იეტი 1 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 სკს სიმიონოვის თვითდამტენი კარაბინი მადლობა shooterscentral.ge-ს საინტერესო სტატიისათვის. კარაბინი სკს-ი კალიბრი – 7.62X39 წონა – 3.89kg ლულის სიგრძე 520 მმ სრული სიგრძე 1022 მმ მჭიდის ტიპი და ტევადობა – შიდა, ფიქსირებული, 10 ვაზნა სრული სახელი: самозарядный карабин симонова образца 1945 года – СКС45 ან უბრალოდ СКС სკს-ის პირველი ვარიანტები იცდებოდა 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს. კარაბინის დახვეწა გაგრძელდა 1949 წლამდე როდესაც მისი მასიური წარმოება დაიწყო. ზოგადად რუსული სკს–ები შეიძლება დაიყოს ორ თაობად. პირველი თაობის კარაბინები გამოდიოდა ტულაში 1945 წლიდან 1951 წლამდე. განსხვავდება მეორე თაობის სკს-გან სწორი ცევიოთი, განსხვავებული ხიშტით, დაკუთხული “გაზოოტვოდით” და რაც მთავარია ნემსა აღჭურვლი იყო ზამბარით, რომელიც გამორიცხავდა შემთხვევით გასროლას ინერციის შედეგად. 1951 წლიდან სკს-ი გამოდის ქრომირებული ლულით ხოლო ამავე წლის ბოლოს იცვლება საკეტის დიზაინი. ასევე ზამბარიანი ნემსა 1951 წლიდან აღარ ყენდება სკს-ზე. 1952 წელს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები, კერძოდ შეიცვალა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, ხიშტის სამაგრი და “ცელიკი”. 1953 წლიდან 1956 წლამდე არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორცილებეულა. აღდგენილი და რემონტ გავლილი სკს-ები შეიძლება შეიცავდნენ სხვა და სხვა ნაწილებს, რამაც შეიძლება დააბნიოს მყიდველი. რემონტის და აღდგენის მარკირებების ვარიანტები ნაჩვენებია სურათზე. დაგეხმარებათ დაადგინოთ არის თუ არა კარაბინი რემონტ გავლილი. რომელი ქარხნები უშვებდნენ სკს საბჭოთა კავშირში? მხოლოდ ორი ქარხანა იყო დაკავებული სკს-ის გამოშვებით, პირველ რიგში ტულა და მეორე რიგში (მხოლოდ ორი წელი იჟევსკი). საქართველოში ლეგალურად იყიდებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოშვებული ანუ მხოლოდ ტულაში და იჯევსკში გამოშვებული კარაბინები. არალეგალურზე მე პირადად არაფერი მსმენია. არსებობს თუ არა უკრაინული სკს-ი? არ არსებობს. უკრაინიდან შემოტანლი სკს-ის კარაბინები საბჭოთა კავშირში, ტულას და იჯევსკის გამოშვებულია. ასე რომ არ დაუჯეროთ ზღაპრებს ვითომ და დაბალი ხარსხის უკრაინულ კარაბინებზე. :–) რომელი ქვეყნები უშვებდნენ სკს-ს საბჭოთა კავშირის გარდა? სკს-ის კარაბინებს და მისი მოდიფიკაციებს აწარმოებდნენ ასევე ალბანია, ჩინეთი, აღმოსავლეთ გერმანია, ვიეტნამი, ჩრდილო კორეა, რუმინეთი, იუგოსლავია. ინფრორმაცია იუგოსლავურ სკს-ბზე იხილეთ აქ http://www.yugosks.net (შენიშვნა: საქართველოში ოფიცილურად შემოდიოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოშვებული სკს-ები). ჩემთვის უცნობია, თუ საქართველოში ვინმეს აქვს “არა საბჭოთა” სკს-ი). ჩინური სკს–ი დაკუთხული ხიშტით იუგოსლავიური სკს–ი რომელი ვარიანტები იყენებენ AK47/აკმ-ის მჭიდებს? ქარხნული ვარიანტებიდან ხმოლოდ ჩინური სკს-მ და სკს-დ იყენებენ ასეთი ტიპის მჭიდებს. პატარა კომპანიები აშშ-ში აწარმოებენ კომპლექტებს, რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოყენებულ იქნას აკ-47/აკმ-ის მჭიდები. ასეთი კომპლექტის დაყენება აანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელიც ცოტას მაინც ერკვევა იარაღში. როგორ გავიგო როდისაა გამოშვებული ჩემი კარაბინი? საბჭოთა სკს-ზე დამზადების თარიღი არტყია ქარხნის ნიშნის ქვეშ. (იხილე სურათი). იშვიათი შემთხვევა იშვიათად მაგრამ შესაძლებელია შეგხვდეთ სკს-ი რომელსაც არ არტყია გამოშვების წელი. სავარაუდოთ ასეთ კარაბინებს უშვებდა ტულა 1956 წელს. არის თუ არა განსხვავება აღდგენილ, რემონტგავლილ და ხელუხლებელ სკს-ს შორის? იმ მასალების საფუძველზე, რომელიც მე მოვიძიე და გამოკითხვების, რომელიც მე ჩავატარე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ამას გადამწყვეტი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ანუ განსხვავება აღდგენილ და ხელუხლებელ სკს-ს შორის პრაქტიკულად არ არსებობს. და თუ არსებობს მსროლელი მამას მაინც ვერ შეამჩნევს. სკს-ი არის აღდგენილი თუ: 1. რკინის ნაწილებს მკვეთრი კუთხეების მაგივრად აქვთ დამრგვალებული პირები რაც მეტყველებს იმაზე რომ იარაღს ააცილეს ძველი დაფარვა გააპრიალეს და შემდგომ ხელახლა დაამუშავეს. 2. ლამინირებული “ლოჟა” 3. ხიშტი და საკეტი მუქი ფერისაა. ორიგინალურ რუსულ კარაბინებს მხოლოდ ღია ფერის ხიშტი და საკეტები აქვთ. 4. ასევე იცვლება მარკირებები, თავიდან მატ მკვეთრი ფორმა აქვთ და ეტყობა რომ ის ამოჭრილია რკინაში. თუ მარკირების ნაპირები დამრგვალებულია და არამკვეთრია ესეიგი ფოლადის ნაწილები დამუშავდა აღდგენის დროს და მარკირების სტრუქტურაც შეიცვალა. 5. როგორც წესი აღდგენილ სკს-ებს არტყიათ შესაბამისი ნიშანი, რომელიც მიუთითებს რომ ეს იარაღი აღდგენილი იყო. (იხილე სურათი) რამდენად ზუსტია სკს-ი მითი იმის შესახებ რომ საბჭოთა წარნმოების იარაღი არაზუსტია ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ეს არ არის საბჭოთა იარაღის კონსტრუქციიდან გამომდინარე. ორი ძირითადი მიზეზი არის ძალიან პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები და მაღალი ხარისხის ვაზნების არ არსებობა. კარგი ხარისხის ვაზნებით და კარგად დაყენებული ოპტიკით ან მაღალი ხარსხის ღია (რკინის) სამიზნე მოწყობილობებით სკს-ი ისეთივე ზუსტი შეიძლება იყოს როგორც ნებიმიერი მისი ანალოგი. ასევე გასათვალისწინებელია ისიც თუ რა მდგომარეობაშია კონკრეტული კარაბინი, ვინაიდან მათი წარმოება 50 წლის წინ შეწყდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ http://www.simonov.net/uberaccur.htm როგორ და რა სახის ოპტიკა ყენდება სკს-ზე სკს-ის არც ერთი მოდიფიკაცია არ იყო გათვლილი ოპტიკური სამზინეების გამოსაყენებლად. გამომდინარე მისი კონსტრუქციიდან ოპტიკური სამიზნის დაყენებისას უნდა გაითვალისწინოთ რომ კარაბინი იტენება ზევიდან ხოლო მასრების ექსტრაქციამ შეიძლება დაგიზიანოთ ოპტიკური სამიზნის კორპუსი და ლინზები. ყველაზე მისაღები ვარიანტი არის “სტვოლნი კარობკის” სახურავის შეცვლა, ისეთით რომელზეც უკვე დაყენებულია კრონშტეინი. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აქ http://www.simonov.net/mounts.htm აღნიშნული მოდიფიკაცია არ შეცვლის კარაბინის ორიგინალურ მდგომარეობას და ყველაზე იაფი და ადვილია. გულახდილად ვიტყვი პსო–ს დაყენება სკს–ზე არის მარაზმი. რომელია სკს-ის ძირითადი მოდელები? არსებობს სკს-ის სამი ძირითადი სახეობა: 1. ძირითადი კლასიკური), ანუ ხის კონდახი, დასაკეცი ხიშტი და ფიქსირებული მჭიდი. ასეთებია, საბჭოთა წარმოების, ალბანური, რუმნული, ეგვიფტური, ვიეტნამური, ჩრდილო კორეული და ზოგიერთი ჩინური მოდელი. 2. იუგოსლავიური მოდიფიკაცია. ადვილად განსხვავდება ლულაზე დაყენებული მასიური “ნასადკით”, რომელიც გამოიყენება ყუმბარების სატყორცნად. 3. ახალი თაობის ჩინური სკს-ები. მოსახსნელი მჭიდები, შტამპოვკის ფართო გამოყენება და კონდახის სხვა და სხვა ვარიანტები (მონტეკარლო, ორთიოპდიული “სვდ”-ს სტილში და ასე შემდეგ). არსებობს თუ არა საბჭოთა სკს-ის სანადირო ვარიანტი? დიახ არსებობს. მისი ადრინდელი სახელია ОП-СКС. ის წარმოადგენს საბრძოლო კარაბინის გადაკეთებულ ვარიანტს და გავლილი აქვს აუცილებელი დეფექტაცია. მისი შემდეგ მოდიფიკაციას ქვია ТОЗ-97 Архар და განსხვავდება პირველი მოდიფიკაციისგან წინასწარ დაყენებული კრონშტეინით და სხვა მცირე კოსმეტიკური ცვლილებებით. ორივე ტიპის კარბინი შემოდიოდა საქართველოში. სურათზეა ТОЗ-97 Архар სანადირო სკს-ებს ძირითადად უშვებს ვიატსკიე პოლიანებში განლაგებული და კარგად ცნობილი ქარხანა “მოლოტი” (მოლოტის ყველაზე ცნობილი პროდუქციაა ვეპრის სერიის სანადირო შაშხანები და კარაბინები). აღსანიშნავია, რომ სანადირო სკს–ებს აქვს ხელოვნურად შემცირებული თვისებები, კონკრეტულად შეცვლილი აქვს საბრძოლო უპორების გეომეტრია რის გამოც სანადირო კარაბინს აქვს ნაკლები ენერგია და შესაბამისად ბალისტიკით ის ჩამორჩება “ორიგინალურ” სკს–ებს. რითი განსხვავდება სანადირო სკს-ი საბრძოლო ვარიანტისგან? განსხვავებები შემდეგია: 1. გაუმჯობესებული ფორმის “ლოჟა” 2. ფოსფატირებული ფოლადის ნაწილები 3. ლულაში ჩარტყმული სპეციალური შტიფტი (ტოვებს ბალისტიკურ მეტკას ყოველ გასროლილ ტყვიაზე) 4. მოხსნილი აქვს ხიშტი 5. ბოლო მოდიფიკაციებს ქარხანაში უყენდებათ კრონშტეინი ოპტიკური სამიზნისთვის. 6. ხის დეტალები იფარება ახალი ლაკით 7. ყველა კარაბინი გადის გადაკეტებამდე აუცილებელ შემოწმებას ხოლო გადაკეთების მერე უკეთდებათ მისროლა. როდის ისვრის სკს-ი ჯერებით? ნებისმიერი ნახევრად ავტომატურ სისტემას შეუძლია შეემთხვას აღნიშნული პრობლემა. სკს-ის შემთხვევაში ამას აქვს ორი მიზეზი. ნემსა სკს-ში არ არის დამაგრებული ზამბარით და თავისუფლად მოძრაობს საკეტის შიგნით. იმ შემთვევაში თუ არხი რაშიც მოძრაობს ნემსა მეტისმეტად დაბინძურებულია და/ან სავსეა ტაოტით ან ზეთით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნემსას გაჭედვა “ღია” ანუ გამოშვერილ მდგომარეობაში რაც საკეტის ჩაკეტვისას იწვევს ნემსას კონტაქტს ვაზნასთან, აღნიშნული დიდი ალბათობით გამოიწვევს ორმაგ ან ჯერებით სროლას. ასევე აღნიშნული პრობლემა შეიძლება წარმოქმნას კომრციული ვაზნების გამოყენებამ. კაფსული ასეთ ვაზნებში არის ძალიან რბილი და გარეთ გამოშვერილი, ინერციის ძალა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს კაფსულის გახეთქვისთვის რაც ასევე გამოიწვევს ორმაგ გასროლას ან ჯერებით სროლას. მეორე სცენარი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვინაიდან კაფუსლი შეიძლებ გასკდეს უფრო ადრე ვიდრე საკეტი მთლიანად ჩაიკეტება, რაც გამოიწვევს ვაზნის დეტონაციას და ყველა აქედან გამომდინარე ნეგატიურ შედეგს. შესაძლო პრობლემები სკს-ის დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმთან სკს-ს გააჩნია საკმაოდ მარტივი და საიმედო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიმზი. მისი დიზაინიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვეთის ან არასწორი მომსახურების გამო, დაცემისას აბ შერყევისას დამტყმელი გამოთავისუფლდეს და გამოიწვიოს გასროლა. იმისთვის რომ შემოწმდეს დამრტყმელის საიმედო მოდება გამშვებ დეტალტან (спусковой рычаг) უნდა ჩაატაროთ შემდეგი ტესტი: 1. დამოწმდეთ რომ კარაბინში არ არის ვაზნები 2. გაზსნათ საკეტი 3. მოხსნენით სახურავი, ზამბარა და ამოიღეთ საკეტი 4. დააჭირეთ სასხლეტს და დააკვირდით დამრტყმელის მოძრაობას მისი გაშვების მომენტამდე თუ დამრტყმელი მოძრაობს წინ, მაშინ მას ნეგატიური კავშირი აქვს, თუ არ იძვრის ნეიტრალური თუ მოძრაობს უკან – პოზიტიური. პოზიტიური კავშირი საუკეთესო ვარიანტია, ვინაიდან დამრტყმელი ყოველთვის დარჩება თავის ადგილზე სანამ გამშვები დეტალი მას არ გაათავისუფლებს. ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ პირველი ორი ვარინტი სახიფათოა, უმეტეს შემთხვევაში დამრტყმელი მაინც საიმედოთ არის ჩაკეტილი. ამ დეტალების პოლირება, ან გადაკეთება ზრდის შემთხვევითი გასროლის ალბათობას. სკს-ის მუშკის რეგულირება კარაბინის მუშკის გადაადგლება 1 მმ იწვევს სტპ-ს (средняя точка попадания) გადაადგილებას 21 სმ 100 მეტრზე ხოლო მუშკის ერთი სრული ბრუნი იწვევს სტპ-ს ვერტიკალურ სიბრტყეში გადაადგილებას 16 სმ. სკს-ის არჩევა სკს-ს რაიმე სუსტი წერტილი არ გააჩნია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. სტანდარტული პროცედურები იქნება სავსებით საკმარისი. ლულის შემოწმება. შემოწმება ჟანგზე. “გაზოოტვოდის” მდგომარეობა. ლუფტები. ლოჟეს შემოწნება, აქვს თუ არა ბზარები ან დაჟეჟილობები. როგორც წესი სკს-ი, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება შიგნიდანაც ანალოგიურ მდგომარეობაშია (ლაპარაკია ნზ-ს იარაღზე) ლინკები ინგლისურენოვანი 1. http://www.simonov.net/information.htm 2. http://www.pistolcraft.com/sks/ (ინსტრუქცია) 3. http://www.victorinc.com/SKS-FAQ.html (პოპულარული შეკითხვები სკს-თან დაკავშირებით) 4. http://will.mylanders.com/shot/sks/ (სკს-ის დაშლა) 5. http://www.youtube.com/watch?v=W2Xck4WtlZc'>http://www.youtube.com/watch?v=W2Xck4WtlZc (სკს-ის დაშლის ვიდეო) 6. http://www.youtube.com/watch?v=W2Xck4WtlZc (სკს-ის დაშლა, სამოყვარულო ვიდეო) რუსულენოვანი 1. http://www.sniper.nnov.ru/manual_sks.zip (наствление по стрелковому делу) 2. http://www.sniper.nnov.ru/manual_sks_remont.zip (руководство по ремонт) 3. http://www.sniper.nnov.ru/manual_sks.php (паспорт охотничьего карабина СКС) მარკირებები აქ მე შეძლების და გვარად გავაერთიანე ინტერნეტში მოპოვებული სხვა და სხვა მარკირებების სურათები, რომლებიც დაგეხმარებათ წაიკითხოთ ისინი და გაერკვიოთ თქვენი კარაბინის წარმომავლობაში და მის ისტორიაში. საბჭოტა სკს–ების მარკირებები ქარხნების “საფირმო” მარკირებები სხვა და სხვა ქვეყნების გამოშვებული სკს–ების მარკირებები თანამედროვე მოდიფიკაციები და “ტიუნინგი” გამომდინარე იქიდან რომ დასავლეთის ქვეყანაში მოხვდა უამრავი სკს–ი მათ შორის საბჭოთა ქვეყნებიდან და ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან და ჩინეთიდან, შეიქმნა აქსესუარების საკმაოდ დიდი ბაზარი ასევე ფართო არჩევანით. ყველაზე ხშირად იცვლება კონდახი, ხე იცვლება პლასტმასით, ყენდება მოსახსნელი მჭიდი და ოპტიკა. Tapco–ს მიერ წარმოებული 4–ის სტილში შესრულებული კონდახი ყველაზე რადიკალური მოდიფიკაცია, ე.წ. ბულპაპი. ვერც კი ამოიცნიობს კაცი სკს–ს :–) ციტირება Link to post Share on other sites
xanjala 0 Posted January 17, 2013 Report Share Posted January 17, 2013 (edited) იეტი გაიხარე მაგარი სტატიაა. ჩემს სკს-ს ხუფი აქვს შეცვლილი. დანარჩენ დეტალებზე ყველგან ერთი ნომერი აწერია. როგორ გავიგო რომელი ქარხნისაა და რომელი წლის გამოშვებაა? Edited January 17, 2013 by ხანჯალა ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted January 28, 2013 Author Report Share Posted January 28, 2013 იეტი გაიხარე მაგარი სტატიაა. ჩემს სკს-ს ხუფი აქვს შეცვლილი. დანარჩენ დეტალებზე ყველგან ერთი ნომერი აწერია. როგორ გავიგო რომელი ქარხნისაა და რომელი წლის გამოშვებაა? მადლობ მაგრამ ჩემი დაწერილი სტატია არაა და შესაბამისად მადლობა მე არ მეკუთვნის. წერია მანდ ავტორი ვინცაა. რაც შეეხება კითხვას. სერიული ნომრით შესაძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა ქარხანამ და როდის გამოუშვა კონკრეტული იარაღი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ რეესტრი არსებობს. მე არსად შემხვედრია სკს-ების რეესტრი. მიახლოებით შეიძლება იმის განსაზღვრა რომელი წლის და რომელი ქარხნის გამოშვება შეიძლება იყოს, დსმ-ს ნემსის, გაზგამყვანის მილის ფორმის და ხიშტის ფორმის მიხედვით. წერია მაგ სტატიაში იდენტიფიცირების შესახებ და კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაიკითხე. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 28, 2013 Report Share Posted January 28, 2013 ეეჰ,სიგიჟემდე მევასება ეს იარაღი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.