DMORAL 36 Posted December 9, 2012 Author Report Share Posted December 9, 2012 (edited) სათევზაო აღჭურვილობით მოვაჭრეთა ევროპული ასოციაციის(The European Fishing Tackle Trade Association (EFTTA)) ინიციატივა(ქარტია) აღნიშნული ასოციაცია 2013 წლიდან იწყებს სათევზაო ძუებთან დაკავშირებულ კომპანიას, სახელად "you can trust"(ქართულად - შეგიძლია ენდო). ასოციაცია ვალდებულებას იღებს დააწესოს კონტროლი იმ მწარმოებელთა პროდუქციის პარამეტრების სიზუსტეზე, რომლებიც შეუერთდებიან ამ ქარტიას. ასოციაციის წარმომადგენლები პერიოდულად შეისყიდიან და დამოუკიდებელ ლაბორატორიაში გამოცდიან სხვადასხვა კომპანიების წარმოებულ ძუებს და დაადგენელ მათ რეალურ პარამეტრებს. ძუის პარამეტრების სიზუსტე შეფუთვაზე დადასტურებული იქნება ასოციაციის ლოგოთი. დეტალურად იხილეთ აქ: http://efttalinecharter.com/en/ ჩემი აზრით, ძალიან კარგი ინიციატივაა! Edited December 9, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 27, 2013 Report Share Posted May 27, 2013 არ ვიცი ვინ როგორ ემზადება კლუბის იუბელესთვის, ივნისის 12-ში გავდივარ მინიმუმ სამი დღით, კატასტროფა და აპოკალიფსი ელოდებათ ქაშაყებს და ორაგულებს. სამი დღით დაბანაკებას ვაპირებ მდინარის პირას. სამზადისი კაი ხნის დაწყებული მაქვს. ამ OKUMA-ს ტყუპებს, როგორც იქნა წნული ძუები დავახვიე./ჰოლანდების ტყუპებს როდის ვეღირსები, ეგ არ ვიცი. / ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს ჯიბიდან გასასროლად ის თანხა, რაც ამათში დაიხარჯა. სადავესთვის MAXIMA-ს ძუა ავიღე, ძირითადებზე POWER-PRO გავუშვი, ერთზე 0,23მმ-ა, მეორეზე 0,28მმ. დავტანჯავ ფარფლიანებს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 27, 2013 Author Report Share Posted May 27, 2013 (edited) მშვენიერია!!! POWER-PRO გიორგი, თავიდანვე რომ ეგ წნულები გამოგეყენებია დაკარგული სატყუარების 90% ახლაც გექნებოდა . მესამე წელია საქარიყლაპიე სატყუარები აღარ დამიკარგია და მე 0.19 მმ-იანი (15 LB) POWER-PRO მაქვს დახვეული. 0,23 და 0,28 მილიმეტრიანმა წნულმა წესით ნორმალური სამკავის კავების გასწორებას უნდა გაუძლოს. გიო, აბა მოსინჯე რა სანამ სათევზაოდ გახვალ?!! და გეცოდინება რა ზომის სამკავის გასწორება შეუძლია რა ზომის ძუას. აწი ჯიბეში დაახლოებით 15 სანტიმეტრიანი მრგვალი და გლუვი ჯოხის ნაჭერიც იქონიე საჭიროებისას წნული მასზე რამოდენიმეჯერ რომ დაახვიო და ისე გამოქაჩო ზაცეპიდან. შიშველი ხელით არც იფიქრო Edited May 27, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 27, 2013 Report Share Posted May 27, 2013 16-ცალ სპინინგზე ნამეტანი ძვირია ასეთი ძუის დახვევა ძმაო, მაგ ფასში კენგურუს ვიყიდი. გუშინ გამოვცადე, კაუჭების გასწორებაზე არა, მაგრამ კასტმასტერი მიფრინავს შხუილ-შხუილით. ჰო მაგის ხელით გამოქაჩვა არაფრით არ შეიძლება, თან თუ დიდი რამე ჩაება, ისე წაიღებს თითებს, ვითომც არაფერი. თანხაზეა დამოკიდებული, ისე კი ვაპირებ კიდევ აღებას სხვა ჯოხებისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 27, 2013 Author Report Share Posted May 27, 2013 (edited) 16-ცალ სპინინგზე ნამეტანი ძვირია ასეთი ძუის დახვევა ძმაო, მაგ ფასში კენგურუს ვიყიდი. გიო, ძუა სპინინგზე კი არა კოჭაზე ეხვევა. კოჭა კიდევ, სპინინგიდან შეგიძლია მოხსნა და სხვაზე გადაიტანო. 16 არა მაგრამ 5 სპინინგი კი მაქვს და მათზე გუშინდლამდე(გუშინ კიდევ ერთი შემომეყიდა) სულ ორ კოჭას ვიყენებდი(აქედან ერთი შენი ნაჩუქარია). P.S. არადა როგორ არ გიყვარს ჭკუის დარიგება ეს ახლა გამახსენდა რომ გიპასუხე მერე. ეტყობა ცოტა ბახუსმა მძლია. Edited May 27, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 9, 2014 Author Report Share Posted February 9, 2014 ფლუროკარბონის სადავე ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 11, 2014 Author Report Share Posted February 11, 2014 საინტერესოა! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 14, 2014 Author Report Share Posted February 14, 2014 ფლუროკარბონი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 19, 2014 Author Report Share Posted February 19, 2014 ქარიყლაპია ფლუროკარბონის სადავეზე ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 23, 2014 Author Report Share Posted February 23, 2014 გასათვალისწინებელია! წნული ძუის სათევზაო კოჭის დოლურაზე დაფიქსირების სამი ხერხი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 25, 2014 Author Report Share Posted February 25, 2014 TOZI777 აქაა სათევზაო კვანძების თემა: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=631 ამ თემაში დადებული არათემატური პოსტები წაიშლება. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted March 4, 2014 Report Share Posted March 4, 2014 თუ ვინმეს გინახავთ დინამოსთან დოლარ სთორი რომაა მაგის გვერდით არის ერთი მაღაზია და გუშინ პოვერ პროს ძუები და წნულები ვნახე რამდენიმე ზომა ქონდათ , მაგრამ აი ფასები იყო საოცრად პატარა. ანუ რისი კითხვა მინდა: შემოდის ჩვენთან პოვერ პროს პატენტები ან ჩინური მაიმუნობები? ნამდვილად არ მინდა 15 ლარიანი სატყუარები ჩავწყვიტო აფერისტი ჩინელების ნამაიმუნარით... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 5, 2014 Author Report Share Posted March 5, 2014 თუ ვინმეს გინახავთ დინამოსთან დოლარ სთორი რომაა მაგის გვერდით არის ერთი მაღაზია და გუშინ პოვერ პროს ძუები და წნულები ვნახე რამდენიმე ზომა ქონდათ , მაგრამ აი ფასები იყო საოცრად პატარა. ანუ რისი კითხვა მინდა: შემოდის ჩვენთან პოვერ პროს პატენტები ან ჩინური მაიმუნობები? ნამდვილად არ მინდა 15 ლარიანი სატყუარები ჩავწყვიტო აფერისტი ჩინელების ნამაიმუნარით... არ არსევობს 15 ლარიანი power pro. კონტრაფაქტია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 5, 2014 Author Report Share Posted March 5, 2014 გასულ შაბათს თევზაობისას პირველად გამოვიყენე power pro super 8 slick და ძალიან მომეწონა! ანუ მაქსიმალურად შეესაბამება მითითებულ ტესტს, უხმაუროა, ძველ power pro-ს თან შედარებით გაცილობით შორს მიფრინავს სატყუარა, ტვიჩინგისას მშვენივრად იმუშავა. მოკლედ კარგი წნულია! http://fion.ru/new/941/ ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 ესეთი წნული მივიღე კიდეც.ერთია რო 0.12-ია(((.ფირმა მეუცხოება რაღაც. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 25, 2014 Report Share Posted April 25, 2014 ზუსტად ასეთი აქვთ აღმაშენებელზე ზაზა და ფერადი როა მაგიტო არ ვიყიდე. მერე ნაწყვეტი ვნახე ნოღელაზე დავიხვიე ხელებზე და ვერაფრით ვერ გავწყვიტე. ჩინურიაო გამყიდველმა მითხრა მარა მაგარი კია სადაურიცაა. მთავარია მალე არ დალპეს და დასუსტდეს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 26, 2014 Report Share Posted April 26, 2014 (edited) ბერკლის ცომების საყიდლად შევედი და რომ იტყვიან, "გაიხარე მუშავ წამებულო", მაგარი სეილი ჰქონდათ თევზაობის განყოფილებაში. POWER- PRO-ს წნული ძუები ათ-ათ დოლარად შევიძინე და P-LINE-ში 7$ გადავიხადე. Edited April 26, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 26, 2014 Report Share Posted April 26, 2014 მაგაი ფასებია გიორგი,მე რომ მასეთი ფასები შემხვდეს გავაკოტრებ ოჯახს power pro-ს 0,1 წნულში 23,99 აქაური მანათი გადავიხადე და მიხაროდა იაფად ვიყიდეთქო,ანუ 3 ჯერ უფრო მეტი ვიდრე შენ,მაგრამ მაგარი კმაყოფილი ვარ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 26, 2014 Report Share Posted April 26, 2014 (edited) pescatore თან რამე ჩინური, ან ტაილანდური კი არ არის, წნულები აქ არის გამოშვებული, თან დაახლოებით 135 მეტრია თითო, P-LINE-ი კიდევ ნაღდი იაპონურია, სიგრძე დაახლოებით 270 მეტრია, მაგას სადავისთვის ვიყენებ, როცა კალმახზე ვთევზაობ. ესეთი მომენტის გამაზვა ნაღდად არ შემეძლო. დავამატებ რამოდენიმე სიტყვას ძუებზე. ვინც ხშირად თევზაობთ და გაქვთ რამოდენიმე ანკესი, ნამეტანი ძვირი სიამოვნება ჯდება თევზაობა. დუჟინ-ნახევარი სპინინგი მაქვს, ანუ 18. რა აუვა იმათ კოჭებზე ყოველწლიურად ძუის ცვლას? ამიტომ ასეთ რამეს ვაკეთებ. მოზრდილ კოჭებზე თავიდან ვახვევ იაფფასიანს და შემდეგ ვაერთებ ხარისხიანს, რათა კოჭა შეივსოს. ყველა კოჭაზე ისე მაქვს დახვეული ძუა, რომ ცილინდრის დიამეტრს არ გადააჭარბოს. ასეთ შემთხვევაში გასროლისას, მაქსიმალურ დისტანციაზე ვისვრი. თუ კოჭაზე მეტი ძუაა დახვეული, ძალიან დიდი შანსია ახლართვის, ხოლო თუ ნაკლებია, იზრდება წინააღმდეგობა და ხახუნის ძალით მცირდება სატყუარის გასროლის მანძილი. პ.ს. გადაბრუნდა კიდევ ერთხელ ჩემი ქართულის მასწავლებელი საფლავში. რანაირად ვწერ, მე თვითონ მიჭირს ხოლმე წაკითხვა. Edited April 28, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 26, 2014 Author Report Share Posted April 26, 2014 მე კიდე დღეს ეს გამოვწერე ამაზონიდან Power Pro Super 8 Slick 150Yd Timber Brown 15LB 18$ + ჩამოტანა 2-3 ლარამდე. ამ წნულმა მაგრად მასიამოვნა(ოგონდ 10LB ) და ახლა 15LB გამოვიწერე. ძველი მოდელისგან განსხვავებით(ძველიც მაქვს და ვიყენებ) გაცილებით უხმაუროა(ხმა საერთოდ არ აქვს რგოლების გავლისას), გაცილებით შორს მიფრინავს(ყოველგვარი ზედმეტი ქების გარეშე) და შედარებით მეტ დატვირთვას უძლებს წყვეტაზე გატესტვისას. http://www.amazon.com/gp/product/B006FLNLWC/ref=oh_details_o02_s00_i00?ie=UTF8&psc=1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2014 Report Share Posted April 27, 2014 POWER-PRO-ს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. თუ მას გრძელ ჯოხზე ხმარობთ, დაახლოებით 3 მეტრიანზე, ისიც მედიუმის სიმძლავრისაზე, დაშვებულ ფრიქციონზე იდეალურად მუშაობს. ვამუშავე 10LB-იანი 7'-იან ულტრა-ლაითზეც, თანაც 1000-იან შიმანოს კოჭაზე, მაგრა გაქაჩა, ძირითადად კასტმასტერებზე, დაახლოებით 50-60 მეტრი მიფრინავდნენ. მაგრამ ერთი პრობლემაა, უფრო სწორედ ორი. ერთი რომ ძვირია. მეორე კიდევ, თუ აიხლართა, უნდა გადაჭრა, გახსნაზე ძალიან დიდ დროს დახარჯავთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2014 Report Share Posted April 27, 2014 DMORAL დავით, დააკვირდი ჩემს დადებულ სურათს და შენს დადებულ ლინკზე წნულების სურათებს. შენს ლინკზე, თუ ეგ იყიდე, არ არის შტატებში გამოშვებული. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 27, 2014 Author Report Share Posted April 27, 2014 DMORAL დავით, დააკვირდი ჩემს დადებულ სურათს და შენს დადებულ ლინკზე წნულების სურათებს. შენს ლინკზე, თუ ეგ იყიდე, არ არის შტატებში გამოშვებული. ვიცი გიორგი. Power Pro Super 8 Slick პოვერ პროს ახალი წნულია. სადაა წარმოებული არ ვიცი მაგრამ ნაღდად პოვერ პროა. ციტირება Link to post Share on other sites
teimuraz tugushi 0 Posted April 30, 2014 Report Share Posted April 30, 2014 DMORAL დავით, თქვენს მიერ მითითებული ძუა სავარაუდოდ 0.19 მმ უნდა იყოს. ქაშაპზე აპირებთ მაგ ძუით თევზაობას თუ ქარიყლაპიაზე? თუ ორივე მათგანზეა შესაძლებელი მისი გამოყენება? ქაშაპზე სათევზაოდ მონო ძუას რას მირჩევდით? სპინინგი daiwa ultra light presso, სიგრძე 210 სმ. კოჭა Daiwa Aird Spinning Reel AIRD1000SH (როგორც მივხვდი ეგეთ კოჭა თქვენც უნდა გქონდეთ და ნორმალური კოჭაა? უკაცრავად თემის გაოფებისთვის). ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 1, 2014 Report Share Posted May 1, 2014 akila მე ქაშაპზე მონო ძუას გირჩევდი მაქსიმალური დიამეტრი 0 20–––0 25 მე 0 20ზე მეტს არ დავაყენებდი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.