Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Caesar Guerini

 

 

 

044dea83bb86.jpg

 

 

იტალიური კომპანია ცეზარ გუერინი დაფუძნდა 2000 წელს ბრეშიას რაიონში მარჩენოში.

ფირმა იმ პერიოდში შეიქმნა, როცა კომპიუტერული მართვის ჩარხებმა თავის სრულყოფილებას მიაღწიეს. ამას შეერწყა ხელით შრომის მაღალი კლასი და მიღებული იქნა ულტრათანამედროვე საწარმო, რომელშიც იდეალურადაა შეთავსებული ახალი ტექნოლოფიები და ძველი ტრადიციები. კომპანიის დამფუძნებლებია ძმები ჯორჯიო და ანტონიო გუერინი, რომელთა მიზანი ექსტრა კლასის იარაღის სერიული წარმოებაა. ფირმის დაფუძნების დროისათვის ძმებს იარაღის ინდუსტრიაში სოლიდური გამოცდილება გააჩნდათ(ანტონიოს ინჟინრისა, ხოლო ჯორჯიოს კი იარაღის გაყიდვის სფეროში). ანტონიოს ნახევარავტომატის ინერციული მექანიზმის საკუთარი კონსტრუქცია გააჩნია.

 

b2d05190d7e8.jpg

 

საწარმო რომელშიც 20 ოსტატი მუშაობს, 2 კორპუსისაგან შედგება. აქ საამქროების გარდა არის სტენდი, ტექნიკური სათავსოები და ოფისი. ამ ახლალგაზრდა კომპანიას ლულის საკუთარი წარმოება ჯერ არ გააჩნია. რაც შეეხება კალაპოტსა და მექანიზმს, მათი დამზადება, აწყობა და დაყვანა ადგილზე ხდება(გრავირებას საწარმოს გარეთ ახდენენ). ხის ნაწილები, ისევე როგორც ლულები სხვა საწარმოებიდან შემოაქვთ. მათი დაყვანა და მორგება-რეგულირება კი ადგილობრივი ოსტატების პრეროგატივაა.

ფირმის საბაზო მოდელებია საკუთარი კონსტრუქციის ინერციული ნახევარავტომატები და Browning Over-Under-ის კლასიკური ორლულიანი.

 

61d66527551a.jpg

 

თავისი წარმოების ბრაუნინგის კლასიკურ მოდელში ფირმამ რეგულირების დიდი მრავალფეროვნება დაამატა. ესაა სასხლეტი კავის 7 პოზიცია და კონდახის რეგულირების სხვადასხვა პოზიცია. გარდა ამისა აღსანიშნავია კონდახში ჩასმული ამორტიზატორი kinetic balancer, რომელიც უკუცემის შემცირების გარდა ბალანსის რეგულირების საშუალებას იძლევა. ბალანსის რეგულირება 3 მრგვალი ,,საწონით" ხდება(თითოეული 40 გრამს იწონის).

 

 

c1ebcc6967fc.jpgbbcca442c32c.jpg

 

 

 

 

2010 წლიდან ფირმამ ახალი სპორტული მოდელი გამოუშვა Impact Project. მისი მახასიათებელი თავისებურება სამიზნე თამასის სიმაღლის რეგულირებაში მდგომარეობს(25-30 მმ-ით). აღნიშნული აადვილებს თოფის სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში გამოყენებას(სპორტინგი, მრგვალი, ტრანშეული სტენდები).

 

294ea5ee58dc.jpg

post-5-0-21490600-1339766054_thumb.gif

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 3 months later...

Guerini Round Action

 

ad3aa5d3f00c.jpg

 

ამ თოფში ყურადღებას იქცევს მომრგვალებული კალაპოტი(შეადარეთ შოტლანდიურ დიქსონებს). მისი პროტოტიპია Guerini - Maxum. ახალ მოდელში შემცირებულია წონა და დახვეწილია კალაპოტის დიზაინი.

ეს მოდელი ხასიათდება მდიდარი გრავირებით; ლულები 30 დიუმის სიგრძისაა და შეერთებულია მონობლოკის პრინციპით. ექსპერტთა აზრით ესაა ბიუჯეტური მოდელი ძვირფასი თოფის შესახედაობითა და მაჩვენებლებით.

წონა შეადგენს 2,95კგ-ს, ხოლო ფასი სამი ათასი ევრო(გრავირების ფასის შესაბამისად შესაძლებელია 4000 ევროს ღირებულება).

იარაღის ექსპერტთა აზრით თოფი უცილობლად ამართლებს ფასს და შეჰყავთ კატეგორიაში ,,საუკეთესო შენაძენი".

 

53c855b1be86.jpg

 

772939801eb7.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Caesar Guerini Essex Limited

 

a052f68e8cbf.jpg

 

ეს თოფი კალაპოტის ფერადი ოქსიდირებით გამოირჩევა სხვა მოდელებისაგან; ყალიბი 12,20,28 ან 36. ლულის სიგრძე 32 დიუმი; წონა 2,8-3,1 კგ; კონდახი მზადდება ხელით. დანარჩენი პარამეტრები მყიდველის სურვილისამებრ. იწარმოება შეზღუდული რაოდენობით.

ფასი 2845 გირვანქა სტერლიგიდან იწყება.

 

 

672d73413101.jpg

 

bc581d390053.jpg

 

25f52ace1cba.jpg

 

381d71bcc3e5.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

Caesar Guerini Maxum

 

5e4d6e7e1ce6.jpg

მიმდინარე თვეს ბრიტანულმა ინტერნეტპორტალმა Shooting UK შეაფასა თოფი "Mаxum".

ექსპერტთა აზრით ამ მოდელში ოპტიმალურადაა შერწყმული ფასი და ხარისხი. Maxum-ი ძვირფასად გამოიყურება და პარალელურად მის უახლოეს კონკურენტებთან შედარებით იაფია.

ელეგანტური დიზაინი, ბრწყინვალე ბალანსი, დაყვანის უმაღლესი ხარისხი და მდიდარი გრავირება_ ეს ნამდვილი იტალიური ხარისხია.

ლულები შეერთებულია მონობლოკის პრინციპით და მწარმოებელი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათში უპრობლემოდაა შესაძლებელი ლითონის მასრის გამოყენება(შეძლებული მონადირეებიც კი აკეთებენ ეკონომიას :alfons: ); კონდახი დამზადებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლისაგან; გრავირებას აკეთებენ Giovanelli-ის სამხატვრო საწარმოში. თოფის მასა შეადგენს 3,6კგ-ს და განთავსებულია ქეისში. ფასი დიდ ბრიტანეთში შეადგენს 2500 გირვანქა სტერლინგს.

 

55a11aeba256.jpg

 

aea30f282cfb.jpg

 

e2c197989ed0.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Caesar Guerini Ellipse evo

 

 

36413015b057.jpg

 

 

 

ნახეთ რა კალაპოტია შოტლანდიურ სტილში :flirt:

 

მოდელი გამოდის 20 და 28 ყალიბში; ძირითადად გრავირება შესრულებულია ლაზერით, ხოლო ყველაზე საპასუხისმგებლო ადგილებში ხელით; ლულების ფოლადი 42CrMo4, სიგრძე 710მმ 660 ან 760მმ, არხის დიამეტრი 20 ყალიბისათვის 15,9, გამოცდილია 1370 ბარ წნევაზე, 5 სახსნელი ჩოკით; კალაპოტი ფოლადისაა(18NiCrMo5); ეჟექტორზე; ერთ სასხლეტზე; წონა 2886გრამი, საერთო სიგრძე 1150მმ; თოფი განთავსებულია ხავერდგამოკრულ პლასტიკატის ქეისში, რომელსაც ციფრული საკეტი აქვს. კომპლექტში შედის ხავერდის შალითა და ანტაბკები. ფასი 3417 ევრო(იმავე ფასში შესაძლებელია ვიყიდოთ ამავე მოდელი მსუბუქი მეტალების კალაპოტით(Ellipse Еvo Light));

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ძალიან გამახარა გიორგი(ელჩის) მიერ მოწოდებულმა ინფომ, რომლის თანახმადაც მისი სალომე ნადირობის საწყისებს დაუბრუნდა B) ამ პოსტს სწორედ მას უძღვნი, გაიხარე ძმიშვილო! :*

 

 

Syren USA

 

334543c2dbdb.png

 

ამერიკული კომპანია Syren USA პრაქტიკულად უცნობია აშს-ს ფარგლების გარეთ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს ფირმა წარმოადგენს "ცეზარ გუერინის" განყოფილებას, რომელიც ამუშავებს და აწარმოებს ექსკლუზიურ იარაღს მხოლოდ ქალბატონებისათვის. მოდელთა რიგი ასეა წარმოდგენილი: Magnus, Tempio, ELOS Venti და XLR5. ისინი იწარმოება მრავალ მოდიფიკაციაში და განკუთვნილია ნადირობისათვის ან სტენდისათვის. ყველა მოდელის პროექტირებაში უშუალოდ მონაწილეობენ პროფესიონალი მესტენდური ქალბატონები, ამიტომ თითოეულ ეგზემპლიარში გათვალისწინებულია ულამაზესი სქესის ყველა მოთხოვნა და სურვილი, კერძოდ მცირე წონა, უკუცემის შემამცირებელი მოწყობილობები(საბჟენი Kinetik), გათვალისწინებულია კონდახის მიმართ წაყენებული ერგონომიკური თავისებურებანი. აღნიშვნის ღირსია იარაღის მთლიანი დიზაინი, რომელიც კლასიკურ ელეგანტურ სტილს ეფუძნება.

Syren USA-ის საფირმო იარაღი განეკუთვნება ელიტალურს და მათი ფასები უსაში მერყეობს 2000-დან 5500 მწვანეს ფარგლებში. :hi:

 

9ae020e83df5.png

Link to post
Share on other sites

გელა თოფები კი კაია,მარა ფასები წაშალე სანამ აკიდე გიოს ინფარქტი!!! :d030:

 

 

გიოს "ინფარქტს" ენაცვალა გელაძია, ხოდა ქე გეივლოს ხელი მამამისმა ჯიბეზე :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...