Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Lebeau-Courally

 

 

6fe9371f90ab.jpg

 

ფირმა Lebeau დაფუძნებული იყო ქ. ლიეჟში 1865 წელს აუგუსტ ლებოს მიერ. 1896 წლიდან ფირმის სათავეში ფერდინანდ კურალის მოსვლის შემდეგ მიიღო სახელი Lebeau-Courally. კურალი ნიჭიერი მეიარაღე იყო. მის კონსტრუქციას წარმოადგენს ცნობილი ეჟექტორები, რომლებსაც საერთო შემყენებლეგი გააჩნიათ. ფირმა მთლიანობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეჟექტორს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მექანიზმის ზამბარები, რომლებიც უზარმაზარი რესურსით გამოირჩევიან.

აუგუსტ ლებოს მიზანი თავიდანვე ძვირფასი იარაღის წარმოება იყო. საერთაშორისო აღიარება მოვიდა 11 წლის შემდეგ, როცა ფირმის ნაწარმმა ფილადელფიის გამოფენაზე აღიარება ჰპოვა(1876წ). 1894 წელს ანტვერპენში ლებომ მიიღო დიდი პრიზი და დიპლომი, რისთვისაც თავად ბელგიის მეფისაგან დაჯილდოვდა. შემდგომ ამისა ბევრი პრიზი და ჯილდო დაისაკუთრა ლებოს ფირმამ ევროპის დედაქალაქებსა თუ სამრეწველო ცენტრებში.

მიუხედავად იმისა, რომ ფირმა საკმაოდ დიდია, ხელით შრომა მაინც დიდ სეგმენტს მოიცავს. ზოგიერთი მოდელის დასამზადებლად იხარჯება 400- 1000 შრომა/საათი. ასე რომ ხარისხისათვის შემკვეთებს საკმაოდ ლოდინიც უწევთ. სამაგიეროდ შედეგი მკაცრად ინდივიდუალური გამოდის.

 

b11388e96650.jpg

 

 

1897 წლის ბოლოს იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ შეუკვეთა ფირმას ორი 20 ყალიბის გლუვლულიანი. მისთვისაც კი გამონაკლისი არ გაკეთებულა_ შეკვეთის შესრულებას მოუნდნენ 1 წელი!!! ამ ტყუპების სერიული ნომრებია №31831 და №31832(ბოქსლოკებია). სწორედ ამ თოფებითაა იმპერატორის ფოტო რომელსაც ფირმა სათუთად ინახავს.

 

710d9eedadde.jpg

 

ამავე პერიოდში ლებო-კურალი გახდა რუსეთის, იტალიის და ესპანეთის იმერატორებისათვის სანადირო თოფების ოფიციალური მიმწოდებელი, რაზედაც მეტყველებენ იმდროინდელი წარწერები იარაღებზე.

1902 წელს შეიქმნა ასოციაცია, რომელშიც 2 ფირმა ლებო-კურალი და უებლი სკოტი შევიდნენ. სახელიც შესაბამისად ,,უებლი-ლებო-კურალი" დაერქვა. ამ გაერთიანებამ პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელა არსებობა.

1919 წელს კურალიმ ფირმა დატოვა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი სახელი კვლავ აქტუალური გახდა. მან 1931 წელს გამოაქვეყნა წიგნი(სპორტულ და სანადირო იარაღზე), რომელიც უმალ გახდა ბიბლიოგრაფიული იშვიათობა.

1956 წელს ფირმის სათავეში ჯოზეფ ვერნეს მოსვლის შემდეგ, საწრმოში რეორგანიზაცია განხორციელდა.

1982 წელს ფირმის ხელმძღვანელობა ანა-მარია მოერმანს-რემარკესმა ჩაიბარა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში წარმატებით შეინარჩუნა ბრენდის მსოფლიო რეიტინგი.

2007 წელს ფირმის სტრუქტურაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, საწარმოს მფლობელები შეიცვალნენ და მმართველობაში მოვიდნენ ახალგაზრდა მეიარაღეები, მათ შორის კორნელ ტ'მანეტიე, რომლებმაც ბრენდი შეინარჩუნეს, ამასთან საწარმოში ახალგაზრდა კადრები მოიყვანეს. მხატვრულ გაფორმებას ცნობილი გრავიორები აკეთებენ_ ჟანსენი, მასინი, კაპესი.

ფირმა სათუთად უფრთხილდება რეპუტაციას.

ამჟამად თოფებს ტრადიციულად ბელგიური ,,ვალრეინის" და ,,ლეგრანის" მარკის ფოლადისაგან ამზადებენ. ზოგიერთი შეკვეთის შესაბამისად კი ინგლისური ,,ვიტვორტის" ფოლადია გამოყენებული. კონდახი მზადდება მხოლოდ ფრანგული კაკლის ლებანოზისაგან(შემკვეთს შეუძლია კაკლის მასალის სხვა ხარისხიც აირჩიოს).

რითაც ფირმა ყოველთვის გამოირჩეოდა, ესაა, უმაღლესი კლასის გაფორმება. ამჟამად შეიძლება შეუკვეთოთ 18 სტილის სხვადასხვა გრავირება შედარებით იაფიდან, ყველაზე ძვირფასით დამთავრებული, რომლებიც იუველირული შედევრებია. აღსანიშნავია, რომ საკეტის ის დეტალებიც კი, რომლებიც გარედან არ ჩანს გრავირებულია!!!

თოფებს აქვთ ჰოლანდ-ჰოლანდის კლასიკური და ენსონ-დილეის საკეტები. პირველით შემკული თოფის ფასი დაახლოებით 36 ათასი დოლარია, ხოლო მეორისა_ დაახლოებით 23,5 ათასი დოლარი. Lebeau-Courally-ის სპორტული თოფი(ვერტიკალური ლულებითა და ,,ბოსის” საკეტით) ღირს 89 ათასი დოლარი.

მარტო გრავირების ფასი კლასიკურ იარაღებზე ღირს 20 ათასის ფარგლებში, ხოლო ვერტიკალურ სპორტულებსა და ექსპრეს-შტუცერებზე კი 35 ათასს ზემოთ. არჩევანის მიხედვით ოქროს ინკრუსტაციით გრავირება ხდება სხვადასხვა ვარიანტში და ფორმაში(შესაძლებელია ინიციალებიც), მისი ფასია 950 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ეს ფასები დილერებისაა, უშუალოდ მიმართვის შემთხვევებში კი დაახლოებით 15%-ით უფრო იაფად.

 

 

89e55dec0393.jpg

 

ბევრ ეგზემპლიარზე ამოტვიფრულია სახელი Alain Lovenberg_ სწორედ ალან ლოვენბერგის მოხატულია ბევრი ძალიან ცნობილი თოფი(მ.შ. ვერტიკალური Lebeau-Courally Boss-Verrees Napoleone).

 

Lebeau-Courally Boss-Verrees Napoleone

9e85c5234ae2.jpg

 

747d35e3723c.jpg

 

 

თოფების მხოლოდ ჩამონათვალიც კი იმდენად დიდია, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მხოლოდ ძირითადი მოდელების(ყველაზე ცნობილების) დასახელება.

ესენია ჰორიზონტალურები(ბოქსლოკები):

Ejecteur 5, Classique 6, Corte 41, Tir aux Pigeons 82, Prince Galitzine 86, Cheremeteff 96 და კიდევ დაახლოებით 10 მოდელი. მოდელების გარკვეულმა ჯგუფმა თავისი სახელი პირველი შემკვეთის პატივსაცემად მიიღო. მაგალითად,

Prince Galitzine მოდელი N86_ გაკეთდა კავკასიის გუბერნატორისათვის(გალიცინი). ბოქსლოკი, პერდეს სამმაგი საკეტი, კურალის ეჟექტორებზე;

Cheremeteff მოდელი N96_ გაკეთდა გრაფი შერემეტევისათვის. ლულები დემიბლოკი, გრინერის გვერდითა მცველზე;

Grand Due მოდელი N91_ პირველი წყვილი(ტყუპი) დამზადდა დიდი თავადებისათვის ნიკოლოზისა და ალექსიესათვის. ვიტვორტის ფოლადის ლულები(სიგრძე 760მმ), წონა 3,15 კგ;

Prince Kourakine მოდელი N78_ ვიტვორტის ფოლადის ლულები, ეჟექტორზე, კალაპოტის ქვემოდან ეცვლება მექანიზმი, გამოდიოდა მხოლოდ ტყუპები.

 

რამდენიმე თოფი, რომლებსაც სახელი სამეფო დინასტიების პატივსაცემად ეწოდა:

გერმანია_ Kaiser 97(დეკორატიული დაფებით); გერმანიის იმპერატორისათვის(შემკვეთი გახლდათ გერმანელი მეიარაღე ბარელა).

რუსეთი_ Grand Russe 98(ბოქსლოკი); რუსეთის მეფისათვის დამზადებულ 20 ყალიბის ტყუპებს გააჩნდათ კურალის ეჟექტორები, ვიტვორტის ლულები, წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, 760მმ სიგრძის ლულა და წონა 2,6კგ;

ესპანეთი_ Grand d’Espagne 100(ბოქსლოკი); ესპანეთის მეფე ალფონს მეცამეტისათვის. სამმაგი პერეს ჩაკეტვა, ლულის სიგრძე 780მმ, წონა 2,95კგ.

 

 

ჰორიზონტალური საიდლოკებია 103 და 104;

ექსკლუზიური მოდელებია Prince Koudacheff 101, Duffier 102, The Royal 107, The Imperial Pigeon 108.

Prince Koudacheff 101 დამზადდა თავადი კუდაშჩევისათვის. საიდლოკი(სრული საკეტი), კურალის ეჟექტორი, პერდეს სამმაგი ჩაკეტვა.

The Imperial Pigeon 108_ დემიბლოკი, პერდეს სამმაგი ჩაკეტვა, წინა სასხლეტი ამორტიზატორზე.

 

ჩახმახიანებიდან აღსანიშნავია Journu 90 და მოდელი Concours 91.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Grand Russe mod. №98

 

7863fe912154.jpg

 

ბოქსლოკი, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 762მმ, ფიქსირებულ ჩოკებზე(0,75-0,5მმ), ფოლადის მარკა Sir Joseph Whitworth's fluid compressed stee, ჩაკეტვა ორმაგი პერდე, სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორის მექანიზმი მოოქროვილია, ავტომატური მცველი, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის); განთავსებულია ტყავის ქეისში(ქეისიც ხელნაკეთია)

 

6fc2cb9deaa2.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1885 წლის მოდელი Prince Koudacheff

 

 

a74540352829.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 75სმ, ფიქსირებული ჩოკები(0,75-0,5მმ); ჩაკეტვა სამმაგი, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორი, ავტომატური მცველი, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური ტიპის)

Link to post
Share on other sites

20 ყალიბის სამეული Lebeau Versailles

 

 

საიდლოკები დამზადებულია 1990 წელს, ალან ლოვენბერგის გრავირება_ 9 მონოგრაფიული სიუჟეტი შიშველი სხეულით(ბულინო)

 

 

6ca281458cef.jpg

 

 

 

 

60a0f3251fcf.jpg

 

 

 

 

 

 

 

Big 5 შტუცერი

 

 

e3614c7ef577.jpg

 

ყალიბი 375H&H, .470NE, .500NE; საიდლოკი; ეჟექტორზე, წონა 4,2 კგ; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის;

ეს მოდელი პირველად სპეციალურად შეიქმნა მხატვრული ფილმისათვის.

 

 

 

 

 

Le Baron

 

e3e8f3b7e81a.jpg

 

ყალიბი 12,16,20; საიდლოკი; ჩაკეტვა Boss, ეჟექტორზე, ერთ სასხლეტზე, ლულის სიგრძე, სავაზნის სიგრძე და სხვა პარამეტრები შემკვეთის სურვილისამებრ.

 

 

Boss-Verrees

 

 

06205b7f7800.jpg

 

საიდლოკი; ყალიბი 12(კალაპოტის სიმაღლე 61 მმ); სავაზნე 70მმ, ჩაკეტვა Boss, ეჟექტორზე, ერთ სასხლეტზე, ლულის სიგრძე და სხვა პარამეტრები შემკვეთის სურვილისამებრ; ფოლადის მარკა ,,ვალრეინი" წონა 3,25 კგ, დამზადების დრო დაახლოებით 1 წელი.

 

 

 

c97a30be7153.jpg

Link to post
Share on other sites

Lebeau-Courally Edimbourg Pair

 

 

3038be6b3874.jpg

 

 

საიდლოკი, ტყუპები(წონაში სხვაობა არ აღემატება 10 გრამს); ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ჩაკეტვა ორმაგი, ორ სასხლეტზე, წონა 3,1 კგ, ექსტრაქტორი ან ეჟექტორი, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულების შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის), ოქროს ინკუსტაცია, განთავსებულია ქეისში.

 

ასეთივე გამოდის შემსუბუქებული ვარიანტი Comle de Paris ერთ სასხლეტზე

 

 

d488402da17b.jpg

 

 

ყველა სხვა პარამეტრი იდენტურია

Link to post
Share on other sites

ჯერ ხო 20 კალიბრი მიყვარს,მერე ლებო ხო საერთოდ,ერთი ეს წყვილი თოფები მომაფერებინა ერთი-ორი კვირით,მწყერობაზე რააა!!!! :flirt::hi: :hi:

Link to post
Share on other sites

Lebeau-Courally Ardennes

 

166953b7dffb.jpg

 

ყალიბი 9.3x74R, ორმაგი საკეტი, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,7 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(პისტოლეტური). დამატებით შესაძლებელია 20 ყალიბის გლუვი ლულის შეკვეთაც.

 

 

 

Lebeau-Courally Chambord

 

 

d31595714ab1.jpg

 

 

საიდლოკი, ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ორმაგი საკეტი და გრინერის ურდული, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,25 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური).

 

 

 

 

 

 

 

Lebeau-Courally Nimrod

 

 

4b12d4385a67.jpg

 

საიდლოკი(სრული საკეტი), ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ორმაგი საკეტი, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,2კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური).

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ეს უდიდესი ბელგიური კომპანია არა მხოლოდ ძველი მოდელებისა და მოდიფიკაციების წარმოებითაა დაკავებული, არამედ ახალ მოდელებსაც ანახებს დღის სინათლეს. ერთ-ერთი მათგანია მოდელი ,,დელფინი", რომელიც მხოლოდ შეკვეთით მზადდება.

 

 

DAUPHIN

 

 

a38c1ef97f1b.jpg

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი შტუცერია თანამედროვე ბაზარზე. მისი მოდიფიკაციები გამოდის სხვადასხვა ყალიბებზე, გარდა ნიტროექსპრესებისა.

საკეტი გვერდით დაფებზეა და იხსნება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე(ბერკეტი მარცხენა დაფაზეა); გააჩნია ჩახმახის დამჭერები ანუ ინტერსეპტორები; V-სებური საბრძოლო ზამბარა(განლაგებულია ჩახმახის წინ); ნემსები დამაბრუნებელ ზამბარებზეა, განლაგებულნი არიან ბრანდმილებში; აქვს ჭარბი წნევის დამგდები სარქველები;

შემკვეთის სურვილისამებრ სასხლეტი კავი კეთდება ერთი ან ორი(ორსასხლეტიანის შემთხვევაში წინა ამორტიზატორზეა); შემკვეთის სურვილზეა ასევე დამოკიდებული გვერდით დაფაზე შტიფტის გამოჩენა ან დამალვა(მეორე შემთხვევაში დაფა ცოტა უფრო განიერი კეთდება);

ლულები დემიბლოკია და შედურებულია ვერცხლით; შესაძლებელია ოპტიკის დაყენება. კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალია, რომელის მასალასაც წინასწარ შეარჩევინებენ კლიენტს. კონდახისა და ტიბჟირის ტიპს და ნაჭდევების ვარიანტებს თავად ირჩევს მყიდველი. კონდახის საბჟენი დამშვენებულია გრავირებული ლითონის ფირფიტებით.

გრავირების ესკიზი წინასწარ თანხმდება კლიენტთან.

 

 

dff44bf6b307.jpg644d3d29154c.jpgb6e5b931af98.jpg

 

ba7ea534baa4.jpg375b55eb845a.jpg

Link to post
Share on other sites

Lebeau-Courally mod.82 CP

 

 

ad6179c1cca5.jpg

 

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 70სმ, ფიქსირებული ჩოკები_ 0,25 და 0,75. განთავსებულია ქეისში. ფასი მოსკოვში 36 000 ევრო.

 

 

e443e45bbc3a.jpg

 

 

9c5e00903427.jpg

 

df9eda7db82c.jpg

 

 

b5f8d247790b.jpg

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

Prince Kourakine მოდელი N78

 

7947a0e87d98.jpg

 

 

799b7403c341.jpg

 

ამ სახელით თოფები გამოდიოდა მხოლოდ წყვილები. სურათზე წარმოდგენილია პირველი ნომერი. დამზადებულია 1904 წელს ჟან ლარდერეს შეკვეთით.

საკეტები დროპლოკი; ვიტვორტის ფოლადის ლულებით(სიგრძე 76სმ); სრული წონა 3,16კგ; ლულათა წონა 1445 გრამი; ლულების შევიწროება ორთავე ლულაში ერთნაირია 0,2მმ; არხის დიამეტრი 18,516მმ;

 

კითხვაზე თუ კონკრეტულად რომელი კურაკინის სახელი ეწოდა ამ მოდელს, დღესაც ბოლომდე არაა გახსნილი. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღემდე არაა ნაპოვნი ლარდერეს შეკვეთების ჩანაწერი.

ამ ,,თანამდებობაზე" რამდენიმე ,,წმინდა სისხლის" კურაკინი მოიაზრება, თუმცა ექსპერტთა აზრით ყველაზე მეტად ამ თოფის სახელწოდება ანატოლი ალექსანდრეს ძე კურაკინს(1845–1936) შეესაბამება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის ნამდვილ წევრს, სამოქალაქო მრჩეველსა და რუსეთის კრების საბჭოს წევრს.

1918 წელს ის იძულებული იყო სწრაფად დაეტოვებინა რუსეთი. ცხოვრობდა პარიზში და აქვე აღესრულა 92 წლის ასაკში.

ამ თავადის მამულში არსებულ სამალავში ბოლშევიკებმა აღმოაჩინეს დიდძალი ოქრო, ძვირფასეულობა, მხატვრული ტილოები, რუსეთის იმპერატორების მიერ ნაბოძები საჩუქრები...

 

 

ecdc7c535a75.jpg

Link to post
Share on other sites

მაგარია გელა,მე მაქვს ნანახი მოსკოვში 1986 წელს სრულსაკეტიანი კურაკინი,ნომერი პირველი წყვილი თოფების გარნიტურიდან,მაშინ ერთ უფროს კაცს ვახლდი და მას აჩვენეს საკომისიო მაღაზიაში,დახლს ქვემოდან,ფასიც როგორც მახსოვს შესაბამისი ჰქონდა 6000 მანეთი!!

Link to post
Share on other sites

მაგარია გელა,მე მაქვს ნანახი მოსკოვში 1986 წელს სრულსაკეტიანი კურაკინი,ნომერი პირველი წყვილი თოფების გარნიტურიდან,მაშინ ერთ უფროს კაცს ვახლდი და მას აჩვენეს საკომისიო მაღაზიაში,დახლს ქვემოდან,ფასიც როგორც მახსოვს შესაბამისი ჰქონდა 6000 მანეთი!!

 

 

მამუკა გეხუტუნე გულში! :*

 

ბრატანა კურაკინი საიდლოკი არ გამოდის, მხოლოდ და მხოლოდ დროპლოკის საკეტითაა ყველა(ვიცი გახსოვს ეგ რა საკეტიცაა). კურაკინი ერთცალიანი არ არსებობს, არის მხოლოდ ტყუპები...

რაც შენ ნახე მოსკოვში, ეგ იქნებოდა კუდაშჩევი(Prince Koudacheff). ეგ თოფი ყველა საიდლოკია და გამოდიოდა როგორც თითო, ასევე ტყუპებიც.

 

ჟღერადობა ამ ორი რუსი თავადის გვარს მსგავსი აქვთ და მაგიტომ გახსოვს ეგრე :hi:

 

 

პ.ს. პიემს ვერ გიგზავნი მამუკა

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კი გელა,მასე იქნება,კუდაშევი იყო!!!!პიემები არ იგზავნება ჩემთან,ვერც მე ვაგზავნი!!!!! :(

 

 

,,წერილების ყუთი" გექნება სავსე_ წაშალე ძველი წერილები და იქნებ გამოსწორდეს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

თოფი დამზადებულია 1900 წელს ჟან ლარდერეს შეკვეთით თავად კონსტანტინე გორჩაკოვისათვის.

 

 

18244edca36c.jpg

 

12 ყალიბი, საკეტი ბოქსლოკი, სამმაგი ჩაკეტვა(გრინერის ურდულზე), ინტერსეპტორებზე, ავტომატური მცველით;

ლულის სიგრძე 76 სმ, ლულის ფოლადი ვიტვორტი, კურალის ეჟექტორებზე; წონა 3,3კგ.

1908 წელს თოფი გადაეწყო(მოერგო ახალი კონდახი) თავადის შვილზე, ალექსანდრე გორჩაკოვზე კიევის ერთ-ერთ საამქროში, რაზეც მეტყველებს წარწერა სასხლეტი კავის ფარის ქვემოთ. ახალი კონდახი დამზადდა უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან(ინგლისური ტიპი შენარჩუნებული იქნა).

 

 

 

ლებო კურალის სანკტ-პეტერბურგელი აგენტის გვარი წარმოდგენილია ლულებზე

a09f6bb85c6c.jpg

 

 

 

 

ფერდინანდ კურალის საფირმო ეჟექტორი

31b105145203.jpg

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

104 Pigeon Gun

 

753da1403f97.jpg

 

სრული საკეტი, სამმაგი ჩაკეტვა, ყალიბი 12/70, დემიბლოკი, ლულის სიგრძე 75სმ, ჩოკები 0,5-0,8; სამიზნე თამასა 10х7, კონდახი და ტიბჟირი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის), ეჟექტორებზე, წონა 3,5კგ, განთავსებულია ტყავის ქეისში. კომპლექტში შედის შალითაც.

 

 

17ab49cb32a2.jpg

 

 

ba79ff27df53.jpg

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

Lebeau Courally "Bascul Ronde"

 

621d509d2963.jpg

 

საიდლოკი, ყალიბი 12, სავაზნე 65მმ, ლულის სიგრძე 70სმ, არხის დიამეტრი 18,5, ჩოკები მარჯვენა_0,9 მარცხენა_1,1; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, არაავტომატური მცველი, ბრანდმილებზე, ეჟექტორებზე, ქეისის კომპლექტაცია: სახრახნისების კრებული- ზუმბა- საწმენდი საშუალებები; წონა 2900გრამი

 

2bf6184114a5.jpg

 

 

ede12ef3cfe5.jpg

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

წარმოგიდგენთ იარაღს, რომელიც კომპანია ლებო-კურალისათვის ნაკლებად დამახასიათებელია(სწორედ ამიტომაც მოხვდა ჩემს თვალთახედვაში)

 

მჭიდიანი შაშხანა "მარკიზი" Marquis

 

8db1301833ce.png

 

სისტემა მაუზერი; გამოდის 4 ყალიბში .30-06 Spr., .375 H & H, 8 х 68S, და .505 Gibbs. სპეციალურად მზადდება მემარცხენეთა და მემარჯვენეთა ვარიანტები; კონდახი პისტპლეტური სალოყით; შემკვეთის სურვილისამებრ საბჟენი ამორტიზატორზე; მჭიდები სახსნელია 3-5-7 ვაზნაზე.

 

 

dc75c211a96c.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...