Jump to content
Club-Monadire.Ge

სასპინინგე ძუები და წნულები


Recommended Posts

სათევზაო აღჭურვილობით მოვაჭრეთა ევროპული ასოციაციის(The European Fishing Tackle Trade Association (EFTTA)) ინიციატივა(ქარტია)

 

აღნიშნული ასოციაცია 2013 წლიდან იწყებს სათევზაო ძუებთან დაკავშირებულ კომპანიას, სახელად "you can trust"(ქართულად - შეგიძლია ენდო).

ასოციაცია ვალდებულებას იღებს დააწესოს კონტროლი იმ მწარმოებელთა პროდუქციის პარამეტრების სიზუსტეზე, რომლებიც შეუერთდებიან ამ ქარტიას.

 

 

ასოციაციის წარმომადგენლები პერიოდულად შეისყიდიან და დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გამოცდიან სხვადასხვა კომპანიების წარმოებულ ძუებს და დაადგენელ მათ რეალურ პარამეტრებს.

 

ძუის პარამეტრების სიზუსტე შეფუთვაზე დადასტურებული იქნება ასოციაციის ლოგოთი.

 

დეტალურად იხილეთ აქ: http://efttalinecharter.com/en/

 

ჩემი აზრით, ძალიან კარგი ინიციატივაა!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • Replies 116
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არ ვიცი ვინ როგორ ემზადება კლუბის იუბელესთვის, ივნისის 12-ში გავდივარ მინიმუმ სამი დღით, კატასტროფა და აპოკალიფსი ელოდებათ ქაშაყებს და ორაგულებს.

სამი დღით დაბანაკებას ვაპირებ მდინარის პირას. :vinsent:

 

სამზადისი კაი ხნის დაწყებული მაქვს.

ამ OKUMA-ს ტყუპებს, როგორც იქნა წნული ძუები დავახვიე./ჰოლანდების ტყუპებს როდის ვეღირსები, ეგ არ ვიცი. :karochera: /

 

ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს ჯიბიდან გასასროლად ის თანხა, რაც ამათში დაიხარჯა.

 

სადავესთვის MAXIMA-ს ძუა ავიღე, ძირითადებზე POWER-PRO გავუშვი, ერთზე 0,23მმ-ა, მეორეზე 0,28მმ.

 

დავტანჯავ ფარფლიანებს. :d030:

 

4b708a9cab8b.jpg

 

bee83255c462.jpg

Link to post
Share on other sites

:clapping:

 

მშვენიერია!!! POWER-PRO :yes:

 

 

გიორგი, თავიდანვე რომ ეგ წნულები გამოგეყენებია დაკარგული სატყუარების 90% ახლაც გექნებოდა .

 

მესამე წელია საქარიყლაპიე სატყუარები აღარ დამიკარგია და მე 0.19 მმ-იანი (15 LB) POWER-PRO მაქვს დახვეული.

 

0,23 და 0,28 მილიმეტრიანმა წნულმა წესით ნორმალური სამკავის კავების გასწორებას უნდა გაუძლოს.

 

გიო, აბა მოსინჯე რა სანამ სათევზაოდ გახვალ?!! და გეცოდინება რა ზომის სამკავის გასწორება შეუძლია რა ზომის ძუას.

 

აწი ჯიბეში დაახლოებით 15 სანტიმეტრიანი მრგვალი და გლუვი ჯოხის ნაჭერიც იქონიე საჭიროებისას წნული მასზე რამოდენიმეჯერ რომ დაახვიო და ისე გამოქაჩო ზაცეპიდან. შიშველი ხელით არც იფიქრო :)

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

16-ცალ სპინინგზე ნამეტანი ძვირია ასეთი ძუის დახვევა ძმაო, მაგ ფასში კენგურუს ვიყიდი. :d030:

 

გუშინ გამოვცადე, კაუჭების გასწორებაზე არა, მაგრამ კასტმასტერი მიფრინავს შხუილ-შხუილით.

 

ჰო მაგის ხელით გამოქაჩვა არაფრით არ შეიძლება, თან თუ დიდი რამე ჩაება, ისე წაიღებს თითებს, ვითომც არაფერი.

 

თანხაზეა დამოკიდებული, ისე კი ვაპირებ კიდევ აღებას სხვა ჯოხებისთვის.

Link to post
Share on other sites

 

16-ცალ სპინინგზე ნამეტანი ძვირია ასეთი ძუის დახვევა ძმაო, მაგ ფასში კენგურუს ვიყიდი. :d030:

 

 

:alfons:

 

გიო, ძუა სპინინგზე კი არა კოჭაზე ეხვევა. :old: კოჭა კიდევ, სპინინგიდან შეგიძლია მოხსნა და სხვაზე გადაიტანო.

 

16 არა მაგრამ 5 სპინინგი კი მაქვს და მათზე გუშინდლამდე(გუშინ კიდევ ერთი შემომეყიდა) სულ ორ კოჭას ვიყენებდი(აქედან ერთი შენი ნაჩუქარია).

 

P.S. არადა როგორ არ გიყვარს ჭკუის დარიგება :d030::e025:

 

ეს ახლა გამახსენდა რომ გიპასუხე მერე. ეტყობა ცოტა ბახუსმა მძლია.

:friends:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

გასათვალისწინებელია!

 

 

წნული ძუის სათევზაო კოჭის დოლურაზე დაფიქსირების სამი ხერხი.

 

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

აქაა სათევზაო კვანძების თემა: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=631

 

ამ თემაში დადებული არათემატური პოსტები წაიშლება.

Link to post
Share on other sites

თუ ვინმეს გინახავთ დინამოსთან დოლარ სთორი რომაა მაგის გვერდით არის ერთი მაღაზია და გუშინ პოვერ პროს ძუები და წნულები ვნახე რამდენიმე ზომა ქონდათ , მაგრამ აი ფასები იყო საოცრად პატარა. ანუ რისი კითხვა მინდა: შემოდის ჩვენთან პოვერ პროს პატენტები ან ჩინური მაიმუნობები? ნამდვილად არ მინდა 15 ლარიანი სატყუარები ჩავწყვიტო აფერისტი ჩინელების ნამაიმუნარით... :mad:

Link to post
Share on other sites

თუ ვინმეს გინახავთ დინამოსთან დოლარ სთორი რომაა მაგის გვერდით არის ერთი მაღაზია და გუშინ პოვერ პროს ძუები და წნულები ვნახე რამდენიმე ზომა ქონდათ , მაგრამ აი ფასები იყო საოცრად პატარა. ანუ რისი კითხვა მინდა: შემოდის ჩვენთან პოვერ პროს პატენტები ან ჩინური მაიმუნობები? ნამდვილად არ მინდა 15 ლარიანი სატყუარები ჩავწყვიტო აფერისტი ჩინელების ნამაიმუნარით... :mad:

 

არ არსევობს 15 ლარიანი power pro. კონტრაფაქტია.

Link to post
Share on other sites

გასულ შაბათს თევზაობისას პირველად გამოვიყენე power pro super 8 slick და ძალიან მომეწონა!

 

ანუ მაქსიმალურად შეესაბამება მითითებულ ტესტს, უხმაუროა, ძველ power pro-ს თან შედარებით გაცილობით შორს

 

მიფრინავს სატყუარა, ტვიჩინგისას მშვენივრად იმუშავა.

 

მოკლედ კარგი წნულია! :yes:

 

bdda493f6a6d.jpg

 

 

http://fion.ru/new/941/

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ზუსტად ასეთი აქვთ აღმაშენებელზე ზაზა და ფერადი როა მაგიტო არ ვიყიდე. მერე ნაწყვეტი ვნახე ნოღელაზე დავიხვიე ხელებზე და ვერაფრით ვერ გავწყვიტე. ჩინურიაო გამყიდველმა მითხრა მარა მაგარი კია სადაურიცაა. მთავარია მალე არ დალპეს და დასუსტდეს.

Link to post
Share on other sites

ბერკლის ცომების საყიდლად შევედი და რომ იტყვიან, "გაიხარე მუშავ წამებულო", მაგარი სეილი ჰქონდათ თევზაობის განყოფილებაში.

 

POWER- PRO-ს წნული ძუები ათ-ათ დოლარად შევიძინე და P-LINE-ში 7$ გადავიხადე.

 

33159f91e343.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მაგაი ფასებია გიორგი,მე რომ მასეთი ფასები შემხვდეს გავაკოტრებ ოჯახს :e025: power pro-ს 0,1 წნულში 23,99 აქაური მანათი გადავიხადე და მიხაროდა იაფად ვიყიდეთქო,ანუ 3 ჯერ უფრო მეტი ვიდრე შენ,მაგრამ მაგარი კმაყოფილი ვარ.

Link to post
Share on other sites

pescatore

 

თან რამე ჩინური, ან ტაილანდური კი არ არის, წნულები აქ არის გამოშვებული, თან დაახლოებით 135 მეტრია თითო, P-LINE-ი კიდევ ნაღდი იაპონურია, სიგრძე დაახლოებით 270 მეტრია, მაგას სადავისთვის ვიყენებ, როცა კალმახზე ვთევზაობ.

 

ესეთი მომენტის გამაზვა ნაღდად არ შემეძლო. :d030:

 

დავამატებ რამოდენიმე სიტყვას ძუებზე.

ვინც ხშირად თევზაობთ და გაქვთ რამოდენიმე ანკესი, ნამეტანი ძვირი სიამოვნება ჯდება თევზაობა.

დუჟინ-ნახევარი სპინინგი მაქვს, ანუ 18.

რა აუვა იმათ კოჭებზე ყოველწლიურად ძუის ცვლას?

ამიტომ ასეთ რამეს ვაკეთებ.

მოზრდილ კოჭებზე თავიდან ვახვევ იაფფასიანს და შემდეგ ვაერთებ ხარისხიანს, რათა კოჭა შეივსოს.

ყველა კოჭაზე ისე მაქვს დახვეული ძუა, რომ ცილინდრის დიამეტრს არ გადააჭარბოს.

ასეთ შემთხვევაში გასროლისას, მაქსიმალურ დისტანციაზე ვისვრი.

თუ კოჭაზე მეტი ძუაა დახვეული, ძალიან დიდი შანსია ახლართვის, ხოლო თუ ნაკლებია, იზრდება წინააღმდეგობა და ხახუნის ძალით მცირდება სატყუარის გასროლის მანძილი.

 

პ.ს. გადაბრუნდა კიდევ ერთხელ ჩემი ქართულის მასწავლებელი საფლავში. :d030:

რანაირად ვწერ, მე თვითონ მიჭირს ხოლმე წაკითხვა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მე კიდე დღეს ეს გამოვწერე ამაზონიდან Power Pro Super 8 Slick 150Yd Timber Brown 15LB

 

18$ + ჩამოტანა 2-3 ლარამდე.

 

ამ წნულმა მაგრად მასიამოვნა(ოგონდ 10LB ) და ახლა 15LB გამოვიწერე.

 

ძველი მოდელისგან განსხვავებით(ძველიც მაქვს და ვიყენებ) გაცილებით უხმაუროა(ხმა საერთოდ არ აქვს რგოლების გავლისას), გაცილებით შორს მიფრინავს(ყოველგვარი ზედმეტი ქების გარეშე) და შედარებით მეტ დატვირთვას უძლებს წყვეტაზე გატესტვისას.

 

 

http://www.amazon.com/gp/product/B006FLNLWC/ref=oh_details_o02_s00_i00?ie=UTF8&psc=1

Link to post
Share on other sites

POWER-PRO-ს ძალიან ბევრი პლუსი აქვს.

თუ მას გრძელ ჯოხზე ხმარობთ, დაახლოებით 3 მეტრიანზე, ისიც მედიუმის სიმძლავრისაზე, დაშვებულ ფრიქციონზე იდეალურად მუშაობს.

ვამუშავე 10LB-იანი 7'-იან ულტრა-ლაითზეც, თანაც 1000-იან შიმანოს კოჭაზე, მაგრა გაქაჩა, ძირითადად კასტმასტერებზე, დაახლოებით 50-60 მეტრი მიფრინავდნენ.

 

მაგრამ ერთი პრობლემაა, უფრო სწორედ ორი.

ერთი რომ ძვირია.

მეორე კიდევ, თუ აიხლართა, უნდა გადაჭრა, გახსნაზე ძალიან დიდ დროს დახარჯავთ.

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

 

დავით, დააკვირდი ჩემს დადებულ სურათს და შენს დადებულ ლინკზე წნულების სურათებს.

 

შენს ლინკზე, თუ ეგ იყიდე, არ არის შტატებში გამოშვებული. :old:

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

 

დავით, დააკვირდი ჩემს დადებულ სურათს და შენს დადებულ ლინკზე წნულების სურათებს.

 

შენს ლინკზე, თუ ეგ იყიდე, არ არის შტატებში გამოშვებული. :old:

 

ვიცი გიორგი. Power Pro Super 8 Slick პოვერ პროს ახალი წნულია. სადაა წარმოებული არ ვიცი მაგრამ ნაღდად პოვერ პროა.

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

დავით, თქვენს მიერ მითითებული ძუა სავარაუდოდ 0.19 მმ უნდა იყოს. ქაშაპზე აპირებთ მაგ ძუით თევზაობას თუ ქარიყლაპიაზე? თუ ორივე მათგანზეა შესაძლებელი მისი გამოყენება?

 

ქაშაპზე სათევზაოდ მონო ძუას რას მირჩევდით? სპინინგი daiwa ultra light presso, სიგრძე 210 სმ. კოჭა Daiwa Aird Spinning Reel AIRD1000SH (როგორც მივხვდი ეგეთ კოჭა თქვენც უნდა გქონდეთ და ნორმალური კოჭაა? უკაცრავად თემის გაოფებისთვის).

Link to post
Share on other sites

akila

 

მე ქაშაპზე მონო ძუას გირჩევდი მაქსიმალური დიამეტრი 0 20–––0 25

 

მე 0 20ზე მეტს არ დავაყენებდი

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...