Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Art Manufactura Armi

0cee94c85ae1.jpg

 

 

ეს იტალიური ფირმა 1998 წელს დააფუძნა დენის ფონტანამ(დაბ. 1975წ) გარდობ-ვალ-ტრომპიაში. ფონტანა მეიარაღის პროფესიას მოწინავე იტალიელ ოსტატებთან ეუფლებოდა ოთხი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ პატარა საამქროში იარაღის რემონტითა და აწყობით იყო დაკავებული. საკუთარი საწარმოს შექმნის შემდეგ ოსტატი მხოლოდ უმაღლესი კლასის შტუცერებსა და გლუვლულიანებს ამზადებს. ფირმაში ფონტანასთან ერთად რამდენიმე ოსტატი მუშაობს. მათი წარმადობა წელიწადში 50 ერთეულ თოფს არ აღემატება.

საფირმო თოფების წარმოშობის დადგენა ძალიან მარტივია. ყველა ეგზემპლიარზე მოდელის სახელთან ერთად აქვს წარწერა Art Manufactura Armi. სამიზნე თამასაზე სახელთან ერთად ქალაქის დასახელებაც იწერება Armi Art Gardone V.T. Italy.

 

4eaa318318aa.jpg

86f6e8b4d6ea.jpg

 

ფირმის დევიზი ,,კლასიკა და ინდივიდუალიზმი" სრულად ასახავს საწარმოს პროდუქციის ხარისხს. მისი პირველი მოდელები ვერტიკალური გლუვლულიანები იყო. შემდეგ გარეჩახმახიანი მოდელები დაემატა ასორტიმენტს, შემდეგ კი შტუცერები გამოვიდა.

თითოეული ეგზემპლიარი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება: საკეტების სისტემა, ლულის სიგრძე, წონა, კონდახის პარამეტრები. თითოეული თოფის აწყობა და დაყვანა ხელით ხდება, ხოლო ძირითადი დეტალები ცირფულ ჩარხებზე კეთდება. ნაკეთობის ხარისხის ერთ-ერთ მახასიათებლად მოვიყვან მაგალითს: გვერდითი დაფების შიგა ზედაპირი, რომელიც შემკვეთისათვის უხილავია გრავირებულია(!!!).

ლულები დემიბლოკია და შეედუღებულია ვერცხლით. კალაპოტი რამდენიმე მოდელზე მომრგვალებული Round Body-ის სტილისაა.

კონდახის ფორმები შეიძლება იყოს ყველა არსებული ტიპის.

 

Angelo Celesti

a739c2299db2.jpg

 

დენის ფონტანას Angelo Celesti-ის ჩახმახები გვერდით დაფებზეა განლაგებული. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. კალაპოტი მასიურია და გათვლილია დიდ დატვირთვებზე. სასხლეტი შეიძლება იყოს ორკავიანი ან ერთიანი.

 

Venus

1fe2256a7a14.jpg

 

ჰორიზონტალურ მოდელებში ყველაზე პრესტიჟულია Venus, რომელსაც სილამაზის ქალღმერთის სახელი ქვია. საკეტები საიდლოკებია. სავრძოლო ზამბარა V-სებურია. თოფის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები, მაგალითად, მეორე სასხლეტის დაშვებისას წინა სასხლეტი კავი წინ იწევს, რათა არ დააზიანოს მსროლელის თითი. ყველაზე მთავარი კი ამ მოდელში გრავირებაა, რომლის შესასრულებლად ფირმა ყველაზე ცნობილ გრავიორებს იწვევს.

 

Camilla

9e8bcbf83ade.jpg

 

საფირმო შტუცერები მხოლოდ ერთი მოდელითაა წარმოდგენილი ესაა Camilla, რომელიც ენსონ დილის საკეტებზეა. მისი ყალიბი შეადგენს .470N.E; .500N.E და 600N.E. ამ შტუცერების კალაპოტი საფირმო კონსტრუქციაა და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან

 

 

 

Desiderio

3c2ff94cb3f2.jpg

 

ფირმის ყველაზე ცნობილი ვერტიკალურია მოდელი Desiderio, რომელიც ბოსის სისტემაზეა. საკეტები საიდლოკი; ამ მოდელისათვის გათვალისწინებულია ყველა ყალიბი. მოდელზე გვერდით დაფებზე აწყობილი საკეტის დეტალები ,,ყრუდაა" განლაგებული ანუ სამაგრი შტიფტები გარედან არ ჩანს(!!!). გვერდითი დაფის სწორი ზედაპირი გრავიორს აძლევს საშუალებას სრულად გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭი და ფანტაზია. დაფები კალაპოტზე ჭანჭიკებითაა დაფიქსირებული. მოდელი ერთ ან ორ სასხლეტიანია.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

World Cup

 

deaa9f6952e4.jpg

 

საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 760მმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთსასხლეტიანი სახსნელი მექანიზმი, რეგულირებადი კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,7 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

 

b0fdf9443ebb.jpg fd3607be8dc4.jpg

 

 

8d949ca514a2.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

Desiderio

 

 

bdbbcb6ed1f1.jpg

 

საკეტი BOSS, ჰოლანდის საიდლოკი(,,ყრუ"), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, დემიბლოკი, ლულის სიგრძე 710-750მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, 6 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი ან არა, ერთსასხლეტიანი, რეგულირებადი კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,65 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

9cf5ef99856a.jpg

 

 

 

 

 

 

 

Desiderio ექსკლუზივი

 

d4b5c24b01d0.jpg

 

ორი წყვილი ლულით, ჰოლანდის საიდლოკი(,,ყრუ"), ჩაკეტვა BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 740მმ(ფიქსირებული შევიწროებით 0,5-0,5მმ) და 780მმ(ფიქსირებული შევიწროებით 0,5-0,7მმ), ორთავე წყვილი ლულის წონა თანაბარია_1488 გრამი; არხის დიამეტრი 18,6მმ, წონა 3,6კგ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ეჟექტორებზე, გრავირდება ხელით(ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

 

 

2411d023a373.jpg 50d8eb122aae.jpg

 

 

dad9e26c7b3d.jpg 7d0ab3556eea.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...