Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Mauro Battaglia

 

მაურო ბატალია დაიბადა 1954 წელს იტალიის ჩრდილოეთში ქალაქ რევენაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. ბავშვობის წლებიდან ტექნიკისადმი იჩენდა მიდრეკილებას, ხოლო ნადირობის სიყვარული მამიდან შთამომავლობით გადაეცა. ამ ორი მისწრაფების გაერთიანებით მაუროსათვის იარაღი უფრო მეტი გახდა ვიდრე ინჟინერული ჩანაფიქრი. იარაღი მაუროსათვის მხატვრული ინტერესის ობიექტს წარმოადგენს.

1983 წელს მან კონდახების გაკეთება და დაყვანა დაიწყო. ამისათვის საჭირო ინსტრუმენტები თავად დააპროექტა და დაამზადა. ამ საქმეში მაუროს კლასი სწრაფად აღიარეს იტალიის რამდენიმე ცნობილმა ოსტატმა. შემდებ ბატალია პრაქტიკას გადიოდა ბრეშიის მეიარღეთა გილდიაში.

1992 წელს ბატალიამ საკუთარი საიარაღო-სარემონტო საამქრო გახსნა. ის დღემდე თვითნასწავლ ოსტატად რჩება, რომელიც აღიარებულია იარღის სპეციალისტების მიერ.

1998 წელს მისი რეიტინგი უფრო გაიზარდა, რადგან მაურომ დაასრულა ლეგენდარული მეიარაღის, არნოლდო ზაკარიას(1882-1959წწ) ჰორიზონტალური ორლულიანის გაკეთება. ამ თოფის დამთავრება ზაკარიას სიკვდილმა არ დააცალა, ხოლო საქმის გაგრძელებას კი მისივე მოსწავლეები ვერ ბედავდნენ. მაურო ბატალიამ შეისყიდა დაუმთავრებელი ორლულიანი და დაასრულა მისი გაკეთება.

დასრულებული ნაკეთობა 1998 წელს ბრეშიის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

დღეისათვის ბატალიას საწარმოდან მხოლოდ ცალობითი იარღი გამოდის. ეს თოფები ძველი იტალიელი ოსტატების ნაკეთობათა ტრადიციებს აგრძელებენ. ბატალიას ნაკეთობანი იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ თოფების უდიდესი ნაწილი ინგლისში იყიდება. ბატალიას თოფების გრავირებაზე ახალგაზრდა იტალიელი გრავიორი მაქსიმ გობი მუშაობს.

 

წარმოგიდგენთ ბატალიას რამდენიმე შედევრს

 

 

Battaglia angel გობის გრავირებით

 

c0be2e28e960.jpg

 

 

ენსონ-დილეის საკეტზე, ლულები დემიბლოკი, ერთ ან ორ სასხლეტზე, ავტომატურ ეჟექტორზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი, 12 ან 20 ყალიბი, სავაზნის სიგრზე 70 ან 76სმ, ლულის სიგრძე 66სმ-დან 76 მმ-მდე, საერთო სიგრძე 109 სმ-დან 127 სმ-მდე, წონა 2,9კგ-ს ფარგლებში, ლულათა შევიწროება შეკვეთის შესაბამისად.

 

 

 

 

 

Battaglia history

 

93a0f74fca23.jpg

 

 

12 ან 20 ყალიბი, სასხლეტი გვერდით დაფებზე, 70მმ ან 76მმ სავაზნით, ლულები დემიბლოკი, ავტომატურ ეჟექტორზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლი, ლულის სიგრძე 66სმ-დან 76 სმ-მდე, საერთო სიგრძე 109 სმ-დან 127 სმ-მდე, წონა 2,9კგ-3,3კგ, ლულათა შევიწროება შეკვეთის შესაბამისად.

 

 

 

Battaglia manuela

 

 

9d26fc12ef8d.jpg

 

განკუთვნილია ქალბატონებისათვის; ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებზე, 20 ყალიბი, ლულები დემიბლოკი, ავტომატურ ეჟექტორზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლი, ლულის სიგრძე 66სმ ან 71 სმ, საერთო სიგრძე 102 სმ-დან 119 სმ-მდე, წონა 2,8კგ-ს ფარგლებში, ლულათა შევიწროება შეკვეთის შესაბამისად.

 

 

 

Battaglia mercedes

 

 

3ffc4edf7cd5.jpg

 

ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებზე; 12, 16, 20, 28, 36 ყალიბი, ლულები დემიბლოკი, ავტომატურ ეჟექტორზე, კონდახი(ინგლისური) უმაღლესი ხარისხის კაკლი, სავაზნე 70 ან 76მმ, ლულის სიგრძე 66სმ-76 სმ, ერთ ან ორ სასხლეტზე, საერთო სიგრძე 109 სმ-დან 127 სმ-მდე, წონა 2,9კგ-დან 3,2კგ-მდე, ჩოკები შეკვეთის შესაბამისად.

 

 

Battaglia monia

 

f575241952f0.jpg

 

ჰოლანდ-ჰოლანდის საკეტებზე; 12, 16, 20, 28, 36(.410) ყალიბი, ლულები დემიბლოკი, ავტომატურ ეჟექტორზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლი, სავაზნე 70 ან 76მმ, ლულის სიგრძე 66სმ-76 სმ, ერთ ან ორ სასხლეტზე, საერთო სიგრძე 109 სმ-დან 127 სმ-მდე, წონა 3კგ-ს ფარგლებში, ჩოკები შეკვეთის შესაბამისად.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

MB1

 

3affdf19a3ab.jpg

 

საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 780მმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთ სასხლეტზე, სპორტული კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,75კგ, გრავირდება მაქს გობის მიერ, განთავსებულია ქეისში.

 

9ea54b0b3596.jpga9ec9f91c854.jpg

 

 

 

a38d6868c4b8.jpg

 

 

 

 

 

 

MB2

 

c0433445ca1c.jpg

 

საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 760მმ, არხის დიამეტრი 18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი, სამიზნე თამასის ზომები 10х10მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, ერთ სასხლეტზე, სპორტული კონდახი, ეჟექტორებზე, წონა 3,7კგ, გრავირდება მაქს გობის მიერ, განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

 

439f06015ac9.jpgb55d1f7b1059.jpg

 

 

 

1941a7342511.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...