Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 (edited) Benelli Armi კომპანია Benelli Armi მდებარეობს იტალიის ქალაქ ურბინოსთან ახლოს ადრიატიკის სანაპიროდან 20კმ-ში. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამ რეგოინში წარმოებული პისტოლეტები და თოფები გამოირჩეოდნენ დეკორატიული ელემენტებით. ამ იარაღის იშვიათი ეგზემპლიარები, რომლებიც გაკეთებულია Marchigiana-ს სტილში, გვხვდება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ამიტომ ლოგიკურია, რომ ფირმა Benelli Armi, წარმოიშვა სწორედ იქ, სადაც საუკუნეების წინ იარაღი მუშავდებოდა და აღიჭურვებოდა ორიგინალური კონსტრუქციებითა და ელემენტებით. ფორმალურად ამ კომპანიის ისტორია დაიწყო 1967 წელს მისი ოფიციალური დარეგისტრირებით. თუმცა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ბენელის გვარი მუშაობს მოტოციკლების წარმოების ბიზნესში. დროთა განმავლობაში ძმები ბენელების ცოდნა ზუსტ მექანიკაში, აისახა მათ სხვა მისწრაფებაშიც, კერძოდ, ნადირობის სიყვარულსა და იარაღის წარმოებაში. 1920 წელს ჯოვანი ბენელიმ დაამზადა ორლულიანი თოფის ნიმუში, გრინერის ჭანჭიკითა და ჩახმახებით. 20 წლის შემდეგ მანვე გააკეთა თვითდამტენი თოფი ბრაუნინგის სისტემაზე, რომელის კალაპოტიც, პირველად იტალიის ისტორიაში, გაკეთებული იყო მსუბუქი შენადნობებით. ეს თოფი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბრაუნინგის Auto 5-საგან, ჰქონდა ბევრი მოდიფიცირებული დეტალი და დაცული იყო რამდენიმე პატენტით. ამიტომ გადაწყვეტილება იარაღის ბაზარზე გასვლისა არ იყო მოულოდნელობა ბენელის ოჯახისაგან. ამის საბაბი გახდა 60-იან წლებში ბრუნო ჩილოვანის შეთავაზება, რომელმაც ბენელებს წარუდგინა თვითდამტენი 12 ყალიბიანი თოფი. იარაღი გამოირჩეოდა ორიგინალური ინერციული მექანიზმით. მექანიზმი შემდეგ მსოფლიოში ყველაზე სწრაფლმსროლელ იარაღს დაედო საფუძვლად(ხუთი გასროლა წამზე ნაკლებში) . აქდან დაიწყო ყველაფერი. ბენელების ოჯახმა განახორციელა პროექტი, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა მათ. 1969 წელს ფირმის დაარსებიდან 2 წლის შემდეგ, ბენელის სავაჭრო ორგანიზაციებმა მიიღეს პირველი Benelli Armi System-ის იარაღები. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური ავტომატური იარაღების პროექტების განხორციელება მოხდა შვედი ინჟინერის ა.შიორგერის მიერ 1904-1914 წლებში. თუმცა მათი კონსტუქციების მსგავსებასთან ერთად არის განსხვავება სასხლეტ-დამცემ მექანიზმსა და ფორმებში. Benelli Armi-ის მთავარი დამსახურება მდგომარეობს იმაში, რომ იმ დროს როცა თითქოს და ამოწურული იყო მექმიზმის სრულყოფის რესურსი, ფირმამ წარმოადგინა რევოლუციური, მრავალპროფილიანი და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი მექანიზმები. ბევრი ქვეყნის მონადირეებმა რომლებმაც ადრე შეიძინეს სხვა ფართოდ ცნობილი თვითდამტენი ავტომატები, ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ბენელის ავტომატებს და პრესტიჟის საქმედ ცნეს მათი არსენალების ბენელით შევსება. ბენელის პროდუქციის ასორტიმენტი წარმოადგენს თვითდამტენ იარაღს, კარაბინებს და სპორტულ პისტოლეტებს. შეიძლება გამოვყოთ ორი დამახასიათებელი თვისება: პირველი, ბინელის იარაღს ახასიათებს ხარისხი, საიმედოობა, დიდი რესურსი და მაღალი ტექნიკურ-ბალისტუკური მახასიათებლებით. მეორე, ბენელის იარაღს აქვს კარგი ფორმები, რომლებიც იწვევენ ესთეტიკურ სიამოვნებას. Benelli Armi-ის ფირმას აქვს სერთიფიკატი ISO 9001, რომელიც ემიჭება მხოლოდ უმაღლესი კლასის მწარმოებლებს (ეს სერთიფიკატი გააჩნიათ მხოლოდ რამოდენიმე ფირმას). დღესდღეობით ბენელი ბერეტას შემადგენლობაშია. Edited May 19, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 გუშინ ჩვენი ვახოსაგან ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე. ერთ-ერთი მათგანია ბენელის ინერციული ნახევარავტომატის დიიიიიდიიიი პლაკატი. სურათზე გამოსახული ულამაზესი იტალიური თოფი ჩემს სამუშაო ოთახში ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე გავაკარი. Raffaello Crio Evo საერთაშორისო გამოფენაზე IWA 2008 ფირმამ პირველად წარმოადგინა მოდელი Raffaello Crio Evo. მოდელში თავმოყრილია ელეგანტურობა, ზედაპირის დამუშავების რთული ტექნოლოგია და საფირმო ბალისტიკა. ეს პირველი მოდელია, რომელშიც ბენელიმ გამოიყენა Benelli Multilayer Barrier(შემოკლებით BMB). ესაა მეტალის გარე ზედაპირის რამდენიმეფენოვანი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას და აუმჯობესებს ესთეტიკასაც. BMB იცავს ზედაპირს ნაკაწრებისაგან, გახეხვისაგან, კოროზიისაგან და აგრესიული ნივთიერებების ზემოქმედებისაგან. ის შედგება სუფთა და ელექტროლიტური ნიკელის ფენისაგან, ქრომისა და კარბონიტრიდის ფენისაგან. ასეთ ჯავშანს ,,აცმევენ" მეტალის ყველა ნაწილს: ლულას, კალაპოტს, კალაპოტის სახურავს, საკეტს, მცველს. ამავე დროს შესაძლებელია თითოეული ნაწილისათვის სხვადასხვა ფერის მიცემა. Raffaello Crio Evo — ბენელის პირველი ნახევარავტომატია, რომელიც გათვლილია ფოლადის საფანტზე. ლულა გამოცდილია Italian National Proof House-ში (იტალიის სახელმწიფო საცდელი ინსტიტუტი). სახსნელი ჩოკებიც გათვლილია სპეციალურად ფოლადის საფანტის გამოყენებაზე. ისინი აღჭურვილია ჩვეულებრივზე უფრო გრძელი შემაერთებელი კონუსებით. ჩოკები მუშავდება Multilayer Barrier ტექნოლოგიით, რომლის შედეგადაც შიდა ზედაპირების ცვეთა მნიშვნელოვნად მცირდება. სამიზნე თამასა აღჭურვილია "high sight" სამიზნურით(მუშკა), რომელიც ცუდი განათების პირობებშიც კი ხილულია. თოფის ბალისტიკა და ცველაგამძლეობა ექსპერტთა შეფასებით შეუდარებელია. კონდახი დამზადებულია ლუქს კლასის კაკლისაგან. ის აღჭურვილია Technogel ამორტიზატორით. მჭიდი იტევს 3 მაგნუმის ან 4 სტანდარტულ ვაზნას. 12 ყალიბიანი თოფის წონაა 3,0 კგ, ლულის სიგრძე 66-71 სმ. დღეს ფორუმში ერთ-ერთ თემაში ამოვიკითხე, რომ მომავალი ჩინეთისა და თურქეთისაა... ამაში ეჭვი მეპარება, როცა ჩემს ოთახში გაკრულ პლაკატს ვუცქერ. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Benelli - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 დღეს ფორუმში ერთ-ერთ თემაში ამოვიკითხე, რომ მომავალი ჩინეთისა და თურქეთისაა... ამაში ეჭვი მეპარება, როცა ჩემს ოთახში გაკრულ პლაკატს ვუცქერ. Паживём увидем ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 16, 2012 Author Report Share Posted February 16, 2012 Benelli Super 90 ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის. M1 Super 90 ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კონდახი პლასტიკატის. M3 Super 90 წარმოებულია M1 Super 90-ის ბაზაზე, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზეც და ხელითაც(უნივერსალი_,,ნახევარავტომატი"-,,პომპა"), ავტომატურ და პომპის რეჟიმებზე გადართვა ხორციელდება ტიბჟირის ბოლოში განლაგებული რგოლით; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 560 ან 660მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1 ან 7+1(მჭიდის დამაგრძელებლით), კონდახი პლასტიკატის, კალაპოტი ალუმინის შენადნობისა. M4 Super 90 M3 Super 90-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, საერთო სიგრზე 1010მმ, ლულის სიგრძე 500მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,8 კგ, კოროზიისადმი მაღალ მდგრადობას განაპირობებს MILSPEC სისტემა, სამიზნე The Ghost Ring. Raffaello Elegant Super 90-ის მოდიფიკაცია; ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის. Raffaello Deluxe ყალიბი 12, მექანიზმი მოქმედებს საკეტის ინერციაზე, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,2 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის. Beccaccia ყალიბი 12, ლულის სიგრძე 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,75 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის. Comfort ყალიბი 12, ლულის სიგრძე 610 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, წონა 3,0 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი პლასტიკატის, Comfortech® სისტემა უკუცემას ამცირებს 47%-ით. Montefeltro ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 660 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1(მაგნუმის შემთხვევაში 3+1), კონდახი კაკლის. Centro შემუშავებულია 1996 წელს Super 90-ის ბაზაზე; ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის(რეგულირებადი). Raffaello წარმოებულია Super 90-ის ბაზაზე; ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე_ხასიათდება ძალიან სწრაფი გადატენვით; ლულის სიგრძე 660, 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი კაკლის. Raffaello Elite ყალიბი 12 ან 20, მექანიკა ინერციაზე; კალაპოტი ალუმინის შენადნობის, ლულის სიგრძე 660, 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკლის. ოქროს ინკუსტაციით(სასხლეტიც). ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 16, 2012 Report Share Posted February 16, 2012 მაგარია გელა... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 25, 2013 Author Report Share Posted January 25, 2013 Montefeltro ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 660 ან 710მმ, სავაზნე 70 ან 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, ტევადობა 4+1(მაგნუმის შემთხვევაში 3+1), კონდახი კაკლის. აღნიშნული მოდელი წელს პლასტიკატის კონდახითაც იხილავს დღის სინათლეს. ტევადობა 4+1; საერთო სიგრძე 120,65სმ; წონა 3,13 კგ. აღჭურვილია უკუცემის დამხშობი სისტება Inertia Driven-ით. საშუალო ფასი აშშ-ში 1139 მწვანე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 30, 2014 Author Report Share Posted January 30, 2014 (edited) ერთი სასიხარულო ამბავი მაქვს: ჩემმა ბიძაშვილმა შეიძინა ბენელის ნახევარავტომატი B) B) B) სანამ ეს თოფი ჩემი დათვალიერების ობიექტი გახდება, მანამდე მინდა ამ ფირმის მოდელები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იქნა წარმოებული, გამოშვების წლებისა და რიგის მიხედვით დავალაგო(ლაშა, აქ იპოვი რაც გაინტერესებდა ) კომპანიის პირველი და ყველაზე საინტერესო(კოლექციონერთათვის) მოდელია ,,მოდელი 121". 1981 წლამდე ბენელი ექსკლუზიურ თოფებს არ ამზადებდა(მხოლოდ დიდ სერიებს). 1981 წელს ფირმამ დაამზადა პირველი 11 ექსკლუზიური იარაღი ჰერცოგ ფედერიკო დი მონტეფელტროს გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავად. ერთი მათგანი აჩუქეს ესპანეთის მეფეს ხუან კარლოსს, მეორე ქალაქ ურბინოს მუნიციპალიტეტს, დანარჩენები კი კოლექციონერთა საკუთრება გახდა. 1992 წელს გამოვიდა პირველი შეზღუდული რაოდენობის სერია(1000 ცალი) მოდელი ,,კოლუმბი". 1993 წელს კომპანიის მოღვაწეობიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდა 1500 ცალობითი ეგზემპლიარი. 1994 წელს ,,ავტოგრაფი"_1500 ცალი 1995 წელს 2000 ცალი ,,აღორძინება" 1996 წელს 2000 ცალი ,,პრემია" 1997 წელს 2000 ცალი ,,იუბილე" კომპანიის 30 წლისთვის აღსანიშნავად 1998 წელს 2000 ცალი ,,ფედერიკო" ამავე წელს გამოვიდა 2000 ცალი ,,თავადი" (20 ყალიბი) 1999 წელს მილიონი თოფის წარმოების აღსანისნავად 2000 ცალი მოდელი ,,მილიონი" 2000 წელს 2000 ცალი მოდელი ,,2000" შემდეგი მოდელის ,,ეგო" გამოშვებასთან ერთად შეიცვალა კალაპოტის დიზაინი, რომელიც დამუშავდა ,,რაფაელო კრიო"-სათვის(შემდეგ ყველა რაფაელოზე ეს კალაპოტია გამოყენებული). მოდელი ,,ეგო" რეალიზებული იყო 2002 წელს(ესეც 2000 ცალის რაოდენობით). შემდეგი მოდელი, რომელიც ასევე შეზღუდული რაოდენობით იქნა წარმოებული(ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემს ლაშას) სახელდებულია როგორც ,,შთამომავლობა". 12 ყალიბშია შესრულებული, აქვს ელეგანტური კონტურები და გაფორმებულია სადა გრავირებით(კალაპოტის გვერდებზე ხოხბები, ხოლო ძირზე კურდღელზე ნადირობის სცენა); აქვს მაღალი ხარისხის კაკლის კონდახ-ტიბჟირი. სერია გამოვიდა 2003 წელს. 2004 წელს ბენელიმ ხაზი გაუსვა მის ელიტარულობას და 250 ცალად დაამზადა წყვილი ,,ელიტა", წყვილში ერთი 12 ყალიბია, ხოლო მეორე 20 ყალიბი. ამავე წელს დინო ბაჯოს(იტალიელი ფეხბურთელი) დაუმზადა ერთი ცალი სახელობითი თოფი. 2005 წელს ფირმამ გამოუშვა ,,ელიტა" მხოლოდ 12 ყალიბში(ესეც შეზღუდული რაოდენობით) ახლა დაინტერესებული მკითხველისათვის წარმოვადგენ იგივე ინფოს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სახელები იმავე შრიფტითაა აკრებილი, რაც წარწერაა თოფზე. რიგი შემდეგია: სერიის გამოშვების წელი/ მოდელი/ რაოდენობა. 1981 / Federico Duca di Urbino / 11 1992 / Colombo Cal. 12/ 1000 1993 / Anniversario Cal. / 1500 1994 / Autografo Cal. 12 / 1500 1994 / Rinascimento Cal. 12 / 2000 1996 / Premio Cal. 12 / 2000 1997 / Giubileo Cal. 12 / 2000 1998 / Federico Cal. 12 / 2000 1999 / Principe Cal. 20 / 2000 1999 / Millionaire Cal. 12 / 2000 2000 / Edition 2000 Cal. 12 / 2000 2002 / Ego Cal. 12 / 2000 2003 / Legacy Cal. 12 / 2000 2003 / Exclusive Cal. 20 / 1000 2004 / Baggio / 1 2004 / Elite Cal. 12 - Cal. / 250 2005 / Elite Cal. 12 / 1750 Edited January 31, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 20, 2014 Author Report Share Posted June 20, 2014 Benelli ETHOS კომპანია ბენელიმ ბაზარზე ახალი მოდელი შემოიტანა. ETHOS გახდა ამ ზაფხულის სიახლე. ელეგანტური და თანამედროვე მოდელი შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. იარაღი ყველაფერთან ერთად ბიუჯეტური ფასითაც იპყრობს ყურადღებას. ყველაზე ძვირი მოდიფიკაცია აშშ-ში ღირს 2199 დოლარი. 12 ყალიბის ნახევარავტომატი 4 მოდიფიკაციაშია წარმოდგენილი(ფასი 1999-დან 2199 დოლარამდე). ყველა მოდელი დაკომპლექტებულია სისტემით Inertia Driven® System; ახლებური საბჟენით Progressive Comfort; ლულები დამზადებულია Crio System ტექნოლოგიით. კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია მაღალი ხარისხის კაკლისაგან; წონა 2951-დან 2950-მდე გრამი(ლულის სიგრძის მიხედვით). ლულის სიგრძეა 26 ან 28 დიუმი. http://www.guns.com/2014/01/06/benellis-new-ethos-updates-inertia-action-2014-video/ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 4, 2014 Author Report Share Posted October 4, 2014 Benelli ETHOS კომპანია ბენელიმ ბაზარზე ახალი მოდელი შემოიტანა. ETHOS გახდა ამ ზაფხულის სიახლე. ელეგანტური და თანამედროვე მოდელი შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. იარაღი ყველაფერთან ერთად ბიუჯეტური ფასითაც იპყრობს ყურადღებას. ყველაზე ძვირი მოდიფიკაცია აშშ-ში ღირს 2199 დოლარი. 12 ყალიბის ნახევარავტომატი 4 მოდიფიკაციაშია წარმოდგენილი(ფასი 1999-დან 2199 დოლარამდე). ყველა მოდელი დაკომპლექტებულია სისტემით Inertia Driven® System; ახლებური საბჟენით Progressive Comfort; ლულები დამზადებულია Crio System ტექნოლოგიით. კონდახი და ტიბჟირი დამზადებულია მაღალი ხარისხის კაკლისაგან; წონა 2951-დან 2950-მდე გრამი(ლულის სიგრძის მიხედვით). ლულის სიგრძეა 26 ან 28 დიუმი. http://www.guns.com/2014/01/06/benellis-new-ethos-updates-inertia-action-2014-video/ Benelli ETHOS-ის ამერიკული ოდისეა ეს ახალი მოდელი სპეციალური სარეკლამო კომპანიის ფარგლებში აშშ-ს 50 შტატს მოივლის. იარაღთან ერთად იმოგზაურებს სპეციალისტების ჯგუფი, ვინც ყოველ მსურველს მოუყვება მოდელის თავისებურებებზე, ნადირობასა და სპორტულ სროლებზე, აგრეთვე უსაფრთხოების წესებზე. სარეკლამო კომპანიის მიზანი ბენელის ახალი პროდუქტის რეკლამა და ნადირობის პოპულარიზაციაა. ბენელის ახალი მოდელიდან გასროლების განხორციელებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ მონადირეებს, სპორცმენებსა და ჟურნალისტებს(ის ჟურნალისტები იგულისხმება, რომლებიც იარაღზე წერენ). მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში დააკვირდებიან ბენელის ამ მოდელის საიმედოობას_ამ ხნის განმავლობაში თოფს ერთხელაც არ გაწმენდენ. ბენელი ,,ეტოსის" ამერიკული ოდისეა 50 კვირას გასტანს(თითო კვირა ერთ შტატში). სპეციალისტების გათვლით ამ 50 კვირის განმავლობაში ინტენსიური მოხმარება უტოლდება ამ თოფის სტანდარტული გამოყენების 50 წელს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 14, 2015 Author Report Share Posted April 14, 2015 ETHOS 20 როგორც ჩანს ,,ეტოსის" ამერიკულმა ოდისეამ თავისი გააკეთა, რადგან ამ მოდელზე ინტერესი გაიზარდა. შესაბამისად მომხმარებელმა მწარმოებლისაგან ახალი მოდიფიკაცია მიიღო. მარკეტინგის ,,სპეცები" განმარტავენ, რომ ახალი მოდიფიკაცია გათვლილია ახალგაზრდა მონადირეებსა და ქალბატონებზე. ტექნიკურად ,,ეტოს 20" თითქმის არაფრით განსხვავდება 12 ყალიბის თანამოძმისაგან, მხოლოდ წონამ იკლო 2545 გრამამდე და კიდევ უფრო გაუმჯობესდა ბალანსი. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია სამიზნის შეცვლის სიმარტივე(სამიზნე შეიძლება იყოს წითელი, მწვანე ან ყვითელი). ფასი ახალი მოდიფიკაციისა იგივეა, რაც მისი 12-ყალიბიანი თანამოძმისა_2199 მწვანემდე. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 14, 2015 Report Share Posted April 14, 2015 მაგარი იქნება გელა 20 კალიბრი,სროლისას კომფორტული,უკუცემა მცირე,სიამოვნებით ვიქონიებდი!!! ახლახან მშვენიერი ვერტიკალიც გამოუშვა ბენელლიმ,ამერიკულ ბაზარზე 3000 დოლარი ეღირებაო,ასე ეწერა!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 14, 2015 Author Report Share Posted April 14, 2015 ახლახან მშვენიერი ვერტიკალიც გამოუშვა ბენელიმ,ამერიკულ ბაზარზე 3000 დოლარი ეღირებაო,ასე ეწერა!!! მამუკა ეგ ინფო სად ნახე?! მაგარი სიახლეა. ბენელიც კი მისულა იმ დასკვნამდე რომ მხოლოდ ავტომატურების წარმოება თანამედროვე მწარმოებლისათვის საკმარისი ვერაა... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 14, 2015 Report Share Posted April 14, 2015 გელა, ალაბათ ესაა: Benelli 828U . http://www.benelliusa.com/over-under-shotguns ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 14, 2015 Report Share Posted April 14, 2015 Benelli 828U . ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 15, 2015 Author Report Share Posted April 15, 2015 აუუუუუუუუუუ რა მაგარია!!!!!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 30, 2015 Author Report Share Posted April 30, 2015 Benelli ETHOS სულ ახლახანს აშშ-ში დასრულებულ გამოფენაზე(ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება NRA-ს ეგიდით) ETHOS 12-მა მორიგი აღიარება მოიპოვა. ამ თოფმა საუკეთესოს ნომინაცია მიიღო("Golden Bullseye Award"), რაც საუკეთესო დიზაინისათვის, მაღალი მახასიათებლებისა და შთამბეჭდავი ხარისხისათვის დაიმსახურა. ამ მოდელს გასულ წელს უკვე მიღებული ჰქონდა რამდენიმე ჯილდო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 19, 2015 Author Report Share Posted May 19, 2015 (edited) Benelli 828U სულ ახლახანს თქვენგან გავიგე, რომ ბენელიმ ვერტიკალის გამოშვება დაიწყო. ეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გახლდათ... აღნიშნული ნაკეთობა წლევანდელ გამოფენაზე IWA 2015 ნიურბერგში გახლდათ წარმოდგენილი. ერთი დანამდვილებით გავიგე, რომ ინდექსი 828 U წარმოიშვა კომპანიის მშობლიურ ქალაქ ურბინოს რეგისტრაციის ნომრიდან(ეს ისტორიული ქალაქი იუნესკოს(UNESCO) სარეგისტრაციო რიგში ამ ნომრითაა წარმოდგენილი). იარაღს ფორმები და დიზაინი მართლაც ინოვაციური აქვს... რაც ვიდეოდან დავადგინე არის ის, რომ კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა, ხოლო ლულები მონობლოკი. https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=-pK7K7_iCNM Edited May 19, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 17, 2015 Report Share Posted August 17, 2015 Gurulo ერთი კითხვა მაქვს გელა შენთან: ბენელის ბევრი ნახევრადავტომატი 3,0 კგ არის, კონკურენტებთან შედარებით, თითქმის ყველასთან, დაბალი წონა აქვს. მაინტერესებს 1. სხვები რატომ არ წევენ წონას 3 კილომდე(ვერ წევენ?) და 2. რამდენადაა ეს ნახევრადავტომატები ტყვიაზე გათვლილი? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 17, 2015 Author Report Share Posted August 17, 2015 Gurulo ერთი კითხვა მაქვს გელა შენთან: ბენელის ბევრი ნახევრადავტომატი 3,0 კგ არის, კონკურენტებთან შედარებით, თითქმის ყველასთან, დაბალი წონა აქვს. მაინტერესებს 1. სხვები რატომ არ წევენ წონას 3 კილომდე(ვერ წევენ?) და 2. რამდენადაა ეს ნახევრადავტომატები ტყვიაზე გათვლილი? ჩემის აზრით, დღეს ნებისმიერ თავმოყვარე მწარმოებელს ძალუძს წონის დაწევა საჭირო ზომამდე. იტალიელები კი არა, უკვე თურქებიც ამუღამებენ მსუბუქი მეტალებისაგან ე.წ. ფხვნილოვან და პრესირების მეთოდით კალაპოტის დამზადების ტექნიკას. სხვადასხვა შემადგენლობის ალუმინი სხვადასხვა მასალათაგამძლეობას განაპირობებს, აქედან შედეგი: ერთი თოფის რესურსი 100 000-ია, მეორისა კი 15-20-35 ათასი; უფრო მეტსაც გეტყვი: შემკვეთს გააჩნია, თორემ ტიტანიდანაც კი ჩამოქარგავენ თოფს თუ შეუკვეთავ, მარა მისი ფასი ნახე რა დაჯდება... აქვე დავამატებ: მაგალითად ბერეტამ ნახევარავტომატებში მჭიდების დამზადება დაიწყო ზემდგრადი პლასტიკატისაგან, რომელიც დარტყმებისადმი და კოროზიისადმი მედეგია და ამასთან ძალიან მსუბუქია. მასიური წარმოების თოფებს დღეს ერთი საწყაო აქვთ: დეკლარირებული რესურსი. მთავარია თოფმა იმდენი იმუშაოს, რაც მწარმოებელმა პასპორტში ჩაუწერა_ მორჩა და გათავდა!!! რესურსის ამოწურვისთანავე გაფუჭდება? მალე გაყიდის მასავით მასიური წარმოების თოფს_ ესაა ლოგიკა! რაც შეეხება ლულებს, აქ თითზე ჩამოსათვლელი მწარმოებელია, რომელიც რულამს_ მათ შორის ბერეტა(ბენელი მისგან ყიდულობს, რამეთუ მისი კონცერნის შემადგენლობაშია)! აქაც მთავარია: ლულამ იმუშაოს იმდენი, რაც რესურსი აქვს და ამ რესურსის პირობებში გაუძლოს სხვადასხვა დასაშვებ წნევებს. სპორტული თოფი, რომელმაც რესურსის განაცხადი მილიონზე გააკეთა მსუბუქ მეტალზე გინახავს? ვერცა ნახამ! მსუბუქი თოფი თავისი კომფორტით 100-დან 99 შემთხვევაში სანადიროა და არა სპორტული. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მცირე წონის გამო აუცილებელია ამორტიზაციის გაუმჯობესება, თორე "კომფორტი" აუტანელი გახდება... ტყვიაზე გათვლილი კი არის იმის გამო, რომ აქ პირველი რიგისაა ლულა, ხოლო მეორე რიგის კალაპოტი. ლულების დამზადების ტექნიკა კი მოგეხსენება თანამედროვე ტექნოლოგიით ძალიან წინაა წაწეული. მხოლოდ გასათვალისწინებელია ერთი რამ სანადიროდ გათვლილ თოფებში მწარმოებელი იმას ითვლის, რომ საშუალოდ გლუვლულიანიდან საერთო გასროლებიდან 30-35% იქნება ერთიანი ტყვია, ხოლო დანარჩენი საფანტ-ფინდიხი. თუ ჩვენ ვიყიდით გლუვლულიან ნახევარავტომატს, რომლის რესურსი 30 000 გასროლაა და მხოლოდ ერთიან ტყვიას ვისვრით , მაშინ მისი რესურსი 50%-ით შემცირდება. ბოლოს, ხაზი მინდა გაუსვა ერთ გარემოებას: ამერიკისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წყალმცურავებზე ფოლადის საფანტის დაკანონებამ ერთიორად აწია ლულისადმი წაყენებული ტექნიკური პირობები. ამ შემთხვევაში ჩვენ, მონადირეები დავრჩით მოგებული, რადგან ლულის მედეგობა საგრძნობლად გაიზარდა, რადგან პატიოსანი მწარმოებელი არ ანსხვავებს მისი პროდუქცია სად წავა_ საქართველოში სადაც მხოლოდ ტყვიაა ხოდში თუ აშშ-ში სადაც ფოლადი უნ და ესროლო იხვს. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 17, 2015 Report Share Posted August 17, 2015 რაფაელოს შემთხვევაში ე.ი. 3,0 კილო წონა, უკუცემის კარგი ჩამხშობი, ტყვიის სროლის სიხშირეც კარგი ხო? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 17, 2015 Author Report Share Posted August 17, 2015 რაფაელოს შემთხვევაში ე.ი. 3,0 კილო წონა, უკუცემის კარგი ჩამხშობი, ტყვიის სროლის სიხშირეც კარგი ხო? თორნიკე ვერ მივხვდი ამ შემთხვევაში რას მეკითხები. რაფაელო რამდენიმენაირია. სხვადასხვა მოდიფიკაციაა. გადახედე აქვე თემაში. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted August 17, 2015 Report Share Posted August 17, 2015 მე გართულებ მაქვს წონაზე 3 კილოიანი ნახევრადავტომატების მხრივ გეკითხები. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 17, 2015 Report Share Posted August 17, 2015 მაგალითად ,,კოზმი,, ყველასათვის საოცნებო ნახევრადავტომატი,12 კალიბრში საკმაოდ მძიმე 3,5-3,8 კილოგრამია,და კიდევ,ჩემი ღრუსული იჟ-27 20 კალიბრიანი,სავარაუდოდ ამ კალიბრის ორლულიანის წონა 2,7კგ-ს არ უნდა ცილდებოდეს,3,25კგ-ა,სამაგიეროდ უკუცემა საერთოდ არაქვს!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 3, 2016 Author Report Share Posted April 3, 2016 Benelli 828U სულ ახლახანს თქვენგან გავიგე, რომ ბენელიმ ვერტიკალის გამოშვება დაიწყო. ეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გახლდათ... აღნიშნული ნაკეთობა წლევანდელ გამოფენაზე IWA 2015 ნიურბერგში გახლდათ წარმოდგენილი. ერთი დანამდვილებით გავიგე, რომ ინდექსი 828 U წარმოიშვა კომპანიის მშობლიურ ქალაქ ურბინოს რეგისტრაციის ნომრიდან(ეს ისტორიული ქალაქი იუნესკოს(UNESCO) სარეგისტრაციო რიგში ამ ნომრითაა წარმოდგენილი). იარაღს ფორმები და დიზაინი მართლაც ინოვაციური აქვს... რაც ვიდეოდან დავადგინე არის ის, რომ კალაპოტი მსუბუქი მეტალებისაა, ხოლო ლულები მონობლოკი. Benelli 828U წარმოგიდგენთ მცირე ინფოს ბენელის ახალი ნაკეთობის შესახებ, რომელიც 2015 წლის ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ნაკეთობაზე აცდახებს პრეტენზიას. მწარმოებლის ინფორმაციით იარაღს გააჩნია "ფოლადის სიმყარე და ალუმინის წონა", ერგონომიკული დიზაინი და აწყობის მაღალი ხარისხი. 828U შემოთავაზებულია რამდენიმე მოდიფიკაციით, ლულების სიგრძით 26 ან 28 დიუმი. კალაპოტი ანოდირებული ან ნიკელირებულია. ინოვაციური ტექნოლოგიები ამ იარაღში წარმოდგენილია უკუცემის დამხშობი სისტემით "Progressive Comfort®", რეგულირებადი საბჟენითა და QuadraFit™-ის სალოყით. ლულა დამზადებულია ტექნოლოგიით Crio® System. ამ მოდელის ფასი აშშ-ში შეადგენს 2500 მწვანეს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.