DMORAL 36 Posted May 10, 2019 Report Share Posted May 10, 2019 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3275387?publication=0 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 10, 2019 Report Share Posted May 10, 2019 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №13 2016 წლის 5 მაისი ქ. თბილისი რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი + რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია + მუხლი 1 1. რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე. 2. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. + მუხლი 2 ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ნემსკავი; ბ) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა; გ) ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე; დ) ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი ხელსაწყოთი - პინცეტით; ე) დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით; ვ) პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში; ზ) თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი ხელით. თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე და შემდეგ, საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით; თ) თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და დაუზიანებლად გაშვება; ი) დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. + მუხლი 3 ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 4, 2021 Report Share Posted March 4, 2021 ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 11, 2021 Report Share Posted March 11, 2021 დავერევი მთის კალმახს ცოტა ხანში. ;) მანამდე ძველ სურათებს და გამოცდილებას დავდებ აქ. საღამოს ჩავუჯდები. :) 1 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 7, 2021 Report Share Posted July 7, 2021 02.07.2021 ჭოროხი სატყუარა ბლუფოქსის ტრიალა წითელი სიმძიმით 891867663_video-1625419765.mp4 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.