Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Bettinsoli

 

9850d9572a6a.jpg

 

 

 

 

Bettinsoli მდებარეობს ბრეშიაში გარდონ-ვალ-ტრომპიაში. ის ოჯახური საწარმოა, რომელიც და-ძმა ბეტინსოლებს ეკუთვნის. ძმა ფირმის ხელმძღვანელია, ხოლო და ადმინისტრატორი. საწარმოს შტატი 20 თანამშრომელია. ფირმის ტექნიკური აღჭურვილობა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა მთელ ბრეშიაში(მაგალითად, ერთ ავტომატიზირებულ ჩარხზე შესაძლებელია 12 სხვადასხვა დეტალის დამზადება). კომპანიის ისტორია 1969 წელს დაიწყო. წელიწადში დაახლოებით 15 ათას თოფს უშვებენ, საიდანაც მესამედი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მიდის, რამდენადმე ნაკლები საფრანგეთში... საერთოდ საფირმო თოფები ევროპის 16 ქვეყანაში იყიდება.

ერთ-ერთი საწარმოო მიმართულებაა თოფის ნაწილების დამზადება(ლულები, კალაპოტები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმები და ა.შ.), რომლებსაც იტალიის 30 სხვადასხვა ფირმას აწვდიან.

გარდა ამისა ფირმა რამდენიმე საკუთარ მოდელს უშვებს. ბეტინსოლის თოფებში კარგადაა შერწყმული ძველი იტალიური ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ხაზგასასმელია საფირმო თოფების ხელმისაწვდომი ფასები.

მყიდველთან შეხვედრამდე თოფები რამდენიმე გამოცდას გადიან: პირველს უშუალოდ საწარმოში, ხოლო მეორეს გარდონის საცდელ სადგურზე. ყველა თოფი მაღალ წნევებზეა გამოცდილი( 1370 ბარ), რის თაობაზეც თოფებს სერთიფიკატები ახლავს.

საფირმო თოფებზე ნაწილები თითქმის 100%-ით ურთიერთმონაცვლებადია. ფოლადისა(16NiCrS4) და მსუბუქი მეტალების(Ergal 55) კალაპოტები მხოლოდ ნამზადისაგან კეთდება ფრეზირების მეთოდით(ჩამოსხმულზე უკეთესი ხარისხისაა_უფრო მედეგია). კალაპოტის გრავირება ლაზერით ხდება, რაც საგრძნობლად ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.

ლულები მონობლოკებია, რომელიც სპეციალური 42NiCrMo4 ფოლადისაგან მზადდება. წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში დეფექტების გამოვლენის მიზნით პროდუქცია ულტრაბგერითი შემოწმებას ექვემდებარება.

ლულების წარმოება ფოლადის ნამზადის დამუშავებიდან იწყება და სრულ ციკლს მოიცავს. ფირმის საწარმოო საშუალებები ნებისმიერი პროფილის ლულის დამზადების საშუალებას იძლევიან. ლულების შედუღება ვერცხლით ხდება. საფირმო ლულები 60-დან 81-მდე სანტიმეტრის სიგრძისანი გამოდის, ხოლო შევიწროება კი ნებისმიერი ტიპის(როგორც სახსნელი, ასევე ფიქსირებული) შეიძლება იყოს. სახსნელი ჩოკები გვხვდება როგორც დამაგრძელებლები, ასევე ჩასახრახნები.

 

dfc5e2d985d4.jpg

 

სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ერთკავიანი და სელექტორულია.

ფირმა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კონდახის მასალის ხარისხს. კონდახი და ტიბჟირი ერთი ნაჭერი ხისაგან მზადება ან საგანგებოდაა ამორჩეული(ჯავარის იდენტურობისატვის). კონდახის პარამეტრებს მყიდველი თავად ირჩევს.

 

 

451ae2425cc1.jpg

2995b93095a4.jpg

 

 

კონდახის კეფა კეთდება ნეილონისაგან, რეზინისაგან ან ხისაგან, რომლებიც კომპლექტდება სხვადასხვა სიგრძით, 11, 17 და 25 მმ.

 

მოწინავე ტექნოლოგიებით წარმოების გამო ბეტინსოლის პროდუქციას ზომიერი ფასები აქვს, რაც თოფებზე სტაბილურ მოთხოვნილებას განაპირობებს.

 

შტუცერი ყალიბი 8x57jrs; 9,3 x74r ;30 R BlaserExpress Classic Std

083e84b2d476.jpg

 

 

delta

f75ed6421694.jpg

 

ყალიბი 12-20-36; სავაზნის სიგრძე 70-76მმ; ლულის სიგრძე 60-66-70-76 სმ.

 

 

El Gold

f2c140bdbfa0.jpg

 

 

 

ყალიბი 12-20; სავაზნის სიგრძე 76მმ; ლულის სიგრძე 60-66-70-76 სმ.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Silver/Delta Sport

 

1e156c2ddd33.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 810-760-700მმ, სავაზნე 76მმ, 5 სახსნელი ჩოკი, რეგულირებადი კონდახი(გამოდის ფიქსირებულებიც), არხის დიამეტრი 18,5მმ, ვენტილირებადი ან მთლიანი შემაერთებელი თამასა, ერთ სასხლეტზე(სელექტორი), სპირალური საბრძოლო ზამბარა, კალაპოტი ფოლადის, გრავირებულია საფირმო ემბლემა.

კომპლექტში შედის კონდახის სამი კეფა და სახრახნისი, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

 

 

90cc95fee7e5.jpg

 

 

 

 

Grand Prix

 

6b06f098e220.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 750, 760 და 810მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ეჟექტორებზე, წონა 3,75-3,8კგ, კონდახი რეგულირდება 3 სიბრტყეში, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

 

 

6e47a42bed8e.jpg 43c54e2ee5ef.jpg

 

 

7676ac92b86f.jpg

 

 

 

 

 

 

Hunter

c76c5b53ca9d.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 760მმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, ერგალის კალაპოტი, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომა 7მმ, შემაერთებელი თამასა მთლიანი, ეჟექტორებზე, წონა 2,9კგ, კონდახი 3 სხვადასხვა კეფით, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

 

 

8885874b629d.jpg 26627b274cba.jpg

 

 

d149fc7180b7.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ფასებს შეხედეთ

http://www.abgunsmiths.co.uk/shop/shotguns_bettinsoli-shotguns.html?osCsid=647744de321836a2a2f4f00d9feb0866

1 ფუნტი = 2.6 ლარი

თურქული თოფის ფასი აქვს

აქ რომ შემოიტანონ უნამუსო ვიყო 600 ფუნტიან მოდელს 3000 ლარზე ქვემოთ თუ დაადონ ფასი ახვრებმა

Link to post
Share on other sites

გურჯისტან ბიზნეს რულავს

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=2370176

4300 ლარი = 1654 ფუნტს

 

http://www.abgunsmiths.co.uk/shop/bettinsoli-diamond-line-shotgun-over-and-under.html?osCsid=647744de321836a2a2f4f00d9feb0866

აქ ღირს 684 ფუნტი

 

სხვაობა 970 ფუნტი ანუ 2522 ლარი

 

ინგლისში მეგობრები არავის გყავთ? მაგარ ბიზნესს დავატრილებთ

 

ფუ ბლიად :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ ფირმის ნაწარმს ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. პირველ რიგში მისაღები ფასებისა და პატიოსნების გამო. რას ვგულისხმობ სიტყვა ,,პატიოსნებაში" ახლავე მოგახსენებთ:

 

 

Bettinsoli-ს ლულების გაბურღვაში აპრობირებულია სავაზნისა და არხის გარდამავალი კონუსის გრძელი პროფილი. ბევრი სპეციალისტის აზრით, ასეთი პროფილი ხელს უწყობს შიდაბალისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მაგნუმის ლულაში გამოიყენებენ მოკლე სიგრძის ვაზნებს(70მმ-იანს და 76მმ სავაზნეში).

 

8abbd53481aa.jpg

 

არცერთ სხვა თანამედროვე მწარმოებელს არხის დიამეტრის აღნიშვნაში(მარკირებაში) არ აქვს სახვადასხვა ციფრები ლულათა ერთ ბლოკში. ამ ფირმის ლულებზე შეხვდებით მარკირებას «18,3» და «18,4»; «18,3» და «18,3»; «18,4» და «18,5»; «18,4»და «18,4». ეს მარკირება ყველაზე ზუსტად და პატიოსნად აჩვენებს ლულის ჭეშმარიტ დიამეტრს, ვიდრე ბევრი მწარმოებლის მიერ დატანილი საშუალო მაჩვენებელი «18,4». ამით ბეტინსოლი ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს მისი პროდუქციის პოტენციური და არსებული მომხმარებელისაგან. შეიძლება ეს დეტალი ზოგიერთს უმნიშვნელოდ მოეჩვენოს, თუმცა ამ საქმეში წვრილმანები არ არსებობს.

 

9333350d8ed0.jpg

 

 

 

 

ერთი საინტერესო გადაწყვეტა:

 

სასხლეტ დამცემი მექანიზმი ,,ჩარჩოს" ტიპისაა, რომელსაც მერყევა ზემოთ აქვს განლაგებული.

 

 

87be717e34dd.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ფასებს შეხედეთ

http://www.abgunsmiths.co.uk/shop/shotguns_bettinsoli-shotguns.html?osCsid=647744de321836a2a2f4f00d9feb0866

1 ფუნტი = 2.6 ლარი

თურქული თოფის ფასი აქვს

აქ რომ შემოიტანონ უნამუსო ვიყო 600 ფუნტიან მოდელს 3000 ლარზე ქვემოთ თუ დაადონ ფასი ახვრებმა

 

 

ვეფხიას მინდა დავეთანხმო და თანავუგრძნო ყველა ქართველ მონადირეს :karochera:

 

 

 

Bettinsoli Diamond De Luxe

 

 

617674a02ab1.jpg

 

ზოგჯერ ხდება, რომ პირველი შთაბეჭდილება გვატყუებს, მაგრამ ამ თოფებზე ამის თქმა მკრეხელობაა.

იტალიური ხარისხი, სტილი, მედიდური წარმომავლობა, გამოყენებული ძვირფასი ლითონები(ოქრო), მაღალი ხარისხის კაკალი. ბოლო-ბოლო დელუქს კატეგორიაა სხვა თუ არაფერი(!!!)

ახლა პატარა დეტალი: ბრიტანეთში ამ მოდელის ფასი 1000 გირვანქაზე ნაკლებია(ინგლისში სტანდარტული თვის ხელფასის ნახევარზე ნაკლებია :karochera: )

 

 

ეეეეეეეეეხხხხხხხხხხხ :(

 

 

 

c9330cb79959.jpg

 

0e79a30673da.jpg

 

 

 

ესეც Bettinsoli Diamond line

 

 

e768bc57e128.jpg

 

ფასი ბრიტანეთში 825 გირვანქა სტერლინგი

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...