zekota 0 Posted June 7, 2016 Report Share Posted June 7, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 19, 2016 Report Share Posted June 19, 2016 გუშინ მე ლიფსიტა და მეგობრები ბათუმს ვეწვიეთ.ერთადერთი მიზანი თევზაობა გახლდათ ამ ვიზიტის მარა გაცლიენ მესხიძეები შენ ჭკუაზე რამეს? მოით აგერ სახში ავაწყოთ ანკესები და მერე წავიდეთ ზღვაზეო.დაგვახვედრა გაშლილი სუფრა როგორც ჩვევიათ ამ დარბაისელ ქართველებს და ისე აგვაწყობინეს ,,ანკესები,, კინაღამ თევზაობა გადაგვავიწყდა ლევანა და აჩიკო რაც არიან არ მეშლება მე მარა ეს პატარა მესხიძეები რო დაგვატყდნენ ჭიქებით და სადღეგრძელოებით ნამდვილად მივხვდი რო ქართულ გენს ვერაფერი დაემუქრება. წავბანცალდით სარფში ღამის თევზაობაზე. ლევანამ გზაში სპირტიანი შეიძინა ,ბევრი ვართ და ვინმეს ნემსკავი რო შეერჭოს აუცილებელიაო. მივედით დანიშნულების ადგილზე მაგრამ სათევზაო სიმძიმის გამტანი ნავი ვერავინ ვნახეთ.ნავის ფუნქცია ბატონმა არჩილ მესხიძემ იკისრა და 38 გრადუსი ტემპერატურით შევარდა ცივ ზღვაში.თხოვნა არ ქნა ძამია მაი გაციებული ხართქო ამაო გამოდგა.სასწაული ძმობა შეუძლია ამ ხალხს და ეს კიდე ერთხელ გაამყარეს თავისი დახვედრით. თევზი წამოვიდა გადასარევად,იჭირებოდა ქოთეღი,ცოტა ჩიქვი ,ზღვის კარჩხანა,სმარიდა და ერთი ცალი ზღვის ძაღლიც კი ამოყვა ანკესს. მერე გაგვიწვიმდა და კენკვაც შეწყდა. სამაგიეროდ სადეზინფექციოდ წაღებულმა სითხემ იფეთქა ბატონი ლევანის ჩანთიდან და რამოდენიმე წუთში მეთევზეთა ექსპედიციის წევრები იქვე დასაწყობებული შეზლონგებით ხელში დაბორიალობდა სანაპიროზე მყუდრო ადგილის მოსაძებნად. მოკლედ დილით გაირკვა რომ 5 კილომდე თევზი მაინც დაგვიჭერია. სისხამ დილით ადგილი მოვიცვალეთ და ხონთქარას დასაჭერად გავლაგდით სანაპიროზე.მშვენივრად ვითევზავეთ რადგან ჩვენმა ,,ექიმმა,, აუცილებლობის გამო ცოტახნით დაგვტოვა. 12 საათამდე კარგად ვითევზავეთ,ვსდიეთ სპინინგით ლავრაკს,ქაშაპსაც ჭოროხზე მაგრამ უშედეგოთ . ნიკამ ზღვის დრაკონიც კი დაიჭირა ,მისი იღბალი რომ მხოლოდ მსუბუქად უჩხვლიტა ამ საშინელებამ. გადავწყვიტეთ სახლისკენ წამოვსულიყავით ,აჩიკო მივიყვანეთ სახლში მაგრამ ბატონმა ლევანმა ჩვენი სახლში შეყვანა მაინც მოახერხა იმ არგუმენტით რომ მისი უმცროსი ვაჟი ილია დღეს 2 წლის გახდა.ჩვენ უსინდისოები არ გეგონოთ ! ბავშვის უდღეგრძელებლად როგორ წამოვიდოდით ბათუმიდან? ხო და ძლივს წამევედით გეხუტეთ მესხიძეებო! ირავლეთ და იხარეთ ჩემო გულიანო ადამიანებო ! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 19, 2016 Report Share Posted June 19, 2016 2 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 19, 2016 Report Share Posted June 19, 2016 აუუუ რა ხალხთან შეხვედრას ავცილდი?!!! სამწუხაროდ ვერ გადავდე ისეთი საქმე მქონდა. გენაცვალეთ ლომებო! მესხიძეებო გეხუტეთ კისერში!!! როცა ამ ოჯახს ვუცქერ ვრწმუნდები რომ ქართველობა არასოდეს წაიშლება! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 20, 2016 Report Share Posted June 20, 2016 (edited) გენაცვალეთ ძმებო !!! მაგრად მინდა თქვენთან ერთად ერთი საღამო მაინც რომ გავატარო. მომენატრეთ :( Edited June 20, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 20, 2016 Report Share Posted June 20, 2016 ნაცნობი შემოვიდა ჩემთან მაღაზიაში და გამახსენდა რომ დიდი ხანი შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრობდა თან გაქანებული სპინინგისტია.მან მითხრა რომ პილენგასს პოპერებით იჭერდნენ პეტრე პირველის ყურეში.პოპერი ვერცხლის ფერი სიგძით 9-9,5 სმ.ასე რომ გაითვალისწინეთ და მოსინჯეთ შემდეგში ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 20, 2016 Report Share Posted June 20, 2016 იფ-იფ რა კარგი იქნებოდა თქვენთან ერთად ღამის გათენება...არცერთი სხვა ღონისძიება არ შეედრება ასეთ თევზაობას... მესხიძეებზე ხომ ზედმეტია საუბარი...ყოველთვის თავის დონეზე დგანან :yes: ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 20, 2016 Report Share Posted June 20, 2016 ჩემი ოქრო ბიჭები,იხარეთ ძმებო!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 20, 2016 Report Share Posted June 20, 2016 მარტო მესხიძეებს არა, რამოდენიმეს ისე დაგადგებით თავზე ეს გადაკარგული რუისელი, აზრზე რომ ვერ იქნებით. გაიხარეთ, თქვენ გენაცვალეთ თქვენა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 22, 2016 Report Share Posted June 22, 2016 მარტო მესხიძეებს არა, რამოდენიმეს ისე დაგადგებით თავზე ეს გადაკარგული რუისელი, აზრზე რომ ვერ იქნებით. გაიხარეთ, თქვენ გენაცვალეთ თქვენა. შენ ახლა თლა ასე ნუ იზამ აქ როა. უყურე ერთჯერ კიდე მაინც. ციტირება Link to post Share on other sites
zuranikola 0 Posted July 7, 2016 Report Share Posted July 7, 2016 მოგესალმებით! მთელი თემა წავიკითხე და მოვედი ცოტა აზრზე რა უნდა ვქნა, თუმცა ამასთან ერთად უამრავი კითხვა მაქ მაინც... :D ტბაზე და მდინარეზე კი მაქ კარგი გამოცდილება მაგრამ ზღვაზე არასოდეს მითევზავია და ჩემი ნანატრი შვებულების ბოლო 2 დღე მინდა მას მივუძღვნა და თქვენი დახმარების იმედი მაქ... 12-13 ში მინდა ჩამოსვლა ზღვისპირეთში სათევზაოდ ღამისთევით. რაღაც-რაღაც ზღვის მონტაჟები კი მაქ სახლში 1-2 წლის წინ ნაყიდი, მაგრამ წასვლა რომ ვეღარ მოვახერხე, თქვენი რჩევების მიხედვით განახლებული აღჭურვილობით მინდა ჩამოსვლა. მოკლედ ძაან გამიგრძელდა და კითხვებზე გადავალ: 1. სად მირჩევთ თევზაობას? მზად ვარ ფოთიდან დაწყებული სარფით დამთავრებული ყველგან ჩამოვიდე სადაც მეტი შანსი მექნება დაჭერის... 2. რაზე მირჩევთ თევზაობას? (როგორც მივხვდი თურქულ ჭიაზე მოდის კარგად, მაგრამ მაქ შანსი სადმე მისი შოვნის? თუ არა და სხვა რა ალტერნატივას მირჩევთ სატყუარის სეზონის ამ დროს?) 3. ანკესები მაქ სხვადასხვა სიგრძის და შედარებით მაღალ ტესტიანებს წამოვიღებ. ძირითადზე რა ზომის ძუას მირჩევთ ზღვაზე? 0.4მმ, 0.5მმ? თუ უფრო მსხვილი? 4. რეზინის წამოღებასაც ვფიქრობ, ოღონდ აქ რაც წავიკითხე ნავით შეაქვთ ხოლმე წყალში, როგორც მივხვდი სროლა არ გამოვა ნაპირიდან ხელით. თუმცა ბატონი არჩილ მესხიძის მეთოდს რომ მივმართო ხომ შეიძლება მეც? 5. მეხუთე და ყველაზე მთავარი კითხვა! :D ხომ არავის აქ სურვილი თევზაობაზე გაფანატებულ, მაგრამ ზღვაზე გამოუცდელ მეთევზესთან ერთად ითევზაოს და თან პატარა გაკვეთილები ჩაუტაროს? :D შემიძლია სანაცვლოდ კობრზე თევზაობის ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ჯერჯერობით სულ ეს არის შსეკითხვები :D ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 7, 2016 Author Report Share Posted July 7, 2016 (edited) 1. თევაზაობა მდინარეების შესართავთან და კლდეებთან, პრიჩალებთანაც შეიძლება. 2. ბარაბულკა, კეფალი, სტავრიდი, სმარიდი, გარბილი, დრაკონი და რავიცი კიდევ ბევრი რამ. კრევეტი, ნაკელის ჭია, მიდია, პური თევზის ხორცი. 3. ანკესები 4 მეტრი და ზემოთ, ძირითადი მაქსიმუმ 0.3 ისიც იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით 80 მეტრზე ისვრი. 4. ახლა რეზინის შეტანა სასიამოვნოცაა მხოლოდ უნდა მოახერხო უხალხო ადგილის ნახვა. 5. კვირა თუ დაემთხვევა წავიდეთ. Edited July 7, 2016 by levani ციტირება Link to post Share on other sites
zuranikola 0 Posted July 8, 2016 Report Share Posted July 8, 2016 1. თევაზაობა მდინარეების შესართავთან და კლდეებთან, პრიჩალებთანაც შეიძლება. 2. ბარაბულკა, კეფალი, სტავრიდი, სმარიდი, გარბილი, დრაკონი და რავიცი კიდევ ბევრი რამ. კრევეტი, ნაკელის ჭია, მიდია, პური თევზის ხორცი. 3. ანკესები 4 მეტრი და ზემოთ, ძირითადი მაქსიმუმ 0.3 ისიც იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით 80 მეტრზე ისვრი. 4. ახლა რეზინის შეტანა სასიამოვნოცაა მხოლოდ უნდა მოახერხო უხალხო ადგილის ნახვა. 5. კვირა თუ დაემთხვევა წავიდეთ. მადლობა ლევან ინფორმაციისთვის! 1. მდინარის შესართავებთან შეიძლება თევზაობა? მე როგორც მახსოვს 500მ დაშვებული მდინარის შესართავიდან...? :S 2.კრევეტებზე შეგიძლია დამაკვალიანო... ანუ სად და როგორ შეიძლება მოვიპოვო, თუ მაღაზიაში ნაყიდიც შეიძლება? 3. ... 4. რეზინის შეტანის შემთხვევაში ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ამ თემის პირველ გვერდზე რო სურათია იქ არ ჩანს თუმცა მახსოვს სადღაც წავიკითხე ტყვიასთან დამატებით კაპრონის ძაფს აბამენ რომ შემდეგ გამოტანა შეძლონ სიმძიმის... რამდენად სწორია და აუცილებელი? და კიდევ დაახლოებით რა სიმძიმის უნდა იყოს ტყვია რომ რეზინის გამოწელვისას არ გამოიტანოს წყალმა ნელ-ნელა? 5. სამწუხაროდ 12 ივლისი სამშაბათს უწევს... :( სავარაუდოდ კვირას ვერ შევძლებ წამოსვლას... იქნებ ოდესმე სხვა დროს შევძლოთ ერთად...:( ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted July 9, 2016 Author Report Share Posted July 9, 2016 კი შეიძლება მე ჯერ არ მქონია პრობლემა, კრევეტების ყიდვა აქ შეიძლება უპრობლემოდ, ფოთში ნერესის მოთხრაც არაა ძნელი. სიმძიმე თუ წვრილი რეზინია 250 გრამი ეყოფა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 19, 2016 Report Share Posted September 19, 2016 ლევან ასეთი თევზი თუ დაგიჭერია ? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 19, 2016 Report Share Posted September 19, 2016 ეს ხმელთაშუაზღვაში ნამდვილად არის. მინახავს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 19, 2016 Report Share Posted September 19, 2016 ფრანგები დორადს უძახიან. გემრიელია. http://dico-cuisine.fr/news/daurade-ou-dorade ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 19, 2016 Report Share Posted September 19, 2016 მე მყავს დაჭერილი ეგ ზღვაზე..აქ orata-ს ეძახიან.. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted September 20, 2016 Author Report Share Posted September 20, 2016 არა ზური არ დამიჭერია არასოდეს. არადა ბაზარში სულ აქვთ ეს თევზი. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 20, 2016 Report Share Posted September 20, 2016 არა ზური არ დამიჭერია არასოდეს. არადა ბაზარში სულ აქვთ ეს თევზი. შავი ზღვის თემას დავამატე რამოდენიმე სახეობა და მაინტერესებს დანამდვილებით არის თუ არა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ეს თევზი.ზოგი წყარო ადასტურებს ზოგიც უარყოფს ამიტომ მინდა დანამდვილებული ინფო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 20, 2016 Report Share Posted September 20, 2016 ეს წყარო ამბობს რომ შავ ზღვაშიცაა მაგრამ იშვიათიაო. http://www.fishbase.org/references/FBRefSummary.php?ID=12781 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 20, 2016 Report Share Posted September 20, 2016 აქც ამბობენ რომ არის შავ ზღვაში. http://www.imr.no/genimpact/filarkiv/2007/07/gilthead_seabream.pdf/en ....Th e gilthead seabream, Sparus aurata, is a subtropical Sparidae distributed from 62°N - 15°N, 17°W - 43°E. It occurs naturally in the Mediterranean and the Black Sea (rare), and in the Eastern Atlantic, from the British Isles, Strait of Gibraltar to Cape Verde and around the Canary Islands (1)...... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 27, 2016 Report Share Posted September 27, 2016 შავი ზღვის თევზების ზოგიერთი სახეობის ვიდეო ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 9, 2016 Report Share Posted October 9, 2016 ყველა მყავს ამ ვიდეოდან დანაჭერი დაჟე უფრო მეტიც! ზურა შენ რომ დადე ოღონდ მასეთი არა ეგ დორადოა როგორც ვიცი! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 19, 2017 Report Share Posted March 19, 2017 მაგარი სტატიებია !!!!! ლევან შენი აზრი მაინტერესებს ძალიან.მართლა ყველა ეს თევზია ჩვენთან ? http://delvaneo.ru/fishing/carassius/morskie-karasi-obitayushchie-v-chernom-more.html ეს კი ცხრილი როდის და როგორ მოდიან ზღვის კარჩხანები http://delvaneo.ru/fishing/carassius/rybolovnyj-kalendar.html ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.