Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Beretta Fabbrica d'Armi Pietro Beretta - ესაა ერთ-ერთი უძველესი საწარმო მსოფლიოში, რომელსაც წარმოების წყვეტა არ ჰქონია. 1526 წელს გარდონელმა მასტრო ბართოლომეო ბერეტამ გაყიდა 185 ცალი ლულა, რომელშიც მიიღო იმ დროში საკმაოდ დიდი ანაზღაურება, 296 დუკატი. უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისათვის ბერეტას ნაწარმი აღიარებული იყო მისი ხარისხის გამო. სახელი ბერეტა ასოცირდებოდა(ახლაც ასეა ) უკომპრომისო ხარისხთან, დიზაინთან, მასალებთან, კონკურენციასა და იტალიის საზღვრების გარეთ მუშაობასთან. ფირმა ინარჩუნებს ტრადიციებს 15 თაობის შემდეგაც. 1800-ების დასაწყისში პეტრო ანტონიო ბერეტა, სხვადასხვა სიძნელეების მიუხედავად, მოგზაურობდა იტალიაში რათა მისი ნაწარმის დემონსტრირება მოეხდინა და მიეღო შეკვეთები. მისი შვილი ჯუზეპე აგრძელებდა რა მამის გზას, ახდენდა ნაწარმის საერთაშორისო პოპულარიზაციას. 1900-იანი წლების დასაწყისში მორიგი შთამომავალი პეტრო იღებს ფირმას თავის მმართველობაში და ახდენს მის მოდერნიზაციას და ქმნის მისი კომპანიის ნაწარმის მრავალ პატენტს. მოდერნიზაცია გრძელდებოდა შემდეგ თაობებშიც. 500 წლიანმა გამოცდილებამ ბერეტას მისცა საშუალება განევითარებინა წარმოების მეთოდები, რომლებიც იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ბერეტა წარმოებაში იყენებს 1000-ზე მეტ ჩარხს. კომპანიას გააჩნია ლაბორატორია იარაღისა და საბრძოლო მასალების კვლევისათვის. იყენებენ კომპიუტერულ დიზაინს bi-tridimensional C.A.D. მთელი მსოფლიოს ძალოვან სტრუქტურები მაღალ შეფასებას აძლევენ ბერეტას ნაწარმს. მისი ნახევარავტომატური პისტოლეტი Beretta 92 შეიარაღებაში აქვს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებსა და სასაზღვრო უწყებას, საფრანგეთის ,,ნაციონალურ ჟანდარმერიას” და საჰაერო ძალებს. ბერეტას წარმატებებს თან სდევს წარმატებები სპორტულ სარბიელძეც. ბერეტამ მოიგო ყველაზე მეტი ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი და საერთაშორისო ასპარეზობა. დიდი გამოცდილება, ინოვაციები, ტრადიციებისადმი პატივისცემა_ ესაა ძირითადი პრინციპები, რომლებმაც განსაზღვრეს ბერეტას მოწინავეობა. დღეისათვის კომპანიის შემადგენლობაში შედიან Benelli, Franchi, Sako, Tikka, Uberti, Burris, Stoeger. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 (edited) Beretta UGB25 ფორუმში განხილული გვაქვს იტალიური ,,კოსმი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ნახევარავტომატად. დღეს წარმოგიდგენთ ბერეტას სპორტულ ნახევარავტომატს Beretta UGB25, რომელიც ამ ფირმამ რამდენიმე წლის წინ დაამზადა და ტექნიკური თვალსაზრისით სიახლეს წარმოადგენს. მოდელის სახელი წარმოდგება ფირმის პრეზიდენტის, უგო გუსალ ბერეტას ინიციალებისაგან. ამ თოფს მჭიდი არ გააჩნია, ის ორტყვიანია(პირველი ვაზნა სავაზნეში). ლულა ღრმადაა ჩაფლული ტიბჟირსა და კალაპოტში და აქვს მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა. ნასროლი ვაზნები ცვივა არა გვერდიდან, არამედ ქვემოთ-წინ. გვერდით(მარჯვნივ), იქ სადაც უმეტეს ნახევარავტომატებში ნასროლი ვაზნის ექსტრაქცია ხდება, განლაგებულია მეორე ვაზნის დამჭერი. მეორე მხრიდან(მარცხნივ) კი ლულის გასახსნელი ბერკეტია განლაგებული. გადატენვა უკუცემის ძალით ლულის მოძრაობაზეა დაფუძნებული(ლულა მოძრაობს სულ რაღაც 3,7 მილიმეტრს). მექანიზმი საკმაოდ მარტივია და ექსპერტთა შეფასებით მასში არაფერი ტყდება, ამასთან ძალზედ საიმედო და უკაპრიზოა. თოფი უპრობლემოდ გამოიყენებს მინიმალურიდან 42 გრამამდე წონის(საფანტი) ვაზნებს. კონდახში განლაგებულია უკუცემის კომპენსატორი + ამორტიზატორი. წონა შეადგენს 4,1 კგ-ს. არხის დიამეტრი შეადგენს 18,54 მმ-ს და დაკომპლექტებულია სახსნელი ჩოკებით. ლულის სიგრძე შეადგენს 76 ან 81 სმ-ს. სასხლეტზე დაწოლა საკმაოდ მცირეა 0,9 კგ(რიგი სპეციალისტების აზრით უნდა იყოს 1,2-1,4 კგ). კონდახი პირველი კლასის კაკლისაა. მისი რეგულირების მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია: სიგრძე იცვლება 358-დან 374 მმ-მდე; რეგულირდება ქედი, დახრა, კუთხე და ა.შ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კონდახის ყელისა და ტიბჟირის ნაჭდევები, რომლებიც ლაზერითაა გაკეთებული. თოფი კარგად ჯდება ხელში და გააჩნია საუკეთესო ბალანსი. თოფის ფასი 5000 დოლარის ფარგლებში მერყეობს(!!!). Edited October 7, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 ბერეტამ მორიგი სიახლე გამოიტანა ბაზარზე. თავის ნახევარავტომატურ მოდელებზე A400 Xplor Light და Beretta Xplor Action დააყენა ელექტრონული მრავალფუნქციური მოწყობილობა Gun Pod , რომელსაც თხევადკრისტალური დისპლეი გააჩნია. ეს მოწყობილობა აჩვენებს ჰაერის ტემპერატურას, თოფის უკუცემის ძალას და გასროლილი ვაზნების რაოდენობას. მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს 450 ათასი გასროლა. გასროლის ნებისმიერი რაოდენობის შემდეგ შესაძლებელია ათვლის ახლიდან დაწყება. თოფის უკუცემის მაჩვენებლის შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს დენთისა და ვაზნის მუხტის სიდიდე. ამ მოწყობილობას გამომგონებლები ავტომანქანის ბორტკომპიუტერს ადარებენ. Gun Pod-ი მოთავსებულია წყალგაუმტარ და დარტყმისადმი მედეგ კორპუსში. ბატარიის სრული დაცლის შემთხვევაშიც კი(რის შესახებაც წინასწარ გვამცნობს) აგრძელებს მაჩვენებლების თვლას, რომლებიც გამოაქვს ეკრანზე კვების ელემენტის შეცვლის შემდეგ(მუშაობს 3 ვოლტიან Cr 1620 ბატარეაზე). აღნიშნული მოწყობილობა 120 ევრო ღირს ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Beretta - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 17, 2012 Author Report Share Posted February 17, 2012 686 Onyx სერია 686-ის საბაზო მოდელი, ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,1 კგ, ერთ სასხლეტზე(სელექტორი მცველზე). 686 Onyx White სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული). 686 Onyx pro სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,15 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული), ამორტიზატორზე Gel•Tek, სამიზნური TruGlo. 686 Silver Pigeon S სერია 686; ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1 კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ერთ სასხლეტზე(სელექტორი_გადართვა ინერციული). Ultralight ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,7 კგ, კალაპოტი ალუმინის შენადნობის, რომელშიც ჩასმულია ტიტანის სადგარები(ამით კალაპოტის წონა შეამცირეს 65%-მდე სიმყარის შენარჩუნებით). სასხლეტი მოოქროვილია, რეზინის ამორტიზატორი Ultralight Deluxe ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 70მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,8 კგ, კალაპოტი ალუმინის შენადნობის, რომელშიც ჩასმულია ტიტანის სადგარები(ამით კალაპოტის წონა შეამცირეს 65%-მდე სიმყარის შენარჩუნებით). სასხლეტი მოოქროვილია, რეზინის ამორტიზატორი, უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი. 687 Gold Pigeon II ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, ფალსიფიცირებულ დაფებზე. 687 Silver Pigeon II ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ. 687 Silver Pigeon III ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ. 687 Silver Pigeon IV ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის, მოოქროვილი გრავირება(იხვი-ხოხობი), ახლებური ამორტიზატორი. 687 Silver Pigeon V ყალიბი 12, ლულის სიგრძე 710 ან 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,1კგ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის, მოოქროვილი გრავირება(იხვი-ხოხობი), ახლებური ამორტიზატორი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 17, 2012 Author Report Share Posted February 17, 2012 A391 Xtrema Camo Advantage Timber ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები. A391 Xtrema Camo Advantage Wetlands ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები. A391 Xtrema Camo Realtree Hardwoods ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), კამუფლირებული, კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები. A391 Xtrema2 Camo Realtree Hardwoods ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება. A391 Xtrema2 Camo Realtree MAX4 ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,55კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი), განახლებული კამუფლირება. A391 Xtrema Synthetic ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,6კგ, ტევადობა 4+1(76მმ-იანი), კალაპოტი ანოდირებული ალუმინის, მექანიზმის დეტალები ნიკელირებული ან ქრომირებულია, Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები. A391 Xtrema2 Synthetic ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 89მმ, წონა 3,45 ან 3,55კგ(Kick Off სისტემის შემთხვევაში_იხილე ქვემოთ), ტევადობა 4+1(76მმ-იანი), Optimachoke®-ის სახსნელი ჩოკები. AL 391 Teknys ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), ხე დაფარულია ლამინატით. AL 391 Teknys Gold ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. AL 391 Teknys Gold Slug ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. AL 391 Teknys Gold Sporting ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 710მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,2კგ, კალაპოტი ნიკელირებული, ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. AL 391 Teknys Gold Trap ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,0კგ, კალაპოტი ნიკელირებული, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი. AL 391 Teknys Slug ყალიბი 12 ან 20, ლულის სიგრძე 560 ან 610მმ, სავაზნე 76მმ, წონა 2,8კგ, კალაპოტი ნიკელირებული(WEAVER თამასის დაყენების შესაძლებლობით ოპტიკისათვის ), ოქროსფერი სასხლეტი(ტიტანის ნიტრიდი), კონდახი ლამინირებული. AL 391 Urika Gold ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, ფიქსირებულ ან საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,0კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი). AL 391 Urika Synthetic ყალიბი 12, უკუქცეულ გაზებზე, ლულის სიგრძე 610-660-710-760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 3,3კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი). Beretta A400 Xplor Unico ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, საცვლელ ჩოკებზე, წონა 2,95კგ, ტევადობა 3+1(76მმ-იანი). ფირმა ცალკეულ მოდელებში უკუცემის დასახშობად გამოიყენებს სისტემას KICK OFF®(ჩვენს ჩამონათვალში A391 Xtrema2 Synthetic). ამორტიზატორების მოქმედება დამყარებულია 2 დამხშობის მოქმედებაზე(მუშაობენ ზეთზე), რომლებიც ჩამონტაჟებულია კონდახში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 ამ ყველაფერს მშვიდად როგორ უნდა შეხედო ავნერვიულდი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 ამ ყველაფერს მშვიდად როგორ უნდა შეხედო ავნერვიულდი იგივეს დაწერას ვაპირებდი ვახო მარა თავი შევიკავე. გელასთვის მინდოდა მიმეწერა ამ საძაგლობებს ნუ დებთქო. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 ამ ყველაფერს მშვიდად როგორ უნდა შეხედო ავნერვიულდი მარკეტინგია ეგ ყველაფერი, ჩავარდა რომელიმე მოდელის გაყიდვები? ცოტა დიზაინი შეცვალე და ამოქაჩავ. ეს პრინციპია რა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 17, 2012 Report Share Posted February 17, 2012 მაინც მინდა მარკეტინგია ეგ ყველაფერი, ჩავარდა რომელიმე მოდელის გაყიდვები? ცოტა დიზაინი შეცვალე და ამოქაჩავ. ეს პრინციპია რა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 4, 2012 Author Report Share Posted May 4, 2012 პუტინისა და მედვედევის ბერეტა SO10-მ ინტერესი გამოიწვია, ამიტომ ცოტა უფრო ვრცლად ამ სერიის შესახებ. ეს თოფები პრემიუმ კლასისაა. ისინი საიდლოკებია. სერია Beretta SO-ის პირველი თოფები გამოჩნდა 1933 წელს. მათი კალაპოტებისა და ლულების შეერთება ბოსის სისტემის ანალოგიური გახლდათ. ტიბჟირი სამი ნაწილისაგან შედგებოდა. Beretta SO1 გამოვიდა 1934 წელს, რომელიც პროტოტიპის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, პირველ რიგში ჩაკეტვის სიმყარით. გარდა ამისა ტიბჟირი მთლიანი გახდა. Beretta SO3 გამოვიდა 1940 წელს და კოლექციონერების ინტერესი გამოიწვია. მასში გაუმჯობესებული გახლდათ სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორი. ამჟამად ამ სერიიდან ბერეტა უშვებს Beretta SO5, Beretta SO6, Beretta SO9 და Beretta SO10-ს, რომლებიც ძირითადად მხატვრული დამუშავებით განსხვავდებიან. თითოეული მოდელისათვის ყალიბების საკუთარი დიაპაზონი არსებობს. Beretta SO5 Beretta SO5 12 ყალიბისა გამოდის. განკუთვნილია მრგვალი, სასანგრე სტენდისა და სპორტინგისათვის. წონა შეადგენს 3,4-დან 3,7 კგ-მდე. მის ბაზაზე გამოუშვეს Beretta Vandalia Special Trap, რომელსაც მხოლოდ ერთი, ზედა ლულა აქვს. მისი სიგრძე 863 მილიმეტრს შეადგენს, სამიზნე თამასა ძალიან მაღალია, ხოლო კალაპოტის კედლის სისქე 8 მილიმეტრამდე ადის. აგრეთვე აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით. Beretta SO6 Beretta SO6 12 ყალიბისაა. წონა შეადგენს საშუალოდ 3,3 კგ-ს. გრავირება ძალიან მაღალი ხარისხისაა, ხოლო დაფებს ამშვენებს წარწერა P. Beretta – Gardone V.T. Beretta SO9 Beretta SO9 ყველა ყალიბისა გამოდის 36-დან 12-მდე. მისი საიდლოკი ,,ყრუა". წონა 12 ყალიბში შეადგენს 3,25კგ-ს; 20 ყალიბში 2,65კგ-ს; 28 ყალიბში 2,35კგ-ს; 36 ყალიბში 2,25 კგ-ს. 2003 წელს ამ სერიის თოფების 70 წლისთავის აღსანიშნავად ფირმამ გამოუშვა საიდლოკი Beretta SO10, რომელსაც ,,ყრუ" დაფები აქვს. გამოდის მხოლოდ 20 ყალიბში; ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 670, 710 ან 750მმ, სავაზნე 76მმ; სერიის სხვა თოფებისაგან განსხვავებით ლულები დემიბლოკია. ეჟექტორები ახალი კონსტრუქციისაა, გაზრდილია ლულის ფოლადის მექანიკური მდგრადობა და კოროზიისადმი მედეგობა. Beretta SO10 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 25, 2012 Author Report Share Posted June 25, 2012 წარმოგიდგენთ მაგალითს, რომლის დროსაც მწარმოებელს სხვა ქვეყანაში აწყობილი საკუთარი თოფებისათვის შესაბამისი წარწერის დასმა არ დავიწყებია(უფრო სწორად თუ ვიტყვით, არ ცხვენია ). მაგალითი კი ბერეტას მოდელებია, რომლებიც ესპანეთში იწყობა: 2004 წლიდან ბერეტას სახელით გამოშვებული ესპანური თოფები გამოჩნდა ევროპულ და რუსულ ბაზარზე. ლულები წარმოებულია იტალიაში, ხოლო დახარჩენი ნაწილები კი იტალია-ესპანეთში. სულ გამოდის ასეთი 5 მოდიფიკაცია. Beretta ES100 Synthetic Camo ყალიბი 12, სავაზნე 76, ლულის სიგრძე 71სმ (ფასი - 900 USD) ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted June 25, 2012 Report Share Posted June 25, 2012 ხო ნუ ესპანეთში რო იწყობა არც შერცხვებათ ბევრით არ ჩამორჩებიან იტალიელებს ესპანელები იარაღის წარმოებაში და იმიტო... და არც ტრადიცია აქვტ ნაკლები. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 25, 2012 Author Report Share Posted June 25, 2012 Beretta 471 Silver Hawk ყალიბი 12 ან 20; ლულის სიგრძე 61-დან 71 სმ-მდე; ნიკელირებული კალაპოტი; ინგლისური ტიპის კონდახი; ეჟექტორი(შესაძლებელია მისი გამორთვა და გადაყვანა ექსტრაქციაზე); წონა 2,95კგ; ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 14, 2012 Author Report Share Posted August 14, 2012 Beretta DT11 Sporter მოდელი წარმოადგენს DT10-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. Beretta DT11 Sporter-ის პოპულარულობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საკმაოდ დიდი ფასის მიუხედავად წარმატებით იყიდება დიდ ბრიტანეთში. ექსპერტთა აზრით მოდელის კარგი გაყიდვები პირველ რიგში მისი წინამორბედის მაღალი რეპუტაციის დამსახურებაა. გარდა ამისა ახალ მოდელში შეცვლილია კონდახის დიზაინი, გაუმჯობესებულია ერგონომიკა და სროლის სტაბილურობა; ყალიბი 12; წონა 3,772კგ; კონდახი მაღალი კლასის კაკალი; კომპლექტში შედის ქეისი და დამატებითი აქსესუარები. ბრიტანეთში თოფის ფასი 6765 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 17, 2012 Author Report Share Posted September 17, 2012 Imperiale Montecarlo როგორც მოგეხსენებათ ბერეტას სპეციალიზაცია მასიური(არა ექსკლუზიური) იარაღის წარმოებაა. ამ ბუმბერაზმა ფირმამ ბაზარზე წარმოადგინა გლუვლულიანი თოფის მოდელი, რომელიც არაინდივიდუალური პარამეტრებით მზადდება და ამ დროს 100 000 დოლარზე მეტი ღირს(!!!) ამ ელეგანტური თოფის ლულები ჰორიზონტალური განლაგებისაა და მყიდველის პარამეტრებ-მოთხოვნებს მხოლოდ მაღაზიაში გაყიდვის წინ კონდახის სიგრძის კორექტირებაში ითვალისწინებს. თოფი კონკრეტული მყიდველისათვის არაა განკუთვნილი და ამავე დროს ფუფუნების საგანს წარმოადგენს კალაპოტი ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან მზადდება, ამასთან დამშვენებულია ბრწყინვალე გრავირებით. მექანიზმის დეტალები პოლირებულია და დაფარულია დამცავი ფენით. ლულები დემიბლოკია და დაფარულია ე.წ. ,,წითელი დამასკის" ფენით; სამიზნე ნაწილები დამზადებულია სპილოს ძვლისა და ოქროს კომბინაციით; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან მზადდება, რომელსაც ამშვენებს ვერცხლის ფირფიტა. ფასი სულ რაღაც 130 000 დოლარს შეადგენს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 18, 2012 Author Report Share Posted December 18, 2012 Beretta 692 Competition ბერეტამ სპორცმენებისათვის ახალი მოდელი გამოუშვა(გაყიდვებში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა), რომელიც DT11 და 682 მოდელების ტრადიციებს აგრძელებს. თოფი აღჭურვილია დასაბალანსებელი საწონებით B FAST(5 ცალი 20 გრამიანი საწონი, რომელიც კონდახში მაგრდება) და წარმოადგენს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, რამაც მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასი განსაზღვრა. თავად მწარმოებელი აცხადებს, რომ Beretta 692 Competition ,,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელს, რომელიც ოდესმე გამოუშვია ბერეტას" ფასი იქნება დაახლოებით 3000 გირვანქა სტერლინგი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 29, 2013 Author Report Share Posted April 29, 2013 Beretta Jubilee ეს მოდელი ლუქს კატეგორიაში გადის. ვერ გეტყვით Jubilee-საიუბილეო რატომ დაარქვეს თოფს(ვერანაირ თარიღს ვერ დავუკავშირე), თუმცა ვინც ამ თოფს შეიძენს მართლაც რომ საზეიმოდ ექნება საქმე. პირველ რიგში ბერეტას ხარისხი, კლასიკური დიზაინი, შესრულების უმაღლესი დონე... შემკვეთს შეუძლია ინებოს კალაპოტის 7 სხვადასხვა გაფორმება და უმაღლესი ხარისხის კაკალი... 12 ყალიბის წონა შეადგენს 3.4 კგ-ს; ლულის სიგრძე 28 ან 30 დიუმს, ხოლო ყალიბი, გარდა 12-სა შეიძლება იყოს 20,28 ან 36. რაც შეეხება ფასს, საკმაოდ კბენადია_ 28 ათასი მწვანე ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 31, 2013 Author Report Share Posted December 31, 2013 (edited) ბერეტამ ბაზარზე ახალი ჰორიზონტალი წარმოადგინა: Beretta 486 Parallelo მან შეცვალა ცნობილი მოდელები 470 ЕL და 471 Silver Hawk. პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა კალაპოტის შოტლანდიური სტილის მომრგვალებული ფორმები. გამოდის ყალიბებში 12/76 და 20/76, ლულის სიგრძით 66, 71 და 76სმ. არხის დიამეტრი 12 ყალიბში 18,4მმ-ა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს როგორც ქარხნული, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ვაზნები. ლულები დამზადებულია ბერეტასეული ექსკლუზიური ტექნოლოგიით Triblock(ესაა მოდერნიზებული დემიბლოკი). ლულების წონა ტიბჟირთან ერთად შეადგენს 1350 გრამს(71სმ-იანი სიგრძის შემთხვევაში). გამოდის როგორც ერთსასხლეტიანი ასევე ორიანიც; გამორთვადი ეჟექტორებით, მცველი ჩვენი სურვილისამებრ შეიძლება დადგეს როგორც ავტომატურ, ასევე სპორტულ რეჟიმზე. აღჭურვილია საცვლელი ჩოკებით. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ახალი კონსტრუქციისაა, განთავსებულია ცალკე ბლოკში და იცვლება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე მოხსნილი კონდახის პირობებში. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7 და 2 კილოგრამია. რაც ძალიან საინტერესოა, იარაღს გააჩნია სასხლეტის ბლოკირების სისტემა 90 ან 180 გრადუსზე მისი გადაბრუნებისას(იფ,იფ, იფ რა კაი რამეა!!! ). ჩაკეტვა ორმაგი; გააჩნია 2 ტიპის საბჟენი_ ერთი ხის, ხოლო მეორე პლასიკატის. ფასი 3000 ევროდან... Edited December 31, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 Gurulo გელა, თვალები კი წამომცვივდა მაგ ფიშტოზე, მარა ერთ რამეს გეტყვი. იარაღის თემებს ისე ავუვლი გვერდს ამ ბოლო თვეს, როგორც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მეკარეები, "პრავადნიკებივით" რომ აცილებენ ბურთს საკუთარ კარებში. მაგარ შარში გავეხვევით ძამა. ეგე, ორი პიპიას გაყიდვას ვაპირებ, კაი თანხა უნდა მოვიდეს, თუ თვალებზე ხელი არ გადამაფარეს, დავრჩები მოზრდილი პიკაპის გარეშე და სახლში კიდევ ერთ "ჯართს" მოვათრევ, და ამ ჯართს, ჩვენ თოფს ვეძახით. პ.ს. ჩემი ფეხი არ იქნება ასეთ თემებში, მინიმუმ ერთი თვე მაინც. მამეშვით რა, ხო არ უნდა მამკლან სახში. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 1, 2014 Report Share Posted January 1, 2014 ვაი ჩემი "ზიმლიაკი" გადაირევ გიო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 10, 2014 Author Report Share Posted January 10, 2014 ბერეტამ ბაზარზე ახალი ჰორიზონტალი წარმოადგინა: Beretta 486 Parallelo მან შეცვალა ცნობილი მოდელები 470 ЕL და 471 Silver Hawk. პირველი, რაც თვალში გვხვდება ესაა კალაპოტის შოტლანდიური სტილის მომრგვალებული ფორმები. გამოდის ყალიბებში 12/76 და 20/76, ლულის სიგრძით 66, 71 და 76სმ. არხის დიამეტრი 12 ყალიბში 18,4მმ-ა, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს როგორც ქარხნული, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ვაზნები. ლულები დამზადებულია ბერეტასეული ექსკლუზიური ტექნოლოგიით Triblock(ესაა მოდერნიზებული დემიბლოკი). ლულების წონა ტიბჟირთან ერთად შეადგენს 1350 გრამს(71სმ-იანი სიგრძის შემთხვევაში). გამოდის როგორც ერთსასხლეტიანი ასევე ორიანიც; გამორთვადი ეჟექტორებით, მცველი ჩვენი სურვილისამებრ შეიძლება დადგეს როგორც ავტომატურ, ასევე სპორტულ რეჟიმზე. აღჭურვილია საცვლელი ჩოკებით. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ახალი კონსტრუქციისაა, განთავსებულია ცალკე ბლოკში და იცვლება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე მოხსნილი კონდახის პირობებში. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,7 და 2 კილოგრამია. რაც ძალიან საინტერესოა, იარაღს გააჩნია სასხლეტის ბლოკირების სისტემა 90 ან 180 გრადუსზე მისი გადაბრუნებისას(იფ,იფ, იფ რა კაი რამეა!!! ). ჩაკეტვა ორმაგი; გააჩნია 2 ტიპის საბჟენი_ ერთი ხის, ხოლო მეორე პლასიკატის. ფასი 3000 ევროდან... ამ თემის გაგრძელებად გამოდგება ეს ფოტო დემონტრირება იმისა, რომ Beretta 486 Parallelo ამ პოზიციაში იბლოკება(არ გაისვრის) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 18, 2014 Author Report Share Posted November 18, 2014 ელიტური იარაღი Beretta 486 Parallelo კაი რამე როა ამაზე ზემოთ გვქონდა საუბარი. დღეს ამ თოფის გაუმჯობესებულ ვარიანტზე მინდა გესაუბროთ. Beretta 486 "By Marc Newson" ავსტრალიელმა დიზაინერმა მარკ ნიუსონმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა მოდელის დიზაინი(ნიუსონი კომპანია Apple-თან თანამშრომლობს). ბევრი სპეციალისტის აზრით, ნიუსონმა ამ ბრწყინვალე მოდელს უნიკალური ფორმები მიანიჭა. შეიცვალა და გადამუშავდა კალაპოტისა და კონდახის ფორმები, ლულა, ჩაკეტვის სისტემა, ტიბჟირი, სასხლეტი მექანიზმი. ტექნიკური პარამეტრების უცვლელობის პირობებში იარაღის ექსტერიერი სრულყოფილებამდე იქნა აყვანილი. ამ თოფის ღირებულება ევროპაში ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ყველა წარმოებული ეგზემპლიარი კოლექციონერებმა უკვე შეისყიდეს, მათ კი ფასის გამხელა არც თუ ისე უყვართ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 18, 2014 Report Share Posted November 18, 2014 ეგ თოფი თავისუფლად დაუბრახუნებს 40-50K-ის, თუ მეტი არა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 25, 2014 Author Report Share Posted November 25, 2014 (edited) Beretta A300 Outlander ეს არის ნახევარავტომატი, რომლის ყოველი დეტალი 100%-ით იტალიური წარმოშობისაა და თანაც დამზადებულია კონცერნის ძირითად საწარმოებში. ამ მოდელის საწარმოო გამოცდისას A300-დან გაისროლეს 50000 ვაზნა ჭურვის წონით 32 გრამი... გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა. ექსპერტთა აზრით A300 აბსოლიტურად იგივე ხარისხისაა, როგორც მისი ძვირფასიანი ,,თანამოძმენი". ბერეტამ ამ მოდელის ბაზარზე შემოშვებით გადადგა მარკეტინგული ნაბიჯი, რომელიც მომხმარებლის პატივისცემითაა გამსჭვალული. ეს არის 12 ყალიბის კლასიკური ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე, რომელიც გამოდის 76მმ სავაზნითა და 61,66,71 ან 76 სანტიმეტრის სიგრძის ლულებით. ამ ავტომატისათვის თანაბრად მისაღებია 24-დან 56 გრამამდე ვაზნა, რადგან აღჭურვილია მაღალი ხარისხის წნევის მარეგულირებლით. თავად გაზის სისტემამ საკმაოდ გაამართლა და შესაბამისად გადატანილი იქნა შემდგომ A 400-ის მოდელზე. სისტემაში კამერის დგუში აღჭურვულია სპეციალური რგოლით, რომელიც სროლის მომენტში მუდმივად წმენდს გაზის კამერას ნამწვისა და დენთის ნარჩენებისაგან. აქედან გამომდინარე გაზის კამერის წმენდა ისეთივე სიხშირით აღარაა საჭირო, როგორც სხვა ,,უკუქცეულ გაზებიან" ნახევარავტომატებში. კალაპოტი დამზადებულია მსუბუქი მეტალებისაგან. შესაძლებელია დამატებითი სამიზნე მოწყობილობის დაყენება. ნახევარავტომატი გამოდის ხის ან პლასტიკატის კონდახზე. ლულის სიგრძისა და კონდახის მასალის მიხედვით თოფის წონა მერყეობს 3-დან 3,5 კილოგრამებში. ტევადობა 70-მმ იანი ვაზნისათვის შეადგენს 3+1; ლულები დამზადებულია ბერეტასეულ სტილში ცივი წრთობის მეთოდით. ქრომირებულია; გარედან ლულა ოქსიდირებულია; ჩოკები სახსნელია; მცველი განლაგებულია მოხერხებულ ადგილზე_ სასხლეტი მექანიზმის წინ. ის მემარცხენეთათვის უპრობლემოდ გადადის მეორე მხარეს. კომპლექტში შედის საფენები, რომლებიც ცვლიან კონდახის პარამეტრებს. პრაქტიკული მოსაზრებით ძალიან სწრაფმსროლელი და შესაბამისად სწრაფგადამტენი ნახევარავტომატია. ამასთან კარგი სამართავია Edited December 13, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.