Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 RENATO GAMBA გამბას ოჯახი გარდონში XVIII საუკუნის პირველ ნახევარში გადმოვიდა ვალ-ბრემბანადან, მას უკვე ჰქონდა გამოცდილება იარაღის წარმოებაში. იმ პერიოდში ამ ზონაში ინტენსიურად ვითარდებოდა ეს დარგი მეტალურგიასთან ერთად. 1748 წელს ჯუზეპე გამბასა და ადგილობრივი მეიარაღის ქალიშვილის, მადდალენე ბერელის ქორწინებით საფუძველი ჩაეყარა ახალ იარღისმწარმოებელ დინასტიას. დღეს ამ დინასტიის ტრადიციებს რენატო გამბა და მისი შვილები ენრიკო და მარცელა აგრძელებენ(მარცელას სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული ტანსაცმელია MG მარკით). დღეისათვის ფირმა შედის Societa Arm Bresciane s.r.l.(SAB)-ის შემადგენლობაში, რომელსაც რენატო გამბა ხელმძღვანელობს. S.A.B. -ის შემადგენლობაში აგრეთვე შედის Armi Zanotti 1625 , რომელიც ფირმამ შეისყიდა 1984 წელს. ზანოტი ძველი ცნობილი ფირმაა, რომლის სპეციალიზაცია მხოლოდ მაღალხარისხოვანი სანადირო თოფების წარმოებაა. გაერთიანება SAB-ს წარმომადგენლობები აქვს აშშ-ში, კანადაში, პერუში,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ფირმის დევიზია: ,, საუკეთესო ინსტრუმენტი ოსტატის ხელები და თავია". ამ უძველესი ფირმის საწარმოო ბაზა ულტრათანამედროვეა, რაც უზუსტესი დამუშავების საწინდარია. საკმაოდ დიდია ხელით შრომის ხვედრითი წილი. გარკვეული სამუშაოებისათვის ფირმა მოწვეულ ოსტატებსაც იყენებს. ამ ფირმის ნაწარმი ძალიან მაღალი ხარისხისა და რესურსის მქონეა. ლულები უმაღლესი ხარისხის ლეგირებული ფოლადისაა. ლულები დემიბლოკებია. ყველაზე მაღალი ხარისხის ლულებს Boehler-ის მარკის ფოლადისაგან ამზადებენ. კონდახის დამზადებისას ითვალისწინებენ 8 ძირითად პარამეტრს. სპორტულ მოდელებს კონდახის ქედი რეგულირებადი უკეთდებათ. ფირმის გლუვლულიანები მრავალფეროვნების დიდი სპექტრით ხასიათდებიან. გამოდის როგორც ვერტიკალური ისე ჰორიზონტალური მოდელები, თუმცა ვერტიკალურები მაინც უმეტესობას შეადგენენ. მათ აერთიანებთ მთელი რიგი ტიპიური მსგავსებანი. პირველ რიგში ესაა კალაპოტი, რომელიც ნაწილებთან ერთად ერთი მასიური მეტალისაგან მზადდება(რესურსს ზრდის). ერთ-ერთი მათგანია სპორტული თოფი Le Mans მასიური ფოლადის კალაპოტები მზადდება სპორტული თოფებისა და შტუცერებისათვის, ხოლო Ergal 55-ის მარკის ფოლადის ნადნობი მსუბუქ მეტალებთან კი მსუბუქ სანადირო თოფების კალაპოტებისთვისაა განკუთვნილი. ფირმის ყველაზე ცნობილი ვერტიკალურია Daytona SL, რომელიც Boss & Со-ის საკეტებითაა აღჭურვილი, აქვს სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და რეგულირებადი სასხლეტი გლუვებთან ერთად ფირმა მაღალი კატეგორიის შტუცერებსაც უშვებს. პრესტიჟულ მოდელებზე გრავირებას მსოფლიო დონის ოსტატები აკეთებენ. მაგალითად მანრიკო ტორკოლი, ანჯელო გალეაცი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 RENATO GAMBA – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2012 Author Report Share Posted February 23, 2012 Daytona K2 სპორტული საკეტი BOSS, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 750, 760, 810მმ(წონა 1,45-1,55კგ), სავაზნე ქრომირებულია, ლულა დამზადებულია უჟანგი ფოლადით; არხის დიამეტრი 18,5-18,4მმ, 5 სახსნელი ჩოკი("Brilay"), სამიზნე თამასა 11х8მმ, შემაერთებელი თამასა ვენტილირებადი, სახსნელი მექანიზმი, ერთ სასხლეტზე(სურვილისამებრ რეგულირებადი), ეჟექტორზე, წონა 3,65-3,7კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია პლასტიკატის ქეისში. საბრძოლო ზამბარები აღჭურვილია მიმმართველებით და მოთავსებულია სპეცკონტეინერებში. აღნიშნული უზრუნველყოფს მათ მუშაობას გატეხვის შემთხვევაშიც კი(!!!) აქვს ძალიან მაღალი რესურსი. Ambassador საკეტი ორმაგი(პერდე), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულები დემიბლოკი(სიგრძე 720მმ), არხის დიამეტრი 18,4მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,4-0,8მმ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორზე, წონა 3,4 კგ, გრავირდება ხელით, განთავსებულია ტყავის ქეისში. Ambassador Black&Gold საკეტი ორმაგი(პერდე), ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულები დემიბლოკი(სიგრძე 710მმ), არხის დიამეტრი 18,4მმ, ფიქსირებული ჩოკები 0,5-0,1მმ, სამიზნე თამასის ზომები 10х7მმ, ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორზე, წონა 3,2 კგ, გრავირდება ხელით(ოქროს ინკუსტაცია), განთავსებულია ტყავის ქეისში. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.