Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

RENATO GAMBA

 

8253e3516a45.jpg

6c2c610eb615.jpg

 

 

 

გამბას ოჯახი გარდონში XVIII საუკუნის პირველ ნახევარში გადმოვიდა ვალ-ბრემბანადან, მას უკვე ჰქონდა გამოცდილება იარაღის წარმოებაში. იმ პერიოდში ამ ზონაში ინტენსიურად ვითარდებოდა ეს დარგი მეტალურგიასთან ერთად. 1748 წელს ჯუზეპე გამბასა და ადგილობრივი მეიარაღის ქალიშვილის, მადდალენე ბერელის ქორწინებით საფუძველი ჩაეყარა ახალ იარღისმწარმოებელ დინასტიას. დღეს ამ დინასტიის ტრადიციებს რენატო გამბა და მისი შვილები ენრიკო და მარცელა აგრძელებენ(მარცელას სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული ტანსაცმელია MG მარკით).

დღეისათვის ფირმა შედის Societa Arm Bresciane s.r.l.(SAB)-ის შემადგენლობაში, რომელსაც რენატო გამბა ხელმძღვანელობს. S.A.B. -ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის Armi Zanotti 1625 , რომელიც ფირმამ შეისყიდა 1984 წელს. ზანოტი ძველი ცნობილი ფირმაა, რომლის სპეციალიზაცია მხოლოდ მაღალხარისხოვანი სანადირო თოფების წარმოებაა.

 

a83acc57311e.jpg

 

 

გაერთიანება SAB-ს წარმომადგენლობები აქვს აშშ-ში, კანადაში, პერუში,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ფირმის დევიზია: ,, საუკეთესო ინსტრუმენტი ოსტატის ხელები და თავია".

ამ უძველესი ფირმის საწარმოო ბაზა ულტრათანამედროვეა, რაც უზუსტესი დამუშავების საწინდარია. საკმაოდ დიდია ხელით შრომის ხვედრითი წილი. გარკვეული სამუშაოებისათვის ფირმა მოწვეულ ოსტატებსაც იყენებს.

ამ ფირმის ნაწარმი ძალიან მაღალი ხარისხისა და რესურსის მქონეა. ლულები უმაღლესი ხარისხის ლეგირებული ფოლადისაა. ლულები დემიბლოკებია. ყველაზე მაღალი ხარისხის ლულებს Boehler-ის მარკის ფოლადისაგან ამზადებენ. კონდახის დამზადებისას ითვალისწინებენ 8 ძირითად პარამეტრს. სპორტულ მოდელებს კონდახის ქედი რეგულირებადი უკეთდებათ.

ფირმის გლუვლულიანები მრავალფეროვნების დიდი სპექტრით ხასიათდებიან. გამოდის როგორც ვერტიკალური ისე ჰორიზონტალური მოდელები, თუმცა ვერტიკალურები მაინც უმეტესობას შეადგენენ. მათ აერთიანებთ მთელი რიგი ტიპიური მსგავსებანი. პირველ რიგში ესაა კალაპოტი, რომელიც ნაწილებთან ერთად ერთი მასიური მეტალისაგან მზადდება(რესურსს ზრდის). ერთ-ერთი მათგანია სპორტული თოფი Le Mans

 

 

81a9e9e0e06f.jpg

 

მასიური ფოლადის კალაპოტები მზადდება სპორტული თოფებისა და შტუცერებისათვის, ხოლო Ergal 55-ის მარკის ფოლადის ნადნობი მსუბუქ მეტალებთან კი მსუბუქ სანადირო თოფების კალაპოტებისთვისაა განკუთვნილი. ფირმის ყველაზე ცნობილი ვერტიკალურია Daytona SL, რომელიც Boss & Со-ის საკეტებითაა აღჭურვილი, აქვს სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და რეგულირებადი სასხლეტი

 

aed12159ebc0.jpg

 

 

გლუვებთან ერთად ფირმა მაღალი კატეგორიის შტუცერებსაც უშვებს. პრესტიჟულ მოდელებზე გრავირებას მსოფლიო დონის ოსტატები აკეთებენ. მაგალითად მანრიკო ტორკოლი, ანჯელო გალეაცი.

5a9ce3a993e6.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 2 weeks later...

Daytona K2 სპორტული

 

4ee0eac9b9e3.jpg

 

69068218771f.jpg 75602bfa6204.jpg

საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 750, 760, 810მმ(წონა 1,45-1,55კგ), სავაზნე ქრომირებულია, ლულა დამზადებულია უჟანგი ფოლადით; არხის დიამეტრი 18,5-18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი("Brilay"), სამიზნე თამასა 11х8მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, სახსნელი მექანიზმი, ერთ სასხლეტზე(სურვილისამებრ რეგულირებადი), ეჟექტორზე, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში.

საბრძოლო ზამბარები აღჭურვილია მიმმართველებით და მოთავსებულია სპეცკონტეინერებში. აღნიშნული უზრუნველყოფს მათ მუშაობას გატეხვის შემთხვევაშიც კი(!!!)

აქვს ძალიან მაღალი რესურსი.

 

 

3f2373876230.jpg a88d59e6c634.jpg

 

 

 

 

Ambassador

 

86c2f5f7c117.jpg

 

საკეტი ორმაგი(პერდე), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულები დემიბლოკი(სიგრძე 720მმ), არხის დიამეტრი 18,4მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,4-0,8მმ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორზე, წონა 3,4 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში.

b144d085a5a8.jpg b14a3fa9e706.jpg

 

480f916bb7a0.jpg

 

 

 

 

 

Ambassador Black&Gold

 

c0be1c0c7f6c.jpg

 

საკეტი ორმაგი(პერდე), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულები დემიბლოკი(სიგრძე 710მმ), არხის დიამეტრი 18,4მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,5-0,1მმ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორზე, წონა 3,2 კგ, გრავირდება ხელით(ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია ტყავის ქეისში.

 

989503a65d4a.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...