საქმე ე, მაშინ ეხაზება ოჯახს, მაშინ იწყებს აფრების აშლას მამაჩემი

 

 

 

მამაჩემის უფროსი ძმა 18 წლის იყო დიდ ომში რომ წავიდა, 20 წლის, ფერცვალობა დღეს დაიკარგა უგზოუკვლოდ 43-ში. სტუდენტობისას ვეძებე მისი საფლავი, სად არ ვაგზავნე წერილები, არქივები, ჰოსპიტლები (დაჭრილი იყო და ვლადიმირში იწვა), სამედიცინო არქივები, მაგრამ ვერ მივაგენი ვერაფერს. ბოლოს აგერ 89-ში მეზობელმა რომელიც კომისარიატში მუშაობდა, სხვა მასალების ძებნისას შემთხვევით წააწყდა ცნობას რომ ბოლოს იბრძოდა სმოლენსკთან, სპასდემენსკის (პატარა ქალაქია)რაიონში. გავაშანშალე წერილი იქაურ კომისარიატში, იმათ კვალმაძიებლებიც ჩართეს (რუსეთში მაშინ პოპულარული იყო ასეთი ორგანიზაციები, ომში დაკარგულებს ეძებდნენ) და მომწერეს რომ ბიძაჩემი დაიღუპა სპასდემენსკის რაიონში სოფ. პოტაპოვოს განთავისუფლების ბოლო დღეს, 19 აგვისტოს, და დაკრძალულია სპასდემენსკის ძმათა სასაფლაოზე. ბებიაჩემი მაშინ ცოცხალი იყო და რა დამავიწყებს მის სახეს ეს ამბავი რომ გაიგო. 90-ში კოპიტნარიდან გადავფრინდით მოსკოვში მე და მამაჩემი, ჩვენი ვენახიდან და საგვარეულო სასაფლაოდან აღებული მიწა მიგვაქვს, ცოტა ღვინო(ჩვენთვის) და ბლომად ჭაჭა (რუსებისთვის). მატარბლით ჩავედით სმოლენსკში, მერე ელექტრიჩკით სპასდემენსკში. პატარა წყნარი მწვანე დაბაა, რძის და კარაქის სუნი დგას, ფერმებია გარშემო და პატარა რძისგადამამუშავებელი ქარხანა. (იქაური რუხი პურის, რძის და კარაქის გემო არ დამავიწყდება). დავადექით თავზე კომისარს, გაუკვირდა, უკვე არეულობები დაწყებული იყო და თუ ჩამოხვიდოდით არ მეგონაო. ვაჯახეთ ჭაჭა ლიტრიანით (ბებიაჩემი ძველი ბორჯომის ბოთლს ეძახდა იმ ჭურჭელს), კომისარი იყო და ადამიანს დაემსგავსა (დაილოცოს ვენახის მადლი, რა ეფექტი აქვს მის პროდუქტს ზოგიერთ საზოგადოებაზე). ახალთახალი ვილისი გამოაყენა და თქვენს განკარგულებაში ვარო. წავედით სპასდემენსკის საძმო სასაფლაოზე, უზარმაზარ ცაცხვებშია ჩაფლული, ოფიცრების ცალკე, ჯარისკაცების ცალკე. ჩამოვასხით ჩვენი ვენახის შავი ღვინო, ხსოვნა ვთქვით და ჩამოტანილი მიწა მიმოვაბნიეთ. რეალურად აქ არ იქნება დამარხულიო, ეს სასაფლაო ომიდან 15 წლის მერე შეიქმნა, ყველა დაღუპული თვითონ სოფელ პოტაპოვოშია დაკრძალულიო. ჯერ კვალმაძიებლებს გავუარეთ იქვე ახლო სოფელში(მაშინ ვნახე ნამდვილი რუსული სოფელი, ხის სახლებით, რუსული ღუმელით და არყის ტყეებით, ძალიან ლამაზი იყო), ხელმძღვანელი წამოგვყვა და მივედით პოტაპოვოში. ნასოფლარი დაგვხვდა, მთლიანად გადამწვარი იყო, დაშავებული საბუხრე მილები გადამწვარი სოფლის ფონზე , გერმანული ტრანშეები, მინდორს დიდი სიფრთხილით ვხნავთო, ყოველ წელს ფეთქდება ჩარჩენილი ჭურვებიო. პატარა გორაკი იყო, რომელსაც გერმანელები აკონტროლებდნენ და მერე ორ კილომეტრზე ტრიალი მინდორი, სადაც ორ კვირაში 7 ათასი კაცი ჩაწვა 43-ში, ბიძაჩემიც სოფლის განთავისუფლების ბოლო დღეს დაღუპულა მაგრამ გარდაცვლილი არ იყო დაფიქსირებული, მაგის დრო სად იყოო, ყველა ერთ დიდ საძმო საფლავში დაუმარხავთ, და წინ სმოლენსკისაკენ. გამახსენდა ბიძაჩემის შემორჩენილი წერილები, გერმანელ ფაშისტებს დავამარცხებთ და მალე ჩამოვალო ბებიაჩემს რომ სწერდა

გამახსენდა რომ მეზობელი კომისარი გვყავდა და გადაუვადებია პირველი გაწვევა მაგრამ ერთ კვირაში თვითონ ბიძაჩემს გადაუწყვეტია წასვლა, მეგობრის დედებს ვეღარ ვუყურებ თვალებშიო, გამახსენდა რომ სასულე ორკესტრში უკრავდა თურმე და ძალაინ უყვარდა მუსიკა, და ჩემზე უმცროსი რომ იყო იმ დღეს ისიც გამახსენდა. დავლიეთ და აქაც დავტოვეთ ქართული მიწა, დარჩენილი ღვინო საფლავზე დავღვარეთ , ამ საფლავის მიწით სავსე ჭურვის ფორმის ლითონის ჭურჭელი წამოვიღეთ(რუსებმა მოგვცეს)და გამოვბრუნდით საქარრთველოში. ბებიაჩემისთვის ამ მიწის ჩამოტანა, ბიძაჩემის გადმოსვენების ტოლფასი იყო, აწი მშვიდად წავალო.

ეხლა ყოველ წელს, 19 აგვისტოს ჩემთან სოფელში ვიკრიბებით ბებიაჩემის მთელი ნაგრამი და , მერე, მერე კი წარმოიდგენთ რაც იქნება.....

 

 

 

---------------------------------

ეს ძველი ამბავია, უკვე გაკაჟდა

 

 

 

დედაჩემს ველაპარაკე დღეს და ჩემი ძაღლების ამბავი ვკითხე. ერთი დიდი, თბილისშია გაზრდილი მეშვიდე სართულზე და მცივანაა, თუ სანადიროდ არაა. ჰოდა ამ გაზაფხულზე ყინვიან ღამეში დედაჩემს სახლში შემოუყვანია. გამთენიისას ეძებენ თურმე, ძაღლი არაა სახლში, არც ეზოშია, შემობრუნდნენ თურმე სახლში და რაღაც გაიზმორა ბუხარში..თურმე შეგორებულა ამ ჩანავლულ ბუხარში და დილამდე იქ ეძინა თბილ ნაცარში, თავისით არ გამოდიოდა სანამ ჯოხით არ გამოვაგდეთო(კაი ზორბაა), თვალებით მიხვდებოდი მხოლოდ ძაღლი რომ იყოო, ერთი საათი ფერთხავდნენ ცოცხით თურმე ნახევრად შეტრუსულს.

 

 

 

 

-----------------

 

ისევ სოფელი

 

 

 

28 აგვისტოს, მარიამობას , წვიმაც რომ ყოფილიყო აუცილებლად უნდა გვებანავა მდინარეში, მეორე დღეს უფროსების გადმოცემით წყალში ყინვა ვარდებოდა, ანუ უკვე მდინარის წყალი აწი ვერასოდეს იქნებოდა ისე თბილი როგორც მანამდე.

უბნის დაცლა 25 აგვისტოდან დაიწყებოდა ხოლმე.ჯერ ერთი მანქანა დაგვტოვებდა, მერე მეორე და 28 აგვისტოსთვის ჩამოსული ბავშვებიდან დაიცლებოდა ორღობე. უცებ ჩამოვარდებოდა სიჩუმე,

გაუცნობიერებელი სევდა დაისადგურებდა, აი ისეთი ყველაფერი რომ კარგადაა, მაგრამ მაინც მოწყენილი რომ ხარ. პირველ სექტემბერს ისევ აჟრიამულდებოდნენ გატკიცინებულ წითელყელსახვევიანები და მერე ისევ ჩაჩუმდებოდა ორღობე, სწავლა დაიწყებოდა.

მაგ დრო რაღაც განუმერეობელი სურნელით მახსოვს. არა, შემოდგომის სურნელი ჯერ ადრე იყო. ეს იყო ფუტკარდახვეული ადესის ტალავრების,საგვიანო ატმის, სხვანაირად მწიფე, კანდამსკდარი პამიდვრის, ჯერ ისევ ნედლი ნიგვზის და ბებიაჩემის მიერ ძირიანად მოთხრილი უკვე ხმელი ქინძის და უცხო სუნელის სურნელი. მდინარე დაიწმინდებოდა და ჩუმი გახდებოდა, აღარ თევზაობდნენ ბიჭები, მე მზის ამოსვლის მერე ჩავიდოდი ლიპეზე და შუადღემდე ვთევზაობდი, ოღონდ უკვე თევზის დაჭერის ჟინი განელებული მქონდა , უფრო ვერთობოდი. თევზების აღმადაღმა მოცურავე ქარავნებს ვუთვალთვალებდი, უკვე საზამთრო ღჯილეებს რომ ეძებდნენ. ბოღოზია მდინარის გაღმა თხელში ნაწყობს აშენებდა რიყის ქვებით, რომ მერე ნოემბრის ბოლოს უკვე წვერათი დაძეძგილი , 'კაფსულით' გადაეთეთრებინა. შუადღით წყალი თბებოდა და მარტო ცურვით გულს ვიჯერებდი, ყვინთვა თუ არ გეზარებოდა წვერათი სავსე იყო ლიპის ღჯილეები.

ღამე უკვე ცივი იყო, მაგრამ ცა ყველაზე კრიალა და სუფთა, ყველაზე მეტი ვარსკვლავი ამ დროს მინახავს ცაზე. მე ისევ აივანზე ვწვებოდი გარეთ და თბილი საბნის მოძიება მიწევდა, მაგრამ რა სიამოვნება იყო საბანში ჩაფუთვნული, მდინარის და გამხმარი სიმინდის ჩალის შრიალის ფონზე ვარსკვლავების ცქერა?! ხანდახან უცხო ხმა გამომაფხიზლებდა, ფანარს გადავანათებდი აივნიდან (დანასთან ერთად სულ სასთუმალთან მედო) და ძველ ნაცნობს, მორგვივით ზღარბს და უკან მიმყოლ ორ პატარას ავუბრჭყვიალებდი თვალებს.

თუ ელვაჭექა იყო ეგრევე მამაჩემს გავაღვიძებდი და დილისთვის სანადიროდ შევიპირებდი. მეორე დილით ჭალა სავსე იყო მწყერით, უკვე სიმსუქნისგან აფრენა რომ ეზარებათ, რუსეთიდან გადმოფრენილებს.მწყერობასაც ჩავატარებდი და ცოტა არ იყოს მომეწყინებოდა, ბებიაჩემი და ჩემი ჩიხი მომენატრებოდა ქუთაისში. ჰოდა ერთ დღესაც ჩვენი მანქანაც დატოვებდა ორღობეს და ამით დამთავრდებოდა ჩემი ზაფხულის ოდისეაც.

 

 

 

 

 

----------------------

 

 

 

ბავშვობის წისქვილი ამ წისქვილი ქვა(ძველი) ამოვატანინე ჩემს ძმას და ახლა ჭურისთავზე მიდევს. ღვნის დასაჭაშნიკებლად პატარა სუფრა მასზე იშლება

 

 

ხანისწყლის და საკრაულას შესართავთან ძველისძველი ხის წისქვილი იდგა, სადაც ერთი ბებერი მეწისქვილე მუშაობდა. წისქვილიც და მეწისქვილეც სიბერისგან თუ მჭადის ქვილისგან მთლიან გათეთრებული იყო უკვე. დენის წისქვილი ახლოშიც გვქონდა მაგრამ საფქვავის საკრაულის წისქვილზე გატანა მთელი მოვლენა იყო ჩვენთვის და მამაჩემიც გვთანხმდებოდა.

ნაშუადღევს ავიდოდით, წისქვილი გრიალებდა, ბორბალზე დაცემული წყლის ხმა ხმადაბლა ლაპარაკის საშუალებას არ გაძლევდა. გამარჯობათ, დაიყვირებდა მამაჩემი. ღმერთმა გაგიმარჯოთ-გაგვიღიმებდა მეწისქვილე. ორი ტომარა ელოდა ხვირიმში ჩაშვავებას და მესამეს მივუდგამდით გვერდით. მე ღუტუშასთან გადასვლის ნებართვას ავიღებდი მამაჩემისგან და დანჯღრეული ბონდის ხიდით იქვე გადავიდოდი მეორე ნაპირზე ღუტუშას ბიჭის, ბახჩოიას სანახავად . ღუტუშა მამაჩემის მკვიდრი დეიდაშვილი იყო. სამი რამე უყვარდა ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში:ღვინო, ბადის სროლა და ხეხილის მყნობა(ეს არის რომ ამ ბოლო დროს, სიბერეში, 95 წლის ბებიაჩემთან, ანუ დეიდამისთან კაი ჩაბუჟბუჟებული რომ გამოივლიდა, არმაგედონით და იმ ქვეყანაში მეორედ გათხოვების პერსპექტივით აშინებდა ამ უკანასკნელს. ღუტუშას დაორთქლილი ჰიპოთეზის დადასტურებას ბებიაჩემი, ღუტუშას წასვლის მერე, მის რძალს ანუ დედაჩემს თხოვდა. დედაჩემი შუბლზე ხელს შემოიდებდა და თვალებს მაღლა აღაპღრობდა, ღმერთო ვის ხელში ჩამაგდე ან რა შეგცოდეს პონტში. სიტყვით კი : ვინმემ არ გაიგონოს , მოგვეჭრება თავი. ბებიაჩემი რძლის შენიშვნას ერთი ყურიდან მეორეში გამოუშვებდა და მე მომმართავდა: რაფრა ფიქრობ ბიჭო შენ მაგას? მე არმაგედონის ვერსიას კატეგორიულად უარვყოფდი, იმ ქვეყანაში მისი მეორედ გათხოვების წინააღმდეგი კი პრინციპში არ ვიყავი, ის მეორე ნახევარი თუ ისევ ბაბუაჩემი ონისიმე იქნებოდა).

ღუტუშას ეზო კი არა წალკოტი ჰქონდა, სხვადასხვა ჯიშის მსხალი, ვაშლი, ბალი, ქლიავი თუ ატამი. ბახჩოია, ვენახის ბოლოში, მიყუჩებულში, საადრიო ატმებთან ჩამიძღვებოდა და წითელი, მწიფე ატმებით ავივსებდი უბეს. სანამ წისქვილში მოვბრუნდებოდი უბე უკვე ცარიელი მქონდა. ჩვენი რიგიც დამდგარიყო და მამაჩემი მეწისქვილეს ჰკითხავდა რავარი სიმინდი ყრია ხვირიმშიო (ხვირიმი ბოლომდე არ იცლებოდა და წინა საფქვავის სიმინდი შენს საფქვავს ერეოდა). ჩვენი უსასუქო სიმინდი იყო და თუ მექისქვილე გვეტყოდა არაა სათქვენოო, პირველ ჩამოფქვულს ჩვენსას არ შევურევდით. მე და ბახჩოია საკრაულაზე ჩავიდოდით სახელაოდ, ღორჯოს ვიჭერდით თხელ წყალში ქვის ქვეშ. თავიდან მე ცოტა ფრთხილად ვყოფდი ხელს ქვის ქვეშ, რადგანაც ანკარა იყო საკრაულაში უამრავი .არა, არ მეშინოდა, მაგრამ რაღაც უსიამო გრძნობა მქონდა მის მიმართ. ბახჩოია და აქაურები პირიქით, იქეთ მისდევდნენ ანკარას და ხელით იჭერდნენ. ქვას ჯერ გასასვლელებს მოვუსინჯავდი, თუ ორზე მეტი გასასვლელი ჰქონდა დამხმარე მჭირდებოდა. ცოტა ხანში შებინდებას დაიწყებდა და მე ხინცალაზე ისე ავაცმევდი ღორჯოებს რომ ჩქერის, დიდი შავი ღორჯო ყველაზე ქვემოთ გამოსაჩენი ყოფილიყო. წისქვილში სულ პატარა მრგვალი ტაბლა დამხვდებოდა, ლობიოთი მჭადით და მორჩენილი ყველიც ციცქნა ნაჭერით. მამაჩემი და მეწისქვილე ტუჩმოტეხილი დოქიდან წვრილი ღვინის ჭიქით სვამდნენ. თბილიაო, ჩიოდა მეწისქვილე, ვერ ვაცივებო (საკრაულა იმ მხარის ყველაზე თბილი მდინარე იყო). მალადეც ბაბუა შენო, მე მეტყოდა, სილანცახა ასა ასაო დაამატებდა(თევზაობისას ამბობენ, ანუ ეს ერთი და სხვა მრავალი) და მჭადს და იმ ყველის ნაჭერს მომაწვდიდა.აუ, რა ტკბილი მჭადი იყო, ყველს გამოვიზოგებდი, რომ მჭადის მთელ ნაჭერზე მყოფნოდა. მერე ნაფქვავ ფქვილს უკვე ბეჭებამდე სავსე ჩვენს ტომარაში ხის მოკლე ნიჩბით ჩავყრიდი. ყველაზე მეტად ჩამონაფქვავისთვის ხელის შეშვერა მიყვარდა, მარჯვენა ხელისგულში ცხლად და ოდნავ ნოტიოდ გირტყამდა ფქვილის ნაკადი, აუ რა სიამოვნება იყო, შემეძლო ასე ვმდგარიყავი უსასრულოდ. თბილ ტომარას წითელი ნაჭრით თავს მოვუკრავდი და მამაჩემი სხვის ტომარას მოაპირქვავებდა ხვირიმში. მერე მეწისქვილეს დავემშვიდობებოდით და კიდე კაი ხანს გვესმოდა სახლისკენ ბნელში მიმავლებს საკრაულას წისქვილის ღუღუნი.

წელს ზამთარში გავიარე მაგ ადგილას, ახალი უფრო დიდი წისქვილი დამხვდა, ძველი წისქვილის დამდნარი დოლაბები იქვე აკაციის ძირში ეყარა. ძველი უნდა დაინგრეს და ახალი უნდა აშენდეს, სიცოცხლე ესაა, მარა რაღაც, გული დამწყდა , სადღაც, თითქოს ბავშვობის კიდევ ერთი გვერდი გადამეფურცლა.

 

 

 

 

 

 

------------------------------

 

 

 

 

ზაფხულის არდადეგებზე სოფელში იმ დროს ჩავდიოდით, პირველი თოხი (მარგვლა) რომ მოთავებული იყო, და მეორე თოხისთვის(მოროდი)რომ ემზადებოდნენ იმერელი გლეხები. ბაბუაჩემი მოროდის წინა დღეს თოხებს დალესავდა, ტარებს გაუმაგრებდა და საღამოს ყუით დაალბობდა წყალში, რომ თოხისტარი გაჯირჯვებულიყო და პირი ადვილად არ წაძრობოდა. ბიჭები ბლომად ვიყავით ოჯახში და დამხმარე არ გვჭირდებოდა. ყველას ჩვენი თოხი გვქონდა, იმერული ფესი ქუდები საწოლებთან, სკამზე იყო დადებული დილით რომ არ დაგვვიწყნოდა.

მზე კიდე არ იყო ამოსული უკვე ვენახში ვიყავით, ვენახი ბეკზე(ფერდზე) იყო გაშენებული და ორ ნაჭრად გაყოფილი. იმერული წესისებრ ვენახში ყველაფერი იყო დათესილი: სიმინდი,ლობიო, კვახი, კიტრი, ამას დაამატეთ თავისით ამოსული წვრილკაკალა პამიდორი და

სხვადასხვა სარეველა. ბაბუაჩემი წკაპებს(მწკრივებს) გაგვინაწილებდა,პირველ წკაპში მიწა დატკეპნილი იყო, ამიტომ იქ ბაბუაჩემი ჩადგებოდა, მერე მოყვებოდა უფროს-უმცროსობის მიხედვით:გია, გიგლიკო, ონისე, ქანცარა, კანჭოია და მალხაზი. ვინც კვირის ბაზრობის მერე იყო ჩამოსული და ამიტომ ფესის გარეშე, ბაბუაჩემი ვენახის უწამლი მორჩით მოუწნავდა ქუდ-გვირგვინს. ამოცანა ასეთი იყო: სარეველის მოჭრა, სიმინდის და ლობიოს შემოთოხნა ისე რომ ფესვი არ დაგეზიანებინა და საკმაო მიწის მარაგი შემოგეყარა ახალი ფესვების გამოსატანად და ტენიანობის შესანარჩუნებლად, კვახის და კიტრის შემოთოხნა იყო ყველაზე საფრთხილო, მათი სუსტი ფესვების გამო, თოხის წვერით უნდა გემუშავა, თან მათ ლერწზე ფეხი არ უნდა დაგედგა. ვენახის ძირიც არ უნდა დაგეტოვებინა უყურადრებოდ და დასიცხული ნაპრალები უნდა მოგეშალა, რომ წყლის დაკარგვა შეგემცირებინა, მოკლედ კაი მძიმე საქმე იყო მოროდი.

ატყდებოდა თოხის წკრიალი (ეხლა ვხვდები რამხელა სიხარული უნდა ყოფილიყო ბაბუაჩემისთვის, მის ნაგრამს, მისსავე 60 წლის ვენახში, ოფლადგაღვრილებს რომ გვიყურებდა ვენახის ბოლოდან)

ყველა ფეხშიშველი ვიყავით, კვახის ბურდი წვივებს გიკაწრავდა, სიმინდით დასერილ მკლავებს და ბეჭებს ოფლი გწვავდა, ფესი ქუდით წამდაუწუმ ვიწმენდდით შუბლს. ერთხელ შევჩერდებოდით, ნაციხარზე რომ მზე ამოიწვერებოდა წითლად, ამოსვლას ვაცლიდით და ისევ შევუტევდით დილის ნამიან მიწას. ორ კვალ რომ გაიტანგამოიტანდი გწყურდებოდა, მამულის ორ ნაჭერს შორის პატარა ტალავერივითიყო ძველშავით გაკეთებული, იქ დიდ ლოდთან შევიკრიბებოდით და ჩვენს შორის უმცროსს ჭის წყალზე გავაგზავნიდით. ჩამოიტანდა დაცვარული დოქით, გავანახევრებდით უმცროსუფროსობის დაცვით , მერე თოხით ვენახის ძირში პატარა ღრმულს ამოვიღებდით და იქ ჩრდილში მივდგამდით. თორმეტი საატისთვის ნახევარი ნაჭერი ამოტანილი გვქონდა, მეორე ნახევარი საღამოსთვის იყო. იქვე გადავჭრიდით კოლმეურნეობის ვენახს და მდინარეში დიდ ლოდებთან ჩავწვებოდით, აუჰ, რა სიამე იყო, არც ინძრეოდი, დაყვინთავდი ერთ ადგილზე.. ამოყვინთავდი, დაგაჭერდა მზე, ისევ დაყვინთავდი.. სადილად ლობიო, მჭადი და ყველი იყო, უკეთესს ვახშმობისთვის გვპირდებოდნენ. მერე მკვდარი საათი სამამდე და ისევ მდინარე. ხუთის ნახევრისთვის ამოვიდოდით და ბაბუაჩემი ისევ ჩაგვიძღვებოდა მამულში. ამჯერად ენთუზიაზმი არ იყო

მთლად ცალსახა და ერთგვაროვანი, მაგრამ სიტყვით ვინ გაამხელდა. ოხ, რას აჭერდა მზე ჯერკიდევ, საღად იყო ნამი და სისველე, ვენახის ძირში თუ ნახავდი ოდნავ ნოტიო მიწას. ამ დროს ხშირად კიტრის ბარდი ან პამიდორი შემოგეჭრებოდა, ზოგი აღიარებდა, ზოგიც ეგრევე მიაყრიდა მიწას რომ ბაბუაჩემს არ დაენახა.მზის ჩასვლიდან კაი ხანს ვიმუშავებდით კიდევ და ბეკსაც ამოვიტანდით. აუჰ, რა სიხარული იყო, ბაბუაჩემი ულვაშებში იღიმოდა, კაი ნამუშევარიაო. ბნელშივე ჩავცვივდებოდით მდინარეში, წყალი იყო თბილი, ისეთი, რომ შიმშილიც ვერ გვაიძულებდა ამოვსულიყავით, ბოლოც ბებიაჩემის შორეულ ძახილს გავიგონებდით:გიგლიკოო, კანჭოიაა, და ამოვიდოდით. კეცის მჭადის სურნელი ვენახშივე აგიწრიალებდა გულმუცელს. ვახშამი იყო მარა რა ვახშამი: ნეშოიანი მჭადები, კეცზე შემწვარი წიწილა ნიორწყალში, კეცისვე ხაჭაპურები, საცრისხელა თვლებიანი იმერული ყველი, ხბოს ჩაშუშული ბებიაჩემის ბოსტნის მწვანილით შეზავებული და .. ლობიო, ლობიო ყოველთვის იყო, ლობია ოჯახის განძიაო ბებიაჩემი იტყოდა. ბაბუაჩემს თავისი დოქი, ოდნავ ჭვანკდაკრული თეთრი ღვინით(ზაფხულში კაია მჟავე ღვინო, წყურვილს მიკლავსო)ჭისწყლიან ვედროში ჰქონდა ჩაციებული. მისი ჭინჭილაც (აი ის, ზოგიერთებს რომ დააწყებინა თვალების პარპალი იანვარში)იქვე იდგა, ნელა შეავსებდა, ღვინის დაღვრა არ უყვარდა, პირველ სადღეგრძელოს ჩვენსას იტყოდა და დააწყებინებდა რაკრაკს. მერე ლობიოს გადმოიღებდა(აი ზუსტად ისე დოჩანაშვილს რომ აქვს ჩემთვის უსაყვარლეს მოთხრობაში), ჩვენ დავეცემოდით წიწილას და მიდიოდა დანაწილება, ვის ბარკალი, ვის ბარკლის გადანახსენი, ვის თეთრი და ვის კიდე კურტუმო. ხაჭაპური იცოდა ბებიაჩემმა ისეთი, რომ ვერ გაარჩევდი სად მთავრდებოდა ცომი და სად იწყებოდა ყველი, ჰარმონიის მწვერვალი რა. ცა როგორც ყოველთვის ვარსკვლავების წვიმით გვიმასპინძლდებოდა, ჭრიჭინები უკვე რიტმში, მოდუნებულად უბერავდნენ, თითქოს მიწყნარებული მდინარის ხმა ,მაინც ხო, თავისით გიხუჭავდა თვალებს.

აუ, რა ტკბილად მახსოვს ასეთი სოფელი რომ იცოდეთ

 

 

-------------------------------

 

 

არ ეხება ნადირობას, მაგრამ ერთ კარგ ქალზეა, მე მგონი არაფერს დავაშავებ

 

 

ჩვენი მედე, სამედიცინოს ბინებში ცხოვრობდა, ლოჯიან ოროთახიანში, ინსტიტუტში ნამუშევარა კათედრაზე ლაბორანტად.უკვე პენსიაზე მყოფს, ლოჯი და ერთი ოთახი ჰქონდა გაქირავებული სტუდენტებზე. ისე მომხდარა რომ სულ ქუთაისელი სდუდენტები ჰყავდა, ერთი თაობა რომ წავიდოდა, იმ თაობას ახალი მოჰყავდა მედეს ბინაში და ასე აღმოვჩნდი მეც ''მისი ბიჭების'' სასტავში. მედეს მისი ბიჭების ყველა კურსი იცნობდა. იყო მუდმივი ამოსვლა და ჩასვლა, საქმის შინაურულიგარჩევა, მედეს ყოფილ კათედრაზე საქმეების ჩაწყობა (მედეს სახელი უტყუარი სამიანი იყო ჩაჭრილისთვის), გოგოების შეფასება და რა ვიცი, ათასი ჩვეულებრივი სტუდენტური თავგადასავალი. მედე სიკეთის ბუკეტი იყო,სიცოცხლით და სიყვარულით სავსე. ჩვენი გაჭირვების ტალკვესი. ქირას რომ მივუტანდით (პარალელურად ინფორმაცია იმ მომენტში გაჭირვებულ კატეგორიასთან ჟონავდა)ეგრევე ავითესებოდით, ხუთ წუთში უკვე ვიღაც ადგა თავზე ფულის სასესხებლად, ხანდახან ეს მეთოდი ამართლებდა, მაგრამ არა სულ. სხვა უფრო დახვეწილი მეთოდიც გვქონდა გაჭირვებიდან თავის დაღწევის: მედეს გაგიჟებით უყვარდა ნარდი, ნარდს კიდე ყოველთვის ნიძლავზე ვთამაშობდით. იმის მიხედვით ოჯახს რა აკლდა წაგებული კისრულობდა: შაქარს, კარაქს, ჩაის, ცხელ თორნის პურს, მდოგვს, კინოს ბილეთებს. თუ მედესთან ორივე მის ბიჭს ერთად ჰქონდა ქირა მიტანილი, სტავკა მაღლა იწევდა: ლუდი, სოსისი, ახოტნიჩი, არაჯანი.

იყო ერთი გაწევგამოწევა, ჩხუბი, კამათლის დასმა, ქვების მოტეხვა. ხშირად მედე აგებდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო.

მედე, ორ ნომერ ავტობუსში გარდაცვლილა, სამი დღე ეძებეს თურმე ჭირისუფალი. მედე, მისი ბიჭების ყველა თაობამ ხელით გამოიყვანა ჩვენი ბინიდან უკანასკნელად, ხელითვე ატარეს პავლოვიდან პეკინამდე. ყოველ წელს მის საფლავზე ასვლა დავთქვით. ვერ ვასრულებთ..

 

 

 

 

 

---------

 

 

 

დღეს ძალაინ მზიანი დღეა, თუმცა ცივა. გარეთ გამოსვლისთანავე ბატების სევდიანი ყივილი მომესმა, ულამაზესი

მარგალიტის გაწყვეტილ მძივს ჰგავდნენ მუქი ლურჯი ცის ფონზე, თეთრად ბრჭყვიალებდნენ, წერტილებივით სიშავე მოუჩანდათ ფრთის წვეროებში, ძალიან მაღლა მიფრინავდნენ სამხრეთისაკენ.

ისეთი ლამაზი საყურებელი იყო,დავაგდე ჩანთა და პირდაღებული, სუნთქვაშეკრული ავჩერებოდი სანამ არ გადაიკარგნენ. დღეს მთელი დღე მიხარია, მარა რა მიხარია ვერ ვხვდები, ალბათ რამხელა დადებითი მუხტი აქვს ამ სილამაზეს კაცოოო

 

--------------

 

 

ერთი პოინტერი გვყავდა ქუთაისში, სულ წითელი იყო და რიჟიკა ერქვა. მამაჩემმა პირველად რომ სანადიროდ გაიყვანა, შუა მინდორში ფეხი აწია და სარდვა დაიწყო, მამაჩემიც მოდუნდა და ამ დროს არ ამოაფრინა მწყერი?!

კაი, წავიწიეთ წინ. ისევ აწია ფეხი და ისევ რომ დაველოდეთ, ზუსტად მაშინ ამოაგდო მეორე. მოკლედ სტოიკაზე ისე ვერ დგებოდა რომ არ მიეშარდა.

 

--------------

 

 

90 წლების ამბავია. სამეგობრო წავედით ბაღდათში ნადირზე(ლიცენზია მქონდა). ისეთი თოვა დაგვემთხვა რომ კინაღამ ჩავრჩით საირმის ტყეში. არ გადაიღო, ძლივს ჩამოვედით. დავბრუნდით თბილისში.

მომდევნო დღეს გადაღებისთანავე ავიდა ჩემი ძმა სამეგობროსთან ერთად იმავე ადგილზე. სამი დათვი ნახეს......

შეგვხვდა თბილისშიც დათვის კატლეტი...

 

---------------

 

 

წელს კანადიდან ჩამოტანილი თოფი გავიფორმე საქართველოში. დავიდარაბიანი თოფი აღმოჩნდა. ჯერ საიდან სად ვათრიე აეროპორტამდე, მერე აირზენამ დამიკარგა(თუ მოტეხა) და სანამ კლმ-ი (აირზენა მეუბნებოდა ამსტერდამსი დაიკარგაო) და კანადის პოლიცია არ ავაწრიალე არ მოიძებნა. მე უკვე წამოსული ვიყავი რომ გამოაჩინეს და შარშან გაფორმება ვეღარ მოვასწარი. ავაკითხე პატრულს ქავთარაძეზე, საბაჟოს ცნობა მინდა რომ განბაჟებას არ ექვემდებარებაო. მეთქი რომ დაქვემდებარებოდა ვინ გამომატანდა. არა, იმ ცნობის გარეშე ვერ გავაფორმებო. ავედი საბაჟოზე. რა ცნობას მთხოვ, ყველა ცანთაზე ცნობა რომ გავცე კარგად წავა ჩემი საქმეო. ვერავითარ ცნობას ვერ მოგცემო. დავალაპარაკე შსს რეგისტრაციას. აქეთური-იქეთურის მერე საბაჟო მთელი სერიოზულობით მეუბნება, ერთი გამოსავალიაო: ახლა ეს თოფი ისევ კანადაში უნდა გავიტანოთ და თავიდან შემოვიტანოთ, დავასაწყობოთ, შევაფასოთ და ცნობასაც მოგცემთო (ახლა გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდი გამახსენდა ქვევრიდან..). მოკლედ ვირბინე რეგისტრაციასა და საბაჟოს შორის სამი დღე და ბოლობოლო დამრთეს ნება თოფი გამეფორმებინა. აქედან იწყება სხვა თავდავიწყება. ხუთი ქვითარი უნდა გადაიხადო იქვე ''ბანკში''(ერთი ოთახია, რა ბანკია არ აწერია, ყოველ ქვითარში ლარს გახდევინებს ''მომსახურებისას''), 60 ლარამდე გამოდის. ამ ქვითრებს სხვადასხვა სახელი აქვს და ყველას აწერია ''არასაბიუჯეტო შემოსავალი''(რას ერჩი ვანიჩქას, მუშაობს). ყველაზე მეტად ბალისტიკის ქვითარმა გამაკვირვა. გლუვლულიანი სანადირო ტოფის ბალისტიკა არ გამეგონა, დავიმწუთხე, სამი კვირით რომ ხარ ჩასული ყოველი წუთი გათვლილი გაქვს, ახლა ბალისტიკისთვის ლაბორატორიაში გამგზავნის მეთქი და ორი კვირა ამას მოუნდება. ბალისტიკის ლაბორატორია სად არის მეთქი. აგერაა ბალისტიკაო, გვერდით კომპიუტერზე მიმჯდარ პოლიციელზე მიმითითა. ამ უკანასკნელმა თოფი გამომართვა, თოფზე ამოტვიფრულ სერიულ ნოემრს კაი ხანი ეძებდა, მერე კომპიუტერში ფიქმზეებულ ნომერს შეადარა და მორჩა ბალისტიკაო...

ახლა მივადექიტ ფსიქოს საკითხს. თურმე ჩემსას ვადა გასვლია. თოფი მაქვს მეთქი და ამ ერთ წელში თუ გავგიჟდი იმ თოფით რომ დავწყვიტო ხალხი არ გეშინიათმეთქი? წესი წესიაო, ყოველ თოფზე ახალი ფსიქო გვინდაო და იქვე ლეჩკომბინატში გამაგზავნა.

მე ჩემი ძმა ვართ, მას უნდა გადავუფორმო თოფი და მასაც სჭირდება ფსიქო. მივადექით რეგისტრატურას. ავუხსენი რა გვინდოდა. ახლავე გაგიხსნით ანკეტასო(გულმა მიგრძნო ცუდი დასაწყისი იყო). ნახევარი საათი ავსებდა ანკეტას, მერე ექიმთან გაგვაგზავნა, რუსიკოს ახლობლები ვართთქო გადაეცითო. ექიმი ასაკოვანი ზორბა ქალბატონი აღმოჩნდა.

-რათ გინდა ბიჭო თოფი? (პაციენტებთან შენობითმიმართვამიჩვეულს ჰგავდა).

-ორი მაქვს უკვე აქ და სამი იქ(არც მე დავაყოლე ექიმო ან ქალბატონო).

-უყურე შენ(ნაღდად გავაკვირვე). ახლა მე თქვენ ანალიზებზე გაგაგზავნით. შარდი მინდა, სისხლი საერთო და ბიოქიმია, რენდგენი, ნერვოპათოლოგი და ნარკოლოგი. სამოცი ლარი ჯდება თითო ცნობა .

-რუსიკოს ახლობლები ვართ(იმედს არ ვკარგავ)

-რუსიკოსი რომ ხართ ამიტომ აღარ დაველოდები შედეგებს და ისე მოგცემთ ცნობას.

-ანალიზების გარეშე მოგვეცით თუ შეიძლება და გავიხდით რაც საჭიროა

-აპაპა, მაგ არ გამაგონოთ. ეგერაა სალარო და ოფიციალურა უნდა გადაიხადოთ

-უზმოზე რომ არა ვართ(ხავსს ჩავეჭიდე)

-რა მოხდა მერე თოფისთვისაა

მოკლედ ვიჭიდავეთ მაგრად, არაფერმა გაჭრა და ამ ჭიდავში სალარომდე მიგვათრია. მე სისხლის ანალიზის აღების მაგრად მეშინია და გავჯიქდი. ჩემი ძმა უკვე შეხუჭუჭებული ჰყავს.

-რა იყო ბიჭო, სპიდი ხო არ გჭირს, რაის გეშინია, დამამუნათა ექიმმა.

-არა, იქ ვარ გასინჯული რამდენჯერმე

-აპა ანალიზია, მგელი ხო არაა, ჰე მიდი ახლა ჩემი ბიჭი

-არ მაქვს ჯიბეზე მაგდენი, დაიტოვეთ ანკეტები, და ცოტა ხანში ამოგივლით

-კარგი(ძაან შეწუხდა), არ დამაღალატოთ, პაციენტიც რომ მყავდეს შემოდით...

 

მოკლედ ავირბინეთ იქვე ერთ კანტორაში(სამედიცინო კლინიკა აწერია აბრაზე, გვერდით მაღაზიაა, იქვე სადალაქო, ნოტარიუსი და ცოტა იქეთ აბანო), სულ ერთ ციცქნა ოთახში ძლივს ვეტევით, ახალგაზრა, კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად, უჩვეულოდ შეშილიფებული ახალგაზრა ექიმი მანდილოსანი, მე(სამედიცინო ტახტზე ვზივარ) და ჩემი ძმა(სხვა ადგილი არაა და კარებში დგას). 60 ლარად ყველაფერი ხუთ წუთში შეავსო ორისვესთვის(ესაა რომ ორჯერ დაუძახეს და რომ გამეტარ-გამომეტარებინა სამედიცინო ტახტზე მიწევდა წამოწოლა). ახლა მთავარი ექიმი დაგირტყამთ ბეჭედსო. მთავარი ექიმიც იქვე მსგავს გადატიხრულში იჯდა, კაი ხნის კაცი იყო. სათვალის ზემოდან ამოგვხედა. ჩემი ძმის ფორმას ეგრევე გლიჯა ბეჭედი, ჩემსაზე ისევ ამომხედა:

-თქვენ....თოფი.. სანამ სიუჟეტს განავრცობდა სამი ცალი ოცლარიანი ტკაცუნით დავურტყი მაგიდაზე..ამოიოხრა და ხელი უხმოდ მოაწერა.

რას არ მოაწერდა, სამ დღეში ახალი წელი თენდებოდა..

 

პ.ს. ახლა როგორ შევიძინე მესამე იარაღი კანადაში(მსხვილკალიბრიანი კარაბინი): მივედი მონადირე-მეთევზის მაღაზიაში, წარვადგინე ჩემი იარაღის ტარება-შესყიდვის უფლება(მხოლოდ ერთხელ კეთდება სიცოცხლეში და რამდენი თოფიც გინდა შეიძინე), ვიყიდე კარაბინი და წამოვიღე სახლში. ერთ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრაციის დეპარტამენტიდან მივიღე ფურცელი რომელიც ადასტურებდა შეძენილი იარაღის ჩემს სახელზე აღრიცხვას. მორცა კინო..( შარდი, არასაბიუჯეტო ქვითრები და ბალისტიკა დაავიწყდათ)

 

 

 

 

 

--------------------

 

 

90-იანი წლების ბოლოა, ზაფხულია პაპანაქება და უცხოელი სტუმრები მომყავს დასავლეთში. უბისაში შევიარეთ. კაცისშვილი არ სჩანს. მაშინ ეკლესიის გარშემო უზარმაზარი ცაცხვები იდგა(მერე მოჭრეს, ფრესკებს ანესტიანებდნენ), ჰოდა ერთი ცაცხვის ძირში, ჩეროში, ზორბა, ვაჟკაცური აღნაგობის მღვდელი ზის სულ ერთიციცქნა ტაბლასთან და სადილობს. მამა ვახტანგი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა მიგვიპატიჟა, სტუმრებს ძალიან გაუკვირდათ, ჩვენ მხოლოდ დასათვალიერებლად მოვედითო. მივუსხედით...იქვე სოფელში ნაცხოვრება, თავისი ვენახი და სკაც ჰყოლია. მისივე დაწურული წითელი ღვინით გვადღეგრძელა და ყველას შეასმევინა სასმისი. ბოლოს თაფლი მოგვართვა. ისე ტკბილად ილაპარაკეს ამ უცხოელებმა მამა ვახტანგთან, რომ კარგა ხნის ნაცნობები გეგონებოდათ(ქართველებს ყველას გვახასიათებს უცნობის ასე ადვილად ''გახსნა'' ჩვენი სილაღით). მერე ფრესკები დავათვალიერეთ და მამა ვახტანგმა თაფლიც გაატანათ საჩუქრად.

დღესაც იგონებენ ის უცხოელები უბისას და მამა ვახტანგს, მაგ დროს სულ სხვანაირები ხდებიან, თითქოს ის ჯავშანი ეხსნებათ, რაც იმ საზოგადოებაში სულზე უკეთიათ..

 

უბისის ხარების ფრესკაზე მომაგონდა ეს ამბავი..

 

 

 

 

-------------------

 

არ მახსოვს ეს დავდე თუ არა. მაშინ ახალბედა ვიყავი აქაურ ბატზე

 

გუშინ საღამოს ბატზე ვინადირე, ორი კვირაა ნაცრისფერი ბატი დაიძრა ჩრდილოეთიდან, თეთრი ბატი ერთ კვირაში გამოჩნდება.

ქერის და ხორბალის ნაყანებში სხდებიან საღამოობით. ფიტულებს

გაშლი წინასწარ მინდორში და შენ იქვე პატარა კარავში ან მინდვრისპირა ტყეში ხარ ჩასაფრებული. ტყე აქ უკვე ნარინჯისფერ წითელია, ალაგალაგ წიწვოვანის მწვანე ერევა, ულამაზესია. ჩავუჯექი ტყის პირას ჩემი ახალი ბრაუნინგით.

ბავშვობა გამახსენდა მამაჩემს მე და ჩემი ძმა მაღლაკში რომ დავყავდით სანადიროდ ტყის ქათამზე. ეკლის ტყეებია სულ, საღამოს ქათამი ტყიდან მინდორში გადმოდის, ამ მინდორში მაღლაკელებს სულ ბოლოკი ეთესათ. საღამომ გამახსენა მაღლაკი, იქაც ასე იწყებოდა: ჯერ ყვავები გროვდებიან და მიდიან ღამისგასათევად. მერე პატარა ჩიტების გუნდები ძილისწინა ჟივჟივით გადაგივლიან. ბოლოს შაშვები აჭახჭახდებიან, და გადმოვლენ ტყიდან ბუჩქნარში . და უკვე არც დღე რომ არ ეთქმის და არც ღამეა, აი მაშინ გადმოდის ქათამი, ხშირად ორ ორად, ''გაღუნული'' ფრთები და კალმისტარივით ნისკარტი აქვს, თავისებურად უსტვენს. ეჰ, როგორ მინდოდა მაშინ რომ მე მესროლა, მაგრამ მაშინ ვინ მანდობდა იარაღს. მამაჩემის ყოველ დაცილებაზე ვფიქრობდი, მე რომ მესროლა ჩამოვაგდებდითქო.

ჰოდა მაღლაკში რომ ვარ ფიქრებით,ამ დროს ისე დაუბერა, სექტებრის სიმინდის ყანას რომ ქარი ააშრიალებს . ავტომატურად ავწიე თოფი მაღლა, ოცდახუთიოდე ბატი ''მაჯდა'' თავზე,

დავაყარე, მარა რა მერე. აქ ტყვიის საფანტი გადამფრენზე აკრძალულია, ფოლადის კიდე შორს არ მიდის, `30-40`მ მაქსიმუმია. ერთი კი შეიფრთხიალა მოწინავემ და დამემშვიდობნენ.

ორი გუნდი გადმოვიდა მოგვიანებით, მაგრამ სასროლზე არ მოვიდნენ. მერე გაწითლდა ცის კიდე , და ვეღარ გაარჩევდი სად მთავრდებოდა ეს წითლად აბრიალებული ტყე, მზეც წითლად ჩაიმალა ტყეში. კაი იყო რა.

ხელი კი მომეცარა მარა მთავარი საბატეთი აწი წამოვა, და არ უნდათ აქ გაიარონ?

 

წინა შაბათ-კვირას კალმახზე სათევზაოდ ავედით ჩვენს ტბაზე. ამ დროს ყოველთვის მსხვილი კალმახი მოდის, ჯერ ისევ ყინულქვეშ გიწევს თევზაობა, წყალი ძალიან ცივია და კალმახი აქტიურად ვერ ნადირობს(ენერგიას არ ხარჯავს), მხოლოდ ჭიაზე მოდის. თხილამური დაგვჭირდა მაინც, ტყეში თოვლი თითქმის დამდნარია მაგრამ იქ სადაც მზე არ ხვდება ისევ ჭირს უთხილამუროდ გავლა. ნადნობით მოდიდებული რუები ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოედინება. ტბა ისევ გაყინული იყო, მხოლოდ ნაპირები ჰქონდა შემლღვალი. ბანაკი ხელუხლებელი დაგვხვდა, ისევ თოვლში ჩამჯდარი,ჩვენი დატოვებული ხელუხლებელი ლუდით მაგიდაზე. ეგრევე ტბას მივაშურეთ ანკესებით. წელამდე წყალში უნდა შეხვიდე(კომბინეზონით) და მერე ყინულზე აძვრე. ყინულის სისქე 15 სანტიმეტრია, ასე რომ საშიში არ იყო, თუმცა ალბათ ეს ყინულქვეშ ბოლო თევზაობა იყო წელს. ყინულზე არეკლილი მზე გაბრმავებს, და თვალის შეჩვევა გიწევს(მზის სათვალე თუ არა გაქვს), ნაპირზე გათავისუფლებულ ტბაში შავი წიწვოვანი ირეკლება, გარეული კანადური ბატები ყოველწუთს გადადიან ყივილ-ყივილით, დიდ ტბაზე და მდინარეზე მიეჩქარებათ, ტუნდრაში ასვლამდე ჩვენთან ამოითქვამენ სულს(6 000კმ აქვთ გამოვლილი). შორს ძალიან ლურჯ სივრცეში ორი ძერა ეთამაშება ერთმანეთს, ხან ერთი აფრინდება მაღლა, გამოექანება და თამაშით დაეცემა მეორეს, მერე მეორე უცვლის როლს. შავთეთრა იხვების წყვილი მოფრინდა საიდანღაც და ტყაპანით დაეცა ორი მეტრის სიგანის თავისუფალი წყლის ზოლს ნაპირთან, მერე ჩვენ შეგვნიშნეს და ისევ გაფრთხიალდნენ. თევზაობა კარგად დაიწყო, სამი მეტრის სიღრმეზე ვთევზაობ, ხელოვნური ბუზანკალით და ბრჭყვიალა რკინის ნაჭერს(ე.წ. ტორონტო) გამობმული ჭიანი ნემსკავით. პირველივე კალმახი 700 გრამიანი აღმოჩნდა, მუქი ყავისფერი ფონი აქვს, მუცელზე მოყვითალოში გადადის, წითელი, მსხვილი წინწკლებით. ისე ვერ იბრძვის როგორც ზაფხულში სჩვევია, თუმცა მაინც დიდი სიამოვნების მომნიჭებელია. ბიჭებმაც გააბეს ორი-სამი. საღამოსთვის, როგორც კი მზე გადაიწვერება, ეგრევე აცივდება, ღამე თევზაობაც არალეგალურია და ანკესებს ვახვევთ. ბანაკში სიმყუდროვე და სითბო გვხვდება, მარსელი(დიდი, კანადური შეშის ღუმელია, მეგობრის მამამ აგვიწყო და მისი სახელი დავარქვით) ღუღუნებს, ყვითელი არყის დიდი ჯირკი ტკაცუნით იწვის. გვშია მგლებივით. თევზი დავამუშავეთ(დანების ''მარიაჟი'' მაგ დროს მიდის), ზოგს უკვე ქვირითი აქვს . მერე ალუმინის ფურცელში გავახვიეთ ოდნავ ნიორთან, შავ წიწაკა-მარილთან და კარაქთან ერთად და პირდაპირ ნაკვერჩხალზე.. . ეს ყველაფერი ლუდის ფონზე. უგემრიელესი რამე გამოვიდა, პირში დნება, ფაქტიურად ზამთარში არაფერი არა აქვს კალმახს ნაჭამი და მართლა სხვანაირი გემო აქვს. მერე ჩაი, უკვე მარსელის გარშემო(გარეთ ნული გრადუსია უკვე), და სულ ბოლოს უკვე ''ნარებზე'' წამოწოლილ მდგომარეობაში(მე ჩემი საკუთარი ნარი მაქვს მეორე სართულზე) ისევ ლუდი. ღამე წვიმამ დასცხო, ასე გგონია თავზე გიკაკუნებენ წვიმის წვეთები...დილით ისევ თევზაობა, ცოტა კიდევ დავამატეთ და დავეშვით. რუები კიდევ უფრო მომატებული იყო, პატარა მდინარეზე მორების ხიდი გვაქვს გაკეთებული, წყალი უკვე ზემოდან გადადიოდა და მოგვიწია გატოპვა. თხილამური უკვე აღარც იყო საჭირო. სულ მალე ტყიდანაც გამოვედით...

დროებით ზამთარო და გაუმარჯოს გაზაფხულს..

 

-----------

 

 

 

 

90-იანი წლების ბოლოა, ზაფხულია პაპანაქება და უცხოელი სტუმრები მომყავს დასავლეთში. უბისაში შევიარეთ. კაცისშვილი არ სჩანს. მაშინ ეკლესიის გარშემო უზარმაზარი ცაცხვები იდგა(მერე მოჭრეს, ფრესკებს ანესტიანებდნენ), ჰოდა ერთი ცაცხვის ძირში, ჩეროში, ზორბა, ვაჟკაცური აღნაგობის მღვდელი ზის სულ ერთიციცქნა ტაბლასთან და სადილობს. მამა ვახტანგი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა მიგვიპატიჟა, სტუმრებს ძალიან გაუკვირდათ, ჩვენ მხოლოდ დასათვალიერებლად მოვედითო. მივუსხედით...იქვე სოფელში ნაცხოვრება, თავისი ვენახი და სკაც ჰყოლია. მისივე დაწურული წითელი ღვინით გვადღეგრძელა და ყველას შეასმევინა სასმისი. ბოლოს თაფლი მოგვართვა. ისე ტკბილად ილაპარაკეს ამ უცხოელებმა მამა ვახტანგთან, რომ კარგა ხნის ნაცნობები გეგონებოდათ(ქართველებს ყველას გვახასიათებს უცნობის ასე ადვილად ''გახსნა'' ჩვენი სილაღით). მერე ფრესკები დავათვალიერეთ და მამა ვახტანგმა თაფლიც გაატანათ საჩუქრად.

დღესაც იგონებენ ის უცხოელები უბისას და მამა ვახტანგს, მაგ დროს სულ სხვანაირები ხდებიან, თითქოს ის ჯავშანი ეხსნებათ, რაც იმ საზოგადოებაში სულზე უკეთიათ..

 

უბისის ხარების ფრესკაზე მომაგონდა ეს ამბავი..

 

-------------------

 

 

 

პამპლონას მოვკარი დღეს ტელევიზორში თვალი, ერთი კაცი დაღუპულა და ათი მძიმედ დაშავებულა სან ფერმინის დღესასწაულზე. 14 ივლისს მორჩება.

 

1997 წელი გამახსენდა. მარტში ჩავედი მარსელში და 4 ივლისს უკვე ესპანეთისკენ მივქროდი პამპლონას ფიესტაზე დასასწრებად. ჰემინგუეის ''ფიესტა'' რომ წავიკითხე პირველად, მაგრად ამანთო. ნეტა ოდესმე იქ ჩამიყვანა მეთქი, ჰოდა ამიხდა. ჩემი ესპანელი მეგობრები არ წამომყვნენ. ფრანგებს რას შევაცდენდი, გიჟი ხარო . ჰოდა მოვიგდე ზურგჩანთა და მარტომ ჰერი ჰერი ბასკეთისკენ.

 

ორი კვირა მიდის სან ფერმინის დღესასწაული, მთელი მსოფლიოს საგიჟეთი იქაა. დილის 8 საატებზე ზარბაზნის ხმა გამცნობს რომ ქალაქის ბოლოში მდებარე საჩიხიდან ხარები გამოუშვეს, ხალხი ან ქუჩაშია ან ხის ჯებირის უკან. ჯებირზე ასვლის საშუალებას და იქედან ყურებას პოლიცია არ განებებს. ქუჩაში მხოლოდ მამაკაცები დგანან, თეთრი პერანგ-შარვლით და წითელი სარტყელ-ქუდით. ხელში იმ დილის გამოსული, დაგორგლილი გაზეთი უწირავთ რომ ხარს დაარტყან(ტრადიციაა). ხარები 5-6 სულად მორბიან, წინ და უკან ხალხია. კატასტროფა მაშინ იწყება თუ ამ ჯოგს რომელიმე ხარი გამოეყო. ეგრევე ფრთხება და გიჯდება. მერე აღარ იცის რას აკეთებს. ამ ჯოგს კორიდის მოედანზე სერეკავენ და მერე იქ დასდევენ გარკვეული დროით. საღამოს 6 საათზე კორიდა იწყება. დღის სხვა მონაკვეთში და ღამით, მიდის სმა, სიმღერა, ცეკვა, გაცნობა, დაშორება, სასმელის მიკითხვ-მოკითხვა, ქანდაკებებზე ასვლა და იქედან გადმოხტომა დუდგა ხალხში, ათასი სიგიჟე... ყოველ ორ საათში სპეციალური მანქანები ასუფთავებენ ქუჩებს ბოთლებისგან და ჭიქებისგან..ამ მასაზე დადიხარ. ღამით ამ ხალხს პარკებში სძინავს ისიც სულ რამდენიმე საათით. სასტუმროები ერთი წლის წინაა დაჯავშნული და უძვირესი ფასები ადევს, კორიდის ბილეთებზე გადამყიდველები ცეცხლის ფასს ადებენ.

 

მოკლედ გადავიარე ბიარიცი(ძალიან ჰგავს საქართველოს), გადავკვეთე საფრანგეთ-ესპანეთის საზიარო ქალაქი ჰანდაი, ულამაზესი პლაჟით ბისკაის ყურეზე და ცავედი სან სებასტიანში. ორი დღე დავრჩი, ძალიან ლამაზი ქალაქია პლაჟი საუცხოო. ბილეთი მარსელი-პამპლონა-მარსელი მაქვს და თავი ქუდში მაქვს. ჩავუფინე ფაელა, კაი რიოხათი დავასველე და ავედი ბარსელონას ექსპერსზე. მოვკალათდი, მატარებელმა კაი ტემპი აიღო, სავსეა პამპლონასკენ მიმავალი ხალხით, ძირითადად ახალგაზრდობა ჩე გევერას მაისურებით , ავუყევით პირინეებს, საირმის გზა გამახსენდა...შორიდან კონტროლიორს მოვკარი თვალი, ულვაშაა, ბასკია. სამი კაცი გაისტუმრა ტამბურისკენ, ალბათ უბილეთოები..მომადგა, ბილეთი გავუწოდე, დახედა, რაღაც უკმაყოფილოდ მითხრა და მეც ტამბურისკენ მიმითითა. ესპანურად მელაპარაკება და ვერაფერი გავიგე. საყველპურო ინგლისურით ვუხსნი პამპლონამდე მაქვს ბილეთითქო, ვერაფერი გავაგებინე..ფრანგული მაშინ ორი სიტყვა ვიცოდი და ისიც შევაშველე, მთლად გაგიჟდა, გადიო მეუბნება. გავხედე ფანჯარას, ტყეა და მთა, სოფელიც კი არ ჩანს, სად გინდა ჩახვიდე...გამახსენდა ბასკების და ჩვენი ამბავი, ვეუბნები ხეორხიადან ვარ, ძმები ვართ ბასკების, თითი თითზეც კი გადავაკვარახჭინე...აპაააა..წავედი გასასვლელისკენ, ვაგინებ ქართულად ბასკებსაც და იმასაც ვინც მაგათი ძმობა დაგვაბრალა. ნაღდად ვეღარ ჩავუსწრებ ფიესტის გახსნას, არადა 12 საათზე იხსნება და 11-ზე იქ უნდა ვყოფილიყავი. გაჩერდა მატარებელი და ჩამოვედით(ორ ფინელ გოგონასთან და ერთ ამერიკელ ბიჭთან ერთად), გავიხედე პატარა სადგურია, აწერია ტოლოზა. ახლაც მახსოვს. ირგვლივ მტები და ტყეები, შორაპნის სადგურის მსგავსი რა. არც კაცია სადმე და არც ცოცხალი არსება. ერთი შემოჰკივლა მატარებელმა და დააწვა. ჯერ კიდევ გამოფხიზლებული არ ვარ იმისგან რაც მოხდა , სადგურიდან კაცი გამოვიდა და ბოქლომს ადებს კარებზე. ვეცი ხელში, რას აკეთებთქო. დღეს აქ მატარებელი არ გამოივლისო. დაკეტა და წავიდა. უხ შენი კონტროლიორი დედა..ვაკრიჭინებ კბილებს მაგრამ რა გინდა რომ ქნა. ჩავედით ქალაქში, სულ პატარა ქალაქია. ცენტრალურ მოედანზე ისეთი სიჩუმეა, ბუზის გაფრენას გაიგონებ, ყველა პამპლონაშია წასული. პამპლონა უკვე დაგვავიწყდა ახლა თავშესაფარს ვეძებთ რომ ღამე გავათიოთ. ვზივართ, რაღაცას უაზროდ ვლაპარაკობთ და ამ დროს ავტობუსის ხმამ მოაღწია შორიდან, მივცვივდით მოსახვევს და ავტობუსი მოდის ზოზინ-ზოზინით. გადავუდექი ეგრევე გზაზე. მეზობელი სოფლიდან ნაგვიანევი ხალხი მიდიოდა პამპლონაში...პატარა მდინარის ხეობას ავყევით, ხანისწყალი მეგონა, ბოსტანი ჩვენნაირი ჰქონდათ, თან სიმინდზე შემოხვეული ლობიოები, მოკლედ იმერეთი-გურია მგონია რა.

მარტალია ფიესტის გახსნა გავმაზე, მაგრამ მერე დაიწყო რაც დაიწყო... ორი დღე პარკში ბალახზე მეძინა, ისიც სულ სამი-ოთხი საათი...ქუჩაში ხარებს ვერ დავუდექი, ზურგჩანთა მქონდა და ვერსად დავტოვებდი, თორემ ნამდვილად მზად ვიყავი. ისე პირველი ვიდექი ჯებირთან და ბლომად სურათებიც გადავიღე, ერთი კაცი დაშავდა ჩემს წინ, გადათქერეს ხარებმა, კიდევ კარგი არ გაჩერებულან ისე ჩაიარეს. ორი დღის მერე შემოვუბერე უკან მარსელში. იქაური წითელი ყელსახვევი ახლაც თბილისში მაქვს სამახსოვროდ.

 

ხო, კონტროლიორი მართალი ყოფილა, ბილეთის კომპოსტირება დამვიწყებია სან სებასტიანში

 

------------------

 

 

ბავშვობისას ძაღლი არ გვყავდა და მეზობლის ძაღლზე ვიყავით დამოკიდებულები. აცხონა ღმერთმა ნოდარ გუმბერიძე, ცნობილი მონადირე იყო და ტყეში დაიღუპა ზეკრისკენ. ჰოდა მაგარი პოინტერი ჰყავდა, მარსიკია.

თუ მას დავემთხვეოდით ჩვენც გვანადირებდა, თუ თვითონ არ მოდიოდა, ძაღლს გვატანდა. მარსიკიას ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: მამაჩემი როგორც კი მწყერს დააცილებდა, ის კივილით იკლებდა არემარეს. მოკლედ მამაჩემი დაზაფრული იყო და ნერვიულობისგან კიდევ მეტად აცილებდა ხანდახან ნოდარი სხვაგან მიდიოდა სანადიროდ და მაშინ მამაჩემის სანადიროდ წაყვანა არ იყო ადვილი საქმე. ვის უხარია მწყერზე ფეხით ნადირობა. შევიკლავდი ხელში, მე ვივლი ძაღლის მაგივრად წინ ოღონდ სანადიროდ წავიდეთქო. გამდიოდა ხანდახან. მერე გარკვეული დროით უმანქანოთ დავრჩით და ისევ სხვაზე ვიყავით დამოკიდებულები. სულ ვოცნებობდი ღმერთო როდის იქნება ის დრო, ჩემი თოფი რომ მექნება, ჩემი ძაღლი მეყოლება და მანქანაც არ გვექნება სხვაზე სათხოვნელითქო(საკუთარ მანქანაზე დიდად არ ვოცნებობდი, ჩემი ძმა არსებობდა მაგისთვის ). ჰოდა ქე მოუნდა მაგეების ახდენას კაი ხანი , მარა ხო ამიხდა მაინც

 

ტყუილია რა, ბავშვს როცა სისხლში აქვს ნადირობის სიყვარული, ის სადღაც მაინც ამოფეთქავს, თუ არადა დღედარამე რომ ატარო ტყეში, მაინც ვერ გაუღვიძებ ამ გრძნობას.

 

ჩემ გვარს სისხლში აქვს ნადირობის, იარაღის და ძაღლების სიყვარული. არც მე და ჩემი ძმა ვართ გამონაკლისნი. ბაბუაჩემის ძმა(ბუნდოვნად მახსოვს, ბაღდათში ცხენით მოდიოდა და ორღობის ბოლომდე შემსვამდა ხოლმე მის თეთრ ცხენზე) განთქმული მონადირე იყო და ომის დროსაც კი, თბილი ჭადით კვებავდა მის მდევრებს. დედაჩემიც ხშირად ახსენებდა ბაბუაჩემის ძმას..რაღა თქვენ დაემსგავსეთ ნიკოს ამდენ ბავშვებშიო, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ რას გააწყობდა..

ქუთაისში მონადირე ძაღლების დასავლეთ ზონის გამოფენა-შეჯიბრი ყოველ წელს იმართებოდა საღორიაზე, ტყეში(ტორპედოს ბაზასთან ახლოს). სერიოზული ძაღლები ჩამოჰყავდათ განსაკუთრებით აჭარიდან და გურიიდან. მამაჩემს მაგ ამბისთვის არ ეცალა. 8-10 წლის ვიქნებოდი, მაგრამ მაგ გამოფენას რა გამომაპარებდა. მარტო ვინ გამიშვებდა, და ბებიაჩემი კიდე მზად იყო ჩემი ნებისმიერი სურვილი აესრულებინა. ჰოდა შაბათ დილით ჩავჯდებოდით 9 ნომერ ავტობუსში და ბოლო გაჩერებაზე ჩამოვდიოდით. რადგან იქედან დღის ბოლომდე ჩემი გამომთრევი ადამიანი არ იყო დედამიწის ზურგზე, ბებიაჩემი საგზლით დატვირთული მოდიოდა. ძაღლების წკავწკავი შორიდანვე ისმოდა, ბებიაჩემს აღარ დაველოდებოდი და ეგრევე დავაწვებოდი ტყისკენ. რა ჯიშის მონადირე ძაღლს არ ნახავდით, ინგლისურ სეტერებს და პოინტერებს, სპანიელებს, გერმანულ კურცჰაარებს და დრათჰაარებს, მდევრები და მყეფრები ცალკე სექცია იყო. იყო ყეფა, ღრენა, წკავწკავი...ამასობაში ბებიაჩემიც გამოჩნდებოდა, ქალის ჭაჭანება არ იყო, მარტო კაცები, მონადირე კაცები....შენ მეისპი, აქანე სად მომიყვანეო- შეიცხადებდა ბებიაჩემი, მაგრამ რაღას იზამდა. დავიწყებდით ძაღლების ჩამოვლას. მონადირეები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ძაღლებს აფასებდნენ, საკუთარი ძაღლებით ტრაბახობდნენ, ნადირობის ისტორიებს ჰყვებოდნენ....პირდაღებული ვუსმენდი, სიტყვას არ ვტოვებდი და იმ ამბებში ჩემს თავს წარმოვიდგენდი, ხო, ხო რას მიდუღდა სისხლი. მდევრების პატრონები დათვზე ნადირობის ამბებს ყვებოდნენ, ერთი მონადირე დღესაც მახსოვს, მის ძაღლს შუშის თვალი ჰქონდა, დათვს დაეტორა...რაჭა-ლეჩხუმიდან ჩამოყვანილი მყეფრების პატრონები კვერნაზე ნადირობისთვის შეუდარებელ, ქართული მყეფრების გადაშენებაზე წუხდნენ. ამასობაში შუადღეც მოდიოდა და ბებიაჩემი მუხის ძირში გაშლიდა პურმარილს. კაი გვიან მთავრდებოდა ექსტერიერის შეფასება. იყო კამათი, კინოლოგებთან საქმის გარჩევა...ბოლოს მედლებსაც დაარიგებდენ და მე და ბებიაჩემიც ისევ 9 ნომერი ავტობუსით ვბრუნდებოდით სახლში. ჩემთვის მაშინ სუფთა სისხლის მეძებრის ძაღლის ყოლა იყო ყველაზე დიდი ოცნება. ბებიაჩემი უარს არ მეუბნებოდა, სტუდენტი რო გახთები ბებია, კრაოტის თავთან დევიბამ შენ ძაღლსო...შემისრულა...როცა ლედიას ლეკვებს ვჩუქნი ახალბედა მონადირეებს, ასე მგონია რომ ბავშვობის ოცნება კიდევ ერთხელ მისრულდება..

 

------------------------

 

 

 

აგვსიტოში, ქუთაისში, ჩიხში, ჩვენ სახლს ცოტა ხელი შევავლეთ და საქმემ ელექტრო ბოძის ადგილის შეცვლა მოითხოვა. ეს ხის, უკვე გაშავებული ბოძი, ჩვენი ეზოს კიდეში დგას. რაც თავი მახსოვს მასე გადაყანთრულად იდგა, წვერში უამრავი მავთულებით გაბურდული. მთელი ჩიხის შუქმომარაგება მაგ ბოძზე ეკიდა და ვინ აერთებდა ლევს და ვინ პრავს სულიკოს გარდა კაცისშვილმა არ იცოდა. ქელასის თანამშრომელიც კი ვერ ბედავდა მაგ ბოძზე აძრომას სულიკოს გარეშე.

ჰოდა დღის წესრიგში დადგა ამ ბოძის მოხსნის და ახლის დადგმის საკითხი, მაგრამ გარემოებების გამო ბოძი ისევ ძველ ადგილას ვეღარ დაიდგმებობა, ახალი ადგილი უნდა მოგვეძებნა. აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო...ჩიხი გამოცოცხლდა, ჯერ აფორიაქდა, მერე ენერგიით დაიმუხტა, მერე ამ ენერგიამ იფეთქა და ტრადიციულ დროებით სამეზობლო კონფლიქტში გადაიზარდა.

ქეთინომ,- მაგ ''სტოლბა'' ჩემს ეზოს არ მოაკაროთ თვარა არ ვიცი რას ვიზამო, ელვა-ჭექის დარტყმა უნდა ამ ჩემს ისედაც დაშლილ ხუხულასო? ეგერო(თავი მეზობლისკენ გადააქცია), იმის ეზოსთან დადგითო. წკეპლა ეტყობა შორიდან ალივერებდა სიტუაციას და სახლიდან გამოუსვლელად, გადახსნილი კედლიდან დაიღრინა: გოგო შენ ხუ არ გასუნელდი(გოგო 55 წელს გადაცილებულია), ამ ''უბორნიას'' რო მაგ ''სტოლბამ'' ძირი გამოუთხაროს, მერე მე შეგიშვირო ხელიო? (ტუალეტი უმაწვავესი საკითხია ქეთინოსა და წკეპლას შორის, რამეთუ საერთოა და ერთი თხელი ტიხრით გაყოფილი, ხან აქედან შედიან, ხან იქედან). ამიტომ ეს ვარიანტიც მოიხსნა. ნაილიმ, - ჩემი ბოვში(ჩემი ბიძაშვილი) გამოვა სადაცაა და მანქანის ყიდვას აპირებს და მაგ ''სტოლბას'' ვერ გავხრიგავ ეზოშიო..ეს, ხმამაღლა, თორემ დედაჩემს გადაუჩურჩულა, აბა მაგ ჭკუაზე ვარ, ციალას და სულიკოს დენები ვაწოდო, ფეხის გადასადგემელი ადგილი არ დამიტოვეს ეზოს წინო...ქუჩის თავში ომარი ცხოვრობს, და ის არ მეყოფა კომუნისტებმა უკითხავად ტროლეიბუსის ''სტოლბა'' რო დამიყენეს ეზოში და ვეღარ გამიგია როდის ვარ ფხიზელი და როდის პახმელიაზე სახლს ისე აზანზარებსო, მე ვერ დაგადგემევინებთო. სულიკომ, ჩიხის ბოლოში დადგული სტოლბა არ გამიგია და თან ნაილისთან საქმეს ნუ დამაჭერინებთო. დარიკოს წინ ეს ბოძი ფიზიკურად ვერ ჩაეტეოდა. თეზისთან მეორე სართულზე ხომ არ ავიტანდით... ჰოდა გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, ვირტუალურად ეს ბოძი თავის მავთულებიანად ხან ჩიხის თავში აიტანეს, ხან ისევ ბოლოში ჩამოიტანეს. ჩემი ძმა კანადაში მირეკავდა, რა ვქნა სად წავიღო ეს ბოძი მირჩიე რამეო.... ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა და ჩიხიც საომარ ველს რომ დაემსგავსა და 1950-იანი წლების ამბების ამოწევა რომ დაიწყო, განაცხადა: მე ჩემთვის ვიდგამ ახალ ბოძს ჩემი გაყვანილობით და სადაც გინდათ იქ წაიღეთ ეს შავი ბოძიო. ამან სიტუაცია მყისიერად განმუხტა, ქელასის თანამშრომელიც ეგრევე მოიყვანეს(გაქცეული იყო, სანამ არ მეტყვით სად დავდგა ბოძი, მანამ ამ ჩიხში ჩამომსვლელი არ ვარ და არ მომეკაროთო) და ახალი ბოძი ჩვენსა და ნაილის საზღვარზე ჩაიდგა. ძველი ბოძი ნაილის ერგო კონტრიბუციად, ზამთრისთვის შეშის მასალად.

ახალ ბოძს ყველამ ერთად მიაყარა მიწა და მერე ორი ჭიქაც წაუქციეს ძველ ბოძს, ძველ მეზობლობას, ძველ ჩიხს და საერთოდ ''იმ კაი დროს''...

 

-------------------

 

 

 

გასულ შაბათს მეგობრის ქორწილში (არ შეგეშინდეთ, მეოთხეა) ვიყავი დაპატიჟებული მონრეალში. ხუთშაბათ საღამოს მეგობარი მირეკავს, შენთან ერთი სათხოვარი მაქვსო. ნეფეს უარს ვინ ეუბნება და რაც გაგიხარდეს მეთქი. მინდა რომ სიტყვა წარმოთქვა ჩემს ქორწილში, აი ისეთი საქართველოში რომ წარმოთქვამდით მაგიდის გარშემოო(ნამყოფია საქართველოში). სიყვარულზე, ოჯახზე, ბავშვებზე და მეგობრობაზეო. ეუჰჰ, შევიცხადე გულში..-თამადად მეპატიჟება.. და ის იყო იმერული თავპაიჯი რომ უნდა გამედო, გამახსენდა სად ვიყავი და უცებ დავეთანხმე. ერთიცო, ცოტა მოკრძალებულად დაამატა,-რაღაც დავწერე და იქნებ ეს ტექსტიც წაგეკითხაო....რას ეტყვი ახლა, მე, ქუთაისელ კაცს და ქალაქის თავ ნოშრევანს, ტიპი მონრეალიდან მიმზადებს სადღეგრძელოს ტექსტს წასაკითხად...კაი გადავხედავ და ერთად შევაჯეროთ, მაგრამ ფურცლით სადღეგრძელოს და სიტყვას ვერ ვიტყვი მეთქი. მოკლედ პარასკევს ჩავედი საქორწილოდ, მეგობრის ოჯახში დავბინავდი და ვახშმობის მერე, მეგობარმა, სიტყვის ტექსტს განახებო. გადავხედე ტექსტს....პალესტინა ისრაელის კონფლიქტიდან დაწყებული და დალაი ლამას სულიერი ფასეულობებით დამთავრებული კაი გაბარბალებული მიმოხილვა იყო ..

 

მეორე დღეს ისეთი სიტყვა დავარტყი(რა თქმა უნდა პალესტინა და დალაი ლამა გამოვტოვე), პატარძალი ნეფის მკერდზე აქვითინდა და აქეთ-იქეთური ოჯახი რუკას ეცა შავი ზღვის მოსაძებნად. მაგრად მოვულხინეთ...

 

აგერ, აქედანაც ვულოცავ შეუღლებას ანდრეს და ანის , ბედნიერება და სიყვარული არ მოკლებოდეთ.

 

ხო აგიღვარღვალე სიდედრი პირველივე დღეს, მეტი რა ვქნა ძმაო..

 

---------------

 

 

ქართველის სილაღეს ყველა ამჩნევს, დაამატე გულღიობა და ერთმანეთში ისეთი ურთიერთობა რაც მაგათ დაკარგეს ან საერთოდ არ უნახავთ და რა გასაკვირია რომ თვალი აქეთ გამოურბით. ერთია რომ სახელმწიფოს შენება ვერ ვისწავლეთ ჯერ, მაგრამ მაგასაც ვიზამთ ცოტა ხანში წესით.

 

---------------

 

 

კი იცით ლედიას გაფითქინებული საწოლი რომ უყვარს, ხოდა ოჯახი ფრთხილობს რომელიმე ოთახში არ დარჩეთ ღამით. იმ დღეს თბილისელი სტუმარი გვყავდა და კარგად შეზარხოშებული, ცალკე ოთახში მოუსვენებიათ მეორე სართულზე. იმ ოთახში ორი საწოლია. დილით ჩემს ძმას შეუნიშნავს, იმ კაცთან ერთად ოთახიდან ლედიაც გამოსულა. მოკლედ ახალთახალ ლეიბ-საბანზე, სტუმრის მეზობელ საწოლზე ლედია გაშხვართულა, თან ერთ კუთხეში კი არა, ხან ამ ბოლოში, ხან იმ ბოლოში, გვერდებიც უცვლია(ეტყობა სტუმრის ხვრინვამ შეაწუხა)... მოკლედ დედაჩემს სამი კაცი აკავებდა თურმე....დამაჯარიმეს ახალ საბან-ლეიბის საფასურით...

 

--------------

 

 

 

მე მგონი ლოსზე ნამეტანი გადავამლაშე...

 

გუშინწინ ძალიან ლამაზი სკულპტურა ვიყიდე ცხენირემის, მექსიკური ''რკინის ხის''ხის ერთიან ნაჭერშია გამოკვეთილი, გეგონება სადაცაა ხმას ამოიღებსო.

 

ჰოდა გუშინ სახლში ვრეკავ...აქეთური-იქეთურის შემდეგ, ახალშენაძენი გამახსენდა და ჩემს დას ვეუბნები, ლოსი მომყავს, ძალიან ლამაზი რამეა მეთქი, თანაც მამალი...ყურმილში რამდენიმე წამიანი სიჩუმის მერე, ჩემი დის შეშფოთებულ-სასოწარკვეთილი ხმა მესმის: ბიჭო, სად აპირებ მერე მაგის გაზრდას?....

 

ოჯახი ისე დავატერორე ამ ცხენირემის თემით(დედაჩემი თურმე მთელი სეზონი ლოცულობდა, ღმერთო ერთი ცხენირემი მოაკვლევინე, მაგანაც რომ დაისვენ-გაიხაროს და ჩვენც რომ ამოვისუნთქოთო), სრულიად სერიოზულად წარმოუდგენიათ, ცოცხალი ლოსის ჩაყვანაზეც კი სპასობნი რომ ვარ

 

----------------------

 

 

 

 

ერთხელ ორ მეგობართან ერთად დავიკარგეთ ტყეში, ვთევზაობდით მდინარეზე, ჩავყევით კაიხელაზე და ისეთ გაუვალ ტევრში მოვხვდით უკან ვეღარ დაბრუნდებოდი. ვიარეთ და ვიარეთ, კოღომ დაგვჭამა ცოცხლად(სამი დღე არ მეძინა, დასიებული ვიყავი ნაკბენებისგან), ჰოდა ბოლოს სამსაათიანი წვალების მერე რაღაც ბილიკივით ვნახეთ, კაი ხანი ვიარეთ და პატარა ქოხი გამოჩნდა, მოვლილი ბოსტნით. ჰოდა რას ვხედავ ამ ბოსტანში?... ვენახს...გავგიჟდი კინაღამ, დამავიწყდა ყველაფერი, ორი სულ ციცქნა მტევანი ესხა(ჰიბრიდი იყო, სხვანაირად ვერ გაძლებდა აქ), ვერ ამადღლიზეს, ბოლოს მოვცილდი მაგრამ ფეხი უკან მრჩებოდა...მართლა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს ვაზისადმი...

 

ბ-ნ რეზო ნიკოლაძეს(ნიკო ნიკოლაძის ძმის და ვახტანგ ღამბაშიძის შვილიშვილს) ჰქონდა მონპელიეში(საფრანგეთში), საქართველოდან ჩამოტანილი ვაზი მის ეზოში, შვილივით უვლიდა, იქ დაბადებულ-გაზრდილს მაინც სისხლში ქონდა ვაზისადმი სიყვარული. ფრანგებს ხომ ვაზი(ვენახი) უყვართ, მაგრამ მაგ სულ სხვა სახის ურთიერთობაა. ფრანგისთვის ვენახი, უპირველესად კარგი ხარისხის ღვინის წყაროა, ჩვენთვის კიდე ...ჰეეეეე...როგორ გინდა უცხოს აუხსნა.

 

-------------------------

 

 

 

ერთ რაიონში ახლობელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსია დაინიშნა. სოცუზრუნველყოფას (ადგილობრივები სობესს რომ ეძახიან), მისი პირადობის ნომრის ბოლო ციფრი შეცდომით გადაუცია თბილისისთვის და იქ კომპიუტერულმა სისტემამ მაგ ნომრით სხვა პიროვნება ამოაგდო, რომელიც კაი ხნის გარდაცვლილია. ახლობელი სასწრაფოდ დაიბარეს სოცუზრუნველყოფაში.

უფროსის რეაქცია გაცოცხლებულ მკვდარს რომ შეესწრები ისეთი ყოფილა. თქვენ ცოცხალი ხართ ქალბტონო(ქ-ნი 46 წლისაა), სისტემა მკვტარს(იმერულად) გვიგდებსო. ნუ ამაზე ნებისმიერის რეაქცია სიცილი იქნებოდა, მაგრამ სობესი არ ხუმრობს თურმე და კაი გვარიანად გაბრაზებულია, ცოცხალს რომ ხედავს. ვერავითარ პენსიას ვეღარ მოგცემთ სანამ დადასტურებას არ მოიტანთ რომ ამ სახელის და გვარის ადამიანი თქვენ ბრძანდებით და თან ცოცხალი ხართო... აბა მკვდარი გელაპარაკებათო?-მსუბუქად აღშფოთებულა ახლობელი. მაგ მე არ ვიცი, შედით ქალებთან(მის თანამშრომელებს გულისხმობდა) და განცხადების ფორმას მოგცემენო. ''ქალებს'' საკმაოდ ბუნებრივად მიუღიათ ეს ამბავი და ერთს კარნახი დაუწყია როგორი განცხადებით უნდა მიემართა ნოტარიუსისთვის ახლობელს, საკუთარი იდენტურობა და სულისჯერარამოუშვებლობა რომ დაემტკიცებინა. ნახევარი რომ უკარნახეს, მეორე ''ქალს'' შეუცხადია: მაგი ''მკვტრის'' განცხადებაა, ცოცხალზე სხვანაირად ვწერთო... მოკლედ განცხადება როგორც იქნა მიუტანია ნოტარიუსთან. არც ნოტარიუსს გაჰკვრივებია რამე თურმე და იქეთ გადმოსულა შეტევაზე: რატომ ხართ ''სისტემაში'' მკვდარი, რაშია საქმეო.. აქ კი შეუცხადებია ახლობელს და ნოტარიუსს სულ სლუკუნ-სლუკუნით მიუცია ცნობა რომ ახლობლის იდენტურობა ემთხვევა პირადობის მოწმობისას და ეს პიროვნება არის ცოცხალი..(ყველაფერს ვფიცავარ არ მჯეროდა მაგრამ ხელში ეჭირა ეს ცნობა და პირდაპირ მიკითხავდა ტელეფონში..უნდა შევინახო...)

სობესის უფროსს, ამჯერად ''თქვენ ჯვარი გწერიათ''-ი დაუწყია სიტყვა და ახლობლისთვის მოკლე ახსნა-განმარტებითი რეფრენი უტყორცნია თუ რა საშიშროებას წარმოადგენს, მისი კარიერისთვის, ოჯახისთვის და ზოგადად მისი გვარისთვის, თუნდაც ერთი მკვტრის, ან ჯანსაღი ცოცხალის აღმოჩენა სისტემაში...

 

 

ბოლო ინფორმაციით, თბილისიდან ჩამოსულმა კომისიამ, სობესის მიერ თბილისისთვის წარდგენილ პენსიონერთა სიაში, როგორც უკვე გარდაცვლილთა(ანუ ''საჯვარეზე'' მწოლელთა) ასევე ჯანღონით და ენერგიით სავსე, დაჟე მიწის მფხოჭნელი ასაკის(აფორიაქებული მამალი კურდღელის მზადყოფნის მაჩვენებელია) ქალ-ვაჟების, ზღვარსგადასული რიცხვი დააფიქსირა...

 

-----------------

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთი ვაშლის ხეა სახლის წინ. მეზობლისაა. არ კრეფს, სილამაზისთვის მაქვსო. ვაშლის მეტი რაა მაღაზიაში მაგრამ მაინც წამეწია ხელი ხეზე დანახული ვაშლისკენ. გაუკვირდა მეზობელს. ავუხსენი სეზლებისდაგვარად რატომ მოვწყვიტე, მაგრამ არა მგონია ბოლომდე გაეგო.

 

კიდე ერთი გამახსენდა. ჟენევაში ვარ და მის გარეუბანში აქვს მეგობარს სახლი. მაგარი ადგილია. მონბლანიც მოჩანს მოწმენდილში. გამოვედით და სანამ გზაზე დავდგებოდით მეზობლის ვაშლის ბაღს ჩავუარეთ. ისე წითლად კიაფობდნენ, ვერ მოვითმინე და მეგობარს ვუთხარი, უნდა მოვწყვიტო მეთქი(უფროსი კაცია). კი მითხრა გაღიმებულად მოწყვიტეო, მარა წარმოდგენილი მაქვს, მეზობელს რომ შეესწრო, სიმწრის ოფლი დაასხამდა

 

----------------------

 

 

 

პარასკევ საღამოს 6 საათზე ავედით დიდ ტბაზე. მეგობარმა ამიყვანა მანქანით, ეს ის მეგობარია, ჩემი ხათრით რომ აგერ უკვე მესამე წელია ტყუილუბრალოდ ყიდულობს ცხენირემის ლიცენზიას(აუცილებლად ორი მონადირე უნდა იყოს ერთ ლიცენზიაზე) და ჩემივე ხათრით და კანონთან ნაწილობრივ პირმართლობისთვის ორას მეტრზე რომ მიმაცილებს ტყეში(აუცილებლად ორივე მონადირე ერთად უნდა შევიდეს ტყეში). გადმოვტვირთე დიდი ზურგჩანჩანთა, სამი დღის სამყოფი წყლით და საჭმლით სავსე(თევზის და ხორცის კონსერვები, კარტოფილის პიურე-ფხვნილი, მაკარონი, სუპები, ჩაი, შაქარი, მარსის ათი ცალი ბატონი), პატარაში ხელშეუხებელი მარაგი მაქვს და თვითგადარჩენისთვის აუცილებელი ნაკრები, პლიუს ვაზნები, პლიუს კარაბინი, სოჭის ექსტრაქტი, მდედრ-მამრის შარდი, საყვირი. ტანსაცმელი წინა კვირას ავიტანე უკვე, ბანაკის გარეთ წიწვიან ტომარაში მიდევს. კაი ტვირთი გამომივიდა. უკან დიდი ზურგჩანთა, წინიდან პატარა, რომელზეც კისერზე დაკიდებული კარაბინი მაქვს გადადებული. მინდა დაღამებამდე ავიდე, არ მინდა სიბნელეში ამ ტვირთით სიარული. მეგობარი როგორც წესია, ბილიკის გასაყრამდე გამომყვა, აბა წარმატებაო და გაბრუნდა. კვირა საღამოს ამავე ადგილზე უნდა დავხვდე თუ მანამდე ვერაფერი მოვინადირე. აღმართია და ნაბიჯნაბიჯ ვიწევი. ხვალ დილამდე სროლის უფლება არ მაქვს, სავაზნე ცარიელი მაქვს, მაგრამ მჭიდე მაინც გაძეძგილია, დათვი აქ ბატონ-პატრონია სექტორის. დღეს ათეულ ათასობით კვებეკელი მონადირე შედის ტყეში, მათ სახლში დარჩენილ ცოლებს ნადირობის ქვრივებს უძახიან. სამი კვირა ტყეს მონადირის გარდა ვერავინ გაეკარება. ცხენირემზე ნადირობა აქ ფეტიშის დონეზეა. ძირითადად ოთხკაციანი ჯგუფებია(ორის მონადირების უფლება აქვთ), ან ორკაციანები. ერთი მე ვარ გიჟი, რომელიც მარტო დავძრწი უკვე მესამე წელია. ვინც მონადირეა გამიგებს ამ ''სიგიჟეს''. პირველი ხევი ავათავე(ამ ხევში მაქვს საფარი, ხვალ დილით ისევ აქ უნდა ჩამოვიდე), ვქოშინებ, ასი გრამიც ტონად გადაიქცევა ხოლმე აღმართში. ბებერ ტყეში შევედი, ორ ხევს აკავშირებს ეს ტყე: ნეკერჩხალი, არყი, სოჭი. საუკეთესო ადგილია ცხენირემისთვის, ნეკერჩხალი საკვებად და სოჭი თავის შესაფარებლად. კვალი არის, ბილიკს მიყვება და მერე მთის წვერისკენ გადადის. ესეც ჩვენი ხევი, უკვე თითქმის ბანაკში ვარ. ნელა გადავხედე ზემოდან, დავაყურადე..არაფერი..ფრთხილად ჩავედი, კლდეებია ბლომად ,ხავსი ისეა გადაფარებული ნაპრალებზე რომ ადვილად შეიძლება ფეხი ჩაგივარდეს, მერე ვინაა პატრონი, ტელეფონი იჭერს თუ ხმას მიაწვდენ ვინმეს. ტბამაც გამოანათა სოჭების უკან. ბინდდება. ნელა მივადექი, გაღმა წითლადაა აბრდღვიალებული მთის კალთა, უკვე მხოლოდ მთის წვერს ურტყამს თითქმის ჩამავალი მზე და ის აბრიალებს ასე ფერებს. თვალის მოცილება არ მინდა მაგრამ მაინც გავუხვიე მარჯვნივ. ბანაკი ოც მეტრში დგას, ტბის პირას. კარაბინს დამცველი მოვხსენი, დათვი ორი კვირის წინაც იყო მოსული და მის მიერვე დაგლეჯილ და ძლივს დაკერებულ ქსოვილზეც დაგვიტოვა ანაბეჭდი, ოღონდ ამჯერად გარედან. ჩამიჩუმი არ ისმის. სხვა დროს მთელი ხმით ვყვირი: ვოვა(დათვს დავარქვი), გამოდი თუ ვაჟკაცი ხარ, შე ლაჩარო შენა... ახლა ვოვას გამოსვლა ყველაზე ნაკლებად მინდა, ამიტომ ჩუმად შემოვუარე კარავს, ახალი კვალი არ ჩანს. ავედი გალერეაზე, ტვირთი მოვიხსენი, კარვის კალთა ავწიე, ყველაფერი რიგზეა. პატარა ფანარი ავანთე, მანამ სანამ პროპანისას ავაბრიალებ. ტემპტერატურა გარეთ სამი გრადუსია, შიგნით ოთხი. დღიური ვნახე, უცხოს არა აქვს ჩანაწერი დანატოვარი. სანამ დაღამებულა, საჭმელი გადავიტანე პლასტმასის ვედროში, ხეზე დასაკიდებლად. წესით 25 მეტრის მოშორებით მაინც უნდა დავკიდო, მაგრამ მეზარება და იქვე კარვიდან ათ მეტრში არყის ხეზე ჩემს მიერ გადკიდებულ კარაბინზე ჩამოვკიდე, მიწიდან ოთხ მეტრზე. თავს ვიმშვიდებ თორემ ვოვამ თუ მართლა მოინდომა პირდაპირ ხიდან დაითრევს, მაგრამ საჭმლის კარავში დატოვება მაინც არ ღირს. ტბა უმშვიდესია, სარკის ზედაპირივით ირეკლავს გაღმა ტყის ნარინჯისფერს. ახლა ღუმელი. ჯერ სიცივეს ვერ ვგრძნობ მაგრამ ვიცი რომ მალე აცივდება, ღამე მინუს ხუთზე მაინც დაეცემა. დილით არ ვანთებ, მხოლოდ საღამოთი. ჯერ თეთრი არყის ქერქის ორი-სამი ფენა დავუდე, მერე ნეკისიმსხო დახეთქილი, მშრალი სოჭი, მერე მაჯისსიმსხო ისევ სოჭი, როცა ცეცხლი მოინთება, ყვითელი არყის ნაპობებს ვამატებ და მალე ისეთი სასიამოვნო გუგუნს იწყებს ღუმელი რომ ძალაუნებურად ჩაუჯდები ორი წუთით. ტვირთი დავანაწილე და სანადირო ზურგჩანთა გავამზადე დილისთვის. შიგ ყველაფერი მაქვს ორი დღით ტყეში თავის გასატანად, თან ცხენირემის დასამუშავებლად პატარა ნაჯახი, ხერხი, თოკი. გარეთ უკვე ბნელა, სადაცაა მთვარეც ამოიწვერება, გაღმა შავად ჩამუქებულ წიწვოვანზე ამოიპარება და პირდაპირ ბანაკს მოაბჯენს ტბაზე გადებულ ოქროსფერ ბილიკს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მთვარეზე სულ ტოტია მახსენდება, ბებერი ტოტია და ''ამოდის ნათდება''... ჩემი ნარი მეორე სართულზეა, მაგრამ როცა მარტო ვარ ქვემოთ ვიგებ საძილეს, კარაბინიდან მჭიდეს არ ვიღებ, ნარის თავთან მაქვს მიყუდებული. ვახშმად ჩაი და ჩემი დამცხვარი ხაჭაპური მაქვს. შიგნით დათბა, გარეთ უკვე ნულია. რამდენი კაცი ელოდება იმედით ხვალინდელ დილას კვებეკის ტყეებში...მიდის ლუდის სმა და გიგინი. მე არ მიყვარს ნადირობისას დალევა, ლუდის მარაგი აქვე გვაქვს, მაგრამ დაველოდები ცხენირემის დაგდებას. მაღვიძარა ხუთ საათზე დავაყენე და საძილეში შევძვერი. ღუმელი ისევ ტკაცუნებს, ჩაქვრება თავისით. უწყნარესი ღამეა, ბანაკის სახურავზე ჩამოვარდნილი და დაცურებული ფოთოლი შრიალებს ხანდახან. სადა ვარ, საიდან მოსული, რა გინდა ამ უღრან ტაიგაში...ჰეე, ნიკოს სისხლის ბრალია. ღამით ერთხელ გამოვედი(ორი ჭიქა ჩაის ბრალია), ცას ახედავ და ვარსკვლავთცვენას ხედავ პირდაპირი გაგებით, ყოველ წამს...შორს თანამგზავრი მიჩოჩავს ვარსკვლავებს შორის..მაგარია..უცებ მაღვიძარას ხმა მაფრთხობს, სახე გაყინული მაქვს, ჩავყავი ეგრევე საძილეში. ახლა ადგომა ამ გაყინულ კარავში... სიგიჟეა...მერე გაყინული ''ვალინკების'' ჩაცმა...არა, ცოტას კიდევ ვიქნები...უცებ წამოვვარდი, მორჩა, აწი ვერაფერი ძალა ვერ გამაჩერებს დედამიწის ზურგზე, ერთ საათში სეზონი იხსნება . უცებ ჩავიცვი, მინუს ექვსია გარეთ, მინუს ოთხი კარავში. ზურგჩანთა, ტანსაცმელზე ეგრევე წიწვის ექსტრაქტი, რეზინის ჩექმებზე გარედან პატარა ნაჭრები მაქვს მიმაგრებული, ცხენირემის შარდით ვასველებ კვალი რომ დავტოვო. საყვირი, ვაზნები, სამარაგო მჭიდე, კარაბინი...გამოვედი, კარვის კარი ჩავკეტე, და სიბნელეს ჯვარი გადავსახე. 40 წუთში საფარში ვიქნები.

ნადირობის სეზონის გახსნას მოგილოცავთ კვებეკელო მონადირეებო...

 

-------------------------

 

 

 

გუშინ საღამოს H1N1 ვირუსზე ავიცერი. მოგზაურობა მიწევს და უფრო მაგის გამო. ერთი დიდი ანგარია და იქ მიდის ვაქცინაცია. შესვლისთანავე ჯერ ხელს დაიმუშავებ საპნით და კომპთან გაგაგზავნიან. შენი მონაცემების შეყვანის შემდეგ ანკეტას გაძლევენ და ათკაციან ჯგუფთან ერთად ექთანს ჩაგაბარებენ. ანკეტა ასე იწყებოდა: ფეხმძიმე ხართ თუ არა და რამდენი თვის? დავტოვე ეს ნაწილი შეუვსებელი. ექთანმა მოკლედ მიმოგვიხილა გრიპის შეყრის საშიშროებანი და გადავიდა შესაძლო გვერდით ეფექტებზე(ხელს აწერ რომ გვერდითი ეფექტების შესახებ იცოდი და მაინც თანახმა ხარ ვაქცინაციის): მხარის ტკივილი ორი დღე, თავის და სახსრების ტკივილი, სიცხე და ლიმფური ჯირკვლების შესიება, თვალების გაწითლება, სუნთქვის გაძნელება, კონვულსია და ნევრალგია, ტრომბოციტების რაოდენობის დაწევა....ამ ჩამონათვლის მერე კარს დავუწყე ძებნა, რომ უჩუმრად გავპარულიყავი, მაგრამ კაზარმის ბეტონის კედელს თვალი ვერ ავუწვდინე, ბოლოში, ხუთ მეტრზე ეწყებოდა ფანჯრები. ჩემს ჯგუფში სულ ხანდაზმული ხალხი მოხვდა და ვატყობ ისინიც დიდი სიამოვნებით გაიქცეოდნენ შესაძლებლობისმიცემისთანავე. ექთანმა სული მოითქვა და ეს რაც ჩამოვთვალე არაფერიაო, მთავარი წინ გელითო: Guillain-Barré-ს სინდრომი- პროგრესული პარალიზი, თუმცა შექცევადი პროცესია მაგრამ მოუბრუნებელი შემთხვევებიც დაფიქსირებულაო. მე ვატყობ უკვე წნევა დაბლა მიწევს, ნემსს ვერ ვიტან და ნებისმიერი ასეთი პროცედურა (განსაკუთრებით ვენიდან სისხლის აღება) სულ ხმაურით და გააკავე-არ გოუშვათი მთავრდება . კითხვები თუ არისო, ექთანმა. პარაცეტამოლი(ტო ესტ ტაილენოლი) თუ შეგვიძლია მივიღოთო წინასწარ. ორი ტაბლეტი გლიჯეთ სამას მილიგრამიანი სახლში მისვლისთანავეო. სხვა კითხვებიო? დღეს უნდა დამელია ვიცოდი(განყოფილება შობას ზეიმობს ნაადრევად) და დალევა თუ შეიძლება მეთქი. ვერ მიხვდა რისი დალევა. ალკოჰოლის მეთქი. მთელი ჯგუფი გაღიმებულ-თვითკმაყოფილი სახით მომაჩერდა(რა უყვარს ხალხს სხვისი სისუსტის დანახვა, არადა ხომ ვიცი ''მოლსონ დრაის'' ურახუნებენ მისი დღე და მოსწრება)..კიო, ნორმის ფარგლებშიო...გავუღიმე კმაყოფილად პენსიონრებს. მივადექით აცრის სექტორს. თუ ვინმეს პრობლემა აქვს დამჯდარ აცრაზე, დაწოლილს ავუცრითო. ვეცი ეგრევე, მე მინდათქო. ისევ ჩამიღიმილეს კეთილმა მოხუცებმა... ერთმა ხანშიშესულმა ქალბატონმა წამიყვანა ცალკე კუთხეში, სამი საწოლი იდგა და ამ ხუთასკაციან დუდგაში მარტო მე წამოვგორდი გაფითქინებულ ტახტზე. ფეხები ყუთზე შემომადგმევინა და აბა მოემზადეო. რა მოვემზადო, ამ დროს წესით ველოდები ახალგაზრდა ექთნები როდის გამაკავებენ და როდის გავმართავ კონცერტს ნემსის დანახვაზე..არაო, მარტო მე გაგიკეთებო. ის იყო მოვემზადე და მორჩა უკვე გაგიკეთეო, რავა ხარო, ხომ არ შეგახურა სახეზეო? კი მეთქი(ზრდილობის გულისთვის), დარჩი ცოტა ხანი დაწოლილიო. წამოვწექი კაი ხანს. ისევ შემოვიდა, აბა ახლა მოსაცდელში უნდა გადაგიყვანო, შოკში თუ ჩავარდი გარეთ ვერ მოგისწრებთ და აქვე მოგეშველებით ეგრევეო. ჩემნაირები ბლომად ელოდნენ შოკში ჩავარდნას(მოხუცი სასტავი ძირითადად, თუმცა საშოკე არაფერი ეტყობოდათ). 15 წუთი უნდა დაელოდო. მეთქვი რა იცი რა ხდება, ცოტა მეტ ხანსაც დაველოდები. კარგი ჟურნალი მქონდა ნიაგარას და ოკანაგანის ველების მეღვინეობის შესახებ და ქე ჩავუჯექი. დამხმარე პერსონალის ხმამ გამომაფხიზლა: თქვენ უკვე კარგა ხანია აქ ხართ, შოკის საშიშროება აღარ გემუქრებათო. მომაჩეჩა აცრის დამადასტურებელი ფურცელი, ზოგ ქვეყანაში ხელისუფლება პრობლემებს უქმნის ჩასულებს და პასპორტში გქონდეთო. ზუსტად მასეთ ქვეყანაში მივდივართქო..

მთელი ღამე მტკიოდა მხარი. სუნთქვის დაბლოკვა ჯერ არ შემინიშნავს, კონვულსიის ნიშნებს კიდევ 24 საათი დაველოდები. ახლა ორ საათში კაი ჩაციებულ კოტ ძიუ ღონ-ს უნდა ჩავუჯდე და თუ ვინიცობაა კაი ხანს არ გამოვჩნდე, ასიანი Guillain-Barré მექნება აკიდებული..არ შეგეშინდეთ, უკუქცევადი ყოფილა...ხანდახან.

 

-------------------

 

 

 

 

ასე თხუთმეტი წლის წინ სოფელში კანალიზაცია არ გვქონდა. არავის არ ჰქონდა და ჩემმა კარის მეზობელმა გააკეთა როგორც იქნა. მაგ პერიოდია და უცხოელი სტუმრები უნდა ჩავიყვანო, ოჯახი გავაცნო, ჭურისთავი, კულა, ჭინჭილა და მთელი იმ ისტორიების ცხადად ახდენა რაც უკვე ზეპირად იციან ჩემგან.

დადგა ტუალეტის პრობლემა. მე წინადადება წამოვაყენე კარისმეზობელს ვთხოვ და იქ გადავიყვან ვისაც რამე მოუნდებამეთქი. დედაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რაიონის განათლების განყოფილების გამგის ოჯახს როგორ ვაკადრო მაგ ამბავიო. მამაჩემი ამ საკითხზე საერთოდ არ ჯავრობს, ჭურისთავის მომზადების და ღვინის დაჭაშნიკების ცერემონიალი უფრო აფორიაქებს. მოკლედ ქ-ნი მინადორას, ბელგიელი სტუმრის და გენოს მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა ახალი ტუალეტი აგვეშენებინა და კანალიზაციაც გაგვეყვანა. მოიჭირა ოჯახმა კიდევ ერთხელ ქამარი და როგორც ყველა ტექნიკური პრობლემა, ესეც ჩემი ძმის კომპეტენციაში გადავიდა. მან საბიძაშვილ-სამამიდაშვილო შეკრიბა, იკამათეს, დააპროექტეს, და საქმეც დაიწყო. ცემენტი, სილა, არმატურა, აგური, ცოლიკოურის ჭური მუდმივად თავმოხდილი, მისვლა-მოსვლა, რჩევა-დარიგება, დალოცვა, წასვლა...

ტუალეტი აშენდა და დადგა მისი ჩაბარების წამიც(მე მომიყვნენ, მშენებლობას არ ვესწრებოდი). შემმოწმებელი(მის ვინაობას არ ვამხელ) მივიდა თურმე და შესვლას ცდილობს..ცდილობს მაგრამ ერთი ცდით ვერ შევიდა, ასე ეცადა, ისე ეცადა, მაგრამ სანამ გვერდულად არ დადგა ტუალეტში ვერ შედის, კარები ვიწროა...მიუხურეს კარები და ისმის კედელზე გახახუნ-გამოხახუნების ხმა თურმე, როგრც ობიექტის ჩამბარებელმა მერე აღნიშნა, მაგ ტუალეტში ადამიანი შარვალს ვერ ჩაიხდის და საერთოდ, შარვალჩახდილი და ''ზადნიხოდით'' თუ შეხვალ თორემ ისე შიგნით ''ვერ გეინძრევი''...

ამით არ დამთავრებულა სატუალეტო სკანდალი, მთავარი თურმე წინ გველის: დაჯდებით თუ არა უნიტაზზე(უკაცრავად), ისეთი შეგრძნება გეუფლებათ რომ თქვენი ლაინერი, ეს ესაა ბილიკს მოწყდა და ლაჟვარდებს შეერწყა.....ანუ დამპროექტებელმა ჩაუფინა ზომაზე მეტი ცოლიკოური თუ ბეტონის დამსხმელმა არ ვიცი, მაგრამ, ტუალეტის იატაკი რომ დაღმა დაქანებულია ამას ყველა აღიარებს.

ახლა როცა მამაჩემი ჩემს ძმაზეა გაბრაზებული, ეგრევე იმ ტუალეტს ახსენებ: ტუ სტო პიისიატ ჩეტირეში მგონია ჩემი თავი რამდენი იმ ტუალეეტში შევალ, მაგ ხომ არ დაგვიწყებიაო...რა დაავიწყებს, თვითონაც მაგ შეგრძნება აქვს...

 

უცხოელებისგან პრეტენზია არ მომისმენია...

 

---------------------

 

 

 

სახლში უნახავთ სტუდენტობისას ჩემს მიერ ნაყიდი წიგნი: კანადის ტყეთა სურნელება... სულ არ მახსოვდა

რას წარმოვიდგენდი მაშინ

 

 

 

 

 

აღარ მახსოვს დავწერე თუ არა. შარშან მეგობრის მამასთან ერთად ვთევზაობ ტბაზე, ნავში ვართ, სიღრმე 30მ-მდეა. ჰოდა ნაცნობისგან სულ ახლად ნაყიდი ანკესი ვინათხოვრე ამ კაცისთვის. ვტევზაობთ(სპინინგით), მაგრად ცივა სეზონის დასაწყისია. ვუყურებ ამ კაცს და მოიქნია ეს ჯოხი , ტრიალა გაისროლა და ეგრევე გაუშვა ორივე ხელი ანკესსაც და ძუასაც. მე აზრზე ვერ მოვედი უცებ, ჯოხი წყალში ჩავარდა და დაიწყო ნელნელა დაძირვა, ვეცით ორივე მაგრამ ვეღარ მივწვდით(მე გადამხტომი ნაღდად არ ვიყავი ). ჰოდა განისვენებს ახლაც ფსკერზე ის ანკესი. ბევრი ვეცადეთ მერე ფსკერულით წამოგვდებოდა მაგრამ ვერაფერი....ვუყიდე იმ ნაცნობს ახალი ანკესი

 

--------------------------

 

 

ფერისცვალების დღესასწაულზე(იმერელები ფერცვალობას ვუძახით ხშირად), სულ საკურთხის ასოციაცია მომყვება ბავშობიდან. ხილის საკურთხს აკეთებდა ბებიაჩემი და უპირველესად რა თქმა უნდა მის შვილებს ანუ ბიძაჩემებს მოიხსენიებდა.

 

მათგან ერთი მომაგონა დღევანდელმა ფერისცვალობის დღემ. გულანთებული მონადირე და განსაკუთრებით მეთევზე. ბადეს რომ მკერდამდე წყლიდანაც სრულად შლიდა. ზაფხულობით ხანისყლის ყვირილასთან შესართავში დავყავდი სათევზაოდ. ახლა მაგ ადგილები ვარციხჰესისთვისაა დატბორილი. ულამაზესი სათევზაო და სანადირო ადგილები იყო. ამოუყვებოდა ბადით და მე თევზის ჩანთით მივდევდი. ხანდახან ღრმა ჩქერი შეგვხვდებოდა და ზურგით გადავყავდი მეორე მხარეს. ხანდახან ბადის ამოუღებლად გადაყვინთავდა და ფსკერიდან ამოყავდა ბადეში გახვეული ბობოლა წვერა ან ტობი, ნაპირზე გადმომიგდებდა და მერე მე ვეჭიდებოდი.

ზამთარში ქალები ხურმას სულ რომ მოკრეფდნენ, კვახს დაჭრიდა და მის ყვითელ გულებს ჰკიდებდა ხურმაზე. ირეოდა ბოლოშავი,შაშვი, ჩხართვი და წრიპა. კი, ვკლავდით, მაგრამ იმ კვახის ნაჭრების უმრავლეს ნაწილს მთელი ზამთარი მაინც მიირთმევდნენ ფრინველები.

 

ჰოდა, მერე ბიძაჩემი ცუდად გახდა, უცებ და ეგრევე ჩააგდო. იმ ფერისცვალების დღეს, სახლის მეორე სართულზე მის ოთახში შევედი, ხანისწყალი ხელისგულივით ჩანდა, წამომდგარიყო და მდინარეს გაჰყურებდა, მდინარეს მებადური ბადის სროლით მოჰყვებოდა. ჩემი არც შესვლა გაუგია და არც გამოსვლა. ახლაც მახსოვს მეთევზეზე და ხანისწყალზე მიყინული მისი მზერა. თებერვალში გარდაიცვალა. გული დამწყდა, მაგრამ ბავშვი მაინც ზედაპირულად უყურებს სიკვდილს. დიდი თოვლი იყო და თოვდა ისევ..მახსოვს გულმა ვერ მომითმინა და სამძიმარზე მდგარ მამაჩემს შევეხვეწე, ხვალ დილით ბლომად ჩხართვი იქნება და ჩავუსაფრდეთქო...

 

 

ჰოდა დღეს მომაგონდა ეს ყველაფერი და ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

 

-------------------------------

 

 

 

ამ ბოლო დროს მამაჩემმა სასაფლაოზე სიარულს მოუხშირა, რამაც დედაჩემის მსუბუქი შეშფოთება გამოიწვია. ავა თურმე მამაჩემი სასაფლაოზე, დაასუფთავებს, ცოტა ხანი გაჩერდება და ჩამოვა....თვეში ორჯერ-სამჯერ. სასაფლაოს საჯვარე ჰქვია და დაბის უძველესი სასაფლაოა. ადრე ეკლესიაც ყოფილა მანდ, რომლისგანაც ადგილობრივ ბოლშევიკებს და კომკავშირლებს კვალიც კი არ დაუტოვებიათ. მის მერე არც აშენებულა ახალი. როგორც ყველა ძველი სასაფლაო, დევებივით უზარმაზარი, ბებერი ხეებითაა დაბურული და ათასნაირ ფრინველთა თავშესაფარია. მაგ სასაფლაოზე მამაჩემი მისი მშობლების, ძმის და ბიცოლის საფლავზე ადის. როგორც დედაჩემი ამბობს, ისე აქვს დასუფთავებული, დაგდებულ კარაქს აიღებო.

ჰოდა ამ ზაფხულს მამაჩემმა მითხრა ავიდეთ სასაფლაო დავასუფთავოთო. დედაჩემის შეცხადების მიუხედავად, დილით სისხამზე, გავიდე მხარზე თოხი, თავზე იმერული ფესი ქუდი, თოხის ტარზე პატარა ჩანთა, რომელშიც ვენახის მაკრატელი(სასხლავი) და ერთიციცქნა დოქი ჩავდე პატარა ფიალით. დოქში ჯვარისას წითელი ღვინო ასხია(იმერეთში ამ გაჭირვების დროს მომრავლდა ჯვარისა, შეწამლვა არ ჭირდება), ჯვარისას იმერლები შეცდომით ოჯალეშშაც ეძახიან, უფრო ალბათ გულში ჩარჩენილი ხინჯის გასანეიტრალებლად, ძველშავი და ოცხანური საფერე ადვილად მოსავლელი ჯვარისათი რომ ჩაანაცვლეს.

ჰოდა შევუყევით აღმართს. მოკლეზე ავდივართ ორღობეებით, წინ მე, მხარზე თოხგადებული, უკან მამაჩემი. მამაჩემი ორღობის გაღმა-გამოღმა ოჯახების ამბებს მიყვება: ესენი თბილისში გადავიდნენ და სახლი გაყიდეს... იქეთ ოჯახს არავინ დარჩა ... შუა ეზოში, მაყვლოვანით გაბურდული დგას ჩაშავებულ-ჩაბნელებული ოდა სახლი..... აქეთ ისევ ისინი ცხოვრობენ.... იქეთ სოფლიდან ჩამოსულები ჩაესახლნენ....ყველა ამ ოჯახიდან ჰყავდა სკოლის მეგობრები და მათ იხსენებს.

ავივაკეთ სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან, თუმცა ჩვენ გვერდიდან უნდა შევიდეთ. გზიდან ჩანს გოჭიყურას საფლავის ქვა, თითქმის ბავშვი წავიდა...შევუხვიეთ პატარა ასახვევში და შევედით. ჩვენს ნაკვეთამდე მიშას საფლავია, ჩემი კარის მეზობლის, ქვაზე ფორმიანი შემომყურებს, იმ არეულმა დრომ შეიწირა. ჩვენი ჭიშკარი ალუმინის მავთულითაა დაკეტილი...გავაღეთ...მართლა დაწკრიალებულია ყველაფერი, კუთხეებში გზიდან თავშემოყოფილ ბალახს თუ არ ჩავთვლით. ბიძაჩემის უარმაზარი ეკლარის ქვა ცოტა წამოზნექილა. პალმას შავად შეხმობია ქვედა ტოტები და მას მივადექი. ავძვერი და ვსხლავ. მამაჩემი იქვე ქვაზე ჩამოჯდა, დოქი მაგიდაზე დადგა და ახლა სადღაც პალმასა და ბიზაჩემის ქვას შორის გაჰყურებს ჰორიზონტს. ბლომად ტოტი ჩამოვყარე, გავიტანე...მამაჩემმა თოხი დაატრიალა და ის ერთიციცქნა ბალახიც გააქრო კუთხეებში. ჩამოვჯექი...ჯერ ისევ საამოდ გრილა, სიმშვიდეა მაგრამ რა სიმშვიდე, შაშვები ეჭახჭახებიან მხოლოდ ერთმანეთს. არც მე ვიღებ ხმას, არც მამაჩემი, ვზივართ და ამ სიმშვიდეს ჩვენც ვერთვებით. იქვე დიდი ბლის ხეა, ბავშვობიდან მახსოვს.. არასდროს მქონია სურვილი ის ბალი გამესინჯა, არც არავის გაუსინჯავს, ახლაც ზედა აქვს შემხმარი ნაყოფები. მამაჩემი წამოდგა და ხსოვნა თქვა, ცოტა საფლავზე წაუქცია და მერე შესვა. მეც ვუხსენე სულები და წავიდეთ მეთქი. ხო წავიდეთო, ცოტა ხანი ისევ იჯდა და მერე წამოდგა....უკან დიდი გზით გამოვბრუნდით და მამიდაჩემთან შევიარეთ. მამიდაჩემმა თოხგადებული და ფესიქუდიანი უცებ ვერ მიცნო, მერე შეიცხადა... ზუსტად ისე ბავშვობაში ფეხშიშველი რომ ამოვდიოდი და დანახვისთანავე რომ იკივლებდა, რატომ მარცხვენ, მეზობლები იფიქრებენ ფეხსაცმელი არ გაქვსო...თოხი ამ ბავშისთვის რომ არ აგეკიდა შენ მხარი მოგტყდებოდაო? სამოცდაათს გადაცილებული მამაჩემი დატუქსა. არ ვაცალეთ სუფრის გაშლა, მოკითხვების გაცვლის მერევე დავეშვით. ჭიშკარში შესულს ეზოს სიღრმიდან დედაჩემის ხმა მომწვდა:

-სულ ხომ არ დარჩენილა ნეტა?

-ჯერ შენ მყავხარ მისახედი...ზურგსუკან მესმის მამაჩემის მხიარული ხმა.

 

ერთი კვირის მერე მამაჩემმა საღამოს ლარები დამაგებინა, სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ და ნიგვზის ძირში ვახშამს ველოდებით.

მამაჩემი ნელა შემომიბრუნდა და ხმადაბლა მეუბნება:

-ხვალ სასაფლაოზე ხომ არ ავსულიყავით...

Link to post
Share on other sites

ქუთაისი:

ჩემი ქუთაისის ჩიხი; იონას ეზო; პეტრე-პავლეს ეკლესია და მისი მობიბინე კოინდარი, ზარების რეკვით; კინო კომკავშირელი; ბოგდანოვის ბაღი და იქ საქმის გარჩევები; პიონერთა სასახლე; მეორე სკოლა; პირველი ნომერი ტროლეიბუსი; ანდროს მაღაზია და ანდროს პური; ლეგიონი; პარკი და საბაგირო; წყალტუბო; ომობანა და შტაბები მეზობლის ხეებზე ან სარდაფებში; შატალო და პროპკის ტყე; ძაღლების გამოფენები საღორიაზე; ჩემი და ბებიაჩემის თევზაობა ვარციხეში; პარადები და ავტოზავოდიდან დაძრული წითელქსოვილიანი კოლხიდები; ლაკატკა და პარადის მონაწილეებისთვის ბუშტების ხეთქვა ჩიხის თავში; სამეზობლოს ხეხილის დალაშქვრა ღამით; უბნის კოლორიტები; ფაიტონები და არღანი; სამეზობლოს სუფრები სადაც ბავშვებისთვის ცალკე სუფრა ეწყობოდა; ქორწილ-გასვენებები პალატკებში და ლიმონათიანი ბავშვები......

 

 

 

 

სოფელი:

ზამთარ-ზაფხულის არდადეგები; ხანისწყალი და საკრაულა; ყვირილა და შესართვავი ვარციხჰესის აშენებამდე. ღორჯოზე თევზაობა; ლარები და ხანისწყლის წვერა; მოდიდებულ და ამღვრეულ ხანისწალში ჩარჩენილი ლარები და გამოტანის მცდელობისას კინაღამ დახრჩობა; სახუპავი ბადით თევზაობა; ხელაობა;მარგვლა-მოროდი ბაბუაჩემის გვერდით, ჩემი საკუთარი თოხით; საწნახელში ყურძენზე სიარული(წონა არ მყოფნიდა დასაწურად ); კოლმეურნეობის ჭალა და საადრიო ყურძნენზე და ნაადრევ სიმინდზე ლაშქრობები; ეზეკიას გამოკიდება ჭალაში; ომობანები; მამაჩემის და ბაბუაჩემის ტაობასთან სანადიროდ და სატევზაოდ სიარული; სექტემბრის სიჩუმე სოფლის ორღობეში; წყლის წისქვილი; წყალთაშუა;ღამით ბალზე და თხილზე რეიდები ; ბებია და ბაბუა; ჭურმარანი და კულა-ჭინჭილა; ჯულბასია; მწყერზე სანადიროდ წაყვანა და თვალღიად გათენებული ღამეები, იმის შიშით რომ არ ჩამძინებოდა და სახლში არ დავეტოვებინეთ; ბუნების შეცნობა და მისი სიყვარულის გაღვიძება....

 

თავზე ვენახის შენატეხი ტოტები გვეფარა მზისგან დასაცავად, შეუწამლავი, ახლადამოყრილი რტოები. პწკარის ბოლოში, ჩრდილში, თოხით ამოთხრილ ორმოში ჭის წყლიანი(ან ღვინიანი ბაბუაჩემისთვის) დოქი . სიმინდის ფოთოლი როგორ მსერავდა ტანზე ისიც მახსოვს . ხანდახან კვახის ღეროზე დამებიჯებოდა ფეხი ან შემთხვევით თოხი მომიხვდებოდა და მოვთხრიდი . ზოგის სიაფანდი მოროდიც მინახავს, ბალახს რომ მიწას აყრიდნენ

Link to post
Share on other sites

აბა, მზათა ხაართ? მოიდა "ოსტრი".

 

დაახლოებით, 2 კილო საქონლის ხორცი, ვისაც პატარა და აუცილებლად ღრმა ტაფა გაქვთ, ერთი კილო იყიდეთ და მერე გაანახევრეთ ყველა ინგრედიენტი, უკეთესი იქნება თუ ცოტა ქონიანს აირჩევთ. "გრუდინკას" ეძახიან ჩვენთანა.

აქა, აზრზე არ არიან, რასა სჭამენ. :haha: :haha:

აქ კიდევ არის არჩევანი, თხლად დაჭრილიც იყიდოთ.

მოიტანეთ და მაგრა "სცემეთ", ანუ დაბეგვეთ.

მერე პატარა კუბებად დაჭერით, დაახლოებით...............ჰო, ბავშვების კამათლების ზომაზე.

სასურველია მოზრდილი და ღრმა ტაფა აირჩიოთ.

თქვენ აზრზე არა ხართ, რამდენი რამე უნდა ჩაგაყრევინოთ შიგა.

შედგით საშუალო ცეცხლზე ან კიდევ ელექტროქურაზე.

მწეველებს და ყავის მოყვარულებს, ზუსტად ორი წუთი გაქვთ "სიამოვნებისათვის".

მერე, დაიწყეთ ხახვის დაჭრა,/ ბირჟავიკები რო თამაშობენ ნარდს, იმხელა კუბებად,/

ორი საშუალო ზომის წითელი ხახვი დასჭირდება მაგ სასუსნავს.

მიაყოლეთ "გაპარსვის დონემდე", თხლად დასერილი 4-5 კბილი ნიორი.

კიტრის პიკულებიც მოიძებნება მარკეტებში.

ჰოდა, ორი ცალი პაწაწუნა, თხლად დასერეთ და დაანაკუწეთ მონარდეების კამათლის ზომამდე, მაგას ბულგარული წიწაკაც უხდება, მწვანე სჯობია, ნახევარი საკმარისი იქნება კერძისთვის, ეგეც, ეგნრე უნდა დაჭრათ, როგორც პაწაწუნები.

ამ დროში, თქვენი ნახარში დუღილს დაიწყებს. ყოველთვის ყურადღებით იყავით, არ ჩაგექაფოთ/დაიმახსოვრეთ:-ანუ, ქაფი როცა მოსახდელია, უნდა მოხადოთ, დაქალი თუ ძმაკაცი, ტელეფონზე რო რეკავენ, მერეც დარეკავენ./

ეცადეთ მოასუფთავოთ ზედაპირი ქაფისგან.

მოვიდა დრო ჩაუშვათ /რას ეძახიან იმ ჩემის თვრამეტიანებს? ჰო ვეგეტერიანელებს/ბუნებრივი ვიტამინები.

რაც მანამდე გავამზადეთ, ერთი კიდევ უნდა დავამატოთ, დაფნის ფოთოლი აუცილებელია, დაახლოებით 4-5 ცალი ჩააგდეთ და მიაყოლეთ ხახვი და ნიორი. ცოტა დრო გააქვთ კიდევ, მაგრამ სჯობია, გარშემო მოისუფთავოთ არემარე, ამოდუღდება რამოდენიმე წუთში და მიამატეთ, უკვე გამზადებული პიკულები და ბულგარული წიწაკა.კიდევ გაქვთ დრო, სულ ცოტა, გამოაღეთ თახჩა და გაიმეტეთ ერთი ჭიქა merlot /არამსმელებისთვის:ესა წითელი ღვინოა/

ამ კერძისთვის.ნებისმიერი წითელი ღვინო ივარგებს, პორტვეინი არ ჩაასხან, ქართულად მოლაპარაკე რუსებს უთხარით რა.

უნდა გქონდეთ, პომიდვრის პასტა, აქ იყიდება ნაირნაირი, მაგრამ მე გირჩევდით clasic-ს, ცოტა კეტჩუპიც დაამატეთ.

დააკვირდით, თუ ცხიმი აკლია, უმჯობესია, ზეითუნისა გაურიეთ, შეატყობთ, დიდი და სქელი ფენა არ გააკეთებინოთ ზედაპირზე/ანე,ბევრი არ მოგივიდეთ რა/. ბოლოს მიდის "დიდძალი" ქინძი და პეტრუშკა". ოხრახუში დაიტოვეთ, როცა, "მათლაფებზე' გადმოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ.

დაგრჩათ, მარილით და წიწაკა-პილპილით შეზავება.

 

აი ამას, ქართველებს არასოდეს არ გასწავლით და არ გირჩევთ, თქვენ უკეთესად იცით, როგორც გესიამოვნებათ, ისე შეაზავეთ.

Link to post
Share on other sites

ქაბაბის ჩემებური რეცეპტი

 

კოწახური, უკვე შემწვარს უნდა მოეყაროს, ლავაშში გახვევისას. მე "ენგრე" ვიცი.=lol=

ფარშს კიდევ, იგივე "ინგრედიენტებისგან" ვამზადებ, როგორიც ხინკლისთვის დავწერე, მხოლოდ ღორის ხორცის გარეშე. საქონლის ხორცს, ცხვრისას ვუმატებ.

ესენიც თანაბარი რაოდენობის უნდა იყვეს.

თუ გინდათ, რომ შამფურზე გააჩეროთ, ფარში ბევრჯერ უნდა გადაიზილოს, მარილს და მწვანილეულს დიდი მნიშვნელობა ააქვს კიდევ. ნაკლებად გამოიყენეთ, არავითარი კვერცხი და "წებო", ბევრი ზილვა უნდა.

თუ ერთი ღამე მაცივარში გააჩერებთ, უკეთესი გამოვა.

ყოველთვის ეცადეთ, ახალი ხორცით დაამზადოთ.

შემწვარ ქაბაბს: ლავაში, წითელი ხახვი, ოხრახუში,კოწახური და საწებელი უხდება.

რაც შეეხება საწებელს, წითელი ტყემლითაც გემრიელია, მაგრამ მაშარაფით უკეთესად დააგემოვნებთ.

ტომათითაც შეიძლება ჩვენებური საწებლის გაკეთება, ჩვეულებრივი ტომატის პასტა, ბლომად "golden gate park"-ის მცენარეები/სანფრანცისკოშია ასეთი პარკი, სადაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარე ხარობს/=lol= შეაზავეთ გემოვნებით, გადაახვიეთ და მიირთვით.

Link to post
Share on other sites

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე ინტერესი არ გააჩნდეს.

ინტერესში, ვგულისხმობ:- გატაცებას, ჰობის, გართობის ნაირსახეობებს და ა.შ.

 

ასაკსაც გააჩნია, ვის, როდის ეწვევა, ესა თუ ის "გატაცება".

ბავშვობიდან, ხატვა მიყვარდა.

ძალიან ბევრი სურათი მაქვს დახატული.

ფანქრით, საღებავით, "ტუშით", "ფლომასტერითაც", ხეზე ელექტრო "ამოსაწვავითაც" ვხატავდი.

მერე, სპორტით ვიყავი დაინტერესებული, დღე და ღამე ბურთს დავსდევდი და მეორე სახეობაში კიდევ, სულ "მუშტებს" ვიქნევდი ძილშიაც კი.

მაგ "პერიოდმაც" ჩაიარა.

მოვიდა ყველაზე "ლამაზი ხანა".

 

"ქალის" მცნება, მანამდე გაგონილი მქონდა და ამიტომ დიდხანს გამიგრძელდა ეგ "ლამაზი" წლებიც, სანამ არ დავრწმუნდი "მცნების" სინამდვილეში.

 

უცებ "გარბის" ცხოვრება.

უბანი, ძმაკაცები, სტუდენტობა, დროსტარება და ასეთი "რამეები", ძალიან მალე "ილევიან".

დრო აღარ გყოფნის ადამიანს, ყველაფერს ამას, ერთდროულად რომ გასწვდე.

მაინც ვცდილობდი, ყველა ეს "სივრცე" შემევსო, ჩემი არსებობით.

 

დაახლოებით ის პერიოდია, როცა ჩაცხრა და ჩანავლდა ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ანუ აფხაზეთის ომი.

"მოეშვა" ხალხი, "მიეჩვია"/მიაჩვიეს/ გაჭირვებას.

გადიოდა წლები და ბევრს ავიწყდებოდა, თუ რა მოხდა მანამდე, ბევრს კიდევ იმ დღეების გაგონებაც არ სურდა.

იყო და არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ვერასოდეს ვერ დაივიწყებენ იმ ღრმა ტკივილს, რაც იმ ომმა მოგვიტანა.

 

მერე, "ცოტა" მშვიდობამ დაისადგურა და ადამიანებმაც გააგრძელეს სიცოცხლე.

ომამდე, დაოჯახება მოვასწარი.

ძალიან ბევრი მწარე დღე მახსოვს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?

"შევეგუეთ" ბედისწერას და გავაგრძელეთ სიცოცხლე.

 

ზაფხულია.

აგვისტოს შუა იქნება.

მოვდიოდი სახლში დაღლილი.

გარეთ გასვლის თავიც არ მქონდა.

ვიჯექი და...................

 

კროსვორდებს ვადგენდი.

დიახ, კროსვორდებს ვაკეთებდი./რამოდენიმე, "რეზონანსში" და "ალიაში" იყო დაბეჭდილი. მაშინ აპოლიტიკურები იყვნენ ეგ გაზეთები./

 

დაახლოებით ორი თვე დამჭირდა, "გიგანტური" კროსვორდი, რომ შემექმნა.

ყველა კითხვა, საქართველოს და მის ისტორიას შეეხებოდა.

რედაქცია ისე არ დაბეჭდავდა, თუ არ მიუთითებდი სწორ წყაროს.

ასე, რომ ორი თვე, ენციკლოპედია და საქართველოს ისტორია, დავაბულბულე.

/მანამდე, მქონდა "ბაზისი". ბავშვობიდან ვიზეპირებდი ჩვენს წარსულს./

 

მოკლედ, ხაზვაში ხომ "ვანგრევდი", ავიღე და ძალიან რთული სქემა ავირჩიე.

ელიფსებით და მრავალკუთხედებით, დიდ "მილიმეტროვკის" ფორმატზე, ულამაზესი სქემა დავდე.

სიტყვებს ვავსებდი ფანქრით.

თითქმის დამთავრებული მქონდა, მხოლოდ უნდა ჩამომეწერა ცალკე ცნობარი, სადაც მითითებული მექნებოდა კითხვის დამადასტურებელი ლიტერატურა ან დოკუმენტი.

დანარჩენი, ყველაფერი შევსებული მქონდა.

2222-სიტყვა იყო იმ კროსვორდში.

 

საღამო ახლოვდება.

მოუახლოვდი ჩვენს ეზოს და ჩემი ძმის მანქანას მოვკარი თვალი.

-აუჰ, ძმა ჩამოვიდა.

კაი ხანი არ მყავდა ნანახი, ყველა გახვეტილები იყვნენ ოჯახიდან.

იქვე, ორი სხვა მანქანაც იდგა.

-აჰა, თავისი შანტრაპა ჰყავს მოყვანილი და უბერავენ.

-ნეტა სად იხეთქავენ მუცლებს?

-ნეტა "ზალაში" არ იჯდნენ.

 

სულმოუთქმელად ავირბინე ხის კიბის საფეხურები.

"ღრიალი" "ზალიდან" გამოდიოდა.

შევედი და რას ვხედავ?

მოუტანიათ ოციანით ლუდი ბარიდან, თავის შავი პურით და ქვირითიანი "ლეშათი".

მანამდე, 8 პარტია დომინო უთამაშიათ, ამ ჩემს "ნაცოდვილარზე".

ისე, ფანქრების და საშლელის გვერდზე გადადება არ დავიწყებიათ.

კარგა-მაგრა რო "გაუთეთრებიათ მილიმეტროვკა" დომინოს მოზელვით, მერე თევზიც დაურჩევიათ ზედვე.

 

ჩემი შესვლაა და ერთმეტრანახევრიანი სიმაღლის ძმაკაცი ყავს ჩემს ძმას/"გაზის რუჩკებს" ვერა სწვდება, თორე, "ჟიგულის კრილოში" გამართული შედის/, ის წამოხტა და :-ვინც მოვიდა გაუმარჯოსო. ხმამაღლა დაიწრიპინა და "მილიმეტროვკას" კიდევ მოახია ერთი კუთხე და თევზის ქონით გათხიპნილი პირი მოიწმინდა.

 

ეგ დღე იყო და მას მერე, მე კროსვორდი აღარ შემიდგენია. :haha: :haha: :haha:

 

რაც შეეხება, კროსვორდის "მომნელებლებს", არც მე დავაწიე კარგი დღე იმ "მავნებლებს".

დედაჩემს გადანახული ჰქონდა სამ ლიტრიანით, ორნახადი არაყი, პაპაჩემის გამოხდილი.

სპირტამდე არაფერი ეკლდა.

ჩემმა მეგობრებმა "პერშინგ 2" დაარქვეს.

სანამ "სასიკვდილედ" არ გამობრუჟე თითოეული, მანამდე არ მოვეშვი.

აბა ნუ დალევდნენ, გაუხსნელი "ლიმონკა" მედო გვერდით და თან გასასვლელთან დავჯექი სპეციალურად.

მოკლედ, დავსაჯე შესაძლებლობის ფარგლებში.

მართლა ხომ არ დავხოცავდი?????? :haha: :haha:

 

2008, ივლისი.

Link to post
Share on other sites

"ენტეეს"-ები თუ გახსოვთ, სოფლებში რო იყო ადრე?

 

კარგი, ვისაც არ გახსოვთ და ვინც არ იცის ეს "აბრევიატურა", ეხლავე "გავშიფრავ" ამ სიტყვის მნიშვნელობასა.

"ენტეესი", ყველა სოფელს ჰქონდა, იქ იყო თავმოყრილი, ყველა სასოფლო-სამეურნეო, მოძრავ-უძრავი "აგრეგატი", ანუ კომბაინები, ტრაქტორები, "ბულდოზერები", "ზილები" და "გაზიკებიც", რა თქმა უნდა "კამაზები"-ც იდგა "ყოველი შემთხვევისთვის./მა რუსეთში, ვაშლს რითი წაიღებდი?/

ამ "კოლექტიურ საბჭოთა ორგანიზაციას", ემსახურებოდა სამედიცინო პერსონალი, ჰქონდათ მედპუნქტი, იყო სატელეფონო კავშირი დედაქალაქთან, იყო ავტო-ნაწილების საწყობი, ბენზინ გასამართი სადგური და რაც ყველაზე მთავარია, იქ იყო სასადილო დღისით და საღამოს უკვე "რესტორანი", სახელად "ცოლის ცრემლები".

 

ჰოო, რა გეღიმებათ?

ენგრე ერქვა.

 

"ჩანჩურა" ერქვა შეფ-პოვარს.

მაღალი იყო და ღიპიანი, თანაც ძლიერ მუქი კანის ფერით განირჩევოდა ქართველთ ჯიშისაგან.

მოკლედ, მაგარი უშნო ვინმე იყო რა და თანაც ყია-მყრალი, უშნო ენა ჰქონდა, სუ იგინებოდა.

 

ორშაბათი დილა გათენდა, წინა შაბათ-კვირა უბნელის ქორწილში გავატარეთ, კაი პური ვჭამეთ, რომ იტყვიან.

ორშაბათია და "ნამუსიც კაი საქონელიაო", ისევ ხომ არ მივადგებით ოჯახსა?

კრება გაიმართა სოფლის ბირჟაზე, საით გავაგრძელოთო?

"უნივერმაღში" ჩავიდეთ, ახალი გახსნილია, "ლეშა" და ჩამოსასხმელი "პივა" ახალი შემოტანილი ააქვთო.

ჰოოოო, გახსნა არც აცალეს, ენგრევე "პივნოი" გახსნეს პირველ სართულზე.

ეგაო შორსა არისო./სოფელი ძალიან დიდია./

მაშინ, "ენტეესში", ჩანჩურასთან ჩავიდეთ და კაი ქეიფიც იქ გავაგრძელოთო.

წავედით ფეხით.

შორია მაინც, დაახლოებით 2 კილომეტრია.

ჩავედით.

დაგვინახა და "მოგვესალმა":- რასა გევხართ თქვე ჩემის თვრამეტიანებოოო.

მივედი და "ზაკაზს" ვაძლევ: -გივი ჯიგარო, ბლომად ხინკალი და ქაბაბიც ზედ მოაყოლე, ლუდი კიდევ, რაცა გაქვს, სუ გამოიტანე და დაგვიდგი სუფრაზე, არაყი ჩამოტანილი გვაქვს, არ შეწუხდე./ნამდვილი სახელი გივი ერქვა და თანაც ბიძაჩემის ბავშვობის ძმაკაცია ./

მიუბრუნდა და ბიჭებს ეუბნება:-ეს მომაშორეთ აქედან, თორემ დაღრეჯილებს დაგტოვებთ.

გამოვეცალე.

 

ჰოოო, მართლა.

"ჯიღარო" აგვეკიდა "სასტავს".

ისე, ნამდვილი სახელი მერაბი ჰქვია, მაგრამ გინახავთ სადმე, სოფელში მაინც, ვინმეს თავის საკუთარ სახელს ეძახდნენ?

ჩვენი "ჯიღარო"-ს ამბავიც ასე მოხდა, ბავშვობისას "ჯიგარო" ვერა სთქვა და დეერქვა კიდევაც "ჯიღაროი".

ისიც ხომ გახსოვთ, მერაბა- ჯიღარო რა მაგრა უკიდებს ენასა?

ეს ის "ჯიღარო"-ა, რომელიც ხიზილალის თეფშს, ერთი გაქნევით თონის პურზე, უმარცვლოდ რო ტოვებს თეფშსა. /წინა გვერდები ნახეთ./

 

ვზივართ ხინკლის მოლოდინში და ნალექიან "ჟიგულევსკოეთი" ვიჭყიპებით, თანაც ქართლურ ჭაჭას ვაყოლებთ მშრალზე.

 

შავ-თეთრათა ვხედავ არემარეს, ძიენ ნაბახუსევზე როცა ვაარ.

მერეა კიდე და ფინთი ჰაზრები მამდის ხოლმე თავში.

ეს ხინკალიც იგვიანებს და გამოვთვალე ყველა წამი, გავითვალისწინე რა "ჯიღაროს" მჭერმეტყველება, ანუ შეკითხვა დაუსვი ისეთი თანამიმდევრობით, რომ აუცილებლად რაღაც უნდა მომხდარიყო.

მიუტრიალდი და ვთხოვე:-მერაბ, სთხოვე რა ჩანჩურას, ამ დილაადრიან, შემთხვევით, ხაში ხომ არ გაქვსო?

მერაბოც ადგა და წავიდა.

ზუსტად ისე შეეკითხა, როგორც გავითვალისწინე.

ეკითხება: -აააამ დდდილით, შშშეემმმთხვეეევიიიიით, ხახაში ხო არრრა გგგაააქვსო?

 

-ხახაში თქვენა გაქვთ, თქვენიო.

გადმოკვიკურთხა იქიდან.

როგორც იქნა და გვაღირსა ხინკალი.

-მერაბო, მიდი რა პილპილი სთხოვე.

მივიდა და ეკითხება-პი-პი-პი-პიპ-პიპ-პი-პილპ.

იმანაც არ დააყოვნა:-წადი და გადი აქედანა, წადი შე შობელძაღლო, იქით მოატრიალე, აქ ნუ მისიგნალებ, აქა თეფშები არ დამიმტვრიოოოოოო. :haha: :haha:

 

2009, ოქტომბერი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...