Gurulo 154 Posted December 6, 2012 Author Report Share Posted December 6, 2012 ფაბრიკ ნასიონალმა გამოუშვა მაგარი წიგნი, მის მიერ წარმოებულ მოდელებზე, დაწვრილებითი ტექნიკური აღწერილობით და ბრწყინვალე პოლიგრაფიით. ARS MECHANICA http://www.brownings...om/product/8152 რა მშვენიერი ფასი აქვს... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 ფასი:2000-3000 გირვანქა სტერლინგი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 14, 2013 Author Report Share Posted January 14, 2013 სულ ახლახანს ციტორი 725 დასახელდა ,,საუკეთესოდ საუკეთესოთა შორის". აღნიშნული შეფასება გაკეთდა ამერიკული ჟურნალი Field & Stream-ის მიერ. ეს მოვლენა ორმაგად საპატიოა, რამეთუ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში არიან როგორც პროფესიონალი მონადირეები, ასევე იარაღის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც. სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს იმ მოვლენას, რომ მოდელმა 725-მა, ერთის მხრივ, შეინარჩუნა ციტორის ყველა დადებითი თვისება და მეორეს მხრივ, ახალი სიტყვაა მასიური წარმოების სანადირო იარაღში. კერძოდ, ბრაუნინგის ახალ მოდელში შეამცირეს წონა(არა მედეგობის, არამედ კალაპოტის გეომეტრიის ხარჯზე! ასევე შეამცირეს ლულის კედლის სისქე) და კიდევ უფრო გააუმჯობესეს ბალანსი. შედეგად 725 მოდელი 350 გრამით მსუბუქია მის წინამორბედებზე. კერძოდ, ბრაუნინგის ახალ მოდელში შეამცირეს წონა(არა მედეგობის, არამედ კალაპოტის გეომეტრიის ხარჯზე! ასევე შეამცირეს ლულის კედლის სისქე) და კიდევ უფრო გააუმჯობესეს ბალანსი. შედეგად 725 მოდელი 350 გრამით მსუბუქია მის წინამორბედებზე. ამას გასული წლის ოქტომბერში ვწერდი 2013 წლიდან ბაზარზე გამოვა უფრო სმუბუქი მოდელი... იმავე მოდელში წონის შემცირების მიზნით კალაპოტი უკვე მსუბუქი ლითონისა გააკეთეს(პირადად მე არ მომწონს ეგ სიახლე და მომკალით თუ გინდათ ) Citori 725 Feather 12 ყალიბშია წარმოდგენილი და კალაპოტი ალუმინის შენადნობის აქვს. გრავირებისას გამოყენებულია ვერცხლის ნიტრიდი. ფასი 2650 მწვანე. Citori 725 Feather ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 14, 2013 Report Share Posted January 14, 2013 გელა ალბათ წვრილ ფრინველზე, რომელზეც დიდ მუხტიან ვაზნებს არ ვხმარობთ, ალუმინის შენადნობიან კალაპოტს მეტი რესურსი ექნება ხომ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 15, 2013 Author Report Share Posted January 15, 2013 გელა ალბათ წვრილ ფრინველზე, რომელზეც დიდ მუხტიან ვაზნებს არ ვხმარობთ, ალუმინის შენადნობიან კალაპოტს მეტი რესურსი ექნება ხომ? ალუმინის შენადნობიან კალაპოტს რესურსი მეტი ვერ ექნება ფოლადის კალაპოტთან შედარებით. მსუბუქ ლითონებში არის სხვა უპირატესობანი, ესენია: მცირე წონა, დამზადების გაადვილება, სიიაფე, კოროზიისადმი მედეგობა. არის სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომლებიც მწარმოებელთა მტკიცებით მსუბუქ ლითონებს უზრდის რესურსს, მაგრამ ყველაზე ,,საპასუხისმგებლო" და სპორტული თოფების უდიდეს უმრავლესობას მაინც ფოლადის რესივერს უყენებენ(კალაპოტს რესივერსაც უწოდებენ) და როგორ ფიქრობთ რატომ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 15, 2013 Report Share Posted January 15, 2013 უფრო მეტი გასროლა ხდება სპორტულიდან და იმიტომ, თან ბალანსის ამბავიც უნდა იყოს ერთერთი ფაქტორი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 15, 2013 Author Report Share Posted January 15, 2013 უფრო მეტი გასროლა ხდება სპორტულიდან და იმიტომ, თან ბალანსის ამბავიც უნდა იყოს ერთერთი ფაქტორი. მართალია_ სპორტულიდან მეტი გასროლა ხდება, შესაბამისად რესურსია ერთ-ერთი ფაქტორი; რაც შეეხება ბალანსს, მისი მიღწევა მსუბუქ რესივერზე უფრო ადვილია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 15, 2013 Report Share Posted January 15, 2013 ვერ დავადგი საშველი და აქაური საველე სტენდი ვერ გადავიღე და ვერ გაჩვენეთ. იქ ასვლაა და მე თვითონ დასაბმელი ვხდები, ერთი სული მაქვს მეც დავაქუხო, მიზანში არა, გავდივარ ხოლმე ფრინველზე და გრძელყურებიანებზე. ხშირად მიწევს იმ ადგილის გავლა, მაგრამ უკვე ისეთ პერიოდში, როცა თევზაობის სეზონია და მაგაზეც ვერ ვიკავებ თავს, ერთი სული მაქვს წყალთან მივიდე და დაჭიმული ძუის წუილი გავიგონო. რასაც ესენი ამუნიციას ხარჯავენ "თეფშებში", მგონი მთელი საქართველო არ ისვრის მაგდენს. შარშან 700 გაუტეხავი თეფში მოვაგროვე ორ შესვლაზე. პ.ს. აი, რა ჩემს ფეხებად მინდა ეს თეფშები, ნაღდად არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 ობამა და ბრაუნინგ სიტორი 725 Obama shoots to be ban Shotgun, Browning Citori 725, Series, ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 სიამოვნებით ვიქონიებდი სიტორის კომბოს. 12 კალიბრი 28 ინჩიანი ლულით(ჩოკი) და 20 კალიბრი 26 ინჩიანი ლულით(ცილინდრი) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 11, 2013 Author Report Share Posted February 11, 2013 ობამა და ბრაუნინგ სიტორი 725 Obama shoots to be ban Shotgun, Browning Citori 725, Series, თუ არ ვცდები სიტორი 725 , რომელსაც ბატონი ობამა ისვრის გაზის კომპენსატორებზეა... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 11, 2013 Report Share Posted February 11, 2013 კი მასეა!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 26, 2013 Author Report Share Posted March 26, 2013 თუ არ ვცდები, ბუმბერაზი მეიარაღის მოდელ 17-ზე ჯერ არ გვქონია საუბარი... ეს მოდელი პომპაა, რომელიც დაპატენტდა ბრაუნინგის მიერ აშშ-ში 1915 წელს. 1917 წელს მომზადდა წარმოებისათვის ბელგიურ FN-ში, მაგრამ ბედისწერამ ისე ინება, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო არც ჰერსტალში და არც ამერიკაში მოდელი 17 არ გამოშვებულა. ამასთან 20 წლის შემდეგ მისი ორეული გამოვიდა ფირმა ითაკაში(Ithaca Gun Company) სახელით ,,მოდელი 37". მხოლოდ 60 წლის შემდეგ, 1977 წელს, კომპანია ბრაუნინგმა იაპონურ მიროკუსთან კოოპერაციით სერიულ წარმოებაში ჩაუშვა მოდელი 17. ასე გამოვიდა Browning Pump-action Shotgun(BPS). თოფმა მალე მოიპოვა სახელი ამ კლასის სხვა მოდელთა შორის. მოდელი 17-ის მოდიფიკაციების რიგი მოიცავს რამდენიმე ათეულ ვარიანტს, რომლებიც განსხვავდებიან ყალიბით, ლულის სიგრძითა და გაბურღვით, ჩოკების ვარიაციებითა და სამიზნე მოწყობილობებით, ვაზნების ტევადობით, ფორმით, კონდახის მასალითა და გრავირებით. ყველა მოდიფიკაციისათვის საერთოა მექანიზმის სიმარტივე, საიმედოობა, კარგი ტექნიკური და ბალისტიკური მაჩვენებლები. ნორმალური ექსპლოატაციისას სანადირო ეგზემპლიარების ქარხნული რესურსი 30 000-ზე მეტია, ხოლო სპორტულების კი 100 000-ზე მეტი(ამხელა რესურსს ითაკას 37 ვერ ქაჩავს). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 5, 2013 Author Report Share Posted April 5, 2013 ამ აუტო 5-ის ფასი აშშ-ში 1399-დან 1599-მდე მწვანეა . თავის დროზე ეს ვიდეო რომ დავდევი, დამვიწყებია მექანიზმის მუშაობის პრინციპებზე მოკლედ მიმეწერა. ამიტომ ახლა გამოვასწორებ ახალი Auto-5 არა ლულის, არამედ საკეტის ინერციაზეა. პირველი(ორიგინალი) ავტო-5-ის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო გადატენვის დროს ჭახანის ხმა(მეც ხშირად მესმის ყურებში ჩემი მც 21-12-ის გასროლისას ). ახალი მოდელი ამ ხმის ჩასახშობად აღჭურვილია ბუფერით, რომელიც თავის თავზე იღებს საკეტის დარტყმას. მწარმოებელი ამ თოფზე 100 000-იან გასროლის სერიასა და 5 წლიან ქარხნულ გარანტიას იძლევა. საკეტის მუშაობა იდეალურამდეა აყვანილი: ის არ იხსნება მანამ, სანამ ჭურვი და უკანასკნელი საფენი არ დატოვებს თოფის ლულის ტუჩს. გახსნილი საკეტის პირობებში საკმარისია მჭიდში ვაზნის შედება და ის მყისვე მოთავსდება სავაზნეში(პირადად მე ძალიან მომწონს ) ლულის არხი გაბურღულია Back-bore ტექნოლოგიით; სახსნელი ჩოკები საფირმოა და იწოდება Invector DS-ად(3 ცალია კომპლექტში); გააჩნია კონდახის სიგრძის მარეგულირებლები; თოფის წონა შეადგენს 3,175 კგ-ს; ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 11, 2013 Author Report Share Posted April 11, 2013 დიდი კომპანიები მოდელთა რიგში პერიოდულად სხვადასხვა ინოვაციებს სთავაზობს მომხმარებელს. რა თქმა უნდა ამ ტენდენციას არ ჩამორჩა არც ბრაუნინგი. Citori 725 - Grade III სულ ახლახანს დღის სინათლე იხილა სიტორი 725-ის ახალმა მოდიფიკაციებმა. აღნიშნული მოდიფიკაციები გაერთიანდა კატეგორიაში "High Grade", რომელსაც ყოველწლიურად მხოლოდ 2 მოდელი დაემატება(შესაბამისი იქნება ფასიც). მოდელები შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მათ დასაგრავირებლად ძვირფასი ლითონები იქნება გამოყენებული. ხის ნაწილებად გამოიყენება(უკვე წარმოებულებზეც ასეა) უმაღლესი ხარისხის კაკლიდან არჩეული იდეალური მასალა. აღსანიშნავია, რომ "High Grade" კლასის თოფები ტექნიკურად არ განსხვავდებიან მის შედარებით იაფ თანამოძმეებისაგან. "High Grade"-ის წლევანდელი მოდელებია Citori 725 - Grade III და Citori 725 - Grade V. ყალიბი 12; ლულის სიგრძე 26 და 28 დიუმი; კალაპოტი ფოლადის. Citori 725 - Grade III Citori 725 - Grade III-ის კალაპოტი დაფარულია ვერცხლის ნიტრიტით, ღრმა გრავირებაზე მოცემულია ნადირობის სცენები. ფასი აშშ-ში შეადგენს 3730 მწვანეს. Citori 725 - Grade V-ის კალაპოტი ოქროთია მორთული, თოფი განთავსებულია ტყავის ქეისში. ფასი აშშ-ში შეადგენს 5600 მწვანეს. Citori 725 - Grade V ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 ძალიან მომწონს ბრაუნინგის ვერტიკალები,თანაც არც ისეთი მიუწვდომელებია როგორც პერდე,ჰოლანდი ან კოზმი!!!ამას წინად მარკეტზე იდო B-425 670მმ-იანი ლულებით,0,25 და 0,75-ანი ფიქსირებული ჩოკებით,მე რომ მჭირდება ზუსტად ის პარამეტრებია,2000 მწვანეს აფასებდა,ველაპარაკე,ეტყობა თოფების მაგარი ავადმყოფია,ჩვენი მესხიძეების მობიძაშვილო აღმოჩნდა,ბათუმელი!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 11, 2013 Author Report Share Posted April 11, 2013 ძალიან მომწონს ბრაუნინგის ვერტიკალები,თანაც არც ისეთი მიუწვდომელებია როგორც პერდე,ჰოლანდი ან კოზმი!!!ამას წინად მარკეტზე იდო B-425 670მმ-იანი ლულებით,0,25 და 0,75-ანი ფიქსირებული ჩოკებით,მე რომ მჭირდება ზუსტად ის პარამეტრებია,2000 მწვანეს აფასებდა,ველაპარაკე,ეტყობა თოფების მაგარი ავადმყოფია,ჩვენი მესხიძეების მობიძაშვილო აღმოჩნდა,ბათუმელი!!!! ძალიან საამო ეპითეტია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 13, 2013 Author Report Share Posted September 13, 2013 გიო კიდევ ერთხელ მოგილოცავ მაგარ შენაძენს!!! აქვე პაწუა ინფო გლუვლულიანი Browning Citori სიტორები გამოვიდა 1973 წელს(შეიძლება "ციტორია" ქართულად მართებული, მაგრამ ეგ არაა გადამწყვეტი ) და სკეპტიკოსების მიერ თავიდან ეჭვის თვალით იყო შეფასებული, თუმცა იარაღის ბრწყინვალე ხარისხმა მალევე გაფანტა ყველა ეჭვი და სულ რამდენიმე წელში ეგ მოდელი ყველაზე გაყიდვადი გახდა მსოფლიოში!!! არსებობს ამ მოდელის ბევრი მოდიფიკაცია. ბრაუნინგის კატალოგის თანახმად ისინი იყოფიან 3 ძირითად ნაწილად: 1)Field, 2)Target და 3)High-Grade . Field კლასიფიკატორში შედის მოდიფიკაციები 525, Lightning, White Lightning, Superlght Feather, Lightning Weather და Lightning Feather Combo(სულ 6). Target კლასიფიკატორში შედის მოდიფიკაციები Citori Sporting, Lightning Sporting, XS Sporting, XT Trap, XS Pro-Comp და XS Skeet(სულ 6). High Grade კლასიფიკატორში შედის მოდიფიკაციები Citori Gran Lightning, Grade III Lightning, Grade VI Lightning და Privilege(სულ 4). ყველაზე პოპულარულ მოდიფიკაციად ითვლება Lightning, რომელიც თავის მხრივ იყოფა პირველ და მეორე კატეგორიად. პირველი კატეგორიის Lightning-ს გააჩნია უმაღლესი ხარისხის კაკალი და კალაპოტზე მთლიანად სპირალისებური გრავირება ამშვენებს. მეორე ხარისხის Lightning-ი დამშვენებულია მაღალი ხარისხის კაკლით(ამერიკული კაკალი), ნაცრისფერი კალაპოტითა და სპირალისებური გრავირებით. მეორე ხარისხის Lightning-ი ასევე გვხვდება უმაღლესი ხარისხის კალითა და არა სპირალური, არამედ ხაზოვანი გრავირებით. გარდა ამისა ამ იარაღს სამიზნე თამასა, ფარი და ტიბჟირის სახსნელი ბერკეტი ასევე დაგრავირებული აქვს ხაზოვნად. კალაპოტი შეიძლება იყოს ოქსიდირებულიც და არაოქსიდირებულიც. ამ მოდელების საკეტები ხელითაა დამზადებული და აწყობილი. რაც შეეხება ბალისტიკურ მაჩვენებლებს, ყველა ექსპერტი მას საუკეთესოდ მიიჩნევს!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 13, 2013 Report Share Posted September 13, 2013 (edited) მასეა გელა, გუშინ კიდევ გადავხედე კატალოგებს და ვერაფრით ვერ იქნება ეს თოფი სიტორი, რადგან იმ ნომრებს, რომლებიც ლულების გადასახსნელის ქვეშ აწერია, ზედა ლულის მარცხენა მხარეს და ტიბჟირის გასახსნელ ენაზე, მათი გათვალისწინებით, ეს თოფი გამოშვებულია 1960-წელს. არის პირველი კატეგორიის LIGHTNING-ი. თან იმანაც დამაეჭვა მაგის სიტორობაში, რომ ბრაუნინგის ემბლემა არა აქვს, მხოლოდ თავად ბრაუნინგის ბიუსტის გრავიურა აქვს. აწერია კიდევაც ტიბჟირზე: BROWNING LIGHTNING. არის კიდევ ნიუანსები, რომლის გარკვევაც დამჭირდება. მაგალითად ორი G აქვს სწორხაზოვნად და ერთი G მათ შორის ამოყირავებული. G ვიცი რომ ინსპექტორის საიდენტიფიკაციო ასოა და ამ შემთხვევაში ვიღაც ჩარლის/გვარი არ მახსოვს/ შეუმოწმებია, მაგრამ სამი რა საჭირო იყო, მაგას ვერ ვხვდები. მოკლედ, უმჯობესია სურათები ვნახოთ და მერე ვიმსჯელოთ. ეს კვირა ძალიან დატვირთული მაქვს, ეხლაც დილის 6-ზე უნდა გავიდე სახლიდან და საღამოს დავბრუნდები. დამერწმუნეთ, ნაღდად არ მაქვს ხოლმე სურათების გადაღების თავი. დღეს იქნებ მოვახერხო როგორმე. Edited September 14, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 13, 2013 Report Share Posted September 13, 2013 გიორგი, მაგარი იარაღია, ბელგიაში დამზადებული Browning Lightning . 1960-ში იქნება მაშინ ნამდვილად. ასეთია ალბათ http://www.gunlistings.org/ohio-gun-classifieds/dayton__springfield/shotguns/52612/browning_superposed_lightning_1960 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 14, 2013 Report Share Posted September 14, 2013 BROWNING LIGHTNING. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 14, 2013 Report Share Posted September 14, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 14, 2013 Report Share Posted September 14, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 14, 2013 Report Share Posted September 14, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 15, 2013 Report Share Posted September 15, 2013 ელჩი უმაგრესია, მაგრად გასიამოვნებს. მართლა მოსალოცი იარაღია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.