Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

BROWNING

ავთო

mamuka grigolia

 

გაიხარეთ ჩემო ძმებო, დიდი მადლობა. :friends:

 

დღეს როგორც იქნა ავიღე ხელში.

სურათებზე არ არის გაწმენდილ მდგომარეობაში, ეხლა მოვრჩი წმენდას და გაბზრიალებულია სარკესავით.

 

კონდახის "პადუშკაზე" რკინის თამასას მივასხავ ნიტროს შავ საღებავს და მეტი არაფერი აღარ სჭირდება, მხოლოდ ბათქა-ბუთქი იქნება მაგის საქმე.

 

ეგ ყუთი თავის ორიგინალია, პირველად ვისაც ჰქონია, USA-ს მსროლელთა გუნდის წევრი ყოფილა.

ეგ ემბლემაც იმას მიუკრავს და თავის გვარიც ამოუქარგავს, ხელს არ ვახლებ, იყვეს რაც არის.

Link to post
Share on other sites

მაგარი თოფი ჩანს ბევრი კაი ნადირობა ჩაგეტარებინოს, მასეთი იარაღით ნადირობა ერთ რამეთა ღირს იიიიიფ :yes: :yes:

Edited by alika-alika
Link to post
Share on other sites

ბრწყინვალე შენაძენია ბრწყინვალე ფასად.

საქართველოს ფასებით ხომ საერთოდ ნაჩუქარი გამოდის.

გილოცავ გიორგი, მშვენიერი სასტენდო თოფია.

 

ლულები რამდენი სანტიმეტრია ? 76 თუ 81 ?

Link to post
Share on other sites

მანდ სანადრო არაფერი არ არს და რად გინდა,ჩამოიტანე აქ ძმაო და სიამოვნე :hi: .გილოცავ გიო მართლა კაი ტიპი ჩანს

Link to post
Share on other sites

ვაააააააააააა რა მაგარი ვეშია რააააააააააა!!! :yes: :yes: :yes:

 

 

ქეისში, საკეტი ნახეთ რააააააააა(რომც გინდოდეს ვერ მოარყევ)!!! ,,დუტი" ტიბჟირი_იფ,იფ,იფ; ტიბჟირი კეტავს_ავიოეეეეეე; ბალიშები საერთოდ დაუცვეთავი, სადა გრავირება; მაღალი ხარისხის კაკალი_ნერწყვის გადაყლაპვის სმაილიკი უამრავი ცალი :spit:

 

გილოცავ გიო!!!!!!!!!!!!!!!!!! B) B) B)

 

ჩათვალე რომ Superposed იყიდე ფაქტიურად ხელუხლებელი :* :* :*

 

ლულების რიგითობის გადართვა მცველის გადაწევით ხდება ხომ?

 

პ.ს. ჩვენს ქვეყანასთან შედარებით უსას ფასები ალბათ მეოთხედია...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

პ.ს. ჩვენს ქვეყანასთან შედარებით უსას ფასები ალბათ მეოთხედია..

მეოთხედი? :e025: აქ ტოზსაც ვერ იყიდი ორი მაგდენ ფასში http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=4853549&p=7

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ. :friends:

 

იეტი

 

ლულების სიგრძე 81სმ-ია.

ზედა ლულა სრული ჩოკია, ქვედა ნახევრად ჩოკი, ასეა გაკეთებული ლულები.

ნუ ჩოკები არ უყენდება, მაგრამ თავიდანვე ასე გაუჩარხავთ.

ზედა ლულის დაბოლოებაზე, როგორც გლუვების უმეტესობას, ამასაც აქვს სამიზნე, ასევე ლულის შუაში დაყოლებული აქვს მეორეც.

ჩემნაირი ხაია მსროლელისთვის მისწრებაა. :d030:

 

ფასს რაც შეეხება, ქვემოთ დავწერ რა მოხდა.

მირზა

 

ჯემალიჩ, აქ არ არის არა სანადირო ობიექტები? :vinsent:

 

შენ მომიღებ ბოლოს. :d030: :d030:

 

გურულო

 

კი ძამა, მასეთი გადამრთველი აქვს.

მოვიცლი და დამღების სურათებსაც დავდებ.

გავწმინდე გულდასმით და აბსოლუტურად სხვა რამე დადგა.

 

პ.ს. ვეღარ ვასწრებ ფასზე დაწერას, უნდა გავგაზო სამუშაოზე, ჩამოვალ საღამოს და დავდებ ყველაფერს სურათებთან ერთად.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

მშვენიერი სპორტული თოფია, კიდევ ერთხელ მშვიდობაში !

დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი თეფშების სამტვრევად.

 

სანადირო აქეთ მაინც არაფერი რჩება...

Link to post
Share on other sites

ეს ფიშტო სხვებთან ერთად, დაახლოებით თვენახევრის წინ მაჩვენა.

სიტორში იმიტომ ამერია, რომ აქვს ეგეც.

მაშინ ყიდვა-გაყიდვაზე არ გვქონია საუბარი, მხოლოდ ვკითხე რა ფასში გაიყიდებოდა.

ოთხ ნიშნიანი ციფრი სთქვა, რომელიც 2-ზე იწყებოდა.

 

მას მერე სახლი იყიდა და აღარ მინახავს, ერთხელ შემომიარა ტრაილერით და დიდძალი მასალა გავატანე.

ერთი დღეც მივეხმარე სახლის გალამაზებაში.

მისმა მეუღლემ თანხა შემომთავაზა, რაზეც სასტიკი უარი ვუთხარი და წამოვედი.

 

მეორე დილით დამირეკა, შერცხვენილი ვარ შენთან და მომეცი საშუალება როგორმე გამოვასწოროვო.

მეთქი ხომ არ გარეკე, პატივი იმიტომ გეცი, რომ კაი კაცი ხარ და იმსახურებთქო.

ის თოფი რომ მოგეწონა 900$-ში მოგცემო.

მეთქი არა მაქვს ეხლა ფული, ვნახოთ თუ ვიშოვე დაგირეკავთქო.

საღამოსთვის 750$-ზე მეტი ვერ მოვაგროვე.

დავურეკე და ვუთხარი, ვერა ვყიდულობ, ვერ მოვაგროვე 900.

ოთხშაბათს მჭირდება ქეში და შემომიარეო.

 

სამუშაოს მერე გავუარე, 3-4 საათი კიდევ მივეხმარე და წამოსვლას ვაპირებ.

ის ფული თან გაქვსო, კი მეთქი.

გამოიტანა ყუთი და გახსნა, წაიღე თუ გინდაო.

მეთქი ცოტას გაძლევ, არ გამოვა ეგრე მეთქი.

გამოვაო.

მივეცი ფული, გადათვალა, გამოაკლო 75$ და უკან მაძლევს.

რა ხდება მეთქი?

ზუსტად 675$ დოლარი მჭირდება ამ საღამოს, აუცილებლად მისაცემი მაქვსო.

მეთქი გასესხებ.

 

არა, შენია ეგ თოფი და მშვიდობაში მოიხმარეო.

 

ასეთი იაფი ფასი გასაკვირია, მაგრამ მე სხვა რამემ უფრო გამაკვირვა.

 

ამდენი ხნის მანძილზე, ერთი კაცია აქ, ვინც პატივისცემა დაინახა და დააფასა.

 

გაუმარჯოს ღმერთმა.

 

როცა გაგიხარდება და ამითი სროლა მოგინდება, ნებისმიერ დროს მოდი და რამდენ ხანსაც გინდა გქონდესმეთქი.

 

ასე ტკბილად მოგვარდა ეს ამბავი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი შენაძენია გიო,კიდევ ერთხელ გილოცავ!!

 

ღმერთმა ამრავლოს ეგეთი ხალხი,ვინც პატივისცემის ალალად დანახვა და დაფასება იცის!

 

ღმერთმა გაუმარჯოს იმ კაცს,შენი გულის გახარებისათვის ! :hi:

Link to post
Share on other sites

ეს ფიშტო სხვებთან ერთად, დაახლოებით თვენახევრის წინ მაჩვენა.

სიტორში იმიტომ ამერია, რომ აქვს ეგეც.

მაშინ ყიდვა-გაყიდვაზე არ გვქონია საუბარი, მხოლოდ ვკითხე რა ფასში გაიყიდებოდა.

ოთხ ნიშნიანი ციფრი სთქვა, რომელიც 2-ზე იწყებოდა.

 

მას მერე სახლი იყიდა და აღარ მინახავს, ერთხელ შემომიარა ტრაილერით და დიდძალი მასალა გავატანე.

ერთი დღეც მივეხმარე სახლის გალამაზებაში.

მისმა მეუღლემ თანხა შემომთავაზა, რაზეც სასტიკი უარი ვუთხარი და წამოვედი.

 

მეორე დილით დამირეკა, შერცხვენილი ვარ შენთან და მომეცი საშუალება როგორმე გამოვასწოროვო.

მეთქი ხომ არ გარეკე, პატივი იმიტომ გეცი, რომ კაი კაცი ხარ და იმსახურებთქო.

ის თოფი რომ მოგეწონა 900$-ში მოგცემო.

მეთქი არა მაქვს ეხლა ფული, ვნახოთ თუ ვიშოვე დაგირეკავთქო.

საღამოსთვის 750$-ზე მეტი ვერ მოვაგროვე.

დავურეკე და ვუთხარი, ვერა ვყიდულობ, ვერ მოვაგროვე 900.

ოთხშაბათს მჭირდება ქეში და შემომიარეო.

 

სამუშაოს მერე გავუარე, 3-4 საათი კიდევ მივეხმარე და წამოსვლას ვაპირებ.

ის ფული თან გაქვსო, კი მეთქი.

გამოიტანა ყუთი და გახსნა, წაიღე თუ გინდაო.

მეთქი ცოტას გაძლევ, არ გამოვა ეგრე მეთქი.

გამოვაო.

მივეცი ფული, გადათვალა, გამოაკლო 75$ და უკან მაძლევს.

რა ხდება მეთქი?

ზუსტად 675$ დოლარი მჭირდება ამ საღამოს, აუცილებლად მისაცემი მაქვსო.

მეთქი გასესხებ.

 

არა, შენია ეგ თოფი და მშვიდობაში მოიხმარეო.

 

ასეთი იაფი ფასი გასაკვირია, მაგრამ მე სხვა რამემ უფრო გამაკვირვა.

 

ამდენი ხნის მანძილზე, ერთი კაცია აქ, ვინც პატივისცემა დაინახა და დააფასა.

 

გაუმარჯოს ღმერთმა.

 

როცა გაგიხარდება და ამითი სროლა მოგინდება, ნებისმიერ დროს მოდი და რამდენ ხანსაც გინდა გქონდესმეთქი.

 

ასე ტკბილად მოგვარდა ეს ამბავი.

 

 

 

რომ ვკითხულობდი, მეორე აბზაციდან ვიეჭვე_ დაუკლებდა კიდევ მეთქი B) B) B)

 

 

კაცი, ყველგან კაცია! კაცობაზე პრეტენზია ბევრს აქვს, თუმცა პირველ რიგში დამნახავი უნდა იყო! :friends:

 

გაუმარჯოს გამყიდველსაც და მყიდველსაც!!! B) B) B) B) B)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...