Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Investarm ინვესტარმი შედარებით ახალგაზრდა კომპანიაა. ის 1975 წელს იქნა დაფუძნებული მარჩენოში სამი ძმა სალვინელის მიერ. ძმები იარაღის ბიზნესში ახალბედები არ იყვნენ, ისინი 1955 წლიდან სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიაში მუშაობდნენ. ფირმის სპეციალიზაცია ორლულიანი სპორტული და სანადირო თოფებია. საწარმო კომპიუტერული ჩარხებითაა აღჭურვილი. ამ ჩარხებზე წარმოებული კვანძები და დეტალები ურთიერთმონაცვლებადია, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. საწარმოს ერთი სტანდარტის(ტიპის) საბაზო თოფი აქვს, ესაა მოდელი ,,სიდნეი", რომელიც სხვადასხვა მოდიფიკაციით გამოდის(აღჭურვილია ბოსის საკეტებით). Sydney Field დამზადებულია სპეციალურად ნადირობისათვის; Pigeon განკუთვნილია სპორტული შეჯიბრებისათვის, თუმცა ის სანადიროცაა; Skeet и Trap_ სპორტული მოდელია. ფირმა თითოეული მოდელისათვის გრავირების ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა. მაგალითად, L2, EXO მოდელებზე ოქროს დრაკონია გრავირებული, EXL Cartelle-ზე კი დეკორატიული გვერდითი დაფები სადადაა მოხატული. 2000 წელს ფირმამ გამოუშვა ვერსია Sydney 2000, რომელშიც უფრო აამაღლა ვენტილირებადი თამასა და ზოგიერთ მოდიფიკაციაზე გვერდითი დაფები დააყენა. ,,სიდნეის" ყველა მოდელი მხოლოდ 12 ყალიბისაა. 2000 წლამდე ლულების სიგრძე დაკავშირებული იყო სავაზნის სიგრძესთან. ასე მაგალითად, 68 სმ სიგრძის ლულებს 65 მმ სიგრძის სავაზნეები ჰქონდათ, 70 სმ სიგრძის ლულებს_ 70მმ, ხოლო 76 სმ სიგრძის ლულებს კი 76მმ სავაზნე. თოფები ეჟექტორებზეა. ლულები და კალაპოტები ქრომო-მოლიბდენის ფოლადის შენადნობისაა Sydney Field ტიპები L1, L2, XL1, XL2, EXL 12 ყალიბი; ლულათა სიგრძე 66, 68, 70 სმ; ლულათა წონა 1,25- 1,35კგ; საერთო სიგრძე 110-118 სმ; წონა 3,2-2,3 კგ. სახსნელ ან ფიქსირებულ ჩიკებზე; კონდახი კაკლის; ეჟექტორზე; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე(შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველის ფუნქცია); ერთ ან ორ სასხლეტზე; სტანდარტულ მოდელს აქვს ვენტილირებადი 7მმ სიგანის სამიზნე თამასა; გრავირება სხვადასხვაა მოდელის ღირებულების მიხედვით(ყველაზე იაფია Field L1); ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Investarm - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 Monza ყალიბი 12, საკეტი BOSS, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 750, 760, 810მმ; არხის დიამეტრი 18,5-18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი,ვენტილირებადი სამიზნე თამასის სიგანე 11х8მმ, ერთ სასხლეტზე, რეგულირებადი კონდახი, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით(სახელწოდება ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია პლასტიკატის ქეისში Monza London 2012 დამზადდა სპეციალურად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისათვის. მზადდება სხვადასხვა სპორტული დისციპლინისათვის. გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადის მარკები. სასხლეტი კავი რეგულირდება(4 პოზიცია). ყალიბი 12, საკეტი BOSS, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 720, 730, 750, 760, 810მმ; არხის დიამეტრი 18,5მმ, 5 სახსნელი ჩოკი,ვენტილირებადი სამიზნე თამასის სიგანე 11х8 ან 11x11 მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთ სასხლეტზე, რეგულირებადი კონდახი(finger stopper), ეჟექტორზე, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით(სახელწოდება და ემბლემა ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია პლასტიკატის ქეისში. მაღალი სამისნე თამასა ფირმამ ბაზარზე წარმოადგინა სახსნელი მაღალი სამიზნე თამასა, რომელიც მზადდება მსუბუქი მეტალისაგან. აღნიშნული თამასა შესაძლებელია დადგეს ნებისმიერ სტანდარტულ სამიზნე თამასაზე(დაყენება შესაძლებელია 1 წუთში). სიმაღლე 25მმ, სიგრძე ნებისმიერი, წონა 30-50გ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 3, 2012 Author Report Share Posted November 3, 2012 Salvinelli Monaco აღნიშნული მოდელი პრემიუმ კატეგორიაში გადის და ანალოგიური კლასის ინგლისური და სხვა ევროპული გლუვლულიანებისაგან შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა_ დიდ ბრიტანეთში Salvinelli Monaco 2200 გირვანქა სტერლინგი ღირს(რაც საკმაოდ დაბალი ფასია უახლოეს კონკურენტ მოდელებთან შედარებით). ყალიბი 12, მოდელი გამოდის 30, 31 და 32 დიუმიანი ლულებით, კონდახი კაკლის, წონა არა უმეტეს 3,7კგ, განთავსებულია საფირმო ქეისში იწარმოება სამი მოდიფიკაცია - Sporter, Skeet და Trap. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 13, 2012 Author Report Share Posted December 13, 2012 ფასი: 8000-12000 გირვანქა სტერლინგი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.