laika 0 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 მწევარი ფარაონის მწევარი უძველესი ჯიშის ძაღლი . გამოიყენებოდა როგორც მწევარი, მცველი , დღეს დეკორატიული, მონადირე. ითვლება უამრავი ჯიშების წინაპრად -სარმატული მასტიფი , დანიური დოგი, დობერმანი და ბევრი დაბალბეწვიანი მწევრის-მაგალითად იბიცას მწევარი ზომები 50-65 სმ. წონა 20-30 კგ ტემპერამენტი: მაღალი აქტივობის, ჯიუტი მაგრამ ემორჩილება წრთვნას, კარგი სოციალური სხვა ძაღლებტან და ადამიანებთან. უყვარს ოჯახის წევრები და ბავშვები , ინტელიგენტი , ბუნებრივი იგნორირების თვისება უცხოების მიმართ. ზლიერი მონადირის ინსტინქტი. ერთ ერთი ყველაზე ძვირადრირებული და ნაკლებად გავრცელებული ჯიში. რუსული მწევარი რუსული მწევარი (Русская псовая борзая) არის მონადირე ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია რუსეთში. მას ახასიათებს შემდეგი თვისებები: კარგად ხედავს, ძალზე ენერგიულია, სწრაფი (განსაკუთრებით მცირე დისტანციაზე), აგრესიულია ნადავლისადმი, რომელსაც დიდი ძალითა და სწრაფი ნახტომით ადვილად დასცემს მიწაზე. ის საკმაოდ მაღალი ძაღლია (მდედრის სიმაღლე 68-78სმ-ია, მამრის - 75-86). სიგრძე კი - მამრის 102, ხოლო მდედრის 105სმ-ია. დახვეწილი, სუსტი, ელეგანტური აგებულების ძაღლია. სახე ვიწრო აქვს და მისი სიგრძე თავის ჩონჩხის სიგრძის ტოლია. თვალები მრგვალი და ოვალური ფორმის აქვს. ხოლო ყურები - პატარა, თხელი, წაგრძელებული და მოძრავია. დაფარულია მოკლე ბეწვით. მკერდი არ აქვს ფართო. კუდი გრძელი, თხელი და წაგრძელებულია. რუსული მწევრის შეფერილობა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:თეთრი, ოქროსფერი, წითელი, შავი .... ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 21, 2012 Author Report Share Posted January 21, 2012 ავღანული მწევარი ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი. ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა. ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცე. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.