Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Marocchi Armi კომპანიის ფუძემდებელია სტეფანო მაროჩი, რომელიც 1922 წლიდანაა ცნობილი იტალიაში. 1926 წელს სტეფანომ საკუთარი საოჯახო საწარმო დააფუძნა გარდონ ვალ ტრომპიაში. ფირმა ყველა სახისა სანადირო და სპორტულ თოფს უშვებს(ორლულიანებს, კომბინირებულებს, ნახევარავტომატებს). 1957 წელს საერთაშორისო გამოფენაზე კომპანიის გამოგონებამ პნევმატიკაში(პნევმატური იარაღი СО2-ზე) მთავარი პრიზი მიიღო(მაშინ ეს სიახლე გახლდათ). ამ მოვლენიდან მალე კომპანიამ ამ სახის იარაღის წარმოება შეწყვიტა. 1972 წელს დამფუძნებლის ვაჟმა, პეტრომ(ამ პერიოდში ფირმის ხელმძღვანელი) საწარმო მეზობელ ქალაქში, სარეცოში გადაიტანა. შექმნის დღიდან დღემდე საწარმოს დაახლოებით 250 ათასი ერთეული თოფი აქვს წარმოებული. ფირმაში დანერგილია ტექნიკისა და ტექნოლოგიის ახალი მიღწევები. ლითონის დამუშავება ბოლო თაობის გერმანული CHIRON-ის კომპიუტერული სისტემებით ხდება. თვით ნაკეთობანი შედარებიც მცირე პარტიებით იწარმოება(აწყობა ხელით ხდება). საწარმოში იარაღი კეთდება ცალკეული შეკვეთებითაც. ხრახნილლულიანების ლულები მხოლოდ Lothar-Walther-ის წარმოებისაა. Marocchi Snipe სავაზნის სიგრძე 70მმ; ერთ ან ორ სასხლეტზე; წონა 3კგ; სიგრძე 111სმ; ლულის სიგრძე 70სმ; ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება არჩევით; ვენტილირებადი სამიზნე თამასა 10მმ-ა; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური) 1996 წელს კომპანიაში ევროპელთა ინვესტიციები განხორციელდა და საწარმოს C.D. Europe srl დაერქვა. საექსპორტო თოფებისათვის შემოიღეს საკუთარი სავაჭრო მარკა Doubles Classic. მოდელი Marocchi 100 შეიქმნა 2007 წელს, როგორც ახალი სპორტული მოდელი. ის ბოსის საკეტებზეა; სხვადასხვა ლულების სიგრძით, შევიწროებით, რეგულირებადი კონდახით. Marocchi 100 სავაზნე 70მმ; ეჟექტორებზე; წონა 3,6-ის ფარგლებში; სახსნელ ან ფიქსირებულ ჩოკებზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა (10მმ); შემაერთებელი თამასა მთლიანი ან ვენტილირებადი; კალაპოტი ფოლადი; მოთავსებულია ქეისში. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Marocchi – ოფიციალური გვერდი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 7, 2012 Author Report Share Posted November 7, 2012 Marocchi Si12 ამ ნახევარავტომატის მექანიკა ინერციაზეა დაფუძნებული. ექსპერტთა განმარტებით მასში საუკეთესოდაა შეხამებული ბალანსი ფასი-ხარისხი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ანალოგიური კლასის თოფებთან შედარებით 1,5-ჯერ იაფი ღირს. კარგ ბალანსს განაპირობებს მცირე წონა_ 12 ყალიბი იწონის მხოლოდ 3 კგ-ს. აღნიშნული მიღწეულ იქნა ლულის მასალაში სპეციალური ფოლადის St. Etienne-ის გამოყენებით. არხის დიამეტრი განხსვავებულია სხვა, საზოგადოდ მიღებული დიამეტრებისაგან_ 18,2-18,3მმ(როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ბრწყინვალედ მუშაობს წვრილ საფანტში). ფირმა მყიდველს სთავაზობს შემდეგი სიგრძის ლულებს: 76სმ, 71სმ, 66სმ და 61სმ(შესაძლებელია ფოლადის საფანტის გამოყენებაც). სავაზნე 76მმ; ლულები სახსნელ ჩოკებზეა(5 ცალი) აგრეთვე გააჩნია 7სმ-იანი ლულის დამაგრძელებელი; ვენტილირებადი სამიზნე თამასა(6მმ სიგანით); შესაძლებელია ოპტიკის დაყენებაც. ექსტრემალურ პირობებში გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია შეუკვეთოთ კალაპოტისა და ლულის დამატებითი დამცავი ფენა ვიდრე ოქსიდირებაა... გამოყენებული ვაზნების წონა შეადგენს 24-დან 56-მდე გრამს. მჭიდის ტევადობაა 3(76მმ-იანი) ან 4(70მმ-იანი); გააჩნია კონდახის სიგრძისა და დახრის მარეგულირებელი საფენები. მცველი განლაგებულია სასხლეტ კავთან; წონა 2,9-3,1 კგ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.