Jump to content
Club-Monadire.Ge

თევზაობა შავ ზღვაზე


Recommended Posts

ვაა რა მაგრად გითევზავნია ლევან !!! თან მართლა რამხელა ბარაბულკებია ! ძალიან მაგარია ! ესეიკი სილიკონზე მოდის ხომ ?)ყოჩაღ და ყოჩაღ! აბა სულ ხეირი ძმა :yes: დატენე ხოლმე ტელეფონი თევზაობის წინ ! :*

Link to post
Share on other sites
  • Replies 411
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სამი საათით გავძვერი დღეს. ძალიან მაგრად მოდის, ისეა რომ 2 ჯოხით ვერ ითევზავებ.

გაიღვიძა ზღვამ  http://

ვიწყებ სეზონისთვის ემზადებას  http:// http:// http:// http://

Posted Images

ვააააააააა ლეუშა რა მაგარი თეზეი დაგიჭერია ბიჯოოოოოოოოო იფ,იფ, იფ. :yes:

 

 

შავი ზღვის მგელი ხარ რააააა. :*

 

 

ის ამბავი როდისაა რეზინკით რომ იჭირება ჰაააააა? ახლაც სიამოვნების ჟრუანტელი მივლის გახსენებაზე, შენ რომ ,,ნაჩნოი" გვათევზავე რა მაგარი იყო...

Link to post
Share on other sites

აი ნახეთ ხალხო რა გემრიელი და ,,ლამაზი" თევზები მოდის ახლა. ბარაბულკას ზომები ნახეთ რამხელები ჯდება. კიდევ დავამატებ ერთს, თუ იორშზე თევზაობთ და ნემსკავზე თევზის ხორცის წამოცმა არ გინდათ სილიკონის ტვისტერები დააბნიეთ ძალიან მაგარს ისიამოვნებთ.

 

8be4fbd740c0.jpg

 

ყოჩაღ ლევან!!!

 

ვაახ რა კარგები წამოსულა. მშვენიერებაა!

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ა ძმაო ამას ჰქვია ზღვის ნობათი, მაგარია ერთ გასვლაზე სხვადასხვა სახეობების დაჭერა.

 

ბარაქა ლევან. :hi:

Link to post
Share on other sites

იცოცხლეთ ხალხო, მამუ ერთი დაგერეკა ოჯახაშენებულო აქ თუ იყავი კაი მე უზრდელი ვარ და არ ვრეკავ ხშირად შენ გაგხსენებოდი აქ თუ იყავი, ჩამოვალ მეც სამტრედიაში, რომ წავალ მერე დაგირეკავ ბატონო. გელა ახლა სულ ღამე ვთევზაობ დღისით დაჯდა ჩემი მტერი პლიაჟზე :dance: გიო შენ ნახე ახლა შტორმი რომ დაარტყამს მერე როგორები წამოვა და თანაც რა ინტენსივობით, პაატა აგი ზღვა აგერცაა და არც თევზი ყავს ნაკლები ძმაო. ბიჭებო ჩემი თავი გენაცვალოთ ვისაც შეგიძლიათ მაგარი პერიოდია ახლა. ხოდა რაც მთავარია კიდევ ლავრაკი გამოჩნდა ნაპირთანო მეთევზეებმა მითხრეს, პავადოკზე მარტო ბარაბულკას თავები ამოდის გამტენიასო, ასე ლიფიორმა არ იცის. ვნახოთ აბა თუ მოუგებ მაგას ჭკუაში.

Link to post
Share on other sites

ქევხო

არჩილ ლავრაკი (Dicentrarchus labrax) ზღვის მტაცებელი თევზია რომელმაც შეიძლება 1 მეტრსა და 12 კილოს მიაღწიოს წონაში

 

5610eee2e6ac.jpg

Link to post
Share on other sites

salamandra

ოჰო, კაი ჯაჯგური ეცოდინება მაგასაც :)

ამ თევზს ქვია აგრეთვე ზღვის მგელი და სიბასი,მაგარი მებრძოლია...

Link to post
Share on other sites

levani

ლავრაკი რა არის? :)

 

ლევან შენი აზრით კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ზღვაზე ეს ამბები?

ყველა სეზონს მისი თევზი ყავს აჩი და მისი მუღამი აქვს. ახლა რაც მოდის ეს თევზები უმეტესობა მთელი წელი მოდის, მუღამი სატყუარას ნახვაშია. კიდევ უფრო რომ გაცხელდება წყალი მერე კარგად მუშაობს მიდიები და ზღვის ჭია.

Link to post
Share on other sites

ახლა დამირეკა ძმაკაცმა ბათუმის პორტიდან, გაკვირვებული მელაპარაკა :D ცარიელი ნემსკავებით იჭერენო, დავყურებ და ლამის მეტრამდე სიგრძისები დაცურავენო.

Link to post
Share on other sites

ვიცი აჩი :alfons: ცარიელი ნემსკავებით სტავრიდას იჭერენ მაგრად. ის მეტრიანები კეფალია ძალიან ახლო მოვიდა.

Link to post
Share on other sites

ახლა დამირეკა ძმაკაცმა ბათუმის პორტიდან, გაკვირვებული მელაპარაკა :D ცარიელი ნემსკავებით იჭერენო, დავყურებ და ლამის მეტრამდე სიგრძისები დაცურავენო.

 

ეგ ბრაკონიერობაა! სამკავებზე("ტრაინიკებზე") იჭერენ ე.წ. "ბაგრენიით"(багрение) ანუ მიზანმიმართული გამოდებით. ბევრი თევზი ზიანდება და კვდება მასეთი ბრაკონიერული მეთოდით.

 

ესენიც ნახეთ:

http://rybnadzor.org/?p=4147

 

http://gazeta.crimea.ua/news/kosyaki-kefali-ystremilis-k-beregam-krima-kak-poimat-riby-3601

 

http://rybnadzor.org/?p=3901

 

http://www.sevastopol.su/news.php?id=45619

 

 

 

 

https://www.facebook.com/MOEgeorgia/posts/200931650030800?comment_id=472265&offset=0&total_comments=1&ref=notif&notif_t=share_comment

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

არა დავით სტავრიდას სამადური ნახა ალბათ ისიც ცარიელი ნემსკავებია. ახლა ტრაინიკებით არ იჭერენ.

Link to post
Share on other sites

DMORAL

 

გააჩნია სამკაუჭის ზომას.

 

10#-დან 18#-მდე, ვერაფერს უზავს თევზს, მითუმეტეს მაგ ზომისებს.

Link to post
Share on other sites

არა დავით სტავრიდას სამადური ნახა ალბათ ისიც ცარიელი ნემსკავებია. ახლა ტრაინიკებით არ იჭერენ.

დღეს და გუშინ თუ შეწყვიტეს არვიცი. ოქტომბერში, ბათუმის მორვაგზალთან კი 10-15 კაცი ცარიელ ტრაინიკიანი ჯოხის მოქნევის მეტს არაფერს აკეთებდა.

თვითონ ვნახე.

 

ლევან, სტავრიდას "სამადურზე" კეფალი პირით ჯდება????

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ოქტომბერში და მთელი ზამთარი კი დავით იმიტომ რომ მაგ დროს წყალი ცივდება, ჯგუფებად იყრის თევზი თავს და ზანტდება. ასე რომ მაგ დროს ყველაზე ხელსაყრელია სამკაპებით თევზაობა. ახლაც თუ მიასკდი და მთელი დღე ოფლი ღმარე კი დაიჭერ მარა არ ღირს და გაჩერებული არიან. სამადურზე მე არასოდეს არ მქონია შემთხვევა კეფალი პირით დამეჭიროს (ზურგით და გვერდზე გამოდებული კი ბატონო) მაგრამ გამორიცხული არაფერია თუ გადარევაზეა მშიერი და ძალიან ახლოს გაუჩერდა სამადური ეგება კიდეც მიეტანოს.

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას

კეთილი იყოს ჩემი პოსტი აქ.... მინდა გისურვოთ ყველას მოვესწრებოდეთ ისეთ დღეს როდესაც ყველა ქართველი ერთმუშტად იქნება შეკრული ბრაკონიერების წინააღმდეგ,

წავიკითხე თQვენი პოსტები აქ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ პროფესიონალობამდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია იმიტომ რომ ჯერ არც კი მითევზავია ზღვაზე, თუმცა დასავლეთ საქართველოს ტბები და მდინარეები საკმაოდ მაქვს შემოვლილი და მივზდევ ტრადიციას "დაიჭირე და გაუშვი" :)

მინდა რამოდენიმე რჩევა მომცეთ ზღვაზე თევზაობის შესახებ.

1) სად წავიდე სათევზაოდ ზღვაზე სარფში?

2) როგორი "ჯოხები" წავიღო რომელი ძუა და რა ნომერი ნემსკავები?

3) სატყუარად რა გამოვიყენო და სად "ავიღო"?

4) "კორმი" თუ დამჭირდება?

წინასწარ გიხდით მადლობას ვიცი არ დამზარდებით და მიპასუხებთ :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...