Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

შავი ზღვა

 

 

8f686af995af.jpg

 

ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარილოს ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.

შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.

მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.

 

შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.

 

საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით, მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის, ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.

 

 

საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.

შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში ახასიათებს.

მიქცევა-მოქცევის სიდიდეები საქართველოს სანაპიროსათვის უმნიშვნელოა ფოთში 8-9 სმ შეადგენს და ნახევარდღეღამურ ხასიათისაა.

შავი ზღვის ფსკერი საქართველოს ნაპირიდან საკმაოდ ციცაბოდ ეშვება სიღრმეში. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთის უბანს. სანაპირო ზოლის ფსკერის წყალქვეშა რელიეფი გაფართოებულია ნახეობარებით და დელტებით, რომლებიც აგრძელებენ ყველა მნიშვნელოვან მდინარეთა ზედაპირულ ხეობებს.

 

 

 

შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გეოლოგიური წარმონაქმნია იშვიათი (არ მოეპოვება ანალოგი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში) კონცენტრაციის მქონე მაგნეტიტური ქვიშებით აგებული ნაპირი გურიის მხარეში (შეკვეთილი-მაგნეტიტი(ურეკი) - გრიგოლეთი).

 

ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 9 months later...
რო მივედი ბუღაზზე ბიჭებს ყავდათ დაჭერილი,15 კგიანებიაო და არ ამიწონია,6 ცალი დაუჭერიათ,ამის მერე ტელ ზღვაში ჩაყვინთა და მორჩა ვიდეოების გადაღებაც:)
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

ბატონებო კეფალი ხომ არ შემოსულა ქობულეთსა და ბათუმში თუ იცით დაწერეთ რა მომენატრა კეფალზე თევზაობა... :bossqu6:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბატონებო ე.წ სმესის ინგრედიენტებს ხომ ვერ მასწავლით კეფალზე თევზაობისათვის... ბულკის გული, შპროტი და ვანილს ვზელდი შარშან მაგრამ იშვიათად კიდებდა პირს იქნებ დაწეროთ რა ... მადლობა წინასწარ..

Link to post
Share on other sites

დაობებულ პურს მოვსინჯავ მაგრამ თუ იცი სმეში როგორ გავაკეთო ავთო? ქობულეთში პრიჩალზე ყველას ცომი ჰქონდა შარშან მოზელილი და კარგადაც იჭერდნენ ... არ მასწავლენ რას ზელდნენ ერთად..

Link to post
Share on other sites

დაობებულ პურს მოვსინჯავ მაგრამ თუ იცი სმეში როგორ გავაკეთო ავთო? ქობულეთში პრიჩალზე ყველას ცომი ჰქონდა შარშან მოზელილი და კარგადაც იჭერდნენ ... არ მასწავლენ რას ზელდნენ ერთად..

 

ეს ნახე-

 

http://rybalka-ua.com/prikormki-i-privady-v-more/291-privada-dlya-kefali.html

 

 

და ამ თემას http://club-monadire.ge/index.php?showtopic=328&st=0 გადახედე ვიდეოც დავდე მანდ მახეთ.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

დაობებულ პურს მოვსინჯავ მაგრამ თუ იცი სმეში როგორ გავაკეთო ავთო? ქობულეთში პრიჩალზე ყველას ცომი ჰქონდა შარშან მოზელილი და კარგადაც იჭერდნენ ... არ მასწავლენ რას ზელდნენ ერთად..

არავითარი სმესი არაა საჭირო. დაობებული პური მიაწებე ნემსკავის ყუნწზე ისე რომ ნემსკავისკენ ფანტელივით დარჩეს. არ მოზილო.

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

რა და რა ჯიშის მტაცებლები ბინადრობენ შავ ზღვაში ხომ არ იცით?

ძირითადათ ლავრაკი და ლუფარი.ისე კი ზღვის თევზი თითქმის ყველა მტაცებლობს და ყველას დაჭერა შეიძლება სპინინგით.აგრეთვე ინტერესს წარმოადგენს ქოთეხი (უმბრინა) და ზღვის კარჩხანა (ლასკირი)

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ხომ არ იცით თუ მოდის უკვე სარგანი, ხომ არ გითევზავიათ ვინმეს? თბილისიდან უნდა ჩამოვიდე და არ მინდა ტყულად ვიარო

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 10 months later...

შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს ახალი ვალდებულებები დაუწესდათ.

 

https://bpn.ge/finansebi/38791-shav-zghvashi-thevztceris-licenziis-mflobelebs-akhali-valdebulebebi-dautsesdath.html?lang=ka-GE

Link to post
Share on other sites

შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელებს ახალი ვალდებულებები დაუწესდათ.

 

https://bpn.ge/finansebi/38791-shav-zghvashi-thevztceris-licenziis-mflobelebs-akhali-valdebulebebi-dautsesdath.html?lang=ka-GE

 

ბრავო ! ბრავო და კიდევ ბრავო !!!!!!!!

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 3 months later...

 

Edited by DMORAL
ნახეთ საინტერესოა. დოლაბი და გიდელი თუ ბერძნული სიტყვები იყო არ ვიცოდი. :)
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...