Jump to content
Club-Monadire.Ge

Manufacture Liegeoise d'Amies a Feu


Recommended Posts

Manufacture Liegeoise d'Amies a Feu

 

0bbebf2497f6.jpg

 

 

ბელგიელ მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი Manufacture Liegeoise d'Amies a Feu-ს, იგივე ,,ლიეჟის მანუფაქტურას" ეკუთვნის. ფირმის ნაწარმი ფანტასტიკური ბალისტიკით, დამუშავების უმაღლესი ხარისხითა და მოდელების ფართო დიაპაზონით ხასიათდება.

სააქციო საზოგადოება Manufacture Liegeoise d'Amies a Feu 1866 წელს დაფუძნდა ლიეჟში. ის 1889 წელს თავად გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი კონცერნისა FN - Fabrique Nationale.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმის საწარმოო საშუალებები 60 მექანიკურ ჩარხსა 200 მუშაკს შეადგენდა. ამით საწარმო წელიწადში დაახლოებით 12 ათას სანადირო თოფს უშვებდა. ყველაზე რთული სამუშაოები მანუფაქტურის კედლებში სრულდებოდა, ხოლო, მცირე დეტალებს კი საწარმოს გარეთ_ კუსტარულ მწარმოებლებთან ამზადებდნენ.

ლულები შვილობილ კომპანიაში მზადდებოდა ნესონვოში, კალაპოტები კი FN - Fabrique Nationale-ში. აღსანისნავია, რომ FN-ის მომსახურეობით მისი ყველა აქციონერი სარგებლობდა.

 

746b77b637ca.jpg

 

,,ლიეჟის მანუფაქტურის" პოპულარობის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახლდათ კარგი სარეკლამო კამპანია და ასორტიმენტის ყოველწლიური განახლება(1890 წლიდან 1930 წლამდე). გარდა ამისა ფირმას გააჩნდა ექსკლუზიური კონტრაქტი ჯონ კოკერილთან(ფოლადის მწარმოებელი). მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გასაყარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალულე ფოლადი Acier Cockerill გახდა. ამ ფოლადის ლულებს თითქმის ყველა ბელგიელი მწარმოებელი აყენებდა საკუთარ თოფებზე. ,,ლიეჟის მანუფაქტურას" ამ პირობებში ექსკლუზივი უპირატესობას ანიჭებდა.

1899 წელს ფირმამ ჯონ კოკერილისაგან იყიდა ,,ახალი უნივერსალური ფოლადისაგან" ლულების დამზადების უფლება(პატენტი მამლის გამოსახულებით).

 

a3ff5dc235df.jpg

4247090b5e85.jpg

 

,,ლიეჟის მანუფაქტურის" 1934 წელს გამოშვებულ კატალოგში აღნიშნულია, რომ 1930 წლის 20 თებერვალს ,,კოკერილის უნივერსალური ფოლადისაგან" დამზადებულმა ლულებმა გაუძლეს გამოცდას 2000 კგ/სმ2 წნევაზე.

საზოგადოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ბელგიურ კატალოგებში გლუვლულიანი თოფები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად(რანჟირებას მიაქციეთ ყურადღება ):

 

1. კოლონიებისათვის;

2. მაღალი ხარისხის მახასიათებლების გარეშე;

3. რიგითი;

4. ნახევრად კარგი;

5. კარგი;

6. ძალიან კარგი;

7. მდიდრული(ფუფუნება).

 

თავის კატალოგებში ,,ლიეჟის მანუფაქტურა" მიუთითებდა, რომ პირველი ორი კატეგორიის თოფებს არ აწარმოებდა.

 

c34659fb6ce1.jpg

 

42385383f34a.jpg

 

 

 

პირველმა მსოფლიო ომმა ფუნდამენტალურად შეცვალა ბელგიის საიარაღო წარმოების სახე. გადარჩენისათვის ბევრი ფირმა სხვასთან გაერთიანდა. 1921 წელს ,,ლიეჟის მანუფაქტურა" შეერწყა უძველეს ფირმას J.B. Ronge et fils, რომელიც დაფუძნებული იყო 1789 წელს. ახალმა გაერთიანებულმა საწარმომ მიიღო სახელი ARMAF Societe Anonyme და მოღვაწეობდა 1940 წლამდე, ბელგიის გერმანელების მიერ ოკუპაციამდე.

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

საიდლოკი, ყალიბი 12, ლულის სიგრძე 71სმ, სავაზნე 70მმ, ლულათა შევიწროება: მარცხენა 0,8- მარჯვენა 0, ოთხმაგი ჩაკეტვა, წონა 3,1კგ. დამზადებულია შეკვეთით 1900-1905 წლების შუალედში. შეკვეთა გაფორმებულია პეტერბურგის სავაჭრო ორგანიზაცია ,,ი.ი ჩიჟოვის" მიერ, რაზედაც მეტყველებს წარწერა J.J.Tschishow

 

 

f96bdc378b6b.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...