Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Angelo Zoli ამჟამად ფირმა ,,ანჟელო ზოლი" არ არსებობს, მაგრამ მის მიერ წარმოებული სანადირო და სპორტული იარაღი მოწინავე იტალიური ფირმების ნაწარმს არაფრით ჩამოუვარდება. ეს ფირმა კომპანია ,,ანტონიო ზოლში" არ უნდა აგვერიოს მიუხედავად იმისა, რომ ორთავე იტალიის ქალაქ ბრეშაში მდებარეობდა. ,,ანჟელო ზოლი" ტიპიურ საოჯახო საწარმოს წარმოადგენდა, რომელიც ბრწყინვალე იარაღს აწარმოებდა თავისი კლიენტებისა და სხვა კომპანიებისათვის. ასე მაგალითად, ფირმა ,,ვეზერბისათვის" ამზადებდა მოდელს ,,რიჯენსი" , ხოლო კომპანია RWS/ Dynamit Nobel-სთვის ამზადებდა Rottweil- 650-ს. გარდა ამისა ,,ანჟელო ზოლი" .45 და .50 ყალიბების ,,კენტუკისა" და .58 ყალიბის ,,ზუავ" კარაბინების კოპიებს ამზადებდა. ლითონის დეტალებს ფირმა ქრომომოლიბდენის ფოლადისაგან ამზადებდა(ლულის შიდა ნაწილები აუცილებლად ქრომირებული იყო). ყველა ლულა 1200 ბარ წნევაზეა გამოცდილი. Angelo Zoli Airone ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ ან ორ სასხლეტზე; წონა 3,1 კგ; სიგრძე 108 სმ; ლულის სიგრძე 62 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება სრული ჩოკი; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). აღარ იწარმოება 1980 წლიდან. Angelo Zoli Athena საიდლოქი ყალიბი 12 ან 20; სავაზნის სიგრძე 70მმ; ორ სასხლეტზე; წონა 3,1 კგ; სიგრძე 113 ან 116 სმ; ლულის სიგრძე 68 ან 70სმ; ეჟექტორზე; ლულის შევიწროება სრული ჩოკი და ნახევარჩოკი ან 3/4 ჩოკი და 1/4 ჩოკი; კონდახი კაკლის(ინგლისური ტიპის). აღარ იწარმოება 1980 წლიდან. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.