Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Investarm

568f91c5be75.jpg

 

 

ინვესტარმი შედარებით ახალგაზრდა კომპანიაა. ის 1975 წელს იქნა დაფუძნებული მარჩენოში სამი ძმა სალვინელის მიერ. ძმები იარაღის ბიზნესში ახალბედები არ იყვნენ, ისინი 1955 წლიდან სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიაში მუშაობდნენ.

ფირმის სპეციალიზაცია ორლულიანი სპორტული და სანადირო თოფებია. საწარმო კომპიუტერული ჩარხებითაა აღჭურვილი. ამ ჩარხებზე წარმოებული კვანძები და დეტალები ურთიერთმონაცვლებადია, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. საწარმოს ერთი სტანდარტის(ტიპის) საბაზო თოფი აქვს, ესაა მოდელი ,,სიდნეი", რომელიც სხვადასხვა მოდიფიკაციით გამოდის(აღჭურვილია ბოსის საკეტებით).

Sydney Field დამზადებულია სპეციალურად ნადირობისათვის; Pigeon განკუთვნილია სპორტული შეჯიბრებისათვის, თუმცა ის სანადიროცაა; Skeet и Trap_ სპორტული მოდელია. ფირმა თითოეული მოდელისათვის გრავირების ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. მაგალითად, L2, EXO მოდელებზე ოქროს დრაკონია გრავირებული, EXL Cartelle-ზე კი დეკორატიული გვერდითი დაფები სადადაა მოხატული.

2000 წელს ფირმამ გამოუშვა ვერსია Sydney 2000, რომელშიც უფრო აამაღლა ვენტილირებადი თამასა და ზოგიერთ მოდიფიკაციაზე გვერდითი დაფები დააყენა.

,,სიდნეის" ყველა მოდელი მხოლოდ 12 ყალიბისაა. 2000 წლამდე ლულების სიგრძე დაკავშირებული იყო სავაზნის სიგრძესთან. ასე მაგალითად, 68 სმ სიგრძის ლულებს 65 მმ სიგრძის სავაზნეები ჰქონდათ, 70 სმ სიგრძის ლულებს_ 70მმ, ხოლო 76 სმ სიგრძის ლულებს კი 76მმ სავაზნე. თოფები ეჟექტორებზეა. ლულები და კალაპოტები ქრომო-მოლიბდენის ფოლადის შენადნობისაა

 

Sydney Field ტიპები L1, L2, XL1, XL2, EXL

e35618bcb5ae.jpg

 

 

12 ყალიბი; ლულათა სიგრძე 66, 68, 70 სმ; ლულათა წონა 1,25- 1,35კგ; საერთო სიგრძე 110-118 სმ; წონა 3,2-2,3 კგ. სახსნელ ან ფიქსირებულ ჩიკებზე; კონდახი კაკლის; ეჟექტორზე; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე(შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველის ფუნქცია); ერთ ან ორ სასხლეტზე; სტანდარტულ მოდელს აქვს ვენტილირებადი 7მმ სიგანის სამიზნე თამასა; გრავირება სხვადასხვაა მოდელის ღირებულების მიხედვით(ყველაზე იაფია Field L1);

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Monza

b19309fa3aaa.jpg

 

 

ყალიბი 12, საკეტი BOSS, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 750, 760, 810მმ; არხის დიამეტრი 18,5-18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი,ვენტილირებადი სამიზნე თამასის სიგანე 11х8მმ, ერთ სასხლეტზე, რეგულირებადი კონდახი, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით(სახელწოდება ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია პლასტიკატის ქეისში

 

 

d9dd903dab7d.jpg

10b2b5430034.jpg

 

 

 

Monza London 2012

 

b47364ae39c0.jpg

197dc5126ab4.jpg

 

დამზადდა სპეციალურად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისათვის. მზადდება სხვადასხვა სპორტული დისციპლინისათვის. გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადის მარკები. სასხლეტი კავი რეგულირდება(4 პოზიცია).

 

ყალიბი 12, საკეტი BOSS, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 720, 730, 750, 760, 810მმ; არხის დიამეტრი 18,5მმ, 5 სახსნელი ჩოკი,ვენტილირებადი სამიზნე თამასის სიგანე 11х8 ან 11x11 მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთ სასხლეტზე, რეგულირებადი კონდახი(finger stopper), ეჟექტორზე, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით(სახელწოდება და ემბლემა ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

 

 

57105bbf7bdc.jpg

7ba5b36c6e2b.jpg

 

 

 

მაღალი სამისნე თამასა

 

2b77192f8010.jpg

ab2bcf5d4f78.jpg

 

ფირმამ ბაზარზე წარმოადგინა სახსნელი მაღალი სამიზნე თამასა, რომელიც მზადდება მსუბუქი მეტალისაგან. აღნიშნული თამასა შესაძლებელია დადგეს ნებისმიერ სტანდარტულ სამიზნე თამასაზე(დაყენება შესაძლებელია 1 წუთში).

 

1651860ae60f.jpg

 

სიმაღლე 25მმ, სიგრძე ნებისმიერი, წონა 30-50გ.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

Salvinelli Monaco

 

 

b4a0806960f1.jpg

 

აღნიშნული მოდელი პრემიუმ კატეგორიაში გადის და ანალოგიური კლასის ინგლისური და სხვა ევროპული გლუვლულიანებისაგან შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა_ დიდ ბრიტანეთში Salvinelli Monaco 2200 გირვანქა სტერლინგი ღირს(რაც საკმაოდ დაბალი ფასია უახლოეს კონკურენტ მოდელებთან შედარებით).

ყალიბი 12, მოდელი გამოდის 30, 31 და 32 დიუმიანი ლულებით, კონდახი კაკლის, წონა არა უმეტეს 3,7კგ, განთავსებულია საფირმო ქეისში

იწარმოება სამი მოდიფიკაცია - Sporter, Skeet და Trap.

 

 

15ff0ae2d259.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...