Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მწევარი

 

 

 

 

 

 

ფარაონის მწევარი

 

dab5b72691bc.jpg

 

უძველესი ჯიშის ძაღლი . გამოიყენებოდა როგორც მწევარი, მცველი , დღეს დეკორატიული, მონადირე.

ითვლება უამრავი ჯიშების წინაპრად -სარმატული მასტიფი , დანიური დოგი, დობერმანი და ბევრი დაბალბეწვიანი მწევრის-მაგალითად იბიცას მწევარი

ზომები 50-65 სმ. წონა 20-30 კგ

ტემპერამენტი: მაღალი აქტივობის, ჯიუტი მაგრამ ემორჩილება წრთვნას, კარგი სოციალური სხვა ძაღლებტან და ადამიანებთან. უყვარს ოჯახის წევრები და ბავშვები , ინტელიგენტი , ბუნებრივი იგნორირების თვისება უცხოების მიმართ. ზლიერი მონადირის ინსტინქტი. ერთ ერთი ყველაზე ძვირადრირებული და ნაკლებად გავრცელებული ჯიში.

 

რუსული მწევარი

 

163a0551134a.jpg

 

რუსული მწევარი (Русская псовая борзая) არის მონადირე ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში. მას ახასიათებს შემდეგი თვისებები: კარგად ხედავს, ძალზე ენერგიულია, სწრაფი (განსაკუთრებით მცირე დისტანციაზე), აგრესიულია ნადავლისადმი, რომელსაც დიდი ძალითა და სწრაფი ნახტომით ადვილად დასცემს მიწაზე.

ის საკმაოდ მაღალი ძაღლია (მდედრის სიმაღლე 68-78სმ-ია, მამრის - 75-86). სიგრძე კი - მამრის 102, ხოლო მდედრის 105სმ-ია. დახვეწილი, სუსტი, ელეგანტური აგებულების ძაღლია.

 

სახე ვიწრო აქვს და მისი სიგრძე თავის ჩონჩხის სიგრძის ტოლია. თვალები მრგვალი და ოვალური ფორმის აქვს. ხოლო ყურები - პატარა, თხელი, წაგრძელებული და მოძრავია. დაფარულია მოკლე ბეწვით. მკერდი არ აქვს ფართო. კუდი გრძელი, თხელი და წაგრძელებულია.

 

რუსული მწევრის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:თეთრი, ოქროსფერი, წითელი, შავი ....

Link to post
Share on other sites

ავღანული მწევარი

 

fb3948ffa1e2.jpg

 

ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი.

 

 

 

ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა.

 

 

 

ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცე.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...