Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Lebeau-Courally ფირმა Lebeau დაფუძნებული იყო ქ. ლიეჟში 1865 წელს აუგუსტ ლებოს მიერ. 1896 წლიდან ფირმის სათავეში ფერდინანდ კურალის მოსვლის შემდეგ მიიღო სახელი Lebeau-Courally. კურალი ნიჭიერი მეიარაღე იყო. მის კონსტრუქციას წარმოადგენს ცნობილი ეჟექტორები, რომლებსაც საერთო შემყენებლეგი გააჩნიათ. ფირმა მთლიანობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეჟექტორს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მექანიზმის ზამბარები, რომლებიც უზარმაზარი რესურსით გამოირჩევიან. აუგუსტ ლებოს მიზანი თავიდანვე ძვირფასი იარაღის წარმოება იყო. საერთაშორისო აღიარება მოვიდა 11 წლის შემდეგ, როცა ფირმის ნაწარმმა ფილადელფიის გამოფენაზე აღიარება ჰპოვა(1876წ). 1894 წელს ანტვერპენში ლებომ მიიღო დიდი პრიზი და დიპლომი, რისთვისაც თავად ბელგიის მეფისაგან დაჯილდოვდა. შემდგომ ამისა ბევრი პრიზი და ჯილდო დაისაკუთრა ლებოს ფირმამ ევროპის დედაქალაქებსა თუ სამრეწველო ცენტრებში. მიუხედავად იმისა, რომ ფირმა საკმაოდ დიდია, ხელით შრომა მაინც დიდ სეგმენტს მოიცავს. ზოგიერთი მოდელის დასამზადებლად იხარჯება 400- 1000 შრომა/საათი. ასე რომ ხარისხისათვის შემკვეთებს საკმაოდ ლოდინიც უწევთ. სამაგიეროდ შედეგი მკაცრად ინდივიდუალური გამოდის. 1897 წლის ბოლოს იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ შეუკვეთა ფირმას ორი 20 ყალიბის გლუვლულიანი. მისთვისაც კი გამონაკლისი არ გაკეთებულა_ შეკვეთის შესრულებას მოუნდნენ 1 წელი!!! ამ ტყუპების სერიული ნომრებია №31831 და №31832(ბოქსლოკებია). სწორედ ამ თოფებითაა იმპერატორის ფოტო რომელსაც ფირმა სათუთად ინახავს. ამავე პერიოდში ლებო-კურალი გახდა რუსეთის, იტალიის და ესპანეთის იმერატორებისათვის სანადირო თოფების ოფიციალური მიმწოდებელი, რაზედაც მეტყველებენ იმდროინდელი წარწერები იარაღებზე. 1902 წელს შეიქმნა ასოციაცია, რომელშიც 2 ფირმა ლებო-კურალი და უებლი სკოტი შევიდნენ. სახელიც შესაბამისად ,,უებლი-ლებო-კურალი" დაერქვა. ამ გაერთიანებამ პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელა არსებობა. 1919 წელს კურალიმ ფირმა დატოვა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი სახელი კვლავ აქტუალური გახდა. მან 1931 წელს გამოაქვეყნა წიგნი(სპორტულ და სანადირო იარაღზე), რომელიც უმალ გახდა ბიბლიოგრაფიული იშვიათობა. 1956 წელს ფირმის სათავეში ჯოზეფ ვერნეს მოსვლის შემდეგ, საწრმოში რეორგანიზაცია განხორციელდა. 1982 წელს ფირმის ხელმძღვანელობა ანა-მარია მოერმანს-რემარკესმა ჩაიბარა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში წარმატებით შეინარჩუნა ბრენდის მსოფლიო რეიტინგი. 2007 წელს ფირმის სტრუქტურაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, საწარმოს მფლობელები შეიცვალნენ და მმართველობაში მოვიდნენ ახალგაზრდა მეიარაღეები, მათ შორის კორნელ ტ'მანეტიე, რომლებმაც ბრენდი შეინარჩუნეს, ამასთან საწარმოში ახალგაზრდა კადრები მოიყვანეს. მხატვრულ გაფორმებას ცნობილი გრავიორები აკეთებენ_ ჟანსენი, მასინი, კაპესი. ფირმა სათუთად უფრთხილდება რეპუტაციას. ამჟამად თოფებს ტრადიციულად ბელგიური ,,ვალრეინის" და ,,ლეგრანის" მარკის ფოლადისაგან ამზადებენ. ზოგიერთი შეკვეთის შესაბამისად კი ინგლისური ,,ვიტვორტის" ფოლადია გამოყენებული. კონდახი მზადდება მხოლოდ ფრანგული კაკლის ლებანოზისაგან(შემკვეთს შეუძლია კაკლის მასალის სხვა ხარისხიც აირჩიოს). რითაც ფირმა ყოველთვის გამოირჩეოდა, ესაა, უმაღლესი კლასის გაფორმება. ამჟამად შეიძლება შეუკვეთოთ 18 სტილის სხვადასხვა გრავირება შედარებით იაფიდან, ყველაზე ძვირფასით დამთავრებული, რომლებიც იუველირული შედევრებია. აღსანიშნავია, რომ საკეტის ის დეტალებიც კი, რომლებიც გარედან არ ჩანს გრავირებულია!!! თოფებს აქვთ ჰოლანდ-ჰოლანდის კლასიკური და ენსონ-დილეის საკეტები. პირველით შემკული თოფის ფასი დაახლოებით 36 ათასი დოლარია, ხოლო მეორისა_ დაახლოებით 23,5 ათასი დოლარი. Lebeau-Courally-ის სპორტული თოფი(ვერტიკალური ლულებითა და ,,ბოსის” საკეტით) ღირს 89 ათასი დოლარი. მარტო გრავირების ფასი კლასიკურ იარაღებზე ღირს 20 ათასის ფარგლებში, ხოლო ვერტიკალურ სპორტულებსა და ექსპრეს-შტუცერებზე კი 35 ათასს ზემოთ. არჩევანის მიხედვით ოქროს ინკრუსტაციით გრავირება ხდება სხვადასხვა ვარიანტში და ფორმაში(შესაძლებელია ინიციალებიც), მისი ფასია 950 დოლარი. აღსანიშნავია, რომ ეს ფასები დილერებისაა, უშუალოდ მიმართვის შემთხვევებში კი დაახლოებით 15%-ით უფრო იაფად. ბევრ ეგზემპლიარზე ამოტვიფრულია სახელი Alain Lovenberg_ სწორედ ალან ლოვენბერგის მოხატულია ბევრი ძალიან ცნობილი თოფი(მ.შ. ვერტიკალური Lebeau-Courally Boss-Verrees Napoleone). Lebeau-Courally Boss-Verrees Napoleone თოფების მხოლოდ ჩამონათვალიც კი იმდენად დიდია, რომ მიზანშეწონილად მიმაჩნია მხოლოდ ძირითადი მოდელების(ყველაზე ცნობილების) დასახელება. ესენია ჰორიზონტალურები(ბოქსლოკები): Ejecteur 5, Classique 6, Corte 41, Tir aux Pigeons 82, Prince Galitzine 86, Cheremeteff 96 და კიდევ დაახლოებით 10 მოდელი. მოდელების გარკვეულმა ჯგუფმა თავისი სახელი პირველი შემკვეთის პატივსაცემად მიიღო. მაგალითად, Prince Galitzine მოდელი N86_ გაკეთდა კავკასიის გუბერნატორისათვის(გალიცინი). ბოქსლოკი, პერდეს სამმაგი საკეტი, კურალის ეჟექტორებზე; Cheremeteff მოდელი N96_ გაკეთდა გრაფი შერემეტევისათვის. ლულები დემიბლოკი, გრინერის გვერდითა მცველზე; Grand Due მოდელი N91_ პირველი წყვილი(ტყუპი) დამზადდა დიდი თავადებისათვის ნიკოლოზისა და ალექსიესათვის. ვიტვორტის ფოლადის ლულები(სიგრძე 760მმ), წონა 3,15 კგ; Prince Kourakine მოდელი N78_ ვიტვორტის ფოლადის ლულები, ეჟექტორზე, კალაპოტის ქვემოდან ეცვლება მექანიზმი, გამოდიოდა მხოლოდ ტყუპები. რამდენიმე თოფი, რომლებსაც სახელი სამეფო დინასტიების პატივსაცემად ეწოდა: გერმანია_ Kaiser 97(დეკორატიული დაფებით); გერმანიის იმპერატორისათვის(შემკვეთი გახლდათ გერმანელი მეიარაღე ბარელა). რუსეთი_ Grand Russe 98(ბოქსლოკი); რუსეთის მეფისათვის დამზადებულ 20 ყალიბის ტყუპებს გააჩნდათ კურალის ეჟექტორები, ვიტვორტის ლულები, წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, 760მმ სიგრძის ლულა და წონა 2,6კგ; ესპანეთი_ Grand d’Espagne 100(ბოქსლოკი); ესპანეთის მეფე ალფონს მეცამეტისათვის. სამმაგი პერეს ჩაკეტვა, ლულის სიგრძე 780მმ, წონა 2,95კგ. ჰორიზონტალური საიდლოკებია 103 და 104; ექსკლუზიური მოდელებია Prince Koudacheff 101, Duffier 102, The Royal 107, The Imperial Pigeon 108. Prince Koudacheff 101 დამზადდა თავადი კუდაშჩევისათვის. საიდლოკი(სრული საკეტი), კურალის ეჟექტორი, პერდეს სამმაგი ჩაკეტვა. The Imperial Pigeon 108_ დემიბლოკი, პერდეს სამმაგი ჩაკეტვა, წინა სასხლეტი ამორტიზატორზე. ჩახმახიანებიდან აღსანიშნავია Journu 90 და მოდელი Concours 91. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 მაგარი ვიდეოა გელა,გაიხარე ძამა,ვისიამოვნე!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 5, 2012 Author Report Share Posted March 5, 2012 Grand Russe mod. №98 ბოქსლოკი, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 762მმ, ფიქსირებულ ჩოკებზე(0,75-0,5მმ), ფოლადის მარკა Sir Joseph Whitworth's fluid compressed stee, ჩაკეტვა ორმაგი პერდე, სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორის მექანიზმი მოოქროვილია, ავტომატური მცველი, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის); განთავსებულია ტყავის ქეისში(ქეისიც ხელნაკეთია) 1885 წლის მოდელი Prince Koudacheff ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 75სმ, ფიქსირებული ჩოკები(0,75-0,5მმ); ჩაკეტვა სამმაგი, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორი, ავტომატური მცველი, კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური ტიპის) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 5, 2012 Author Report Share Posted March 5, 2012 20 ყალიბის სამეული Lebeau Versailles საიდლოკები დამზადებულია 1990 წელს, ალან ლოვენბერგის გრავირება_ 9 მონოგრაფიული სიუჟეტი შიშველი სხეულით(ბულინო) Big 5 შტუცერი ყალიბი 375H&H, .470NE, .500NE; საიდლოკი; ეჟექტორზე, წონა 4,2 კგ; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის; ეს მოდელი პირველად სპეციალურად შეიქმნა მხატვრული ფილმისათვის. Le Baron ყალიბი 12,16,20; საიდლოკი; ჩაკეტვა Boss, ეჟექტორზე, ერთ სასხლეტზე, ლულის სიგრძე, სავაზნის სიგრძე და სხვა პარამეტრები შემკვეთის სურვილისამებრ. Boss-Verrees საიდლოკი; ყალიბი 12(კალაპოტის სიმაღლე 61 მმ); სავაზნე 70მმ, ჩაკეტვა Boss, ეჟექტორზე, ერთ სასხლეტზე, ლულის სიგრძე და სხვა პარამეტრები შემკვეთის სურვილისამებრ; ფოლადის მარკა ,,ვალრეინი" წონა 3,25 კგ, დამზადების დრო დაახლოებით 1 წელი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 6, 2012 Report Share Posted March 6, 2012 კაი ნამუშევარი გაქ გელა ამ თემაში,ამომწურავი ინფო გაქვს დადებული,საღოლ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 12, 2012 Author Report Share Posted March 12, 2012 Lebeau-Courally Edimbourg Pair საიდლოკი, ტყუპები(წონაში სხვაობა არ აღემატება 10 გრამს); ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ჩაკეტვა ორმაგი, ორ სასხლეტზე, წონა 3,1 კგ, ექსტრაქტორი ან ეჟექტორი, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულების შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის), ოქროს ინკუსტაცია, განთავსებულია ქეისში. ასეთივე გამოდის შემსუბუქებული ვარიანტი Comle de Paris ერთ სასხლეტზე ყველა სხვა პარამეტრი იდენტურია ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 12, 2012 Report Share Posted March 12, 2012 ჯერ ხო 20 კალიბრი მიყვარს,მერე ლებო ხო საერთოდ,ერთი ეს წყვილი თოფები მომაფერებინა ერთი-ორი კვირით,მწყერობაზე რააა!!!! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 13, 2012 Author Report Share Posted March 13, 2012 Lebeau-Courally Ardennes ყალიბი 9.3x74R, ორმაგი საკეტი, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,7 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(პისტოლეტური). დამატებით შესაძლებელია 20 ყალიბის გლუვი ლულის შეკვეთაც. Lebeau-Courally Chambord საიდლოკი, ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ორმაგი საკეტი და გრინერის ურდული, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,25 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური). Lebeau-Courally Nimrod საიდლოკი(სრული საკეტი), ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ორმაგი საკეტი, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,2კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 27, 2012 Author Report Share Posted June 27, 2012 ეს უდიდესი ბელგიური კომპანია არა მხოლოდ ძველი მოდელებისა და მოდიფიკაციების წარმოებითაა დაკავებული, არამედ ახალ მოდელებსაც ანახებს დღის სინათლეს. ერთ-ერთი მათგანია მოდელი ,,დელფინი", რომელიც მხოლოდ შეკვეთით მზადდება. DAUPHIN ეს ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი შტუცერია თანამედროვე ბაზარზე. მისი მოდიფიკაციები გამოდის სხვადასხვა ყალიბებზე, გარდა ნიტროექსპრესებისა. საკეტი გვერდით დაფებზეა და იხსნება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე(ბერკეტი მარცხენა დაფაზეა); გააჩნია ჩახმახის დამჭერები ანუ ინტერსეპტორები; V-სებური საბრძოლო ზამბარა(განლაგებულია ჩახმახის წინ); ნემსები დამაბრუნებელ ზამბარებზეა, განლაგებულნი არიან ბრანდმილებში; აქვს ჭარბი წნევის დამგდები სარქველები; შემკვეთის სურვილისამებრ სასხლეტი კავი კეთდება ერთი ან ორი(ორსასხლეტიანის შემთხვევაში წინა ამორტიზატორზეა); შემკვეთის სურვილზეა ასევე დამოკიდებული გვერდით დაფაზე შტიფტის გამოჩენა ან დამალვა(მეორე შემთხვევაში დაფა ცოტა უფრო განიერი კეთდება); ლულები დემიბლოკია და შედურებულია ვერცხლით; შესაძლებელია ოპტიკის დაყენება. კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალია, რომელის მასალასაც წინასწარ შეარჩევინებენ კლიენტს. კონდახისა და ტიბჟირის ტიპს და ნაჭდევების ვარიანტებს თავად ირჩევს მყიდველი. კონდახის საბჟენი დამშვენებულია გრავირებული ლითონის ფირფიტებით. გრავირების ესკიზი წინასწარ თანხმდება კლიენტთან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 5, 2012 Author Report Share Posted July 5, 2012 Lebeau-Courally mod.82 CP ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 70სმ, ფიქსირებული ჩოკები_ 0,25 და 0,75. განთავსებულია ქეისში. ფასი მოსკოვში 36 000 ევრო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 10, 2013 Author Report Share Posted May 10, 2013 Prince Kourakine მოდელი N78 ამ სახელით თოფები გამოდიოდა მხოლოდ წყვილები. სურათზე წარმოდგენილია პირველი ნომერი. დამზადებულია 1904 წელს ჟან ლარდერეს შეკვეთით. საკეტები დროპლოკი; ვიტვორტის ფოლადის ლულებით(სიგრძე 76სმ); სრული წონა 3,16კგ; ლულათა წონა 1445 გრამი; ლულების შევიწროება ორთავე ლულაში ერთნაირია 0,2მმ; არხის დიამეტრი 18,516მმ; კითხვაზე თუ კონკრეტულად რომელი კურაკინის სახელი ეწოდა ამ მოდელს, დღესაც ბოლომდე არაა გახსნილი. საქმე იმაში გახლავთ, რომ დღემდე არაა ნაპოვნი ლარდერეს შეკვეთების ჩანაწერი. ამ ,,თანამდებობაზე" რამდენიმე ,,წმინდა სისხლის" კურაკინი მოიაზრება, თუმცა ექსპერტთა აზრით ყველაზე მეტად ამ თოფის სახელწოდება ანატოლი ალექსანდრეს ძე კურაკინს(1845–1936) შეესაბამება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის ნამდვილ წევრს, სამოქალაქო მრჩეველსა და რუსეთის კრების საბჭოს წევრს. 1918 წელს ის იძულებული იყო სწრაფად დაეტოვებინა რუსეთი. ცხოვრობდა პარიზში და აქვე აღესრულა 92 წლის ასაკში. ამ თავადის მამულში არსებულ სამალავში ბოლშევიკებმა აღმოაჩინეს დიდძალი ოქრო, ძვირფასეულობა, მხატვრული ტილოები, რუსეთის იმპერატორების მიერ ნაბოძები საჩუქრები... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 10, 2013 Report Share Posted May 10, 2013 მაგარია გელა,მე მაქვს ნანახი მოსკოვში 1986 წელს სრულსაკეტიანი კურაკინი,ნომერი პირველი წყვილი თოფების გარნიტურიდან,მაშინ ერთ უფროს კაცს ვახლდი და მას აჩვენეს საკომისიო მაღაზიაში,დახლს ქვემოდან,ფასიც როგორც მახსოვს შესაბამისი ჰქონდა 6000 მანეთი!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 13, 2013 Author Report Share Posted May 13, 2013 (edited) მაგარია გელა,მე მაქვს ნანახი მოსკოვში 1986 წელს სრულსაკეტიანი კურაკინი,ნომერი პირველი წყვილი თოფების გარნიტურიდან,მაშინ ერთ უფროს კაცს ვახლდი და მას აჩვენეს საკომისიო მაღაზიაში,დახლს ქვემოდან,ფასიც როგორც მახსოვს შესაბამისი ჰქონდა 6000 მანეთი!! მამუკა გეხუტუნე გულში! ბრატანა კურაკინი საიდლოკი არ გამოდის, მხოლოდ და მხოლოდ დროპლოკის საკეტითაა ყველა(ვიცი გახსოვს ეგ რა საკეტიცაა). კურაკინი ერთცალიანი არ არსებობს, არის მხოლოდ ტყუპები... რაც შენ ნახე მოსკოვში, ეგ იქნებოდა კუდაშჩევი(Prince Koudacheff). ეგ თოფი ყველა საიდლოკია და გამოდიოდა როგორც თითო, ასევე ტყუპებიც. ჟღერადობა ამ ორი რუსი თავადის გვარს მსგავსი აქვთ და მაგიტომ გახსოვს ეგრე პ.ს. პიემს ვერ გიგზავნი მამუკა Edited May 13, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 კი გელა,მასე იქნება,კუდაშევი იყო!!!!პიემები არ იგზავნება ჩემთან,ვერც მე ვაგზავნი!!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 13, 2013 Author Report Share Posted May 13, 2013 კი გელა,მასე იქნება,კუდაშევი იყო!!!!პიემები არ იგზავნება ჩემთან,ვერც მე ვაგზავნი!!!!! :( ,,წერილების ყუთი" გექნება სავსე_ წაშალე ძველი წერილები და იქნებ გამოსწორდეს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 24, 2013 Author Report Share Posted May 24, 2013 თოფი დამზადებულია 1900 წელს ჟან ლარდერეს შეკვეთით თავად კონსტანტინე გორჩაკოვისათვის. 12 ყალიბი, საკეტი ბოქსლოკი, სამმაგი ჩაკეტვა(გრინერის ურდულზე), ინტერსეპტორებზე, ავტომატური მცველით; ლულის სიგრძე 76 სმ, ლულის ფოლადი ვიტვორტი, კურალის ეჟექტორებზე; წონა 3,3კგ. 1908 წელს თოფი გადაეწყო(მოერგო ახალი კონდახი) თავადის შვილზე, ალექსანდრე გორჩაკოვზე კიევის ერთ-ერთ საამქროში, რაზეც მეტყველებს წარწერა სასხლეტი კავის ფარის ქვემოთ. ახალი კონდახი დამზადდა უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან(ინგლისური ტიპი შენარჩუნებული იქნა). ლებო კურალის სანკტ-პეტერბურგელი აგენტის გვარი წარმოდგენილია ლულებზე ფერდინანდ კურალის საფირმო ეჟექტორი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 21, 2013 Author Report Share Posted November 21, 2013 104 Pigeon Gun სრული საკეტი, სამმაგი ჩაკეტვა, ყალიბი 12/70, დემიბლოკი, ლულის სიგრძე 75სმ, ჩოკები 0,5-0,8; სამიზნე თამასა 10х7, კონდახი და ტიბჟირი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის), ეჟექტორებზე, წონა 3,5კგ, განთავსებულია ტყავის ქეისში. კომპლექტში შედის შალითაც. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 21, 2013 Author Report Share Posted November 21, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 2, 2014 Author Report Share Posted October 2, 2014 Lebeau Courally "Bascul Ronde" საიდლოკი, ყალიბი 12, სავაზნე 65მმ, ლულის სიგრძე 70სმ, არხის დიამეტრი 18,5, ჩოკები მარჯვენა_0,9 მარცხენა_1,1; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე, არაავტომატური მცველი, ბრანდმილებზე, ეჟექტორებზე, ქეისის კომპლექტაცია: სახრახნისების კრებული- ზუმბა- საწმენდი საშუალებები; წონა 2900გრამი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 18, 2015 Author Report Share Posted June 18, 2015 (edited) წარმოგიდგენთ იარაღს, რომელიც კომპანია ლებო-კურალისათვის ნაკლებად დამახასიათებელია(სწორედ ამიტომაც მოხვდა ჩემს თვალთახედვაში) მჭიდიანი შაშხანა "მარკიზი" Marquis სისტემა მაუზერი; გამოდის 4 ყალიბში .30-06 Spr., .375 H & H, 8 х 68S, და .505 Gibbs. სპეციალურად მზადდება მემარცხენეთა და მემარჯვენეთა ვარიანტები; კონდახი პისტპლეტური სალოყით; შემკვეთის სურვილისამებრ საბჟენი ამორტიზატორზე; მჭიდები სახსნელია 3-5-7 ვაზნაზე. Edited June 18, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.