Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Auguste Francotte

 

 

dd3a4a82ebec.jpg

 

 

 

 

Auguste Francotte -ის პოპულარობა და პრესტიჟულობა საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ფირმა ყოველთვის ამართლებდა მონადირეთა იმედებს და დაიმსახურა დიდი სიყვარული. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია XIX საუკუნის ბოლოს. ამ ბელგიურმა ფირმამ საცალო და შეკვეთილი იარაღის ჰარმონიულობა გადაიტანა სერიულ ნაწარმზე, ხოლო ბალისტიკური მაჩვენებლებით Auguste Francotte-თან კონკურირებს მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ფირმა.

1799-1805 წლებში ჟოზეფ ფრანკოტმა ააგო ლიეჟში ,, პორტატული იარაღის ფაბრიკა”. თავდაპირველად ჟ. ფრანკოტი შეუდგა სამხედრო ნაწარმის გამოშვებას, მაგრამ შემდეგ სანადირო თოფებზე გადავიდა.

ფრანკოტების ოჯახი განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა ორლულიანი შტუცერებით. გლუვების წარმოება დაიწყო მე-19 საუკუნის 70-იან წლებში და სწორედ ამ დროიდან მიიღო სახელი Auguste Francotte.

სახელი ავგუსტი ერქვა ამ გვარის ბევრ წარმომადგენელს, თუმცა ,,ავგუსტ ფრანკოტი” ასოცირდება არა პიროვნებასთან, არამედ ფირმასთან.

 

5c0842de9752.jpg

 

მეოცე საუკუნის 60-70 წლებში 300-მდე ბელგიური ფირმიდან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე, მაგრამ Auguste Francotte-მ კარგი მენეჯმენტისა და ახალი ინოვაციების წარმოებაში უსწრაფესი დანერგვის გამო, მოდისა და ტრადიციების მშვენიერი შეთანაწყობის მეშვეობით მოახერხა გადარჩენა და განვითარება. ამასთან ერთად იარაღს აწარმოებდნენ ხარისხიანად, დიდი რაოდენობით და რაც მთავარია იაფად.

საბჭოეთში ოქტომბრის რევოლუციისა და შემდგომ 1941 წლის ზამთარში НКВД-ს (შინსახკომი) მიერ ათასობით რეგისტრირებული ფრანკოტი(და არა მარტო ამ ფირმის ნაწარმი) იქნა ჩამორთმეული და გადადნობილი. აი ვანდალიზმი და ცინიზმი!!!

რევოლუციამდელ კატალოგებში მოცემულია ფრანკოტის 30-მდე სახვადასვა მოდელი, ყველაზე იაფიდან დაწყებული, შედევრებით დამთავრებული, რომლებიც მაშინაც კი რამდენიმე ათასი ღირდა.

XX საუკუნის დასაწყისში ჩახმახიანებს თანდათან ცვლიან უჩახმახოები. პირველ მსოფლიო ომამდე ფირმა უშვებდა სერიულ თოფებს წონით 2,5-დან 3,1 კგ-მდე 12, 16 და 20 ყალიბისა. ისინი იყვნენ აღჭურვილი ,,ენსონ-დილის” საკეტებით(სამმაგი), პერდეს ჩარჩოთი და გრინერის ჭანჭიკით.

თოფები გამოდიოდა როგორც ექსტრაქტორებით ასევე ეჟექტორებით. ფრანკოტებს გააჩნდათ ერთ-ერთი თავისებურება, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ლულებში შევიწროების ზონა(ლულის მონაკვეთი სადაც ხდება შევიწროება) ძალიან გრძელი იყო(100-120მმ), რასაც ლულის პირამდე 5-10მმ მანძილზე ემატებოდა დამატებითი(ნაკლები სიმკვეთრის) შევიწროება. ამიგად ჩოკები ორსაფეხურიანი იყო. შესაბამისად 1,0-1,2მმ შევიწროების პირობებში ასეთ ორლულიანებს გააჩნდათ ფანტასტიური სიბურჯღლე მსხვილ საფანტში.

 

b92f9265c24f.jpg

 

ლულების არხები და სავაზნეები მზადდებოდა ცოტათი უფრო ვიწრო, რაც იარაღს მატებდა სიმკვეთრეს(ჭრა). აღსანიშნავია, რომ ასეთი თოფებიდან უნდა გასროლილიყო ვაზნა ცოტათი შემცირებული დოზებით.

საშუალო კლასის თოფებთან ერთად ფრანკოტი უშვებდა უმაღლესი კლასის თოფებს, რომლებიც იწონიდნენ(12 ყალიბი) 3.1-3,3კგ-ს. მათი ლულები დამზადებული იყო ძვირფასი ინგლისური ფოლადისაგან. მათი ფასი 500-700 ოქროს რუბლი ღირდა.

30-იანი წლებიდან Auguste Francotte-მა უარი თქვა იაფფასიანი პროდუქციის წარმოებაზე და გადავიდა ძვირფას შეკვეთებზე.

მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების შემდგომი პერიოდი გარკვეულ ეკონომიკურ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ფირმამ საკუთარი სახე შეინარჩუნა. 1998 წელს გაკოტრების პირას მისული კომპანია ჰოლანდიელმა ტომ დერკსენმა შეიძინა. მან გადაიარაღება მოახდინა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ის.

დღეს ეს ფირმა საკმაოდ მოკრძალებულია(გიგანტებთან შედარებით) თავის მასშტაბებში, მაგრამ უშვებს უძვირფასეს ნაკეთობებს. ვერტიკალურებს, ჰორიზონტალურებს, ხრახნილებს(მხოლოდ ერთეულ ეგზემპლიარებს).

ყველა ამჟამად წარმოებაში მყოფი თოფი არის ხელოვნების ნიმუში გრავიურაში ხომ საერთოდ არაფერია ზედმეტი.

ამ ფირმის თოფებს უკვეთავენ ძირითადად მახალჩინოსნები, კოლექციონერები და ცნობილი მონადირეები საფრანგეთიდან და აშშ დან. ძველი (ნახმარი) ფრანკოტებიც ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობენ.

 

f3361d3e22b8.jpg

 

ვერტიკალურებს შორის აღსანიშნავია უნიკალური იარაღი(უნდა აღინიშნოს რომ ანალოგიურ ,,ვერტიკალს" F. Dumoulin & С It Liege ფირმაც აწარმოებდა). ესაა ბოკფლინტი Superbritte, რომელსაც სახელი ქვია მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის საპადივცემულოდ( 1931 წლის პატენტი). მას გააჩნია ვერტიკალური სახსრის საყრდენი ჭანჭიკი, ამის გამო ვაზნების ჩასაწყობად ლულა უნდა მობრუნდეს გვერდზე მარჯვნივ. ამ ძალიან ელეგანტურ ორლულიანს აქვს ყველაზე დაბალი კალაპოტი ვერტიკალურებში. ის აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით. საკეტის მესამე ელემენტი წარმოდგენილია კონუსური ჭანჭიკის სახით, რომელიც მეტალის ცვეთასთან ერთად სულ უფრო ღრმად ჩადის ჭრილში, რაც ფაქტიურად გამორიცხავს ჟამთასვლის შედეგად ლულების რყევას. თოფი ეკუთვნის სუპერმსუბუქ თოფების კლასს და ძალიან კარგად არის დაბალანსებული. ლულის 70 სიგრძის პირობებში 12 ყალიბის წონა არ აღემატება 2,9 კგ-ს; 16 ყალიბის პირობებში 2,7 კგ-ს, ხოლო 20 ყალიბისას კი 2,6 კგ-ს.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

Auguste Francotte

 

 

7f2871cd3dba.jpg

 

 

საიდლოკი; ყალიბი 20, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 70სმ(ქრომირებული), ეჟექტორებზე, ლულათა შევიწროება 0,2/0,6; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე; მოოქროვილი შეყენების მაჩვენებლები; ბრანდმილებზე; წონა 2,42კგ; გრავიორი L. Smoot , კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის).

 

 

55ca1a096065.jpg

0898b3c599cd.jpg

1cd3320b0318.jpg

f6d424dfc689.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

Auguste Francotte

 

0aeba713ad5c.jpg

 

94861fe4dbe0.jpg

 

წარმოებულია 1968 წელს; სრული საკეტი(საიდლოკი); ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ლულის სიგრძე 76სმ; შევიწროება: მარჯვენა 0,4, მარცხევა 0,7; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე; შეყენების მაჩვენებლები; ბრანდმილებზე; მარჯვენა არხის დიამეტრი 18,5, ხოლო მარცხენასი კი 18,4; წონა 3,17კგ; ინგლისური ტიპის კონდახი(ოქროს მედალიონით წარწერისათვის).

 

 

 

7dffa2093f35.jpg

 

32d0fc8f18d6.jpg

 

d8084dd60314.jpg

 

 

1ca74a0d3f0b.jpg

 

8286eff29192.jpg

 

c5ee485cbc57.jpg

 

1ab5c54683fb.jpg

 

d1e72563eb89.jpg

 

b04f4f59d2b4.jpg

 

061c340704b8.jpg

 

df0e4a41a4e3.jpg

 

c2b1462a8525.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

დღეს 2 ძველისძველი ფოტო ჩამივარდა ხელში...

 

იარაღის მოყვარულებს კარგად მოგეხსენებათ რა დონის იარაღს აწარმოებდნენ(ახლაცა კაცოუუუ) ბელგიელები. ფოტოებს იმის შესადარებლად მოგაწოდებთ, რომ კარგად გავაანალიზოთ, რამხელა შრომა და ჯაფა ჭირდებოდა კაი სერიული თოფის დამზადებას.

 

,,და ჩევო დაშლა ტეხნიკა"

 

ავგუსტ ფრანკოტის ერთ-ერთი საამქრო

 

 

6e1ae96e70ee.png

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...