Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Art Manufactura Armi ეს იტალიური ფირმა 1998 წელს დააფუძნა დენის ფონტანამ(დაბ. 1975წ) გარდობ-ვალ-ტრომპიაში. ფონტანა მეიარაღის პროფესიას მოწინავე იტალიელ ოსტატებთან ეუფლებოდა ოთხი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ პატარა საამქროში იარაღის რემონტითა და აწყობით იყო დაკავებული. საკუთარი საწარმოს შექმნის შემდეგ ოსტატი მხოლოდ უმაღლესი კლასის შტუცერებსა და გლუვლულიანებს ამზადებს. ფირმაში ფონტანასთან ერთად რამდენიმე ოსტატი მუშაობს. მათი წარმადობა წელიწადში 50 ერთეულ თოფს არ აღემატება. საფირმო თოფების წარმოშობის დადგენა ძალიან მარტივია. ყველა ეგზემპლიარზე მოდელის სახელთან ერთად აქვს წარწერა Art Manufactura Armi. სამიზნე თამასაზე სახელთან ერთად ქალაქის დასახელებაც იწერება Armi Art Gardone V.T. Italy. ფირმის დევიზი ,,კლასიკა და ინდივიდუალიზმი" სრულად ასახავს საწარმოს პროდუქციის ხარისხს. მისი პირველი მოდელები ვერტიკალური გლუვლულიანები იყო. შემდეგ გარეჩახმახიანი მოდელები დაემატა ასორტიმენტს, შემდეგ კი შტუცერები გამოვიდა. თითოეული ეგზემპლიარი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება: საკეტების სისტემა, ლულის სიგრძე, წონა, კონდახის პარამეტრები. თითოეული თოფის აწყობა და დაყვანა ხელით ხდება, ხოლო ძირითადი დეტალები ცირფულ ჩარხებზე კეთდება. ნაკეთობის ხარისხის ერთ-ერთ მახასიათებლად მოვიყვან მაგალითს: გვერდითი დაფების შიგა ზედაპირი, რომელიც შემკვეთისათვის უხილავია გრავირებულია(!!!). ლულები დემიბლოკია და შეედუღებულია ვერცხლით. კალაპოტი რამდენიმე მოდელზე მომრგვალებული Round Body-ის სტილისაა. კონდახის ფორმები შეიძლება იყოს ყველა არსებული ტიპის. Angelo Celesti დენის ფონტანას Angelo Celesti-ის ჩახმახები გვერდით დაფებზეა განლაგებული. საბრძოლო ზამბარები V-სებურია. კალაპოტი მასიურია და გათვლილია დიდ დატვირთვებზე. სასხლეტი შეიძლება იყოს ორკავიანი ან ერთიანი. Venus ჰორიზონტალურ მოდელებში ყველაზე პრესტიჟულია Venus, რომელსაც სილამაზის ქალღმერთის სახელი ქვია. საკეტები საიდლოკებია. სავრძოლო ზამბარა V-სებურია. თოფის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები, მაგალითად, მეორე სასხლეტის დაშვებისას წინა სასხლეტი კავი წინ იწევს, რათა არ დააზიანოს მსროლელის თითი. ყველაზე მთავარი კი ამ მოდელში გრავირებაა, რომლის შესასრულებლად ფირმა ყველაზე ცნობილ გრავიორებს იწვევს. Camilla საფირმო შტუცერები მხოლოდ ერთი მოდელითაა წარმოდგენილი ესაა Camilla, რომელიც ენსონ დილის საკეტებზეა. მისი ყალიბი შეადგენს .470N.E; .500N.E და 600N.E. ამ შტუცერების კალაპოტი საფირმო კონსტრუქციაა და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისაგან Desiderio ფირმის ყველაზე ცნობილი ვერტიკალურია მოდელი Desiderio, რომელიც ბოსის სისტემაზეა. საკეტები საიდლოკი; ამ მოდელისათვის გათვალისწინებულია ყველა ყალიბი. მოდელზე გვერდით დაფებზე აწყობილი საკეტის დეტალები ,,ყრუდაა" განლაგებული ანუ სამაგრი შტიფტები გარედან არ ჩანს(!!!). გვერდითი დაფის სწორი ზედაპირი გრავიორს აძლევს საშუალებას სრულად გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭი და ფანტაზია. დაფები კალაპოტზე ჭანჭიკებითაა დაფიქსირებული. მოდელი ერთ ან ორ სასხლეტიანია. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Art Manufattura Armi - ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 World Cup საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 760მმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთსასხლეტიანი სახსნელი მექანიზმი, რეგულირებადი კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,7 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში. Desiderio საკეტი BOSS, ჰოლანდის საიდლოკი(,,ყრუ"), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, დემიბლოკი, ლულის სიგრძე 710-750მმ, არხის დიამეტრი 18,5მმ, 6 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი ან არა, ერთსასხლეტიანი, რეგულირებადი კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,65 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში. Desiderio ექსკლუზივი ორი წყვილი ლულით, ჰოლანდის საიდლოკი(,,ყრუ"), ჩაკეტვა BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 740მმ(ფიქსირებული შევიწროებით 0,5-0,5მმ) და 780მმ(ფიქსირებული შევიწროებით 0,5-0,7მმ), ორთავე წყვილი ლულის წონა თანაბარია_1488 გრამი; არხის დიამეტრი 18,6მმ, წონა 3,6კგ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ეჟექტორებზე, გრავირდება ხელით(ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია ტყავის ქეისში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.