Jump to content
Club-Monadire.Ge

ბომბარდა- სბირულინო


Recommended Posts

  • Replies 69
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 5 months later...

გუშინ გადავწყვიტე ჩემით გამეკეთებინა ხელოვნური ბუზანკალი.

 

არა ძმებო, მაგარი ნერვები სდომებია.

 

ან მთვრალმა უნდა გააკეთო, ან კიდევ რკინის ნერვები უნდა გქონდეს. :alfons:

 

ორი ცალი როგორც იქნა ავაწყვე, დღეს დავტესტავ, თუ მომცა შედეგი, მერე სურათებსაც გაჩვენებთ.

Link to post
Share on other sites

ხელსაწყოები თუ გაქვს გიო ძნელი არ უნდა იყოს.

ჩვენ მეგობარ ფორუმზე ვნახე კუსტარულად აწყობილი ხელსაწყოების ფოტოები,ძალიან ნიჭიერად აქვს გაკეთებული.ძაფის დასახვევი საწერი კალმის ტანიდან აქვს,ნემსკავის დამჭერად კი სამედიცინო ბრტყელტუჩას იყენებს.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

საქმეც მაგაშია ავთია, რომ პატარა "ტისკის" გარდა მსგავსი ხელსაწყოები არა მაქვს.

 

სალომეს გააკეთებინეს ადრე სკოლაში და იქიდან ჰქონდა მოტანილი ძაფები და "რაღაც" ფრინველის ბუმბულები.

 

დღეს 5-ანზე ჩააბარეს გამოცდა.

 

ეხლა სველებია ისევ, ხვალ მშრალები იქნება და გადავუღებ სურათებს.

 

ერთი დიდი პლუსი ისა აქვს, ბარტყა-ბურტყით ჯდებოდა კალმახი, მინუსი კიდევ, ბევრი პატარა მოდიოდა.

სამაგიეროდ თევზი არ ფუჭდება და ადვილად ვაძრობ კაუჭს და გაშვებულს გადარჩენის დიდი შანსი აქვს.

 

თან მონტაჟსაც გადავიღებ და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ "პოლისჯოხითაც" შეიძლება თევზის ჭერა.

ვიცი თეორეტიკოსები ამიხირდებიან, მაგრამ ფაქტებს სად წაუვლენ??? :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

კილო ნახევრამდე იყო ეს ჭრელა.

 

fbf159590c8c.jpg

 

ეს დღევანდელი ნადავლი.

 

/გათენდეს, გადავიღებ ხარისხიან ბუზანკალების სურათებს, ეხლა არ გამოდის და აქვე ჩავამატებ./

 

e75cb2999d65.jpg

Link to post
Share on other sites

წერა დამეზარა და ვიდეო გადავიღე. :haha:

 

ერთი რამ გამომრჩა, ზუსტად იგივე მოძრაობას ვაკეთებინებ სატყუარას, როგორც გაშოლტვისას, ანუ მცირე პაუზებით მომაქვს ჩემსკენ, ასევე ორივე ბუზანკალი ისეთი მასალისგანაა, რომ იძირება.

თუ რამ შეკითხვები იქნება, მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერს.

 

Link to post
Share on other sites

გაოხარე გიო!

 

ძალიან კარგი ვიდეოა! :yes:

 

ყოჩაღ! :clapping:

 

 

 

ოღონდ ამ თემიდან გადასატანია ბომბარდის თემაში, აქ: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=290&st=0

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

იგივე მეთოდით მდინარეზე იჭერს ქაშაპს ეს კაცი.

 

 

ავთო დარახველიძეც წარმატებით იყენებს ამ მეთოდს წყალწითელის ქაშაპებზე.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ბომბარდით მდინარე სედოი ურალზე.

 

სატყუარა - პატარა ტრიალები. ნადავლი: ჭერეხი, ქაშაპი და ქორჭილა.

 

არჩილ, ასეთი ვიდეოს გადაღება ალაზანზეც შეიძლება. :)

 

 

 

 

 

P.S. თავიდან ხმა ისმის ცოტა ცუდად. შემდეგ გამოსწორდება.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

 

გიორგი ელჩიბეგაშვილის ამ მშვენიერმა ვიდეომ მიბიძგა, რომ რომ ცოტა მეტი ვიზუალური მასალა მომეპოვებინა და დამედო თევზაობის ამ ეფექტურ მეთოდთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, წყლით შესავსებ ტივტივასთან(ასევე ბულდოსაც(buldo) ეძახიან) დაკავშირებით. ის არსებობს სხვადასხვა სახის და განსხვავდებიან ფორმით, ზომა-წონით,ფერით. დანიშნულება კი იგივეა რაც ბომბარდის (სბირულინო)შემთხვევაში - მსუბუქი სატყუარის შორს გადაგდების უზრუნველყოფა.

5833b96ab67d.jpg

2a7ea790b8fa.jpg

d72c347d5f85.jpg

8808d8091fa9.jpg

46707d279a9f.jpg

c4ee51ed3327.jpg

5d2ac702717c.jpg

e637577a9de8.jpg

8ab3f0b3407f.jpg

a88705f582a7.jpg

 

 

ასევე არსებობს წყლით შესავსები ბომბარდებიც, რითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ მათი წონა.

 

6b516d5312d3.jpg

ac93d16a2cfe.jpg

 

 

 

ეს კი ბომბარდის და წყლით შესავსები ტივტივის მონტაჟის ვიზუალური ვარიანტი. ამაზე უკვე გიორგიმ ვიდეო მასალით

 

მოგითხროთ.

 

aa02cd2b777f.jpg

 

 

ეს ინტერნეტგვერდიც ნახეთ: http://globalflyfisher.com/fishbetter/bubble/

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

გამოდის რომ ველოსიპედი ხელმეორედ გამომიგონებია. :d030: :d030:

 

შვილებს ვფიცავარ თუ სიმართლეს არ ვწერდე, ნაღდად ჩემით მივედი ამ მონტაჟამდე, რომელიც ვიდეოში გაჩვენეთ, ახლა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ გამოცდილებას.

 

ჩემს მონტაჟში სხვანაირი კარაბინი მიყენია, რომელიც საშუალებას მაძლებს სწრაფად გამოვცვალო სადავე.

მაგ; ხანდახან სხვა ფერის ბუზანკალი მუშაობს, რომლებიც წინასწარ მაქვს აწყობილი და მათი შეცვლა წამებში ხდება, ასევე უცებ შემიძლია გადავიყვანო ბერკლის ბოილებზე.

 

ამ მონტაჟით ყველანაირ პირობებში შემიძლია ვითევზავო, როგორც ტბაზე, ასევე დიდ მდინარეზე და ღელეზეც.

Link to post
Share on other sites

გამოდის რომ ველოსიპედი ხელმეორედ გამომიგონებია. :d030: :d030:

 

შვილებს ვფიცავარ თუ სიმართლეს არ ვწერდე, ნაღდად ჩემით მივედი ამ მონტაჟამდე, რომელიც ვიდეოში გაჩვენეთ, ახლა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ გამოცდილებას.

 

ჩემს მონტაჟში სხვანაირი კარაბინი მიყენია, რომელიც საშუალებას მაძლებს სწრაფად გამოვცვალო სადავე.

მაგ; ხანდახან სხვა ფერის ბუზანკალი მუშაობს, რომლებიც წინასწარ მაქვს აწყობილი და მათი შეცვლა წამებში ხდება, ასევე უცებ შემიძლია გადავიყვანო ბერკლის ბოილებზე.

 

ამ მონტაჟით ყველანაირ პირობებში შემიძლია ვითევზავო, როგორც ტბაზე, ასევე დიდ მდინარეზე და ღელეზეც.

 

გაიხარე გიო! მეც ვიცი რომ შენით მიდი ამ მონტაჟამდე. :yes:

 

პატარა კარაბინი ნამდვილად მოსახერხებელია.

 

ერთი თხოვნა მექნება რომ პატარა ტრიალებიც მოსინჯო ამ მონტაჟზე. ასევე შეიძლება პატარა ვობლერებიც, მიკრო მერყევები, ტვისტერები და ასევე ბუნებრივი სატყუარები(ჭიაყელა, ხოჭო, კალია, პურის გული ან ქერქი და სხვა)

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ტბებზე ნაცადი მაქვს მეფსის, აგლიას და რუსთერების N#1 ბზრიალები, ასევე BROWNING-ის ნაჩუქარი კანადური კომპლექსური სატყუარები, შედეგი კი აქვთ, მაგრამ ბუზანკალს და ბერკლის ცომებს ვერ შეედრებიან.

მდინარეზე შენი ჩამონათვალიდან ხოჭო და კალია არ მიცდია, დანარჩენზე მშვენივრად მოდის.

თუ გახსოვს ქათმის და საქონლის ღვიძლსაც ვიყენებ, ასევე ღორის ქონს.

 

ტბაზე ესენი არ მუშაობენ, მდინარეზე კი ბატონო, ოღონდ დინების და სიღრმის შერჩევა უნდა, სხვანაირად არ გამოვა არაფერი.

ჩქარ დინებაში ვერ გააკონტროლებ, მდორეში კიდევ წამოედება რაღაცას ფსკერზე და ჩაწყვეტის პროფესორი რომ ვარ, კი იცი ეგ უკვე. :d030:

 

აქ ჯერ არ შემხვედრია მდინარეებზე შლამიანი ფსკერი, მოზრდილი ლოდებით არის სავსე და კაი ბომბორა რიყის ქვებით დაფარული.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 8 months later...
  • 5 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...