Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Breda

16b5a9a01f1c.gif

 

 

იტალიური ფირმა ბრედა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის კომპანია ,,ფიატთან" ერთად ჩართული იყო ტყვიამფრქვევ ,,მოდელი 14" -ის გამოშვებაში. ომის დასრულების შემდეგ ბრედამ საკუთარი იარაღი შექმნა. ეს ტყვიამფრქვევებია ,,მოდელი 30", ,,მოდელი 31" და ,,მოდელი 37". ეს უკანასკნელი იტალიის არმიის შეიარაღებაში იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

1945 წლიდან ბრედამ თავისი ძალისხმევა სანადირო იარაღის შექმნაზე მიმართა.

60-იან წლებში ფირმის გლუვლულიანი ნახევარავტომატები აშშ-ში იყიდებოდა სხვადასხვა იმპორტიორი ფირმის სახელწოდებით. მაგალითად, სერია ,,ნოვომატიკი" იყიდებოდა ,,ჩარლზ დალის" სავაჭრო მარკით.

იმდროინდელი ნახევარავტომატების რამდენიმე მოდელის მექანიკა უკუქცეულ გაზებზე იყო დაფუძნებული.

ფირმის ნახევარავტომატების თანამედროვე მოდელების მექანიკაში გამოიყენება როგორც უკუქცეული გაზები, ასევე ინერციული სისტემა. ისინი გამოდის როგორც ფიქსირებულ, ასევე სახსნელ ჩოკებზე(მათ შორის დამაგრძელებლებზე). თოფები განთავსებულია ქეისებში.

 

Breda Antaresინერციული

 

724d86770e77.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; კალაპოტი ფოლადის; ლულის სიგრძე: 63სმ(სახსნელი ჩოკებით), 65 და 70 სმ(ფიქსირებული ჩოკებით); სამიზნე თამასა ვენტილირებადი; კონდახი და ტიბჟირი კაკლის; მილისებრი მჭიდის ტევადობა 2 ან 4 ვაზნა; მცველი განლაგებულია მარჯვნივ.

 

 

Breda Ermes ინერციული

 

859021dec40e.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; ლულის სიგრძე 61, 62, 66 ან 70 სმ; ჩოკები სახსნელი ან ფიქსირებული(მყიდველის სურვილისამებრ); ვენტილირებადი სამიზნე თამასა; კონდახი და ტიბჟირი კაკლის; მილისებრი მჭიდის ტევადობა მაქსიმუმ 4 ვაზნა; მცველი განლაგებულია მარჯვნივ, ფარის უკან.

 

 

Breda Mira უკუქცეულ გაზებზე

f09be541fec3.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; ლულის სიგრძე 61, 66, 71 ან 75 სმ; ჩოკები სახსნელი; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; კონდახი და ტიბჟირი კაკლის ან პლასტიკატის; მილისებრი მჭიდი ტევადობა 2 ან 4 ვაზნა; მცველი განლაგებულია ფარის წინ.

 

 

Breda Pegaso

acfec8096149.jpg

 

ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 12 ყალიბისათვის 67 ან 71 სმ, 20 ყალიბისათვის 67სმ; ლულები მონობლოკია; ეჟექტორზე; ერთ სასხლეტზე; სასხლეტი მექანიზმი სახსნელია; ვენტილირებადი სამიზნე თამასა(7 ან 11მმ); კონდახი და ტიბჟირი კაკლის; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე და შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველის ფუნქცია. თოფს გააჩნია დაცვის გაზრდილი ფუნქცია გაზების გამშვები სარქველის სახით.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 1 year later...

როგორც ,,დიდი მეიარაღეების" თემაში აღვნიშნავდი ბრუნო ჩივოლანის გამოგონებებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ ნახევარავტომატების განვითარების საქმეში...

 

მინდა წარმოგიდგინოთ ამ დიდი ოსტატის უკანასკნელი ნაკეთობა, რომელსაც Breda Xanthos ქვია.

 

177c3e27c646.jpg

 

პირველი, ზედაპირული დათვალიერებითაც კი თვალში გვხვდება მისი დახვეწილი ფორმები, ვაზნების მიწოდების ძალიან მარტივი და პრაქტიკული სისტემა. თოფზე შესრულებული შედუღებითი სამუშაოები ლაზერითაა გაკეთებული, რაც საიმედოობაზე წარმატებით აისახა.

ერთ-ერთი კარგი მიგნებაა სავაზნეში არსებული ვაზნის ცვლის სისტემა. სხვა ანალოგებში ვაზნის ცვლისას თუ მჭიდი არ ჩავკეტეთ, ასეთ შემთხვევაში მიწოდება აუცილებლად მოხდება...

,,ჰანტოსის" შემთხვევაში სავაზნიდან ვაზნის ხელით ამოღების შემდეგ(შევსებული მჭიდის შემთხვევაში) მიწოდება არ მოხდება და მონადირეს უპრობლემოდ შეუძლია ჩადვას ახალი ვაზნა ხელით. საკეტის წინ მისაწევად კი საკმარისია მიმწოდებელის(თათი) ოდნავ წამოწევა ზევით.

აღნიშნული ოპერაცია ძალიან პრაქტიკულია და საშუალებას იძლევა ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე სწრაფად შეიცვალოს ვაზნა სავაზნეში.

ლულები მზადდება ბელგიაში და მათი წარმოებისა და ლითონის მასალის მაღალი საიმედოობის გამო თვალშისაცემია ლულის თხელი კედელი, რაც წარმატებით აისახა მცირე წონიანობაზე(ტერმინმა ,,თხელი კედელი" შეცდომაში არ შეგვიყვანოს, რამეთუ საიმედოობა ექსრა კლასზე დგას!)

თოფს გააჩნია 5 სახსნელი ჩოკი და კონდახის დახრის მარეგულირებელი საფენები; წონა 2,95კგ; ლულის სიგრძე 70 სმ. ფასი დაახლოებით 1900 მწვანე.

ექსპერტთა შეფასებით ფასის ამ კატეგორიაში ,,ჰანტოსი" გაუმჯობესებული ბენელია...

 

 

d715dd9f94f5.jpg

 

 

d29423b0317f.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...