Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

DUMOULIN HERSTAL s.a

 

 

 

343402ee9e6a.jpg

 

 

 

ბელგიური იარაღთწარმოება ძალიან შორეულ წარსულში იღებს სათავეს. წარმოება XVI საუკუნეში დაიწყო, მაღალი ტემპებით ვითარდებოდა XVIII საუკუნეში, ხოლო XIX–ს ბოლოს ისეთ დონეს მიაღწია, რომ ეს პატარა ქვეყანა უშვებდა იმაზე მეტ იარაღს რასაც დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული. წარმოების ცენტრი იყო და რჩება ლიეჟი.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლიეჟში კონცენტრირებული იყო ძალიან ბევრი მცირე საწარმო. 1890 წელს აქ ითვლიდნენ 187 კუსტარულ საამქროს, ხოლო ქალაქის გარეუბნებში კიდევ 280–ს. ამ საწარმოებში დასაქმებული იყო 80 000 ოსტატი.

ჰერსტალში მდებარე ფირმა DUMOULIN HERSTAL s.a ცნობილია 1815 წლიდან(ქალაქები ჰერსტალი და ლიეჟი ახლო მეზობლები არიან). მისი ნაწარმის ძირითადი ნაწილი შედარებით იაფი თოფები იყო, მაგრამ ამასთან ერთად ფირმა ძვირფას თოფებსაც უშვებდა. დღეისათვის ფირმა აკეთებს ძირითადად შტუცერებსა და სანადირო კარაბინებს. გერმანიასთან და საფრანგეთთან მეზობლობამ ფირმის სტილზე იმოქმედა_ ის როგორც ტრადიციული გერმანული, ასევე ფრანგული სტილის მიმდევარია.

 

e40048e8c5dc.jpg

 

ფირმის ერთ–ერთი ძალიან ორიგინალური და ლამაზი მოდელია გლუვლულიანი ლულათა ვერტიკალური წყობით(ანალოგიური მოდელი ფრანკოტსაც აქვს). მას გააჩნია ძალიან არაორდინარული კონსტრუქცია. ლულები დემიბლოკია და დამზადებულია ACIER MARTELED მარკის ფოლადისაგან. ლულათა სიგრძე 70სმ–ა.

გასახსნელი ბერკეტი განლაგებულია კალაპოტის გვერდზე მარჯვნივ. მასზე დაწოლისას საკეტი იხსნება და ლულა გამოდის მარჯვნივ.

დაშლილ მდგომარეობაში დათვალიერებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჰორიზონტალური გლუვლულიანი გადააბრუნეს კალაპოტში.

 

 

bb92e19185dd.jpg

 

 

ასეთი კონსტრუქცია ინგლისშია გამოგონებული. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქცია ძალიან მყარია, მას დიდი პოპულარობისათვის არ მიუღწევია, რადგან პირველი მოდელები ე.წ. ლეფორშეს ვაზნებზე იყო და მათზე საიდლოკის საკეტის გამოყენება კონსტრუქციულად შეუძლებელია.

ამის შემდეგ 1880 წელს, გრინერის მიერ იყო დამზადებული მსგავსი კონსტრუქციის რამდენიმე საცდელი ეგზემპლიარი.

1888 წელს ჯონ დიქსონმა რამდენადმე გააუმჯობესა გრინერის კონსტრუქცია და დაამზადა დაახლოებით 10 ცალამდე შიდაცახმახიანი თოფი, რომელიც გვერდზე იხსნებოდა_ Side-opening under-and-over shotgun.

ყველაზე რთული ლულების ბლოკის გაკეთება იყო.

 

7197bb7ef6bf.jpg cf7b17605c32.jpg

 

 

 

დიუმულენის ფირმის აღნიშნული ვერტიკალური მოდელის საკეტი ტრადიციული ჰორიზონტალურების საკეტს ჰგავს. მართალია საკეტი რამდენადმე სახეშეცვლილია, მაგრამ ანალოგია თვალნათელია.

 

 

5052e3b28e43.jpg 7d8ce49ce51d.jpg

 

 

 

სასხლეტ–დამცემი მექანიზმს კი არაფერი საერთო არა აქვს ჰორიზონტალურ მოდელებთან. საბრძოლო ზამბარები სპირალურია. მათი შეყენება სახსნელი ბერკეტით ხდება, რაც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში დავძაბოთ ზამბარა თოფის გადაუხსნელად. მცველი ტრადიციულად კონდახის ყელზეა განლაგებული და ბლოკავს მერყევას.

 

 

e71176d17db9.jpg 8528ec06859c.jpg

 

 

დღეისათვის ფირმა DUMOULIN HERSTAL s.a ამ მოდელს აღარ აწარმოებს.

 

გარდა ამ ორიგინალური თოფისა აღსანიშნავია საფირმო გლუვლულიანები Liège, Etendard და Excellence

 

 

 

 

Liège

 

cb96ba804691.jpg

 

 

 

 

 

 

Etendard

 

aeffb27aab5c.jpg

 

 

 

 

Excellence

 

97e49928f3ae.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...