Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Caesar Guerini იტალიური კომპანია ცეზარ გუერინი დაფუძნდა 2000 წელს ბრეშიას რაიონში მარჩენოში. ფირმა იმ პერიოდში შეიქმნა, როცა კომპიუტერული მართვის ჩარხებმა თავის სრულყოფილებას მიაღწიეს. ამას შეერწყა ხელით შრომის მაღალი კლასი და მიღებული იქნა ულტრათანამედროვე საწარმო, რომელშიც იდეალურადაა შეთავსებული ახალი ტექნოლოფიები და ძველი ტრადიციები. კომპანიის დამფუძნებლებია ძმები ჯორჯიო და ანტონიო გუერინი, რომელთა მიზანი ექსტრა კლასის იარაღის სერიული წარმოებაა. ფირმის დაფუძნების დროისათვის ძმებს იარაღის ინდუსტრიაში სოლიდური გამოცდილება გააჩნდათ(ანტონიოს ინჟინრისა, ხოლო ჯორჯიოს კი იარაღის გაყიდვის სფეროში). ანტონიოს ნახევარავტომატის ინერციული მექანიზმის საკუთარი კონსტრუქცია გააჩნია. საწარმო რომელშიც 20 ოსტატი მუშაობს, 2 კორპუსისაგან შედგება. აქ საამქროების გარდა არის სტენდი, ტექნიკური სათავსოები და ოფისი. ამ ახლალგაზრდა კომპანიას ლულის საკუთარი წარმოება ჯერ არ გააჩნია. რაც შეეხება კალაპოტსა და მექანიზმს, მათი დამზადება, აწყობა და დაყვანა ადგილზე ხდება(გრავირებას საწარმოს გარეთ ახდენენ). ხის ნაწილები, ისევე როგორც ლულები სხვა საწარმოებიდან შემოაქვთ. მათი დაყვანა და მორგება-რეგულირება კი ადგილობრივი ოსტატების პრეროგატივაა. ფირმის საბაზო მოდელებია საკუთარი კონსტრუქციის ინერციული ნახევარავტომატები და Browning Over-Under-ის კლასიკური ორლულიანი. თავისი წარმოების ბრაუნინგის კლასიკურ მოდელში ფირმამ რეგულირების დიდი მრავალფეროვნება დაამატა. ესაა სასხლეტი კავის 7 პოზიცია და კონდახის რეგულირების სხვადასხვა პოზიცია. გარდა ამისა აღსანიშნავია კონდახში ჩასმული ამორტიზატორი kinetic balancer, რომელიც უკუცემის შემცირების გარდა ბალანსის რეგულირების საშუალებას იძლევა. ბალანსის რეგულირება 3 მრგვალი ,,საწონით" ხდება(თითოეული 40 გრამს იწონის). 2010 წლიდან ფირმამ ახალი სპორტული მოდელი გამოუშვა Impact Project. მისი მახასიათებელი თავისებურება სამიზნე თამასის სიმაღლის რეგულირებაში მდგომარეობს(25-30 მმ-ით). აღნიშნული აადვილებს თოფის სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში გამოყენებას(სპორტინგი, მრგვალი, ტრანშეული სტენდები). ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Caesar Guerini – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 15, 2012 Author Report Share Posted June 15, 2012 Guerini Round Action ამ თოფში ყურადღებას იქცევს მომრგვალებული კალაპოტი(შეადარეთ შოტლანდიურ დიქსონებს). მისი პროტოტიპია Guerini - Maxum. ახალ მოდელში შემცირებულია წონა და დახვეწილია კალაპოტის დიზაინი. ეს მოდელი ხასიათდება მდიდარი გრავირებით; ლულები 30 დიუმის სიგრძისაა და შეერთებულია მონობლოკის პრინციპით. ექსპერტთა აზრით ესაა ბიუჯეტური მოდელი ძვირფასი თოფის შესახედაობითა და მაჩვენებლებით. წონა შეადგენს 2,95კგ-ს, ხოლო ფასი სამი ათასი ევრო(გრავირების ფასის შესაბამისად შესაძლებელია 4000 ევროს ღირებულება). იარაღის ექსპერტთა აზრით თოფი უცილობლად ამართლებს ფასს და შეჰყავთ კატეგორიაში ,,საუკეთესო შენაძენი". ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ფოტებს დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ესეც დამატებით ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 15, 2012 Report Share Posted June 15, 2012 ეს ქარხანა და მისი წარმოება ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 28, 2012 Author Report Share Posted June 28, 2012 Caesar Guerini Essex Limited ეს თოფი კალაპოტის ფერადი ოქსიდირებით გამოირჩევა სხვა მოდელებისაგან; ყალიბი 12,20,28 ან 36. ლულის სიგრძე 32 დიუმი; წონა 2,8-3,1 კგ; კონდახი მზადდება ხელით. დანარჩენი პარამეტრები მყიდველის სურვილისამებრ. იწარმოება შეზღუდული რაოდენობით. ფასი 2845 გირვანქა სტერლიგიდან იწყება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 21, 2012 Author Report Share Posted November 21, 2012 Caesar Guerini Maxum მიმდინარე თვეს ბრიტანულმა ინტერნეტპორტალმა Shooting UK შეაფასა თოფი "Mаxum". ექსპერტთა აზრით ამ მოდელში ოპტიმალურადაა შერწყმული ფასი და ხარისხი. Maxum-ი ძვირფასად გამოიყურება და პარალელურად მის უახლოეს კონკურენტებთან შედარებით იაფია. ელეგანტური დიზაინი, ბრწყინვალე ბალანსი, დაყვანის უმაღლესი ხარისხი და მდიდარი გრავირება_ ეს ნამდვილი იტალიური ხარისხია. ლულები შეერთებულია მონობლოკის პრინციპით და მწარმოებელი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათში უპრობლემოდაა შესაძლებელი ლითონის მასრის გამოყენება(შეძლებული მონადირეებიც კი აკეთებენ ეკონომიას ); კონდახი დამზადებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან; გრავირებას აკეთებენ Giovanelli-ის სამხატვრო საწარმოში. თოფის მასა შეადგენს 3,6კგ-ს და განთავსებულია ქეისში. ფასი დიდ ბრიტანეთში შეადგენს 2500 გირვანქა სტერლინგს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 30, 2014 Author Report Share Posted January 30, 2014 Caesar Guerini Ellipse evo ნახეთ რა კალაპოტია შოტლანდიურ სტილში მოდელი გამოდის 20 და 28 ყალიბში; ძირითადად გრავირება შესრულებულია ლაზერით, ხოლო ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებში ხელით; ლულების ფოლადი 42CrMo4, სიგრძე 710მმ 660 ან 760მმ, არხის დიამეტრი 20 ყალიბისათვის 15,9, გამოცდილია 1370 ბარ წნევაზე, 5 სახსნელი ჩოკით; კალაპოტი ფოლადისაა(18NiCrMo5); ეჟექტორზე; ერთ სასხლეტზე; წონა 2886გრამი, საერთო სიგრძე 1150მმ; თოფი განთავსებულია ხავერდგამოკრულ პლასტიკატის ქეისში, რომელსაც ციფრული საკეტი აქვს. კომპლექტში შედის ხავერდის შალითა და ანტაბკები. ფასი 3417 ევრო(იმავე ფასში შესაძლებელია ვიყიდოთ ამავე მოდელი მსუბუქი მეტალების კალაპოტით(Ellipse Еvo Light)); ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 30, 2014 Report Share Posted January 30, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 8, 2016 Author Report Share Posted January 8, 2016 ძალიან გამახარა გიორგი(ელჩის) მიერ მოწოდებულმა ინფომ, რომლის თანახმადაც მისი სალომე ნადირობის საწყისებს დაუბრუნდა B) ამ პოსტს სწორედ მას უძღვნი, გაიხარე ძმიშვილო! Syren USA ამერიკული კომპანია Syren USA პრაქტიკულად უცნობია აშს-ს ფარგლების გარეთ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ფირმა წარმოადგენს "ცეზარ გუერინის" განყოფილებას, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს ექსკლუზიურ იარაღს მხოლოდ ქალბატონებისათვის. მოდელთა რიგი ასეა წარმოდგენილი: Magnus, Tempio, ELOS Venti და XLR5. ისინი იწარმოება მრავალ მოდიფიკაციაში და განკუთვნილია ნადირობისათვის ან სტენდისათვის. ყველა მოდელის პროექტირებაში უშუალოდ მონაწილეობენ პროფესიონალი მესტენდური ქალბატონები, ამიტომ თითოეულ ეგზემპლიარში გათვალისწინებულია ულამაზესი სქესის ყველა მოთხოვნა და სურვილი, კერძოდ მცირე წონა, უკუცემის შემამცირებელი მოწყობილობები(საბჟენი Kinetik), გათვალისწინებულია კონდახის მიმართ წაყენებული ერგონომიკური თავისებურებანი. აღნიშვნის ღირსია იარაღის მთლიანი დიზაინი, რომელიც კლასიკურ ელეგანტურ სტილს ეფუძნება. Syren USA-ის საფირმო იარაღი განეკუთვნება ელიტალურს და მათი ფასები უსაში მერყეობს 2000-დან 5500 მწვანეს ფარგლებში. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 8, 2016 Report Share Posted January 8, 2016 გელა თოფები კი კაია,მარა ფასები წაშალე სანამ აკიდე გიოს ინფარქტი!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 8, 2016 Author Report Share Posted January 8, 2016 გელა თოფები კი კაია,მარა ფასები წაშალე სანამ აკიდე გიოს ინფარქტი!!! გიოს "ინფარქტს" ენაცვალა გელაძია, ხოდა ქე გეივლოს ხელი მამამისმა ჯიბეზე ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.