Jump to content
Club-Monadire.Ge

კალმახზე სპინინგით


Recommended Posts

  • Replies 179
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩვენი დალოცვილი ბუნება და წითელხალება კალმახი. რათქმაუნდა ყველა დავაბრუნე უკან.   კალმახის სეზონიც დახურულად გამომიცხადებია. 0-02-05-6dd43a790f322995f97acdec14605

დავერევი მთის კალმახს ცოტა ხანში. ;)   მანამდე ძველ სურათებს და გამოცდილებას დავდებ აქ. საღამოს ჩავუჯდები. :)

Posted Images

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №13

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 11  პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი   გიგლა აგულაშვილი
 +




რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია
 

 
 +
მუხლი 1
 

1.  რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.

2. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 +
მუხლი 2
 

ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ნემსკავი;

ბ) თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა;

გ) ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;

დ) ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი ხელსაწყოთი - პინცეტით;

ე) დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით;

ვ) პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში;

ზ) თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი  ხელით.  თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე  და შემდეგ, საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით;

თ) თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და დაუზიანებლად გაშვება;

ი) დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის  მოთხოვნების შესაბამისად.
 +
მუხლი 3
ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

დავერევი მთის კალმახს ცოტა ხანში. ;)

 

მანამდე ძველ სურათებს და გამოცდილებას დავდებ აქ. საღამოს ჩავუჯდები. :)

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...