Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა შავ ზღვაზე

Recommended Posts

  • Replies 411
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სამი საათით გავძვერი დღეს. ძალიან მაგრად მოდის, ისეა რომ 2 ჯოხით ვერ ითევზავებ.

გაიღვიძა ზღვამ  http://

ვიწყებ სეზონისთვის ემზადებას  http:// http:// http:// http://

Posted Images

ზღვის ლომებს გაუმარჯოს !!! ახლა ასეთი თხოვნა მაქვს თქვენთან.მომავალში ზღვის ღლანს (ნალიმს) რომ დაიჭერთ გადაუღეთ სურათები სხვა და სხვა რაკურსში და მთავარია სამი წვერი ჩანდეს (ერთი ნიკაპზე აქვს და ორი ცხვირზე)აუცილებელია.იქტიოლოგიის ამბავში :old:

Link to post
Share on other sites

კაი ზური ვიზამ რაღაცას, რაც მაქვს დადებული ის სურათები არ წავა? ნიკაპზე რომ აქვს ასიანი ვიცი ცხვირზე არ დავკვირვებივარ არასოდეს მაგას.

Link to post
Share on other sites

სარფი 31 მაისი 2013

4b1f48e4c05c.jpg

მეგობრებო ამ სურათზე გამოსახული თევზი ზღვის ღლანი კი არა Ошибень обыкновенный (Ophidion rochei ) -ია.კარგად დავაკვირდი და აშკარად ჩანს დამახასიათებელი ნიშანი.ზურგის,კუდისა და მუცლის ფარფლი გაერთიანებული აქვს რაც ღლანს არ ახასიათებს

მას ქართული სახელი როგორც საქართველოს აკვატორიაში მობინადრე ზღვის თევზების უმრავლესობას არა აქვს.აღწევს სიგრძეში 50 სმ.წონაში 350 გრ.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ამ ბოლო სურათზე სხვა თევზი არის.

და ზემოთ იყო სურათი სადაც ჯამში ალაგია ქოთეხები და ზემოდან ერთი ზღვის ღლაბუტა. კუდის ფორმაზე დააკვირდი და ნახავ რომ კუდი აქვს გამოყოფილი ზორგის და ანალური ფარფლისგან და კუდს აქვს სხვანაირი ფორმა. განსხვავებით Ophidion rochei თევზისგან რომელიც ბოლო სურათზე არის. მაგ თქვზს გაერთიანებული აქვს ანალური და ზურგის ფარფლი და არც კუდის ფორმაა გამოკვეთილი. უბრალოდ სხეულის დაბოლოებაა და არა ცალკე კუდის ფარფლი

მივუთითე ყველა წყარო. ეს რაც შეეხება თევზს რომელიც არის ზემოთ სურათზე ჯამში ანუ ზღვის ღლაბუტა

და მეორე. უფრო სწორად პირველი, ის რის გამოც დავწერე ამ თემაში.

ნალიმი ქართულად არის ღლაბუტა. მივუთითე წყაროც. არ არის რთული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 10-ტომში ჩახედვა და ამოკითხვა თუ რა თევზი არის ღლაბუტა (lota lota)

:)

Link to post
Share on other sites

northern_halo

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=8&id_srch=3d5fd915b8ba088d97dbbd7795640b23&il=en&p=1

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=srch&d=8&id_srch=9d45622a35465edd8a7fe02cba3fb981&il=en&p=1

ამ ორიდან რა დასკვნას გამოიტან აბა? მეც მაინტერესებს :scratchchin:

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

სახელის წარმომავლობა ნამდვილად საინტერესოა.

საერთოდ ის ფაქტი რომ საქართველოში არ ბინადრობს ნალიმი (ამჯერად ასე მოვიხსენიოთ) და ეს სახელი დაერქვა თევზს რომელიც იმ დროს ჩათვალეს ენციკლოპედიაში შესატანად ალბათ იმიტომ რომ რუსეთის ჩრდილოეთში და განსაკუთრებით ციმბირში სარეწაო მნიშვნელობა ქონდა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს რომ ნალიმს დაერქვა ღლაბუტა. სრულიად შესაძლებელია იმავე კომისიამ ვინც ადგენდა ენციკლოპედიას, მოუარათ თავში და არ მოეწონათ ლათინური სახელი (lota Lota) და ალბათ იმან რომ ლოქოს წააგავს ეს სახელი შეურჩიეს.. მაგრამ უდავოდ ამ თევზს ვერ ექნება ძველი ქართული სახელწოდება იმიტომ რომ ამ თევზის შესახებ გაიგეს საბჭოთა კავშირის შემდეგ და არც თუ ისე ბევრი იყო მაშინ და მით უმეტეს ახლა, ვისაც ამ თევზის შესახებ რამე სმენია არა თუ უნახია :)

ასე დამახინჯებით შემივიდა და დამკვიდრდა ძალიან ბევრი სიტყვა..

რახან უკვე დამკვიდრებულია რომ ღლავს ქვია ლოქო, ტექსასს ტეხასი და ასე, გამოდის რომ ნალიმს ქვია ღლაბუტა.

და კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი არის ის რომ შავი ზღვის იქტიოფაუნას გარდა რამდენიმე თევზისა უბრალოდ არ აქვს ქართულად სახელი.

ასე რომ морской налим-ს შეიძლება სულ სხვა სახელი ქონდეს ქართულად. და არა უბრალოდ ითარგმნოს როგორც налим-ღლაბუტა морской налим-ზღვის ღლაბუტა. ამ ორ თევზს არაფერი აქვს საერთო გარდა გარეგნული მსგავსებისა და იმისა რომ ვირთევზასებრტა ოჯახს მიეკუთვნებიან.

რაც შეეხება ჩემ აზრს ამ თემაზე. ნალიმს უნდა ერქვას ლოტა იმიტომ რომ ლათინურია და უფრო მისაღები, ვიდრე ინგლისური ბარბოთ და რუსული ნალიმ.

Link to post
Share on other sites

northern_halo

მაგაში ვერ დაგეთანხმები რომ ნალიმზე საბჭოთა კავშირში გაიგეს. იოანე ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი მოიძიე და ნახავ ძლიან ბევრ ქართულ სახელს. მე მაქვს იქიდან ბევრი რამე სახელი დავწერე აქ, ნალიმი აქვს განმარტებული როგორც ღლანი.

საბჭოთა კავშირი ჯერ ძალიან ადრეა http://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_ბატონიშვილი

Link to post
Share on other sites

საბჭოთა ენციკლოპედია მეც მაქვს ყველა ტომი, ადრე ეგ იყო პირველადი წყარო ჩემთვისაც მაგრამ, ახლა ეს წიგნია. ბევრი რამეა დასალაგებელი და მოსაძიებელი. იქნებ როგორმე მოვახდინო ამ წიგნის ატვირთვა რაიმე ფორმით.

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

სახელის წარმომავლობა ნამდვილად საინტერესოა.

საერთოდ ის ფაქტი რომ საქართველოში არ ბინადრობს ნალიმი (ამჯერად ასე მოვიხსენიოთ) და ეს სახელი დაერქვა თევზს რომელიც იმ დროს ჩათვალეს ენციკლოპედიაში შესატანად ალბათ იმიტომ რომ რუსეთის ჩრდილოეთში და განსაკუთრებით ციმბირში სარეწაო მნიშვნელობა ქონდა. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს რომ ნალიმს დაერქვა ღლაბუტა. სრულიად შესაძლებელია იმავე კომისიამ ვინც ადგენდა ენციკლოპედიას, მოუარათ თავში და არ მოეწონათ ლათინური სახელი (lota Lota) და ალბათ იმან რომ ლოქოს წააგავს ეს სახელი შეურჩიეს.. მაგრამ უდავოდ ამ თევზს ვერ ექნება ძველი ქართული სახელწოდება იმიტომ რომ ამ თევზის შესახებ გაიგეს საბჭოთა კავშირის შემდეგ და არც თუ ისე ბევრი იყო მაშინ და მით უმეტეს ახლა, ვისაც ამ თევზის შესახებ რამე სმენია არა თუ უნახია :)

ასე დამახინჯებით შემივიდა და დამკვიდრდა ძალიან ბევრი სიტყვა..

რახან უკვე დამკვიდრებულია რომ ღლავს ქვია ლოქო, ტექსასს ტეხასი და ასე, გამოდის რომ ნალიმს ქვია ღლაბუტა.

და კიდევ ერთი ძალიან ცუდი ამბავი არის ის რომ შავი ზღვის იქტიოფაუნას გარდა რამდენიმე თევზისა უბრალოდ არ აქვს ქართულად სახელი.

ასე რომ морской налим-ს შეიძლება სულ სხვა სახელი ქონდეს ქართულად. და არა უბრალოდ ითარგმნოს როგორც налим-ღლაბუტა морской налим-ზღვის ღლაბუტა. ამ ორ თევზს არაფერი აქვს საერთო გარდა გარეგნული მსგავსებისა და იმისა რომ ვირთევზასებრტა ოჯახს მიეკუთვნებიან.

რაც შეეხება ჩემ აზრს ამ თემაზე. ნალიმს უნდა ერქვას ლოტა იმიტომ რომ ლათინურია და უფრო მისაღები, ვიდრე ინგლისური ბარბოთ და რუსული ნალიმ.

:yes: :yes: :yes:

რაც შეეხება ჩემ აზრს ამ თემაზე. ნალიმს უნდა ერქვას ლოტა იმიტომ რომ ლათინურია და უფრო მისაღები, ვიდრე ინგლისური ბარბოთ და რუსული ნალიმ.

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ამხანაგებო თუ ვინმე ზღვასთან ახლოს ხართ ნახეთ დრო და ითევზავეთ, დამიჯერეთ არ ინანებთ. კაააარგად მოვიდა თევზი :yes:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სამოდური,რეზინაზე თევზაობა,ფანტომასი –ეს ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია და თუ მოინდომებს გაიგებს კაცი ,მაგრამ აი ზღვაზე სათევზაოდ რა ანკესებს იყენებენ ძირითადად ?თუ შეგიძლიათ დაწეროთ და მაგალითი მაინც მოიყვანოთ როგორი ანკესებია საჭირო ,რა ტესტის ა.შ ...აი სიტყვაზე სამოდური გამოვიყენე რა ანკესი მჭირდება ანდაც ფანტომასი 30გრ ...

Link to post
Share on other sites

გააჩნია 'სამადურზე"(და არამარტო "სამადურზე") რა წონის სიმძიმე გექნება დაყენებული.

ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში ჯოხის ტესტის დიაპაზონში უნდა ეტეოდეს გასატყორცნი აღკაზმულობის წონა. ანუ თუ ჯოხის ტესტია 10-30 გრამი მაშინ ამ ჯოხით შეიძლება გაიტყორცნოს 30 გრამამდე წონის აღკზმულობა და არ აქვს მნიშვნელობა ეს სიმძიმე (ტყვიის "გრუზიკი", ფიდერის საკვებურა...) იქნება თუ ხელოვნური სატყუარა(ვობლერი, ტრიალა, ყანყალა...)

ხოლო 10 გრამამდე აღკაზმულობის გასატყორცნა ამ ჯოხით არაეფექტური იქნება ანუ ჯოხი ეფექტურ გატყორცნას ვერ უზრუნველყოს, გასროლის მომენტში ბლანკზე დატვირთვა არასაკმარისი იქნება.

მაგალითად "პოლისჯოხზეს" შეილება დააყენო ძუის გამტარი რგოლები და კოჭა(ე.წ. "კატუშკა") მაგრამ 2 გრამოან სატყუარას შორს ვერ გაისვრი და თუ იგივე სატყუარას წკეპლის ტიპის ჯოხით გაისვრი გაცილებით შორს გაფრინდება. იმიტომ რომ წკეპლის წვერი 2გრამიანი სატყუარის წონით მეტად დაიტვირთება და გატყორცნაც უფრო შორ მანძილზე მოხდება.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

დავით ისე რამდენი ნემსკავია დასაშვები დღეს დღეობით ზღვაზე და საერთოდ თევზაობისას.. ფანტომასი რომ ჰქვია იმ ტიპის აღკაზმულობას

ბრაკონიერობაში შეიძლება ჩაითვალოს?

Link to post
Share on other sites

DMORAL

მაგალითად ტესტი არის 6 რამი, სატყუარა არის 6 გრამი, ვთევზაობთ სწრაფ მდინარეზე, სატყუარა ხომ განიცდის ზეწოლას და მის წონას ემატება ეს დატვირთვაც. ამ შემთხვევაში რა ხდება, უნდა გავითვალისწინოთ დინების სიჩქარე და ზეწოლის სიდიდე, რომ ჯოხი არ დაზიანდეს? თუ ასეa, მაშინ რა გამოდის რომ 6 გრამი ტესტის მქონე ანკესს სწრაფ დინებაზე 2-3 გრამიან სატყუარაზე დიდი არ უნდა შევაბათ?

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

Ak5335

სამადურზე 6 კავი შეიძლება. ისე კი ანკესზე რომელზეც ბუნებრივ სატყუარას იყენებ 3.

Link to post
Share on other sites

თორნიკე, ჯოხის ტესტი მიუთითებს გასატყორცნი სატყუარის წონის დასაშვებ დიაპაზონს. გატყორცნისას კი ჯოხი განიცდის მაქსიმალორ დატვირთვას და თუ სპინინგმა სატყუარა უპრობლემოდ გაიტყორცნა დინება მას ვერაფერს დააკლებს.

პრაქტიკას მიაწექით ბიჭებო!!!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მეგობრებო წაიკითხეთ კანონი და ბრძანებები კარგათ! ნემსკავების რაოდენობა თვითსატყუარათი და სატყუარათი განსხვავებულია ზღვაში და მტკნარ წყლებში!

ზღვაში თვითსათყუარათი დაშვებულია 10 და სატყუარათი 6 ნემსკავი.

მტკარ წყალში თვითსათყუარათი დაშვებულია 6 და სატყუარათი 3 ნემსკავი. ერთ მეთევზეზე.

მადლობა! მართალი ბრძანდებით! ზღვის შემთხვევა ამომივარდა თავიდან.:)

" ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება); "

თვითსატყუარაში ხელოვნური სატყუარა(ვობლერი, ტვისტერი, ტრიალა...) იგულისხმება,ხოლო სატყუარაში ბუნებრივი სატყუარა ანუ რაც კავზე უნდა წამოაგო.

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=228&st=20 ამ თემაში გვაქვს განხილული ეს საკითხი.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ჩოლოქზე რა თევზი იჭირება ,ხომ ვერ მეტყით?

ქარიყლაპია, ქაშაპი, ქორჭილა, კობრი, შამაია, თეთრულა, კარჩხანა და სხვა

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...