Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Browning

 

2eb4cb2542e2.gif

 

 

იმედად, რამდენადაც ამ ბუმბერაზმა მეიარაღემ და კონსტრუქტორმა მსოფლიო საბრძოლო და სანადირო იარაღის განვითარების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, აქ დაიპოსტოს ცოტა რამ ისტორიიდან და მოკლედ რამდენიმე მოდელის შესახებ(დიდი მეიარაღეების განყოფილებაში მისი ბიოგრაფია მოტანილია უკვე).

ჯონ ბრაუნინგი დაიბადა იარაღით მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). ის იყო ერთ-ერთი შვილი ჯონათან ბრაუნინგისა(22 შვილი ყავდა). ჯონი ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა იარაღსა და მის კონსტრუქციებს.

23 წლის ასაკში მან მიიღო თავისი პირველი პატენტი ერთლულიანი თოფისა "J. M. Browning Single Shot Rifle", რომელიც მოგვიანებით სრულყო და ცნობილია სახელით ,, მოდელი 1885”(ეს უკანასკნელი მზადდება დღემდე).

მამის სიკვდილიდან ძალიან მალე, 1880 წელს, ჯონი თავის ძმასთან ერთად მემკვიდრეობით ღებულობს მამის საამქროს და მის ბაზაზე ხსნის პატარა საიარაღო საამქრო-მაღაზიას "J.M. Browning & Bros” საშტატო განრიგით 7 კაცი და საბანკო ანგარიშზე 1000 დოლარით.

ამ საწარმოს საქმეები ცვალებადი წარმატებებით მიდიოდა, ვიდრე 1883 წელს ბრაუნინგის ერთლულიანი შემთხვევით არ იყიდა ,,Winchester”-ის წარმომადგენელმა, რომელმაც იარაღი წარადგინა ვინჩესტერის მმართველთან(ბენეტი). ამ თოფის წარმოების უფლებაში ვინჩესტერმა ბრაუნინგს 8000 დოლარი გადაუხადა. შედგა კონტრაქტი და ძმებმა ბრაუნინგებმა დაიწყეს ამ საწარმოზე მუშაობა.

ჯონის სტიქია იარაღის შექმნა იყო და არა წარმოება, ამიტომ უამრავი მისი მოდელის პატენტი მიჰყიდა ''ვინჩესტერს''(ზოგიერთი მოდელი მიეყიდა ,,რემინგტონს" და ,,კოლტს", რომლების შემდეგ ამ ფირმათა სახელით გამოდიოდა). ,,ვინჩესტერში" ბრაუნინგმა დააპატენტა ბევრი თავისი გამოგონება_ ,,მჭიდიანი თოფი1886”, ,,მჭიდიანი იარაღი1887”, ,,მჭიდიანი თოფი1894”, ,,მჭიდიანი თოფი1895”, ,,მჭიდიანი იარაღი1897”(პომპა). მისი დიზაინითაა შექმნილი მრავალი საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. აქ ოსტატმა გააკეთა ნახევარავტომატი მჭიდზე, რომელიც იწოდება auto-5-ად.

ეს იყო ნამდვილი გარღვევა! რეალობაა, რომ ყველა დღევანდელი ნახევარავტომატის მფლობელი ამ ამერიკელი კონსტრუქტორის მადლობელი უდა იყოს. 1902 წლის მოდელი დღესაც საბაზოა!

 

auto-5

bb4e3a2e91b7.jpg

 

ყალიბი 12 ან 20; სავაზნის სიგრძე 70მმ ან 76 მმ; ტევადობა 2 ან 5 ვაზნა; წონა 2,9-4,0კგ; სიგრძე 105,5-130,2 სმ; ლულის სიგრძე 56-76 სმ; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია სასხლეტის უკან; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის.

ამასთან ერთად ბრაუნინგი მუშაობდა და ცდიდა თოფებს უკუქცეულ გაზის მექანიზმზე, თუმცა კომპანა ვინჩესტერის ხელმძღვანელობამ არ წაახალისა ეს წამოწყება, რაც საბოლოო მიზეზი გახდა(1902წ) ჯონის წასვლისა ბელგიურ იარაღის კომპანია Fabrique National de Belgique-ში.

1907 წელს ბრაუნინგმა უფლება მისცა ბელგიურ კომპანიას მისი სახელი გამოეყენებინა საწარმოს მარკად და ამ პერიოდიდან იარაღს FN-Browning ეწოდა. ბელგიურ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ბრაუნინგმა საერთო ჯამში 80-ზე მეტი კონსტრუქცია და მოდელი შექმნა.

 

ბრაუნინგის პისტოლეტები იყო საშუალო სიმძლავრის, მაგრამ ძალიან კომპაქტური, მსუბუქი და ჩქარები. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ხალხშიც და პოლიციაშიც.

 

8a9456bb93fc.jpg

 

ბელგიელებთან თანამშრომლობა დაიწყო მისი ავტომატური პისტოლეტით ,, 7,65მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1900”. პისტოლეტთან ერთად ბრაუნინგმა შეიმუშავა ახალი ყალიბი 7,56მმ. პისტოლეტის კონსტრუქცია(მჭიდის ჩასვლა სახელურში) მაშინ ახალი იყო და რევოლუციური. 1912 წელს ეს პისტოლეტი გამოუშვეს მილიონი ცალი!!!

1903 წელს გამოჩნდა ახალი პისტოლეტი ,,9მმ ბრაუნინგის პისტოლეტი 1903”, რომელიც გამოდიოდა 37 წლის განმავლობაში და გამოუშვეს რამდენიმე ათეული მილიონი ცალი(შემდგონი სახელი ,,მოდელი 07”).

1906 წელს 1903-ის მოდელის ბაზაზე გამოუშვა ე.წ. ,,ჯიბის” პისტოლეტი, რომელიც აწარმოეს 4 მილიონი ცალი.

1910 წელს გამოვიდა მორიგი პისტოლეტი ,,ბრაუნინგი 1910/12”(შემდეგი მოდიფიცირებით ,,ბრაუნინგი 1922”).

1911 წელს ბრაუნინგმა შეიმუშავა თვითდამტენი პისტოლეტი ვაზნაზე .45 АСР, რომლის წარმოების უფლება იყიდა ფირმა კოლტმა, რომელმაც დაარქვა კოლტ ,,М1911”.

ბრაუნინგის პისტოლეტების ბაზაზე შემუშავებულია რამდენიმე ათეული პისტოლეტის მოდელი

 

1917 წელს ბრაუნინგმა გააკეთა სადგარი ტყვიამფრქვევი(წარმოების უფლებაც იყიდა კოლტმა), რომლის ბაზაზეც 1919 წელს შექმნა ხელის ტყვიამფრქვევი.

1918 წელს ბრაუნინგმა გააკეთა თოფი უკუქცეულ გაზებზე.

1921 წელს შეიმუშავა მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევი ,,ბრაუნინგ მ2”, რომელიც შემდეგ 50 ქვეყნის შეიარაღებაში იყო(იწარმოება დღემდე).

1925 წელს ბრაუნინგმა გააკეთა კონსტრუქცია B-25 ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც რევოლუციური გამოგონება იყო იმ დროში. ამ თოფის წარმოება დაიწყო შემდეგ წლებში და იწარმოება დღემდე.

1926 წლის 26 ნოემბერს ლიეჟში, მისი შვილის ოფისში, ავტომატურ პისტოლეტის მოდელზე მუშაობისას, ბრაუნინგი გარდაიცვალა გულის შეტევით. მისი ცხედარი ბელგიიდან ამერიკაში გადაასვენეს.

ბრაუნინგის სიკვდილის შემდეგ 1927 წელს იუტას შტატში შეიქმნა Browning Arms Company-ის შვილობილი კომპანია J.M. & M.S. Browning Company.

თანამედროვე კონცერნი Browning შედის გიგანტურ კორპორაცია ,,ვინჩესტერში". ბრაუნინგის სხვადასხვა მოდელს იაპონური ,,მიროკუ"აწარმოებს.

1992 წლიდან კომპანია ბრაუნინგი გლუვლულიანების ლულის არხის დიამეტრს ზრდის(ყალიბის შესაბამისად) 0,5-0,52 მმ-ით სტანდარტულ ზომებთან შედარებით, რაც წარმატებით აისახა თოფების ბალისტიკაზე.

 

 

cfb0e144524f.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,45 კგ; სიგრძე 120 სმ; ლულის სიგრძე 76 სმ; ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება არჩევით; 8მმ სიგანის ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე(იგივე სროლის რიგითობის გადამრთველი); კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს ბრაუნინგები აქაურ ერთ კოლექციონერს აქვს. მარტო ბრაუნინგებს აგროვებს, 70მდე იარაღი აქვს

 

 

73798290ac17.jpg

2fc50907d7d0.jpg

0e71fc53af61.jpg

7a1d1c3f8414.jpg

3f4e46fae0c8.jpg

d35cde36501c.jpg

5f6b3d546011.jpg

fd3b1cac4f04.jpg

cc2e647b3fe5.jpg

53d44fdd980e.jpg

9aaa19139ba6.jpg

Link to post
Share on other sites

+1

არა,ბრაუნინგი ბელგიაში უნდა იყოს,მე მაქვს სანადირო იარაღის რამოდენიმე ენციკლოპედია,არსად ამერიკელი მწარმოებლების სიაში ბრაუნინგი არ ფიგურირებს,ყველგან ბელგიასი იხსენება!! :hi:

Link to post
Share on other sites

მამუკა სახაჭაპურე კონგოში რომ გააკეთო კონგოური გახდება ხაჭაპური?

კაცი ამერიკაში დაიბადა, გაიზარდა, იქ დაიწყო თავის საქმე (ნახაზები, მაკეტები, უშუალოდ იარაღი) და იქ გარდაიცვალა.

სწორედ ამერიკა (ვინჩესტერი, რემინგტონი, კოლტი) აწარმოებდა მის იარაღს საწყის ეტაპზე. ის რომ ეხლა ფაბრიკ ნაციონალია მფლობელი ეგ არ უნდა წყვიტავდეს "ნაციონალურობის საკითხს"

ჩემი სუბიექტური ხედვა რომ ბრაუნინგი უნდა იყოს აშშ-ში, რადგან სწორედ აქ და ამ ქვეყნის მოქალაქის მიერ ხდებოდა პროექტირება და ამჟამადაც ოფისი იუტაში მდებარეობს

აი იარაღი სად მზადდება ეგ მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით

 

ლიტერატურაზე გეთანხმები 100 %-ით.

Link to post
Share on other sites

მამუკა სახაჭაპურე კონგოში რომ გააკეთო კონგოური გახდება ხაჭაპური?

კაცი ამერიკაში დაიბადა, გაიზარდა, იქ დაიწყო თავის საქმე (ნახაზები, მაკეტები, უშუალოდ იარაღი) და იქ გარდაიცვალა.

სწორედ ამერიკა (ვინჩესტერი, რემინგტონი, კოლტი) აწარმოებდა მის იარაღს საწყის ეტაპზე. ის რომ ეხლა ფაბრიკ ნაციონალია მფლობელი ეგ არ უნდა წყვიტავდეს "ნაციონალურობის საკითხს"

ჩემი სუბიექტური ხედვა რომ ბრაუნინგი უნდა იყოს აშშ-ში, რადგან სწორედ აქ და ამ ქვეყნის მოქალაქის მიერ ხდებოდა პროექტირება და ამჟამადაც ოფისი იუტაში მდებარეობს

აი იარაღი სად მზადდება ეგ მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით

 

ლიტერატურაზე გეთანხმები 100 %-ით.

ბრაუნინგი ბელგიაში გარდაიცვალა,ლიეჟში!!

არც გონო იყო რუსი და არც მაცკა,მაგრამ რუსული საიარაღო სკოლის მამამთავრებად იწოდებიან!!ბრაუნინგის გამომგონებელ-კონსტრუქტორის ნიჭი+ბელგიური საწარმო და მუშა ხელი=იმას რასაც ჩვენ ბრაუნინგს ვუწოდებთ!!! :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

ხო ლიეჟში გარდაიცვალა ვიზიტს დროს ეგ მივაყოლე უბრალოდ, ცხოვრებით კი იუტაში ცხოვრობდა.

მაცკას და გონოს რაც შეეხება ეგენი ოსტატები იყვენენ და არა გამომგონებლები, განსხვავება ხომაა მამუკა?

ამის გარდა ეგენი თუ არ ვცდები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და იქ ცხოვრობდნენ, ჯონ ბრაუნინგი კი შტატების.

რაც შეეხება თავად ბრაუნინგს, გააჩნია მაგ სახელის ქვეშ რას ვგულისხმობთ

თუ ჰოლდინგს, მაშინ უმჯობესია ვახსენოთ FN HESTRAL - ბელგიური კომპანია. რადგან იგია მფლოებელი BROWNING ARMS COMPANY-ის და ასევე WINCHESTER-ის.

თუ კომპანიას მაშინ BROWNING ARMS COMPANY რომელიც ამერიკული ფირმაა

თუ თავად ჯონ ბრაუნინგის მიერ დაპროექტებულ იარაღს, მაშინ ჯერ შტატები და მერე დანარჩენი მსოფლიო

 

ბრაუნინგის გამომგონებელ-კონსტრუქტორის ნიჭი+ამერიკული საწარმო და მუშა ხელი და მივიღებთ ლეგენდარულ იარაღებს:

M1911 პისტოლეტს, აუტო 5, მსხვილკალიბრიან დაზგა ტყვიამფრქვევს და ავტომატურ შაშხანას BAR-ს. ესაა ის ძირითადათ რითაც მსოფლიო ბრაუნინგს იცნობს :hi:

 

მე არაფერს არ ვამტკიცებ მამუკა, არც ენციკლოპედიებს ვუპირისპირდები, უბრალოდ ჩემ აზრს ვაფიქსირებ :hi:

Link to post
Share on other sites

კი არ გეკამათები ვეფხია,უბრალოდ ვსაუბრობთ,შენ შენსას ამბობ,მე ჩემსას,მიყვარს კომპეტენტურ ხალხთან საუბარი!!ასეთი კამათ-საუბრები ხდის ფორუმს საინტერესოს!!...და კიდევ ,,ავტო-5,,-ს გაკეთებაზე თქვეს ამერიკელებმა უარი და მაგ უარმა წაიყვანა მოზეს ბრაუნინგი ბელგიაში!!!მამენტ ბრაუნინგი ებრაელი იყო,როგორც უამრავი დიდი მეცნიერი,გამომგონებელი და ხელოვანი!!!!

Link to post
Share on other sites

არა კამათი არაფერ შუაშია, თუმცა მე პირადათ ჯანსაღი კამათის მომხრე ვარ. ჭეშმარიტებაც ხშირად კამათში იბადება, ოღონდ ჯანსაღში ! :friends:

 

 

პ.ს მაგარი ხალხია ებრაელები, თითქმის ყველა დიდი გამოგონება თუ აღმოჩენა მათ ეკუთვნით.

Link to post
Share on other sites

Cynergy Sporting Composite

 

c58f604878e8.jpg

 

ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1195მმ, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ Invector-Plustm Diana Gradetm სისტემის ჩოკებზე, წონა 3,5კგ, დიზაინი ეკუთვნის ფირმა DEM-ს, კალაპოტის დაბალი პროფილი(60მმ) აუმჯობესებს სამიზნის კონტროლსა და ნაკლებად საგრძნობი ხდება უკუცემა, სასხლეტის მოქმედების დრო შეადგენს 0,0019 წამს. კავი რეგულირდება (3 პოზიცია). შესაძლებელია სასხლეტის სწრაფი შეცვლა.

ამორტიზატორი("Inflex") ამცირებს უკუცემის ძალას 25%-ით, სიგრძე რეგულირდება.

 

 

 

Cynergy Sporting

7dbe11c3296f.jpg

 

 

 

ყალიბი 12, საერთო სიგრძე 1195მმ, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ Diamond Titanium სისტემის ჩოკებზე, რომლებიც დამუშავებულია ტიტანით(ცვეთისა და კოროზიის საწინააღმდეგოდ); წონა 3,5კგ, დიზაინი ეკუთვნის ფირმა DEM-ს, კალაპოტის დაბალი პროფილი(60მმ) აუმჯობესებს სამიზნის კონტროლსა და ნაკლებად საგრძნობი ხდება უკუცემა, კავი რეგულირდება (3 პოზიცია). შესაძლებელია სასხლეტის სწრაფი შეცვლა.

ამორტიზატორი("Inflex") ამცირებს უკუცემის ძალას 25%-ით, სიგრძე რეგულირდება.

 

 

 

 

 

Fusion Evolve Ultimate

46ce15dd279e.jpg

 

 

მოდელ Browning Fusion-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, მონიკელებული კალაპოტით, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,05კგ, ტევადობა 4+1, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.

 

 

 

 

 

Fusion Evolve

 

59f9c8b272ca.jpg

 

 

მოდელ Browning Fusion-ის მორიგი მოდიფიკაცია(შეცვლილია კალაპოტის, ტიბჟირისა და კონდახის ფორმები); ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,175კგ, ტევადობა 4+1, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი.

 

 

 

 

Phoenix

 

 

ccfd3ae9f198.jpg

 

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,25კგ, ტევადობა 4+1.

 

 

 

 

 

Browning Fusion

 

f96fed337c61.jpg

 

 

Browning Gold-ის შემცვლელი მოდელი(შეცვლილია კონდახისა და ტიბჟირის ფორმა, გაუმჯობესებულია ვენტილირებადი სამიზნე თამასა); ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,3კგ, ტევადობა 4+1, TruGlo-ს ფირმის სამიზნური(მუშკა), რომელიც ჩანს სრულ სიბნელეშიც.

Link to post
Share on other sites

მაგარია გელა. თვალსაც უხარია და გონებასაც :hi:

 

 

დისკუსიაში იეტის მხარეს ვიჭერ. ამერიკელი იყო. ამერიკული კომპანიებისთვის მუშაობდა დასაწყისში(მათ შორის რემონგტონისთვისაც). ბრაუნინგ არმს კომპანიც ამერიკულია. ამჟამად ბელგიის გარდა ბრაუნინგს პორტუგალიაც უშვებს და იაპონიაც.

 

ცხადია მისი შემოქმედებით-კონსტრუქტორული პოტენციალის აფეთქება ბელგიაში მოხდა, მაგრამ ამერიკელია და.. :haha:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ თემას გადავხედე და უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რადგან ამ ბუმბერაზი მეიარაღის ოჯახის იატორიას რამდენიმე შტრიხი აკლია(შევეცდები შევავსო).

 

 

ჯონ მოზეს ბრაუნინგმა თავისი პირველი იარაღი 13 წლის ასაკში დაამზადა, რომელიც ჯონმა მამის მიერ დაწუნებული ნაწილებიდან ააწყო. მის ანგარიშზე ირიცხება 128 პატენტი და გამოგონება. 1922 წელს გამომგონებელმა დაიწყო მუშაობა თოფზე ლულათა ვერტიკალური წყობით. ამ მუშაობის პირველი შედეგი იყო ლეგენდარული Superposed, რომელიც შემდგომი В-25, В425, В525 და სხვა მოდელების პროტოტიპი გახლდათ.

 

 

სამუშაო ეგზემპლიარი Fabrique National-ის მუზეუმის ექსპონატი

6662af107914.jpg

 

 

პატენტზე პირველი განაცხადი გაკეთებული იყო 1923 წლის ოქტომბერში_ შემდეგი განაცხადი 1924 წლის სექტემბერში, ხოლო პატენტი N 1.538.638 Superposed მიღებული იყო 1926 წლის 30 მარტს. ამავე წლის 26 ნოემბერს ბრაუნინგის სიკვდილის შემდეგ, ბელგიურ საწარმოს არ შეუჩერებია მოდელის წარმოებაში ჩაშვება და 1927 წელს დაამზადეს პირველი საცდელი პარტიები, ხოლო 1931 წლიდან კი მასიური წარმოება დაიწყო. პირველ ეტაპზე მზადდებოდა 2000 ცალი წელიწადში. მაშინდელი კატალოგები მყიდველს თავაზობდა ვერტიკალურლულიან თოფებს 12 ყალიბში, ეჟექტორებსა და 28,30 ან 32 დიუმის სიგრძის ლულებს მთლიანი სამიზნე თამასითა და ორი სასხლეტით. 4 ვარიანტში შესრულებული ვერტიკალურები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ კონდახის ხარისხითა და დეკორით.

სწორედ სასხლეტ-დამცემი მექანიზმი იყო ის ერთადერთი დეტალი, რომელიც ჯონ ბრაუნინგმა ბოლომდე ვერ დაასრულა. მას ჩაფიქრებული ჰქონდა ერთსასხლეტიანი ინერციული მექანიზმის შექმნა. ჯონის სიკვდილის შემდეგ მამის ჩანაფიქრების განხორციელება მისმა ვაჟმა ველმა ითავა.

 

 

ველ ბრაუნინგი(მარცხნივ). შვილი მამის საქმეს აგრძელებს.

3db84d0e5878.jpg

 

ველ ბრაუნინგის მიერ 1930 წლისათვის შემოთავაზებული იყო ე.წ. Twin-Singl სისტემა, რომელიც გულისხმობდა ორ სასხლეტს, რომლებიც თითოეული დამოუკიდებლად ამუშავებდნენ ორთავე ლულას, თუმცა ეს გამოგონება იმ დროში არახალი იყო. 1938 წელს ველ ბრაუნინგმა გამოიგონა სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ერთ კავზე, რომელიც ინერციულიც იყო და ორთავე ლულაზეც მუშაობდა. ახალი სისტემა წარმოებაში ჩაეშვა 1939 წელს და ამ დროიდან ლეგენდარულმა Superposed-მა მიიღო ის სახე, რომელიც შეუცვლელად გადავიდა В25 და В-125 მოდელებში, ვიდრე დღემდე...

რაც შეეხება ფასებს. აღსანიშნავია რომ ბრაუნინგის ვერტიკალურები საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო. მაგალითად 1931 წელს აშშ-ში Superposed Standard Grade ღირდა 107 დოლარი, მისი უფრო მაღალი ხარისხის მოდიფიკაციები 175$, 277$ და 374$, მაშინ როცა ანალოგიური კლასის ინგლისურების ფასები 1500 დოლარიდან იწყებოდა.

1965 წელს ბრაუნინგის ყველაზე იაფი მოდელი ღირდა 360 დოლარი, ხოლო 1970 კი 420.

ასეთ პირობებში მწარმოებელი შეეცადა გაეიაფებინა პროდუქცია და გამოუშვა მოდელები В26 და В27, მაგრამ ამან ხარისხზე ჰპოვა ასახვა და 1975 წლიდან(В26 და В27) ამ ორი მოდელის გამოშვება შეწყდა.

Link to post
Share on other sites

გურულო ფასებთან დაკავშირებით ერთ კომენტარს გავაკეთებ შენის ნებართვით, რომ მკითხველი შეცდომაში არ შევიყვანოთ.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსი შტატებში მკვეთრად იზრდებოდა. და დღევანდელ ფასებთან შედარებით რიგ შემთხვევებში თითქმის 20-ჯერ დაბალი იყო.

 

ანუ 1931 წელში ბრაუნინგის 107 დოლარიანი მოდელი დღევანდელი ინდექსის გათვალისწინებით სადღაც 1500 დოლარი მაინც ეღირებოდა.

 

"1965 წელს ბრაუნინგის ყველაზე იაფი მოდელი ღირდა 360 დოლარი, ხოლო 1970 კი 420"

ეს 14 %-იანი ზრდაც 65-დან 70 წლამდე სწორედ ამაზე მეტყველებს.

Link to post
Share on other sites

გურულო ფასებთან დაკავშირებით ერთ კომენტარს გავაკეთებ შენის ნებართვით, რომ მკითხველი შეცდომაში არ შევიყვანოთ.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსი შტატებში მკვეთრად იზრდებოდა. და დღევანდელ ფასებთან შედარებით რიგ შემთხვევებში თითქმის 20-ჯერ დაბალი იყო.

 

ანუ 1931 წელში ბრაუნინგის 107 დოლარიანი მოდელი დღევანდელი ინდექსის გათვალისწინებით სადღაც 1500 დოლარი მაინც ეღირებოდა.

 

"1965 წელს ბრაუნინგის ყველაზე იაფი მოდელი ღირდა 360 დოლარი, ხოლო 1970 კი 420"

ეს 14 %-იანი ზრდაც 65-დან 70 წლამდე სწორედ ამაზე მეტყველებს.

 

 

კარგია ვეფხია :yes: :yes: :yes:

 

 

მათთვის, ვისთვისაც უშუალოდ ბელგიური წარმოების Superposed-ის ფლობა პრესტიჟის საქმედ ითვლება(როგორც მოგეხსენებათ იაპონური მიროკუ აწარმოებს ბრაუნინგის მოდიფიკაციებს სრულად ან ნაწილებად), ფირმა FN-ი შეკვეთით ამზადებს კლასიკურ В25-ს, რომელიც მრავალი ასეული მუშა-საათის ხელით შრომას მოითხოვს. შესაბამისად მათი ფასები 15000 დოლარიდან იწყება და 25000 დოლარამდე აღწევს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

პოლემიკა ,,ბელგიელი თუ ამერიკელის" გაგრძელებად მინდა პატარა სტატია შემოგთავაზოთ :hi:

 

 

 

Custom shop Browning

 

 

7710b680502b.jpg

 

 

ამ შემთხვევაში ,,Custom shop" შეიძლება გადაითარგმნოს როგორც საცალო იარაღის მაღაზია, თუმცა უფრო მართებულია Custom shop Browning-ს ეწოდოს საიარაღო საამქრო, სადაც თოფებს მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით ამზადებენ.

ის საწარმოა საწარმოში ანუ ბელგიურ FN HESTRAL-ში. აქ მხოლოდ ექსკლუზიურ ბრაუნინგებს აწარმოებენ. Custom shop Browning-ზე ძალიან დიდია დატვირთვა იმიჯის კუთხით, რამეთუ თოფებს მომენტალურად დაუვარდებოდათ ფასი მათი ,,არაბელგიური" წარმოშობის შემთხვევაში. ექსპერტთა აზრით, ბრაუნინგის თოფების ფასებს გარკვეულწილად მათი ბელგიური წარმოშობა განსაზღვრავს, სწორედ იმ ქვეყნისა სადაც ყველაზე ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლეგენდარული ჯონ ბრაუნინგი. საამქრო Custom shop Browning განლაგებულია ბუმბერაზი კონსტრუქტორის მემორიალური კაბინეტის გვერდზე და ამას საკუთარი დატვირთვა აქვს...

 

მცირე გადახვევა.

იტალიელები(,,ინგლისურ" ვებლიზე არაფერს ვამბობ) აძლევენ თავს უფლებას თურქეთში გამოუშვან იქაური მასალებითა და ნახევარფაბრიკატებით თავისი ნახევარავტომატები და გაყიდონ იტალიური ბრენდით. ვერც ბოლომდე გაარკვევს მყიდველი, ვინ რა დეტალი და კვანძი აწარმოა, თუმცა ზოგჯერ პატარა შრიფტით აწერენ წარმომავლობას ;) . აქვე აღსანიშნავია, რომ თოფები ,,Made in..." მარკირების გარეშე მთლად ,,სუფთა სისხლის" ვერაა ;). ყველაფერი იქამდე დადის, რომ მყიდველი ხშირად აღარ აქცევს ყურადღებას წარმომავლობას და ფულს იხდის ბრენდში.

მაგრამ ბელგიელებს ასეთ რამეს ვერ დავსწამებთ, მათ ეამაყებათ ბრაუნინგი. სადაც არ უნდა იყოს განლაგებული საწარმო Browning(ამერიკაში, პორტუგალიაში თუ სხვაგან), მასში დეტალები, ნაწილები და ა.შ. საკუთარი სტანდარტებით იწარმოება თავიდან ბოლომდე(კონტროლიც სრულია). სხვა საწარმოდან არაფერი შემოდის. აქვე(მაგალითად, ბელგიის გარეთ მდებარე პორტუგალურ Browning-ში) პოტენციურ მყიდველს აქვს საშუალება ,,სუფთა ბელგიური" თოფი შეუკვეთოს, რომლის ყოველი ჭანჭიკი არა მარტო ბელგიურია, არამედ თითოეული მათგანი დაჭერილ-დაყვანილია ბელგიელი ოსტატის მიერ(შეგახსენებთ, რომ იაპონელები საკუთარი სახელით აწარმოებენ ბრაუნინგს)!

ამასთან Custom shop არა მხოლოდ ბრენდს აწარმოებს, არამედ ინდივუდუალური შეკვეთის ბრაუნინგებს. წელიწადში სულ უშვებენ 2000 ერთეულს. აქ ხელით კეთდება ყველაფერი და შესაბამისად ითხოვს ოსტატთა უმაღლეს კვალიფიკაციას, რასაც დიდი პრაქტიკა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე ოსტატების საშუალო ასაკი 40 წელს აჭარბებს.

ყველაზე ხშირად კლიენტები უკვეთავენ В25-ს; BAR II-ს, მაგრამ ნებისმიერი კლასიკური ბრაუნინგის წარმოებაც(Auto 5-ის ჩათვლით) არაა პრობლემა.

Custom shop-ში პისტოლეტებიც იწარმოება, რომლებიც ისევ და ისევ ბელგიური კლასიკითაა გაჟღენთილი.

 

 

 

საწარმო Custom Shop Browning-ის დირექტორი კევინ ევინი საამქროს საგამოფენო დარბაზში.

52ccf8bc4ecf.jpg

 

 

დეტალები უშუალოდ აწყობის წინ

bfe67b70af01.jpg

 

 

 

გრავირებისას ძვირფასი ლითონის მავთულებს იყენებენ

91abd6d65b71.jpg

 

 

 

 

დეტალების დაყვანაში ძველებური ჭრაქი

499bfb6464aa.jpg

 

 

 

 

High Power-ის მოოქროვილ პისტოლეტებს შესაბამისი ფერის თმოსანი თანამშრომელი ამზადებს რაფერ იღიმის ნახეთ :alfons: ეგენი არა ევროპელებისათვის, არამედ არაბებისთვის იქნება განკუთვნილი :e025:

1e0278f1065f.jpg

 

 

 

 

ნახევრადშიშველი ქალებისა და რევოლუციის ბელადთა სურათები ბელგიაშიც ყვარებიათ მასტერებს :d030:

1663e4f30b1a.jpg

 

 

 

სამუშაო პროცესი

007cd141d8a0.jpg317877d544e1.jpg

Link to post
Share on other sites

ორი აზრი არაა, როცა ბრაუნინგს ყიდულობენ, ყველას ბელგიური გამოშვების უნდა. აქ ნახმარი იარაღის გაყიდვისას სპეციალურად უთითებენ, თუ ბელგიაშია დამზადებული. ისე ყველა ბრაუნინგზე მიტიტებული სადაა დამზადებული ან აწყობილი. ჩემს ნახევრადავტომატს აწერია, რომ დამზადებულია ბელგიაში, აწყობილია პორტუგალიაში.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Browning B725

 

 

3f31041c2760.jpg

 

ინოვაციური მოდელია; გამოვიდა 12 ყალიბში; გაუმჯობესებულია სასხლეტი; ცალკეულ კვანძებს საკუთარი, დამოუკიდებელი სახელები უწოდეს. ასე მაგალითად: დიზაინსა და ტექნიკურ მაჩვენებლებს_ "low profile", ლულებს_ ,,Vector Pro", საბჟენს_ ,,Inflew II" .

იარაღი პრემიუმ კლასისაა და შესაბამისად მდიდრადაა გრავირებული. მემარცხენეთათვის გათვალისწინებულია მოდიფიკაცია "Left Hand". მწარმოებელი იძლევა 10 წლიან გარანტიას(!!!).

ასეთი კლასის თოფისათვის ფასი საკმაოდ მისაღებია_ ბრიტანეთში ღირს 1800 გირვანქა სტერლინგი.

 

 

 

ვიდეო: B-25-დან B-725-მდე

 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გელა ციტორი 725-ს აქ მაგარ რეკლამებს უკეტებენ. ხელში რომ დავიჭირე, ძლივს გამომდღლიზეს:)

 

 

 

http://www.browning.com/products/catalog/firearms/detail.asp?cid=013&tid=530&fid=008B&cattype=013530

 

 

 

 

http://www.browning.com/products/interactive/firearms/725/index.asp

Link to post
Share on other sites

გელა ციტორი 725-ს აქ მაგარ რეკლამებს უკეტებენ. ხელში რომ დავიჭირე, ძლივს გამომდღლიზეს:)

 

 

 

 

ვახო მთელი ხიბლი იმაშია, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში ბევრად ნაკლები ხარისხის თოფებს კი არ უშვებენ ვიდრე ბელგიაში!

გასაგებია, რომ ბელგიური ბრაუნინგი მაინც ბელგიურია და ამიტომაც სახელი და პრესტიჟი დამატებითი ფული ღირს, მაგრამ ამ ბუმბერაზი ფირმის რენომეს ისიც ამყარებს, რომ თავისი პროდუქციის წარმოება სწორედ იაპონელებს ანდეს და არა სხვას(მაგალითად თურქებს ან რუსებს...) :hi:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ ზაფხულს კომპანია ბრაუნინგს სიამაყის კიდევ ერთი საბაბი გაუჩნდა_ ფეისბუქში საწარმოს გვერდზე ე.წ. ლაიქების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. თაყვანისმცემლების ასეთ რაოდენობას კომპანიის მესვეურები არ ელოდნენ(გვერდი შექმნილია 4 წლის წინ).

დღეში ,,ლაიქებს" საშუალოდ 1000 მომხმარებელი სვამს.

ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ფეისბუქზე ბრაუნინგის თაყვანისმცემელთა 33,5% ქალბატონია; 50%-ზე მეტი 25 წლისა და უფრო ახალგაზრდაა(ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი კომპანიის პროდუქციას ჰყავს ტეხასსა და ფლორიდაში).

საწარმოს ლოგოტიპი(buck mark_ირმის თავი) აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სავაჭრო ნიშნად.

Link to post
Share on other sites

გელა ციტორი 725-ს აქ მაგარ რეკლამებს უკეტებენ. ხელში რომ დავიჭირე, ძლივს გამომდღლიზეს:)

 

 

 

 

 

სულ ახლახანს ციტორი 725 დასახელდა ,,საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის". აღნიშნული შეფასება გაკეთდა ამერიკული ჟურნალი Field & Stream-ის მიერ. ეს მოვლენა ორმაგად საპატიოა, რამეთუ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში არიან როგორც პროფესიონალი მონადირეები, ასევე იარაღის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც.

სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს იმ მოვლენას, რომ მოდელმა 725-მა, ერთის მხრივ, შეინარჩუნა ციტორის ყველა დადებითი თვისება და მეორეს მხრივ, ახალი სიტყვაა მასიური წარმოების სანადირო იარაღში.

კერძოდ, ბრაუნინგის ახალ მოდელში შეამცირეს წონა(არა მედეგობის, არამედ კალაპოტის გეომეტრიის ხარჯზე! ასევე შეამცირეს ლულის კედლის სისქე) და კიდევ უფრო გააუმჯობესეს ბალანსი. შედეგად 725 მოდელი 350 გრამით მსუბუქია მის წინამორბედებზე.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ფაბრიკ ნასიონალმა გამოუშვა მაგარი წიგნი, მის მიერ წარმოებულ მოდელებზე, დაწვრილებითი ტექნიკური აღწერილობით და ბრწყინვალე პოლიგრაფიით.

 

 

ARS MECHANICA

 

http://www.browningshop.com/product/8152

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...