Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა შავ ზღვაზე


Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 411
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სამი საათით გავძვერი დღეს. ძალიან მაგრად მოდის, ისეა რომ 2 ჯოხით ვერ ითევზავებ.

გაიღვიძა ზღვამ  http://

ვიწყებ სეზონისთვის ემზადებას  http:// http:// http:// http://

Posted Images

გუშინ მე ლიფსიტა და მეგობრები ბათუმს ვეწვიეთ.ერთადერთი მიზანი თევზაობა გახლდათ ამ ვიზიტის მარა გაცლიენ მესხიძეები შენ ჭკუაზე რამეს? მოით აგერ სახში ავაწყოთ ანკესები და მერე წავიდეთ ზღვაზეო.დაგვახვედრა გაშლილი სუფრა როგორც ჩვევიათ ამ დარბაისელ ქართველებს და ისე აგვაწყობინეს ,,ანკესები,, კინაღამ თევზაობა გადაგვავიწყდა :e025: ლევანა და აჩიკო რაც არიან არ მეშლება მე მარა ეს პატარა მესხიძეები რო დაგვატყდნენ ჭიქებით და სადღეგრძელოებით ნამდვილად მივხვდი რო ქართულ გენს ვერაფერი დაემუქრება. :old:

წავბანცალდით სარფში ღამის თევზაობაზე. ლევანამ გზაში სპირტიანი შეიძინა ,ბევრი ვართ და ვინმეს ნემსკავი რო შეერჭოს აუცილებელიაო. :e025:

მივედით დანიშნულების ადგილზე მაგრამ სათევზაო სიმძიმის გამტანი ნავი ვერავინ ვნახეთ.ნავის ფუნქცია ბატონმა არჩილ მესხიძემ იკისრა და 38 გრადუსი ტემპერატურით შევარდა ცივ ზღვაში.თხოვნა არ ქნა ძამია მაი გაციებული ხართქო ამაო გამოდგა.სასწაული ძმობა შეუძლია ამ ხალხს და ეს კიდე ერთხელ გაამყარეს თავისი დახვედრით.

თევზი წამოვიდა გადასარევად,იჭირებოდა ქოთეღი,ცოტა ჩიქვი ,ზღვის კარჩხანა,სმარიდა და ერთი ცალი ზღვის ძაღლიც კი ამოყვა ანკესს. მერე გაგვიწვიმდა და კენკვაც შეწყდა. სამაგიეროდ სადეზინფექციოდ წაღებულმა სითხემ იფეთქა ბატონი ლევანის ჩანთიდან და რამოდენიმე წუთში მეთევზეთა ექსპედიციის წევრები იქვე დასაწყობებული შეზლონგებით ხელში დაბორიალობდა სანაპიროზე მყუდრო ადგილის მოსაძებნად. :drunk:

მოკლედ დილით გაირკვა რომ 5 კილომდე თევზი მაინც დაგვიჭერია. :phil_25:

სისხამ დილით ადგილი მოვიცვალეთ და ხონთქარას დასაჭერად გავლაგდით სანაპიროზე.მშვენივრად ვითევზავეთ რადგან ჩვენმა ,,ექიმმა,, აუცილებლობის გამო ცოტახნით დაგვტოვა. :e025: 12 საათამდე კარგად ვითევზავეთ,ვსდიეთ სპინინგით ლავრაკს,ქაშაპსაც ჭოროხზე მაგრამ უშედეგოთ . ნიკამ ზღვის დრაკონიც კი დაიჭირა ,მისი იღბალი რომ მხოლოდ მსუბუქად უჩხვლიტა ამ საშინელებამ.

გადავწყვიტეთ სახლისკენ წამოვსულიყავით ,აჩიკო მივიყვანეთ სახლში მაგრამ ბატონმა ლევანმა ჩვენი სახლში შეყვანა მაინც მოახერხა იმ არგუმენტით რომ მისი უმცროსი ვაჟი ილია დღეს 2 წლის გახდა.ჩვენ უსინდისოები არ გეგონოთ ! ბავშვის უდღეგრძელებლად როგორ წამოვიდოდით ბათუმიდან? ხო და ძლივს წამევედით :drunk:

გეხუტეთ მესხიძეებო! ირავლეთ და იხარეთ ჩემო გულიანო ადამიანებო !

post-2-0-93648600-1466362276_thumb.jpg

post-2-0-32874100-1466362356_thumb.jpg

post-2-0-93789500-1466362414_thumb.jpg

post-2-0-76557500-1466362472_thumb.jpg

post-2-0-65347200-1466362529_thumb.jpg

post-2-0-68316300-1466362606_thumb.jpg

post-2-0-72731500-1466362670_thumb.jpg

post-2-0-30806300-1466362722_thumb.jpg

post-2-0-17082900-1466362780_thumb.jpg

post-2-0-05132800-1466362830_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

აუუუ რა ხალხთან შეხვედრას ავცილდი?!!!

სამწუხაროდ ვერ გადავდე ისეთი საქმე მქონდა.

 

გენაცვალეთ ლომებო!

მესხიძეებო გეხუტეთ კისერში!!! როცა ამ ოჯახს ვუცქერ ვრწმუნდები რომ ქართველობა არასოდეს წაიშლება!

Link to post
Share on other sites

გენაცვალეთ ძმებო !!! მაგრად მინდა თქვენთან ერთად ერთი საღამო მაინც რომ გავატარო. :* მომენატრეთ :(

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ნაცნობი შემოვიდა ჩემთან მაღაზიაში და გამახსენდა რომ დიდი ხანი შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრობდა თან გაქანებული სპინინგისტია.მან მითხრა რომ პილენგასს პოპერებით იჭერდნენ პეტრე პირველის ყურეში.პოპერი ვერცხლის ფერი სიგძით 9-9,5 სმ.ასე რომ გაითვალისწინეთ და მოსინჯეთ შემდეგში

Link to post
Share on other sites

იფ-იფ რა კარგი იქნებოდა თქვენთან ერთად ღამის გათენება...არცერთი სხვა ღონისძიება არ შეედრება ასეთ თევზაობას... :* მესხიძეებზე ხომ ზედმეტია საუბარი...ყოველთვის თავის დონეზე დგანან :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

მარტო მესხიძეებს არა, რამოდენიმეს ისე დაგადგებით თავზე ეს გადაკარგული რუისელი, აზრზე რომ ვერ იქნებით.

 

გაიხარეთ, თქვენ გენაცვალეთ თქვენა. :hi:

Link to post
Share on other sites

მარტო მესხიძეებს არა, რამოდენიმეს ისე დაგადგებით თავზე ეს გადაკარგული რუისელი, აზრზე რომ ვერ იქნებით.

 

გაიხარეთ, თქვენ გენაცვალეთ თქვენა. :hi:

 

 

შენ ახლა თლა ასე ნუ იზამ აქ როა. :old: უყურე ერთჯერ კიდე მაინც.

 

 

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მოგესალმებით! :)

 

მთელი თემა წავიკითხე და მოვედი ცოტა აზრზე რა უნდა ვქნა, თუმცა ამასთან ერთად უამრავი კითხვა მაქ მაინც... :D ტბაზე და მდინარეზე კი მაქ კარგი გამოცდილება მაგრამ ზღვაზე არასოდეს მითევზავია და ჩემი ნანატრი შვებულების ბოლო 2 დღე მინდა მას მივუძღვნა და თქვენი დახმარების იმედი მაქ... :) 12-13 ში მინდა ჩამოსვლა ზღვისპირეთში სათევზაოდ ღამისთევით. რაღაც-რაღაც ზღვის მონტაჟები კი მაქ სახლში 1-2 წლის წინ ნაყიდი, მაგრამ წასვლა რომ ვეღარ მოვახერხე, თქვენი რჩევების მიხედვით განახლებული აღჭურვილობით მინდა ჩამოსვლა. მოკლედ ძაან გამიგრძელდა და კითხვებზე გადავალ: :)

 

1. სად მირჩევთ თევზაობას? მზად ვარ ფოთიდან დაწყებული სარფით დამთავრებული ყველგან ჩამოვიდე სადაც მეტი შანსი მექნება დაჭერის... :)

2. რაზე მირჩევთ თევზაობას? (როგორც მივხვდი თურქულ ჭიაზე მოდის კარგად, მაგრამ მაქ შანსი სადმე მისი შოვნის? თუ არა და სხვა რა ალტერნატივას მირჩევთ სატყუარის სეზონის ამ დროს?)

3. ანკესები მაქ სხვადასხვა სიგრძის და შედარებით მაღალ ტესტიანებს წამოვიღებ. ძირითადზე რა ზომის ძუას მირჩევთ ზღვაზე? 0.4მმ, 0.5მმ? თუ უფრო მსხვილი?

4. რეზინის წამოღებასაც ვფიქრობ, ოღონდ აქ რაც წავიკითხე ნავით შეაქვთ ხოლმე წყალში, როგორც მივხვდი სროლა არ გამოვა ნაპირიდან ხელით. თუმცა ბატონი არჩილ მესხიძის მეთოდს რომ მივმართო ხომ შეიძლება მეც?

5. მეხუთე და ყველაზე მთავარი კითხვა! :D ხომ არავის აქ სურვილი თევზაობაზე გაფანატებულ, მაგრამ ზღვაზე გამოუცდელ მეთევზესთან ერთად ითევზაოს და თან პატარა გაკვეთილები ჩაუტაროს? :D :blush2: შემიძლია სანაცვლოდ კობრზე თევზაობის ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ.

 

ჯერჯერობით სულ ეს არის შსეკითხვები :D

Link to post
Share on other sites

1. თევაზაობა მდინარეების შესართავთან და კლდეებთან, პრიჩალებთანაც შეიძლება.

2. ბარაბულკა, კეფალი, სტავრიდი, სმარიდი, გარბილი, დრაკონი და რავიცი კიდევ ბევრი რამ. კრევეტი, ნაკელის ჭია, მიდია, პური თევზის ხორცი.

3. ანკესები 4 მეტრი და ზემოთ, ძირითადი მაქსიმუმ 0.3 ისიც იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით 80 მეტრზე ისვრი.

4. ახლა რეზინის შეტანა სასიამოვნოცაა მხოლოდ უნდა მოახერხო უხალხო ადგილის ნახვა.

5. კვირა თუ დაემთხვევა წავიდეთ.

Edited by levani
Link to post
Share on other sites

1. თევაზაობა მდინარეების შესართავთან და კლდეებთან, პრიჩალებთანაც შეიძლება.

2. ბარაბულკა, კეფალი, სტავრიდი, სმარიდი, გარბილი, დრაკონი და რავიცი კიდევ ბევრი რამ. კრევეტი, ნაკელის ჭია, მიდია, პური თევზის ხორცი.

3. ანკესები 4 მეტრი და ზემოთ, ძირითადი მაქსიმუმ 0.3 ისიც იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით 80 მეტრზე ისვრი.

4. ახლა რეზინის შეტანა სასიამოვნოცაა მხოლოდ უნდა მოახერხო უხალხო ადგილის ნახვა.

5. კვირა თუ დაემთხვევა წავიდეთ.

მადლობა ლევან ინფორმაციისთვის!

 

1. მდინარის შესართავებთან შეიძლება თევზაობა? მე როგორც მახსოვს 500მ დაშვებული მდინარის შესართავიდან...? :S

2.კრევეტებზე შეგიძლია დამაკვალიანო... ანუ სად და როგორ შეიძლება მოვიპოვო, თუ მაღაზიაში ნაყიდიც შეიძლება?

3. ...

4. რეზინის შეტანის შემთხვევაში ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ამ თემის პირველ გვერდზე რო სურათია იქ არ ჩანს თუმცა მახსოვს სადღაც წავიკითხე ტყვიასთან დამატებით კაპრონის ძაფს აბამენ რომ შემდეგ გამოტანა შეძლონ სიმძიმის... რამდენად სწორია და აუცილებელი? და კიდევ დაახლოებით რა სიმძიმის უნდა იყოს ტყვია რომ რეზინის გამოწელვისას არ გამოიტანოს წყალმა ნელ-ნელა?

5. სამწუხაროდ 12 ივლისი სამშაბათს უწევს... :( სავარაუდოდ კვირას ვერ შევძლებ წამოსვლას... იქნებ ოდესმე სხვა დროს შევძლოთ ერთად...:(

Link to post
Share on other sites

კი შეიძლება მე ჯერ არ მქონია პრობლემა, კრევეტების ყიდვა აქ შეიძლება უპრობლემოდ, ფოთში ნერესის მოთხრაც არაა ძნელი. სიმძიმე თუ წვრილი რეზინია 250 გრამი ეყოფა.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

არა ზური არ დამიჭერია არასოდეს. არადა ბაზარში სულ აქვთ ეს თევზი.

შავი ზღვის თემას დავამატე რამოდენიმე სახეობა და მაინტერესებს დანამდვილებით არის თუ არა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ეს თევზი.ზოგი წყარო ადასტურებს ზოგიც უარყოფს ამიტომ მინდა დანამდვილებული ინფო

Link to post
Share on other sites

აქც ამბობენ რომ არის შავ ზღვაში.

 

 

http://www.imr.no/genimpact/filarkiv/2007/07/gilthead_seabream.pdf/en

 

 

....Th e gilthead seabream, Sparus aurata, is a subtropical Sparidae distributed from 62°N

- 15°N, 17°W - 43°E. It occurs naturally in the Mediterranean and the Black Sea (rare),

and in the Eastern Atlantic, from the British Isles, Strait of Gibraltar to Cape Verde

and around the Canary Islands (1)......

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ყველა მყავს ამ ვიდეოდან დანაჭერი დაჟე უფრო მეტიც! ზურა შენ რომ დადე ოღონდ მასეთი არა ეგ დორადოა როგორც ვიცი!

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

მაგარი სტატიებია !!!!! ლევან შენი აზრი მაინტერესებს ძალიან.მართლა ყველა ეს თევზია ჩვენთან ?

 

http://delvaneo.ru/fishing/carassius/morskie-karasi-obitayushchie-v-chernom-more.html

 

ეს კი ცხრილი როდის და როგორ მოდიან ზღვის კარჩხანები

 

http://delvaneo.ru/fishing/carassius/rybolovnyj-kalendar.html

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...