Jump to content
Club-Monadire.Ge

სასპინინგე ძუები და წნულები


Recommended Posts

მადლობა ზაზა რჩევისთვის. ჩემს კოჭას 2 მაქო მოყვება და ვაპირებ ერთზე წნული დავაყენო და მეორეზე მონო.

 

როგორც აქ გამოთქმული მოსაზრებებიდან, ასევე სხვა ფორუმებზე წაკითხული პოსტებიდან, მექმნება შთაბეჭდილება, რომ რომელი ძუა ჯობია, წნული თუ მონო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ არსებობს. ორივეს თავისი პლიუს-მინუსი აქვს. ამიტომ ორივეს მოვისნჯავ და ვნახავ რომელი უფრო გამოსადეგი იქნება იმ პირობებისთვის, სადაც მე ვაპირებ თევზაობას.

 

წნულს, რაც დავითს ააქვს მითითებული იმას ვიყიდი. სხვა შემთხვევაში, სანამ კარგად დავამუღამებ სპინინგის სროლას, ვატყობ კაი გაყოლა ვობლერებთან მომიწევს გამომშიდობება:) მაგას კი ნაღდად ვერ გადავიტან, აქ რაც აღწერეს ნორმალური ვობლერებიაო, ორიგინალები საყიდლადაც კი ძალიან რთული აღმოჩნდა. საქართველოში არც მიცდია, საზღვარგარეთ მაქვს მხედველობაში.

 

მონო ძუას რას მირჩევდით (მწარმოებელი მაქვს მხედველობაში, პარამეტრები გასაგებია)?

Edited by akila
Link to post
Share on other sites
  • Replies 116
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე ასეთ ძუას ვხმარობ ძალიან კარგი ხარისხის არის თანაც კარგად ჩანც მწვანე ფერი, და კარგად აკონტროლებ გატარებას

 

c4078fbb8b48.jpg

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

დავით, თქვენს მიერ მითითებული ძუა სავარაუდოდ 0.19 მმ უნდა იყოს. ქაშაპზე აპირებთ მაგ ძუით თევზაობას თუ ქარიყლაპიაზე? თუ ორივე მათგანზეა შესაძლებელი მისი გამოყენება?

 

ქაშაპზე სათევზაოდ მონო ძუას რას მირჩევდით? სპინინგი daiwa ultra light presso, სიგრძე 210 სმ. კოჭა Daiwa Aird Spinning Reel AIRD1000SH (როგორც მივხვდი ეგეთ კოჭა თქვენც უნდა გქონდეთ და ნორმალური კოჭაა? უკაცრავად თემის გაოფებისთვის).

 

Power Pro Super 8 Slick 150Yd Timber Brown 15LB ნამდვილად 0.19 მმ -ია. ქარიყლაპიაზე გამოსაყენებელია.

 

ქაშაპზე ზოგადად მონოს ვიყენებ. ახლა მინდა მოვსინჯო წნულზე, ისე წყლის გამჭირვალობას გააჩნია.

Link to post
Share on other sites

ქაშაპზე და მტაცებელზე მოძრავი სატყუარის შემთხვევაში უხილავი ძუის დაყენება აუცილებელი არ უნდა იყოს. თევზი მისდევს მოძრავ სატყუარას და ძუას ყურადღებას არ აქცევს . ჩემი პრაქტიკიდან ვასკვნი ამას :old: .

აი ტივტივაზე და ფსკერულზე სხვა საქმეა.აქ აუცილებელიც კი არის უხილავი სადავეები.

Link to post
Share on other sites

ქაშაპზე და მტაცებელზე მოძრავი სატყუარის შემთხვევაში უხილავი ძუის დაყენება აუცილებელი არ უნდა იყოს. თევზი მისდევს მოძრავ სატყუარას და ძუას ყურადღებას არ აქცევს . ჩემი პრაქტიკიდან ვასკვნი ამას :old: .

აი ტივტივაზე და ფსკერულზე სხვა საქმეა.აქ აუცილებელიც კი არის უხილავი სადავეები.

 

ფაიზაღ!

 

 

მეც ეგ დავასკვენი ავთანდილ და მაგიტომაც დავწერე ზემოთ. ოღონდ წნილი რეალურად მცირე კვეთის უბდა იყოს ალბათ 0,08 და მაქსიმუმ 0,12 დე.

 

დიდი ზაომის წნულით საქაშაპე სატყუარების სროლაც არ იქნება ეფექტური.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ეს არის კარგი წნული,ძალიან ბევრი სატყუარა გადამირჩინა...

 

 

 

რაც მაგარია მაგარია. :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ეს არის კარგი წნული,ძალიან ბევრი სატყუარა გადამირჩინა...

 

 

 

ნამდვილად კარგია Power Pro.

 

 

არმენ დიამეტრის გარდა lb(LB) რამდენია ხომ არ აწერია? 5, 4 ან 3 ???

 

ანუ PowerPro Microline 0.1მმ რამდენ LB შეესაბამება ეგ მინდა გავიგო. :)

 

გამოწერა მინდა 0.1მმ-იანის და ვერ გავიგე http://www.powerpro.com/publish/content/global_fish/en/us/power_pro_v2/info/powerpro_superline.html აქედან 5LB გამოდის 0.125მმ

 

აქაცპირდაპირ წერია 5LB- 0.125 მმ

http://www.basspro.com/PowerPro-Braided-Spectra-Fiber-Micro-Filament-Line-100-yards-10-lbs-Moss-Green/product/44282/

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

DMORAL

pescatore

 

თქვენ წარმოიდგინეთ, 10LB-ზე ნაკლები არ იყიდება აქ მაღაზიებში.

 

ადრეც მაქვს აღნიშნული, ძალიან ბევრი პლუსი აქვს წნულ ძუას, მაგრამ თუ აიხლართა, მერე ბლომად დრო მიაქვს მის გახსნას.

 

მე მწვანე ფერს ვიყენებ სხვადასხვა მონტაჟებზე.

 

პ.ს. არმენი რასაც გვაჩვენებს, ეგ არის ნაღდი შტატებში გამოშვებული.

Link to post
Share on other sites

ეს არის დავით,კარტონის კოლოფი გადამიგდია,შეიძლება იმაზე მეტი ინფო ყოდილიყო...

c40887d3aed1.jpg

მადლობა არმენ!

 

 

ასეთი სპეციფიკაცია ვიპოვე PP გვერდზე აქ: http://www.powerpro.com/publish/content/global_fish/en/us/power_pro_v2/info/using_powerpro/specs.html

 

 

 

US Sizes

8921e3938742.jpg

 

 

 

Metric Sizes

 

01a1a3ffa40f.jpg

 

 

PP-ს ვებ გვერდზე ამერიკულ სპეციფიკაციაში საერთოდ არაა მითითებული 5, 4 და 3LB

 

არადა იმავე ვებ გვერდზე ჩანს რომ არსებობს 4 და 3 LB აქ: PowerPro Microline http://www.powerpro.com/publish/content/global_fish/en/us/power_pro_v2/products/0.html

 

ამას გარდა იგივე PP ყიდის 5LB-ს აქ: http://www.basspro.com/PowerPro-Braided-Spectra-Fiber-Micro-Filament-Line-100-yards-10-lbs-Moss-Green/product/44282/

 

და მანდ 5LB-ს უწერია რომ აქვს Diameter:0.125 mm.

 

ასევე 5 LB იყიდება ამაზონზეც აქ http://www.amazon.com/Power-Pro-Spool-White-Braided/dp/B004TLXXFA/ref=sr_1_11?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1401268432&sr=1-11&keywords=power+pro+5lb

 

რაგაც სპეციალურად აბურდულს გავს ეს სპეციფიკაციები. ლიბრებიც და მილიმეტრებიც რომ მიეთითებიათ პროდუქტზე ყველაფერი ადვილად გასარკვევი იქნებოდა. თანაც სხვადასხვა კატეგორიებია ანუ ლიბრებით დატვირთვა იზომება

 

და მილიმეტრებით დიამეტრი.

 

 

თუმცა, ყოველივე ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე, ვვარაუდობ რომ მეტრულ-ევროპულით 0.1მმ უნდა შეესაბამებოდეს PP-ს ამერიკული სპეციფიკაციის 3LB-ს ?!

 

http://www.amazon.com/gp/product/B004ZMM1MO/ref=ox_sc_act_image_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ანუ რამდენი LB-ა ჩემებურად 0,3 ? :)

 

 

არჩილ, ვფიქრობ 0,1მმ-იანი PP არის ამერიკული სპეციფიკაციით 3 LB.

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

აქ ამერიკული ზომა-წონის ერთეულებს არ ხმარობენ,ყველა საქონელს მიუხედავად იმისა თუ სად არის წარმოებული ევროპულ ანუ ჩვენებურ ზომა-წონის ერთეულს ხმარობენ და ამ ამერიკულ-ინგლისურ ზომის ერთეულებში ვერაფერი გავეიგე ქევხოსი არ იყოს...

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

საუკეთესო ხარისხით გამოირჩევიან იაპონური მწარმოებლების მონო და წნული ძუები.

 

შესაბამისად უნდა ვიცოდეთ მათი კლასიფიკაციის შესაბამისობა ევროპულ კლასიფიკაციასთან.

 

იაპონიაში ძუები დიამეტრების მიხედვით ნუმერაციითაა კლასიფიცირებული.

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

Маркировка японских лесок (1).doc

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

წნული ძუების მიმოხილვა

 

https://www.youtube.com/watch?v=U5hGSeNcyx4&list=PLlCYzE5wJyGkCIQ2t1ye-tXJ_lH3Dp7Qk

 

 

 

 

ფლუროკარბონის ძუების მიმოხილვა

 

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მეგობრებო რჩევა მჭირდება. მაქვს 0.19 ზომა ამერიკიდან ჩამოტანილი ორიგინალი პოვერ პროს წნული. გაზაფხულზევე, სადრაც მე-2 მე-3-ე თევზაობაზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში, შლამიან ფსკერზე გამოდების გამო ჩამიწყდა და დავკარგე მეპს აგლია ლონგ 4 ნომერი. მას შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ ჩამიწყდ ა(მეორე რულონიდან ახალი დახვეულიც) და ამ კვირასაც კუს ტბაში შესვლა დამჭირდა სატყუარის გადასარჩენად :karochera:

 

მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე, რომ სულ რამდენიმე თევზაობის მერე მასე არ უნდა ლპებოდეს ეგ წნული და ცუდად ხომ არ ვინახავ? ანუ რომ მოვრჩები თევზაობას , კოჭას ეგრევე ზურგჩანთაში ვდებ და იქ ხომ არ ლპება და სუსტდება თქვა? მაინტერესებს რას მირჩევთ. მე უკვე სხვა წნულის გამოყენებას ვფიქრობ... :scratchchin:

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

მასეთი რამე არასოდეს გამიგონია?! რა უნდა ლპებოდეს, power pro -ს წნული ხელოვნური(სინთეთიკური, არაორგანული) მასალისგან მზადდება.

 

თან 0.19მმ ამერიკუკულს არ უნდა ეწეროს წესით?! მე რაც გამომიწერია მხოლოდ LB-ები აწერია.

 

power pro-ს 15LB-ს ევროპაში და რუსეთში მითითებული აქვს 0.19მმ.

 

ზემოთ საკმაოდ მიწერია მაგ ბრენდზე და სხვა ინფორმაციაც დევს.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

მესამე წელია მაგ ზომის წნულები მიყენია რამოდენიმე კოჭაზე და პრობლემა არ მქონია. :scratchchin:

 

სადავეს რა ზომისას ხმარობ?

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

სადავეს ქარიყლაპიაზე 25სმ ტროსს ვხმარობ , გამზადებულები რომ იყიდება, და ქაშაპზე სადღაც 1 მეტრამდე 0.16 გამაკაცუს იაპონური მონო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხან გაკვანძვის ადგილში ჩამიწყდა (რაპალას კვანძით ვკრავ), ხან კიდევ შუა ნაწილში და ახლა რგოლები და კოჭა უნდა დავაათვალიერო ხომ არ ხეხავს სადმე...

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...