Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Beretta

 

225df3a4aedc.jpg

 

 

Fabbrica d'Armi Pietro Beretta - ესაა ერთ-ერთი უძველესი საწარმო მსოფლიოში, რომელსაც წარმოების წყვეტა არ ჰქონია. 1526 წელს გარდონელმა მასტრო ბართოლომეო ბერეტამ გაყიდა 185 ცალი ლულა, რომელშიც მიიღო იმ დროში საკმაოდ დიდი ანაზღაურება, 296 დუკატი. უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისათვის ბერეტას ნაწარმი აღიარებული იყო მისი ხარისხის გამო. სახელი ბერეტა ასოცირდებოდა(ახლაც ასეა ) უკომპრომისო ხარისხთან, დიზაინთან, მასალებთან, კონკურენციასა და იტალიის საზღვრების გარეთ მუშაობასთან. ფირმა ინარჩუნებს ტრადიციებს 15 თაობის შემდეგაც.

1800-ების დასაწყისში პეტრო ანტონიო ბერეტა, სხვადასხვა სიძნელეების მიუხედავად, მოგზაურობდა იტალიაში რათა მისი ნაწარმის დემონსტრირება მოეხდინა და მიეღო შეკვეთები. მისი შვილი ჯუზეპე აგრძელებდა რა მამის გზას, ახდენდა ნაწარმის საერთაშორისო პოპულარიზაციას. 1900-იანი წლების დასაწყისში მორიგი შთამომავალი პეტრო იღებს ფირმას თავის მმართველობაში და ახდენს მის მოდერნიზაციას და ქმნის მისი კომპანიის ნაწარმის მრავალ პატენტს. მოდერნიზაცია გრძელდებოდა შემდეგ თაობებშიც.

 

 

310eb5caf11a.jpg

 

 

500 წლიანმა გამოცდილებამ ბერეტას მისცა საშუალება განევითარებინა წარმოების მეთოდები, რომლებიც იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ბერეტა წარმოებაში იყენებს 1000-ზე მეტ ჩარხს. კომპანიას გააჩნია ლაბორატორია იარაღისა და საბრძოლო მასალების კვლევისათვის. იყენებენ კომპიუტერულ დიზაინს bi-tridimensional C.A.D.

მთელი მსოფლიოს ძალოვან სტრუქტურები მაღალ შეფასებას აძლევენ ბერეტას ნაწარმს. მისი ნახევარავტომატური პისტოლეტი Beretta 92 შეიარაღებაში აქვს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსა და სასაზღვრო უწყებას, საფრანგეთის ,,ნაციონალურ ჟანდარმერიას” და საჰაერო ძალებს.

ბერეტას წარმატებებს თან სდევს წარმატებები სპორტულ სარბიელძეც. ბერეტამ მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთაშორისო ასპარეზობა.

დიდი გამოცდილება, ინოვაციები, ტრადიციებისადმი პატივისცემა_ ესაა ძირითადი პრინციპები, რომლებმაც განსაზღვრეს ბერეტას მოწინავეობა.

 

069977bbb323.jpg

8570291981c5.jpg

 

 

დღეისათვის კომპანიის შემადგენლობაში შედიან Benelli, Franchi, Sako, Tikka, Uberti, Burris, Stoeger.

Link to post
Share on other sites
  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გელა ფეისბუქზეც გადავიტან. ბუნების ჰარმონიააო რომ იტყვიან ამაზეა რა.

Beretta 490 Serpentina შემკვეთმა ისურვა, რომ კონდახიც შავი დაეყენებინათ(გამოყენებულია აფრიკული შავი ხე). ქეისიც კი შავი ტყავისა დაუმზადეს. პირადად მე მაგრად მომწონს შავი პა

Beretta UGB25

 

d82c508e6c8f.jpg

 

ფორუმში განხილული გვაქვს იტალიური ,,კოსმი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ნახევარავტომატად.

დღეს წარმოგიდგენთ ბერეტას სპორტულ ნახევარავტომატს Beretta UGB25, რომელიც ამ ფირმამ რამდენიმე წლის წინ დაამზადა და ტექნიკური თვალსაზრისით სიახლეს წარმოადგენს. მოდელის სახელი წარმოდგება ფირმის პრეზიდენტის, უგო გუსალ ბერეტას ინიციალებისაგან.

ამ თოფს მჭიდი არ გააჩნია, ის ორტყვიანია(პირველი ვაზნა სავაზნეში). ლულა ღრმადაა ჩაფლული ტიბჟირსა და კალაპოტში და აქვს მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა. ნასროლი ვაზნები ცვივა არა გვერდიდან, არამედ ქვემოთ-წინ. გვერდით(მარჯვნივ), იქ სადაც უმეტეს ნახევარავტომატებში ნასროლი ვაზნის ექსტრაქცია ხდება, განლაგებულია მეორე ვაზნის დამჭერი. მეორე მხრიდან(მარცხნივ) კი ლულის გასახსნელი ბერკეტია განლაგებული.

გადატენვა უკუცემის ძალით ლულის მოძრაობაზეა დაფუძნებული(ლულა მოძრაობს სულ რაღაც 3,7 მილიმეტრს). მექანიზმი საკმაოდ მარტივია და ექსპერტთა შეფასებით მასში არაფერი ტყდება, ამასთან ძალზედ საიმედო და უკაპრიზოა.

თოფი უპრობლემოდ გამოიყენებს მინიმალურიდან 42 გრამამდე წონის(საფანტი) ვაზნებს. კონდახში განლაგებულია უკუცემის კომპენსატორი + ამორტიზატორი. წონა შეადგენს 4,1 კგ-ს. არხის დიამეტრი შეადგენს 18,54 მმ-ს და დაკომპლექტებულია სახსნელი ჩოკებით. ლულის სიგრძე შეადგენს 76 ან 81 სმ-ს. სასხლეტზე დაწოლა საკმაოდ მცირეა 0,9 კგ(რიგი სპეციალისტების აზრით უნდა იყოს 1,2-1,4 კგ).

კონდახი პირველი კლასის კაკლისაა. მისი რეგულირების მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია: სიგრძე იცვლება 358-დან 374 მმ-მდე; რეგულირდება ქედი, დახრა, კუთხე და ა.შ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონდახის ყელისა და ტიბჟირის ნაჭდევები, რომლებიც ლაზერითაა გაკეთებული.

თოფი კარგად ჯდება ხელში და გააჩნია საუკეთესო ბალანსი.

თოფის ფასი 5000 დოლარის ფარგლებში მერყეობს(!!!).

 

995c516061f0.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ბერეტამ მორიგი სიახლე გამოიტანა ბაზარზე.

თავის ნახევარავტომატურ მოდელებზე A400 Xplor Light და Beretta Xplor Action დააყენა ელექტრონული მრავალფუნქციური მოწყობილობა Gun Pod , რომელსაც თხევადკრისტალური დისპლეი გააჩნია.

ეს მოწყობილობა აჩვენებს ჰაერის ტემპერატურას, თოფის უკუცემის ძალას და გასროლილი ვაზნების რაოდენობას.

მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს 450 ათასი გასროლა. გასროლის ნებისმიერი რაოდენობის შემდეგ შესაძლებელია ათვლის ახლიდან დაწყება. თოფის უკუცემის მაჩვენებლის შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს დენთისა და ვაზნის მუხტის სიდიდე.

ამ მოწყობილობას გამომგონებლები ავტომანქანის ბორტკომპიუტერს ადარებენ.

Gun Pod-ი მოთავსებულია წყალგაუმტარ და დარტყმისადმი მედეგ კორპუსში. ბატარიის სრული დაცლის შემთხვევაშიც კი(რის შესახებაც წინასწარ გვამცნობს) აგრძელებს მაჩვენებლების თვლას, რომლებიც გამოაქვს ეკრანზე კვების ელემენტის შეცვლის შემდეგ(მუშაობს 3 ვოლტიან Cr 1620 ბატარეაზე).

 

აღნიშნული მოწყობილობა 120 ევრო ღირს

 

 

dd0fb7ef7984.jpg

 

 

6c7268a48e86.jpg

 

27cb91b495de.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

686 Onyx

 

b4c4c5a67b62.jpg

 

 

სერია 686-ის საბაზო მოდელი, ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,1 კგ, ერთ სასხლეტზე(სელექტორი მცველზე).

 

 

686 Onyx White

 

c0abeca9408e.jpg

 

 

სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული).

 

 

 

 

 

686 Onyx pro

 

a6e70b101180.jpg

 

 

სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული), ამორტიზატორზე Gel•Tek, სამიზნური TruGlo.

 

 

686 Silver Pigeon S

 

b6e72c2b1175.jpg

 

 

სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული).

 

 

 

Ultralight

 

 

d96450947c3c.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,7 კგ, კალაპოტი ალუმინის შენადნობის, რომელშიც ჩასმულია ტიტანის სადგარები(ამით კალაპოტის წონა შეამცირეს 65%-მდე სიმყარის შენარჩუნებით). სასხლეტი მოოქროვილია, რეზინის ამორტიზატორი

 

 

 

 

 

 

Ultralight Deluxe

a4756e636db8.jpg

 

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,8 კგ, კალაპოტი ალუმინის შენადნობის, რომელშიც ჩასმულია ტიტანის სადგარები(ამით კალაპოტის წონა შეამცირეს 65%-მდე სიმყარის შენარჩუნებით). სასხლეტი მოოქროვილია, რეზინის ამორტიზატორი, უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი.

 

 

 

 

 

 

687 Gold Pigeon II

 

a3daa795010e.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, ფალსიფიცირებულ დაფებზე.

 

 

 

 

687 Silver Pigeon II

 

c64d0aea85cf.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ.

 

 

 

 

687 Silver Pigeon III

fc1c5a3447d6.jpg

 

 

 

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ.

 

 

 

 

 

 

687 Silver Pigeon IV

 

5afbdfbd4dbc.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის, მოოქროვილი გრავირება(იხვი-ხოხობი), ახლებური ამორტიზატორი.

 

 

 

 

 

 

687 Silver Pigeon V

 

 

906f2795da95.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის, მოოქროვილი გრავირება(იხვი-ხოხობი), ახლებური ამორტიზატორი.

Link to post
Share on other sites

A391 Xtrema Camo Advantage Timber

 

 

3cdfc6a289b4.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.

 

 

A391 Xtrema Camo Advantage Wetlands

 

 

8214560e6b9b.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.

 

 

A391 Xtrema Camo Realtree Hardwoods

 

0ecfc1d4d259.jpg

 

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.

 

 

A391 Xtrema2 Camo Realtree Hardwoods

 

 

ba869c2e9a3f.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება.

 

A391 Xtrema2 Camo Realtree MAX4

 

 

20b8b5fd2c5d.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება.

 

 

 

 

 

A391 Xtrema Synthetic

 

a4c79d0509af.jpg

 

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.

 

 

A391 Xtrema2 Synthetic

 

 

b213d4b66db4.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,45 ან 3,55კგ(Kick Off სისტემის შემთხვევაში_იხილე ქვემოთ), ტევადობა 4+1(76მმ-იანი), Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები.

 

 

 

AL 391 Teknys

 

 

2cac2145a86c.jpg

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), ხე დაფარულია ლამინატით.

 

 

AL 391 Teknys Gold

 

c34061b9cb3f.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

 

 

 

 

AL 391 Teknys Gold Slug

 

3fd6b705a9d8.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

 

 

 

 

AL 391 Teknys Gold Sporting

 

3299858da09b.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,2კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

 

 

 

AL 391 Teknys Gold Trap

 

 

8dccfe82e71c.jpg

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

 

 

 

AL 391 Teknys Slug

 

 

bb24536eb2dd.jpg

 

ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული(WEAVER თამასის დაყენების შესაძლებლობით ოპტიკისათვის ), ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი ლამინირებული.

 

 

AL 391 Urika Gold

 

a8ec30637300.jpg

 

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, ფიქსირებულ ან საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,0კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).

 

AL 391 Urika Synthetic

 

 

e63713984dad.jpg

 

ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,3კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).

 

 

Beretta A400 Xplor Unico

 

9ef6d68fd745.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,95კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი).

 

 

 

 

93b7bf412f8b.jpg

 

 

ფირმა ცალკეულ მოდელებში უკუცემის დასახშობად გამოიყენებს სისტემას KICK OFF®(ჩვენს ჩამონათვალში A391 Xtrema2 Synthetic). ამორტიზატორების მოქმედება დამყარებულია 2 დამხშობის მოქმედებაზე(მუშაობენ ზეთზე), რომლებიც ჩამონტაჟებულია კონდახში.

Link to post
Share on other sites

ამ ყველაფერს მშვიდად როგორ უნდა შეხედო :yes: ავნერვიულდი :old:

იგივეს დაწერას ვაპირებდი ვახო მარა თავი შევიკავე. :e025: გელასთვის მინდოდა მიმეწერა ამ საძაგლობებს ნუ დებთქო. :old:

Link to post
Share on other sites

ამ ყველაფერს მშვიდად როგორ უნდა შეხედო :e025: ავნერვიულდი :old:

 

მარკეტინგია ეგ ყველაფერი, ჩავარდა რომელიმე მოდელის გაყიდვები? ცოტა დიზაინი შეცვალე და ამოქაჩავ. ეს პრინციპია რა.

Link to post
Share on other sites

მაინც მინდა :e025:

 

 

მარკეტინგია ეგ ყველაფერი, ჩავარდა რომელიმე მოდელის გაყიდვები? ცოტა დიზაინი შეცვალე და ამოქაჩავ. ეს პრინციპია რა.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

პუტინისა და მედვედევის ბერეტა SO10-მ ინტერესი გამოიწვია, ამიტომ ცოტა უფრო ვრცლად ამ სერიის შესახებ.

 

 

 

ეს თოფები პრემიუმ კლასისაა. ისინი საიდლოკებია. სერია Beretta SO-ის პირველი თოფები გამოჩნდა 1933 წელს. მათი კალაპოტებისა და ლულების შეერთება ბოსის სისტემის ანალოგიური გახლდათ. ტიბჟირი სამი ნაწილისაგან შედგებოდა. Beretta SO1 გამოვიდა 1934 წელს, რომელიც პროტოტიპის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, პირველ რიგში ჩაკეტვის სიმყარით. გარდა ამისა ტიბჟირი მთლიანი გახდა. Beretta SO3 გამოვიდა 1940 წელს და კოლექციონერების ინტერესი გამოიწვია. მასში გაუმჯობესებული გახლდათ სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორი.

ამჟამად ამ სერიიდან ბერეტა უშვებს Beretta SO5, Beretta SO6, Beretta SO9 და Beretta SO10-ს, რომლებიც ძირითადად მხატვრული დამუშავებით განსხვავდებიან. თითოეული მოდელისათვის ყალიბების საკუთარი დიაპაზონი არსებობს.

 

Beretta SO5

cd8b95deed88.jpg

 

Beretta SO5 12 ყალიბისა გამოდის. განკუთვნილია მრგვალი, სასანგრე სტენდისა და სპორტინგისათვის. წონა შეადგენს 3,4-დან 3,7 კგ-მდე. მის ბაზაზე გამოუშვეს Beretta Vandalia Special Trap, რომელსაც მხოლოდ ერთი, ზედა ლულა აქვს. მისი სიგრძე 863 მილიმეტრს შეადგენს, სამიზნე თამასა ძალიან მაღალია, ხოლო კალაპოტის კედლის სისქე 8 მილიმეტრამდე ადის. აგრეთვე აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.

 

Beretta SO6

1654eda04d17.jpg

 

Beretta SO6 12 ყალიბისაა. წონა შეადგენს საშუალოდ 3,3 კგ-ს. გრავირება ძალიან მაღალი ხარისხისაა, ხოლო დაფებს ამშვენებს წარწერა P. Beretta – Gardone V.T.

 

 

Beretta SO9

59f9db44c201.jpg

 

 

Beretta SO9 ყველა ყალიბისა გამოდის 36-დან 12-მდე. მისი საიდლოკი ,,ყრუა". წონა 12 ყალიბში შეადგენს 3,25კგ-ს; 20 ყალიბში 2,65კგ-ს; 28 ყალიბში 2,35კგ-ს; 36 ყალიბში 2,25 კგ-ს.

 

 

 

2003 წელს ამ სერიის თოფების 70 წლისთავის აღსანიშნავად ფირმამ გამოუშვა საიდლოკი Beretta SO10, რომელსაც ,,ყრუ" დაფები აქვს. გამოდის მხოლოდ 20 ყალიბში; ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 670, 710 ან 750მმ, სავაზნე 76მმ; სერიის სხვა თოფებისაგან განსხვავებით ლულები დემიბლოკია. ეჟექტორები ახალი კონსტრუქციისაა, გაზრდილია ლულის ფოლადის მექანიკური მდგრადობა და კოროზიისადმი მედეგობა.

 

 

Beretta SO10

ac43f4945c5b.jpg

 

 

6984a7ab6791.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

წარმოგიდგენთ მაგალითს, რომლის დროსაც მწარმოებელს სხვა ქვეყანაში აწყობილი საკუთარი თოფებისათვის შესაბამისი წარწერის დასმა არ დავიწყებია(უფრო სწორად თუ ვიტყვით, არ ცხვენია :alfons: ).

მაგალითი კი ბერეტას მოდელებია, რომლებიც ესპანეთში იწყობა:

 

2004 წლიდან ბერეტას სახელით გამოშვებული ესპანური თოფები გამოჩნდა ევროპულ და რუსულ ბაზარზე. ლულები წარმოებულია იტალიაში, ხოლო დახარჩენი ნაწილები კი იტალია-ესპანეთში. სულ გამოდის ასეთი 5 მოდიფიკაცია.

 

 

Beretta ES100 Synthetic Camo

 

ყალიბი 12, სავაზნე 76, ლულის სიგრძე 71სმ (ფასი - 900 USD)

 

34a2d049d1a9.jpg

 

 

c82f8791e37a.jpg

 

 

ca10b95ee02d.jpg

 

 

7e259cca6154.jpg

Link to post
Share on other sites

ხო ნუ ესპანეთში რო იწყობა არც შერცხვებათ ბევრით არ ჩამორჩებიან იტალიელებს ესპანელები იარაღის წარმოებაში და იმიტო... და არც ტრადიცია აქვტ ნაკლები.

Link to post
Share on other sites

Beretta 471 Silver Hawk

 

16328b3b8d11.jpg

 

 

ყალიბი 12 ან 20; ლულის სიგრძე 61-დან 71 სმ-მდე; ნიკელირებული კალაპოტი; ინგლისური ტიპის კონდახი; ეჟექტორი(შესაძლებელია მისი გამორთვა და გადაყვანა ექსტრაქციაზე); წონა 2,95კგ;

 

 

eea3c2dd9839.jpg11b4c9715671.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Beretta DT11 Sporter

 

0f1e9a75eac4.jpg

 

 

მოდელი წარმოადგენს DT10-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. Beretta DT11 Sporter-ის პოპულარულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საკმაოდ დიდი ფასის მიუხედავად წარმატებით იყიდება დიდ ბრიტანეთში.

ექსპერტთა აზრით მოდელის კარგი გაყიდვები პირველ რიგში მისი წინამორბედის მაღალი რეპუტაციის დამსახურებაა. გარდა ამისა ახალ მოდელში შეცვლილია კონდახის დიზაინი, გაუმჯობესებულია ერგონომიკა და სროლის სტაბილურობა;

 

ყალიბი 12; წონა 3,772კგ; კონდახი მაღალი კლასის კაკალი; კომპლექტში შედის ქეისი და დამატებითი აქსესუარები.

ბრიტანეთში თოფის ფასი 6765 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

 

 

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Imperiale Montecarlo

 

 

fc5e5d8a592d.jpg

 

როგორც მოგეხსენებათ ბერეტას სპეციალიზაცია მასიური(არა ექსკლუზიური) იარაღის წარმოებაა. ამ ბუმბერაზმა ფირმამ ბაზარზე წარმოადგინა გლუვლულიანი თოფის მოდელი, რომელიც არაინდივიდუალური პარამეტრებით მზადდება და ამ დროს 100 000 დოლარზე მეტი ღირს(!!!)

ამ ელეგანტური თოფის ლულები ჰორიზონტალური განლაგებისაა და მყიდველის პარამეტრებ-მოთხოვნებს მხოლოდ მაღაზიაში გაყიდვის წინ კონდახის სიგრძის კორექტირებაში ითვალისწინებს. თოფი კონკრეტული მყიდველისათვის არაა განკუთვნილი და ამავე დროს ფუფუნების საგანს წარმოადგენს :dance:

კალაპოტი ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან მზადდება, ამასთან დამშვენებულია ბრწყინვალე გრავირებით.

 

db0e63a9c45e.jpg

 

მექანიზმის დეტალები პოლირებულია და დაფარულია დამცავი ფენით. ლულები დემიბლოკია და დაფარულია ე.წ. ,,წითელი დამასკის" ფენით; სამიზნე ნაწილები დამზადებულია სპილოს ძვლისა და ოქროს კომბინაციით; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან მზადდება, რომელსაც ამშვენებს ვერცხლის ფირფიტა.

 

ფასი სულ რაღაც 130 000 დოლარს შეადგენს. :blush2:

 

 

eb10f34a4e39.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

Beretta 692 Competition

 

 

0649a76fc97b.jpg

 

ბერეტამ სპორცმენებისათვის ახალი მოდელი გამოუშვა(გაყიდვებში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა), რომელიც DT11 და 682 მოდელების ტრადიციებს აგრძელებს. თოფი აღჭურვილია დასაბალანსებელი საწონებით B FAST(5 ცალი 20 გრამიანი საწონი, რომელიც კონდახში მაგრდება) და წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, რამაც მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასი განსაზღვრა.

თავად მწარმოებელი აცხადებს, რომ Beretta 692 Competition ,,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელს, რომელიც ოდესმე გამოუშვია ბერეტას" :scratchchin:

ფასი იქნება დაახლოებით 3000 გირვანქა სტერლინგი.

 

c30a9524c6f1.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

Beretta Jubilee

 

 

78b9ae469352.jpg

 

ეს მოდელი ლუქს კატეგორიაში გადის. ვერ გეტყვით Jubilee-საიუბილეო რატომ დაარქვეს თოფს(ვერანაირ თარიღს ვერ დავუკავშირე), თუმცა ვინც ამ თოფს შეიძენს მართლაც რომ საზეიმოდ ექნება საქმე. პირველ რიგში ბერეტას ხარისხი, კლასიკური დიზაინი, შესრულების უმაღლესი დონე...

შემკვეთს შეუძლია ინებოს კალაპოტის 7 სხვადასხვა გაფორმება და უმაღლესი ხარისხის კაკალი...

12 ყალიბის წონა შეადგენს 3.4 კგ-ს; ლულის სიგრძე 28 ან 30 დიუმს, ხოლო ყალიბი, გარდა 12-სა შეიძლება იყოს 20,28 ან 36.

რაც შეეხება ფასს, საკმაოდ კბენადია_ 28 ათასი მწვანე :hi3:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ბერეტამ ბაზარზე ახალი ჰორიზონტალი წარმოადგინა:

 

Beretta 486 Parallelo

 

6739p.jpg

 

მან შეცვალა ცნობილი მოდელები 470 ЕL და 471 Silver Hawk. პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა კალაპოტის შოტლანდიური სტილის მომრგვალებული ფორმები.

გამოდის ყალიბებში 12/76 და 20/76, ლულის სიგრძით 66, 71 და 76სმ. არხის დიამეტრი 12 ყალიბში 18,4მმ-ა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს როგორც ქარხნული, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ვაზნები.

ლულები დამზადებულია ბერეტასეული ექსკლუზიური ტექნოლოგიით Triblock(ესაა მოდერნიზებული დემიბლოკი). ლულების წონა ტიბჟირთან ერთად შეადგენს 1350 გრამს(71სმ-იანი სიგრძის შემთხვევაში).

გამოდის როგორც ერთსასხლეტიანი ასევე ორიანიც; გამორთვადი ეჟექტორებით, მცველი ჩვენი სურვილისამებრ შეიძლება დადგეს როგორც ავტომატურ, ასევე სპორტულ რეჟიმზე. აღჭურვილია საცვლელი ჩოკებით.

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ახალი კონსტრუქციისაა, განთავსებულია ცალკე ბლოკში და იცვლება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე მოხსნილი კონდახის პირობებში. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7 და 2 კილოგრამია.

რაც ძალიან საინტერესოა, იარაღს გააჩნია სასხლეტის ბლოკირების სისტემა 90 ან 180 გრადუსზე მისი გადაბრუნებისას(იფ,იფ, იფ რა კაი რამეა!!! :yes: ).

ჩაკეტვა ორმაგი; გააჩნია 2 ტიპის საბჟენი_ ერთი ხის, ხოლო მეორე პლასიკატის.

ფასი 3000 ევროდან...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

გელა, თვალები კი წამომცვივდა მაგ ფიშტოზე, მარა ერთ რამეს გეტყვი.

 

იარაღის თემებს ისე ავუვლი გვერდს ამ ბოლო თვეს, როგორც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მეკარეები, "პრავადნიკებივით" რომ აცილებენ ბურთს საკუთარ კარებში.

 

მაგარ შარში გავეხვევით ძამა.

ეგე, ორი პიპიას გაყიდვას ვაპირებ, კაი თანხა უნდა მოვიდეს, თუ თვალებზე ხელი არ გადამაფარეს, დავრჩები მოზრდილი პიკაპის გარეშე და სახლში კიდევ ერთ "ჯართს" მოვათრევ, და ამ ჯართს, ჩვენ თოფს ვეძახით.

 

პ.ს. ჩემი ფეხი არ იქნება ასეთ თემებში, მინიმუმ ერთი თვე მაინც. :d030:

 

მამეშვით რა, ხო არ უნდა მამკლან სახში. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბერეტამ ბაზარზე ახალი ჰორიზონტალი წარმოადგინა:

 

Beretta 486 Parallelo

 

6739p.jpg

 

მან შეცვალა ცნობილი მოდელები 470 ЕL და 471 Silver Hawk. პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა კალაპოტის შოტლანდიური სტილის მომრგვალებული ფორმები.

გამოდის ყალიბებში 12/76 და 20/76, ლულის სიგრძით 66, 71 და 76სმ. არხის დიამეტრი 12 ყალიბში 18,4მმ-ა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს როგორც ქარხნული, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ვაზნები.

ლულები დამზადებულია ბერეტასეული ექსკლუზიური ტექნოლოგიით Triblock(ესაა მოდერნიზებული დემიბლოკი). ლულების წონა ტიბჟირთან ერთად შეადგენს 1350 გრამს(71სმ-იანი სიგრძის შემთხვევაში).

გამოდის როგორც ერთსასხლეტიანი ასევე ორიანიც; გამორთვადი ეჟექტორებით, მცველი ჩვენი სურვილისამებრ შეიძლება დადგეს როგორც ავტომატურ, ასევე სპორტულ რეჟიმზე. აღჭურვილია საცვლელი ჩოკებით.

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ახალი კონსტრუქციისაა, განთავსებულია ცალკე ბლოკში და იცვლება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე მოხსნილი კონდახის პირობებში. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7 და 2 კილოგრამია.

რაც ძალიან საინტერესოა, იარაღს გააჩნია სასხლეტის ბლოკირების სისტემა 90 ან 180 გრადუსზე მისი გადაბრუნებისას(იფ,იფ, იფ რა კაი რამეა!!! :yes: ).

ჩაკეტვა ორმაგი; გააჩნია 2 ტიპის საბჟენი_ ერთი ხის, ხოლო მეორე პლასიკატის.

ფასი 3000 ევროდან...

 

 

ამ თემის გაგრძელებად გამოდგება ეს ფოტო

 

 

დემონტრირება იმისა, რომ Beretta 486 Parallelo ამ პოზიციაში იბლოკება(არ გაისვრის)

 

5e0ed2a4856d.png

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ელიტური იარაღი Beretta 486 Parallelo კაი რამე როა ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი. დღეს ამ თოფის გაუმჯობესებულ ვარიანტზე მინდა გესაუბროთ.

 

 

 

 

 

Beretta 486 "By Marc Newson"

 

41ef634cceac.jpg

 

ავსტრალიელმა დიზაინერმა მარკ ნიუსონმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა მოდელის დიზაინი(ნიუსონი კომპანია Apple-თან თანამშრომლობს).

ბევრი სპეციალისტის აზრით, ნიუსონმა ამ ბრწყინვალე მოდელს უნიკალური ფორმები მიანიჭა.

შეიცვალა და გადამუშავდა კალაპოტისა და კონდახის ფორმები, ლულა, ჩაკეტვის სისტემა, ტიბჟირი, სასხლეტი მექანიზმი. ტექნიკური პარამეტრების უცვლელობის პირობებში იარაღის ექსტერიერი სრულყოფილებამდე იქნა აყვანილი.

ამ თოფის ღირებულება ევროპაში ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ყველა წარმოებული ეგზემპლიარი კოლექციონერებმა უკვე შეისყიდეს, მათ კი ფასის გამხელა არც თუ ისე უყვართ :hi3:

 

b58d11658777.jpg

 

 

06f46547bc95.jpg

Link to post
Share on other sites

Beretta A300 Outlander

 

 

6c6818177426.jpg

 

 

ეს არის ნახევარავტომატი, რომლის ყოველი დეტალი 100%-ით იტალიური წარმოშობისაა და თანაც დამზადებულია კონცერნის ძირითად საწარმოებში. ამ მოდელის საწარმოო გამოცდისას A300-დან გაისროლეს 50000 ვაზნა ჭურვის წონით 32 გრამი... გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა.

ექსპერტთა აზრით A300 აბსოლიტურად იგივე ხარისხისაა, როგორც მისი ძვირფასიანი ,,თანამოძმენი". ბერეტამ ამ მოდელის ბაზარზე შემოშვებით გადადგა მარკეტინგული ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლის პატივისცემითაა გამსჭვალული.

 

 

ეს არის 12 ყალიბის კლასიკური ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე, რომელიც გამოდის 76მმ სავაზნითა და 61,66,71 ან 76 სანტიმეტრის სიგრძის ლულებით. ამ ავტომატისათვის თანაბრად მისაღებია 24-დან 56 გრამამდე ვაზნა, რადგან აღჭურვილია მაღალი ხარისხის წნევის მარეგულირებლით.

თავად გაზის სისტემამ საკმაოდ გაამართლა და შესაბამისად გადატანილი იქნა შემდგომ A 400-ის მოდელზე. სისტემაში კამერის დგუში აღჭურვულია სპეციალური რგოლით, რომელიც სროლის მომენტში მუდმივად წმენდს გაზის კამერას ნამწვისა და დენთის ნარჩენებისაგან. აქედან გამომდინარე გაზის კამერის წმენდა ისეთივე სიხშირით აღარაა საჭირო, როგორც სხვა ,,უკუქცეულ გაზებიან" ნახევარავტომატებში.

კალაპოტი დამზადებულია მსუბუქი მეტალებისაგან. შესაძლებელია დამატებითი სამიზნე მოწყობილობის დაყენება.

ნახევარავტომატი გამოდის ხის ან პლასტიკატის კონდახზე. ლულის სიგრძისა და კონდახის მასალის მიხედვით თოფის წონა მერყეობს 3-დან 3,5 კილოგრამებში. ტევადობა 70-მმ იანი ვაზნისათვის შეადგენს 3+1;

ლულები დამზადებულია ბერეტასეულ სტილში ცივი წრთობის მეთოდით. ქრომირებულია; გარედან ლულა ოქსიდირებულია; ჩოკები სახსნელია; მცველი განლაგებულია მოხერხებულ ადგილზე_ სასხლეტი მექანიზმის წინ. ის მემარცხენეთათვის უპრობლემოდ გადადის მეორე მხარეს. კომპლექტში შედის საფენები, რომლებიც ცვლიან კონდახის პარამეტრებს.

პრაქტიკული მოსაზრებით ძალიან სწრაფმსროლელი და შესაბამისად სწრაფგადამტენი ნახევარავტომატია. ამასთან კარგი სამართავია

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...