Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე ძაღლის მძუნაობა და დართვა.


Recommended Posts

მონადირე ძაღლის მძუნაობა და დართვა.

 

 

მძუნაობას ძაღლი იწყებს სხვადასხვა ასაკში. უმეტეს შემთხვევაში მძუნაობა მეორე წელს იწყება, თუმცა შესაძლებელია ღომ 5-7-9 თვის ლეკვებიც ამძუნდნენ.

მძუნაობის ნიშნებია: ძაღლი ხშირად გადის შარდზე, ასო თანდათან უსივდება და წვეთ წვეთად სისხლი გადმოსდის. დღიდან სისხლის გამოჩენისა 8-9 დღეში სისხლი წყდება და ძუ მზად არის დაერთოს ხვადს. დართვა დღიდან სისხლისდენისა მე-10-13 დღეს უნდა მოხდეს.

სასურველია 25 დღე იზოლირებული იყოს ძუ დართვამდე, რომ შემთხვევით ხვადს არ დაერთოს.

მძუნაობის დროს ძაღლს წყურვილი აწუხებს, ამიტომ მას განუწყვეტლივ უნდა ჰქონდეს სუფთა წყალი.

ძაღლის მაკეობა 61-64 დღეს გრძელდება,არაუმეტეს 65 დღისა . ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაკეობა 65 დღეს გაგრძელებულა ან შემოკლებულა 55 დღემდე, რაც გამონაკლისს წარმოადგენს

 

 

ძაღლის დართვის დროს სასურველი წლოვანების ასეთი შეფარდება:

 

 

1.1\2 წლის ძუს -2-4 წლის ხვადი უნდა დავრთოთ

 

3 ,, -5-6 ,, ,, ,,

4 ,, -5-6 ,, ,, ,,

5 ,, -5-6 ,, ,, ,,

6 ,, -5-6 ,, ,, ,,

7 ,, -4-5 ,, ,, ,,

8 ,, -3-5 ,, ,, ,,

 

 

--------------------------------------------------------------------------------

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩემი დინა მალმალე კი ფსამს მარა არ ატყდა ჯერ 4 თვეა ველოდები :alfons:

მირზა შენ 4 თვეა ელოდები და აბა მე კითხე,სამი წელი ხდება ლულუს სასირცხვო ბაგეების ვაკვირდები :( :(

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მირზას დინამ კი ჩეეხუტა როკიას გუშინ. B) ქუთაისის რძალი გახდა. ცოტა სურათებსაც დავდებ ქორწილისას.პორნოსთვის ბოდიში ყველას. :e025:

 

88be3fab3f22.jpg

 

71da9053bc2e.jpg

 

b846cde974b8.jpg

ამის მერე ატყდა ყანწების ტრიალი. :drunk:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გასულ კვირას ჩატარდა ჩემი კარმენის დართვა, შემდეგ სამშაბათს, განმეორებითი (საკონტროლოდ).

გაიცანით, კარმენის ახალი ფავორიტი - ლემბო პრაუტ რეინერი

 

Reiner.png

 

Vistavka5-2.jpg

 

Vistavka5-3.jpg

 

რეინერი, ჯერ კიდევ ყმაწვილია, მას 2 წელი ხვალ, 15 მარტს უსრულდება. მიუხედავად ამისა, მას უკვე აქვს რამოდენიმე საველე დიპლომი, მათ შორის მეორე ხარისხისაც, ჭაობის ფრინველზე, როცა შარშან, ახალგაზრდა კონტინენტალური მეძებრების (2 წლამდე) საველე შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

ახლახან, თებერვალში ჩატარებულ მონო-ჯიშის გამოფენაზე, რეინერი გახდა ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი და ნაციონალური კლუბის ჩემპიონი. მანამდეც, ნაციონალური კლუბის გამარჯვებული იყო, იუნორებს შორის.

 

ჩემს კარმენს ალბათ უმრავლესობა უკვე იცნობთ

 

87fe9b47c84e.jpg

 

i-796.jpg

 

i-850.jpg

 

i-1316.jpg

 

კარმენს - საველე შეჯიბრის სამგზის გამარჯვებულია. ამის გარდა, მოგებული აქვს კურცხაარების მეშვიდე საველე ჩემპიონატი (2012 წ.) და კონტინენტალური მეძებრების კომპლექსური შეჯიბრი "დორანის პრიზი" (აწყობს "გერმანული დრათჰაარის" ნაციონალური და პეტერბურგის კლუბი), რაშიაც შედის სამი სახეობის ტურნირი (საველე (ჭაობის ფრინველზე), იხვზე და ბეწვიანი ცხოველის მოტანა. მიღებული აქვს 2 САСТ - ი. კურცხაარების მეხუთე საველე ჩემპიონატის (2010 წ.) და რამოდენიმე სხვა დიდი შეჯიბრის პრიზიორია. 4-ჯერ ჰქონდა სხვა და სხვა საველე შეჯიბრში პირველი ხარისხის დიპლომის აღების შანსი, მაგრამ არ გაგვიმართლა და გადაადგილებული ფრინველზე (რაც აუცილებელია პირველი ხარისხის დიპლომის ასაღებად) საჭირო დონეზე ვერ ვიმუშავეთ. ამის გარდა,კარმენი არის 4 სხვა და სხვა საველე შეჯიბრის საუკეთესო ახალგაზრდა ძაღლი.

 

კარმენი ნაციონალური კლუბის ჩემპიონი და ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელია.

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

კობა შესაბამისი თემა გვაქვს ძაღლის მძუნაობა და დართვა და იქ ხომ არ გადავიტანო ეს პოსტები??

Link to post
Share on other sites

არა, ჯაბა. იქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ყველაფერზე, რაც ძაღლის მძუნაობას და დართვას ეხება (მე ვნახე ის თემა). აქ კი კონკრეტულ დართვაზე და კონკრეტულ ძაღლებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

ისე, მე შენს ადგილას, ცალკე შევქმნიდი "მონადირე ძაღლებში" ქვეგანაყოფას - "დართვები" და კიდევ ცალკე "ლეკვები".

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მონადირე ძაღლის მძუნაობა და დართვა.

 

 

................... დართვა დღიდან სისხლისდენისა მე-10-13 დღეს უნდა მოხდეს.

 

ეს არ არის სწორი მტკიცება. საერთოდ ასე ითვლება, მაგრამ, ძაღლი ცოცხალი არსებაა, და როგორც ნებისმიერ ცოცხალ ინდივიდუმებს ახასიათებს, არის გამონაკლისიც, რაც ბევრ, სხვა და სხვა ფაქტორზე არის დამოკიდებული - ასაკზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, დაჯვარებამდე (დართვამდე) ფიზიკურ 'ნაგრუზკებზე", გადატანილ ავადმყოფობებზე და ა.შ.

 

ყველაზე უკეთესია, თუ ძუს აუღებთ ანალიზს "პროგესტერონზე" (ეს გარმონია, რომელიც ზუსტად აჩვენებს, თუ როდის არის ყველაზე ოპტიმალური დროა დასართავად).

 

ჩემს მერის, მეორე დართვის დროს, ყველაზე ოპტიმალური 19-ე დღე ჰქონდა. პირველი დარტვისას მე-13.

 

 

ძაღლის დართვის დროს სასურველი წლოვანების ასეთი შეფარდება:

 

 

1.1\2 წლის ძუს -2-4 წლის ხვადი უნდა დავრთოთ

 

3 ,, -5-6 ,, ,, ,,

4 ,, -5-6 ,, ,, ,,

5 ,, -5-6 ,, ,, ,,

6 ,, -5-6 ,, ,, ,,

7 ,, -4-5 ,, ,, ,,

8 ,, -3-5 ,, ,, ,,

 

 

--------------------------------------------------------------------------------

 

არ ვიცი ეს საიდან აიღეთ, ვიღაცას შეიძლება დისერტაციაც ქონდეს ამ თემაზე დაწერილი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაერთოს, მაგალითად, 4 წლის ძუს, მაინცდამაინც 5 წლის ხვადი (მე-7 პოზიცია), როგორც ის, რატომ არ შეიძლება, რომ გართვისას ხვადი ძუზე უმცროსი იყოს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

აქაც მინდა დავდო აღწერა დართვის პროცესის, იმათთვის, ვისაც გამოცდილება არა აქვს, ან ძაღლები რაიმე მიზეზის გამო უარს ამბობენ დაჯვარებაზე.

ეგება ვინმეს გამოგადგეთ :old:

 

დართვისას, დაჟე უკვე გამოცდილ ძაღლებს, ჭირდებათ დახმარება. საუკეთესო ვარიანტია, მოიწვიოთ ვინმე გამოცდილი, დართვის ინსტრუქტორი (არიან ასეთები). თუ ამის საშუალება არ არის, მინიმუმ 3 კაცი. ძუს პატრონი -აუცილებლად, ხვადის პატრონი და ვინმე მესამე, ვინც დაკომპლეკსებული არ არის და თამამად დაეხმარება ძაღლებს დართვაში (მხედველობაში მაქვს, თუ იქნა საჭირო, მოკიდებს ხელს ხვადის ასოს და მისცემს ზუსტ მიმართულებას). მთავარი როლი ზუსტად ამ მესამე პირს ეკუთვნის.

 

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ძუ მზადაა დასართავად (თქვენ აღწერილ სიტუაციაში, მეც მგონია, რომ, ძუ ჯერ მზად არ იყო), მაგრამ, მან მანამდე თავისი აგრესიით დააფრთხო ხვადი, ეცადეთ დართვამდე ძაღლები ერთმანეთთან არ მიიყვანოთ. ძუ უნდა დააყენოთ ისეთ ადგილზე, რომ ფეხები არ უცურდებოდეს. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყელსაბამი. "ნამორდნიკი" აუცილებელი არ არის, თუ პატრონი დარწმუნებულია, რომ ძაღლი მას თვითონ არ დაკბენს (არის მომსმენი, უყვარს პატრონი და მას ლიდერად აღიარებს). თუ არადა, ჯობია გაუკეთოთ.

წინასწარ მოიმზადეთ სკამები, დასაჯდომად, რადგანაც ეს ხანგრძლივი პროცესია და დაიღლებით (ყურადღების მოდუნება კი არ შეიძლება). ძაღლის პატრონებისთვის ნებისმიერი სკამები გამოდგება, მესამე პირისათვის კი სასურველია სკამი უფრო დაბალი იტოს.

ძუს პატრონი ჯდება სკამზე და ძაღლის თავს ათავსებს ფეხებშუა. მესამე პირი, ჯდება დაბალ სკამზე და მუხლებს ძუს ტანის ქვეშ შეაწყობს, ისე რომ, ძუს წელი მის ფეხებზე განლაგდეს, რომელიც იქნება საყრდენი.

ზუ ფაქტიურად გამოდის გაჭიმული და შეზღუდული მოძრაობაში (თავი პატრონს უკავის საყელურის დახმარებით, ტანს " (ასე დავარქვათ) აკონტროლებს.

მიგყავთ ხვადი უკნიდან და როგორც კი ის შეაჯდება ძუს, "ინსტრუქტორი" და ხვადის პატრონი მას მაქციმალურად ეხმარებიან. ინსტრუქტორს ერთი ხელით მაგრად უკავია ძუ, რომ არ დაინძრეს "სტოიკიდან", ხოლო მეორეთი ეხმარება ხვადს, რომ ზუსტად "მოახვედროს". ხვადის პატრონს ერთი ხელით მაგრად უკავია თავისი ძაღლი და აკონტროლებს იმას, რომ, მას ფეხები სწორად ჰქონდეს განლაგებული ძუზე (წამოჭერილი უნდა ყავდეს "კიბორჩხალას" პოზაში), ხოლო მეორეთი აწვება ნელ-ნელა ზურგს უკან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხვადის ასო შევა იქ, სადაც საჭიროა

*такие вопросы задайте, что отвечать неудобно* (მიმინო) :blush2: :blush2: :blush2:

 

ცოტა ხნის შემდეგ, როცა დაბმა ზუსტად შედგება, ხვადის პატრონი ფრთხილად თავისი ძაღლის ფეხებს "ხსნის" ძუსგან და აყენებს ძაღლს ძუს პარალელულად. ამ დროს ინსტრუქტორი მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაბმა არ გაწყდეს (ხელს არ აშორებს ხვადს უკნიდან). ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში მომენტია, იმ მხრივ, რომ ამ დროს შეიძლება გაწყდეს დაბმა და მეორე, ასეთმა გაწყვეტამ შეიძლება ტრამვა მიაყენოს, როგრც ძუს შინაგან ორგანოებს, ასევე ხვადის გენეტალიას.

თუ აქამდე ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, შეგიძლიათ ცოდა მოდუნდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლები უყურადღებოდ მიატოვოთ. არა, ორივე პატრონს თავიანთი ძაღლები დამაგრებული ყავთ ძველებურად, ინსტრუქტორი კი აკონტროლებს მთელ პროცესს (ხელს არ აშორებს ხვადს უკნიდან). უბრალოდ ამ დროს შეიძლება ლაყბობა ნებისმიერ თემაზე :-):91:

როცა ძუ "გაუშვებს" ხვადს, სასურველია, რომ, ინსტრუქტორმა აწიოს ძუს უკანა მხარე მაღლა და ასე 2-3 წუთი დაიკავოს (ხვადის ნამუშევრის ერთი წვეთიც რომ არ დაიკარგოს).

 

ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ ჩამოასხათ ღვინო და მომავალი ლეკვების სადღეგრძელო დალიოთ :drunk::drinks:

 

პ.ს. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ დრო სიმამდვილეში მოსულია, მაგრამ რაღაცა პრობლემები არსებობს.

მე ძუს "მზადყოფნას" ვამოწმებ მეზობლების ფინია ძაღლების დახმარებით. ძუ თუ მზადაა (თანახმაა დართვაზე), დგება პოზაში, გასწევს კუდს განზე (უტყუარი მაჩვენებელია იმისა, რომ ძუ მზადაა)... და ელოდება. ესენიც ატეხილები, ცდილობენ, მაგრამ ვერ წვდებიან :hi: B)

Link to post
Share on other sites

Коба

როგორ ფიქრობთ,დართვის შემდეგ,როგორც კი ძუ და ხვადი დაშორდებიან ერთმანეთს და ძუ უმალვე იწყებს შარდვას ეს რაიმე ხელის შემშლელი ფატორია ლეკვის ჩასახვასთან დაკავშირებით? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Коба

როგორ ფიქრობთ,დართვის შემდეგ,როგორც კი ძუ და ხვადი დაშორდებიან ერთმანეთს და ძუ უმალვე იწყებს შარდვას ეს რაიმე ხელის შემშლელი ფატორია ლეკვის ჩასახვასთან დაკავშირებით? :scratchchin:

 

აშკარად, ხელის შემშლელი ფაქტორია.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

აშკარად, ხელის შემშლელი ფაქტორია.

ვაახ....ჩემმა ძაღლმა გააკეთა მასე პირველ დართვაზეც და გამეორებაზეც :crazy: წესით კვირის ბოლომდე უნდა იმშობიაროს და მუცელი სულ ოდნავ აქვს შემობერილი რატომღაც...იმიტომ დამებადა ეგ კითხვა :scratchchin:

Link to post
Share on other sites

jino-93- "ხელის შემშლელი ფაქტორი", სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ, იმედი ამოიწურო. თუ სპერმატოზოიდების რაღაც ნაწილი მაინც ჩარჩა, შეიძლება ყველაფერი ნორმალურად იქნეს. თუმცა ის ფაქტი, რომ, "კვირის ბოლომდე უნდა იმშობიაროს და მუცელი სულ ოდნავ აქვს შემობერილი", მარტლაც არის ამაღელვებელი. ამ პერიოდში მუცელი უკვე უნდა ჰქონდეს გვარიანად გამობერილი. არ ინერვიულო წინასწარ, შეიძლება ცოტა რაოდენობის ლეკვები ყავდეს მუცელში.

Link to post
Share on other sites

jino-93- "ხელის შემშლელი ფაქტორი", სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ, იმედი ამოიწურო. თუ სპერმატოზოიდების რაღაც ნაწილი მაინც ჩარჩა, შეიძლება ყველაფერი ნორმალურად იქნეს. თუმცა ის ფაქტი, რომ, "კვირის ბოლომდე უნდა იმშობიაროს და მუცელი სულ ოდნავ აქვს შემობერილი", მარტლაც არის ამაღელვებელი. ამ პერიოდში მუცელი უკვე უნდა ჰქონდეს გვარიანად გამობერილი. არ ინერვიულო წინასწარ, შეიძლება ცოტა რაოდენობის ლეკვები ყავდეს მუცელში.

ეგეც ვიფიქრე ლეკვების ნაკლებობა,მკერდი საკმაოდ აქვს მოზრდილი,რძეც ჩაუდგა და მემგონი ვერ გადაურჩება მშობიარობას :alfons: არადა პირველ მშობიარობამდე ისე ქონდა მუცელი გაბერილი სიგრძე-სიგანე ერთი ქონდა :d030:

Link to post
Share on other sites

რძის ჩადგომა არ არის არაფრის მაჩვენებელი. ძუს, "ტეჩკის" მერე 2 თვეში, მიუხედავად იმისა არის თუ არა დართული, ძუძუები უფართოვდება და მასში რძე (უფრო სწორედ "молозиво", არ ვიცი ქართულად რა ქვია) უდგება. ამას აუცილებლად მოყვება "ტყუარა მშობიარობა" ("ложная щенность"). ეს ყველაფერი ძაღლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ცვლილებების შედეგია მძუნაობის შემდეგ.

Link to post
Share on other sites

რძის ჩადგომა არ არის არაფრის მაჩვენებელი. ძუს, "ტეჩკის" მერე 2 თვეში, მიუხედავად იმისა არის თუ არა დართული, ძუძუები უფართოვდება და მასში რძე (უფრო სწორედ "молозиво", არ ვიცი ქართულად რა ქვია) უდგება. ამას აუცილებლად მოყვება "ტყუარა მშობიარობა" ("ложная щенность"). ეს ყველაფერი ძაღლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ცვლილებების შედეგია მძუნაობის შემდეგ.

გასაგებია :Laie_99:

Link to post
Share on other sites

მადლობა, ჯაბა! შემ რომ არ მყავდე, რა მეშველება. მინდოდა რამენაირად გადმომრთარგმნა (ჩემებურად ;)) , მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიგონე :karochera:

Link to post
Share on other sites

მადლობა, ჯაბა! შემ რომ არ მყავდე, რა მეშველება. მინდოდა რამენაირად გადმომრთარგმნა (ჩემებურად ;)) , მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიგონე :karochera:

:Laie_99::*

შეძლებისდაგვარად გეხმარები.ძალაინ ნორმალურად ვფლობ რუსულ ენას,თუმცა საწყენია რომ ჩემმა თაობამ და პატარებმა საქართველოში თითქის არ იციან რუსული.ჩემმა ძმამ 3 წლით პატარაა ჩემზე და მარტო გინება იცის რუსულად,დანარჩენში ბარაბანია :d030:

Link to post
Share on other sites

კობა ძაან მაგარი ძაღლია,ოდესმე მეც ვიყიდი კაი კურცხარს,მანდ საკმაოდ ძვირი როა ვიცი,მაგრამ ძაან მაგარია სამაგიეროდ

Link to post
Share on other sites

:Laie_99::*

შეძლებისდაგვარად გეხმარები.ძალაინ ნორმალურად ვფლობ რუსულ ენას,თუმცა საწყენია რომ ჩემმა თაობამ და პატარებმა საქართველოში თითქის არ იციან რუსული.ჩემმა ძმამ 3 წლით პატარაა ჩემზე და მარტო გინება იცის რუსულად,დანარჩენში ბარაბანია :d030:

 

 

გინება თუ იცის რუსულად, მაშინ რუსეთში არ დაიკარგება ;)

Link to post
Share on other sites

კობა ძაან მაგარი ძაღლია,ოდესმე მეც ვიყიდი კაი კურცხარს,მანდ საკმაოდ ძვირი როა ვიცი,მაგრამ ძაან მაგარია სამაგიეროდ

 

რომელი ძაღლი გყავს მხედველობაში, ძმაო?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...